74 105 ლარი ერთი სოფლის განვითარებისთვის

მთავარი თემა

74 105 ლარი ერთი სოფლის განვითარებისთვის

2012 აგვ 7 08:08:56
_ სოფლის დიდ ნაწილში ხელმისაწვდომია კაბელური ინტერნეტი, სილქტივი, ქალაქის ტელეფონი და ა.შ. მაგრამ ინფრასტრუქტურული პრობლემები აქაც უხვადაა. სოფლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, მთავარ მოუგვარებელ პრობლემად წყალმომარაგება და მოუწესრიგებელი შიდა გზები რჩება.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, 2011 წელს, გვიმბალაურს 33 ათასი ლარი გამოეყო. გვიმბალაურის თემში შედის სოფელი ჯუნეწერი, სადაც შარშან პროგრამის ფარგლებში, კლუბის გაკეთება გადაწყდა. გვიმბალაურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნიკო იმნაძე ამბობს, რომ "თანხების გადანაწილება სხვადასხვა თემებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ხდება. რადგან ჯუნეწერი უფრო მცირემოსახლეობიანი სოფელია, მას ამ თანხიდან 14 000 ლარი გამოეყო. მაგრამ ეს თანხა კლუბის გადახურვასაც ვერ უზრუნველყოფდა, ამიტომ გადაწყდა, გადმორიცხული ფულით ჯუნეწრის კლუბი გარემონტებულიყო. კლუბი, სადაც ახალგაზრდული ცენტრის ამუშავება იგეგმება მომავალში, გადაიხურა, გამოიცვალა კარ-ფანჯრები, შეილესა, დაიგო ბეტონის იატაკი, შენობის ვრცელ აივანს გაუკეთდა რკინის მოაჯირები და მოპირკეთდა ცემენტის ფილებით. ეს სამუშაოები 27 000 ლარი დაჯდა. სამუშაოები აწარმოა ინდმეწარმე ზაზა ჩხაიძემ.

გვიმბალაურში რკინიგზის გასწვრივ შეიღობა 600 გრძივი მეტრი მონაკვეთი ეკლიანი მავთულითა და აკაციის სარებით. რკინიგზის ლიანდაგების იქით სოფლის საძოვრები და საყანე ფართობები იწყება და ხშირ შემთხვევაში, ლიანდაგიდან გადმოსულ ძროხებს მატარებელი კლავდა. შარშან ხოფერიების უბანში გაკეთდა სანიაღვრე არხი. ამ სამუშაოების ღირებულებამ ჯამში 6 000 ლარი შეადგინა.

ორ სოფელს, გვიმბალაურსა და ჯუნეწერს ორაგვისღელის სათავესთან აგებული აუზი უზრუნველყოფს წყლით.

ძველი, ავარიული სისტემის და ზაფხულის გვალვების გამო, წყალი სოფლებში მუდმივად პრობლემაა. უწყლობას გამუდმებით უჩივის მოსახლეობა და ხშირად ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვს დახმარებას. მაგრამ წლების განმავლობაში ლანჩხუთის გამგეობამ წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაცია ვერ მოახერხა", _ გვითხრა იმნაძემ.

ნიკო იმნაძე ამბობს, რომ არსებული ხელისუფლების მომავალ გეგმებში ლანჩხუთის რაიონის სამი სოფლის _ გვიმბალაურის, აკეთისა და მამათის წყლით უზრუნველყოფა შედის: _ აქედან ყველაზე რეალური გვიმბალაურია, რადგან სისტემა რაღაც სახით არსებობს და მას განახლება ესაჭიროება, _ ირწმუნება ხელისუფლების წარმომადგენელი.

2012 წელს სოფლის პროგრამის ფარგლებში გვიმბალაურმა მნიშვნელოვანი თანხა, 40 105 ლარი მიიღო. აქედან, ჯუნეწერს 14 283 ლარი გამოეყო. გადაწყდა, ამ ფულის ნაწილი ახალგაზრდული ცენტრის ინტერიერის კეთილმოწყობისთის დაეხარჯათ. 8 499 ლარით შეილესა, მობათქაშდა და შეიღება კედლები, შენობის ერთი ფრთა გადაიხურა თუნუქით, გამოიცვალა შიდა კარები, სამუშაოები კვლავაც ინდმეწარმე ზაზა ჩხაიძემ შეასრულა.

_ ძველისძველი, ჩამონგრეული კლუბის შენობის აღდგენაზე, ჯამში, 35 500 ლარი დაიხარჯა, მაგრამ ჯერაც ვერ გადაწყდა, რა დაწესებულება განთავსდება შენობაში. თუ შენობა არ დაიტვირთა, გამუდმებით არ მოხდა მისი განიავება, მაშინ ამდენი ფული წყალში აღმოჩნდება გადაყრილი. რადგან მეტალოპლასტმასის ფანჯრები ჰერმეტულია, არ ხდება შენობის განიავება და ნესტი მას სწრაფად გააფუჭებს, _ ამბობს ჩვენთან საუბარში, ზაზა ჩხაიძე.

ჯუნეწრის გარე განათებაზე გამოიყო 5 784 ლარი. განათდა დავით ბოლქვაძის, წმინდა ლაზარეს და სერგო ბარამიძის ქუჩები. გვიმბალაურში გარე განათება მოეწყო ალექსანდრე გუგუნავას, ბათუმის, არჩილ ჩხაიძის და ჯანმრთელობის ქუჩებზე. ამ შემთხვევაში არ იგულისხმება გარე განათების მთლიანი სისტემის გამოცვლა. ზოგან დაემატა რკინის ბოძი, განათდა რამოდენიმე მოკლე ქუჩა, ზოგან კი გადამწვარი ლამპიონები გამოიცვალა. სამუშაოებზე 2 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები შეასრულა ინდმეწარმე კახაბერ იმნაძემ. ამით ჯუნეწერ-გვიმბალაურის გარე განათების სისტემის მოწყობა დამთავრებულია.

2012 წლის პროგრამით გვიმბალაურის ადმინისტრაციას 25 822 ლარის დახარჯვა შეუძლია. ამ პროგრამის ფარგლებში შეიღობა რკინიგზის ლიანდაგიდან საძოვრებამდე მისასვლელი გზის ორივე მხარე. მასში შედის საყანე ფართობებიც. სამუშაოების ღირებულება 20 261 ლარია. სამუშაოები ჩაატარა ინდმეწარმე დურმიშხან ხოფერიამ. ნიკო იმნაძე გვარწმუნებს, რომ ამით სოფელს საბოლოოდ მოუგვარდა უმნიშვნელოვანესი პრობლემა _ მათ ყანებს ამიერიდან საქონელი ვეღარ გაანადგურებს.

გვიმბალაურში, ფაცურიების უბანში არტეზიულ ჭაზე გამოიცვალა წყლის ელექტრო ტუმბო. ტუმბოს შეძენასა და დამონტაჟებაში დაიხარჯა 1011 ლარი. ამ ჭიდან ალექსანდრე გუგუნავას ქუჩამდე, დაახლოებით 600 მეტრ მანძილზე შეიყვანეს სასმელი წყლის მილები. პროექტი 2 550 ლარი დაჯდა.

გვიმბალაურში ფუნქციონირებს საექიმო უბანიც, რომელიც ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე მდებარეობს, მაგრამ მისი გაკეთება ინფრასტრუქტურული პროგრამების ფარგლებში მოხდა.




 ახალი ამბები
  • კორონავირუსზე ეჭვის გამო ბათუმის მატარებელი თბილისიდან ვერ გადისთბილისი-ბათუმის მატარებელი უკვე ერთი საათია თბილისიდან ვერ გადის. ამის მიზეზი სასწრაფო დახმარების სამსახურში შესული შეტყობინება გახდა. როგორც  საქართველოს რკინიგზაში განგვიცხადეს, თბილისი-ბათუმის მატარებლის მგზავრების ნაწილმა მიიჩნია, რომ ერთ-ერთ მგზავრს, რომელიც მათი აზრით, ჩინეთის მოქალაქეა, სავარაუდოდ გრიპის ნიშნები ჰქონდა რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და მატარებელი დატოვა. ისინი ბაქანზე იცდიან. თუმცა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის არც მგზავრის მოქალაქეობა და არც ის, იმყოფებოდა თუ არა ის ჩინეთში  ბოლო პერიოდში. რკინიგზაში აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადა უკვე ადგილზეა და მგზავრებს შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდება. ჯერჯერობით უცნობია როდის დაიძვრება მატარებელი ბათუმის მიმართულებით. სასწრაფოში გვითხრეს, რომ მგზავრებს სიცხეს უზომავენ და პირველადი დაკვირვებით არაფერი საგანგაშო არ არის. წყარო: ... ...
  • მაია მერკვილაძე: შემომითვალეს, ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები“მოკლედ, ვიცი გაინტერესებდათ, შემომითვალეს, ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები. ნინო ხაჟომია მოდის რედაქტორად.“ - ასეთი სახის განცხადება სოციალურ ქსელში აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის ახალი ამბების რედაქტორმა მაია მერკვილაძემ გაავრცელა. მაია მერკვილაძის ამ განცხადებას უცებ მოჰყვა მისი კოლეგების და ჟურნალისტების კომენტარები. “ ასე და ამგვარად, გრძელდება აჭარის ტელევიზიის გაპარტახება! ბიძინას ბორდი და კოხრეიძე მარტო აღარ არიან გამპარტახებლების რიგებში უკვე, ახალ ხალხს იმატებენ! მაიას საინფორმაციოდან გაყვანა, მისი ამ საქმისგან ჩამოცილება არის დანაშაული. ვისაც მასთან არ უმუშავია, ჩემი სიტვების მნიშვნელობას, ბოლომდე ვერ გაიგებს!“ - წერს სოციალურ ქსელში “მთავარი აჭარაში“ წამყვანი და ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა. “მაია მერკვილაძე ახალი ამბების სამსახურიდან გაჰყავთ. ამ დრომდე ხელშეკრულებას არ აჩვენებენ. დირექტორმა მმართველებს გააცნო ინფორმაცია იმის შესახებ რომ მაიკოს არათუ 20-იანის რედაქტორის, ან უბრალოდ რედაქტორის არამედ საერთოდ სხვა პოზიციის ხელშეკრულებას შესთავაზებენ, გაუგებარი, ბუნდოვანი პერსპექტივით და არარსებული რესურსით. აბა ეხლა დაგვაბრალოს იქნებ უმაღლესმა საბჭომ, ბორდმა, დირექტორიანად კივილი და წივილი.“ - ასე შეაფასა მაია მერკვილაძის განთავისუფლება აჭარის ტელევიზიის ახალი ამბები წამყვანმა და ჟურნალისტმა თეონა ბაკურიძემ. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძე “მთავარ არხთან“ მიცემული ინტერვიუს დროს ამბობს, რომ მაია მერკვილაძისთვის ახალი შემოთავაზება აქვს. “წინასაარჩევნო პერიოდია და ვალდებულება გვაქვს, რომ გაკეთდეს დებატების სახის გადაცემები ანუ თოქ-შოუ. აქედან გამომდინარე ვაძლევ სრულ თავისუფლებას, რომ ეს საარჩევნო პროექტი გააკეთოს მან.“ - თქვა გიორგი კოხრეიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ამ წინადადებას არ დათანხმდა მაია მერკვილაძე მაშინ რა მოხდება - გიორგი კოხრეიძემ უპასუხა: “მაშინ ვშორდებით, რაც მე არ მინდა.“ - აღნიშნა გიორგი კოხრეიძემ. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი მაია მერკვილაძე გიორგი კოხრეიძის შემოთავაზებას არ დათანხმდება. “უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო აჭარის ტელევიზიის დირექტორმა.“ - ამბობს მაია ... ...
  • 24 თებერვალი ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების დღეა2006 წლის 24 თებერვალს ქართველი მუსიკოსი, მწერალი ირაკლი ჩარკვიანი გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში გელა ჩარკვიანი, ირაკლი ჩარკვიანის მამა სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. “ჩაწერა მაქვს „რუსთავი 2“-ზე, დათო გოგიჩაიშვილთან. ნახევარ საათში უნდა გავიდე, – მითხრა ქეთათომ ტელეფონით. – იქნებ მოხ­ვიდეთ და ჩვენთან იყოთ, სანამ დავბრუნდები. ირაკლი ღამე თავს კარგად არ გრძნობდა. ახლა ჩაეძინა, მაგრამ მაინც მეშინია“. პარასკევის დილა იყო. ჩემს მდივანს, შორენა კობერიძეს დავურეკე და ვუთხარი, შემაგვიანდება-მეთქი. თეთრი „ტოიოტა კოროლა“ ეზოში მელოდებოდა. ომარ არუთინოვს ვთხოვე, ირაკლისთან ვერაზე მივეყვანე და გარაჟში ჩემს ზარს დალოდებოდა. ქეთათო რომ გავიდა, სავარძელში ჩავჯექი და კინოსცენარის კითხვას შევუდექი. იმ დღეებში გია ბაზღაძემ შემომთავაზა ქართულად გამეხმოვანებინა ერთი უცხოური საბავშვო კინოს პერსონაჟი. ამ ფილმის ჩვენებას გია თავისთან, რუსთაველის კინოთეატრში აპირებდა და რატომღაც გადაწყვიტა, რომ „კინო­გმირს“ ყველაზე უფრო ჩემი ხმა და ინტონაცია მოუხდებოდა. დავთან­ხმდი, რადგან ამ საქმეში გარკვეული გამოცდილება მქონდა და, რაც მთავარია, წინანდელივით დაკავებული აღარ ვიყავი – სიტყვებს აღარ ვწერდი და არაფრის თარგმნა აღარ მიხდებოდა. ფილმების გახმოვანებასთან კარგი მოგონებები მაკავშირებდა. დიღომში კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ძველებური ყაიდის ვეება მიკროფონებთან არაერთხელ ვმდგარვარ დოდო აბაშიძესთან, თენგიზ არჩვაძესთან, რამაზ ჩხიკვაძესთან და სხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად. რეზო ჩხეიძის „ნერგებში“ ამერიკელი ტურისტების ეპიზოდი თითქმის მთლიანად მე და ილო თუმაჯანოვმა გავახმოვანეთ. მერაბ კოკოჩაშვილის „მწვერვალში“ გია ყანჩელის დაწერილი ინგლისური სიმღერაც კი ვიმღერე. კიდევ იყო ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი“ და „შერეკილები“, რომლის დიალოგები, ელდარ შენგელაიას თხოვნით, ინგლისურად ვთარგმნე და ქართულ ტექსტს დავადე. მაგრამ ბოლო 30 წლის განმავლობაში კინოსთან შეხება აღარ მქონია და ახლა, ამდენი პოლიტიკით დაღლილს, კინოპერსონაჟის აუდიო-თამაში უთუოდ გამახალისებდა. რამდენიმე გვერდი წავიკითხე და ცოტათი მომწყინდა – მხატვრულის კითხვას გადაჩვეული ვიყავი. ფურცლები იატაკზე დავდე. ავდექი და კედელზე დაკიდებული ირაკლის ნახატებისა და ფოტოების თვალიერება დავიწყე. მერე დიდ ოთახში გავედი და მძინარე ირაკლის დავხედე. მშვიდად, მეტრონომის სიზუსტით სუნთქავდა. ერთ ბეჭზე საბანი არ ეხურა და ხელი დავადე. სიცხე არ ჰქონდა. კედლებზე სურათები აქაც იყო და სანამ ყველა, ალბათ ასჯერ ნანახი, ისევ დავათვალიერე, ოთახი არ დავტოვე. კვლავ სავარძელში ჩავეშვი, თუმცა სცენარი იატაკიდან აღარ ავიღე. სახლში წავიკითხავ-მეთქი, ირაკლის პატარაობა გამახსენდა, როგორ ვეთამაშებოდი „შემოქმედებით“ თამაშებს – რითმობანას, პარადოქსობანას, ოქსიმორონობანას და აბსურდობანას. „აბა, გარითმე ხალი!“ უმალ პასუხობდა – „მსხალი“. „აბა, კიდევ?“ „ნალი, თვალი, ალი, ქალი, მთვრალი“. „გეყოფა“. „აბა, მოიგონე პარადოქსი“. „ისეთი მშიერი ვარ, რომ ხინკალსაც კი არ შევჭამ“. „კარგია. ახლა ოქსიმორონი მინდა სიტყვაზე ტკბილი“. დაფიქრდებოდა, „ვიცი! ვიცი! ტკბილი სევდა, ტკბილი ტკივილი“. „აბა, რაიმე აბსურდული ფრაზა მოიგონე, ისეთი როგორც ყვავი ჩხიკვის მამიდა“. „ბიძაშვილის ვირის ზმნიზედა. ხომ მაგარია?“ „კარგია“, – მოვუწონებდი და ის ბედნიერი ხტუნვა-ხტუნვით ეზოში გავარდებოდა, სადაც მისი თანატოლები უფრო ბიჭურ თამაშებს შესთავაზებდნენ. მერე ის საშინელი საღამო გავიხსენე, როცა ირაკლი და გეგა, მაგრად ნაცემები, წყნეთის კინოდან ჩვენს აგარაკზე ამოვიყვანეთ და ისიც, როგორი დაზაფრულები ისხდნენ ირაკლი და კოსტე, როცა გაიგეს, რომ გეგამ თვითმფრინავი გაიტაცა, ისე, რომ მათთვის არაფერი უთქვამს; და სულ ახლახან ქეთათოსთან ერთად რომ გვეწ­ვია და ნანას და მე გამოგვიცხადა, – მალე გოგო გვეყოლება და გადავ­წყვიტეთ რეტრო სახელი დავარქვათ – ნანაო. პატარა ნანამ გვასახელა – თავის წითურ ძაღლთან, კაფკასთან ერთად ის წარმატებით ასრულებდა როლს „მაესტრო TV“-ის მიერ გადაღებულ რეალიტი შოუში, რომელიც ერთი თვის განმავლობაში დეტალურად აშუქებდა ირაკლისა და ქეთათოს ყოველდღიურ ცხოვრებას. ამ დღეს ნანა ბებიასთან, გულიკოსთან იყო, რომელსაც დულიტოს ეძახდა, ისე როგორც მე – დელას. უკანა­ენისმიერებს, ვერც მჟღერსა და ვერც ყრუს, ბავშვი ვერ წარმოთქვამდა. ამით თავის მეორე, თანამოსახელე ბებია ნანას ჰგავდა, რომელიც თურმე ადრეულ ბავშვობაში кукла-ს ნაცვლად тутла-ს ამბობდა. ამგვარ მოგონებებში გავატარე საათ-ნახევარი. მალე ქეთათო უნდა დაბრუნებულიყო. წამოვდექი და კვლავ იმ ოთახში შევედი, სადაც მძინარე ირაკ­ლი მეგულებოდა. იმავე პოზაში იწვა და ოთახიდან გასვლა დავაპირე. კართან ვიდექი. არც გავდიოდი და არც უკან ვიხედებოდი. ძალიან არ მინდოდა დამენახა ის თითქმის შეუმჩნეველი ცვლილება, რომელიც შევამჩნიე და არ შევიმჩნიე, ის ზარდამცემი, უსასრულოდ მცირე სხვა­ობა, ახლად მკვდარს ცოცხლისგან რომ განასხვავებს. რამდენ ხანს შემეძლო მეტყუებინა თავი... მივედი და იმავე ბეჭზე ხელი დავადე. არ სუნთქავდა. მერე მკერდს ჩავუყევი. მხოლოდ გულის სიახლოვეს აღმოვაჩინე პაწაწინა თბილი წერტილი. სასწრაფოს ექიმმა გარდაცვალება დაადასტურა. ქეთათო ჯერ კიდევ სტუდიაში იყო, იქ შევატყობინე და „რუსთავი 2“-მა ირაკლის სიკვდილის ამბავი breaking news-ის სახით გაუშვა ეთერში... ამას მოჰყვა სხვა ტელევიზიების სიუჟეტები, ათას­გვარი ვერსიებით და უწყვეტი ზარების ნაკადი ჩემს მობილურზე. ნანა მიღებული შოკისგან სიცოცხლის ბოლომდე სრულად ვერ გამოვიდა. მის გაუსაძლის ტკივილს ისიც ერთვოდა, რომ სახსრის მოტეხილობისა და ხელოვნურით ჩანაცვლების შემდეგ დამოუკიდებლად სიარული ჯერ არ შეეძლო. სულ ლოგინში იწვა და ტიროდა. ცრემლს მეც ვერ ვიკავებდი, განსაკუთრებით, როცა ვიხსენებდი ირაკლის სასაცილომდე არარეალურ ბიზნეს-პროექტებს, რომელთა განხორციელებით აპირებდა, გამდიდრებას თუ არა, საკუთარი ოჯახის შენახვას მაინც. ამგვარი იდეების გენერირებას მან მას შემდეგ უმატა, რაც გაჩნდა პატარა ნანა, მისი ერთ-ერთი ბოლო, და ბაბუა-ბებიების აზრით საუკეთესო ნაწარმოები. ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს: ერთი – ჩემი და ნანას პირმშო. ის ჩემს მეხსიერებაში მარად ბავშვად დარჩება. სწორედ ამ ბავშვის – ირაკლის სიკვდილი განვიცადე ასე მწარედ 2006 წლის 24 თებერვალს. მეორე – მიამიტი და იმავდროულად უჩვეულო ნიჭით დაჯილდოებული შემოქმედი. ის არ მომკვდარა. „სათქმელი თქვა და უბრალოდ კარი გაიხურა“. სამძიმრის სათქმელად ჩვენს პეკინის 14-ის ბინაში, ნათესავებისა და ნაცნობ-მეგობრების გარდა, საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელები მოვიდნენ. სანდრა სააკაშვილი ყოველდღე ჩვენთან იყო და მწოლიარე ნანას საათობით ეჯდა. როცა სადარბაზოში შევარდნაძის დაცვის თანამშრომელი შევნიშნე, მივხვდი, რომ მალე ექს-პრეზიდენტი გამოჩნდებოდა. შევი გადამეხვია, გასვლისას კვლავ შეხედა ირაკლის და თავი დახარა, როგორც მაშინ, მამაჩემის პანაშვიდზე. ცოტა ხანი გავიდა და ოთახში მიშა სააკაშვილი შემოვიდა. მელაპარაკა. მერე დიდხანს ჩუმად იყო. რაღაცაზე ფიქრობდა. წასვლისას ასე მითხრა – „სამსახურში გამოსვლას ნუ იჩქარებ, მაგრამ როცა გამოხვალ, აუცილებლად მნახე“. მაშინ მე პრეზიდენტის თანაშემწე და პრესსპიკერი ვიყავი. დღის განმავლობაში ვეცნობოდი მსოფლიო მედიაში გამოქვეყნებულ ჩვენთვის საინტერესო მასალას და საღამოობით შეკუმშული სახით მიშას ვაცნობდი. კვირაში რამდენჯერმე ქართველ და თბილისში აკრიდიტებულ უცხოელ ჟურნალისტებს ვხვდებოდი და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ჩვენეულ ხედვას ვუზიარებდი. ტელევიზიებში კვლავინდებურად ხშირად ვჩნდებოდი. სახელმწიფო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი და მოხელეთა შრომის პირობები შეუდარებლად გაუმჯობესებული. მიშა ერთი კვირის თავზე ვნახე. ყოველგვარი შესავლის გარეშე მით­ხრა, რომ წინათაც ფიქრობდა და აზრი არც ახლა შეუცვლია: „საქარ­თველოს ინგლისში შენ უნდა წარმოადგენდე“. ეს სიახლე ნანას ტრაგედიამდე რომ გაეგონა, სახე გაუბრწყინდებოდა და მეგობრებს ტელეფონზე რეკვით აიკლებდა. ახლა კი მხოლოდ თავი დამიქნია და თვალები ცრემლით აევსო. ლონდონში სექტემბერში წავედით. თან შვილიშვილები – ანა და გაგა – წავიყვანეთ. პატარა ნანა ჯერ მართლაც პატარა იყო და ლონდონში ყოფნა არაფერს არგებდა. ჩამოვიდა, როცა სკოლის ასაკს მიაღწია. ლონდონმა თავისი ქნა. დიპლომატიურმა მიღებებმა, მკაცრი დრეს­­კოდის ნორმების აღსრულების აუცილებლობამ, ახლად შეძენილი ნაცნობების მრავალეროვნულმა წრემ ნანა თანდათან თვალში გამოახედა. და როცა, ბუკინგემის სასახლეში დედოფლისათვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის აღსანიშნავად გამართულ vin d’honneur-ზე მან შამპანურით სავსე ჭიქა ასწია, მის უძირო თვალებში პირველად ამ თვეების განმავლობაში მოციმციმე ვარსკვლავები დავინახე“. - წერს გელა ჩარკვიანი სოციალურ ... ...
  • „პირბადეს ვეღარ იშოვი, სადეზინფექციო ხსნარებს ფასი დაადეს“ _რას გვატყობინებენ იტალიიდან_პულიის რეგიონი ბარის პროვინციაში,  რომელიც მილანიდან, კორონავირუსის ეპიცენტრიდან ათასი კილომეტრის დაშორებით იმყოფება, ჯერ არანაირი პრევენციის ზომები არ მიუღიათ.  ჩემი გოგონა სკოლაში დადის, როგორც მშობელს,  მომივიდა შეტყობინება, რომ არ დავტოვო ლოკაციის  ადგილი.  ამ ეტაპზე  სხვა არანარი გაფრთხილება არ შემოსულა.  უნდა გითხრა  ისიც , რომ აფთიაქში   ვერ იშოვი პირბადეს. სადეზინფექციო  ხსნარები, რასაც „ამაზონი“ გვჩუქნიდა, ფასები დაადეს და სამი შეკვრა  90 ევრო ღირს.  ახლა აქ დღის პირველი საათია. ამ წუთებშიც შევედი აფთიაქში და პირბადე უკვე არ არის. მითხრეს, რომ დილით რაც მიიღეს, უკვე გაყიდულია, - გვატყობინებს ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მეგობარი ხათუნა შარაძე.  კორონავირუსი ფაქტიურად  ვრცელდება  იტალიაში და ეს სამწუხარო ამბავია. ხათუნა შარაძემ  ასევე გვითხრა, რომ იტალიაში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე განთავსებულია განცხადება ,  კორონა ვირუსთან დაკავშირებით: „ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში და განსაკუთრებით კი მის 5 რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გაითვალისწინონ  იტალიის მთავრობის მიერ,  ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები, განსაკუთრებული საჭიროების გარდა თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები.“ ... ...
  • მამუკა ხაზარაძე: ტროლების და ბოტების გავრცელებულ ინფორმაციას ვერ ავყვები„ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს ოზურგეთში იმყოფებოდნენ. ახალი ოფისის გახსნის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ „გურია ნიუსის“ კითხვებს უპასუხა. _ ბატონო მამუკა, გეგმავთ თუ არა გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად 2020 წლის არჩევნებში გაერთიანებას? _ ჩვენ მივდივართ დამოუკიდებლად არჩევნებზე და ასე ვივლი. „ლელო საქართველოსთვის“ თვლის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ორპოლუსიანობა არის პრობლემა. ჩვენ ვართ ალტერნატიული ძალა. კონსულტაციები იგეგმება სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან, მაგრამ არ  შევუერთდებით. _ ამ ეტაპზე უცნობია თუ რომელ პარტიაში იქნება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ის აპირებს პოლიტიკაში მოვიდეს. აპირებთ თუ არა ვანო მერაბიშვილთან კონსულტაციებს? _ ეს არის გამორიცხული. მერაბიშვილთან არაფერი არ გაგვაჩნია. _ იქნებიან თუ არა „ლელო საქართველოსთვის“ გუნდში ის ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკურ წარსულში კავშირი ქონდათ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან „ქართულ ოცნებასთან“? _ ჩვენ ოდიოზურ ფიგურებთან ვერ ვითანამშრომლებთ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ადრე იყვნენ „ნაც.მოძრაობის“ წევრები ,მხარდამჭერები ან თუნდაც „ქართულ ოცნების“, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის  პრობლემა არ გაგვაჩნია. ჩვენ ვართ მიზიდულობის ცენტრი, გვინდა ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანება, რაც გულისხმობს საქართველოში სახელმწიფოს მშენებლობას. რომელ პარტიას უჭერდა მხარს წარსულში ადამიანები, ეს არ არის ჩვენთვის შემაფერხებელი ფაქტორი. _ რამდენად მოიპოვებთ ადამიანების ნდობას. არაერთი კითხვები ჩნდება „თიბისი ბანკთან“ და „ანაკლიის პორტთან“ დაკავშირებით. _ ნებისმიერ კითხვაზე გვაქვს პასუხი და ასევე მზად ვართ კრიტიკული კითხვების საპასუხოდ.  შევქმენით მსოფლიო დონის  ორგანიზაციები, ამით ვამაყობთ. ვერანაირ ჭორაობას, ვერანაირ ტროლების და ბოტების გავრცელებულ ინფორმაციას ვერ ... ...

არქივი

ზაფრანი

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...