ცსკო-ს გრანტი _ არასამთავრობო, სამთავრობო ორგანიზაციისთვის

მთავარი თემა

ცსკო-ს გრანტი _ არასამთავრობო, სამთავრობო ორგანიზაციისთვის

27 აგვ. 2012, 00:07:28
რომლის მიზანი ელექტორატის აქტიურობის ზრდა, ამომრჩეველთა მიერ გააზრებული არჩევნის გაკეთება, სხვადასხვა ფორმატის საინფორმაციო კამპანიების ჩატარება და მედია საშუალებების როლის გააქტიურებაა ამომრჩევლებისათვის ხარისხიანი, პროფესიული და დამოუკიდებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, "გურიის რეგიონალური განვითარების სააგენტომ" გაიმარჯვა. ორ თვეში 25 000 ლარით დაფინანსდება ორგანიზაცია, რომლის ოფისი მოქალაქეებისთვის შეუღწეველ ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული, თანამშრომლები კი თვლიან, რომ სახელისუფლებო სტრუქტურაში მუშაობენ!

"გურიის რეგიონალური განვითარების სააგენტოს" წესდება 2009 წლის 21 დეკემბერს, სააგენტოს წევრთა საერთო კრების მიერ არის მიღებული. სააგენტოს რამდენიმე დამფუძნებელი ჰყავს: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იმდროინდელი გამგებელი და ამჟამინდელი გამგებლის მოადგილე ავთანდილ მექვაბიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი გიორგი გოგუაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იმდროინდელი გამგებელი მამუკა დოლიძე, შპს "კოლხიდას" ხელმძღვანელი ხათუნა ლაგაზიძე და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის იმჟამინდელი ხელმძღვანელი და პარლამენტის ახლანდელი დეპუტატი გოჩა შანიძე. სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარე ლიკა ღლონტი გახლდათ _ ვალერი ჩიტაიშვილის ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომელი.

წესდების თანახმად, სააგენტოს საქმიანობის მიზანს გურიის დეცენტრალიზაციის ხელშეწყობა, მისი სოციალურ-ეკონომიური განვითარების სტიმულირება, გურიის რეგიონის ცნობადობის მიღწევა და ა.შ. წარმოადგენს.

ამ სააგენტოს დამფუძნებელთა პირველი ოქმი 2010 წლის 10 იანვრით თარიღდება, ხოლო საჯარო რეესტრში ამავე წლის 1 მარტს არის დარეგისტრირებული ავთანდილ მექვაბიშვილის განცხადების საფუძველზე.

ამავე პერიოდში, სამივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, გამგეობების შენობებში ფართები გამოუყვეს სააგენტოს და როგორც დოკუმენტები ცხადჰყოფენ, პროექტებზე მუშაობა დაიწყეს. ორგანიზაცია განსაკუთრებულად საარჩევნოდ გააქტიურდა და როგორც მისი წევრები პირად საუბრებში ამბობენ, "მაგარი პროექტი გაარტყეს". ამ პროექტის ერთ-ერთი პირობა კი, საარჩევნო დებატების მოწყობა გახლდათ, რომელიც არავინ იცის, სად, როდის და როგორ ჩატარდა.

ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა შანიძე მაშინ ჩვენთან საუბრისას ამბობდა, რომ ამ სააგენტომ ბევრ ახალგაზრდას გზა გაუკვალა და დაასაქმა კიდეც.

იმავე პერიოდში შანიძე ადასტურებდა, რომ სააგენტომ დებატების პროექტი განახორციელა, რასაც არ ეთანხმებოდა გურიის სამხარეო რწმუნებულის აპარატის ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი ლიკა ღლონტი, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გურიის რეგიონალური განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე იყო: "სააგენტოს არც ერთი პროექტი არ აქვს გახორციელებული. ჩემზე უკეთ იცით, ორგანიზაცია რომ დაფინანსდეს, გამოცდილებაა საჭირო. ნამუშევარი აქვთ ახალგაზრდებს, რომ დაემყარებინათ კონტაქტი საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

_ ჩვენთან საუბარში, ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გოჩა შანიძემ თქვა რომ იყო რამდენიმე პროექტი, მათ შორის დებატები საარჩევნოდ, თუმცა, ვერ გვითხრა სად გაიმართა ეს დებატები. თქვენ ამ ინფორმაციას უარყოფთ. გამოდის, რომ პარლამენტის დეპუტატი, რომელიც ამ ორგანიზაციის დამფუძნებელია, არასწორ ინფორმაციას გვაწვდის?

_ ეტყობა, ბატონმა გოჩამ არ იცოდა დეტალები. ის მხოლოდ დამფუძნებელია.

_ როგორც თავად გვითხრა, აქტიურად საქმიანობდა, ტრენინგებს უტარებდა ახალგაზრდებს...

_ როდესაც ბატონი გოჩა ტრენინგებს ატარებდა, სააგენტო ახალი დაფუძნებული იყო. მან ხელი შეუწყო ახალგაზრდებს, რომ რუმინეთში, ამ ქვეყნის დაფინანსებით წასულიყვნენ. მერე უბრალოდ, ალბათ არ ეცალა.

ახლა, ამ სააგენტოს ხელმძღვანელი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი მამუკა დოლიძეა. სააგენტო, რომელიც ყოველწლიურად იღებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებას, საქმიანობის შესახებ არაფერს ამბობს. მხოლოდ წელს და მხოლოდ ჩოხატაურის მწირი ბიუჯეტიდან სააგენტოს 11 000 ლარი აქვს გამოყოფილი. კიდევ უფრო მეტია სააგენტოს დაფინანსება ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან.

ცოტა ხნის წინ, მამუკა დოლიძე სააგენტოს შესახებ ჩვენთან ღიად საუბრობდა: _ მსგავსი ორგანიზაციები წარმატებით მუშაობენ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, სწორედ მათი რეკომენდაციებით და გამოცდილებების საფუძველზე შეიქმნა ჩვენი სააგენტო. თავის დროზე რეკომენდაციები და კონსულტაციები დაფუძნების თაობაზე აგრეთვე მიღებულ იქნა რეგიონული განვითარების სამინისტროსგან, საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისაგან, ევროპის რეგიონთა ასამბლეის გენერალურ მდივან კლაუს კლიპისაგან, კახეთისა და თბილისის რეგიონალური განვითარების სააგენტოებისაგან.

_ წინასაარჩევნოდ, თქვენი პროექტის ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო დებატები. თუ გახსოვთ, სად, როდის და რა ფორმატში გაიმართა პროექტით გათვალისწინებული დებატები?

_ ორგანიზაციას ჯერჯერობით არცერთი პროექტი არ აქვს მოგებული (წარდგენილიც არ ჰქონია). მან გაიარა მოსამზადებელი ეტაპები. პირველ ეტაპზე გასაუბრებით (დამფუძნებლებისაგან) შეირჩა სხვადასხვა პროფესიის მოტივირებული, ლიდერის თვისების მქონე ახალგაზრდები და ჩაუტარდათ ტრენინგი პროექტის დიზაინსა და მართვაში. 2010 წელს ისინი მიწვეულ იქნენ ტრენინგზე ქალაქ ბუსტენში (რუმინეთი), ტრენინგის თემა იყო "მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება".

თანამდებობიდან საკმაოდ სკანდალურად წასული გამგებელი, ახლა კი "სამთავრობო" არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი საზოგადოებას იმით დაამახსოვრდა, რომ სატელევიზიო გადაცემის მომზადებისას, მკერდზე მიკროფონი დარჩა დაბნეული და მთელმა საქართველომ მოისმინა, როგორ ეტრაბახებოდა "უფროსს", რომ ჟურნალისტებს კაბინეტიდან გაყრიდა და "თავზე დაახურავდა".

წინა წლისგან განსხვავებით, როცა ორგანიზაციის ხელმძღვანელებმაც კი არ იცოდნენ ახორციელებდნენ თუ არა სადებატო პროექტს და მხოლოდ ერთი საზღვარგარეთული "პაეზდკა" ახსოვდათ, შედეგიანია მიმდინარე წელი; "გურიის რეგიონული განვითარების სააგენტოს" წლეულს რამდენიმე პროექტი დაუფინანსეს; მათ შორის ორი _ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომლის მიზანი ელექტორატის აქტიურობის ზრდა, ამომრჩეველთა მიერ გააზრებული არჩევანის გაკეთება, სხვადასხვა ფორმატის საინფორმაციო კამპანიების ჩატარება და მედია საშუალებების როლის გააქტიურებაა ამომრჩევლებისათვის ხარისხიანი, პროფესიული და დამოუკიდებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სწორედ სახელისუფლებო ორგანიზაციამ გაიმარჯვა.

ამ ორგანიზაციის ოზურგეთის ოფისი გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული. "გურია ნიუსმა" სააგენტოს სამუშაო ოთახში შესვლა მხოლოდ იმ მიზეზით ვერ შეძლო, რომ საშვი არავინ გამოგვიწერა. გამგეობის სამდივნომ გუბერნიის აპარატში გადაგვამისამართა, გუბერნიამ _ საკრებულოში.

ნახევარი საათის კვლევა-ძიების შემდეგ, მხოლოდ ის მოხერხდა, რომ დერეფანში სააგენტოს თანამშრომელს თეა სურგულაძეს გავსაუბრებოდით, რომლის თქმით, კანონის თანახმად უფროსის ნებართვის გარეშე საუბრის უფლება არ აქვს:

_ ხელმძღვანელიდან აიღეთ ნებართვა და პრობლემა არ არის შემოშვების.

_ ხელმძღვანელი თუ არ არის, პასუხისმგებელი პირი არ უნდა იყოს?

_ ვთქვათ მე ვარ პასუხისმგებელი პირი, მაგრამ მაინც მისგან უნდა აიღოთ ნებართვა.

_ იქნებ, ის მაინც გვითხრათ ვის ეკუთვნის ეს ორგანიზაცია?

_ საკრებულოს (?!).

_ საარჩევნო თემაზე მუშაობის გამოცდილება გაქვთ?

_ მე ვერაფერს გეტყვით. კანონით არ მაქვს საუბრის უფლება ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე, _ დაგვიკონკრეტა "ენჯეოშნიკმა" სურგულაძემ.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ოფისი ჩოხატაურშიც აქვს, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ გახსნილა! მამუკა დოლიძე ამბობს, რომ მალე გაიხსნება და აუცილებლად დაგვპატიჟებს. უშუალო შეხვედრა მასთან ვერ შედგა და ამიტომ, ტელეფონით ვესაუბრეთ.

რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელსაც ცესკო ორ თვეში 25 000 ლარით "მიუკერძოებლობისთვის" გრანტით აფინანსებს, "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ "გურიის განვითარების სააგენტო" სამთავრობო ორგანიზაციაა. მისივე თქმით, სააგენტო იმას აკეთებს, რაც პროექტით არის გათვალისწინებული.

_ ბატონო მამუკა, საკონკურსო განაცხადში გარკვევით არის მითითებული, რომ ორგანიზაციას საარჩევნო გამოცდილება უნდა ჰქონდეს. თქვენს ორგანიზაციას ეს გამოცდილება აქვს?

_ რას ქვია, რა გამოცდილება გაქვს?

_ სააგენტო შექმნილია 2009 წელს. 2011 წელს ჩვენთან საუბრისას ამბობდით, რომ არცერთი გრანტი არ გქონდათ მიღებული, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გოჩა შანიძე გრანტის არსებობას ამტკიცებდა, თანაც ამ დროში არც არჩევნები ყოფილა...

_ დიახ. მერე?

_ 2012 წელს იღებთ ცსკოს გრანტს, რომლის მთავარი განმსაზღვრელი იყო, რომ საარჩევნოდ მუშაობის გამოცდილება გქონოდათ. თუმცა, თქვენვე გვეუბნებოდით, რომ არ გქონდათ გამოცდილება.

_ მე თქვენ გითხარით, რომ ეს ორგანიზაცია შექმნილია 2009 წელს და თუ არაფერი აქვს გაკეთებული, არც გამოცდილება აქვს და არც რაიმე გაკეთებული, იმის გამო, რომ ის ადამიანები, ვინც არიან ჩემთან დასაქმებულები სამსახურში, გადიოდნენ შესაბამის სწავლებებს, ტრენინგებს.

_ მაგრამ ჩვენ სხვა რამეზე ვსაუბრობთ...

_ თქვენ თუ ფიქრობთ, რომ არჩევნების გამოცდილება არა მაქვს, აბა რისი გამოცდილება მაქვს?

_ არჩევნების გაყალბებაში რომ გამოცდილება გაქვთ, ამაში ორი აზრი არ არსებობს და არ გეკამათებით.

_ იცით, რას გეტყვით, ქალბატონო ნატო? საჩხუბრად თუ მირეკავთ, სხვა საკითხია...

_ რა შუაშია ჩხუბი?! გვაინტერესებს ორგანიზაციას რა გამოცდილება აქვს საარჩევნოდ მუშაობის...

_ თქვენ თუ იმაში გეპარებათ ეჭვი, რომ მე არა მაქვს რაიმე გამოცდილება ისეთი, რომ 25 000-ლარიანი და თუნდაც 1000 ლარიანი პროექტი განვახორციელო ისე როგორც საჭიროა და როგორც არის მითითებული, ძალიან ცდებით და როგორც მე მაქვს გრანტი აღებული და ვმუშაობ ამ გრანტზე და ჯერჯერობით პრეტენზია არავის არ ჰქონია, ისე გაქვთ თქვენც.

_ ჩვენ არ ვართ სახელისუფლებო ორგანიზაცია და ძალიან გთხოვთ, ჩვენს მუშაობას თქვენსას ნუ შეადარებთ. თქვენ ბიუჯეტი გაფინანსებთ... სხვა თუ არაფერი, ამაში განსხვავებას ვერ ხედავთ?

_ მერე რა, რომ საბიუჯეტო ორგანიზაცია ვარ?

_ განაცხადში გარკვევით იყო მითითებული, რომ პროექტში მონაწილეობის მიღების უფლება არასამთავრობო ორგანიზაციას ჰქონდა...

_ ეგ არსად არ წერია (არადა, გარკვევით წერია. ავტ.) და გადახედეთ ჩემს დებულებას კარგად.

_ გადავხედეთ და ვიცით, რომ ოფიციალურად არასამთავრობო ორგანიზაცია ხართ, თუმცა, ასევე ოფიციალურად ხართ სამთავრობო და თქვენ ბიუჯეტი გაფინანსებთ.

_ იცით რას გეტყვით? თქვენ არ ხართ კომპეტენტური ამ საქმეში, გატყობთ.

_ ანუ?

_ ანუ ოფიციალურად მქვია, რომ არასამთავრობო ვარ ,როგორია? დებულებაში წერია, რომ ეს არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი. ეს ოფიციალურად არასამთავრობო არ არის. ეს არის ოფიციალურად სამსახური, _ აზუსტებს დოლიძე.

გიორგი მონიავა, ცესკოს სწავლების ცენტრის საკონტაქტო პირი, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ კომისია, კონკრეტული ორგანიზაციის საქმიანობას არ ამოწმებს. მისივე თქმით, თუ კომისიისთვის საეჭვო დეტალები გახდება ცნობილი, გადამოწმდება მხოლოდ ამ შემთხვევაში და შემდეგი კონკურსის დროს გაითვალისწინებენ! მონიავას თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდა, რომ მონაწილე ორგანიზაცია სამთავრობოა, ხელშეკრულება ვერ შეწყდება.

_ ხელშეკრულების შეწყვეტა მხოლოდ ხელშეკრულებაში მითითებული მუხლების შესაბამისად არის შესაძლებელი, _ განმარტავს მონიავა და დასძენს, რომ დეტალებზე საუბარი არ შეუძლია, რადგან კომპეტენტური არ არის.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ამბობს, რომ ორგანიზაციის პოლიტიკურ ორიენტაციას მნიშვნელობა არ აქვს. მისივე თქმით, დეტალებს აუცილებლად გაარკვევს, რომ მსგავსი კითხვები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, არ დაისვას:

_ მე არ ვიცი, ვინ რას აფინანსებს, ვის რა ორიენტაცია აქვს. მე რომ ორიენტაციით ვუყურო ვის მივცემ და ვის არ მივცემ, სულ აირევა.... ყველა მიმართულებით ვმუშაობთ და ახლა ვის სოროსისგან აქვს და ვის ჩხოროწყუს გამგეობიდან და ვის კიდევ რომელიღაც ბიოლის ფონდიდან, ეგ მე რა ვიცი.

_ და იმ შემთხვევაში, თუკი ეს დასტურდება და გაიგებთ, მაშინ რას აკეთებთ?

_ თუ ეთიკას და კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა, თავს შევიკავებ, რაზეა საუბარი.

_ განაცხადში მითითებული იყო, რომ მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა მიეღო და უნდა ჰქონოდა საარჩევნო გამოცდილება. არც ერთია და არც მეორე ამ კონკრეტულ შემთხვევაში...

_ საარჩევნო გამოცდილება იქ მაინცდამაინც არ იყო. იქ მითითებული იყო, რომ საარჩევნო თემატიკაზე უნდა ყოფილიყო. ზეპირად არ მახსოვს ნამდვილად.

_ ის, რომ სახელისუფლებო რგოლს მიეცით არაფერს ნიშნავს?

_ სახელისუფლებო რას ჰქვია?! არის არასამთავრობო ორგანიზაცია. ენჯეოს ვაძლევ და ვის რა ორიენტაცია აქვს და ვის ქალი უყვარს და ვის კაცი, მაგის მიხედვით მე ვერ გავარჩევ.

_ სააგენტოს ხელმძღვანელი თავად ამბობს, რომ არ არის არასამთავრობო ორგანიზაცია...

_ მე საიდან უნდა ვიცოდე, რას ამბობს და სად ამბობს?! თუ მოიყვანთ და მეტყვის, რომ სამთავრობო ვარო, მოვაბრუნებინებ უკან, ბიუჯეტში თანხას.

_ მაშინ ჩვენ გამოგიგზავნით ყველა ჩანაწერს, რომელიც ოფიციალურად არის მოპოვებული...

_ საფუძველი არ მაქვს, რომ თქვენს საუბარში ეჭვი შევიტანო. მეორეც _ რომც განაცხადოს, ფორმალურად მე არ მაქვს ეთიკური და იურიდიული საფუძველი, რომ ვუთხრა, შენ რატომ მიიღე კონკურსში მონაწილეობა, თუ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. მე გრანტებს ვაძლევ ისეთ არასამთავრობოებსაც, მე პოლიტიკური პოზიციების მიხედვით გრანტებს ვერ დავარიგებ ან ვერ შევზღუდავ. მაგ მხრივ დისკრიმინაციას ვერ გავაკეთებ ვერც ერთი მიმართულებით, _ გვითხრა ხარატიშვილმა.




 ახალი ამბები
  • უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა _ ვინაა ყველაზე მაღალქულიანი ჩოხატაურშიგამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას. "გურია ნიუსი" იმ აბიტურიენტებს გაგაცნობთ, რომლებმაც ზოგადი უნარები ჩააბარეს და მარალი შეფასება დაიმსახურეს. ზოგად უნარებში მაქსიმალური 80 ქულიდან 70 ქულა მიიღო სამრევლო სკოლის მოსწავლე ნინი ცინცაბაძემ. მისივე კლასელებმა: ალექსანდრე წეროძემ _ 53, ქეთევან ჩხიკვაძემ _ 51, ნიკა ბედინეიშვილმა კი 46 ქულა მიიღეს. შუა ამაღლების სკოლის კურსდამთავრებულმა მანანა ანთიძემ ზოგად უნარებში 42 ქულა დაიმსახურა, 40 ქულით შეფასდა თავისივე კლასელის, დიმიტრი სიხარულიძის ნამუშევარი. პ.ს. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის აბიტურიენთა შედეგების სრული სია. აქ მხოლოდ იმ კურსდამთავრებულთა შედეგებია გამოქვეყნებული, რომლებიც "გურია ნიუსს" ... ...
  • მაშ ასე, მოემზადეთ _გაიცანით მაღალქულიანი აბიტურიენტები ჩოხატაურიდან!ეროვნულ გამოცდებში ისტორიის შედეგები რამდენიმე საათის წინ გამოცხადდა. "გურია ნიუსი" იმ აბიტურიენტებს გაგაცნობთ, რომლებმაც გამოცდაში მაღალი ქულები დაიმსახურეს: ჯერჯერობით, მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 57 ქულით ჩაისუბნის სკოლის კურსდამთავრებული რატი რამიშვილი ლიდერობს. დანარჩენი აბიტურიენტების ქულები ასეთია: პირველი საჯარო სკოლა: მარიამ ტიშჩენკო _ 55 ქულა; სალომე მახარაძე _ 50 ქულა; ერეკლე მამალაძე _ 50 ქულა. სამრევლო სკოლა: ცოტნე გოცაძე _ 55 ქულა; ნინი მგალობლიშვილი _ 55 ქულა; ალექსანდრე წეროძე _ 52 ქულა; ქეთი ჩხიკვაძე _ 51 ქულა;  ნიკა ბედინეიშვილი _ 50 ქულა.  შეგახსენებთ, რომ ეს არ არის აბიტურიენთა შედეგების სრული სია, აქ მხოლოდ იმ კურსდამთავრებულთა შედეგებია გამოქვეყნებული, რომლებიც "გურია ნიუსს" ... ...
  • საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო დააჯილდოვდაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2019 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დააჯილდოვა. მსაგვსი ჯილდო მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წელსაც აქვს მიღებული. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ 2019 წელს განხორცილდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შეფასება, რომელიც მოიცავს საჯარო ინფორმაციის გაცემის ტენდენციების ანალიზს 2010-2019 წლებში და საჯარო დაწესებულებათა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგებს.რეიტინგებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 100 % აქვს მინიჭებული. "აღნიშნული შედეგი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლების დაუღალავი შრომის შედეგია, რომლებიც მუდმივად ორიენტირებულნი არიან მოქალაქეთა საჭიროებებზე", _ ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ ... ...
  • "ბაჩალიაშვილის საქმე" _ პოლიცია ZAG-ის თანამშრომლების სახლებს ჩხრეკსკომპანია ZAG-ის დირექტორის და ყველა თანამშრომლის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჩხრეკა ყველგან ერთდროულად დაიწყო. კონრკეტულად რას ეძებენ კომპანიის თანამშრომლების ბინებში უცნობია, თუმცა დღევანდელ საგამოძიებო მოქმედებას ZAG-ის წარმომადგენლები ბაჩანა ლობჟანიძის ბრალდებებს უკავშირებენ. გრძელდება "ბაჩანას გამოძიება" ... ყველანაირი ინფორმაცია კომპანიას და კომპანიის თანამშრომლებს მიწოდებული აქვთ. ბაჩანას მითითებებით და ბაჩანას აზრებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით რისი მიღწევა უნდათ არ ვიცი. მაქვს კითხვა საგამოძბებო ორგანოებთან, ჩატარდა თუ არა თვითონ ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩხრეკა - ამბობს კომპანიის ადვოკატი, რომელიც სახლებში, ჩხრეკის საჭიროებას ვერ ხედავს. კომპანიის დირექტორის სახლში უკვე დასრულდა საგამოძიებო მოქმედებები. ბინიდან პოლიციამ ტექნიკა და კომპიუტერები ამოიღო. კომპანიის იურისტის, მამუკა ჭაბაშვილის ინფორმაციით, გამოძიებამ მათ 1 აგვისტოთი დათარიღებული ჩხრეკის ოქმი წარადგინა, რაც მასში ეჭვს იწვევს, რატომ დასჭირდა 1 კვირა გამოძიებას ჩხრეკის ჩასატარებლად, თუ ფიქრობდნენ, რომ ბინებში საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტს იპოვიდნენ. პარალელურად კი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები დღეს ისევ შსს-ში დაიბარეს. ოჯახს გამოძიების მასალები უნდა გააცნონ. ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, მათ თანხებისა და ტრანზაქციების ისტორიები აინტერესებთ.  წყარო: ... ...
  • ვის ეკუთვნის “პარვუს ჯგუფი”, რომელიც ოზურგეთში ინტერნეტის ინფრასტრუქტურას მოაწყობსსაქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი გურიიდან იწყება. პროექტი განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც ფართოზოლოვანი ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა 49 სოფლისთვის. პროექტს კომპანია “პარვუს ჯგუფი” განახორციელებს, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ 10-მილიონიანი ხელშეკრულება უტენდეროდ გააფორმა.კომპანია “პარვუს ჯგუფი” 2019 წლის მარტშია შექმნილი და მისი დირექტორი და 50%-იანი წილის მფლობელი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძეა. ზუმბურიძემ სახელმწიფო კომპანია, რომელიც წლების განმავლობაში ზარალიანი სახელმწიფო უწყება იყო, 2018 წელს დატოვა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული შესაბამისობის ანგარიშის მიხედვით, 2014-2017 წლებში კომპანიამ 76,708,726 ლარის ზარალი განიცადა, თუმცა “აღნიშნულ პერიოდში, მისი ადმინისტრაციული ხარჯები ხშირად არაგონივრული იყო”. კომპანიაში დარჩენილი 50%-იანი წილი ეკუთვნის მამუკა პაპუაშვილს, რომელიც ასევე წლების განმავლობაში მუშაობდა ამავე სახელმწიფო კომპანიაში, ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე.კომპანიის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ,,პარვუს ჯგუფის“ მისიაა ხელი შეუწყოს საქართველოში ელექტროენერგეტიკული სექტორის განვითარებას; განახორციელოს განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ჰიდრო, ქარის და მზის ელექტროსადგურების მშენებლობა. ასევე, გაწიოს ელექტროენერგეტიკის სექტორში საკონსულტაციო მომსახურება.რატომ შეარჩია ეკონომიკის სამინისტრომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის განხორციელებისთვის “პარვუს ჯგუფი”?ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის სამიზნე გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის განსახორციელებლად „ოუფენ ნეტმა“ ბაზრის/ფასთა კვლევა მიმდინარე წლის 9 მარტიდან გამოაცხადა, რომლის საფუძველზეც საუკეთესო წინადადების მქონე კომპანია - შპს „პარვუს ჯგუფი“ შეირჩა. აქვე აღნიშნულია, რომ კომპანიას განხორციელებული აქვს არაერთი მასშტაბური სახელმწიფო და კერძო პროექტი.სანამ მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიირებდა, 10-მილიონიანი ხელშეკრულების უტენდეროდ გაფორმებისთვის “ოუფენ ნეტმა” საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. განაცხადში აღნიშნული იყო, რომ ძირითადი ინფრასტრუქტურის გაყვანა დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, რის გამოც შემსყიდველი უწყებებისგან ხელშეკრულების გაფორმების ნებართვას უტენდეროდ ითხოვდა.“წინასწარი დაგეგმვა შეუძლებელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ დადგენილების საფუძველზე, საპილოტე რეგიონი, შესაბამისი კომისიის მიერ განისაზღვრა 2020 წლის 9 მარტს, რის შემდეგაც ოუფენ ნეტმა დაუყოვნებლივ დაიწყო ბაზრის კვლევა პოტენციური მიმწოდებლებისა და პროექტირება-მშენებლობის ფასის დადგენის მიზნით (სულ გაეგზავნა 5 კომპანიას). აღნიშნულ ბაზრის კვლევაში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია. აქედან გამომდინარე ოუფენ ნეტმა გაზარდა მიმწოდებლების რაოდენობა (17 კომპანია) და 8 აპრილს გამოცხადდა ხელახალი ბაზრის კვლევა. COVID-19-თან დაკავშირებული პანდემიისა და ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, მიმწოდებლების მოთხოვნის საფუძველზე საჭირო გახდა ბაზრის კვლევის ფარგლებში წინადადებების წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადის (23.04.2020) გაგრძელება 06 მაისამდე. შედეგად გამოვლინდა 2 პოტენციური მიმწოდებელი. აღნიშნულ მიმწოდებლებს შორის საუკეთესო წინადადების გამოვლენის მიზნით, ოუფენ ნეტმა დამატებით ჩაატარა ბაზრის კვლევა, რომელიც დასრულდა 18 მაისს,”- ნათქვამი იყო სახელმწიფოს კუთვნილი ა(ა)იპ-ის “ოუფენ ნეტის” განცხადში.საყოველთაო ინტერნეტიზაციასაქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა მისი აქტიური განხორციელება მხოლოდ ახლა იწყება. პროექტისთვის მთავრობამ “ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” ბაზაზე სპეციალური იურიდიული პირი - "Open Net-ი” 2015 წლის 21 ივლისს დააფუძნა.2020 წლის იანვარში მთავრობამ ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა. მის თანახმად, მთავრობა დააფინანსებს ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაყვანას იქ, სადაც კერძო სექტორს ამის ინტერესი ნაკლებად აქვს.ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2025 წლისთვის შინამეურნეობების 100%-ს უნდა ჰქონდეს 100 მეგაბიტ წამის ინტერნეტთან წვდომა, ხოლო ბიზნესებს - 1 გიგაბიტ წამის სიჩქარის ინტერნეტთან. თავდაპირველად, ინტერნეტიზაციის პროექტის დამფინანსებლად ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” დასახელდა. ამის შესახებ განცხადება 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ “ქართუ” ინტერნეტიზაციაში $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა. დღეს მთავრობა ამ პროექტის დაფინანსების ერთ-ერთ შესაძლო წყაროდ მსოფლიო ბანკს განიხილავს. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...