ვის და რატომ დაჭირდა ბახმაროს სკანდალი

მთავარი თემა

ვის და რატომ დაჭირდა ბახმაროს სკანდალი

2011 თებ 3 08:12:13

უკანონოდ დარეგისტრირებულ მიწებზე წამოჭიმული ფეშენებელური სახლები ერთ მშვენიერ დღეს შემთხვევით აღმოაჩინა. არც იმის სჯერათ, რომ გაქცეული ნაციონალის, შოთა სირაძის ნახვა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მაგრამ სჯერათ ერთის _ ეს საქმე გავლენიანი მაღალჩინოსნის დაკვეთით ამოიქექა და ასევე გავლენიანი ჩინოვნიკის საშუალებით "ჩაიფარხცა". თუმცა, ამას წინ საინტერესო ისტორია უძღოდა.
საქართველოს პრეზიდენტის 525-ე ბრძანებულების თანახმად, მოქალაქეებს იმ ნაკვეთების დაკანონება შეეძლოთ, რომლებიც 2007 წლამდე ჰქონდათ ფაქტობრივ სარგებლობაში. ამ ნაკვეთების დაკანონება მხოლოდ შესაბამისი საბუთების და მოწმეების საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიაში წარმოდგენით გახლდათ შესაძლებელი. კომისია გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული და მისი შემადგენლობა სხვადასხვა დროს, კანონის თანახმად იცვლებოდა.
2008-2009 წლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიას შოთა სირაძე ხელმძღვანელობდა. სწორედ მას ჰქონდა უფლება, რომ მიწის მესაკუთრის ცნობა გაეცა, თუმცა, კომისიის რეგლამენტის და კანონის მიხედვით, მოქალაქის განცხადება ჯერ კომისიას უნდა განეხილა და მხოლოდ ამის შემდეგ გაცემულიყო საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, რომელსაც ქუთაისის პროკურატურა იკვლევს, შოთა სირაძემ 132 ყალბი დოკუმენტი გასცა. თუმცა, თავდაპირველი ვერსიით და ჩოხატაურის საჯარო რეესტრიდან წაღებული ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, დოკუმენტების რაოდენობა 388 აღწევდა. არავინ იცის, რა ბედი ეწია 256 საბუთს. არც ის, ვის და რატომ დასჭირდა ამ ციფრის ასე მკვეთრად შემცირება.
დაზუსტებით ცნობილია 132 დოკუმენტის მფლობელთა ბედი _ მათ, უკლებლივ ყველამ, მიწა, ზედ დამაგრებული ქონებით, სახელმწიფოს ჩააბარა. მათი უმრავლესობა თანამდებობის პირია. ამათგან რომან მამალაძეს, გელა ლომინეიშვილს, ეროდი გორდელაძეს, შოთა ჭანუყვაძეს, გია მამაკაიშვილს, ლაშა ბაკურაძეს, გელა მუჯირს, შოთა მჟავანაძეს და კიდევ რამდენიმე ჩინოსანს თანამდებობები დაატოვებინეს.
ამ სკანდალის სიგრძე-განი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მამუკა დოლიძეს გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა მოუხდა. თუმცა, იმ დროს, სახლში დოლიძე კი არა, ანტონ ხუნდაძე უნდა წასულიყო, რომელსაც, კანონით, დოლიძეზე მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდა კომისიასთან მიმართებაში. მაგრამ განცხადება დოლიძემ დაწერა, რითაც დადასტურდა მოარული ხმები, რომ მის მოცილებას ანტონ ხუნდაძე დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა.
ჩოხატაურში იმასაც ამბობენ, რომ ძალოვანმა უწყებამ შოთა სირაძის ადგილსამყოფელი ძალიან კარგად იცის და მას მაშინ გამოაჩენს, როცა თავად მიიჩნევს საჭიროდ. ეს ხმები კი 31 იანვარს გამართულმა სასამართლო პროცესმა გაამყარა.
შოთა სირაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა, მოსამართლე ლევან ნუცუბიძის თავმჯდომარეობით, დანიშნული 2 საათის ნაცვლად 3 საათზე დაიწყო. სასამართლოს შენობა მოწმეებს ვერ იტევდა. როგორც გავარკვიეთ, უწყება 107 მოწმეს გაეგზავნა, ხოლო პროცესზე მხოლოდ 58 გამოცხადდა, მათ შორის ყოფილი ჩინოსნები. მოსულ მოწმეებს შორის არ იყო გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი შოთა ჭანუყვაძე, რომელსაც ბახმაროში უკანონოდ 4 ნაკვეთი ჰქონდა დაკანონებული და როგორც ამბობენ, მალე დედაქალაქში მნიშვნელოვან თანამდებობას ჩააბარებენ.
სისხლის სამართლის საქმეში, ბრალდების მხარეს ქუთაისელი პროკურორი ვალერი კუჭუხიძე წარმოადგენს, ხოლო სირაძის ინტერესებს სახაზინო წესით აყვანილი ადვოკატი კობა ესაძე იცავს.
შოთა სირაძეს 332 მუხლის I ნაწილით წაუყენეს ბრალი, რაც ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს ამავე ვადით თანამდებობის დაკავების აკრძალვით.
პროკურორის განმარტებით, სირაძემ ბოროტად გამოიყენა თანამდებობა, კანონის უხეში დარღვევით გაასხვისა სატყეო ზოლის მიწები და ასევე უკანონოდ გასცა მიწის საკუთრების 132 მოწმობა.
_ მიწების უკანონოდ გასხვისება საკამათო თემაა, რადგან კანონი აქ ცალსახაა _ თუ სირაძემ უკანონოდ გასცა, რატომ მოახდინა მისი რეგისტრაცია რეესტრმა? იქნებ, სირაძეს შეცდომა მოუვიდა? რეესტრს აქვს ყველაზე დიდ ბაზა, ყველაზე ბევრი მონაცემი და მას აქვს უფლება, არ დაარეგისტრიროს მიწა. ოზურგეთში ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ისეთი, როცა რეესტრმა უარი თქვა მიწის რეგისტრაციაზე, რადგან გარკვეულ საკითხებში ეჭვი შეიტანა. ჩოხატაურის რეესტრს რატომ ერთხელაც არ გაუჩნდა ეჭვი და რატომ ერთხელაც არ გადაამოწმა, თუ სად და რას არეგისტრირებდა? _ თქვა განსასჯელის ადვოკატმა.
სასამართლოზე "ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე ღმერთის წინაშე დაფიცება" სიმართლის სათქმელად მხოლოდ ლეგალიზაციის კომისიის წევრებს მოუხდათ, რადგან მათი დაკითხვის შემდეგ, პროცესი 15 თებერვლამდე გადაიდო. დაბარებული მოწმეებისთვის, რომლებსაც რამდენიმე საათი დერეფანში ელოდებოდნენ გამოძახებას, სასამართლოს არ მოუსმენია.
როგორც კომისიის წევრების ჩვენებებმა აჩვენა, ისინი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არ ინტერესდებოდნენ, თუ რა  იწერებოდა ოქმში. ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ კომისიაზე ბახმაროს მიწების საკითხი არ განუხილავთ და მათთვის უცნობი იყო, როგორ გაიცა სახელმწიფო სატყეო ზოლში ათობით ნაკვეთის ფლობის დამადასტურებელი მოწმობა.
ამ პროცესმა ბევრი უპასუხო კითხვა გააჩინა. საქმის მასალებიდან გამომდინარე, იკვეთება, რომ შოთა სირაძე იჯდა და როგორც ერთმა მოწმემ აღნიშნა, "დილიხორს ისწორებდა".
_ ალოგიკურია ეს ყველაფერი. გამოდის, რომ სირაძე იჯდა და საბუთებზე ბეჭედს ტყუილად ურტყამდა? რა, "დილიხორს ისწორებდა"?! შოთა არ არის უჭკუო ადამიანი და მან ძალიან კარგად იცოდა, რასაც აკეთებდა. მხოლოდ სულელი იზამდა იმას, რაც საქმეში წერია. როგორც ჩანს, მან ძალიან ბევრი რამ იცის და ამიტომაც "კერავენ" საქმეს. ამდენ ადამიანს თანამდებობები დაგვატოვებინეს, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დაგვტოვეს და ახლა გვეუბნებიან შოთამ თანამდებობას გადაამეტა მხოლოდ და ეგ არაფერიაო, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა ყოფილმა ჩინოსანმა.
არც ერთი მოწმე არ მალავს, რომ გამოძიების შედეგები მოულოდნელი იყო. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ათობით ადამიანმა სწორედ რომ უკანონოდ დარეგისტირებული მიწების გამო დატოვა თანამდებობა:
_ მე, რაც მითხრეს, ის გავაკეთე _ ბანკში ფული უნდა გადამეხადა და მხოლოდ მას შემდეგ მივიღებდი მოწმობას. ასეც მოვიქეცი და მეუბნებიან, რომ დამნაშავე ვარ. ის მაინც მითხრან, რა დავაშავე? ყველაფერი ოფიციალურად გავაკეთე, ფულიც გადავიხადე და შედეგი ის მივიღე, რომ სამსახური აღარ მაქვს, ვიღაცას  ჰგონია, უკანონობა ჩავიდინე და ქონება ჩამაბარებინეს, _ გვითხრა კიდევ ერთმა მოწმემ.
ერთ-ერთი ყოფილი ჩინოსნიდან კი გავარკვიეთ, რომ მიწა და ზედ დამაგრებული ქონება მხოლოდ იმისთვის ჩააბარა, რომ სამსახურს დაჰპირდნენ:
_ როცა ეს ამბავი გახმაურდა, მითხრეს, მიწა ჩააბარე, ხომ იცი, გაწინაურებენ და საქმე არ გაიფუჭოო. მთელი ცხოვრება სამართალდამცავ სისტემაში ვმუშაობდი, მრავალი უძილო ღამე გამიტარებია, მრავალი ტყვიისთვის შემიშვერია მკერდი და არ მეგონა, ასე ერთი ხელის მოსმით თუ გამწირავდნენ, _ წყენა ვერ დამალა მან.
"უმიზეზო მიზეზით" სახლში გაშვებული ადამიანები იმედოვნებენ, რომ მათ სამსახურებში დააბრუნებენ. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ჩვენი წყაროს თქმით, შოთა სირაძესთან საპროცესო გარიგება გაფორმდება. ოღონდ მანამდე ერთი ფორმალობაა მოსაგვარებელი _ სირაძე უნდა ჩაბარდეს. როგორც გავიგეთ, რამდენიმე დღეში ასეც მოხდება და საკრებულოს ყოფილი წევრი დუმილის სანაცვლოდ თავისუფლებას მიიღებს, ხოლო მის თავისუფლებაზე უშუალოდ ის ადამიანები იზრუნებენ, რომლებიც მას ამდენი ხნის განმავლობაში ზურგს უმაგრებდნენ და ვის უშუალო ინტერესებშიც შედის სირაძის დუმილი. სავარაუდოდ, სამსახურში აღადგენენ შოთა სირაძის მეუღლეს, მაია პაიჭაძესაც, რომელსაც, ჩოხატაურელების თქმით, "კომუნისტური რეჟიმი" შეეხო და ქმრის დანაშაულის გამო აგებინეს პასუხი, იმ დანაშაულის, რომელიც, თურმე, როგორც სასამართლოზე გაირკვა, არც ისე დიდია და რომლის გამოც, სახელმწიფოს 132 ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი აქვს ზედ დამაგრებული ქონებით. ამ ნაკვეთების და სახლების ფასი რამდენიმე ასეული ათასი დოლარია და მას, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მალე გამოუჩნდება ფულიანი პატრონი, ჩვენს ქვეყანაში "ინვესტორს" რომ ეძახიან.




 ახალი ამბები
  • ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავესნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არსებული ინფორმაციით, ჯიბღაშვილი წუხელ თბილისში ... ...
  • პრეზიდენტი: ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის სახელმწიფოს სირცხვილი„მე ვერ გავარკვევ რამდენი ფაქტორი იყრის თავს ასეთი ტრაგედიის წარმოქმნაში, მაგრამ როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ვიცი, რომ ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვლმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. „აქვე მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს,  სასწრაფოდ დაიწყონ უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ამ ბავშვების დასახმარებლად განსაკუთრებული ზომების მიღება. ვიზიარებ ოჯახის ტრაგედიას და ბოდიშს ვუხდი როგორც რიგითი მოქალაქე. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ სირცხვილად მიმაჩნია ასეთი ტრაგედიის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მარტვილში რამდენიმე დღის წინ არასრულწლოვანმა ბიჭმა თავი მოიკლა. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნათქვამია, რომ 15 წლის ბიჭმა თავი შიმშილის გამო მოიკლა. ოჯახის წევრები ბავშვის შიმშილით სიკვდილს უარყოფენ და ითხოვენ, ამ თემით მანიპულირება შეწყდეს.  გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით ... ...
  • პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება მიუღებელია - ზურაბიშვილი პანკისზეპოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია, მით უმეტეს მიუღებელია ეს სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, რომლისთვისაც საზღვრების დაცულობა და სტაბილურობა არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანის ამოცანა – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი პანკისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს. "მისასალმებელია, რომ შს მინისტრის ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ხეობაში ვითარების დამშვიდება. რაც შეეხება შექმნილი დაძაბულობის მიზეზს, ჰესის მშენებლობას, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური წინსვლა, ამავე დროს აუცილებელია ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილებას ამყარებდეს სრული გეოლოგიური კვლევა, საფრთხეების კომპლექსური შეფასება და საზოგადოების ჩართულობა. ვიმედოვნებ, რომ მომავალში სწორედ ამ კრიტერიუმით ვიმოქმედებთ და ასევე განვახორციელებთ სახელმწიფოს გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს“, – განაცხადა სალომე ... ...
  • "მცირე ჰესების პროექტის გახორციელება პანკისის მოსახლეობას სარგებელს მოუტანს"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პანკისის ხეობაში მცირე ჰესების მშენებლობის საკითხზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჰესების მშენებლობის პროცესში ჩართული პერსონალის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უწყებამ შსს-ს თავად მიმართა. თურნავას უწყების განცხადებაში ძირითადად იმ სარგებელზეა საუბარი რომელიც მათი განცხადებით, ჰესებს მოაქვს “გვსურს, გამოვეხმაუროთ პანკისის ხეობაში მცირე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესებს და აღნიშნულ საკითხზე ამომწურავი განმარტება გავაკეთოთ. 2017 წელს საქართველოს მთავრობამ მცირე ჰესების - „ხადორი 3“ - ის და „სამყურაწყალი 2“ -ის ინვესტორ კომპანიას, შპს „ალაზანი ენერჯის“ მხოლოდ მას შემდეგ გაუფორმა მემორანდუმი და გასცა მშენებლობის ნებართვა, რაც ყველა სახელმწიფო უწყებამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროექტი დადებითად შეაფასა. ასევე შესრულდა კანონით დადგენილი ყველა პროცედურა, რომელიც მსგავსი პროექტის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ „ალაზანი ენერჯის“ დამფუძნებელია ქართული კომპანია შპს „ფერი“, რომელიც საქართველოს ბაზარზე წარმატებით ოპერირებს, განხორციელებული აქვს მრავალი ენერგეტიკული ობიექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მათ შორის, ჰიდროელექტროსადგური პანკისის ხეობაში. კომპანიის მესვეურები კარგად იცნობენ ხეობის თავისებურებას. ამასთან, კომპანია ხეობის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ამდენად, „ალაზანი ენერჯის“ ხელმძღვანელობამ თავიდანვე აქცენტი აიღო ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგზე და 2017 წლიდან დღემდე სხვადასხვა ფორმატში არაერთი შეხვედრა გამართა პროექტის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების პოზიტიურად ჩამოყალიბების მიზნით. კომპანიის მხრიდან აღნიშნული კომუნიკაციის ფარგლებში მოხდა „სამყურაწყალი 2“ - ის ჰესის პროექტის ოპტიმიზაცია და მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე უარი ითქვა კაშხლის აშენებაზე. შედეგად, როგორც „ხადორი 3“, ასევე „სამყურაწყალი 2“ გარემოსთვის მაქსიმალურად უვნებელ ჰიდროსადგურებად ჩამოყალიბდა. 2019 წლის 19 აპრილს ინვესტორმა კომპანიამ შპს “ალაზანი ენერჯიმ“, რომელიც გეგმავდა ჰესის მშენებლობის დაწყებას, წერილობით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ითხოვა დახმარება, რათა სამინისტროს მოეხდინა სამშენებლო სამუშაოების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ, არსებობდა მსგავსი პრეცედენტები, მათ შორის, საქართველოს სხვა რეგიონებში მიმდინარე პროექტებშიც, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შემდგომი რეაგირებისთვის მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა დაცული ყოფილიყო მშენებლობის პროცესში ჩართული პერსონალის უსაფრთხოება. მცირე ჰესების პროექტის განხორციელება პანკისის ხეობის მოსახლეობას შემდეგ სარგებელს მოუტანს: მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სხვა სპეციალისტებთან ერთად, დასაქმებული იქნება არანაკლებ 100 ადგილობრივი მოსახლე, ხოლო ჰიდროსადგურებისექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, 50 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. კომპანია ასევე უზრუნველყოფს ახალგაზრდების გადამზადებას, რაც მათ სამომავლოდ სხვა ჰესებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. გარდა ამისა, ინვესტორი კომპანია ვალდებულებას იღებს, ხეობისა და ჰესის სიახლოვეს განლაგებული დასახლებების სასარგებლოდ, სოციალურ პროექტებს განახორციელებს. ამავე დროს, ინვესტიციას დააბანდებს ელექტროგადამცემ ქსელებში, რაც მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს გააუმჯობესებს. ყოველივე დადებითად აისახება ხეობის სოფლებში მიკრო და მცირე ბიზნესის, მათ შორის, ტურისტული ობიექტების გამართულ ფუნქციონირებაზე. ინვესტორი ასევე ვალდებულებას იღებს, შექმნას ადგილობრივი სათემო განვითარების ფონდი, რომლის ანგარიშზეც ყოველწლიურად 120,000 ლარს შეიტანს. პროექტებს, რომლებიც აღნიშნული ფონდიდან დაფინანსდება, ადგილობრივი მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი პირები შეარჩევენ. ამავე დროს, უმნიშვნელოვანესია ის, რომ აღნიშნული პროექტი ავითარებს ე.წ. მწვანე ენერგეტიკას, რომელიც გარემოზე მინიმალურად ზემოქმედებს. ბოლო წლებში საქართველოში მიღებული კანონმდებლობის თანახმად, რომელიც საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება, ნებისმიერი ენერგეტიკული ობიექტის ასაშენებლად ინვესტორს ნებართვა მხოლოდ უმკაცრესი გარემოსდაცვითი ექსპერტიზის შედეგად ეძლევა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიესალმება დიალოგის გზით პანკისის ხეობის ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსესუსის მიღწევას”, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. ... ...
  • პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირება BBC-ის ობიექტივშიპანკისის ხეობაში  განვითარებული მოვლენები BBC-ის ობიექტივში მოხვდა. როგორც მაუწყებელი წერს, საქართველოში, პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას და პოლიციას შორის დაპირისპირება ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობის გამო მოხდა. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ჰესი ხეობას დააზიანებს და მის წინააღდეგ გამოდიან. დაპირისპირების შედეგად ათობით ადამიანი, უმეტესად პოლიციელები დაშავდნენ. როგორც საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, ჰესი იმ შემთხვევაში აშენდება თუ ადგილობრივი მოსახლეობა მხარს დაუჭერს. პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას ძირითადად მუსლიმი ქისტები წარმოადგენენ. რეგიონი ცნობილია, როგორც „ისლამური სახელწიფოს“ ერთ-ერთი მთავარი  მეთაურების სამშობლო. ... ...

არქივი

ზაფრანი

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...

რატომ უნდა მიირთვათ ხშირად კარტოფილი

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც...

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...