პოლიტიკური შეხედულების გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი

მთავარი თემა

პოლიტიკური შეხედულების გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი

2012 სექ 5 12:36:10
ამის შესახებ ოჯახმა სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფროსის გოჩა კანკავას წერილიდან შეიტყო, რომელიც 31 ივლისით არის დათარიღებული.

შეტყობინების თანახმად, კუტალაძეებს საჭამიასერის ყოფილი მეურნეობის შენობა თვითნებურად აქვთ დაკავებული და 15 დღეში უნდა დაცალონ.

ოჯახის უფროსი ნიაზ კუტალაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამ შენობაში ცხოვრების 18 წელს იხსენებს და ამბობს, რომ წასასვლელი არსად აქვს. ამბობს იმასაც, რომ ეკონომიკის სამინისტრო მათ გასახლებას სასწრაფოდ ითხოვს:

_ აქ მაქვს ყველაფერი _ ეზო, ბოსტანი, მთელი შემოსავალი. როგორ წავიდე 15 დღეში ან სად წავიდე? _ აღნიშნავს კუტალაძე.

კუტალაძეების ოჯახში არავინ მუშაობს _ ისინი სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან და მათი შემოსავალი სახელმწიფოს 108-ლარიანი დახმარებაა.

სამი შვილის მამა არ გამორიცხავს, რომ მათ სახლიდან გასახლება მისი 21 წლის შვილის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდებოდეს, რომელიც სასწრაფოდ საოპერაციოა და თანაც ჯარში წასასვლელად გამოიძახეს.

ნიაზ კუტალაძის უფროსი ვაჟი "ქართული ოცნების" მხარდამჭერია. ბატონ ნიაზს გამოსახლების პოლიტიკური მოტივის ეჭვს ისიც უმძაფრებს, რომ ამ შენობაში მცხოვრებ მეორე ოჯახს, გამოსახლების წერილი არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი დაკანონებული არც მათ აქვთ.

ამ საკითხზე სოფლის რწმუნებული გია დუდუჩავა კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ არაფერი იცის. იგივეს ამბობს ამავე სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი და საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძე და დეტალების გასარკვევად ეკონომიკის სამინისტროში გვამისამართებს.

აღნიშნული შენობის კიდევ ერთი მცხოვრები, ნელი შანიძე, რომელსაც როგორც აღვნიშნეთ, გამოსახლების წერილი არ მიუღია, ხელისუფლების მხარდამჭერია. "გურია ნიუსთან" საუბრისას იგი ამბობს, რომ სააკაშვილს ღიად უჭერს მხარს, თუმცა აღნიშნავს, რომ კუტალაძეების პოლიტიკური ნიშნით გამოსახლება არასწორია:

_ ჩვენ პრეზიდენტს მხარს ღიად ვუჭერ. სააკაშვილი ძალიან ჭკვიანია და აქვს იმის ნიჭი, რომ მართოს სახელმწიფო, მაგრამ გარემოცვა ძალიან ცუდად მოქმედებს და ამდენად, ძალიან ბევრი შეცდომაა დაშვებული, თუმცა, ეს პრეზიდენტს არ გაუკეთებია. მე ღიად შემიძლია შემოვხაზო ბატონი მიშა და ამას ვერც ვერავინ შემიშლის, _ ამბობს შანიძე იმის მიუხედავად რომ ამას საარჩევნო კოდექსი კრძალავს.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მხარდაჭერა არ ნიშნავს, რომ ყველაფერს ბრმად შეხედოს და იმ უკანონობაზე, რაც ხდება, ხმამაღლა არ ისაუბროს. ნელი შანიძე სოფელ საჭამიასერში, რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტსაც იხსენებს, რა დროსაც ვინმე ლევან ყენიამ, რომელიც ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერია, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თემურ ჭკუასელის შეხვედრის ჩაშლა სცადა: _ თემურ ჭკუასელი სოფლის სტუმარი იყო. მე მამა ფილოლოგი მყავდა და "სტუმარ-მასპინძელი" კარგად მაქვს წაკითხული. ვიცი, როგორ უნდა დახვდე სტუმარს. მე არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ არასოდეს. ადრე მქონდა თქვენს გაზეთში სტატია გამოქვეყნებული, თვითმართველობის არჩევნების შემდეგ. მაშინ, სოფელში 10 ხმით ელზა ზაქარეიშვილმა გაიმარჯვა, თუმცა, შემდეგ არჩევნები ჩვენი ბავშვობის მეგობარმა, ანტონ ხუნდაძემ გააყალბა, რომელიც საჭამიასერელია. 1795 წელს, აღა მაჰმად ხანს ისე არ აუოხრებია საქართველო, როგორც 4 წლის განმავლობაში ბატონმა ანტონმა ააოხრა საჭამიასერი და, რა თქმა უნდა, ჩოხატაური რაიონიც. ამას ღიად ვაცხადებ და მე ამის არ მეშინია.

ნელი შანიძე, რომელიც მისი კომენტარის სიტყვასიტყვით დაბეჭდვას ითხოვს, იხსენებს, რომ ხუნდაძემ, რომელთანაც მხოლოდ იმის გასარკვევად მივიდა, თუ რატომ ასახლებდნენ კუტალაძეების ოჯახს შენობიდან, არ მიიღო:

_ ხუნდაძესთან მიღება მისი მძღოლის დონეზე წყდება. დაცვას სწორედ მან უთხრა რომ არავითარ შემთხვევაში არ შევეშვი. ორი ადამიანი მახლდა და ამ ყველაფერს ისმენდა. ერთ-ერთი, ნელი ზაქარეიშვილი (ნიაზ კუტალაძის მეუღლე. ავტ.) იყო _ ადამიანი, რომელსაც მხოლოდ იმიტომ ტოვებენ უსახლკაროდ, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერია. სწორედ ამის გასარკვევად მივედი ჩემი ბავშვობის მეგობართან, სოფლის თვითმმარქვია დეპუტატთან, რომელმაც ხმები სოფელს მოჰპარა, მან კი სოფლის რწმუნებული გამოიძახა, ესენი მომაშორეო. ბოლოს კი ვინმე კანკავასთან გადაგვამისამართა. ეს არის სამართალი?! მე არც ოცნების წევრი ვარ და არც რომელიმე სხვა პარტიის. მე ვარ ერთი კარგი ქართველი, რომელიც აპოლიტიკურია. კარგად მახსოვს, "მოქალაქეთა კავშირის" დროს როგორ შეაჯდა ანტონი ზურგზე ერთ ბიჭს და როგორ ჩამოხსნა ბურჯანაძის სურათი. როცა იჭერდნენ, როგორ ჩამოვიდა ბათუმში და იქ ვინ უშველა. ჩემი ძმა თანამდებობის პირია და სოფლის რწმუნებულმა მითხრა, ნუ ამბობ ასეთ რამეებს ხმამაღლა, საფრთხეს ნუ უქმნი, ნუ ატოვებინებ სამსახურსო. მე საფრთხეს არავის ვუქმნი, ვამბობ იმას, რაც სიმართლეა. მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად გაიმარჯვებს, თუმცა, ანტონს ვერავინ უშველის, ვერც სიის პირველი ნომერი, დავით ბაქრაძე, რომელიც მისი მფარველია. მინდა მასაც მივაწვდინო ხმა და ვუთხრა, რომ ასეთ ადამიანებს ნუ მფარველობს. არსებობს ასეთი ადამიანი, ბორია ჭკუასელი, რომლის შვილი, ალექსანდრე ჭკუასელი ელჩია. ეს ადამიანი დავით ბაქრაძის კურსელია. ბორია და ანტონი კი ერთად მუშაობდნენ, ერთად ჰქონდათ აფთიაქი გახსნილი, სადაც ანტონ ხუნდაძე ჰუმანიტარულ წამლებს აფთიაქში ყიდდა. კარგად მახსოვს, დედა მყავდა ონკოლოგიური ავადმყოფი და წამალი არ მომცა. სხვა მივაგზავნე და მას მიყიდა. ამიტომ გთხოვთ, რომ პრეზიდენტსაც და ბაქაძესაც, რომელიც არაჩვეულებრივი პიროვნებაა, ხმა მიაწვდინოთ, _ ამბობს ნელი შანიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას და დასძენს, რომ მაშინ, როცა 7 და 8 აგვისტოს მთელი საქართველო ომში დაღუპულ გმირებს გლოვობდა, ანტონ ხუნდაძე, გვიან საღამოს, საჭამიასერში შეხვედრებს მართავდა: _ ღამით შეკრიბა ხალხი და ჩუმად გამართა შეხვედრა. ეს მაშინ, როცა გმირებს გლოვობდა მთელი საქართველო. მიხეილ სააკაშვილი უპრობლემოდ წაიღებს ხმებს საჭამიასერიდან, მაგრამ როცა მის ზურგს უკან ასეთები არიან ამოფარებულები, არაფერი გამოვა. მისნაირები რომ არა, ჩვენი ქვეყანა ბევრად წინ იქნებოდა, _ ამბობს შანიძე.

ჩვენ შევეცადეთ ქალბატონი ნელის ბრალდებებზე ანტონ ხუნდაძის კომენტარიც მოგვეპოვებინა, თუმცა უშედეგოდ _ სამსახურში მისულებს ადგილზე არ დაგვხვდა, სატელეფონო ზარებს კი არ უპასუხა.

თუ ხუნდაძე ნელი შანიძის ბრალდებებზე პასუხის გაცემას ისურვებს, მზად ვართ მისი კომენტარი უცვლელად გამოვაქვეყნოთ.




 ახალი ამბები
  • ცოტა, მაგრამ პირველი თოვლი - თეთრი ოზურგეთი და მისი შემოგარენიდღეს, არც ისე ბევრი, მაგრამ პირველი თოვლი მოვიდა ოზურგეთში. მის შემოგარენსა და სოფლებში თოვლის საფარი უფრო დიდია. ამ წუთებში წვიმასა და ხოშკაკალს  ერთმანეთში ურევს დედაბუნება. როგორც იტყვიან, თოვლჭყაპია! ეს ერთი და კიდევ მრავალი _ თოვლი გვენატრება ... ...
  • უწყება ბავშვთა ნახატების კონკურსს აცხადებსვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აცხადებს ბავშვთა ნახატების კონკურსს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა 5-დან 16 წლამდე ასაკის შვილები და შვილიშვილები.   კონკურსი 1 მარტამდე გაგრძელდება. საუკეთესო ნახატებს (როგორც ფერწერულ, ისე გრაფიკულ ნამუშევრებს) გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომლის თავმჯდომარეც, ომის ვეტერანი, მხატვარი, გიგა არველაძეა. გამარჯვებული ნამუშევრები განთავსდება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბრენდირებულ სასაჩუქრე კატალოგში. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  info@veterans.gov.ge, ან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ოფიციალურ facebook გვერდზე: https://www.facebook.com/veteranebi/?ref=bookmarks კონკურსში მონაწილეობის მიღება ავტომატურად გულისხმობს ავტორთა თანხმობას, მათი ნამუშევრების კატალოგში განთავსების თაობაზე, ნახატის ავტორის სახელის, გვარისა და ასაკის მითითებით. კონკურსში გამარჯვებულმა ავტორებმა შემდგომში ნახატების ორიგინალები უნდა წარმოადგინონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მისამართზე: ვახტანგ გორგასლის შესახვევი N 12 ა. საკონკურსო ნაშრომს თან დართული უნდა ჰქონდეს შემდეგი ინფორმაცია: კონკურსანტის დაბადების მოწმობა, ვეტერანი ოჯახის წევრის ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობა, საკონტაქტო ტელეფონის ნომრები (მობილური და სახლის). ... ...
  • ძლიერმა ქარმა ოზურგეთში საგზაო ნიშნები წააქციაამ  წუთებში ოზურგეთში ძლიერი ქარი და წვიმაა. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი ოზურგეთის მაღალმთიან სოფლებში თოვს. ეს ფოტოები ქალაქ ოზურგეთში არის გადაღებული. თეატრის წინ ქარმა საგზაო ნიშნები და ხის ღობე წააქცია, რითაც ოზურგეთის თეატრის შენობა სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამოა ... ...
  • გახარია:ევროკავშირის და ნატოს წევრობა ერთადერთი გარანტიაა ქვეყნის უსაფრთხოებისთვისსაქართველოს პრემიერ -მინისტრი გიორგი გახარია, დავოსში, ეკონომიკის ფორუმის ფარგლებში  გამართულ თემატურ დისკუსიაზე - New Ambitions for Europe, სიტყვით  გამოვიდა. გახარიამ ოკუპაციაზე, საქართველოს მიღწევებსა და რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირისა და ნატოს წევრობა ქვეყნის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა.  „რამდენიმე ასპექტს მინდა გავუსვა ხაზი: უპირველეს ყოვლისა, აქ ვიმყოფები, როგორც იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერია და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება შემდგარი ფაქტია. ეს არჩევანი ჩვენმა მოქალაქეებმა გააკეთეს. ბოლოდროინდელი სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ბოლო 5 წლის განმავლობაში რეალური და ძალიან ხელშესახები შედეგები გაგვაჩნია: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან და უვიზო მიმოსვლა. თუმცა, გამოწვევებიც გვაქვს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში. უპირველეს ყოვლისა, როდესაც საუბარია ეკონომიკაზე და როდესაც ვფიქრობთ ამ მიღწევების ყველა მოქალაქემდე დაყვანაზე, რათა ქვეყნის რიგითმა მოქალაქეებმა რეალური სარგებელი მიიღონ, დაკავშირებადობის ნაწილში რეალურ პრობლემას ვაწყდებით. ეს არის ჩვენი პირველი რიგის პრიორიტეტი. საქართველოს კარიბჭედ მივიჩნევთ ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის. როდესაც საუბარი გვაქვს ეკონომიკურ პოლიტიკაზე, დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა ტვირთბრუნვისთვის პლატფორმად მოვიაზრებთ საქართველოს. სრულად ვაცნობიერებთ და გვესმის, რომ საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას გულისხმობს. როდესაც საუბარია უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა, პრობლემებს ვხედავთ შავ ზღვაში. შავი ზღვა უპირველესი პრიორიტეტია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვისაც. ეს ჩვენთვის ახალი განზომილებაა. ჩვენ საქართველოს როლს დასავლეთის პარტნიორად ვხედავთ. ამ შემთხვევაში, როდესაც საუბარია ევროპასა და საქართველოს შორის სამომავლო ურთიერთობებზე, რა თქმა უნდა გვესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში შეგვიძლია უსაფრთხოების ნაწილში. როდესაც უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, თანამშრომლობას ვგულისხმობთ შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში. ყირიმის ამბების შემდეგ გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხი. მეორეს მხრივ, როდესაც საუბარი გვაქვს ეკონომიკაზე, მეტი თანამშრომლობა გვჭირდება ევროკავშირთან და ამისთვის მეტი აქცენტი უნდა გავაკეთოთ დაკავშირებადობაზე. როდესაც ქვეყანაში ძლიერი საკანონმდებლო ჩარჩო არსებობს, მაგ. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, მაგრამ სახმელეთო საზღვარი არ გვაქვს ევროკავშირთან, ეს რეალურ პრობლემებს ქმნის და ეს ის გამოწვევაა, რომელიც უნდა გადაიჭრას. ეს არის ჩვენი მიზანი მომდევნო წლების განმავლობაში და მას შავ ზღვაზე დაკავშირებადობის გაზრდის საშუალებით მოვახერხებთ. სრულად ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ რეალური პოლიტიკური საკითხების განხილვის ისეთი საშუალება არ გვაქვს, რაც ორგანიზაციის წევრობა ან ურთიერთობის გაღრმავებაა, მაგრამ ჩვენის მხრივ მზად ვართ ჩვენი საშინაო დავალება შევასრულოთ. მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის შანსი რომ ევროკავშირს დაუახლოვდეს. ჩვენთვის ევროკავშირში და ნატო-ში წევრობა ერთადერთი გარანტიაა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ასე ვხედავთ საქართველოში ევროპასთან თანამშრომლობის პერსპექტივას. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო ყოველთვის იყოს განხილვის თემა როდესაც თქვენ - ჩვენი მეგობრები - ევროპის მომავალზე ისაუბრებთ. გამოწვევებით სავსე რეგიონში ვართ და როდესაც ამ სამეზობლოს შეხედავთ რუკაზე, თავადაც დარწმუნდებით ამაში. აქტუალურია ოკუპაციის საკითხი. ყველას კარგად გახსოვთ, რომ ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ მხოლოდ მშვიდობიანი გზით კონფლიქტის გადაჭრაზე იკისრა ვალდებულება. ეს პირობა მივეცით ჩვენს მეგობრებს. როდესაც საუბარი გვაქვს არსებულ სიტუაციაში მოქმედებაზე, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ჩვენს მეგობრებთან - შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან - ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ გადავრჩეთ ამ გამოწვევებით სავსე რეგიონში - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის ფორუმის ფარგლებში  გამართულ  დისკუსიაში მონაწილეობა ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტებთან და ბიზნესლიდერებთან, მათ შორის “ვოლვო ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად მიიღო.   ... ...
  • კობახიძე:კონგრესმენების წერილი უხეშ ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავსამერიკელი კონგრესმენების წერილს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალიტებთან განაცხადა, წერილი უხეშ ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს, მათ შორის, 20 ივნისის ღამეს ძალის გამოყენებისა და ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ ნაწილში. ირაკლი კობახიძის ამბობს, რომ  მმართველ პარტიას აუცილებლად მოახდენს რეგირებას წერილში არსებულ ფაქტობრივ უზუსტობებთან დაკავშირებით, მათ შორის, უშუალო კომუნიკაციის ფორმით. კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ განცხადებებს ერთიდაიგივე დეპუტატები ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ შეიცვლება მსოფლიოს მოსახლეობა

მსოფლიოს მოსახლეობა უკანასკნელი 200 წლის...

რომელი ფერი დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

სამი საუკეთესო დედამთილი

მშვილდოსანი - როგორც წესი ვერასოდეს...

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...