დაპირებებიდან რეალობამდე

მთავარი თემა

დაპირებებიდან რეალობამდე

2012 სექ 7 08:21:27
ნამდვილი ჩოხატაურელი უფლებით, ისაუბროს დიდი ტრიბუნიდან ჩოხატაურის სახელით. ეს არის ადამიანი, რომელიც კაბინეტს არ გაცვლის ჩოხატაურის სინამდვილეში და იდგება მუდამ თქვენს გვერდით! _ ასე წარუდგინა ჩოხატაურელებს 2008 წელს, მაშინდელმა გუბერნატორმა რამაზ ნიკოლაიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი კორნელ კუკულავა.

"ძვირფასო ჩოხატაურელებო! გზა, რომელიც თქვენთან ერთად გავიარე და უნდა გავიარო, ჩემი ადამიანური ზრდის გზაცაა და მეამაყება, რომ ერთად ვიყავით და ვართ.... ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე საპასუხისმგებლო წუთებში , თანადგომა გამომიცხადეთ, ფეხზე წამომიდექით და თქვენს წიაღში გაზრდილ შვილს, ძალა, გამარჯვების იმედი შემმატეთ.

სამართლიანობისა და კაცთმოყვარეობის გრძნობით შემუშავდა ის სამოქმედო გეგმა, რომელმაც ჩემს პატარა რაიონს ხვალის პერსპექტივა უნდა დაუსახოს და დაანახოს ხელშეწყობა: დასაქმების პროგრამის; სოფლის მეურნეობის აღორძინების; სოციალური ფონის გაუმჯობესების; იაფი კრედიტების მოზიდვის; სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნის; ტურიზმის და საკურორტო სფეროს განვითარების; გზების, ხიდების შენების, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების; გაზიფიცირების დასრულების და ხალხის სასარგებლოდ სხვა უამრავი საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტაში. ვგრძნობ, რომ ძალიან მძიმე ჭვირთია, თუმცა საპატიო.

ჩემო ამომრჩეველო! ძალიან მინდა ეს გზა შენთან ერთად გავიარო და ჩემი წილი ჯვრის ზიდვის ოპტიმიზმი არასოდეს დავკარგო. ილიასი არ იყოს, მინდა "სავსე კაცი" ვიყო ჩემი ქვეყნისა, ჩემი რაიონისა; განათლებული, ჯანმრთელი, ღირსეული ტრადიციების ერთგული, კულტურული, ღვთისმოსავი ჩოხატაურელებისთვის ვიღვაწო და კეთილი ვიმოქმედო," _ ამბობდა კუკულავა.

მას შემდეგ 4 წელმა განვლო. 4 წელია, რაც ჩოხატაურის "ძალიან მძიმე ჭვირთს" საქართველოს პარლამენტში საპატიო ნიშნით და ღირსების ორდენებით დაჯილდოებული კორნელ კუკულავა ატარებს, რომელზეც თავის დროზე დიდ იმედებს ამყარებდნენ.

"ბატონ კორნელის ამომრჩევლები დარწმუნებულნი ვართ, რომ თუ ვინმე ქვეგამხედვარნი ქართული გენის ამოძირკვას, ქართული ერის გაუქმებას შეეცდება, თავის სათქმელს ხმამაღლა იტყვის. თუ ვინმე ჩვენი წმინდა სალოცავებისაკენ შეურაცხმყოფელი მუმლით დაიძვრება ღვთისა და კაცის სახელით ქრისტეს რჯულს მუმლს მოუგერიებს, თუ ვინმე ხელმოცარული მთაწმინდაზე პოეზიის დედოფალს ანას და მეფეს გალაკტიონს მეფურ ძილს დაუფრთხობს, აბჯარს აისხამს და მის წინააღმდეგ გაიბრძოლებს. და თუ ქვეყანას ციხე-გალავანი დაურჩება ასაშენებელი, იგი უსათუოდ კირითხუროდ მოევლინება მას, თუ ხალხი რწმენადაკარგული აღმოჩნდება ეკლესია მონასტრების აგებაში შეაშველებს ხელს, თუ მოყვასს ფეხშიშველს დაინახავს მისთვის წაღების აგვირისტებას არ ითაკილებს, თუ თავშიშველს ვინმეს დაინახავს, ნაბდის ქუდი რომ თელოს არც ამაზე იტყვის უარს.

ამიტომაც გვჯერა იმედების არგაცრუების, გვეიმედება, რომ იგი ჩოხატაურელების ღირსეული წარმომადგენელი იქნება საქართველოს პარლამენტში და აქტიურად იღვაწებს კანონშემოქმედებით საქმიანობაში და უპირველეს მოვალეობად გაიხდის მას," _ ასე ხმამაღალი და მხატვრული ფრაზებით ეიმედებოდათ და სწამდათ მშობლიურ ხიდისთაველებს კორნელ კუკულავასი, თუმცა, დღეს ამბობენ, რომ იმედები გაუცრუვდათ.

ანა კალანდაძის და ნოდარ დუმბაძის სოფელს დღეს გზა არ უვარგა. უფრო მეტიც, ნოდარ დუმბაძის სახლთან მისასვლელი გზა იმდენად ავარიულია, რომ ცნობილი ხელოვანის, რამინ მიქაბერიძის თქმის არ იყოს, სტუმრის მიყვანა სირცხვილია.

ამავე სოფელში რამდენიმე წელია უწყლობას უშედეგოდ ებრძვიან (არც სხვა სოფლებია უკეთეს მდგომარეობაში). აღარაფერს ვამბობთ, ათობით დაუსაქმებელ ადამიანზე, რომლებსაც 4 წლის წინ, როგორც ამბობენ, მართლა ჰქონდათ სამუშაოს შოვნის იმედი.

4 წლის წინ, მმართველი გუნდის დეპუტატობის კანდიდატს აგრარული სექტორის განვითარება რეგიონის მთავარ პრიორიტეტად მიაჩნია და ამბობდა, რომ თუ "ამ სფეროში ყველაფერი მოგვარდება, არც სამუშაო ადგილების ძებნა დაგვჭირდება და არც სოციალურად დაუცველი ფენა გვეყოლება".

არადა, სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, ჩოხატაურში, 2008 წელს სოციალურ დახმარებას 899 ოჯახი იღებდა (2181 სული), ხოლო 2012 წელს _ 1468 ოჯახია რეგისტრირებული (4590 სული)!

პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კი, დღესაც გამოქვეყნებულია კორნელ კუკულავას 4-წლიანი ხედვა: "მთელი სიმწვავით ვგრძნობ, თუ როგორ უჭირს მოსახლეობის დიდ ნაწილს, ჯერ კიდევ ძალიან ბევრია უმუშევარი, რომლებსაც ჰაერივით სჭირდება სამსახური, სტაბილური შემოსავალი. სწორედ ამიტომ, ჩვენი პროგრამის მიზანია დავეხმაროთ ადამიანებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, რაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ადამიანთა დასაქმებას, მათი ფინანსური შემოსავლების ზრდას, ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას. ხალხთან ურთიერთობის გაფართოებას, ხშირ შეხვედრებს არსებული პრობლემების ანალიზსა და დახმარებას, მათ ჩართვას ქვეყნის მართვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას: დაბისა და სოფლების მაქსიმალურ გაზიფიცირებას, გზების ასფალტირებას, მდინარე სუფსაზე ზომლეთის ხიდის რეაბილიტაციას, ასევე სხვადასხვა სოფლებში და დაბაში წყალმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა და დაბის კანალიზაციის მოწყობა. სოციალური პროგრამების გაუმჯობესებაზე ხელშეწყობა: პენსიის გაზრდა, ფინანსური დახმარება ახლშობილებზე, მრავალშვილიანებზე, ომში დაღუპულთა ოჯახებზე, ომის ვეტერანებზე, ას წელზე უხნეს ადამიანებზე, ბავშვების უფასო სამედიცინო დახმარება და სხვა. სოფლის მეურნეობის გაუმჯობესებაზე ხელშეწყობა: საინფორმაციო საკონსულტაციო მომსახურების გაუმჯობესება, გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტის ამოქმედება, აგროტექსერვისის გაუმჯობესება, ამხანაგობებისა და სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბება, სანერგეების მოწყობა, მაღალმოსავლიანი ჯიშის თესლისა და სანერგე მასალის შემოტანა, მცენარეთა და ცხოველთა დაავადებებისაგან დაცვა. სკოლების მშენებლობა და კაპიტალური რემონტი, მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება. სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება, სოფლებში ამბულატორიების მოწყობა, ძირითად თემებში ბიბლიოთეკების გახსნა, სპორტული ბაზების მშენებლობა, ტურიზმისა და ნაბეღლავი-ბახმაროს კურორტების განვითარება, კულტურული მემკვიდრეობების, ხელოვნების ნიმუშების, ისტორიული ადგილების, მუზეუმების, ეკლესია მონასტრების რესტავრაცია და მშენებლობების ხელშეწყობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის ზრუნვა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებაზე ზრუნვა და მედიასთან თანამიმდევრული ურთიერთობების ჩამოყალიბება..."

მართლაც შთამბეჭდავი ჩამონათვალია. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია განვითარებული აგრარული სექტორი, დასაქმებული მოსახლეობა და მედიასთან თანმიმდევრული ურთიერთობების ჩამოყალიბება. მედიასთან, რომელსაც ადმინისტრაციულ შენობაში თავისუფლად გადაადგილება შეუზღუდეს და ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი არ ისურვა დეპუტატმა. ხოლო მოგვიანებით, ამ სტატიის ავტორს, მისი ოჯახის წევრების "ქართული ოცნების" აქციაზე ყოფნის გამო, საყვედური უთხრა და კომპრომატების გამოქვეყნებითაც დაემუქრა.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-13-ე მუხლი ავალდებულებს პარლამენტის წევრს (მიუხედავად მისი არჩევის ფორმისა) 6 თვეში ერთხელ მაინც წარსდგეს ამომრჩევლის წინაშე და მიაწოდოს ინფორმაცია მისი და პარლამენტის საქმიანობის შესახებ. პარლამენტარის ოფიციალურ ვებ გვერდზე ჰტტპ://ცჰოკჰატაური.მაჯორიტარიან.გე/ინდეხ.პჰპ) კუკულავას ამომრჩეველთან ურთიერთობის ან მისი პარლამენტში საქმიანობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ დევს.

"გურია ნიუსი" ჯერ კიდევ გასულ წელს დაინტერესდა კუკულავას საქმიანობით და იმით, ასრულებს თუ არა დეპუტატი პარლამენტის რეგლამენტს, თუმცა, მაშინ დეპუტატის ბიუროს ერთ-ერთმა სპეციალისტმა სვეტა ოგანესიანმა, მიუხედავად მრავალგზის თხოვნისა, ვერ წარმოგვიდგინა კუკულავას ამომრჩევლებთან შეხვედრის ვერც ვიდეო და ვერც ფოტო მასალა. 4 წლის განმავლობაში, არც დეპუტატს და არც მის ბიუროს "გურია ნიუსისთვის" არ უცნობებია მოქალაქეებთან შეხვედრის არც ერთი ფაქტის შესახებ.

ჩვენ ამჯერადაც შევეცადეთ შეკითხვებზე პასუხი კუკულავასგან ტელეფონით მაინც მიგვეღო, თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

დეპუტატისგან პასუხების მიღება სხვა ხერხით ვცადეთ _ პარლამენტის ვებ-გვერდზე, ფორმალურად, დეპუტატისთვის კითხვის დასმაც არის შესაძლებელი. ამიტომაც, კუკულავას შეკითხვები მეილზე გავუგზავნეთ. ვკითხეთ რა დაპირებები შეუსრულა ჩოხატაურელებს 4 წლის განმავლობაში; გვაინტერესებდა "რა მუმლი მოუგერია", რა "წაღები აუგვირისტა" და რა "ნაბდის ქუდი მოუთელა".... მაგრამ კუკულავამ პასუხის გაცემა არც ელექტრონული ფოსტის საშუალებით ისურვა.

ამიტომ, თავად შევეცადეთ გაგვერკვია, თუ ვის "ნაბდის ქუდს თელავდა" კუკულავა საპარლამენტო 4 წლის განმავლობაში და მის ფინანსურ დეკლარაციას გადავხედეთ.

არჩევნების დროს, 2010 წელს დეპუტატი შემდეგ ქონებას ფლობდა: საცხოვრებელი სახლი ჩოხატაურში, 9 აპრილის #1, ფართობი _ 330.0 კვ.მ; სასოფლო-სამეურნეო საკარმიდამო ჩოხატაურში, 9 აპრილის #1, ფართობი _ 1455.0 კვ.მ; სასოფლო-სამეურნეო მიწა დაბა ჩოხატაურში, ფართობი _ 2200.0 კვ.მ; აგარაკი ბახმაროში, მშენებლობის #35, ფართობი _ 35.0 კვ.მ; არასასოფლო-სამეურნეო მიწა ბახმაროში, მშენებლობის #35, ფართობი _ 35.0 კვ.მ; არასასოფლო-სამეურნეო მიწა ბახმაროში, გურიის # 87ა, ფართობი _ 100.0 კვ.მ; შენობა ჩოხატაურში, დუმბაძის # 70, ფართობი _ 41.0 კვ.მ; არასასოფლო-სამეურნეო მიწა ჩოხატაურში, დუმბაძის # 70, ფართობი _ 41.0 კვ.მ

თუ 2010 წლის დეკლარაციაში კუკულავას მხოლოდ ერთი აგარაკი ჰქონდა მითითებული, 2011 წელს დეკლარაციაში ჩნდება კიდევ ერთი აგარაკი კურორტ ბახმაროში, გურიის ქუჩა #63-ში.

2010 წელს, კუკულავების ოჯახის წევრების საკუთრებაში 10 000 ლარზე მეტი ღირებულების ქონება არ ირიცხებოდა. 2011 წელს კი, დეკლარაციის ამ გრაფაში მითითებულია, რომ დეპუტატის უმუშევარ შვილს, თამარ კუკულავას ავტომობილი ჰყავს _ 2009 წელში გამოშვებული "ტოიოტა კოროლა". მართალია, ამ ავტომანქანის საბაზრო ღირებულება დეკლარაციაში მითითებული არ არის, თუმცა, დოკუმენტი მოწმობს, რომ ის 10000 ლარზე მეტი ღირს.

კორნელ კუკულავას, როგორც დეპუტატის წლიურმა შემოსავალმა 2010 წელს წელს 49 172 ლარი და 49 თეთრი შეადგინა. 2011 წელს _ 46 401 ლარი და 23 თეთრი. 2012 წელს ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის წლიური შემოსავალი 49 206 ლარი 88 თეთრია.

2012 წლის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ კორნელი კუკულავას ოჯახში დასაქმებული ადამიანი ემატება. მისი შვილი, სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი" საფინანსო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გამხდარა და მისი წლიური შემოსავალი 19 243 ლარი და 75 თეთრია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში კუკულავას ბანკიდან სესხი არ აუღია.




 ახალი ამბები
  • რა უნდა გააკეთონ მოქალაქეებმა საკრედიტო ისტორიის გამოსასწორებლადმთავრობის ინიციატივით ფონდმა „ქართუმ“ საბანკო შავ სიაში მყოფ 600 000 ადამიანს, გასული წლის დეკემბერში, სესხი ჩამოაწერა. განულებული დავალიანების მიუხედავად, ადამიანები, რომლებსაც სესხები ჩამოაწერეს, ახალი სესხის აღებასა და განვადებით ნივთების გამოტანას ვერ ახერხებენ. სესხის აღებისას დიდი მნიშვნელობა  აქვს საკრედიტო ისტორიას. კანონს არ აქვს წინაპირობა სესხის გაცემაზე თუ რა შემთხვევაში შეიძლება გაიცეს ან არ გაიცეს სესხი.  თითოეული საბანკო დაწესებულება თავის შიდა რეგულაციებით აწესებს წინაპირობებს ასეთი შიდა რეგულაციები ამ შემთხვევაში არის კრედიტინფოს მონაცემებში დადებითი ისტორია. რა უნდა გააკეთონ  მოქალაქეებმა ვისაც, დავალიანების განულების შემდეგ, სესხის აღება სურთ_ ამ კითხვით „გურია ნიუსი“ ადვოკატ მარიკა არევაძეს ესაუბრა. ადვოკატის თქმით, სესხის აღების მსურველმა მოქალაქეებმა ჯერ საკრედიტო ისტორიის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოითხოვონ, რომელიც  კრედიტ ინფოში ინახება. „პირველ რიგში  ადამიანებმა, ვისაც სურთ კრედიტის აღება კრედიტ ინფოს მონაცემებიდან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია, ამ სესხის ჩამოწერით გაუსუფთავდათ საკრედიტო ისტორია თუ არა, დადებითი ისტორია აქვთ თუ ნეგატიური. ისტორია დადებითია თუ ვალდებულებები არის შესრულებული. ამ შემთხვევაში ისტორია უნდა იყოს დადებითად ქცეული, რადგან მართალია, ამ ადამიანების მიერ არა, მაგრამ სხვის მიერ  ვალდებულება შესრულებულია. მთავარია, გამსესხებელმა კომპანიებმა როგორ მიაწოდეს ინფორმაცია  კრედიტინფოს. თუ მათ უთხრეს კომპანიას, რომ ეს იყო ჩამოწერილი ვალდებულება, და უშუალოდ მსესხებლის მიერ არ შესრულდა, შესაძლოა, იყოს ნეგატიური მაჩვენებელი. ნეგატიური საკრედიტო ისტორია კი სესხის აღებას ხელს უშლის“,_ ამბობს არევაძე. როგორც ადვოკატი ამბობს, ნეგატიური საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში მოქალაქემ კრედიტ ინფოს უნდა მიმართოს წერილობით, რომ დავალიანება გასწორებულია და გამოსწორდეს ინფორმაცია.     ... ...
  • იგეგმება თუ არა ოზურგეთის ყოფილი მერიის შენობის დემონტაჟიოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომაზე, რომელიც ნოემბრის თვეში ჩატარდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ განაცხადა, რომ დაგეგმილია ქალაქ ოზურგეთის მერიის ყოფილი შენობის დემონტაჟი (შენობა ქალაქ ოზურგეთის ცენტრში მდებარეობს) და მის ადგილას ახალი შენობის აგება. 1 მილიონი ლარი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში ჩაიდება. მერის განცხადებითვე, გენგემის ხარჯი 100 000 ლარით გაიზარდა. „გვინდა მოვიწვიოთ სპეციალისტები, რომელებსაც აქვთ შესაბამისი ტექნიკა და შესაბამისი კომპეტენციის მქონე ახალგაზრდები ჩავრთოთ გენგეგმის მომზადების პროცესში, რათა ადგილზე უშუალო დათვალიერებით მოხდეს მისი მომზადება და არა კომპიუტერული რუკების საშუალებით (რასაც იყენებენ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები). როგორც წინასწარი სამუშაო, დაგეგმილია ქონების ელექტრონული რეგისტრაცია“,_ თქვა კონსტანტინე შარაშენიძემ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის გრიგოლ მახარაძის თქმით, ეს წინადადება იდეის დონეზე იქნა გაჟღერებული. „თუ ეს პროექტი განხორციელდება, საბჭოს წევრებმა აღვნიშნეთ, რომ ასევე მოხდეს ქალაქის მერიის ყოფილი შენობის წინ, ე.წ. ჭადრების ბაღის რეაბილიტაცია,“ _ გვითხრა გრიგოლ მახარაძემ. ამავე სხდომაზე მერმა ასევე გააჟღერა შემდეგი სახის ინფორმაციები. „სოფელ ოზურგეთის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე 2 მლნ ლარი იხარჯება. დაგეგმილია ნაგომრის კულტურის სახლის რემონტი, ხოლო სოფელ მშვიდობაურში რეაბილიტაცია გაუკეთდება მრავალპროფილურ შენობას.  მიმდინარეობს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული შენობების, კერძოდ ფასადების რეაბილიტაცია - აპოლონ წულაძის ქუჩაზე მდებარე მრავალპროფილური შენობის ფასადის მოდერნიზაცია თუმცა მფლობელებმა უნდა გაიღონ თანამონაწილეობა. გადმოგვეცა ყოფილი „რაიკავშირის“ შენობა მისი 1 ჰა მიწის ფართობით და გაკეთდება გასართობი სკვერი და სტადიონი,“ _ აღნიშნა შარაშენიძემ. „გურია ნიუსი“ ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს და დამატებით ინფორმაციას მიწოდებისთანავე ... ...
  • ბავშვთა პორნოგრაფია _ დაკავებულია მოზარდი გოგონების მშობლები და მასწავლებელიპოლიციამ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულებს შორის არიან არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები და პედაგოგი დააკავეს. მისივე განცხადებით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით. „ასევე, დაკავებულია არასრულწლოვანი ბავშვების სკოლის პედაგოგი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევაში და მიმდინარე წლის სექტემბერში დაკავებულ აშშ-ის მოქალაქეს დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებაში ეხმარებოდა. ამავე საქმეზე, მიმდინარე წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს. სექტემბერში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველებმა აღნიშნული ქსელის 11 წევრი დააკავეს. ამ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, სულ დაკავებულია 22 პირი. დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, გრძელდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს“, - აღნიშნეს ... ...
  • ოზურგეთში მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღინიშნაოზურგეთში “ევროკლუბის“ წევრების ორგანიზებით მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღნიშნა. როგორც ღონისძიებაზე ითქვა, მოხალისეობა  არის  არაანაზღაურებადი, გათვითცნობიერებული, ნებაყოფლობითი საქმიანობა სხვათა სასარგებლოდ. ნებისმიერ ადამიანს, ვინც შეგნებულად და უანგაროდ შრომობს სხვისთვის, შეიძლება ეწოდოს მოხალისე. ღონისძიების დროს “სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს“ მოხალისეებმა პატრიცია გებიცკამ და არკადიუშ ბჟოზმა ისაუბრეს მოხალისეების მნიშვნელობაზე. ასევე დამსწრე საზოგადოებას მოუყვნენ, რა მოხალისეობრივი აქტივობები ჰქონდათ გაკეთებული. “ევროკლუბის“ წევრებმა დარბაზში მყოფ ადამიანებს ქაღალდის ფურცლები ჩამოურიგეს, სადაც უნდა დაეწერათ მოხალისეობის მნიშვნელობაზე. ... ...
  • ,,სექსუალური შევიწროვება ადამიანის უფლებების დარღვევაა" _ აქციას პროკურატურა შეუერთდარამდენიმე დღეა, ქვეყანაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი 16-დღიანი კამპანია მიმდინარეობს ძალადობისა და სექსუალური შევიწროების შესახებ. საინფორმაციო კამპანიის სლოგანია ,,სექსუალური შევიწროვება ადამიანის უფლებების დარღვევაა." კამპანიას საქართველოს პროკურატურაც შეუერთდა და უწყების ორგანიზებით ქვეყნის მასშტაბით არაერთი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სამტრედიის რაიონული პროკურატურის თანამშრომლები მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის პროფესიული კოლეჯის სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს შეხვდნენ და სექსუალური შევიწროვების თემასა და ძალადობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკის შესახებ ესაუბრნენ. ,,ღონისძიების მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ კატეგორიის დანაშაულის პრევენცია, ასევე, მოსახლეობისთვის სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ბოლო დროს გახორციელებული ცვლილებების გაცნობა", _ აღნიშნა "გურია-ნიუსთან" საუბრისას სამტრედიის რაიონულმა პროკურორმა ნუგზარ ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს