14 ოჯახი სასწრაფო გამოსახლებას საჭიროებს

მთავარი თემა

14 ოჯახი სასწრაფო გამოსახლებას საჭიროებს

2011 თებ 9 11:27:46

სოფელი, სადაც 295 კომლი ცხოვრობს, მცირემიწიანია, ამასთან ერთად თხინვალი მეწყერსაშიშ ზონას განეკუთვნება. გეოლოგების დასკვნის თანახმად, აქ მცხოვრებ 14 ოჯახს საცხოვრებელი სახლიდან  სასწრაფოდ გამოსახლება ესაჭიროება. ასევე, გეოლოგების დასკვნის თანახმად, ამ სოფელში ცხოვრობენ ოჯახები, რომელთა საცხოვრებლებიც მეორე და მესამე კატეგორიას განეკუთვნებიან და მათი უსაფრთხოება მაღალი რისკის ქვეშ დგას, განსაკუთრებით მაშინ, როცა თოვლის საფარმა ამ სოფელში 70 სანტიმეტრს მიაღწია.
3 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში, სოფელში ცენტრალური და შიდა გზები გაუწმენდავი იყო, იმ დროისთვის სოფელს არც ელექტროენერგია მიეწოდებოდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაც შეუძლებელი იყო. როგორც აქ გვითხრეს, ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებთან ერთად, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აქვთ _ დაუსაქმებელია მოსახლეობა, ახალგაზრდებისთვის თავშეყრის ადგილები არ არსებობს, პენსიონერებს კი, ისევე როგორც ყველგან, კუთვნილი პენსია გაძვირებული წამლების შესაძენადაც არ ჰყოფნით.
_ გზა არ გვივარგა, წყალი სასმელად უვარგისია, თოვლის დროს კი არა, როცა ნიავი დაუბერავს, შუქი მაშინვე ითიშება. სამსახური ჩვენ არ გვაქვს, საწარმო ჩვენს სოფელში არ ფუნქციონირებს, ახალგაზრდებისთვის არაფერია, სკოლის შენობას შეკეთება სჭირდება, _ ამბობდნენ სოფლის ცენტრში შეკრებილები.
_ წვიმის დროს შვილიშვილს სახლში არ ვაჩერებთ, არ ვიცით, როდის დაგვენგრევა სახლი თავზე, _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბარში ამავე სოფელში მცხოვრები გივი ბაღიშვილი. რომლის ოჯახსაც,  დანარჩენ 13 ოჯახთან ერთად, სასწრაფოდ საცხოვრებელი სახლის დატოვება ესაჭიროება.
_ ოჯახში 8 სული ვცხოვრობთ. დედა დავარდნილი მყავს, მამა ხელჯოხით დადის. მეწყერის გამო სახლი დანგრევის პირასაა. რამდენჯერ დავწერე განცხადება, მივმართე ადგილობრივ ხელისუფლებას. იყვნენ კიდეც მოსულები, მაგრამ _ არაფერი. შემოსავალი დედ-მამის პენსია გვაქვს, რომელსაც 2 კვირაში, მხოლოდ მათ წამლებში ვხარჯავთ. გეოლოგების დასკვნის თანახმად, აკრძალული გვაქვს ამ სახლში ცხოვრება, მაგრამ სად უნდა წავიდეთ? გუბერნატორი და გამგებელი დაგვპირდნენ, რომ  ამ წელში მოგვეხმარებიან და ველოდებით.  გამგეობაში მითხრეს, სახლი უნდა დაიშალოსო. მაინცდამაინც მარცხი უნდა მოხდეს, დახმარება რომ მივიღო? _  კითხულობს გივი ბაღიშვილი.
როგორც "გურია ნიუსთან" საუბარში პენსიონერი ნოდარ ბაბილოძე ამბობს, სოფლის პრობლემა შიდა გზები და სასმელად უვარგისი წყალია: _ არტეზიულ ჭებზე ვართ დამოკიდებულნი და ეს პრობლემა ზაფხულის დადგომისთანავე უფრო მწვავდება. ჩვენს სოფელში 1993 წლამდე სამკურნალო აბანოები ფუნქციონირებდა. სახსრებისთვის იყო არაჩვეულებრივი _ დავრდომილი კაცი მოვიდოდა და ჯანმრთელი წავიდოდა. ვფიქრობ, მისი აღდგენა სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, _ გვითხრა ნოდარ ბაბილოძემ.
მისი თქმით, სამომხმარებლო კალათა ძალიან გაძვირდა და მისი ხუთსულიანი ოჯახის შემოსავალი, მხოლოდ მისი, და მისი მეუღლის პენსიაა.

საუბრები სოფლის ცენტრში
_ ყველაფერი მოიშალა, ადრე უპრობლემოდ ვაბარებდით ციტრუსს. ჩაი ამოვძირკვეთ და  თხილი დავრგეთ;
_ კარგად ვინ ცხოვრობს დღეს? ახალგაზრდები ცდილობენ, რომ სხვაგან იმუშაონ და თავი ასე ირჩინონ. წასულია ბევრი. დაკეტილია სახლები;
_ 2010 წელს ციტრუსის მოსავლის დიდი ნაწილი გაფუჭდა, ჩამოცვივდა. არ მომიკრეფია. ორ ტონანახევარი მქონდა, სამჯერ შემცირებული მოსავალი მივიღე 2009 წელთან შედარებით; 
_ პენსიები უნდა გაიზარდოს, რომ გაძვირებულ პროდუქციას შევწვდეთ. ესაა ერთ-ერთი გამოსავალი. ძალიან გაძვირებულია საწვავი, ვერ ვამუშავებთ ყანებს, სასუქის ყიდვის საშუალება აღარ გვაქვს. ათასი მეტრი საყანე ფართობის დამუშავება 30 ლარი ღირს, ამას სასუქის ღირებულება ემატება, ფიზიკურ სამუშაოზე რომ არაფერი ვთქვათ. ამის გამო ბევრი საყანე ფართობი დაუმუშავებელი რჩება. უჭირს ხალხს, _ ამბობდნენ სოფლის ცენტრში შეკრებილები.
როგორც სოფლის რწმუნებულმა აბესალომ ბოლქვაძემ გვითხრა, ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ სოფელი მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს და ნიადაგი მცოცავია: _ გარდა ამისა, სოფელი მცირემიწიანია, არც სარეზერვო მიწები გაგვაჩნია. საყანე მიწები 15 კილომეტრით არის დასახლებიდან მოშორებული. არც ტყე გვაქვს. 43 ოჯახი მეწყერმა დააზიანა, აქედან, განსაკუთრებით მძიმე და საგანგაშო 14 მათგანის მდგომარეობაა. მათ ამ სახლებში ცხოვრება აკრძალული აქვთ, _ გვითხრა რწმუნებულმა.
მან სოფლის ინფრასტრუქტურაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემა მოუწესრიგებელი შიდა გზებია: _  გასულ წელს გაკეთდა მილხიდები, მოსაცდელები, გარე განათება. გზაც მოიხრეშა, მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მცოცავი მიწებია და ზიანდება. წელს სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში 20 000 ლარს ველოდებით, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნის  შესაბამისად გაიხარჯება.
_ წყლის პრობლემა ჩვენს სოფელში ყოველთვის იდგა და დღესაც აქტუალურია. მოსახლეობა არტეზიული ჭებით სარგებლობს, თუმცა, წყალი მლაშეა და სასმელად უვარგისი. სასმელ წყალს მოსახლეობა წყაროებიდან ეზიდება, ზოგს ნახევარი კილომეტრის გავლაც კი უხდება. სოფელში სოციალურად დაუცველი ბევრი ოჯახი ცხოვრობს, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მეწყრის შედეგად დაზიანებული 14 ოჯახი იმყოფება _ მათ საცხოვრებელი სახლებიდან სასწრაფოდ გამოსახლება ესაჭიროებათ. ჩვენმა ფრაქციამ, "ქრისტიან-დემოკრატებმა" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ პრობლემის თაობაზე წერილობით უკვე მიმართა, _ გვითხრა სოფელ თხინვალის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ხომერიკმა.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...