"ნაცმოძრაობის" წინასაარჩევნო ტაშ-ფანდური გურიაში და წყალში გადაყრილი მილიონები

მთავარი თემა

"ნაცმოძრაობის" წინასაარჩევნო ტაშ-ფანდური გურიაში და წყალში გადაყრილი მილიონები

2012 ოქტ 7 12:47:44

დამოუკიდებელი მედისთვის დახურული ეს შეხვედრა მთელი საქართველოს ყურადღების ქვეშ მოექცა, რადგან, პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის პირდაპირ ტრანსლაციას, ტრადიციულად, ტელეკომპანია "რუსთავი 2" უზრუნველყოფდა.

როგორც გავიგეთ, დიდი ხანი არკვევდნენ შემდეგ ამ "რიგითი გურულის" ვინაობას, მაგრამ იქ დამსწრე საზოგადოებამ "წინასწარმეტყველი" არ გათქვა.

ჩვენი წყაროები ამბობენ იმასაც, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, გურიაში" ნაციონალურმა მოძრაობამ" 18 მილიონი დახარჯა.

პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ პირად კონტროლზე აყვანილ გურიაში, წინასაარჩევნო ორ თვეში, იმდენი კონცერტი და ღონისძიება მოეწყო, გურულები ხუმრობდნენ, "მგონი, ლასკალაში გადაგვასახლეს და ვერ გევიგეთო..."

გურულების გამძაფრებული პოლიტიკური ჟინის (რაც მათ ყველა რეგიონისგან გამოარჩევდათ) ჩაკვლას, ყველანაირი მეთოდით ცდილობდნენ, მაგრამ "ბახვის მანიფესტის" ისტორიის მქონე მხარეში, ყველა მეთოდს გურულმა გენმა აჯობა.

"გურია ნიუსის" დაზუსტებული ინფორმაციით, ბოლო მომენტში, კენჭისყრის დღეს, არჩევნების გაყალბებაზე უარი თქვეს თავად "ნაცმოძრაობის" კოორდინატებმაც. ბათილი ბიულეტენების დიდი ოდენობა კი იმას ნიშნავდა, რომ ბევრმა, ვისაც 5-იან შემოხაზული ბიულეტენი გაატანეს, კაბინაში ყველა გადახაზა.

განსაკუთრებული "ყურადღების" ქვეშ ოზურგეთის რაიონი აღმოჩნდა. რამაზ ნიკოლაიშვილის "სპორტულ ინტერესს" _ გამანადგურებელი უპირატესობით მოეგო თავისი კონკურენტისთვის, ზვიად კვაჭანტირაძისთვის, "ნაცმოძრაობის" ოზურგეთის ოფისის თანამშრომლების ნერვებიც ხშირად ეწირებოდა. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, რომელიც თავად მუშაობდა ამ შტაბში, იმდენად მძიმე სამუშაო გარემო იყო ( ძალიან ხშირად მუშტების ბრახუნის თნხლებით), რომ "ნაცმოძრაობის" შტაბის ადგილობრივ წევრებს, გარდა გუბერნატორისა და ვიცე-გუბერნატორისა, მმართველი პარტიისა და მისი მაჟორიტარისთვის ხმა არ მიუციათ.

არც "იდეების ბანკის" პრეზენტაცია იყო შემთხვევითი. ეს ინიციატივა სწორედ რამაზ ნიკოლიშვილს ეკუთვნოდა. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, მაჟორიტარობის კანდიდატი, ოზურგეთელ საზოგადო მოღვაწეებს, ექიმებსა და ბიზნესმენებს, რამდენიმე დღის განმავალობაში შეუსვენებლად ამუშავებდა ამ იდეების "ჩამოსაყრელად". საბოლოო ჯამში, არც ამ იდეამ ივარგა და გურულებმა, არჩევნების დღეს, "იდეების ბანკი" გაკოტრებულად გამოაცხადეს.

გურულები ვერც "ვერის უბნის მელოდიებით" და მშვენიერი სოფო ნიჟარაძით მოხიბლეს. წინასაარჩევნო 2 თვე არ აღმოჩნდა საკმარისი იმის გასაგებად, გურულებს რომ "რემიქსები" არ უყვართ.

ბერა ივანიშვილის კონცერტის საპირწონედ ჩატარებული "წყლის ფესტივალი", უწყლობით გამწარებულმა გურულებმა პირად შეურაცხყოფად მიიღეს და პროტესტის ნიშნად, არ დაესწრნენ.

ამიტომ, ღონისძიებას, ძირითადად, "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ. ამავე კომპანიის ორგანიზატორობით, თეატრის წინ, ჯგუფ "ბანდეროლის" კონცერტი გამართა.

კონცერტი 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ოზურგეთელ მსახიობს, დამოუკიდებელი ტელეკომპანია "გურიას" წამყვანს, გიორგი დოლიძეს ხელის აწევით (ხუთი თითის კომბინაციით), ხუთიანების ფონზე მიჰყავდა. ამ ყველაფერს კი ორგანიზატორობას რამაზ ნიკოლაიშვილის მედია ცენტრი უწევდა ჯილდა მაჭავარიანის ხელმძღვანელობით.

ერთი სიტყვით, გურულებმა უპირატესობა "ქართულ ხმებს" მიანიჭეს. საბოლოო ჯამში კი, ხელისუფლების მხრიდან გურიის შეყვარების ორთვიან ისტორიას, საპასუხო გრძნობა არ მოჰყოლია.

_ მეწყერმა და წყალდიდობამ რომ წაგვიღო, სახლები თავზე რომ გვენგრეოდა და შიმშილით რომ ვკვდებოდით, მაშინ რეიზა არ გიყვარდითო, _ იკითხეს გურულებმა და ერთ-ერთმა მათგანმა საარჩევნო ყუთში, ბიულეტენის ნაცვლად, წერილი ჩააგდო: "იზვინი, მოი სააკაშვილი, ჟივუ პოდ ოტკრიტიმ ნებომ..."

ამ წერილის ავტორი, პირველად ბახვში ვნახეთ, სააკაშვილთან შეხვედრა უნდოდა 5 ობლის ამარა დარჩენილ მოხუცს, მაგრამ დაცვამ არ მიუშვა. სააკაშვილთან შეხვედრა დახურული იყო მედიისთვისაც, მაგრამ ასევე "ერთი რიგითი" გურულის წყალობით, ჩვენმა ჯგუფმა მაინც შეძლო ამ ვიზიტის დეტალურად გაშუქება. სცენა, სადაც სააკაშვილი სიტყვით უნდა გამოსულიყო, ამ ადამიანის და მისი მეზობლის სახლის წინ იყო. მიუხედავად ჭიშკრის წინ მდგარი პოლიციელებისა, რომლებიც ყველა გამსვლელ-გამომსვლელს აკონტროლებდნენ, ამ ადამიანმა ღობე-ღობე და თხილნარ-თხილნარ, მაინც მოახერხა ჩვენი "აკრძალულ ზონაში" შეყვანა. მერე, მეზობლის სახლში ფანჯრიდან გადაძრომაში მოგვეხმარა და ასე შევძელით დახურული შეხვედრის ყველაზე საინტერესო დეტალების ჩვენს მკითხველამდე მიტანა. ეს კაციც "ერთი რიგითი" ბახველი იყო, მეტსახელად" სვანი". ოჯახში, სადაც ჩვენმა მეგზურმა მიგვიყვანა, ერთი ხანდაზმული ქალბატონი ცხოვრობდა შვილთან და შვილიშვილთან ერთად. დაუპატიჟებელი სტუმრების ვერგამასპინძლებით შეწუხებულმა ქალბატონმა ასე მოგვიბოდიშა: _ მაპატიეთ, ნენა, მარტო კვახე პამიდორი მაქ და თხილი, ვიფიქრე თხილს დავნაყავ და პამიდორში ავზილავ, ბაღანა მშიერი რომ არ დამრჩეს...

სახლში შემოსულ პოლიციელებს მან ჩვენი თავი სოფლიდან ჩამოსულ დისშვილებად გააცნო. სწორედ ასეთი "რიგითი" გურულების და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციების წყალობით ვახერხებდით ჩვენი მკითხველისთვის ყველაზე საინტერესო მასალების მიწოდებას. საბოლოო ჯამში, არჩევნების ბედიც სწორედ ასეთმა "რიგითმა" გურულებმა გადაწყვიტეს... ტაშფანდურში გადახდილი მილიონები კი წყალში გადაყრილი აღმოჩნდა.

მამა ბესარიონი, რამაზ ნიკოლაიშვილი,
გიორგი აბაშიძე, ლელა თავართქილაძე და პაატა მანჯგალაძე


წყლის ფესტივალი ოზურგეთში

კონცერტის წამყვანის მუდმივი მდომარეობა _
მაღლა აწეული, გაშლილი ხუთი თითი


"ვერის უბნის მელოდიები"




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში პოლიციამ უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული მ. ჯ. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "რგდ"-ს ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით ... ...
  • როგორ ვმართოთ ბავშვის ისტერიკა _ ოქროს წესები ფსიქოლოგისგან "3 ვარიანტი გვაქვს ბავშვის პრობლემური ქცევის დროს. 2.5-დან 5 წლადმე ასაკის ბავშვებში ჩვენ გვაქვს პრობლემური ქცევები, რომლის მოგვარებაც არის ძალიან ადვილი", _ აღნიშნულის შესახებ თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ გეგეშიძე საუბრობს. ფსიქოლოგის თქმით, მთავარია უფროსებმა ცამოაყალიბონ, რა არის მათ ოჯახში წესი, რომ ბავშვმა შემდეგ მიიღოს ეს წესი და არ იყოს დამოკიდებული უფროსების ხასიათზე. ამასთანავე, ოჯახის ყველა წევრი უნდა  იყოს ერთ სტრატეგიაზე. არასოდეს ვჩხუბობთ ბავშვთან, თუ რამე არ მოგვწონს, ამას ბავშვის თანდასწრებით არ ვამბობთ და მისი თანდასწრებით არ უნდა გაიმართოს დისკუსია, რადგან პატარამ მერე კარგად იცის, ვის მიმართოს დასახმარებლად. "თუ ჩვენ თვითონ დავილაგებთ ჩვენს თავში, რა არის ჩვენს ოჯახში წესი. ეს ბავშვს ეცოდინება და ის არ იქნება დამოკიდებული ჩვენს ხასიათზე. დღეს კარგ ხასიათზე ვარ, კამფეტს ვაძლევ, ხვალ ცუდ ხასიათზევ ვარ, კამფეტს არ ვაძლევ. დღეს კარგ ხასიათზე ვარ არ ვეჩხუბები, ხვალ ცუდ ხასიათზე ვარ, ვეჩხუბები, ასე არ უნდა იყოს. უნდა არსებობდეს წესი და წინასწარმეტყველებადი გარემო. ბავშვის განვითარებას აქვს ერთი კარგი თვისება. ვერ იტანს უწესრიგობას. ეს ყველამ კარგად ვიცით. ყველანი ძალიან კარგად ვიცავთ 2 წლამდე რეჟიმს. ამ დროს უნდა დავაძინოთ, ამ დროს უნდა ვაჭამოთ და ა.შ. რატომ ვაკეთებთ ამას. მხოლოდ იმიტომ არა, რომ ბავშვის ორგანიზმს ასე სჭირდება. რომ მან დროულად უნდა ჭამოს და დაიძინოს. ხომ შეიძლება სხვა დროს ჭამოს და დაიძინოს, რატომაც არა. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ბავშვის ნერვული სისტემა ვერ იტანს არაპროგნოზირებად გარემოს. ის ძალიან ღიზიანდება. ვერ იტანს მოულოდნელობას, ვერ იტანს გაუგებარ სიტუაციებს. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან მკაფიო სიტუაციები და მოლოდინები. იცის, რომ საჭმლის მერე აქვს კამფეტი, იცის, რომ გაჯეტი არ ექნება. იცის, რომ ჯერ უნდა ისადილოს, მერე უნდა გაისეირნოს. ჯერ ეს და მერე ის თუ არ იცის 3 წლის ბავშვმა, მერე ძალიან გაუჭირდება მასაც და მის მშობლესაც. ჩვენ ამ პერიოდში ვაჩვევთ ბავშვებს წესებს. ძალიან მშვიდად, ჩხუბის გარეშე. ვიღაც აუცილებლად მკითხავს, რა ვქნათ, როცა ბავშვი ამ წესს არ იცავს. ვეუბნები, რომ კამფეტი იქნება სადილის მერე, ის კი მაინც ტეხავს ამბავს. თუ კარგად არ მოვწიწკნე არ გაჩერდება. გამოსავალი მარტივია, არ აძლევ და არც წიწკნი. ეუბნები, რომ შენი არჩევანია. შენ მას შეზღუდულ არჩევანს აძლევ, ეუბნები, ჩემო საყვარელო ეს შენი არჩევანია. თუ ასე გააგრძელებ, კამფეტი არ გექნება. ერთი სამი დღეს რომ იტირებს, მესამე დღეს გაჩერდება. ბავშვები ძალიან პრაგმატული მატერიალისტები არიან. ხანდახან ჩვენ ვერ ვიგებთ ხოლმე, რატომ ვჩხუბობთ. ბავშვმა კი ზუსტად იცის, რა უნდა და რატომ შვრება ასე. თუ ის ნახავს, რომ ასე არ უნდა ქნას, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, არ იზამს. ბავშვი ტყუილად ენერგიას არ დახარჯავს იმაში, რომ მოთხოვნის პროცედურები განახორციელოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რას ვაკეთებთ, როცა ბავშვი ისტერიკაშია. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვაკეთებთ იგნორირებას, არ ვაქცევთ ყურადღებას. როცა ბავშვი დაღლილია, როცა მშიერია, როცა ავად ხდება, გაღიზიანებულია და ტირიას, ცხადია ამ დროს ვეფერებით. ამ დროს იგნორირებას ვერ გააკეთებთ. ვაიგნორებთ როდესაც ზუსტად იცით, რომ სახლში ისტერიკას გიწყობთ იმის გამო, რომ რაღაც უნდა და შენ არ აძლევ. ამ ისტერიკას მაღაზიაში აწყობს და იცის, რომ შენ გრცხვენია და ვერაფერს ვერ გააკეთებ. მაღაზიაში ამის მართვა ძალიან რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელი. გააჩნია ბავშვს, თუ ის ჰიპერაქტიულია, ასე მარტო იქ ვერ მიატოვებთ, რადგან შეიძლება გარეთ გამოვარდეს და მანქანას შეუვარდეს. თუ ის არაა ჰიპერაქტიული, მშვიდად ვეუბნებით, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დღეს კამფეტს ვერ გიყიდი, მე წავედი. ამ პროცედურას აკეთებთ ნელა. ცხადია გააჩნია ბავშვის ტემპერამენტს, ვიღაც ცოტა ხანი იტირებს და წამოვა. ვიღაც, არა. თუ ბავშვი პატარაა, 2 ან 3 წლის, კარგი საშუალება ის აიყვანოთ ხელში უკუღმა, ანუ არ უნდა გიყურებდეთ სახეზე და გამოიყვანოთ გარეთ. როდესაც იცით, რომ მაღაზიაში შესვლისას ის აუცილებლად ატეხავს ტირილს, წინასწარ ვაფრთხილებთ, რომ ჩვენ უდნა შევთანხმდეთ რომ დღეს კამფეტს არ ვყიდულობთ. ჩხუბი, წივილ -კივილი, თმის მოწიწკვნა და ჯიკაობა არ არის რეკომენდებული იმიტომ, რომ ბავშვი თვითონაც სწავლობს ამით ძალაობას. მშობლები ხშირად გვეუბნებიან, რომ ბავშვის ნება ითრგუნება, აი იაპონიაში ბავშვებს ყველაფრის უფლებას აძლევენ. იაპონიაში ბავშვი რომ იბადებას, უკვე კონსტრუქციაში ხვდება, ის უკვე მოწესრიგებულ სტრუქტურულ გარემოშია. მან ჩვილობიდან იცის, რომ იმ კუთხეში უნდა მიესალმოს დედას, ამ კუთხეში მამას. ეს არის გაწერილი ჩვილობიდან და რაღა უნდა აუკრძალოთ? ჩვენთან არის ქაოტური გარემო. ჩვენ ხშირად ერთად ვცხოვრობთ, ბებია-ბაბუას აქვს სხვა პოლიტიკა. დედას და მამას სულ სხვა პოლიტიკა. რძალი დედამთილ-მამათილს ვერაფერს ეტყვის, სიძე სიმამრ-სიდედრს და მე რომ კამფეტს არ ვაძლევ ჩემს შვილს, ბებიას ის შეეცოდება და მისცემს. პრინციპია ის, რომ ოჯახის ყველა წევრი უნდა  იყოს ერთ სტრატეგიაზე. არასოდეს ვჩხუბობთ ბავშვთან, თუ რამე არ მოგვწონს, ამას ბავშვის თანდასწრებით არ ვამბობთ და მისი თანდასწრებით არ უნდა გაიმართოს დისკუსია, რადგან პატარამ მერე კარგად იცის, ვის მიმართოს ... ...
  • საქართველოს ბანკის პარტნიორობით “უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი“ გაიმართება (R)საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით  15-16 ოქტომბერს  “უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი “მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“  გაიმართება. ღონისძებასთან დაკავშირებით და მის ფარგლებში დაგეგმილი დაჯილდოვების ცერემონიის შესახებ  დღეს მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა  ფორუმის შესახებ პროფესიული, საერთაშორისო წრეების ინფორმირება და ცნობადობის ამაღლება.  შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, მისიების ეკონომიკური ატაშეები, საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები, FIABCI Georgia-ს დამფუძნებელი წევრები.  უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო მასშტაბური ფორუმი წელს პირველად ჩატარდება, რომლის მიზანია, საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირება მოხდეს, როგორც უძრავი ქონების და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაცია. ფორუმზე განხილული იქნება ისეთი საკითხები როგორიცაა: მდგრადი ქალაქების შექმნის ეკონომიკური შედეგები; ქალაქებში მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის  განვითარება.  ფორუმს საქართველოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული 50-ზე მეტი ინვესტორი ესტუმრება, რომლებიც თბილისთან ერთად მოინახულებენ საქართველოს რამდენიმე რეგიონს. სტუმრობის მიზანია ინვესტორები გაეცნონ უძრავი ქონების და ტურიზმის საუკეთესო შეთავაზებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.  ღონისძიებას საერთაშორისო მედია პარტნიორობას გაუწევს Dow Jones/Mansion Global/FN. ფორუმს გააშუქებს წამყვანი და  გავლენიანი საერთაშორისო მედია საშუალებები: BBC, CNN, Bloomberg. ღონისძიების მთავარი პარტნიორია “საქართველოს ბანკი”, მხარდამჭერები: “გალტ ენდ თაგარტი”, “საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო,” “საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,” “აწარმოე საქართველოში”, “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, “ქოლიერს საქართველო”, “საპარტნიორო ფონდი”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი,” “ფრაისუოთერჰაუსკუპერსი საქართველო”, “საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია”, “გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება,” “პოლონეთის საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტო.” ... ...
  • დიდი მხიარულება "გურია ნიუსის" ეზოში და გალამაზებული დღეერთად გავილამაზოთ დღე _ ამ სახელწოდებით გაიმართა აქცია "გურია ნიუსის" ჩოხატაურის ოფისის ეზოში, სადაც მოსულ ნებისმიერ ადამიანს ცოცხალი მუსიკის მოსმენასთან ერთად, მოხატვის, ცეკვის და ცივი სასმელების მირთმევის შესაძლებლობა ჰქონდათ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ ანსაბლ "ნართის"  სასიამოვნო მუსიკის ფონზე, სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელი მზია კვინტრაძე და მისი თანამშრომლები, დიდსა და პატარას სასურველ ნახატს უხატავდნენ. პატარებისთვის პატარა საჩუქრებიც იყო განკუთვნილი, რომელზეც "გურია ნიუსის" ოფისის პირველ სართულზე განთავსებულმა საკანცელარიო მაღაზიამ იზრუნა."გურია ნიუსი" მსგავსი სახის აქციებს, რომელიც ადამიანების გამხიარულებას ისახავს მიზნად, მომავალშიც გამართავს. ნახეთ ვიდეო კადრები "გურია ნიუსის" ეზოდან, სადაც მთელი დღე დიდი მხიარულება ... ...
  • პრემიერი გუბერნატორებს: "თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა _ პრობლემების შექმნა"რეგიონებში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავრობის განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც მათ პრობლემებს ან აგვარებს, ან _ ვერა და ამ მიმართულებით გუბერნატორების პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პრობლემების მოკლე ვადებში მოგვარების აუცილებლობას და გუბერნატორებს დროში გაწერილი კონკრეტული სამოქმედო გეგმის უახლოეს პერიოდში წარმოდგენა დაავალა. „აუცილებელია, ვიმოქმედოთ სწრაფად, ეფექტიანად და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამყარებული კეთილსინდისიერი ქმედებით. არავის აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ დიდხანს გველოდოს. ამიტომ, განსაკუთრებით თქვენს შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება. უახლოეს დღეებში უნდა განსაზღვროთ რეგიონებში არსებული სისტემური პრობლემების სტატუსი და წარმოადგინოთ კონკრეტული გაპრობლემებული საქმეები, შემდგომ კი - პირდაპირი, დროში გაწერილი გეგმა და კონკრეტული პასუხისმგებლობები. თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა _ პრობლემების შექმნა“, _ მიმართა პრემიერ-მინისტრმა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...

სუსტი ნებისყოფის მქონე მამაკაცების სამეული

კირჩხიბი – ზოდიაქოს ამ ნიშნით...

ანდოთ თუ არა საოჯახო ბიუჯეტი ცოლს…

ალბათ, ფინანსური სტაბილურობის და კარგი...

ვის ახარჯინებენ ბევრ ფულს ქალები

წარმოგიდგენთ იმ მამაკაცთა ოთხეულს, რომელსაც...

გენიოსები ზამთარში იბადებიან

უკრაინელი ასტროლოგების ჯგუფი მივიდა დასკვნამდე,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...