სად მიდიოდა ტენდერებიდან 10% და ვინ ეჯდა წილში მოქალაქეებს მუშად "დანიშვნაში"

მთავარი თემა

სად მიდიოდა ტენდერებიდან 10% და ვინ ეჯდა წილში მოქალაქეებს მუშად "დანიშვნაში"

8 ნოე. 2012, 10:54:35
"წესით და რიგით და თუ სინდისი აქვთ, საკრებულოს წევრებმა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ვგულისხმობ და გამგეობის ყველა თანამშრომელმა, თვით კომენდანტ ვაჟა ებრალიძის ჩათვლით, რომელიც უპატიოსნესი ადამიანია, სახლში წასვლაზე განცხადება უნდა დაწერონ! ამის შემდეგ, ახალ ხელისუფლებას მიეცემა საშუალება, ვინც პროფესიონალია, უკან დააბრუნოს და თავად ჩამოაყალიბოს ახალი გუნდი!" _ ლანჩხუთელი ოპოზიციონერის, რომან ბიწაძის ამ განცხადებას "რეაგირება" არ მოჰყოლია: ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები არსად წასვლას არ აპირებენ; მეტიც, პრეზიდენტი მათ ხელფასებს უმატებს.

ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, აიპი-ების იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ხელშეკრულება 1 ოქტომბრამდე ჰქონდათ გაფორმებული, ახალი აღარ გაუფორმეს. ჯერ კიდევ თვეების წინ, ადგილობრივი ოპოზიცია აცხადებდა, რომ აღნიშნული სამსახურები საარჩევნოდ შეივსო და ადგილი ჰქონდა სახელისუფლებო რესურსის გამოყენებას. თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანმა როდი მისცა ხმა "ნაციონალურ მოძრაობას" და მის კანდიდატს. მართალია, ხელშეკრულებით დასაქმებულებმა თავადაც იცოდნენ, რომ არჩევნების შემდეგ მათი სამსახური უკვე სათუო იყო, მაგრამ ერთდროულად ამდენი ადამიანის სახლში გაშვება, უფრო ზუსტად ხელშეკრულების არგაგრძელება, მაინც ხმაურიანი გამოდგა. ზოგი თვლის, რომ არჩევნებში მმართველი გუნდის მარცხისთვის ისჯებიან, ზოგიც ამბობს, რომ "გაბერილი შტატებიდან" შერჩევითი გათავისუფლება ხდება.

ლანჩხუთელ "რესპუბლიკელთა" ლიდერი რომან ბიწაძე მორიგ სკანდალურ განცხადებებს აკეთებს:

_ ბატონო რომან, თქვენი მოწოდება ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყურად არ იღო _ არათუ განცხადებების დაწერა, ლანჩხუთის მმართველები კიდევ კარგა ხანს დარჩენას ფიქრობენ...

_ როგორც გავიგე, კახა ასკურავას უბრძანებია, რომან ბიწაძე საკრებულოს უტევს და შეურაცხყოფას აყენებსო. ბატონ გამგებელს მინდა გავახსენო 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნები: ხმის მიცემა დასრულებული იყო, როცა ნიგოითის თემში, სადაც იგი კენჭს იყრიდა, ყველა უბანზე ერთმანეთთან შეხვედრა მოგვიხდა. გაიხსენოს კარგად, როგორ მოსდიოდა ცრემლები _ რომან ბიძია, არჩევნები გამიყალბესო. მე არ ვიცი, პირადად მას გაუყალბეს თუ არა, მაგრამ ის არჩევნები ჩატარდა ძალიან ცუდად, ხოლო 2010 წელს, ხელისუფლება გაყალბების ტექნოლოგიებში კიდევ უფრო "დაოსტატდა" და წარმოგიდგენიათ, რა არჩევნებიც იქნებოდა. პრინციპში, თქვენ კარგად იცით, თუ როგორ გაყალბდა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ერთი მაგალითი გავიხსენოთ _ ჩოჩხათის თემში "ნაციონალების" კანდიდატმა, გემახსოვრებათ, ისეთი რამ ჩაიდინა, მისი კანდიდატურა უნდა მოხსნილიყო, მაგრამ საოლქო კომიასიამ ეს არ გააკეთა.

_ ამით იმის თქმა გინდათ, რომ ასეთ პირობებში არჩეული საკრებულო კანონგარეშეა?

_ დიახ, რა თქმა უნდა! მე კარგად მახსოვს, ჩემ სამეზობლოში როგორ მივიდნენ საკრებულოს წევრები და ოჯახს ბავშვის ჯანმრთელობის კუთხით დახმარებას დაჰპირდნენ. მე იმ ოჯახს ვუთხარი, რომ ვერ წავიდოდი ბავშვის ჯანმრთელობის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ხომ მოსყიდვა იყო?! ასეთი და უფრო მძიმე ფაქტები ამომრჩევლის მოსყიდვისა მრავლად გვაქვს _ ვის რას დაჰპირდნენ და რა მისცეს, ამის შესახებ ძალიან ბევრი ლაპარაკობს და ილაპარაკებს!

დღეს კი გამოდიან და გაზეთებში ყელყელაობენ საკრებულოს წევრები _ ჩვენ არჩეული ვართო. შესაძლოა, მათზე არ იყოს კონკრეტული მტკიცებულება ქრთამის აღებისა, თუმცა კონკრეტული შემთხვევები ნამდვილად იქნება ასეთი. კარგად გაიხსნენონ და დაფიქრდნენ, 10% ტენდერებიდან სად მიდიოდა?!

_ სად მიდიოდა, ბატონო რომან? მაღალჩინოსნების ჯიბეებში?

_ კი, რა თქმა უნდა! აი, იკითხეთ და გეტყვიან, რომ 10% პავლესთან მიდიოდა, 10% _ პეტრესთან და ა. შ. აი, კონკრეტული მაგალითი: რკინიზგის სადგურში დასაქმებული მუშებიდან ვინ ითხოვდა 10%-ს? ასე ხდებოდა სხვა სამუშაოებზეც! მუშად რომ ჩაეწერე, 10% უნდა მიგეტანა. ამ საქმით სულ 2 ადამიანი იყო დაკავებული. როცა საჭირო იქნება, გვარებსაც დაასახელებენ!

როგორ ანაწილებდა საკრებულო თანხებს? ჩაის ფაბრიკასთან რომ პირველი მრავალბინიანი სახლია, იმის შესაკეთებლად იცით, რამდენია გამოყოფილი? 200 ათასი ლარი! იმ სახლში სამი ოჯახი ცხოვრობს, აქედან, ერთს აქვს ბინის კუთვნილების პრობლემა მოგვარებული. რატომ დახარჯეს ამხელა თანხა, როცა 40 ათასად ამ სამ ოჯახს გაცილებით უკეთეს საყოფაცხოვრებო პირობებს შევუქმნიდით.

_ რატომ ხდებოდა ასე?

_ ამას დაადგენს პროკურატურა, თინა ხიდაშელის საპარლამენტო კომისია. თუ არ უნდათ არჩილ კბილაშვილის უწყებასთან პრობლემები, დაიხურონ ქუდები და წავიდნენ სახლებში! ეს იყო მხოლოდ ჩემი რჩევა, თორემ ზრდასრული ხალხია და როგორც სურთ, ისე მოიქცნენ.

_ თუ დანაშაული აქვთ ჩადენილი, რა მნიშვნელობა აქვს წავლენ თუ არა სახლში, ისინი პასუხისმგებლობას ხომ ისედაც ვერ ასცდებიან?

_ ყოველ შემთხვევაში, თუ მიხვდებიან და წავლენ თანამდებობებიდან, გამოდის, რომ შეგნებული ექნებათ. მათი დაჭერა არავის უნდა! სხვათა შორის, ახლა ოზურგეთის სასამართლოში დაბარებული ვარ 2 წლის წინანდელ საქმეზე, რაც გასაკვირია _ აქამდე სად იყვნენ? მაგრამ საქმე იმაშია, რომ ახლა წამოწიეს ის საქმეები და მოსამართლე შეეცდება ჩვენი, ანუ "ქართული ოცნების" მხარე დაიჭიროს. ამას კი ვეწინააღმდეგებით ისევე, როგორც თავის დროზე, იგივე მოსამართლეები ოპოზიციის სასარგებლო დავებს აჭიანურებდნენ და "ნაციონალების" სასარგებლოდ წყვეტდნენ.

_ მოკლედ, პოსტები დატოვონ და არ უპირებთ დაჭერას?

_ ვისაც სისხლის სამართლის მძიმე დანაშაული ექნება ჩადენილი, იგი პასუხს აგებს. სხვა შემთხვევაში კი, ჩვენი მიზანი არ იქნება _ ყველანი ციხეში. უბრალოდ, სისტემა იყო ასეთი და ეს აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. მაგრამ ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას უნდა შეეშვან!

_ ბატონო რომან, ლანჩხუთის გამგებლის არაერთი კანდიდატურა დასახელდა...

_ არავინ დასახელებულა ოფიციალურად კოალიციიდან!

_ გეთანხმებით, ვგულისხმობდი კულუარებს, სადაც დასახელებულთა რაოდენობამ ათსაც გადააჭარბა...

_ კი, გეთანხმებით, კულუარებში საუბრობენ ამა თუ იმ კანდიდატზე.

_ მათი უმეტესობა კი, ვფიქრობ, ვერ გაართმევს თავს მოვალეობას. ძალიან ბევრი გვირეკავს ამა თუ იმ კანდიდატზე _ ამისთვის არ გვიბრძოლია, რომ ასეთი გამგებელი გვყავდესო; რა ხდება?

_ ხომ გეუბნებით, ოფიციალურად არანაირი ინფორმაცია არ არის! ჭორებზე კი კომენტარს ვერ გავაკეთებ! გარწმუნებთ, რომ ჩვენთან _ ჩემთან, სოსო ბოლქვაძესა და ელგუჯა ჩხაიძესთან აუცილებლად გაივლიან კონსულტაციას, ასევე შეთანხმებული და შეჯერებული იქნება ჩვენს მაჟორიტარ თემურ ჩხაიძესთან.

_ ანუ აქამდე კონსულტაცია არავისზე გაგივლიათ?

_ არ გაგვივლია. მე, სოსო და ელგუჯა ხშირად ვსაუბრობთ, თუმცა ჯერ კონკრეტული წინადადება არ გვაქვს. მეც ძალიან ბევრზე მსმენია, მაქვს ინფორმაცია, რომ ბევრი ჩადის თბილისში. ეს არა მხოლოდ ლანჩხუთური, არამედ ზოგადად, ქართველების სენია! გამგებლობა რომ გინდა, ეს არ არის ცუდი, მაგრამ ადგილზე რაღაც ხომ უნდა იკითხო _ რა აზრის ხართო?

_ თქვენი კანდიდატურა თუ შეიძლება დასახელდეს?

_ შესაძლებელია ყველაფერი! თუმცა აქედანვე ვაცხადებს, რომ ამის დიდი სურვილი არ მაქვს. ახლა გამგებლობა იქნება ძალიან რთული ყველანაირი გაგებით _ ბიუჯეტი გამოფხეკილია და ძალიან ბევრი საკითხი იქნება მოსაგვარებელი. მე არ გავურბივარ ამას, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, რომ არ მაქვს სურვილი! თან მალე აუცილებლად გაიმართება ადგილობრივი არჩევნები.

_ მალე როდის, 2014 წელს?

_ ასე დღევანდელი საკრებულოს წევრები ყელყელაობენ, თუმცა გარწმუნებთ, მომავალი წლის იანვრის დასაწყისში, ან მაქსიმუმ, მარტში გაიმართება თვითმმართველობის არჩევნები.

_ მანამდე როგორ აპირებთ გამგებლის დანიშვნას? საკრებულო მოქმედ გამგებელს არ დაუჭერს მხარს?

_ ვნახოთ, რა მოხდება. ჯერ საჩხერეში დაიწყო პროცესები გამგებლის შესაცვლელად, ლანჩხუთის ჯერიც მალე დადგება. დიახ, საკრებულოს შეუძლია ჩააგდოს ჩვენი კანდიდატურა, მაგრამ არ არის გამორიცხული, მანამდე რამდენიმე წევრი გამოაკლდეს საკრებულოს, რომელთაც დანაშაული დაუმტკიცდებათ. თუ რაოდენობა 13-ს ჩამოშორდება, საკრებულო უქმდება. ვნახოთ, რას აირჩევენ!

_ ბატონო რომან, აიპ-ების თანამშრომლებს ხელშეკრულებებს არ უგრძელებენ. თქვენ ადრე ამბობდით, რომ მათი დანიშვნა დარღვევა იყო, ახლა რა აზრის ხართ?

_ მართალს ბრძანებთ, ჩვენ ადრევე ავტეხეთ განგაში, რომ ეს იყო საარჩევნოდ ხალხის დასაქმება და ეს ადამიანები ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ ნებისმიერი შედეგის დადგომის შემთხვევაში, სახლში წასვლა მოუწევდათ!

_ მმართველ გუნდს რომ მოეგო, მაინც ასე მოხდებოდა?

_ კი, ნამდვილად! არანაირი ფინანსური რესურსი არ იყო! ახლა სწორად იქცევა ხელისუფლება და მათი მადლობელი ვართ, რომ მათსავე გაფუჭებულ საქმეს ისევ თავად ასწორებენ!

_ ამბობენ, რომ იმის მიხედვით ხდება ხელშეკრულების გაგრძელება-არგაგრძელება, თუ ვინ მისცა ხმა "ნაციონალურ მოძრაობას"...

_ ამის გაკონტროლება შეუძლებელია! არანირად ამ კუთხით ვერ მოხდება! სამართლებრივად ყველაფერი წესრიგშია, რადგან ხელშეკრულებები იყო საარჩევნოდ, ანუ 1 ოქტომბრამდე!

ამ კუთხით ვერა და მინდა მივმართო იმ ნაძირლებს, რომლებიც ხალხის მოსყიდვით იყვნენ დაკავებულები _ თავი დაანებონ დანაშაულზე დანაშაულის დამატებას და ხალხისთვის ფულის უკან მოთხოვნას! მაქვს ინფორმაცია, მაგალითად, ნინოშვილში 20 ათას ლარს უკან ითხოვენ, ხმები ვერ მივიღეთო... დანაშაულს დანაშაულს უმატებენ და ციხე არ ასცდებათ მაგათ... ოღონდ ეგაა, ცოცხები არ დახვდებათ.

_ ანუ ნაწილობრივ "გაუმართლათ"...

_ კი, ნამდვილად!

_ ბატონო რომან, კულუარებში ითქვა, რომ მურმან დუმბაძე აჭარაში სამუშაოდ გადაყვანას გთავაზობთ.

_ არაფერი კონკრეტული არ ყოფილა. ყველამ კარგად იცის, რომ ახლო ურთიერთობა მაქვს მურმანთან და ხმები შესაძლოა, ამასაც მოჰყვა.

_ არც მთლად მაგის გამო გავრცელდებოდა ხმები...

_ ყოველ შემთხვევაში, მე ლანჩხუთიდან წასვლას არ ვაპირებ!




 ახალი ამბები
  • ტეხურაში 20 წლის ბიჭი გადავარდა, მის გადარჩენას ადგილობრივები ცდილობენსენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში, მდინარე ტეხურაში 20 წლის ბიჭი გადავარდა. სასწრაფო დახმარების მანქანა უკვე ნახევარი საათია იგვიანებს და ბიჭის გადარჩენას გულის ხელოვნური მასაჟით თვითმხილველები ცდილობენ. ბიჭი ამ წუთებში პოლიციას გადაჰყავს საავადმყოფოში. "გურია ნიუსი" დამატებით ინფორმაციას ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს Bolero & Company საწარმო ხაზებს აფართოებს (R)საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის წახალისებას აგრძელებს. ამჯერად ბანკისა და შპს Bolero & Company-ს პარტნიორობის შედეგად ღვინის საწარმო ხაზების გაფართოებასა და წარმოებისათვის მნიშვნელოვანი დანადგარების შესაძენად 18 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ინვესტიცია კომპანიას სამომავლო განვითარების, წარმოების ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის  ახალ შესაძლებლობას იძლევა.  „გვიხარია რომ პარტნიორობა შპს Bolero & Company-სთან გრძელდება. კომპანია  2012 წელს დაარსდა და საქართველოში ღვინისა და საკონიაკე სპირტების ექსპორტის სფეროში დღესდღეობით ლიდერ პოზიციას იკავებს.  შპს Bolero & Company ფლობს საკუთარ ვენახებს კახეთში. ექსპორტს კი აწარმოებს შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი, ყაზახეთი, ჩინეთი, უკრაინა. 2015 წელს კომპანია გაფართოვდა, ახალი ტექნოლოგიებით აღიჭურვა და გააუმჯობესა წარმოება.  კომპანიის მენეჯმენტმა საწარმოს მეტად განვითარების მიზნით დამატებითი ინვესიტიციები განახორციელა. მიგვაჩნია, რომ კომპანია რომელიც ამდენი წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე კიდევ უფრო მეტად მომგებიანი იქნება და წარმოების ზრდითა თუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნით საკუთარ წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ ქოქოსაძემ.  ინფორმაციისთვის, 2015 წელს შპს Bolero & Company-მ სახელმწიფოსგან გრუზვინპრომის ქარხანა შეისყიდა. აღნიშნული ქარხანა 1929 დაარსდა. ის წარმოადგენდა ცენტრალურ ქარხანას, რომელიც დამატებით 10 ქარხანას აერთიანებდა და კახეთის რეგიონში ყურძნის მიღებას უწევდა კოორდინაციას.  გრუზვინპრომში აღდგენილი იქნა ერთ-ერთი უძველესი და საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის ქვევრის ღვინის მარანი, რომელიც 224 ქვევრისაგან შედგება. თითოეულის მოცულობა 2500-4000 ლიტრია და ქვევრების, როგორც ნაკეთობის ასაკი ბევრად ადრეულია, ვიდრე თვით მარნის დაარსების თარიღი. აღსანიშნავია, რომ ახალ მარნებში  ქვევრების საერთო რაოდენობა ახლაც იზრდება. გრუზვინპრომში 2 ჰექტარზე მეტ ფართობზე,  -1 და -2 დონეზე აღდგა საბრენდე სპირტის საძველო მიწისქვეშა საცავები.  ამჟამად კომპანიის საკუთრებაში დაახლოებით 15000 მუხის კასრია და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება. საფუძველი ჩაეყარა საქართველოში (და არა მხოლოდ) ყველაზე მოცულობით სპირტის რეზერვების ბანკს.  კომპანიის მიერ წარმოებული საბრენდე სპირტის დიდი ნაწილის რეალიზაცია ხდება საფრანგეთის და ესპანეთის ბაზარზე, (რაც ადრე საერთოდ  არ ხდებოდა) და ამ ფაქტმა საქართველოს მსოფლიოში ადგილი დაუმკვიდრა,  როგორც საბრენდე სპირტის მწარმოებელ, ასევე მეღვინეობის მაღალი თანამედროვე კულტურის მქონე ქვეყანას. რაც სასიკეთოდ აისახება ქართული ღვინის იმიჯსა და მარკეტინგულ პოტენციალზე.  შპს Bolero & Company შპს გრუზვინპრომის გარდა  ოპერირებას უწევეს შპს კ და ქართულ სპირტს.  კომპანია საქმიანობას აწარმოებს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში და სარგებლობს სპირტების წარმოების ექსკლუზიური უფლებით. კომპანია ოპერირებას უწევს  შპს უნივერსალ სპირიტსაც, რომელიც შპს კ და ქართული სპირტის მთავარი მიმწოდებელია ადგილობრივ ბაზარზე.  კომპანიის ყველაზე ცნობილი სავაჭრო ნიშნებია - დავით ივერიელი, ბეთანელი, დიასი, ბერიკონი, ტალავარი, იორელი მირონი და სხვა. Bolero & Company ასევე აწარმოებს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს, როგორიცაა წინანდალი, ქინძმარაული, მუკუზანი.  ასევე შემდეგი  ბრენდის სასმელებს- არაგვი, ვარციხე, ... ...
  • თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება (R)2020 წლის 1 ივლისიდან, თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება. პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად წამოიწყო, იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმ 4%-ის დაფინანსებას გულისხმობს, ხუთი  წლის განმავლობაში.  პროგრამაში მონაწილეობისთვის, მომხმარებელმა დეველოპერული კომპანიისგან ბინის შესაძენად იპოთეკური სესხით მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა ისარგებლოს. სუბსიდიის მისაღებად, განაცხადის ბოლო დღე 31 დეკემბერია, ხოლო სახელმწიფო საგარანტიო კომპონენტით სარგებლობის ბოლო ვადა - 20 დეკემბერი. თანხის მაქსიმალური მოცულობა 200,000 ლარია, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა კი- 240 თვე. მომხმარებელმა უზრუნველყოფის სახით  შესაძენი ქონების მინიმუმ 10%-ის ფულადი სახსრები უნდა წარადგინოს. გარდა ამისა, თანამონაწილეობა უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტურად.  პროგრამა ვრცელდება მხოლოდ სესხებზე ეროვნულ ვალუტაში.  პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებში ბინის შეძენის შემთხვევაში, თიბისის იპოთეკური ცენტრი სტატუს მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებსა და ფასდაკლებებს სთავაზობს.  „თიბისისთვის სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკის ინვესტიცია აღნიშნულ სექტორებში მხოლოდ 2019 წლის ივლისიდან  2020 წლის ივნისამდე პერიოდში 721 მილიონ ლარს აჭარბებს. შესაბამისად, ჩვენთვის მისასალმებელია ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ამ სექტორის განვითარებას წაახალისებს. იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა, ერთი მხრივ,  დაეხმარება მომხმარებლებს, შეიძინონ სასურველი ბინა, მეორე მხრივ კი, დეველოპერული ინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, სამშენებლო სექტორს ბევრ სხვა ინდუსტრიასთან აქვს გადაკვეთა. ამიტომ, ვფიქრობ, ინიციატივა მნიშვნელოვნად წაახალისებს, როგორც დეველოპერული, ისე სხვა სექტორების წარმატებულ საქმიანობას და  დასაქმებას", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.  იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია  თიბისის ვებ-გვერდზე -https://www.tbcbank.ge/web/ka/tbc-joins-subsidization-program ; ცხელ ხაზზე - (032) 2 27 27 27  ასევე,  ბანკის ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით. ... ...
  • სუს-ის საქმე ნამდვილად არ არის, მედია როგორი სახის სიუჟეტებს მოამზადებს _ ომბუდსმენი"სუს-ის საქმე ნამდვილად არ არის მედია როგორი სახის სიუჟეტებს მოამზადებს", _ ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სუს-ის მიერ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მთავარი არხის რესპონდენტების დაბარებას და ტელევიზიიდან დაუმონტაჟებელი მასალის გამოთხოვას. ლომჯარიას თქმით, ეს ჟურნალისტებზე ზემოქმედებისთვის კეთდება.  "ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია სუს-ისგან, თუ კონკრეტულად რა ფაქტებს შეეხება და როდის დაიწყო ეს გამოძიება. მიღებული პასუხებით, ის არ იყო კავშირში რამდენიმე დღის წინ მთავარზე გასულ სიუჟეტთან. სუს-ის საქმე ნამდვილად არ არის მედია როგორი სახის სიუჟეტებს მოამზადებს. ეს გამოძიება, რაც მიმდინარეობს, იმ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ჟურნალისტების საქმიანობაზე ზემოქმედების განხორციელების მოტივაციას უფრო ვხედავ",— განაცხადა ... ...
  • ირაკლი კობახიძე: "დიდი იმედი გვაქვს, რომ კოვიდ 19 არჩევნების ჩატარებაში ხელს არ შეგვიშლის"„დღევანდელი შეხვედრის „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე"- ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან წელს ტარდება არჩევნები", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე. „პირველ რიგში, მსურს მივესალმო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს, ვენეციის კომისიის ექსპერტებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ბატონ ამირან გამყრელიძეს, რომელმაც თვეების განმავლობაში უდიდესი როლი შეასრულა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბატონო პრეზიდენტო, მსურს მადლობა გადაგიხადოთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის. მიუხედავად კოვიდ 19-თან დაკავშირებული პრობლემებისა თქვენ მაქსიმუმს აკეთებთ იმისთვის, რომ უზრუნველყოთ საპარლამენტო ასამბლეების ჩატარება და ფუნქციონირება", - მიმართა ირაკლი კობახიძემ შეხვედრაში ონლაინ მონაწილეებს. . მან პარლამენტში არჩევნებთან დაკავშირებით განხორციელებული სიახლეები გააცნო აუდიტორიას. „ორშაბათს მესამე მოსმენით წარმატებით მივიღეთ კონსტიტუციური ცვლილებები, რის შედეგადაც საქართველოში დამკვიდრდება პროპორციული არჩევნები. ჩვენ ასევე დავასრულეთ საარჩევნო კოდექსის ცვლილება სწორედ ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში. ეს წინ გადადგმული ნაბიჯები ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის იმისთვის, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩავატაროთ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ კოვიდ 19 მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს არჩევნების ჩატარებაში ხელს არ შეგვიშლის და არ წარმოქმნის დაბრკოლებებს", -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მან ყურადღება გაამახვილა კოვიდ 19-თან მიმართებაში საქართველოს საუკეთესო სტატისტიკურ მაჩვენებლებზე ევროსაბჭოს 48 ქვეყანას შორის. „ჩვენ ყველაზე დაბალი მონაცემებით გამოვირჩევით. აქტიური ქეისების რაოდენობა 107-ია, რაც ევროსაბჭოს ქვეყნებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ასეთი სიტუაცია ჩვენ საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველა ზომას ვიღებთ იმისთვის, რომ კოვიდ 19-მა ხელი არ შეგვიშალოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში. ჩვენ ამ საკითხის გამო, ასევე, მივიღეთ სპეციალური საკანონმდებლო რეგულაციები, მაგრამ კიდევ უნდა გადავდგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ შევძლოთ გამოწვევებთან გამკლავება. დღევანდელი დისკუსია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მოვისმენთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებებს და ვენეციის კომისიის ექსპერტების რეკომენდაციებს, რომელსაც მოუთმენლად ველოდებით", _ განაცხადა ირაკლი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...