ხელისუფლება მამუკა დოლიძეს ვალს უბრუნებს

მთავარი თემა

ხელისუფლება მამუკა დოლიძეს ვალს უბრუნებს

2011 თებ 21 21:10:37

მართალია, თანამდებობა "საკუთარი განცხადების საფუძველზე" დატოვა, მაგრამ ჩვენი წყარო ამბობს, რომ დოლიძეს თანამდებობა დაატოვებინეს.
მას შემდეგ, 5 თვე გავიდა. ამ ხსნის განმავლობაში ყოფილი გამგებლის ახალი სამსახურის შესახებ ბევრი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა, საბოლოოდ, არცერთი არ დადასტურდა. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, დოლიძე "ზევით" დაბლოკეს.
რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ჩოხატაურის ყოფილი გამგებელი, არასამთავრობო სამთავრობო ორგანიზაციას _ "გურიის განვითარების სააგენტოს" ჩაუდგა სათავეში. როგორც აღმოჩნდა, სააგენტო, მუნიციპალიტეტების მიერ, ჯერ კიდევ 2009 წლის დეკემბერში დაფუძნდა. ერთ-ერთი დამფუძნებელი, გოჩა შანიძე დღეს პარლამენტის დეპუტატია.
"გურია ნიუსთან" საუბრისას შანიძე იმ პერიოდს იხსენებს, როცა სააგენტო ფეხს იდგამდა:
_ შექმნის იდეა კარგი იყო და შედეგებიც კარგია. პირველ ეტაპზე მე გავუკეთე მიმართვა და სააგენტოს სამი წევრი სტაჟირებაზე რუმინეთში გავაგზავნე. შემდგომ საქმიანობაში მე არ ვიყავი ჩართული, მაგრამ, ვიცი, რომ პროექტი დაწერეს და მიიღეს დაფინანსება ტურისტული ბუკლეტის და გურიის ვებგვერდის გაკეთებაზე. ერთი ოზურგეთელი, გურამ მიქელაძე საკრებულოს წევრი გახდა, ორი გადავიდა სამოქალაქო მისაღებში და ახლაც იქ მუშაობენ. მერე ესენი არ აქტიურობდნენ და როგორც გავიგე, ახლა განაახლეს მუშაობა.
_ ჩოხატაურელები იყვნენ პროექტში ჩართული?
_ როგორც ვიცი, ეს ის ახალგაზრდები არიან,  რომლებიც მერე სამოქალაქო მისაღებში დასაქმდნენ.
_ ჩოხატაურში სამოქალაქო მისაღები რომ არ არსებობს?
_ ნუ იჩქარებთ, მე გეტყვით სადაც არის(?!). რომ შედიხართ ჩოხატაურის გამგეობაში, მარჯვნივ, შუშის ოთახია. სამოქალაქო მისაღებს მე ვეძახი, თორემ ისე რაღაც სხვა სახელი ჰქვია.
_ საინფორმაციო სამსახური ჰქვია და "შემინულ" ოთახში ერთი დღეც არავის უმუშავია...
_ გაკეთდა და რომ არ აამუშავეს, ეგ უკვე სხვა თემაა. ეს პროგრამა გაკეთდა ლანჩხუთში და წარმატებით მუშაობს. გაკეთდა ოზურგეთშიც, სადაც ასევე წარმატებით მიმდინარეობს მუშაობა.
_ ბატონო გოჩა, ითქვა, რომ ეს ორგანიზაცია ვიღაცისთვის ფულის საკეთებლად შეიქმნა, გრანტიც მიუღიათ...
_ მე შემიძლია იმ ეტაპზე გესაუბროთ, რომელ ეტაპზეც მე ვიყავი თავიდან ბოლომდე ჩართული. ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც სამხარეო სტრატეგიის მიმართულებით უნდა ემუშავა. მე ვიცი, რომ გააკეთეს ვებგვერდი და საკმაოდ კარგი, ფერადკანიანი საინფორმაციო ბუკლეტი. კიდევ ჰქონდათ რაღაც პატარა პროექტი, მაგრამ რა _ არ ვიცი.
_ როგორც გვითხრეს, საარჩევნო პროექტი იყო...
_ კი, კი. დებატების პროექტი ჰქონდათ.
_ სად გაიმართა ეს დებატები?
_ აღარ ვიცი მაგდენი, _ დაგვიზუსტა შანიძემ.
ლიკა ღლონტი რწმუნებულის აპარატის ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტია. იგი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გურიის რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე იყო. ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სააგენტოს არც ერთი პროექტი არ განუხორციელებია:
_ სააგენტოს არც ერთი პროექტი არ აქვს გახორციელებული. ორგანიზაცია რომ დაფინანსდეს, გამოცდილებაა საჭირო. ახალგაზრდები მუშაობდნენ, რომ დაემყარებინათ კონტაქტი საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
_ ჩვენთან საუბარში, ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გოჩა შანიძემ თქვა, რომ იყო რამდენიმე პროექტი, მათ შორის საარჩევნო დებატები, თუმცა ვერ გვითხრა სად გაიმართა ეს დებატები. თქვენ ამ ინფორმაციას უარყოფთ. გამოდის რომ პარლამენტის დეპუტატი, რომელიც ამ ორგანიზაციის დამფუძნებელია, არასწორ ინფორმაციას გვაწვდის?
_ ეტყობა, ბატონმა გოჩამ არ იცოდა დეტალები. ის მხოლოდ დამფუძნებელია.
_ როგორც თავად გვითხრა, აქტიურად საქმიანობდა, ტრენინგებს უტარებდა ახალგაზრდებს, ამიტომ, როგორც თქვენ მითხარით, მისი არცოდნა, ბევრ ეჭვს ბადებს.
_ როდესაც ბატონი გოჩა ტრენინგებს ატარებდა, სააგენტო ახალი დაფუძნებული იყო. მან ხელი შეუწყო ახალგაზრდებს, რომ რუმინეთში, ამ ქვეყნის დაფინანსებით წასულიყვნენ. მერე უბრალოდ, ალბათ, არ ეცალა.
_ ახლა რატომ გააქტიურდა სააგენტო?
_ არ ვიცი, გააქტიურება რას ჰქვია _ ჯერ არაა გააქტიურებული.
_ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, ფინანსებიც გაჩნდა... ამბობენ, რომ ეს მამუკა დოლიძისთვის გადახდილი ხარკია საარჩევნოდ გაწეული მუშაობის სანაცვლოდ...
_  ეს ახალგაზრდები მანამდეც მუშაობდნენ კონტაქტების დასამყარებლად და ახლაც იგივეს აკეთებენ. ვიცი, რომ ყველა რეგიონში მსგავსი სააგენტოები მუშაობენ. ეს არის ევროპული მოდელი. სადაც კი ვყოფილვარ ტრენინგებზე და შეკრებებზე, ყველგან ამ სააგენტოს შექმნის რეკომენდაციები მივიღეთ. კარგი საშუალებაა დონორების მოსაზიდად. მაგის შექმნის ერთადერთი მიზანი იყო, ახალგაზრდების დასაქმება და დაფინანსებების მოძიება. მსგავსი ორგანიზაციები კახეთშიც, სამცხე ჯავახეთშიც, როგორც ვიცი, ბიუჯეტიდან ფინანსდება და ეს მთავრობისა და არასამთავრობოს ურთიერთობის ძალიან კარგი პრეცედენტია(?!), _ აღნიშნა ღლონტმა.
გურიის რეგიონალური განვითარების სააგენტო რომ მხოლოდ ფურცელზეა არასამთავრობო ორგანიზაცია, ეს ყველაზე კარგად იმ ადამიანებმა იციან, რომლებიც დიდი ხანია, არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობენ, თუმცა ხელისუფლებასთან ფინანსური კავშირი არ აქვთ. ისინი მიიჩნევენ, რომ მსგავსი სააგენტოების და ორგანიზაციების შექმნა ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, რადგან ეს პროცესები არასამთავრობო ორგანიზაციების ხელისუფლებასთან ათქვეფისკენ არის მიმართული:
_ სამთავრობო "არასამთავრობო ორგანიზაციებსა" და არასამთავრობო ორგანიზაციების შორის განსხვავება უნდა არსებობდეს. კარგია, როცა ადგილობრივი ხელისუფლება ფიქრობს გარემოს გაუმჯობესებაზე და ამ მიზნით იყენებს ინსტრუმენტებს, რომელიც კანონმდებლობით არის მათთვის მინიჭებული. მაგრამ მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ამჟამად (ანუ ვგულისხმობ, რომ ხელისუფლებასაც შეუძლია არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა) ძალზე გაართულებს იმის გარჩევას, კონკრეტულად რომელი არასამთავრობო ორგანიზაციაა მართლაც არასამთავრობო. რთულია იმის გარკვევაც, მსგავსი ორგანიზაციის უკან ვინ დგას და რეალურად  ვინ განსაზღვრავს მიდგომებს ამა თუ იმ საკითხთან. მაგალითად, თუ ხელისუფლების მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციები დაიწყებენ მტკიცებას, რომ წყალი "მიდის აღმა", ეს პოზიცია, რა თქმა უნდა, ხელისუფლების პოზიციას წარმოადგენს და არა ამ ორგანიზაციის ობიექტურ მოსაზრებას. ჩემი აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა არსებობდნენ იმისთვის, რომ შეაფასონ ხელისუფლების ესა თუ ის პოზიცია და ნაბიჯი, გამოთქვან მათი მოსაზრებები და შევიდნენ დებატებში ხელისუფლებასთან. ეს მოდელი, რომლის მიხედვით, ხელისუფლების ორგანოებსაც აქვთ უფლება, შექმნან არასამთავრობო ორგანიზაციები, შორს გამიზნული ჩანაფიქრია, რის შედეგადაც, შესაძლებელია, დამოუკიდებელი ორგანიზაციები გაქრნენ და მხოლოდ ხელისუფლების ორგანიზაციები დარჩნენ ასპარეზზე. შედეგად კი მივიღებთ ჩრდილოეთ კორეას, სადაც "ყველაფერი კარგადაა" და "ყველა ბედნიერად ცხოვრობს," _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის ექსპერტმა, ლევან ჩხაიძემ.
მამუკა დოლიძე, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პირველ კომენტარს "გურია ნიუსთან" აკეთებს და ამბობს, რომ გეგმები ბევრი აქვს:
_ ბატონო მამუკა, როგორ მოხდა, რომ ორგანიზაცია, თუ სააგენტო, საკმაოდ ჩუმად, ყოველგვარი პიარის გარეშე შეიქმნა?
_ ორგანიზაცია შეიქმნა ორი წლის წინ და დამფუძნებლები არიან მუნიციპალიტეტის გამგეობები. მე, როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა, მონაწილეობა მივიღე მის დაფუძნებასა და მიზნების განსაზღვრაში. მსგავსი ორგანიზაციები წარმატებით მუშაობენ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, სწორედ მათი რეკომენდაციებით და გამოცდილებების საფუძველზე შეიქმნა ეს ორგანიზაცია. თავის დროზე, რეკომენდაციები და კონსულტაციები, დაფუძნების თაობაზე, მიღებულ იქნა რეგიონალური განვითარების სამინისტროსგან, საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისაგან, ევროპის რეგიონთა ასამბლეის გენერალურ მდივან კლაუს კლიპისაგან, კახეთისა და თბილისის რეგიონალური განვითარების სააგენტოებისაგან. ევროპაში მსგავსი სააგენტოები დიდი ხანია მოქმედებს. საქართველოში, ისევე როგორც ევროპაში, არსებობს მსგავსი სააგენტოების ქსელი, რომელშიც გაწევრიანებასაც ვეცდებით.
_ არსებობს ეჭვი, რომ ამ ორგანიზაციით საკმაოდ დიდი ფული იშოვა ხელისუფლებამ. როგორც გვითხრეს, ამ სააგენტოს მიღებული აქვს რამდენიმე გრანტი, მათ შორის, ერთ-ერთი წინასაარჩევნოდ. ამ პროექტის ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო დებატები. თუ გახსოვთ, სად და რა ფორმატში გაიმართა ეს დებატები?
_ ორგანიზაციას ჯერჯერობით არც ერთი პროექტი არ აქვს გახორციელებული (წარდგენილიც არ ჰქონია). მან გაიარა მოსამზადებელი ეტაპები. პირველ ეტაპზე შეირჩა სხვადასხვა პროფესიის მოტივირებული, ლიდერის თვისების მქონე ახალგაზრდები და ჩაუტარდათ ტრენინგი. 2010 წელს ისინი მიწვეულ იყვნენ ტრენინგზე ქალაქ ბუსტენში (რუმინეთი) ტრენინგის თემა იყო "მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება."
_ თანამდებობიდან საკმაოდ სკანდალურად წახვედით, ხელისუფლებამ საარჩევნოდ გაწეული ამაგი არ დაგიფასათ. ბევრჯერ გავრცელდა ინფორმაცია თქვენი სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ ერთი წლის განმავლობაში  "ჩუმად მყოფი" სააგენტო აქტიურდება და მისი ხელმძღვანელი თქვენ ხართ. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ "ნაციონალები" ვალს გიბრუნებენ?
_ ამ პერიოდში მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები და ახალგაზრდები ცდილობდნენ, დაემყარებინათ კონტაქტები სხვადასხვა დონორ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. სააგენტოს შექმნის ერთადერთი მიზანია ახალგაზრდების დასაქმება, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და ა.შ.. როგორც უკვე გითხარით, ევროპაში დიდი ხანია არსებობს მსგავსი სააგენტოები.
_ ვინ არიან თქვენი თანამშრომლები და უახლოესი პროექტი რას შეეხება?
_ შერჩეული იყო ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც უხელფასოდ მუშაობდნენ ორგანიზაციაში, მათ გაიარეს ტრენინგები. მომავლისთვისაც ვეცდებით კიდევ სხვადასხვა პროექტებში დავასაქმოთ ეს ახალგაზრდები. რაც შეეხება პროექტებს, მათი თემატიკა და დაფინანსება დამოკიდებულია იმ დონორ ორგანიზაციებზე, რომელთანაც წარვადგენთ პროექტს, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან აბსოლუტურად თანაბარ საკონკურსო პირობებში. ნებისმიერ მსურველს, ბიზნესმენი იქნება ეს თუ კერძო პირი, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია გახდეს ორგანიზაციის წევრი, _ აღნიშნა დოლიძემ.
მისი თქმით, სააგენტოს კავშირი არ აქვს საინფორმაციო სამსახურის შექმნასთან, რომელსაც ჩოხატაურში თანამშრომლები ოფიციალურად ჰყავს, თუმცა თავად სამუშაო ოთახი, რომელიც დონორების მიერ გამოყოფილი ფინანსებით გაკეთდა, დღემდე ცარიელია. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გიორგაძე ამბობს, რომ საინფორმაციო სამსახურში დანიშნული ადამიანები კანცელარიაში მუშაობენ(?!), რადგან საინფორმაციო სამსახურის მუშაობისთვის გამგეობის და საკრებულოს ერთიან ქსელში ჩართვაა საჭირო. თუმცა, რა ქსელზეა საუბარი, გიორგაძემ არ დაგვიკონკრეტა.

 




 ახალი ამბები
  • "მეზობლები ვართ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს": აფხაზეთიდან სამკურნალოდ ზუგდიდში მოდიანოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსის გავრცელების საშიშროებაზე ადგილობრივი მედია დიდი ხანია საუბრობს, თუმცა ე.წ. ოფიციალური სამთავრობო წარმომადგენლობა სიტუაციას სერიოზულად არ აღიქვამდა. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მიიღო დე ფაქტო ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები. ამ დროისათვის რეგიონში ჩაკეტილია ე.წ. საზღვრები, გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ხოლო გალის რაიონში კომენდანტის საათია ამოქმედებული. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, სოციალურ გვერდზე წერდა, რომ იქაური ხელისუფლება ვითარებას შესაბამისად ვერ აფასებდა და ვირუსის შესაძლო გამავრცელებლად რუსეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს ასახელებდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა სხვა სტატისტიკაზე საუბრობს ადგილობრივთა ნაწილი.“ომის შემდეგ დანგრეული საავადმყოფოების არც აღდგენა მომხდარა და არც ახალი აუშენებიათ. ძველი თაობის ექიმები უკვე თითქმის აღარ დარჩნენ. ახალი თაობიდან, ვისაც საშუალება ჰქონდა სამედიცინო განათლება მიეღოთ, რუსეთში წავიდნენ, მაგრამ უმრავლესობა აფხაზეთში არ დაბრუნებულა. თუ ვინმეს ჯანმრთელობის პრობლემა გვქონია ამ დროის განმავლობაში, ყველა საქართველოში გადავდიოდით. მკურნალობა უფრო იაფია და ზოგ შემთხვევაში უფასოც. ახლაც იგივე მოხდება. ყველა მიაწყდება ზუგდიდს. ოჩამჩირის და გალის რაიონის მოსახლეობა ზუგდიდში გადავა. ჩემი ნათესავებიც ცხოვრობენ სენაკში, დამირეკეს და შემომთავაზეს წასვლა. ალბათ წავალ, მაგრამ ჯერ დაველოდები სიტუაციას” – მარინა გ. აფხაზი პედაგოგი. რეგიონში არასათანადო სამედიცინო მომსახურეობაზე საუბრობს ოჩამჩირის ბროლის საწარმოს ყოფილი თანამშრომელი. ემზარ კ. წერს, რომ ჯერ კიდევ თებერვლის ბოლო რიცხვებში რეგიონში არაერთი შემთხვევა იცის, როდესაც ექიმები უცხო დაავადებას გრიპის ვირუსის ახალ ფორმად მიიჩნევდნენ და პაციენტი იზოლაციაში ჰყავდათ. მისი განმარტებით, ე.წ. ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმაციას კორონავირუსზე მალავს და, ამ დროის მდგომარეობით, არსებული სამედიცინო დაწესებულებები პაციენტებს ვერ იტევენ.“ჯერ გვითხრეს, რომ ვისაც გრიპის ნიშნები გვქონდა, სახლში უნდა დავრჩენილიყავით. მერე გამოაცხადეს, რომ სიმპტომების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებისთვის მიგვემართა. მივედით და გვითხრეს, ადგილები არ გვაქვსო. ვიცი, ნანახი მაქვს საავადმყოფო შიგნიდან, არც პალატებია, არც შესამაბისი ინვენტარი, მხოლოდ გარედან შეღებეს, შიგნით ისევ ისეთივე დანგრეულია. მქონდა შემთხვევა, როდესაც სახსარზე ოპერაცია დამჭირდა, აქ შესაბამისი ქირურგი არ გვყავდა და თბილისში წავედი. ოპერაცია და მკურნალობა უფასოდ ჩამიტარდა. ომის დროს არ ვიბრძოდი არც ერთ მხარეს, ფიზიკური მდგომარეობა ხელს არ მიწყობდა, ამიტომ არ მერჩიან აფხაზები. საქართველოშიც ჩვეულებრივად გადავდივარ. ახლაც ვაპირებ, რომ გადავიდე და დროებით რომელიმე ნათესავთან ვიცხოვრო. აქ საშიშია” – ემზარ კ. “მეზობლები ვართ და უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ არ გვაქვს საავადმყოფო. არის კლინიკები და კარგი ექიმებიც არიან, მაგრამ შემთხვევები თუ გაიზარდა, ჩემი აზრით, არ იქნება საკმარისი, ამიტომ ჩვენც საქართველოში გადავალთ. ჩვენ ერთმანეთს არ ვეომებით. ჩვენგან მიაქვთ ბევრი პროდუქტი, ჩვენც მოგვაქვს ზუგდიდიდან რაღაცეები. შვილიშვილებს ზუგდიდში წავიყვან ნათესავებთან” – ირმა მ. გალის მკვიდრი. ... ...
  • მოქალაქეთა მონაცემების ჰაკერულ საიტზე განთავსების შესახებ ინფორმაციაზე ცესკო განცხადებას ავრცელებსჰაკერების მიერ 4,9 მილიონზე მეტი ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების თაობაზე, ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ გამოქვეყნებული მონაცემები, რადიკალურად განსხვავდება საარჩევნო ადმინისტრაციის პორტალზე განთავსებული ამომრჩეველთა სიის მონაცემებისგან. როგორც ცესკო-ში განმარტავენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პორტალზე დაახლოებით 3,5 მილიონი ამომრჩევლის შესახებ არის ინფორმაცია მოცემული, რომელშიც არ შედის ინფორმაცია გარდაცვლილთა შესახებ. „ცესკო-ს, ამომრჩეველთა სიის ფორმირების მიზნებისთვის, არ გადმოეცემა და შესაბამისად, ამომრჩეველთა მონაცემების ბაზაში არც ფლობს ინფორმაციას ამომრჩევლის მამის სახელის, ტელეფონის ნომრისა თუ პირადობის მოწმობის ნომრის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ ჰაკერულ საიტზე გამოქვენებული ინფორმაცია, რომელსაც ცესკო არ ამუშავებს და ამასთან, მონაცემთა ბაზა, როგორც მონაცემებით, ისე ფორმატით და ბაზის სტრუქტურით განსხვავდება საარჩევნო ადმინისტრაციის ხელთ არსებული ინფორმაციისგან. დამატებით აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის ცესკოში კიბერინციდენტი არ გამოვლენილა და ამასთან, გადამოწმებამ აჩვენა, რომ ჰაკერულ საიტზე განთავსებული პირადი ნომრები და მისამართები არ ემთხვევა ცესკო-ს ამომრჩეველთა ბაზის მონაცემებს. აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიური უსაფრთხოების საკითხთან მიმართებაში ცესკო-მ სწორედ დღეს მიიღო განკარგულებით გადაწყვეტილება 1 489 611.86 აშშ დოლარის ღირებულების მხარდაჭერის მიღებაზე, რომელიც აშშ-ს მთავრობის დახმარების ფარგლებში, დონორი ორგანიზაციის აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ განხორციელდება და რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიური და კიბერუსაფრთხოების მხარდაჭერას“,- აღნიშნულია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ... ...
  • მიიღებენ თუ არა გურიაში, სამეგრელოს მსგავსად, მკაცრ ზომებსსაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. სამეგრელოში გამკაცრდა მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ბოლნისი და მარნეული კი დაიკეტა. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას მივმართეთ კითხვით_ ხომ არ არის მოსალოდნელი გურიაში, სამეგრელოს მსგავსად, მკაცრი ზომების მიღება? „გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს. ქალაქსა და სოფლებში მკაცრი კონტროლისათვის ხდება მოსახლეობის ინფორმირება და მოწოდება სახლში დარჩენის, დისტანციის დაცვისა და რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ. ბანკებთან, ბანკომატებთან და სავაჭრო ობიექტებთან ხალხმრავლობის თავიდან აცილებას და ვაჭრობისას მოქალაქეების დისტანცირების ორგანიზებას მოხალისეთა ჯგუფები ახდენენ. რაც შეეხება, ისეთივე ზომების მიღებას, რაც სამეგრელოში ხდება, აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ გავატაროთ შესაბამისი ღონისძიებები“,_ გვიპასუხა გუბერნატორმა. შეგახსენებთ, რომ სამეგრელოს რეგიონში ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში  დაწესებული შეზღუდვების აღსრულება გამკაცრდა. კერძოდ, დამატებით ბლოკ-პოსტები დგას რეგიონის, მუნიციპალიტეტების შესასვლელებში და გაძლიერებული საპოლიციო ძალები, ანუ ეკიპაჟები მკაცრად აკონტროლებენ საავტომობილო ... ...
  • "დარჩი სახლში"_ ლანჩხუთში მოსახლეობას ავტომობილებიდან აფრთხილებენლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ ავტომობილებიდან ხმოვანი აპარატურით მოუწოდებენ. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობის გაფრთხილებას ისახავს მიზნად. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობის გაფრთხილება  მანქანებიდან,  როგორც ქალაქის ტერიტორიაზე ასევე,  სოფლებში  ხდება. ... ...
  • რას ისახავს მიზნად ჩოხატაურის "მედალფასთან" განთავსებული კარავიჩოხატაურში, მედალფასთან კარავი განთავსდა, სადაც სამედიცინო ცენტრის დირექტორის, ანტონ ხუნდაძის თქმით, პაციენტთა პრეტრიაჟი მოხდება. „პაციენტი რომ შემოვა, ხარისხდება, ქირურგთან მიდის თუ თერაპევტთან და ეს ხდება მიმღებში. ამას ჰქვია პრეტრიაჟი. სანამ საავადმყოფოში შევა პაციენტი, მანამდე შევა აქ. მიზანია, რომ შემთხვევითი პირი, სიცხიანი და ვირუსზე საეჭვო, არ მოხვდეს შენობაში. ამიტომ პაციენტი ჯერ შევა ამ კარავში. ექიმთან გაივლის პირველად შემოწმებას, გამოიკითხება. თუ რამე საეჭვო ნიშნები იქნება ვირუსის მსგავსი, ამ შემთხვევაში დავაყოვნებთ, იქნება დროებითი იზოლატორი გარეთ, რომ არ მოხდეს თანამშრომლების და სხვა პაციენტების ინფიცირება“,_ გვითხრა ხუნდაძემ. მისი თქმით, რეფერალით  გადაყვანამდე 4-5 პაციენტის დაყოვნება იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება, ვირუსზე არასაეჭვო პირებს, ისინი კლინიკაში შესვლას პრეტრიაჟის გავლის შემდეგ სპეციალური საშვით შეძლებენ. ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...