ახალაიას საქმის არსებითი განხილვა 25 დეკემბერს ჩაინიშნა

მთავარი თემა

ახალაიას საქმის არსებითი განხილვა 25 დეკემბერს ჩაინიშნა

9 ნოე. 2012, 21:34:59

მათ რაოდენობას მაინც აშკარად ჭარბობდნენ ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი ნაციონალი დეპუტატები და სამეგრელოდან ჩამოსული გულშემატკივრები. სხდომის დარბაზის შესასვლელი თავიდანვე ოკუპირებული ჰქონდათ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, ასევე ყოფილ ”კმარელ” გიორგი ონიანს და მის კუნთმაგარ ბიჭებს. ონიანი და, სავარაუდოდ, ეს ბიჭებიც სამსახურიდან ახლად გათავისუფლებულები არიან და დასაკარგი არაფერი აქვთ. კუნთმაგარი ბიჭების ერთადერთ ამოცანას დარბაზში ყველაზე ადრე შევარდნა და წინა რიგების დაკავება წარმოადგენდა, რასაც შემდეგ ნაციონალ დეპუტატებს უთმობდნენ და ბედნიერები გადიოდნენ დარბაზიდან.

სამივე ბრალდებულმა: შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ, მე-4 ბრიგადის ყოფილმა მეთაურმა ზურაბ შამათავამ და გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა გიგი კალანდაძემ ერთხმად განაცხადეს, რომ გამოძიების მხრიდან მათზე არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური ზეწოლა არ გახორციელებულა.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურის წარმომადგენლები სასამართლოში საკმაოდ მოუმზადებლები წარსდგნენ. გაირკვა, რომ ოთხ სამხედრო მოსამსახურეს, რომელთა ცემაც ბრალდებათ მაღალჩინოსნებს, დღემდე მოწმის სტატუსი აქვთ და არა _ დაზარალებულის, ხოლო გიგი კალანდაძის საცხოვრებლის და პირადი ჩხრეკის დაკანონება სასამართლოს მიერ არ მომხდარა, ყოველ შემთხვევაში, საქმეში შესაბამისი დოკუმენტი არ აღმოჩნდა.

პროკურორის განცხადებით, შუამდგომლობა მათ ვადების დაცვით გაუგზავნეს სასამართლოს, საიდანაც ასევე ელოდნენ ოფიციალურ პასუხს, თუმცა კოტე კუბლაშვილის სასამართლოდან პროკურორებს პასუხი არ მისვლიათ.

ახალაიას ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა ”ცნობილი, დამსახურებული და ავტორიტეტის მქონე პირები” უწოდა ნაციონალ დეპუტატებს, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს, თავდებში ჩადგომოდნენ სამივე ბრალდებულს. ხელმომწერთა შორის გასაგებ მიზეზთა გამო არ ყოფილან პავლე კუბლაშვილი და როლანდ ახალაია.

ალტერნატივის სახით დაცვის მხარემ ბრალდებულების ოც-ოცი ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. გიგი კალანდაძის თავდებობა ითავა გენერალთა კლუბმაც. როგორც კალანდაძის ადვოკატმა გაბაიძემ განაცხადა, კალანდაძეს თავდებში კლუბის 40 წევრი ჩაუდგა, მათ შორის კობა კობალაძე.

მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის გადაწყვეტილებით, ზურაბ შამათავა და გიგი კალანდაძე 20 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ საპატიმრო ადგილს, ახალაიას კი ან გლდანის მე-8 საპყრობილეში ან მატროსოვის ქუჩაზე მდებარე დაწესებულებაში გადაიყვანენ.

საქმის არსებითი განხილვა 25 დეკემბერს ჩაინიშნა. 2 თვის შემდეგ, ახალაიას, სავარაუდოდ, გაგა მკურნალიძე და დავით ჭაკუაც მიუსხდებიან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ამ ორ მაღალჩინოსანს ვინმე ზვიად აბესაძის ცემა და მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედავება პროკურატურა.

შემთხვევა 2011 წლის 13 სექტემბერს მოხდა _ ზვიად აბესაძეს უცნობმა პირმა დაურეკა და რესტორან ”მასპინძელოში" დაიბარა. რესტორანში მას ახალაია, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გაგა მკურნალიძე და დეპარტამენტის უფროსი დავით ჭაკუა, ასევე თავდაცვის სამინისტროს და სხვა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები დახვდნენ. ახალაიამ აბესაძეს საკუთარი ავტომანქანა BMW X-6 სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის ჩუქება მოსთხოვა. მკურნალიძემ მას ბოთლი ჩაარტყა თავში, ხოლო ჭაკუამ _ ზურგში სკამი. აბესაძე მანქანის გადაფორმებას დაჰპირდა, რის შემდეგ მკურნალიძემ რესტორანში სპეცსამსახურის თანამშრომლები გამოიძახა, რომლებმაც აბესაძე წაიყვანეს მუხიანის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ ბინაში და რამდენიმე საათის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. საღამოს 9 საათისთვის ის მიიყვანეს ორთაჭალაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან, მანქანა დაუბრუნეს, გააფრთხილეს რომ მომხდარზე არავისთან არაფერი ეთქვა.

ბაჩო ახალაიას ადვოკატები _ იოსებ ჯანაშია და ბაჩუკი ყურაშვილი დღევანდელი გადაწყვეტილების აპელაციის წესით გასაჩივრებას გეგმავენ, რისი სურვილიც, მათი განცხადებით, თავად ბრალდებულმა გამოთქვა.




 ახალი ამბები
  • რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა. 16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ... ...
  • ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვაქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ძლიერი წვიმის შედეგად, მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაც ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი სახლებშიც შევიდა. ამ დროისთვის სტიქიურ ზონებში შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ქედის მერის ინფორმაციით, სიტუაცია მართვადია და მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის. მეწყრული პროცესებია დოლოგანში, ზუნდაგაში, ბზუბზუში, ცხემნაში, დაბა ქედასა და ... ...
  • ბოკერიამ ძალიან სამართლიანად უთხრა „ქოცებს“ - კანდელაკიროგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე - "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერიას გუშინდელ მიმართავს ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართ. გიორგი კანდელაკის თქმით, აგვისტოს ომის დროს ის ბრიტანეთში , დიპლომატიურ მისიაზე იმყოფებოდა და უცხოურ გავლენიან ტელევიზიებში რუსულ პროპაგანდას ებრძოდა. კანდელაკმა აღნიშნა, რომ ომის დროს რეგულარული ფრენებით დაბრუნება საქართველოში შეუძლებელი იყო, ამრიგად ლიეტუვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით დაბრუნდა თბილისში და იმავე დღეს ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან  წავიდა სამუშაოდ. კანდელაკმა აღნიშნა, რომ გიგა ბოკერიამ ძალიან სამართლიანად მიმართა ქართულ ოცნებას შემდეგი ფრაზით -" ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!" „ისე მოხდა რომ 2008 წლის ომის დროს ლონდონში ვიყავი. რადგან მაშინდელი ელჩი გელა ჩარკვიანი შვებულებაში იყო, ხან მისი მოადგილე და შემდგომში საქართველოს ყველაზე წარმატებული ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე და ხან მე, როგორც პარლამენტის წევრი, სიენენზე, ბიბისიზე და ალ ჯაზირაზე ხშირად გამოვდიოდით და ვებრძოდით რუსულ პროპაგანდას. "რადგან რეგულარული ფრენებით საქართველოში დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო წავედი ლიტვაში სადაც შაულიაის ნატოს საჰაერო ბაზიდან, ლიტვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით „სპარტანი“ დავბრუნდი თბილისში 14 აგვისტოს და იმავე დღეს წავედი ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან სამუშაოდ. ჰოდა მართლაც, როგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!“ -განაცხადა გიორგი ... ...
  • წყალი მწყურვალისთვის ოთხას მეტრშია...შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი   სოფელი ბუთურაული   სასმელი წყლის პრობლემის წინაშე დგას.  ღობეებზე, ერთი შეხედვით სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს), ფირნიშებს  შეხვდებით. „აქ სასმელი წყალი ფაქტიურად არაა.   და ეს იმ აჭარაში,  სადაც ჭარბი წყლის პრობლემაც  კი არის“, - გვწერს ჩვენი კოლეგა ზურა ... ...
  • საქართველოს რკინიგზის განცხადება ქუთაისში, უბედური შემთხვევის გამო თანამშრომლების დაღუპვის შესახებქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა _  გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე, ელექტრომონტიორი). „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს რკინიგზის თანამშრომლების გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, უსამძიმრებს ოჯახებს და მაქსიმალურ თანადგომას აღმოუჩენს მათ. ამასთანავე, საქართველოს რკინიგზა განმარტავს, რომ პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული. სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არა მხოლოდ საქართველოს რკინიგზაა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ. ხაზის ძაბვის ქვეშ დადგომა არ წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის კომპეტენციას. შესაბამისად, კომპანია იმედოვნებს, რომ გამოძიებით დადგინდება მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტება. რაც შეეხება, საქართველოს რკინიგზის კიდევ ერთ დაზარალებულ თანამშრომელს, მის მდგომარეობაზე ზრუნავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება და პროცესში სრულად არის ჩართული საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახური. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...