დასავლეთ საქართველოს ახალი პროკურორი, 7 ნოემბერი და ხალხისთვის წართმეული ქონება

მთავარი თემა

დასავლეთ საქართველოს ახალი პროკურორი, 7 ნოემბერი და ხალხისთვის წართმეული ქონება

2012 ნოე 12 11:06:36

გეოგრაფიის სპეციალობით _ პედაგოგი 1888_1993 წწ.; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის (1995-1999 წწ) სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, კვალიფიკაცია _ იურისტი, სპეციალობა _ სამართალმცოდნეობა; სამოსამართლო სწავლების ცენტრი; მოსამართლის თანაშემწის კურსები 2000 წ.

სამუშაო გამოცდილება: თბილისის შს სამმართველო, კალინინის შს რაიონის არასაუწყებო დაცვის მსროლელი 1984-1985 წწ.; სულხან საბა ორბელიანის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის, ვივარიუმის ლაბორანტი; წყალტუბოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური კოლეჯის მასწავლებელი 1999 _ 2001 წწ.; ინდივიდუალური საწარმო "ადვოკატი XXI" (2001 წ)., ადვოკატი; დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა:

საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი; იმერეთის საოლქო პროკურატურა: საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი; წყალტუბოს საქალაქო პროკურატურა: უფროსი გამომძიებელი; წყალტუბის საქალაქო პროკურატურის სტაჟიორი _ ეს ილია (ივიკო _ ასე ეძახიან მას წყალტუბოში) ჯალაღანიას ბიოგრაფიაა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დასავლეთ საქართველოს მთავარ პროკურორად დაინიშნა.

ამ ბიოგრაფიაში არაფერია ნათქვამი ოზურგეთის მთავარ პროკურორად მუშაობის თითქმის 7-წლიან პერიოდზე. პერიოდზე, რომელმაც საზოგადოებას ბევრი უპასუხო შეკითხვა დაუტოვა.

წყალტუბოელმა პროკურორმა ოზურგეთში თავის დამკვიდრება სულ ადვილად შეძლო. ბევრი დრო არ დასჭირვებია იმისთვის, რომ მეუღლე, ნანა ჭეიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში, სამსახურის შექმნისთანავე დაესაქმებინა. მაშინ, როცა უამრავი ოზურგეთელი, უმაღლესი განათლებითა და პროფესიონალიზმით, სამსახურს ეძებს. პროკურორის ცოლს გუბერნატორის თუ გამგებლის კაბინეტთან მრავალსაათიანი ლოდინი არასდროს დასჭირვებია და უპრობლემოდ მოხდა მისი დასაქმება.

ასე რომ, ჯალაღანიამ ცხოვრება მშვენივრად ააწყო და ქონებაც შეიძინა _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის ინფორმაციის თანახმად, პროკურორ ილია ჯალაღანიას, შეკვეთილში ნასყიდობის საფუძველზე, 2006 წლის 24 ნოემბრიდან საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს 280 კვმ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2007 წლის 9 ნოემბრიდან ამ ნაკვეთზე რეგისტრირებულია სააგარაკო სახლი, განაშენიანების ფართით 73,4კვ.

2009 წელს, ჯალაღანია ჩვენთან საუბრისას ამბობდა, რომ 46 000 ლარის ოდენობის სესხი აიღო და ამ თანხით მოახერხა მიწის და სახლის შეძენაც. თუმცა, ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ ოზურგეთის პროკურორს სესხი 2008 წლის 2 ნოემბერს აქვს აღებული ბანკ "რესპუბლიკაში." ანუ, მას შემდეგ, რაც მიწაც დაიკანონა და სახლიც ააშენა (ექსპერტების თქმით კი, 280კვმ მიწის შეძენას 2006 წელს, შეკვეთილში დაახლოებით 250 000 დოლარი მაინც დასჭირდებოდა. ფეშენებლურ ვილაზე რომ არაფერი ითქვას).

მიწის დანარჩენ ფართზე კი, ორი დასრულებული და ერთიც მშენებარე სახლი დგას. ერთი სახლი, ყოფილ პროკურორს და ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ ჩოგოვაძეს ეკუთვნის, ერთი _ კიდევ ერთ ყოფილ პროკურორს, ზაზა ქაჩიბაიას.

იმავე პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯალაღანიამ კოტეჯი ბახმაროშიც ააშენა და სხვის სახელზე გადააფორმა, თუმცა, იმ დროისთვის მას ამ კითხვებზე პასუხი აღარ გაუცია.

რაც შეეხება მის პროფესიულ საქმიანობას, უპასუხო კითხვები აქაც ძალიან ბევრია _ როგორც ჩვენი წყაროს ამბობს, ჯალაღანიამ ოზურგეთში ჩამოსვლისთანავე (2005 წლის 16 ნოემბერი) დაიბარა "რაიკავშირის" მფლობელები და ქონება სახელმწიფოსთვის აჩუქებინა. ამას მოჰყვა ბახმაროს მიწები და რამდენიმე კარიერი. ეს ინფორმაციები" გურია ნიუსში" პერიოდულად ქვეყნდებოდა, თუმცა, ამით არავინ დაინტერესებულა. ყოველ შემთხვევაში, ჯალაღანიას ძველი ხელისუფლების დროს პასუხი არ უგია.

მოლოდინი, რომ ახალი ხელისუფლება იმ საქმეებს გამოიძიებდა და მოსახლეობა სამართალს იპოვიდა, მისმა საოლქოს პროკურორად დანიშვნამ გააქარწყლა.

სხვა თუ არაფერი, პროკურორს იმაზე მაინც უნდა გაეცა პასუხი, რომ მისი ოზურგეთში მოღვაწეობის დროს, გურიას ორი პოლიტპატიმარი ჰყავდა _ გოჩა ჯიქია და მამუკა ცინცაძე. ადამიანები, რომლებიც ძველმა ხელისუფლებამ 7 ნოემბრის აქციებში მონაწილეობისთვის დასაჯა. ჯიქიას ჩოხატაურის ცენტრში, დღისით, მზისით, საკუთარი შვილების თვალწინ მანქანაში ტროტილი ჩაუდეს, ხოლო ცინცაძეს სახლში, ქათმის ბუდეში _ იარაღის მჭიდი.

ეს ის საქმეებია, რომელთა გამოძიებას დიდი ხანია ითხოვდა ძველი ოპოზიცია. უფრო მეტიც, გოჩა ჯიქიას ადვოკატი "რესპუბლიკურმა" პარტიამ აუყვანა და ეს საქმე პირად კონტროლზეც ჰქონდათ აყვანილი.

და ეს იმ დროს, როცა ჯიქიას საქმეს, მოსამართლის კაბინეტში პროკურორი შვანგირაძე წყვეტდა _ ილია ჯალაღანიას კადრი და მეგობარი. "გურია ნიუსმა" ამ თათბირების ამსახველი კადრებიც გამოაქვეყნა.

ჩვენთან საუბრისას პოლიტიკური მოტივით დაკავებული პირები დეტალურად იხსენებდნენ და ახლაც იხსენებენ ჯალაღანიას პროკურორების ციხეებში ვიზიტს, მათ დაკითხვებს და იძულებას, რომ არჩადენილი დანაშაული ეღიარებინათ.

კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც ამ დრომდე გამოუძიებელია, ოზურგეთში 2009 წლის 17 აგვისტოს მოხდა. ილია ჯალაღანიას შვილმა, 21 წლის ლევან ჯალაღანიამ ახალგაზრდა ბიჭი დაჭრა. ინციდენტი შეკვეთილში, ჯალაღანიების კუთვნილ აგარაკთან ახლოს მოხდა. დაჭრეს 30 წლის ვალერი ტემირხანოვი, რომელიც ჯალაღანიების კუთვნილი აგარაკის წინ მდებარე სახლში მებაღედ მუშაობდა. ჩხუბის მიზეზად კვატროციკლი დასახელდა. მაშინ ამბობდნენ, რომ ტემირხანოვმა კვატროციკლი გასარეცხად წაიყვანა, მიყვანა დააგვიანდა და სწორედ ამის გამო მოხდა შელაპარაკება. წყარო იმასაც ამბობდა, რომ ლევან ჯალაღანიასთან ერთად ჩხუბში 3 ახალგაზრდა მონაწილეობდა, ორივე მაღალი თანამდებობის პირების შვილები, რომლებსაც აგარაკი ჯალაღანიას კუთვნილ ეზოში უდგათ. მაშინ, დაშავებულისთვის სამედიცინო დახმარება ოზურგეთელ ექიმებს არ აღმოუჩენიათ.

დაზუსტებული ინფორმაციით, დაჭრილი ქობულეთის საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა, დაზიანების სირთულიდან გამომდინარე, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

აღნიშნული საქმის კურსში გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობაც გახლდათ, თუმცა, იმის გამო, რომ ინციდენტში მთავარი მოქმედი პირი პროკურორის ვაჟი იყო, სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა _ დაჭრილმა ჭრილობა ხიდან ჩამოვარდნას დააბრალა.

მაშინ ისიც ითქვა, რომ ამ ფაქტით საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექცია დაინტერესდა. თუმცა, ინტერესი ინტერესად დარჩა, კითხვები კითხვებად.... 2 წლის წინ ოზურგეთის მთავარი პროკურორობიდან საკუთარი ნებით წასული ჯალაღანია კი დღეს დასავლეთ საქართველოს მთავარი პროკურორია, რომელიც სულ რაღაც სამი წლის წინ მიიჩნევდა, რომ: "პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს, რაიმე ისეთი, მკვეთრად გამოხატული პრობლემა ნამდვილად არ არის, მით უფრო, რომ მატერიალური კუთხით ჩვენ აბსოლუტურად უზრუნველყოფილნი ვართ. დღესდღეობით ჩვენთან ყველაფერი წესრიგშია"; "შემიძლია გითხრათ, რომ პროკურატურა ნამდვილად არ არის პოლიტიზირებული, ჩვენ ამ საქმეში არ ვერევით"; "პოლიციას, პროკურატურასა და სასამართლოს აქვთ მკაფიოდ გამოკვეთილი ფუნქციები, რაც შესაბამისი კანონითაა გათვალისწინებული. სასამართლო აბსოლუტურად დამოუკიდებელია, ჩვენ მასზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოვახდენთ, ეს გამორიცხულია, ხოლო პოლიციაზე პროკურატურა საპროცესო ზედამხედველობას ახორციელებს მხოლოდ. თუ რაიმე ხარვეზი და დარღვევა იქნება, ჩვენ შესაბამისად ვრეაგირებთ, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე სახის ზეგავლენას ვახდენდეთ. გამომძიებელს რომ რაიმე დარღვევა აღმოუჩინოთ, მინიშნებები არ მივცეთ"; " პოლიცია თავის საქმეს აკეთებს. პირადად მე, მისი მუშაობით კმაყოფილი ვარ"; "ყველასთვის მისაღები ვერ იქნები, ზოგი უკმაყოფილო გეყოლება, ზოგიც _ კმაყოფილი. ჩემთვის მაინც გაუგებარია, რატომ უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს პოლიციის უნდობლობა _ რა, გამოიძახეს და არ მივიდა?"

პ.ს. ჩვენ შევეცადეთ კითხვებზე პასუხები ილია ჯალაღანიასგან მიგვეღო, მაგრამ მან ჩვეულ სტილს არ უღალატა და "გურია ნიუსის" სატელეფონო ზარს, რომელსაც თან სმს ახლდა, არ უპასუხა.




 ახალი ამბები
  • გვაქვს ფული და "რუსთავი 2"-ზე უკეთესი შენობა, აწი ხვეწნას არ ვაპირებ - ნიკა გვარამიარუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის გუნდს მიმართავს. მისი თქმით, მას ჰყავს ინვესტორები და აქვს ფული, ასევე, რუსთავი 2-ზე უკეთესი შენობა. "მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტვს, ინვესტორები - არის, ანუ ფული გვაქვს, შენობა - რ2ზე უკეთესი, ტექნიკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. კრიტიკული და საუკეთესო არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც რ2ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ. აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი - ივანიშვილის ტვა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ. მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთჩვენთან ერთადთავისუფლება ps ბოლო ოთხი სიტყვა მთავარი არხის სლოგანია pps ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა პატასალია - რჩება, ვისაც თავისუფლება - მოდის. as simple as that", _ წერს ... ...
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 14:20 საათზე დაფიქსირდა. პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან იყო. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა ... ...
  • ჟურნალისტების პროტესტი - კურიერი ეთერში არ გადის“რუსთავი 2-ის” ეთერში საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” დღეს ეთერში არ გასულა. ეთერში მხატვრული ფილმები გადის. გავრცელებული ინფორმაციით, 3 საათზე რ2 ის გენერალურ დირექტორს, მაყურებლისთვის უნდა მიემართა, თუმცა, ბოლო მომენტში, პაატა სალიამ გადაწყვეტილება შეცვალა. ახალი ამბები არცვებ გვერდზე ქვეყნდება. ამ ფორმით ჟურნალისტები პაატა სალიას საკადრო წმენდას აპროტესტებენ. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილმა თანამშრომლებმა უარი თქვეს გასულიყვნენ გადაღებაზე. ისინი ასევე აპროტესტებენ საინფორმაციოს ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას და ნინო შუბლაძესთან შეხვედრას არ აპირებენ. "რუსთავის 2"- ს ჟურნალისტები ტოვებენ, გუშინ, 20 აგვისტოს, წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, ტელეკოპანია დატოვეს პატა იაკობაშვილმა, გიგლა თუმანიშვილმა, ეკა გაგუამ და მაია ლომიძემ. ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ  გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე "ინტერესთა კონფლიქტის" მოტივით ... ...
  • 23 და 25 აგვისტოს „Black Sea Arena“ -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება (R) 23  და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა  „აიდა“ და „გალა“-ზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და  „Black Sea Arena“ -ს  ბაქანზე   გაჩერდება.     მატარებელი   შემდეგი განრიგით იმოძრავებს: 23-25/ 08/2019    თბილისი-Black Sea Arena- ბათუმი- Black Sea Arena-  თბილისი   #884/883 გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი გამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი 12:40 17:25 18:23 23:50 0:38 5:15  ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 23 და 25 აგვისტოს მატ№802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 24 და 26 აგვისტოს მატ№811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები   „Black Sea Arena“-ს  ბაქანზეც  ექნებათ.  ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.  “საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ! (R)   ... ...
  • სუფთა ჰაერი, ნისლი, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა _Sunset Fest Bakhmaro დასრულდა სუფთა ჰაერი, ნისლი, წიწვოვანი ტყე, კოცონები, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა _ აი, ასე დახვდა Sunset Fest Bakhmaro 2019 სტუმრებს. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე თანამედროვე მუსიკის შემსრულებლები 10 საათზე მეტ ხანს უკრავდნენ და მრეროდნენ. Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua, Kraumur _ ამ შემსრულებლების მოსასმენად ბახმაროში 5000-ზე მეტმა ახალგაზრდამ მოიყარა თავი. ფესტივალი, რომელიც მეორე წელია რაც ტარდება და უკვე მოიპოვა პოპულარობა,  „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში გაიმართა და მისი თანადამფინანსებელი საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო იყო. უკვე მეორე წელია, ფესტივალის გენერალური სპონსორი „წყალი მარგებელია“. სპონსორები და მხარდამჭერები იყვნენ: „ზედაზენი“; “New Road”; „ორბი ჯგუფი“; „ვასაძის პური“; „სანდომი“; „თქვენი მარკეტი“ ასკანგელი“, ‘გზამშენი 18“, „ლიდერფუდი“, „ბითი ჩერითი ჯგუფი“, „ბახმარო ჰოტელი“; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია; „ენერგო პრო ჯორჯია“; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ფესტივალის მედია პარტნიორი და საინფორმაციო მხარდამჭერი გახლდათ „კლიპარტი“. თუმცა, ეს ყველა არ არის _ ამ ფესტივალის წარმატებით ჩატარებაში ბევრმა ადამიანმა პერსონალური წვლილი შეიტანა. განსაკუთრებული დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის „გურია ნიუსი“ მადლობა უხდის პარლამეტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, პარლამენტარ ნინო წილოსანს; პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსს გიორგი ჭოლაძეს; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სრულ შემადგენლობას, საკრებულოს თავმჯდომარეს ზაალ მამალაძეს, საკრებულოს წევრებს: დავით გუდავაძეს, ბექა გამდლიშვილს, აკაკი ყაჭეიშვილს, კლოდი მდინარაძეს, ზვიად მამალაძეს, საკრებულოს აპარატის უფროსს მერაბ ხუნდაძეს; ჩოხატაურის მერს ირაკლი კუჭავას, მერის მოადგილეს თამაზ ჯინჭარაძეს, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელს იამზე ვაჩეიშვილს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს თამარ კეკელიძეს; „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელს მერაბ ჭანუყვაძეს, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას, მის მოადგილეს გიორგი ღურჯუმელიძეს, ა(ა)იპ კურორტ „ბახმაროს“ ხელმძღვანელს დავით საჯაიას, მის მოადგილეს სულხან მინდაძეს; „ენერგო პრო ჯორჯიას“ ჩოხატაურის სერვისცენტრის უფროსს თემურ ჩხიკვაძეს, გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს კახა მურადაშვილს, ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსს ზურაბ მუჯირიშვილს, მის თანამშრომლებს _ გიორგი ჩხაიძეს და ლევან ვაშალომიძეს, ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს აჩიკო ახალკაცს, პოლიციელებს პოლიციის თითოეულ თანამშრომელს _ ადამიანებს, რომლებიც ფესტივალის დაწყებიდან დასრულებამდე იცავდნენ უსაფრთხოებას და ზრუნავდნენ მოქალაქეებზე; აგრეთვე, მამუკა, ჯინჭარაძეს, ირაკლი სიხარულიძეს, ბესო გიორგაძეს. და რა თქმა უნდა, ჩვენს მოხალისეებს _ ახალგაზრდებს, რომლებიც სამი დღის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ ბახმაროში ამოსულ სტუმრებს მაქსიმალური სიამოვნება მიეღოთ და რომელთა აქ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ნიკა მინდაძეს, ლევან ჯიქიას, ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს: ნიკა კილაძეს და ზაზა სურგულაძეს. გმადლობთ გულშემატკივრობისთვის, დახმარებისთვის, ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...