ოქრუაშვილის საქმე

მთავარი თემა

ოქრუაშვილის საქმე

2012 ნოე 25 13:13:08

ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრად 2004 წლის დეკემბერში დაინიშნა და დაახლოებით 1 თვეში სამინისტრო საკუთარი ნაცნობ-მეგობრებით დააკომპლექტა. გენშტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე სამხედრო საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწის რანგში ჩამოაქვეითა და თანამდებობა თავის მეგობარს ლევან ნიკოლაიშვილს, მეტსახელად "რიჟას"გადააბარა.

"სისულელეა იყოლიო გარშემო ისეთი ხალხი, რომლებიც არ არიან შედეგებზე ორიენტირებულნი. უფრო ადვილია, ვინმე ახალი იპოვო და მას შანსი მისცე. შემიძლია ვთქვა, რომ ის ხალხი მოვიყვანე, ვისაც ვენდობი", _ განაცხადა ოქრუაშვილმა საკადრო ცვლილებებზე კომენტირებისას.

ოქრუაშვილმა იერიში თავდაცვის ყოფილ მინისტრ გია ბარამიძეზეც მიიტანა და 4 იანვარს გამართულ ბრიფინგზე სამინისტროში სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებულ ვითარებას "საგანგაშო" უწოდა.

"თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, არმიის განვითარების ფონდის უფროსი აკაკი ჩხენკელი, თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ჭელიძე, გენერალური შტაბის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი ამირან ხიდაშელი. მინდა, რომ ეს ხალხი ერთი თვის ვადაში ციხეში ვიხილო", _ განაცხადა მაშინ ირაკლი ოქრუაშვილმა. მისი თქმით, ამ ჩინოვნიკებმა "ქართული არმია კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩააყენეს, ვიდრე ვარდების რევოლუციამდე იყო".

საპასუხოდ, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, რომელსაც იმჟამად ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ეკავა, ოქრუაშვილი მის წინააღმდეგ "ინტრიგების ხლართვაში" დაადანაშაულა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც აშკარად დაინახა გუნდის რღვევის საფრთხე, ბარამიძე და ოქრუაშვილი მკაცრად გააფრთხილა, რომ რაიმე დაპირისპირებას მთავრობის შიგნით არ დაუშვებდა

ირაკლი სესიაშვილის ასოციაციამ "სამართალი და თავისუფლება", თავდაცვის სამინისტროს მონიტორინგის შედეგი გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციამ მინისტრი ოქრუაშვილი ერთპიროვნულ მართვაში, არასწორ საკადრო პოლიტიკასა და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა: "მის გარეშე კი არც ერთი საკითხი არ წყდება სამინისტროში, დაწყებული ლიფტების ელგაყვანილობით, დამთავრებული ცალკეული ნაწილების ოცმეთაურის დანიშვნით. ეს მართლაც მისი კომპეტენციაა, თუმცა, ძნელი სათქმელია რამდენად კომპეტენტურია მისი გადაწყვეტილებები, თუნდაც, სამხედრო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკაში, როდესაც ის ამ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს და არც კი ეკითხება გენერალური შტაბის ხელმძღვანელს. მისი საკადრო დანიშვნებიც ნაცნობებს შეეხოთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთგულ კოლეგებს, რომელთაც სამხედრო საქმის ცოდნა, სამწუხაროდ, არ გააჩნიათ; დაახლოებით 60 "პოლიციელი" დაინიშნა სამინისტროსა და გენშტაბის წამყვან თანამდებობებზე; მეტიც, მოსალოდნელია, რომ "წმენდა" ამით არ დამთავრდეს და დათხოვნები მთელ გენშტაბსაც შეეხოს. რაც შეეხება რემონტებსა და ძვირადღირებულ ავტომანქანებს, გამონაკლისი, ამ მხრივ, ახალი მინისტრიც არ ყოფილა, თუმცა, მას გემოვნება უკეთესი აღმოაჩნდა," _ ნათქვამია მონიტორინგის შედეგებში.

ოქრუაშვილის მინისტრობის დროს არაერთი ადამიანი გათავისუფლდა სამსახურიდან, უმეტესობას მოტყუებით დააწერინეს განცხადება და ყოველგვარი სოციალური უზრუნველყოფის გარეშე დატოვეს ქუჩაში.

ოქრუაშვილს არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ

ირაკლი ოქრუაშვილს პრობლემები არასამთავრობო სექტორთანაც შეექმნა. ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ხელმძღვანელმა დავით დარჩიაშვილმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა ის საგურამოს სამხედრო ნაწილში მომხდარი ინციდენტის გამო გააკრიტიკეს.

სამხედრო ოფიცერმა გელა ლომსაძემ ახალწვეული არკადი კუკავა ნახევრად გააშიშვლა და აიძულა მთელი ღამის განმავლობაში ემორიგევა. ჯარისკაცი ფილტვების ანთების დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო მოსამსახურეები ლომსაძეს ლოთობასა და ძალადობაში ადანაშაულებდნენ, ოქრუაშვილმა ის თანამდებობაზე დატოვა მინისტრის მტკიცებით, ლომსაძე კუკავას ინციდენტის დროს სამხედრო ნაწილში დისციპლინას იცავდა.

თავდაცვის მინისტრის კრიტიკა ნელ-ნელა უცხოურმა გამოცემებმაც დაიწყეს. 2005 წლის აპრილში "ევრაზიანეტი" წერდა, რომ ოქრუაშვილმა "სამხედრო დაწესებულებებზე სამოქალაქო კონტროლის დამყარებაში ადრე მიღწეული პროგრესი მნიშვნელოვნად შეაფერხა"

გაუმჭვირვალე შესყიდვები

"კიდევ ერთ პრობლემას თავდაცვის სფეროს ბიუჯეტი წარმოადგენს. თავდაცვის მინისტრის მოადგილის დავით სიხარულიძის განცხადებით, თავდაცვის სფეროს დაფინანსება ცოტა ხნის წინ გაიზარდა და ამჟამად 317 მილიონ ლარს შეადგენს. თავდაპირველად, თავდაცვის სფეროს დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტში 137 მილიონი ლარი იყო ჩადებული.

ზოგიერთი უცხოელი დამკვირვებელი აცხადებს, რომ თანხების ზრდას არ მოჰყოლია თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ეფექტურად დაგეგმვა.

"მინისტრის ხელმისაწვდომობა თანხებზე შთამბეჭდავია", _ აცხადებს ერთ-ერთი უცხოელი სამხედრო მრჩეველი. "თავდაცვის სამინისტრო მხოლოდ ხარჯავს თანხებს. არ არსებობს დაგეგმვა, არ არსებობს შესყიდვების ჩამოყალიბებული პროცესი," _ წერს "ევრაზიანეტი"

2005 წელს შეიარაღებულ ძალების დაფინანსების სამი წყარო არსებობდა: სახელმწიფო ბიუჯეტი, არმიის განვითარების ფონდი და სამართალდამცავი სტრუქტურების განვითარების ფონდი.

არმიის განვითარების ფონდი, ხელისუფლების განმარტებით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ქართველი ბიზნესმენების მიერ ფინანსდებოდა. თუმცა, მიხეილ მაჭავარიანმა ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან განაცხადა, რომ ფონდი რეალურად საპროცესო შეთანხმებებიდან შემოსული ფულით ივსებოდა.

ფონდიდან თანხების ხარჯვა გაუმჭვირვალედ მიმდინარეობდა. მინისტრის მოადგილე დავით სიხარულიძე ამტკიცებდა, რომ 2005 წელს ფონდში 12 მილიონი ლარი შევიდა, ნიკა რურუას ინფორმაციით კი ეს თანხა 93 მილიონი იყო.

თავად მინისტრი ოქრუაშვილი კი აცხადებდა, რომ არმიის განვითარების ფონდიდან 2005 წელს 32 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმებოდა.

2005 წლის ბოლოს ოპოზიციამ თავდაცვის მინისტრი ღიად დაადანაშაულა გაუმჭვირვალე ხარჯვისა და შესყიდვების პოლიტიკის გამო.

ოქრუაშვილმა პირობა დადო რომ რომ პროცესს გაასაჯაროებდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც შესყიდვები დასრულდებოდა.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო დაგეგმილ შესყიდვებზე წინასწარ საუბრისაგან თავს იკავებს, "რათა თავიდან აიცილოს შესაძლო დაბრკოლებები, რადგანაც ამის გამოცდილება უკვე გვაქვს, როდესაც ერთ-ერთი ჩვენი ავისმოსურნე მეზობელი ძალიან უხეშად ჩაერია ჩვენი შესყიდვების პროცესში მისი ჩაშლის მიზნით".

ირაკლი ოქრუაშვილის სახელი ეწ "მკვდარი სულების" თემასაც უკავშირდება.

გაირკვა, რომ აშშ-ის მიერ დაფინანსებული "წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში" მოხვედრილი 600 სამხედრო მოსამსახურე საერთოდ არ ირიცხებოდა ბრიგადის ოფიციალურ სიაში. ოქრუაშვილმა "მკვდარი სულების "არსებობა", პროცედურულ დარღვევებს მიაწერა, რასაც 2002 წელს ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის ადმინისტრაციის დროს, პროგრამის დასაწყისში, ჰქონდა ადგილი.

"უმოქმედო" ჯავშანტექნიკის შესყიდვა

უკრაინიდან უმოქმედო ჯავშანტექნიკის შესყიდვა კიდევ ერთი სკანდალია, რომელიც ოქრუაშვილის სახელს უკავშირდება. მინისტრის მტკიცებით, 40-დან 38 მანქანა შესყიდვის მომენტშივე იყო მწყობრიდან გამოსული, თუმცა, ამ ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო წრეში სულ სხვა ვერსია გავრცელდა. კერძოდ, ივნის-ივლისში ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე ერთთვიანი სამხედრო წვრთნა "ჯავშანი-2005" მიმდინარეობდა.

ერთ საღამოს უკრაინიდან ჩამოყვანილი ახალთ-ახალი ჯავშანმანქანები, მოტორში ზეთის ჩამატების გარეშე დაქოქეს და ეწ. "ტანკებით გონკაობა" მოაწყვეს. ერთ-ერთ ჯავშანმანქანას როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, შეზარხოშებული მინისტრი მართავდა.

"არაყი რომ გამოელიათ, ერთი სამხედრო სოფელში გაგზავნეს. უთხრეს, ფეხით ამოსვლა დაგაგვიანდება და ტანკით წადიო. იმანაც ახალი ჯავშანმანქანა გამოაგორა და არყის საყიდლად წავიდა," _ ამბობს ამ ამბის ერთ-ერთი თვითმხილველი "გურია ნიუსთან" საუბარში.

მწყობრიდან გამოსული ტექნიკის შესყიდვის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და თავდაცვის სამინისტროს ოთხი მაღალჩინოსანიც დააკავა.

"ამ ხარვეზების აღმოჩენიდან ცოტა ხნის შემდეგ უკრაინელი ექსპერტები მოვიწვიეთ. მათ დაადასტურეს, რომ ეს საქარხნო წუნები იყო. უკრაინაში უკვე მზად არის სათადარიგო ნაწილები მათ აღსადგენად. ის ფაქტი, რომ უკრაინის მხარე თავისი ხარჯებით აპირებს აღჭურვილობის შეკეთებას, ადასტურებს, რომ მანქანები უმოქმედო იყო შესყიდვის დროს", _ განაცხადა ოქრუაშვილმა.

11 ნოემბერს, კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრემიერ-მინისტრი იური ეხანურო საკუთარ კოლეგა ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრისას ჯავშანტექნიკის საკითხსაც შეეხო.

"როგორც მე ვიცი, ეს ჯავშანტექნიკა ჟიტომირის ქარხანაში იყო დამზადებული და რადგანაც იქ მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი, ძალიან კარგად ვიცი, რომ იქ საკმაო პასუხისმგებლობის მქონე პირები მუშაობენ. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საქართველოს და უკრაინის პრემიერ-მინისტრების ჩარევის გარეშე გადაწყდება", _ განუცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ზურაბ ნოღაიდელთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.

ცნობილი ფაქტია ისიც, რომ უკრაინიდან იარაღის შესყიდვა უშუალოდ მინისტრის ბიზნესინტერესებში შედიოდა.

"არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინიდან შემოყვანილი ტექნიკა დაბალი ხარისხის იყო, რადგან ჩემი ინფორმაციით საუბარი იყო არა 10%-იან "ატკატზე", როგორც ეს ოქრუაშვილამდე იყო დაწესებული, არამედ 40%-იანზე. ლოგიკურია, რომ უკრაინის მხარე დაბალ ფასად საუკეთესო ხარისხის ტექნიკას არ გაყიდდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ძალიან მაღალ ფასად ყიდულობდა მე-3, მე-4 და მე-5 კატეგორიის ტექნიკას. თუმცა, იმის მტკიცება, რომ ჯავშანმანქანები თავიდანვე მწყობრიდან იყო გამოსული, მტკნარი სიცრუეა," _ აცხადებს "გურია ნიუსთან" საუბარში თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი.

პარლამენტის ნდობის ჯგუფში, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის მიზნით შეიქმნა, შედიოდნენ: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე, მისი მოადგილე ნიკა რურუა და დეპუტატები უმრავლესობიდან _ დავით კირკიტაძე და ბესარიონ ჯუღელი. ჯგუფი, როგორც წესი, დადებითად აფასებდა თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას და არასოდეს გამოუთქვამს პრეტენზია თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით.

"არმიის განვითარების ფონდმა იმუშავა ძალიან სასარგებლოდ, ზედმეტი ხარჯი აქედან არ არის გასული. ყველა შესყიდვა არის გახორციელებული მინიმალურ ფასებში და პრეტენზია ნდობის ჯგუფს ფონდის საქმიანობასთან არ გააჩნია", – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, 2004–2006 წლებში, ოქრუაშვილის მინისტრობის პერიოდში, არმიის განვითარების ფონდიდან დახარჯულია 26 102 261 ლარი, აქედან ყველაზე მეტი მოხმარდა სენაკის სამხედრო ბაზას – 8 977 500 ლარი, ხარჯებში გაწერილია ასევე ავტომობილები, კომპიუტერული ტექნიკა, ყაზარმების გარემონტება.

ბრალდებები ოქრუაშვილის დაპატიმრების შემდეგ

2007 წლის 3 ოქტომბერს, ოქრუაშვილის სკანდალური განცხადებიდან 1 კვირის თავზე გენერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ მტკიცებულებები გამოაქვეყნა. გაირკვა, რომ თავდაცვის მინისტრი საბიუჯეტო თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა, რაზედაც ნდობის ჯგუფი თვალს ხუჭავდა.

ოპოზიციამ ნდობის ჯგუფის წევრების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა, თუმცა, პროკურატურა ამ ამბით არ დაინტერესებულა.

საქმის მასალების მიხედვით, ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში საწვავის მოწოდებაზე გაფორმებული უკანონო ხელშეკრულების საფუძველზე ბიუჯეტმა 205 ათას 500 დოლარით იზარალა.

2006 წლის 27 ივნისს, თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა იასონ ჩიხლაძემ ვირჯინიის კუნძულებზე (ოფშორულ ზონაში) რეგისტრირებულ კომპანიასთან "AG Transport and Development" 4 ათასი ტონა საავიაციო ნავთის თურქმენეთიდან მიწოდებაზე ხელშეკრულება გააფორმა საერთო ღირებულებით 2 მლნ 903 ათასი ამერიკული დოლარი.

"კონტრაქტში მოწოდებული 1 ტონა საწვავის ფასად 725,7 ამერიკული დოლარი დაფიქსირდა, მაშინ როდესაც იმ დროისთვის საწვავის ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე 671,2 აშშ დოლარს შეადგენდა, _ განაცხადა იმ დროინდელმა გენერალურმა პროკურორმა გვარამიამ, _ ამასთანავე, ამ დროისთვის თავდაცვის სამინისტროს უკვე ჰყავდა ბენზინის მომწოდებელი კონტრაქტორი ფირმა შპს "ავიასაწვავსერვისი". შესაბამისად, არ არსებობდა არანაირი ობიექტური საბაბი ახალ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმებისათვის. მით უფრო, რომ ამ პერიოდში შპს "ავიასაწვავსერვისს" იგივე საწვავი, იმავე ქვეყნიდან – თურქმენეთიდან, შემოჰქონდა 1 ტონა 675 ამერიკულ დოლარად".

გვარამიას განცხადებით, ამ ოფშორულ კომპანიასთან კავშირი ჰქონდა ოქრუაშვილის ახლო მეგობარს ქიბარ ხალვაშს, რასაც მისი დაცვის უფროსის დავით ველიჯანაშვილის ჩვენებები ადასტურებს.

პროკურატურა ოქრუაშვილს კიდევ ერთ ეპიზოდში დასდო ბრალი _ საქმე ეხებოდა ქიბარ ხალვაშის სამშენებლო ფირმასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სამინისტროს დაკვეთებს სწორედ ეს კომპანია შეასრულებდა

"2005 წლის იანვარში იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ოქრუაშვილი დაუკავშირდა თავის უახლოეს მეგობარს ქიბარ ხალვაშს, რომელსაც შეუთანხმდა მისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით, დაეფუძნებინათ სამშენებლო პროფილის საწარმო, რომელთანაც იგი გააფორმებდა ექსკლუზიურ ხელშეკრულებებს თავდაცვის სამინისტროს ობიექტების მშენებლობითი სამუშაოების შესასრულებლად". ამ გარიგების ფარგლებში, აცხადებს პროკურატურა, ხალვაშის კომპანიამ 140 მლნ ლარის სამუშაოები შეასრულა," _ განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება და სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვაში მისი დადანაშაულება ოპოზიციის ერთმა ნაწილმა პოლიტიკურ დევნად შეაფასა, ბრალდებები თავად ოქრუაშვილმაც უარყო.

2005 წელს, "ჯორჯიან თაიმსმა"ოქრუაშვილი საქართველოს უმდიდრეს მოქალაქეთა სიაში შეიყვანა 250 მილიონი დოლარით. ამ ფონზე ოქრუაშვილის ფინანსური დეკლარაციები საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება .

დღეისათვის ოქრუაშვილი გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფება. მისი საქმე ოთხ ეპიზოდიანია _ საუბარია 2011 წლის მაისში უკანონო შეიარაღებული ჯგუფის შექმნაზე, სამსახურეობრივ გულგრილობაზე, ფულის გათეთრებასა და ქრთამის აღებაზე, რომლისთვისაც მას დაუსწრებლად მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

"ირაკლი ოქრუაშვილი არის ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა," _ განაცხადა სააკაშვილმა ყოფილი თადაცვის მინისტრის სკანდალური განცხადების შემდეგ, თუმცა, სავარაუდოა რომ ბაჩო ახალაიას შემდეგ მან აზრი შეიცვალა.




 ახალი ამბები
  • თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვესთბილისში, საბურთალოს რაიონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. თვითმხილველების თქმით, ახალშობილი სტუდენტმა დღეს იპოვა. ჩვილი კალათაში იყო მოთავსებული და თან დედის წერილი ახლდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ჩვილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ... ...
  • არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება და ტრეფიკინგი _ დაკავებულია დამნაშავეთა ჯგუფისაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქართველი და უცხოელი სამართალდამცველები რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდნენ ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს. შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებული არიან: აშშ-ის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული კ.უ., ავსტრალიის მოქალაქე, 1959 წლის დაბადებული პ.ლ. და საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული მ.ც., 1984 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული გ.ბ., 1978 წელს დაბადებული ბ. ც., 1982 წელს დაბადებული ი.ა., 1981 წელს დაბადებული ქ.ო., , 1989 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული დ.ბ. და 1984 წელს დაბადებული გ.ბ. დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები, ასევე, უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აშშ-ს მოქალაქე კ.უ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის განაღდებას თბილისში არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში განთავსებული კრიპტომატებიდან ახდენდა. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკანონო ფოტოსალონებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: ძვირადღირებული ფოტოაპარატები, განათების საშუალებები, რეკვიზიტები და კომპიუტერული ტექნიკა. გარდა აღნიშნულისა, ასევე, ამოღებულია კომპიუტერულ ტექნიკაში, დისკებსა და ფოტოაპარატებში მოთავსებულ მეხსიერების ბარათებზე არსებული არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალები. დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, ტარდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები. გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. კერძოდ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული, რამდენიმე ქვეყნის ჩართულობით განხორციელებული ეს სამართალდაცვითი ღონისძიება, უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ბავშვებს ზიანს აყენებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები, საერთაშორისო დონეზე, ერთობლივი ძალისხმევით, ყოველთვის შეძლებენ მათ იდენტიფიცირებას, დაკავებას და პასუხისგებაში მიცემას. ამასთან, ამერიკის საემიგრაციო და საბაჟო უწყების (ICE) შიდა უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური (HSI) ყოველთვის და ყველგან აღასრულებს თავის ვალდებულებას, რომ დაიცვას ბავშვები მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას იმ ადამიანებისგან, ვინც ბოროტად სარგებლობს ბავშვთა ... ...
  • კახიშვილი თუ შოთაძე?_ ვინ დაიკავებს მთავარი პროკურორის სავარძელსდღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძისა და კახა კახიშვილის კანდიდატურები მოიაზრებოდა, არ დასტურდება. შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის უზენაეს სასამართლოში გადასვლის შემდეგ სახელისუფლებო გუნდი მის შემცვლელად ორ კანდიდატურას გახილავდა. ერთ-ერთი ვერსიით, მთავარი პროკურორის ადგილს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი დაიკავებდა.  მეორე ვერსიით კი, როგოც მედიასაშუალებები წერდა, არ არის გამორიცხული ამ პოსტზე ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დააბრუნონ, რომელიც თანამდებობიდან სარალიძის მკლვლელობის საქმის სკანდალის გამო აქციების ფონზე გადადგა, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია არ ... ...
  • „ევროპულმა საქართველომ“ შეწყალებების საქმეზე პროკურატურას მიმართა"ევროპულმა საქართველომ" პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართა. ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა კორუფციას და ამაში პრეზოდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია იყო ჩართული. ნადირაშვილის თქმით, საკითხზე გაბუნია აუცილებლად უნდა დაიკითხოს. "სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა სხვადასხვა დანაშაულის ჩამდენი, მათ შორის განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი - რამაზ დევაძე, ასლან ბეჟანიძე და ზურაბ ნადირაძე (ძებნილი). საქართველოს საადვოკატო წრეებთან დაახლოებული პირისგან, წყაროს გაუთქმელობის პირობით მივიღე ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული. ჩემ წყაროს არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, არის თუ არა ამ კორუფციულ სქემაში ჩართული უშუალოდ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, თუმცა ვარაუდობს, რომ მისი გვერდის ავლით ასეთი საკითხების მოგვარება არის შეუძლებელი. აღნიშნული წარმოადგენს ინფორმაციას შესაძლო დანაშაულების შესახებ, კერძოდ - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ქრთამის აღება,ქრთამის მიცემა, სამსახურებრივი გულგრილობა",- აცხადებს ნადირაშვილი. ირმა ნადირაშვილი გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვს და პროკურატურას მოუწოდებს, რომ გონივრულ ვადებში ჩაატარონ შესაბამისი პროცესუალური მოქმედებები და მოახდინონ კანონით დადგენილი რეაგირება დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. დიმიტრი გაბუნია ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მას სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო ლიცენზია არ აქვს.  რეზიდენმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა.  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მკვლელობის მუხლით გასამართლებული მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ. პრესაში გამოითქვა მოსაზრება, თითქოს კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებას დიმიტრი გაბუნია ლობირებდა.  საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე.  სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოქმედი შეწყალების კომისია რამდენიმე წევრმა დატოვა. მაშინ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა დაიწყეს, თუმცა ჯერჯერობით კომისია არ მოქმედებს. კრიტიკის ფონზე 6 სექტემბერს სალომე ზუაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების გამოყენების უფლება დროულად დაიხვეწოს. 2019 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში ... ...
  • საქართველოს ბანკმა ახალი პროდუქტი- იპოინვესტიცია წარადგინა (R)საქართველოს ბანკმა მომხმარებლისათვის ახალი პროდუქტის- იპოინვესტიციის წარდგენის შესახებ განაცხადა. იპოინვესტიცია არის უძრავი ქონების შეძენის კიდევ ერთი, ახალი შესაძლებლობა მათთვის, ვისაც უკვე აქვს იპოთეკური სესხი. იმისათვის რომ, არსებული ფინანსური ვალდებულების მიუხედავად, მომხმარებელს ჰქონდეს ღირებული ინვესტიციის განხორციელებისა და ფინანსური სარგებლის მიღების შესაძლებლობა, საქართველოს ბანკი მათ სთავაზობს იპოინვესტიციას. იპოინვესტიციით შესაძლებელია ახალი უძრავი ქონების შეძენა მისი გაქირავების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, ბანკი სესხის აღებისას, მომხმარებელს შემოსავლად ჩაუთვლის იმ სამომავლო ქირის თანხას, რაც მან შესაძენი ბინის გაქირავებით უნდა მიიღოს. რაც მთავარია, მომხმარებელი პირველი 6 თვის განმავლობაში სრულიად თავისუფალია როგორც ძირის, ასევე სესხის პროცენტის გადახდისგან. ამ დროის განმავლობაში კი ის მშვიდად შეძლებს მოაწყოს სახლი, გააქირავოს ის და მიიღოს ფინანსური სარგებელი. იპოინვესტიციის შესახებ, დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.sb.ge  ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...