ვიცე-გუბერნატორის პირველი ვრცელი კომენტარი ფარული ვიდეოჩანაწერის შესახებ

მთავარი თემა

ვიცე-გუბერნატორის პირველი ვრცელი კომენტარი ფარული ვიდეოჩანაწერის შესახებ

2012 ნოე 29 00:34:21

შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომელი სოსო ჩიქობავა 25 ნოემბერს, წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიის ეზოსთან განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს.

სოსო ჩიქობავა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ხშირად გვსტუმრობდა და იყო ჩვენი არა მხოლოდ რესპონდენტი, არამედ კონსულტანტი და მრჩეველი.

"გურია ნიუსის" ვებგვერდზე გამოქვეყნებული ძალიან მნიშვნელოვანი მასალები, რომელიც კონტროლის პალატაში არსებულ სამართალდარღვევებს ეხებოდა, სწორედ მისი დახმარებით და მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით მომზადდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც სოსო ჩიქობავასგან მივიღეთ, გახლდათ იმ ვიდეოფაილის დეტალების აღწერა, რაც მას გააჩნდა. მოწერილ წერილში ის იტყობინებოდა, რომ გარკვეული მიზეზების გამო, ჯერჯერობით, თავს იკავებდა ამ მასალის გამოქვეყნებისგან.

_ მაქვს ერთი ჩანაწერი, თუ გადავწყვიტე ამის გამოქვეყნება, თქვენ გადმოგცემთ, _ გვწერდა სოსო ჩიქობავა.

მან ამ ვიდეოჩანაწერის გადმოცემა ვერ მოასწრო. თუმცა, ვორდის ფაილით გამოგზავნილ წერილში, სახელწოდებით 123.docx დეტალურად აღწერა ამ ვიდეოჩანაწერის შინაარსი.

"ფაილს გამოვუშვებ ვიდეოფაილის აღწერაა", _ ეს მონაწერიც მას ეკუთვნის.

წერილს, რომლის ვიდეოვერსიის გადმოცემა სოსო ჩიქობავამ ვერ მოასწრო, "გურია ნიუსი“ სტილის სრული დაცვით გთავაზობთ.

სოსო ჩიქობავა: "ვიდეო ფაილზე ჩაწერილია საუბარი კონტროლის პალატის თავმჯდომარის აპარატის უფროსთან და ლევან ბეჟაშვილის უახლოეს მეგობარ გიორგი ბოტკოველთან (ამ არჩევნებში იყო ნაცმოძრაობის შტაბის ხელმძღვანელი კახეთის მხარეში).

ამ ვიდეოს ჩაწერამდე 10 დღით ადრე გამომიძახა გიორგი ბოტკოველმა და გადმომცა ლევან ბეჟაშვილის დანაბარები იმის თაობაზე, რომ მე 700 აშშ დოლარი გადამეხადა იმ ადამიანისთვის, ვისი ვალიც, მისი თქმით ჰქონდა ჩემს სიდედრს, რომელიც უკვე 3 წელი იყო თვალითაც არ მენახა.

როგორც გიორგი ბოტკოველმა განმიცხადა, ლევან ბეჟაშვილს ამის თაობაზე თხოვა ბეჟაშვილის და მისი მეუღლის ესმა არღვლიანის მეგობარმა თამარ ყაჯრიშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიშა მაჭავარიანის თანაშემწეა. თამარ ყაჯრიშვილის განმარტებით, მისი დედის _ მზია ბუკიას ვალი ჰქონია ჩემს სიდედრს.

მე თავიდანვე განვაცხადე, რომ სიდედრთან წლებია არ მქონია არანაირი კომუნიკაცია და საერთოდ ეს ჩემი საქმე არ იყო ვის, ვისი ვალი ჰქონდა. რამოდენიმე დღის მერე კვლავ დამიძახა ბოტკოველმა და გადმომცა ლევან ბეჟაშვილის დანაბარები: საერთოდ არ მაინტერესებს ეხება თუ არა ეს ვალი, როგორც უნდა ისე იშოვოს და გადაიხადოს, თუ არა და მერე თავის თავს დააბრალოსო“.

ამის შემდეგ გადავწყვიტე მეთამაშა შეშინებულის როლი და ჩამეწერა გამოძალვის მთელი პროცესი. სამწუხაროდ, თამარ ყაჯრიშვილი ვერ დავითანხმე შეხვედრაზე და მხოლოდ ბოტკოველთან შეხვედრის ჩაწერაღა მოვახერხე.

რაც შეეხება თავად ვიდეოს, ის ჩაწერილია ბოტკოველის კაბინეტში. საუბრისას ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ ჩემს ცოლის დას მეილი გაუგზავნია თამარ ყაჯრიშვილისთვის და მოუთხოვია ჩემთვის, როგორც ამ საქმესთან არანაირი კავშირის არ მქონესთვის თავი დაენებებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ამბავს წერილობით მისწერდა პარლამენტის ყველა დეპუტატს. ამის შემდგომ თამარ ყაჯრიშვილმა წერილი აჩვენა ხათუნა გოგორიშვილს, რომელმაც დაურეკა გიორგი ბოტკოველს და მოსთხოვა გაერკვია ჩემი ვინაობა და რაიმე ზემოქმედება მოეხდინა ჩემზე. ამ ყველაფერს მე ბოტკოველი მეუბნება და დაფიქსირებულია ვიდეო ფაილში.

ვიდეოში ბოტკოველი ახსენებს ლევან ბეჟაშვილს, რომ მან უკვე მოიკითხა ჩემი ამბავი და ვიდრე კიდევ უფრო გაფუჭდება ჩემი სიტუაცია დროზე გადამეხადა თანხა.

ვიდეოში ბოტკოველს ვაჩვენე თანხა 400 აშშ დოლარი, რომელიც თამარ ყაჯრიშვილის დედისთვის უნდა მიმეცა, რის შემდეგაც შეხვედრა დასრულდა.

რაც შეეხება თანხის წარმომავლობას, ეს თანხა მე გადმომცა თბილისში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სქიიღუმენია ელისაბედმა (ორლოვა). მან როცა ჩემი მეუღლისგან შეიტყო, რომ ვაპირებდი ფიზიკურად გავსწორებოდი ბეჟაშვილს და ბოტკოველს, დამიბარა და თანხა საჩუქრად გადმომცა და მთხოვა იმ არაკაცების სურვილი შემესრულებინა და დააყოლა, რომ ღმერთზე უფრო დიდი მსაჯული არ არსებობს და და სამართალიც აღსრულდებაო", _ გვწერდა სოსო ჩიქობავა.

ამასთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" გიორგი ბოტკოველს, რომელიც ამჟამად კახეთის ვიცე-გუბერნატორად მუშაობს, შეხვდა და კომენტარი სთხოვა. მანამდე, 27 ნოემბერს, ბოტკოველი "მეცხრე არხთან"  კომენტირებისას სულ ერთი წინადადებით შემოიფარგლა: "მე რაღაც არასერიოზული მგონია ეს ახლა...თავს შევიკავებ და ბოდიშს მოგიხდით, რა"...

ამჯერად, “გურია ნიუსთან“ გიორგი ბოტკოველმა ვრცელი კომენტარი გააკეთა. ტექსტის ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, გთავაზობთ მთლიან ჩანაწერს საუბრის სტილის სრული დაცვით:

_ უაზრობაა რა, უბრალოდ, უაზრობაა... დაასაფლავონ ეს კაცი... ძალიან შეწუხებული ვართ ყველა...

_ წერილში, რომელიც სოსო ჩიქობავამ გამოგზავნა და აღწერა მის ხელთ არსებული ვიდეოფაილი, თქვენ გახსენებთ და ამიტომ, საინტერესოა თქვენი კომენტარი. იცნობდით სოსო ჩიქობავას?

_ ვიცნობდი, ძალიან კარგად ვიცნობდი და ძალიან ახლოს ვიყავი. კი, ბატონო, გეტყვით... დიდ პატივს ვცემდი. ერთად ვმუშაობდით. რომ მივედი, იქ მუშაობდა. საახლობლო, საერთო მეგობრები გამოგვიჩნდა... უბრალოდ, ადამიანის დანაბარები გადავეცი. გოგონა შემხვდა, რომელმაც მითხრა, რომ თქვენი თანამშრომლის ცოლისდას და სიდედრს ვალი აქვს და იქნებაო ან მოსვლა მინდა, ან დაველაპარაკოო. ვუთხარი, მე გადავცემ-მეთქი. წესიერი ადამიანია და მოსვლას და ასე დალაპარაკებას, ჯობია, მე გადავცემ-მეთქი.

_ ამ გოგონას ვალი ჰქონდა?

_ გოგონას დედის, როგორც ამ გოგონამ მითხრა. ეს გადავეცი. მე მგონი, ამით კეთილი ჟესტი გამოვიჩინე, რომ ადამიანს ვუთხარი, ეს პრობლემა არსებობდა.

_ ის ამბობდა, რომ ლევან ბეჟაშვილის დავალებით თხოვდით მას თანხის გადახდას...

_ არა, ლევანი რა შუაში იყო საერთოდ. იმ გოგონას როგორც მე ვიცნობ, ისე იცნობს ლევან ბეჟაშვილი. ის გოგონა პარლამენტში მუშაობს. დღესაც იქ არის - თამარ ყაჯრიშვილი... მან მითხრა, თქვენთან მუშაობს ეს ადამიანი და იქნებ, გადასცეთო.

_ ის ვერ ხვდებოდა?

_ ვერ ვნახულობთ მის სიდედრს და ცოლისდას და იქნებ, გადასცეთო. სოსოს რომ დაველაპარაკე, მითხრა, ისინი მეც კარგა ხანია არ მინახავს, რაღაც პრობლემები აქვთ მაგ მიმართულებითო.

_ ვალები აქვთო?

_ ჰო, ჰო და გადავცემ მათო.

_ სოსო "გურია ნიუსისთვის" გამოგზავნილ წერილში ამბობდა, რომ სიდედრთან და ცოლისდასთან შეხება არ მაქვს და თანხის გადახდას არ ვაპირებო...

_ ჰო, ეს მითხრა მეც. დიდი ხანია ისინი არ მინახავს, მაგრამ შევეცდები, გავაგებინოო. ეს იყო ჩვენი საუბარი.

_ ლევან ბეჟაშვილის დავალებით თანხის მოთხოვნაზე...

_ როგორც მე ვიცნობ იმ გოგონას, ისე იცნობს ლევან ბეჟაშვილი. პარლამენტში მუშაობს. მან დამაბარა და გადავეცი ამ ცხონებულს.

_ ანუ თქვენ არ გითქვამთ, რომ ლევან ბეჟაშვილი მოითხოვდა ამ თანხის გადახდას?

_ არა, მე ვუთხარი, რომ პარლამენტში მე და ლევანი ერთად ვიყავით, როცა ეს გოგონა შეგვხვდა და გვითხრა-თქო... უბრალოდ, შენთვის, რომ რამე ამბავი არ ატეხონ მერე ჩვენთან სამსახურში და შენს რეპუტაციას...

_ ანუ, თქვენ უთხარით, რომ ლევანის თხოვნაც არის, რომ თანხა გადაიხადოსო?

_ კი, კი, იგივე იყო, ერთად შეგვხვდა ეს გოგონა და გვითხრა-მეთქი... მე თითონ ძალიან შეწუხებული ვიყავი...

_ ანუ მუქარის ტონით არ გისაუბრიათ?

_ არა, ეხლა, ამ ადამიანს ძალიან კარგად ვიცნობდი და ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. რა ვიცი, ახლა, ან მე რატომ უნდა მქონოდა; არც მისი უშუალო ხელმძღვანელი ვიყავი... კარგად ვიცნობდი როგორც თანამშრომელი. კადრების სამმართველო ჩემს დაქვემდებარებაში იყო და აუდიტორებთან უშუალო შეხება მქონდა... კარგად ვიცნობდი და დანაბარები გადავეცი. პირიქით, მე სიკეთე მინდოდა ამ ადამიანისთვის.

_ ანუ, თქვენ არ გითქვამთ, რომ ლევანის კატეგორიული მოთხოვნა და მუქარაა... უბრალოდ, უთხარით, რომ თქვენი და ლევანის სურვილი იყო ამ გოგონას დედისთვის თანხა უკან დაებრუნებინათ მისი ოჯახის წევრებს?

_ კი, კი, მაგრამ მან მითხრა, რომ სიდედრ-სიმამრთან შეხება არ მაქვსო.

_ ამას ამბობს "გურია ნიუსისთვის" გამოგზვნილ წერილშიც...

_ კი, რაც წერია, რომ სიდედრ-სიმამრთან შეხება არ მაქვსო...

_ რაც "გურია ნიუსისთვის" გამოგზავნილ წერილში წერია, სწორია?

_ არა, იქ წერია, რომ თითქოს... არა, ის არ უწერია, რომ მე მუქარა... თითქოს, მე ერთხელ დაველაპარაკე. მართლაც მეორედ მითხრა, რომ უკვე რაღაც ვქენიო, არ ვიცი დაუკავშირდა თუ რა და უხდიან იმ ვალსო; ეს მითხრა.

_ როგორც ვიცი, გარკვეული ნაწილი გადაიხადეს...

_ არ ვიცი, ვალი ვის ვისი ჰქონდა ჩემი პირადი საქმე არ იყო. მე, უბრალოდ, გადავეცი ადამიანს დანაბარები.

_ ამისთვის საგანგებოდ არ შეხვედრილხართ?

არა, არა...

_ უბრალოდ შეხვდით შემთხვევით და გადაეცით დანაბარები?

_ კი, ეხლა, ოთახში ვიყავით; ჩემთან ოთახში ძალიან ბევრჯერ შემოსულა სოსო და ძალიან ბევრი ადამიანი შემოსულა...

_ ეს როდინდელი ამბავია?

_ მე უკვე 8 თვეა კონტროლის პალატაში აღარ ვმუშაობ... მანამდე... შეიძლება წელიწადზე მეტია. ზუსტი დრო არ მახსოვს.

_ ის ამბობდა, რომ შეხვედრის ფარული ჩანაწერი ჰქონდა...

_ გამორიცხულია, გამორიცხულია...

_ არ ექნებოდა?

_ არ ვიცი, შეიძლება ჩვენი საუბრის ჩანაწერი რამე ჰქონდა, მაგრამ ჩანაწერშიც იგივე იქნება, რასაც ახლა მე თქვენ გეუბნებით.

_ ჩვენ ეს ჩანაწერი არ გვაქვს, მაგრამ გვწერდა და ამბობდა, რომ თქვენი შეხვედრის  ჩანაწერი აქვს...

_ იგივე იქნება ამ ჩანაწერშიც, რასაც ახლა მე გეუბნებით...

_ ანუ, თუ ეს ჩანაწერი გამოქვეყნდა, არაფრის გეშინიათ?

_ არანაირად... უბრალოდ, მე ძალიან შეწუხებული ვარ იმ ადამიანს გარდაცვალებით, იმიტომ, რომ კარგად ვიცნობდი და ჩვენ პირადად კარგი ურთიერთობა გვქონდა, - ამბობს გიორგი ბოტკოველი "გურია ნიუსთან" საუბარში.

( რადიო "ჰერეთის" ფოტო)




 ახალი ამბები
  • თბილისში ბიჭმა დედა და ბებია მოკლათბილისში ბიჭმა დედა და ბებია მოკლა.  პოლიციამ ის ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული - მ.ზ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია - 1946 წელს დაბადებული ზ.დ. და დედა - 1974 წელს დაბადებული თ.ზ., თბილისში, მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,“_ ნათქვამია შსს-ს ... ...
  • ოზურგეთის ცენტრი _ მცირე გაწვიმებაც და „ჭადრების ბაღი“ იტბორებაოზურგეთში წვიმს, თუმცა, ეს წვიმა არც ისე ძლიერი და ხანგრძილივი ყოფილა, რომ   ქალაქის ცენტრში “ჭადრების  ბაღი“  და მიმდებარე ტერიტორია ისე დაეტბორა, ტროტუარებზე , სავალ ბილიკებსა და სამანქანო გზებზე ადამიანის გავლა შეუძლებელი გამხდარიყო _ ამ წუთებში ბილიკებზე , ტროტუარებსა და სამანქანო გზაზე ნიაღვრების ნაკრები ღელესავით მიედინება.  მიზეზი ამისა  არის გაუწმენდავი არხები, გაჭედილი ცხაურები და რაც ყველაზე   მთავარია, როგორც ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსმა , თენგიზ ქუტიძემ იანვარში, წვიმის დროს,  ანალოგიური დატბორვისას  გვითხრა,  „  „ჭადრების  ბაღის“  ახლომდებარე ადგილები  რელიეფურად  ჩავარდნილია და  აუცილებელია არხის გაჭრა“. როგორც ბატონმა თენგიზმა განმარტა,   ამ სამუშაოების  შესრულება  უახლოეს მომავალში იგეგმება. თუმცა, როგორც ვხედავთ, ეს სამუშაო დასაჩქარებელია და ეტყობა, ჩვენს ხელისუფლებას ყოველი წვიმის დროს უნდა შევახსენოთ, რადგან,  როცა მცირე წვიმის დროს ქალაქის ცენტრში ასეთი მდგომარეობაა,   გასული წლების სტიქია რომ მოულოდნელად განმეორდეს, ოზურგეთის ცენტრში, ალბათ,  ბარე ორ  დღეს ვერ გავივლით. ... ...
  • "ბალახს ცეცხლი წაუკიდა, გამოსვლა ვერ მოასწრო და შიგ ჩაიწვა!"_ ტრაგედია კასპშიკასპში, სოფელ დოესში უბედური შემთხვევის შედეგად 70 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსს" მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, ტარიელ ოხანაშვილმა უთხრა, "მამაკაცი ნაკვეთს ასუფთავებდა. ბალახს რომ ცეცხლი წაუკიდა, გამოსვლა ვეღარ მოასწრო და შიგ ჩაიწვა". შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188 მუხლით ... ...
  • კორონავირუსზე ეჭვის გამო ბათუმის მატარებელი თბილისიდან ვერ გადისთბილისი-ბათუმის მატარებელი უკვე ერთი საათია თბილისიდან ვერ გადის. ამის მიზეზი სასწრაფო დახმარების სამსახურში შესული შეტყობინება გახდა. როგორც  საქართველოს რკინიგზაში განგვიცხადეს, თბილისი-ბათუმის მატარებლის მგზავრების ნაწილმა მიიჩნია, რომ ერთ-ერთ მგზავრს, რომელიც მათი აზრით, ჩინეთის მოქალაქეა, სავარაუდოდ გრიპის ნიშნები ჰქონდა რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და მატარებელი დატოვა. ისინი ბაქანზე იცდიან. თუმცა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის არც მგზავრის მოქალაქეობა და არც ის, იმყოფებოდა თუ არა ის ჩინეთში  ბოლო პერიოდში. რკინიგზაში აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადა უკვე ადგილზეა და მგზავრებს შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდება. ჯერჯერობით უცნობია როდის დაიძვრება მატარებელი ბათუმის მიმართულებით. სასწრაფოში გვითხრეს, რომ მგზავრებს სიცხეს უზომავენ და პირველადი დაკვირვებით არაფერი საგანგაშო არ არის. წყარო: ... ...
  • მაია მერკვილაძე: შემომითვალეს, ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები“მოკლედ, ვიცი გაინტერესებდათ, შემომითვალეს, ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები. ნინო ხაჟომია მოდის რედაქტორად.“ - ასეთი სახის განცხადება სოციალურ ქსელში აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის ახალი ამბების რედაქტორმა მაია მერკვილაძემ გაავრცელა. მაია მერკვილაძის ამ განცხადებას უცებ მოჰყვა მისი კოლეგების და ჟურნალისტების კომენტარები. “ ასე და ამგვარად, გრძელდება აჭარის ტელევიზიის გაპარტახება! ბიძინას ბორდი და კოხრეიძე მარტო აღარ არიან გამპარტახებლების რიგებში უკვე, ახალ ხალხს იმატებენ! მაიას საინფორმაციოდან გაყვანა, მისი ამ საქმისგან ჩამოცილება არის დანაშაული. ვისაც მასთან არ უმუშავია, ჩემი სიტვების მნიშვნელობას, ბოლომდე ვერ გაიგებს!“ - წერს სოციალურ ქსელში “მთავარი აჭარაში“ წამყვანი და ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა. “მაია მერკვილაძე ახალი ამბების სამსახურიდან გაჰყავთ. ამ დრომდე ხელშეკრულებას არ აჩვენებენ. დირექტორმა მმართველებს გააცნო ინფორმაცია იმის შესახებ რომ მაიკოს არათუ 20-იანის რედაქტორის, ან უბრალოდ რედაქტორის არამედ საერთოდ სხვა პოზიციის ხელშეკრულებას შესთავაზებენ, გაუგებარი, ბუნდოვანი პერსპექტივით და არარსებული რესურსით. აბა ეხლა დაგვაბრალოს იქნებ უმაღლესმა საბჭომ, ბორდმა, დირექტორიანად კივილი და წივილი.“ - ასე შეაფასა მაია მერკვილაძის განთავისუფლება აჭარის ტელევიზიის ახალი ამბები წამყვანმა და ჟურნალისტმა თეონა ბაკურიძემ. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძე “მთავარ არხთან“ მიცემული ინტერვიუს დროს ამბობს, რომ მაია მერკვილაძისთვის ახალი შემოთავაზება აქვს. “წინასაარჩევნო პერიოდია და ვალდებულება გვაქვს, რომ გაკეთდეს დებატების სახის გადაცემები ანუ თოქ-შოუ. აქედან გამომდინარე ვაძლევ სრულ თავისუფლებას, რომ ეს საარჩევნო პროექტი გააკეთოს მან.“ - თქვა გიორგი კოხრეიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ამ წინადადებას არ დათანხმდა მაია მერკვილაძე მაშინ რა მოხდება - გიორგი კოხრეიძემ უპასუხა: “მაშინ ვშორდებით, რაც მე არ მინდა.“ - აღნიშნა გიორგი კოხრეიძემ. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი მაია მერკვილაძე გიორგი კოხრეიძის შემოთავაზებას არ დათანხმდება. “უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო აჭარის ტელევიზიის დირექტორმა.“ - ამბობს მაია ... ...

არქივი

ზაფრანი

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...