დამეწყრილი ოჯახი სასწრაფოდ დახმარებას ითხოვს

მთავარი თემა

დამეწყრილი ოჯახი სასწრაფოდ დახმარებას ითხოვს

2 მარ. 2011, 00:44:47

აქედან ოზურგეთში მდებარე სოფლები: მთისპირი, ასკანა, ფამფალეთი, ეწერი, ბახვი, კონჭკათი, ხრიალეთი, შრომა, ნატანები, ახალსოფელი, ნასაკირალი, მერია, ჯუმათი, სილაური, ძიმითი, ნაღობილევი, ცხემლისხიდი, უკანავა, ჭანიეთი. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში: ხაჯალია, ნიგვზიანი, ჩოჩხათი, ხორეთი, ჩიბათი, ომფარეთი და მოედანი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში: ვანი, სამება, განახლება, გოგოლესუბანი, ფარცხმა, ჭაჭიეთი, ქვენობანი, ხევი, ნაბეღლავი, ქვაბღა, ჩხაკაურა, ზემო და შუა სურები, ზომლეთი. გურიის რეგიონში 1980-1998 წლებში გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაშია მოქცეული 3 631 საცხოვრებელი სახლი, ამათგან 541 სახლი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გურიაში, საშიში გეოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე, ძალიან დაზიანდა და მთლიანად დაინგრა 800-მდე საცხოვრებელი სახლი. 1999 წლისთვის გამოვლენილია და რეგისტრირებულია 101 მეწყერული ზონა. გეოლოგიურად საშიში უბნების ტერიტორიებიდან გადასახლების რეკომენდაცია მიეცა 54 ოჯახს, მეთვალყურეობა დაუწესდა 22 საცხოვრებელ სახლს. 1999 წელს გააქტიურებულმა მეწყერულმა პროცესებმა სოფლებში: ნატანების, შრომის, თხინვალის, კონჭკათის ტერიტორიებზე ძლიერ დააზიანა და საცხოვრებლად უვარგისი გახადა 50-მდე სახლი", _ ვკითხულობთ ინფორმაციულ ბიულეტენში _ "მიწისქვეშა ჰიდროსფეროს, ეკოლოგიური მდგომარეობის, საშიში გეოლოგიური პროცესების შესწავლის და პიდროპროგნოზირების შესახებ" _ რომელიც გამოცემულია 2000 წელს საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი თხინვალი, როგორც ამ ბიულეტენშია აღნიშნული, მეწყერსაშიშ ზონას განეკუთვნება. აქ მცხოვრებ 14 ოჯახს გეოლოგების დასკვნის თანახმად, საცხოვრებლიდან სასწრაფოდ გამოსახლება ესაჭიროება.

"გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში ერთ-ერთ დამეწყრილ ოჯახს მას შემდეგ კიდევ ერთხელ ეწვია, რაც ანასტასია ბაღიშვილი "გურია ნიუსის" ოზურგეთის განყოფილებას, თავისი ოჯახის გასაჭირზე სასაუბროდ სტუმრობდა: _ სანამ თოვას დაიწყებდა, ოზურგეთის გამგეობაში მივედი და გამგებლის მოადგილეს, ლადო ქვილორიას შევხვდი. იქ სხვებიც იყვნენ. ვუამბე ჩემი ოჯახის გასაჭირის შესახებ _ ორი ინვალიდი მყავს სახლში, ორივე მოხუცია, პატარა შვილიშვილსაც ვზრდით. მე და ჩემი მეუღლე არ ვმუშაობთ, მარტო მოხუცების პენსიით ვსულდგმულობთ. დახმარება ვთხოვე _ ჩვენი სახსრებით ვერაფერს გავაკეთებთ, ჯერ კიდევ შეიძლება სახლის გამაგრება, ერთი კედელი კი მთლიანად ჩამოინგრა, შეიძლება ჯებირის ჩამოსხმაც, ან სამშენებლო მასალა მაშოვნინეთ, ან რაიმე საშუალება მომაძებნინეთ, რომ შევაჩერო სახლის ნგრევა,-მეთქი. ქვილორია მეუბნება, მთლად რომ დაგენგრეს სახლი, ვერ დაგეხმარებით, მაგის იმედი არ გქონდეს, არ გვაქვს საშუალებაო. ასე ტუტუცურად გამომიშვა გარეთ. ვიფიქრე, გუბერნატორთან მივალ,-მეთქი, მაგრამ ადგილზე არ დამხვდა. მერე თოვა დაიწყო და ვეღარ ჩამოვედი _ მოხუცებს ვერ ვტოვებ. სახლში არც კარი იკეტება, არც _ ფანჯარა. მე არავის დახმარება არ მინდოდა, ჩემი ნაშრომი ამ სახლის გაკეთებას შევალიე. არაფერს არ ვითხოვდი, მეწყერს რომ არ ჩაენგრია. მიწა ერთხელაც რომ დაიძრას კიდევ, ჩვენს მეზობელსაც ჩაიტანს. წლების განმავლობაში, წინ და უკან დავდივარ. მთელი ჩემი ოჯახი, ყოველთვის მთავრობას ვემსახურებით, არასოდეს ოპოზიციაში არ ჩავდგომივართ. რვა სული ვართ ოჯახში და ამდენი ხმა მთავრობისთვის მისწრებაა. როცა გიჭირს და მომადგები, ხმა მომეციო, ახლა, მე რითი მეხმარები? აწი მაგათ ვინ მისცემს ხმას და თავს მოატყუებინებს? ქვილორიას დედა რომ მისულიყო იქ, იმასაც იგივეს ეტყოდა თუ, უკაცრავად და, სხვა ჰკიდიათ ფეხებზე?! ადრე ვალერისთანაც ვიყავი შესული და მითხრა, გამოვნახავთ რაღაც საშუალებას და დაგეხმარებით, როცა ფული გადმოგვერიცხებაო. მპირდებიან და ვართ ასე... კაი, ადრე ნგრევა იყო, ახლა ხომაა შენება?! ჩვენი პრეზიდენტი გამოდის და აცხადებს, ვაშენებთ, ვაშენებთო და თუ აშენებს, პატარა ჩვენც მოგვეხმაროს! ჩემი თავი ჯანდაბას, მაგრამ ორი ინვალიდი სად წავიყვანო? _ კითხულობს ანასტასია ბაღიშვილი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ლადო ქვილორია: _ მასეთი პასუხი მე არ გამიცია. მიღებაზე მხოლოდ ერთი ადამიანი არ ზის _ ჩემთან ერთად იქნებოდნენ სხვებიც, კომისიაც, რომელიც საგანგებოდ უსახლკაროების საკითხს იხილავს და რომლის გადაწყვეტილებით ვაძლევთ პრივილეგიას 416 ოჯახიდან ყველაზე უფრო დაზარალებულს. წინასწარ რაიმეს თქმა არ შეგვიძლია, იმიტომ, რომ ყველა იმ 416 ოჯახიდან ერთიმეორეზე უარეს მდგომარეობაში იმყოფება. გეოლოგების დასკვნით, არსებობს 85 ოჯახზე პირველი კატეგორიის დაზიანება, ერთ-ერთი ეს ქალბატონი, მაგრამ ხომ უნდა ამოარჩიოს კომისიამ? მე არ ვწყვეტ აქ ყველაფერს. ძალიან გთხოვთ, გადაამოწმოთ ის, რაც თქვა იმ ქალბატონმა ჩემს შესახებ _ მიღებაზე მარტო არ ვიყავი, იქ სამი-ოთხი ადამიანი კიდევ იყო ჩემს გარდა. კომისიის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, დაიდება დასკვნა, ვის მიეცემა დახმარება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის უფროსი კოტე სარიშვილი "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ მას არ აქვს უფლება ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთოს(?!):

_ მე რამდენადაც ვიცი, არ შეიძლება გაგცეთ პასუხი. თუ რაიმე პირადი გაინტერესებთ ჩემი (?!) შემიძლია, გიპასუხოთ. არსებობს პრესსამსახური და გამგებელი _ იმათ უნდა მიაკითხოთ. თუ სახსრები არ არის, რით დაეხმარებიან? ჩემი საქმეა, ეს ყველაფერი დავასაბუთო და მივიტანო კომისიამდე, _ ამბობს სარიშვილი.

გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი: _ მეწყერი, სამწუხაროდ, რთული პროცესია. საკმაოდ ძვირადღირებული სამუშაოებია ჩასატარებელი _ ეს კედლები დამცავი გაბიონით უნდა გავამაგროთ. ასეთი ადგილები ბევრია გურიაში _ ნატანები, შრომა, თხინვალი, კონჭკათი, ძიმითი, ასკანა, მთისპირი _ ყველგან მეწყერსაშიში ზონაა. საკმაოდ ბევრია თხინვალში ოჯახები, რომლებიც პირველ კატეგორიას მიეკუთვნებიან. მე თავად ვარ იქ ნამყოფი და მართლაც გაუსაძლისია იმ ოჯახებში ცხოვრება. ყველაფერს რომ თავი დაანებო, არის მეორე ვარიანტი _ მოსახლეობას ვეუბნებით, რომ ვუქირავებთ ბინას და სახლიდან დროებით გამოვიდნენ, მაგრამ ხშირად უჭირთ საცხოვრებლის დატოვება. ეს ოჯახები, მათი თანხმობით დროებით სხვაგან უნდა გადავიყვანოთ. ფაქტობრივად, არც იქნება შესაძლებელი, რომ ძველ ადგილს დაუბრუნდნენ, რადგან მეწყერი დაიძრა და ის აღარ შეჩერდება.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთვევხევა მოხდა ფოთში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსისს" ჟურნალისტი იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწწარი ინფორმაციით, დაშავებულებია ოთხი მგზავრი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ... ...
  • “მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი“83 წლის ლამარა წიქარიძე აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზური წიქარაძის დედაა.  “მე ვარ 83 წლის. ვმუშაობ შეძლებისდაგვარად ჩაის პლანტაციებში. ჯანმრთელად ვარ და არანაირ ავადმყოფობას არ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ვიცოცხლო და ვიცხოვრო ჩემი შვილიშვილების ხათრით“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლამარა წიქარაძე. ლამარა წიქარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ის მეუღლესთან სოსო წიქარიძესთან ერთად იმყოფებოდა სოხუმში. ლამარა წიქარაძე: გურიაში ვაპირებდით ჩამოსვლას, რადგან ზურის შვებულება ეწყებოდა. შვებულების ფურცელზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი იმ სამსახურის უფროსს, სადაც ზური მუშაობდა და ამიტომ გაგვიგრძელდა ყოფნა სოხუმში. აფხაზეთის ომში ჩემი შვილი ზური წიქარიძე გმირულად გარდაიცვალა. ის სოხუმში თან სწავლობდა და თან მუშაობდა. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც ომი დაიწყო. ჩემი შვილი შინაგან ჯარში მუშაობდა და ომის დროს ქალაქიდან არ უნდა გასულიყო, მაგრამ... მას სთხოვეს დახმარება და წაიყვანეს სოფელ შრომაში. სოფელზე, სადაც ისინი წავიდნენ, მოხდა თავდასხმა, მოულოდნელი თავდასხმა იყო. მან გადაწყვიტა თავის მეგობართან ერთად ახალგაზრდები (ჯარში 25 ახალგაწვეულის სიცოცხლე იხსნა ზურიმ და მისმა მეგობრებმა) გამოეყვანა სამშვიდობოს. მოახერხეს კიდეც, იბრძოდა მანამ, სანამ ტყვიები, არ დაუმთავრდათ. ამის შემდეგ კი დაიჭერეს რუსმა სამხედროებმა და ცოცხლად დაწვეს. ჩემმა მეუღლემ კი დაიწყო გარდაცვლილი შვილის ძებნა, უიარაღოდ იყო და ისე ეძებდა. მან იპოვა ზურის დამწვარი სხეული და განადგურებულებმა ჩამოვასვენეთ ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში. მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი. ერთ ამბავს კიდევ გავიხსენებ... ბოლოს, ძებნა რომ გაგვიჭირდა ჩემი შვილის, ბატონ ჟიული შარტავასთავან მივედი განცხადებით. მან კი მითხრა, არ მინდა განცხადება, ქალბატონო, თქვენ სახეზეც ვკითხულობ, როგორ იწვით ახლაო. ისე გააკეთა, რომ კიდევ ორი დღე მოგვცა შვილის ძებნის უფლება. არ გვქონდა უკვე ქართველებს ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. ამის შემდეგ სასწაული მოხდა და ვნახეთ ჩემი შვილი. ლამარა წიქარიძე ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ის მშვიდობიანი გზით დაკარგულ ტერიტორიებს არ გადმოგვცემს. “ომით დაკარგულ ტერიტორიას ომით დაბრუნება უნდა, სხვანაირად დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. მე, არ მჯერა რუსეთის კეთილსინდისიერების. აფხაზეთში იბრძოდნენ რუსები და ისინი აპირისპირებდნენ ქართველებს და აფხაზებს. თქვენ გგონიათ აფხაზები იბრძოდნენ თავიანთი ძმების წინააღმდეგ? ჩვენი ტანკები დაჩახჩახებდნენ, დანგრეულები. რუსების ტანკები კი დასრიალებდნენ, ანგრევდნენ შენობებს, გადამცემ ხაზებს, ელექტრო ბოძებს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რადგან ვიდრე ჩემი გარდაცვლილი შვილი არ ვნახე, მანამ არ დამიტოვებია სოხუმი.“ ზურის დაღუპვის შემდეგ, რამდენი თვეში სოფელ ნაგომარში მამამისი, სოსო წიქარიძე გარდაიცვალა. “10 წლის განმავლობაში სახლიდან არ გადავდიოდი. მაგრამ შემდეგ დავარწმუნე თავი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. შვილებს და შვილიშვილებს დახმარება უნდოდათ. ახლა კი მყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. მინდა, რომ ეს თაობა მოესწროს საქართველოს მთლიანობას და მშვიდობიან ქვეყანაში ... ...
  • "გადაწყვეტილება შეიცვალა" _ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას მერხებთან გააგრძელებენცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის რეგიონში ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდოდა. თუმცა, გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა და ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას ისევ მერხებთან გააგრძელებენ. "საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიით გურიის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე უნდა გადასულიყო რეგიონის ყველა საჯარო სკოლა. თუმცა, გადაწყვეტილებაში ჩაერია განათლების სამინისტრო და ვინაიდან, ჯერჯერობით, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვირუსი ისე ფართო მასშტაბით არაა გავრცელებული, როგორც ოზურგეთშია, გადაწყდა, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლების ყველა მოსწავლე მერხებთან გააგრძელებს სასწავლო პროცესს", _ გვითხრა ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა ... ...
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...
  • "ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს" _ ზურაბ ნასარაია (R)სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით გურიაში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან ერთად დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს. "საბრძოლო მოქმედებების დროს გურიიდან 40 ჯარისკაცი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ სამი მებრძოლი დაიკარგა. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს,“ - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls