წინასაარჩევნოდ დაწყებული გაზიფიცირების დაუსრულებელი ისტორია

მთავარი თემა

წინასაარჩევნოდ დაწყებული გაზიფიცირების დაუსრულებელი ისტორია

12 დეკ. 2012, 20:05:06

ამის მიზეზად ფინანსებთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებენ. მუშები, რომლებიც სამუშაოებს ასრულებენ, "გურია ნიუსთან" აცხადებენ, რომ მათ რამდენიმე თვეა კუთვნილი სახელფასო ანაზღაურება არ აუღიათ. მოსახლეობა კი გაზიფიცირების სამუშაოების განახლებას ელოდება.

 

_ რამდენიმე თვეა არ აგვიღია ხელფასი, კომპანიას დავალიანება აქვს ჩვენი, არც ვიცით განახლდება თუ არა სამუშაოები, კონკრეტულ პასუხს კი ვერავინ გვცემს, იქნებ თქვენ ჟურნალისტებმა გაიგოთ რამე ამასთან დაკავშირებით, _ განაცხადა რამდენიმე მუშამ "გურია ნიუსთან".

"გურია ნიუსი" დაუკავშირდა სამშენებლო კომპანია შპს "სერვისი"- ს დირექტორს დავით გეგენავას. სწორედ ეს სამშენებლო კომპანია აწარმოებდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში გაზიფიცირებას.

_ ბატონო დავით, სოფელ გურიანთაში წინასაარჩევნოდ დაწყებული გაზიფიცირების სამუშაოები არჩევნების შემდეგ შეჩერდა, რა არის ამის მიზეზი?

_ სამუშაოს დამკვეთი არის "სოკარ ჯორჯია გაზი", მე როგორც ვიცი, არის ერთი ქუჩა დასამატებელი, რომელიც "სოკარმა" უნდა დაამატოს. აქედან გამომდინარე, ცოტა გაურკვევლობა მოხდა, მოსახლეობა არ გვამუშავებდა, მათ გაგვაჩერებინეს სამუშაოები, სწორედ მაგ საკითხთან დაკავშირებით მივდივარ ახლა ხელმძღვანელობასთან.

პროექტში არის გამორჩენილი ერთი უბანი, დანარჩენი ყველაფერი გაკეთებულია.

_ მოსახლეობა ამის მიზეზად სხვა პრობლემას ასახელებს, კონკრეტულად კი ფინანსებს, ეს პრობლემა არ დგას?

_ და ვინმეს აწუხებს ეგ?

_ რა თქმა უნდა, ჩვენ მუშები დაგვიკავშირდნენ ამ პრობლემასთან დაკავშირებით, ისინი აცხადებენ, რომ მათ რამდენიმე თვეა არ აუღიათ კუთვნილი ხელფასი.

_ ყველა პრობლემა მოგვარდება. სანამ შესრულებულ სამუშაოს ბოლომდე არ დავდებთ, მანამ იქნება პრობლემა. ცოტა დაუგვიანდათ, თუმცა არავის არცერთი თეთრი არ დაეკარგება.

_ წინასაარჩევნოდ დაწყებული გაზიფიცირება როდის განახლდება?

_ გაზიფიცირება გაცილებით უფრო ადრე დაიწყო.

_ დიახ, ზაფხულში დაიწყო, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე...

_ კი ბატონო.

_ ახლა ფაქტია, რომ შეჩერებულია.

_ ყველაფერი მოგვარდება ძალიან მალე. გადაწყდება დარჩენილი ერთი უბნის პრობლემა და დაიწყება ისევ, _ გვითხრა სამშენებლო კომპანია შპს "სერვისი"-ს დირექტორმა დავით გეგენავამ.

წინასაარჩევნოდ დაწყებული და ასევე შეჩერებული გაზის გაყვანით სამუშაოებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში სამშენებლო კომპანია შპს "კლასიკ სერვის პლიუსის" ახორციელებდა.

"გურია ნიუსი" შპს "კლასიკ სერვის პლიუსის" დირექტორს შიო ქიტიაშვილს დაუკავშირდა, რომელიც აღნიშნავს, რომ გაზიფიცირების შეჩერების მიზეზი ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემებია.

სხვათაშორის, არჩევნების შემდეგ ვიმუშავეთ რამდენიმე დღე , _ ამბობს ქიტიაშვილი.

_ სამუშაოს დამკვეთი არის "სოკარ ჯორჯია გაზი", ფინანსები ჯერჯერობით შეჩერებულია, მარტო მანდ კი არ არა, არამედ მთელ საქართველოში. დაფინანსებას კი გვპირდებიან ყოველ დღე, როგორც კი დაიწყება, მაშინვე განახლდება გაზიფიცირებაც.

_ როდის მიიღებენ მუშები კუთვნილ ხელფასებს?

_ ხელფასები აუცილებლად დარიგდება, ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ იქნება.




 ახალი ამბები
  • „მაგთიკომის" გავრცელებული დეზინფორმაცია ბაზრის ლიბერალიზაციისთვის ხელშეშლას ემსახურება“კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ  „მაგთიკომის" მიერ ვირტუალურ ოპერატორებთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაცია ბაზრის ლიბერალიზაციისთვის  ხელშეშლას ემსახურება. “კომპანია „მაგთიკომის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მობილური ვირტუალური ოპერატორების შემოსვლა საფრთხეს შეუქმნის პერსონალურ მონაცემებსა და კიბერუსაფრთხოებას, სიმართლეს არ შეესაბამება. „მაგთიკომის" მიერ გამიზნულად გავრცელებული დეზინფორმაცია  საზოგადოებისა და ზოგ შემთხვევაში, მედიის შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რადგან საქართველოს ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების შემოსვლა არავითარ რისკებთან კავშირში არაა. უფრო მეტიც, კომუნიკაციების კომისიამ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების დაშვების გადაწყვეტილება ბაზრის ლიბერალიზაციისა და გაჯანსაღების მიზნით მიიღო. არა ერთხელ გვითქვამს, რომ MVNO-ს შემოსვლით გაიზრდება ბაზარზე კონკურენცია, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში სატარიფო შეთავაზებებსა და ხარისხზე აისახება. ხელმისაწვდომი ფასები, მრავალფეროვანი არჩევანი, მომსახურების მაღალი ხარისხი და კონკურენტული გარემო - სწორედ აღნიშნულ სიკეთეებს ემსახურება კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება, რომელსაც მომხმარებელი 2021 წლიდან მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების შემოსვლით მიიღებს. საზოგადოებისთვის ეს არის ახალი შესაძლებლობა, რომელიც ინოვაციურ პროდუქტებს, კომფორტულ სერვისებს და ახალ შეთავაზებებს გულისხმობს. სამწუხაროა, რომ კომპანია „მაგთიკომმა" ცალკეულ მედია საშუალებებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კომუნიკაციების კომისიამ მობილური ვირტუალური ოპერატორების ბაზარზე შემოსვლის გადაწყვეტილება ნაჩქარევად და რისკების შეფასების გარეშე მიიღო, რის გამოც, კომისიას ახალი კვლევის ჩატარება უწევს. კომპანია ამ შემთხვევაშიც დეზინფორმაციას ავრცელებს, ვინაიდან კომუნიკაციების კომისია ვირტუალური ოპერატორების დაშვების გადაწყვეტილებაზე 2 წელზე მეტი მუშაობდა და ამ პროცესში ყველა მობილური ოპერატორი და სხვა დაინტერესებული პირები იყვნენ ჩართული. პროცესი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების ჩართულობით, 20 წლიანი ევროპული გამოცდილებისა და მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად მომზადდა. რაც შეეხება კომისიის მიერ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიისთვის დაკვეთილ კვლევას, კომუნიკაციების კომისიამ კიდევ ერთი კვლევა სწორედ იმისთვის დაუკვეთა, რომ არც-ერთ კომპანიას არ დარჩეს კითხვა და ინტერპრეტაციის საშუალება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პერსონალური მონაცემების, ისევე, როგორც კიბერუსაფრთხოების საკითხი მაქსიმალურადაა დაცული. პირველ რიგში მას იცავს საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონი. აღნიშნული კანონით ვირტუალურ ოპერატორებზე ვრცელდება ანალოგიური ვალდებულებები, რაც - ქსელის ოპერატორებზე: „მაგთიკომზე", „სილქნეტსა" და „ვიონი საქართველოზე". ამას გარდა, MVNO-ს დაშვების საკითხი კომუნიკაციების კომისიამ 20 წლიანი ევროპული გამოცდილების გაზიარებით მოამზადა, სადაც პერსონალური მონაცემების დაცვისა და კიბერუსაფრთხოების ძალიან მაღალი სტანდარტი არსებობს. ამას გარდა, ვირტუალური ოპერატორები ყველა ევროპულ ქვეყანაში ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის მიერ დადგენილი პროტოკოლითა და გაიდლაინებით ხელმძღვანელობენ და სწორედ ანალოგიური პროტოკოლი გავრცელდება საქართველოში. აღსანიშნავია, რომ დღეს მსოფლიოში მრავალი ვირტუალური ოპერატორი ოპერირებს, მრავალწლიანი პრაქტიკის მანძილზე კი, არ არსებობს არც ერთი ცნობილი ქეისი, რომ ვირტუალური ოპერატორების დაშვებას რომელიმე ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცულობისთვის რაიმე ზიანი მიეყენებინა. აღსანიშნავია, რომ სატელეკომუნიკაციო სფეროს მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიები 4 წელია კომპანია „მაგთიკომს" ქსელზე დაშვების მოთხოვნით მიმართავენ, რისი ვალდებულებაც კომპანიას კანონით აქვს. ამის მიუხედავად, მცირე კომპანიები „მაგთიკომისგან" წლებია პასუხსაც კი ვერ იღებენ. ეს გარემოებაც აჩვენებს, რომ კომპანიისთვის ბაზრის ლიბერალიზაცია და თავისუფალი დაშვება მიუღებელია. მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი (MVNO) არის მობილური მომსახურების მიმწოდებელი ისეთი ოპერატორი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ქსელი და ინფრასტრუქტურა და მობილური მომსახურებების მიწოდებას ახორციელებს სხვა ოპერატორის ქსელის მეშვეობით. მსოფლიო მასშტაბით 80-მდე ქვეყანაში, მათ შორის აშშ, გერმანიაში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, 1300-ზე მეტი ვირტუალური ოპერატორი არსებობს, რომელთა უპირატესობა ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში თვალსაჩინოა. 2010-დან 2018 წლამდე MVNO-ების რაოდენობა 61%-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, MVNO-ების აბონენტების რაოდენობა 220 მილიონს აჭარბებს, რაც მსოფლიოს მთლიანი სააბონენტო ბაზის 2.46%-ს შეადგენს. დღეს ყველაზე მეტი 139 ვირტუალური ოპერატორი აშშ-შია, ხოლო 53 ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველაზე დიდი საბაზრო წილი ვირტუალურ ოპერატორებს დანიაში აქვთ. არსებული პროგნოზებით, 2022 წლისთვის MVNO-ების რაოდენობა 18%-ით გაიზრდება და 260 მილიონ აბონენტს მიაღწევს, ხოლო 2024 წლისთვის ვირტუალური ოპერატორების ბაზრის ღირებულება 40%-ზე მეტით გაიზრდება. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, MVNO ეფექტური საშუალებაა ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებისთვის. ვირტუალურ ოპერატორებს საუკეთესო მაჩვენებლები აქვთ აბონენტის კმაყოფილების ხარისხის ყველა პარამეტრით. კომპანიები მარტივად ერგებიან აბონენტების მუდმივად ცვალებად მოთხოვნებს, რადგან შესაძლებლობა აქვთ მომხმარებელს მათთვის ხელსაყრელი შეთავაზებები გაუკეთონ, რაზეც ტრადიციული ოპერატორები არ ფოკუსირდებიან”,_ ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ... ...
  • საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi- სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდასაქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (“CARTA”)-ს ფარგლებში შედგა და მხარეებს შორის მეექვსე წარმატებულ გარიგებას წარმოადგენს. ფინანსური რესურსი ბანკს შესაძლებლობას მისცემს, კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო პროდუქტები შესთავაზოს. “მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკი თავის ერთგულ პარტნიორ Citi-სთან ერთად ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს. ეს ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, ვაჭრობის დაფინანსების კუთხით ჩვენი პოზიცია კიდევ უფრო განვიმტკიცოთ და ჩვენს მომხმარებლებს მათზე მორგებული ფინანსური რესურსი შევთავაზოთ. მსგავსი დაფინანსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ რთულ პერიოდში, როგორც კორპორატიული, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ექსპორტ-იმპორტის ტრანზაქციებში. ჩვენი მიზანია, მათთვის საიმედო ფინანსურ პარტნიორად დავრჩეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს დიდი ხნის პარტნიორს კიდევ ერთი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ვიმედოვნებ, რომ კიდევ მრავალი წარმატებული შეთანხმება შედგება მომავალში ჩვენ შორის.”- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. „ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენს პარტნიორთან, საქართველოს ბანკთან გრძელვადიანი ურთიერთობით. უკვე მეექვსე წელია ვაჭრობის დაფინანსების უზრუნველყოფის კუთხით ვაღწევთ შეთანხმებას ქვეყნის ერთ–ერთ წამყვან საფინანსო ინსტიტუტთან. ეს ტრანზაქცია არის ძალიან კარგი მაგალითი ჩვენი საერთო და მუდმივი მცდელობისა, ხელი შევუწყოთ საქართველოს საბანკო სექტორის ზრდას, უფრო ფართო მნიშვნელობით კი წავახალისოთ ძირითადი განვითარებადი ბაზრები“,- განაცხადა ჩაფიქ ჰადადმა, Citi-ს ფინანსური ინსტიტუტებისა და საკორესპონდენციო ბანკინგის, სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების ხელმძღვანელმა EMEA-ს ქვეყნებში. ... ...
  • თიბისის მხარდაჭერით თბილისში ვეგანური კაფე SEED გაიხსნათიბისის პროგრამა „სტარტაპერის" მხარდაჭერით, თბილისში, გ.ტაბიძის 24 ნომერში ცოტა ხნის წინ  ახალი  ვეგანური კაფე  - SEED გაიხსნა, რომელიც გამორჩეული ადგილია ჯანსაღი და გემრიელი კერძების, სასიამოვნო გარემოსა და ახალი გემოების აღმოჩენის მოყვარულებისთვის. SEED-ის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ გემრიელი კერძების დაგემოვნებასთან ერთად, მას საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს - აქ სტუმრებს დამფუძნებლები დეტალურად აცნობენ თითოეული კერძის შექმნის ისტორიას და მისი მომზადების პრინციპებს. "სიჯანსაღე ჩვენი აღქმით,  გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ კონკრეტული სახის  დიეტა ან ვარჯიში. ეს არის მთლიანი ცხოვრების სტილი. ჩვენი მთავარი მისიაა ადამიანების ცხოვრების ტრანსფორმაციაში შევიტანოთ თუნდაც ძალიან მცირე როლი. ვაჩვენოთ ყველას, რომ ვეგანური სამზარეულო არც რაიმე დიეტის ჩამნაცვლებელია და არც რომელიმე კერძის კონკურენტი",  - ამბობს SEED-ის დამფუძნებელი, ლაშა ყანჩაველი. Seed-ის მენიუ ჯანსაღი, მრავალფეროვანი და განსხვავებულია. ამჟამად კომპანიის გარშემო 6 ადამიანი ერთიანდება. გუნდის მიზანი კი მომხმარებლისთვის განსაკუთრებული კერძების მომზადება და შეთავაზებაა. SEED-ის დამფუძნებლები ამბობენ, რომ წინ დიდი გეგმები აქვთ. უახლოეს მომავალში კომპანია Glovo-სა და Wolt-ზეც გამოჩნდება, რაც მომხმარებელს ვეგანური კერძების სახლიდან გაუსვლელად დაგემოვნების შესაძლებლობას მისცემს. ... ...
  • გარყვნილი ქმედებისთვის არასრულწლოვანი, მასზე ძალადობისთვის კი 1 პირია დაკავებულისაგარეჯოს მუნიციპალიტეტში გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი, ხოლო მასზე ძალადობის და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით 1 პირი 1989 წელს დაბადებულ ბ.ქ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა სხვა არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, რის შემდეგაც მას ძალადობისთვის ბრალდებულმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ყურის არეში დაზიანებები მიაყენა. პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 126-ე და 117-ე მუხლებით ... ...
  • თხილის მზარდი ფასი: დღეს, ოზურგეთში, „ბერძნულა“ 7,50 ლარი ღირსბოლო ერთი  კვირის განმავლობაში, ოზურგეთში,  თხილის ფასის  ყოვლდღიური მატება  შეიმჩნევა. დღეს, დილიდან, ერთი  კილოგრამი „ბერძნულა“ შვიდლარნახევრი ღირს, ხოლო „გულშიშველა“ _ ექვსი ლარი. გუშინ ორივე სახეობა 50 თეთრით ნაკლები ღირდა. მოქალაქეებს ის უკვირთ, რომ თუ ზოგ პუნქტში გაუტეხავადაც იბარებენ, ვიზუალის მიხედვით, რატომ ტეხენ ზოგიერთები. _ რა ვქნათ, ჩვენ ხარისხს გულშიც ვაკვირდებით და მხოლოდ გარეგნულ  ეფექტს ვერ დავეყრდნიბით, - გვეუბნებიან თხილის მიმღები პუნქტების ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...