"ჯვარი აიღეს და მის ადგილზე მშენებლობა წამოიწყეს"

მთავარი თემა

"ჯვარი აიღეს და მის ადგილზე მშენებლობა წამოიწყეს"

2011 მარ 6 11:30:03

დაწყებულ მშენებლობას აქ მცხოვრები ახალგაზრდები აპროტესტებენ და როგორც "გურია ნიუსს" უთხრეს, მათთვის მიუღებელია სკვერში რაიმე სახის შენობის აგება.

 

"ვარდების რევოლუციის" სახელობის სკვერი, სამი წლის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა ბესო გელენიძემ და გურიის საპატრულო სამსახურის, ასევე ყოფილმა უფროსმა დავით ცირდავამ აღადგინეს.

"ერთ დღეს მივდივართ და სამშენებლო მასალები გვხვდება დაყრილი, არავინ არ იცის, რას აკეთებენ. ნებართვა 32 კვადრატზეა გაცემულიო და ფუნდამენტი 62 კვადრატზე გააკეთეს. რაც ყველაზე მეტად გვაშფოთებს, ის არის, რომ იქ, სადაც ახლა მშენებლობა წამოიწყეს, ჯვარი იდგა, რომელიც სკვერის გახსნის დღეს აკურთხეს. ნაკურთხი ჯვარი აიღეს და მის ადგილზე რაღაცის მშენებლობა წამოიწყეს", _ გვითხრეს ახალგაზრდებმა.

ასევე ფიქრობენ აქ მცხოვრები ხანდაზმულებიც.

მშენებლობაზე მომუშავე მუშები არ აკონკრეტებენ, რა კეთდება და არც მშენებლის ვინაობას ამხელენ. მეტიც, ერთ-ერთმა მათგანმა იცრუა _ გვითხრა, რომ იქ ცხოვრობდა და მშენებლობის გამო, კმაყოფილებაც კი გამოთქვა. თუმცა, სიმართლის დადგენა არ გაგვძნელებია, რადგან იქაურებმა გვითხრეს, რომ ეს ადამიანი მათ უბანში არ ცხოვრობს _ აღნიშნულ მშენებლობას კურირებს: _ ჩვენ როგორ გეტყვით, რომ აქ რაიმე სახის ობიექტის აშენებას მივესალმებით? ბუნებრივია, ეს ადამიანი დასაქმებულია და მისი ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობს. ჩვენ ამ მშენებლობის წინააღმდეგნი ვართ, მაგრამ ვინ გვყავს პატრონი და ვინ აქცევს ჩვენს აზრს ყურადღებას? _ გვითხრეს მათ.

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამბობენ, მიწის ნაკვეთი კერძო პირის საკუთრებაა და " აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი ვერ მოახდენს გავლენას მშენებლობაზე".

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი თემურ მურვანიძე "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ მშენებლობის ნებართვა 36 კვადრატზე გაიცა და აღნიშნული ნაკვეთი მაია თოიძის კერძო საკუთრებაა.

მურვანიძის თქმით, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, აღნიშნულ ნაკვეთზე ნებართვა 2011 წლის 28 იანვარს გაიცა.

საქართველოს პარლამენტმა საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების, პარკების, ბაღებისა და სკვერების დაცვის შესახებ, დადგენილება 1998 წლის 17 ივლისს მიიღო: "სასწრაფოდ აღიკვეთოს საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების, პარკების, ბაღებისა და სკვერების ხელყოფა, მათი საზღვრების ფარგლებში და მიმდებარე ტერიტორიებზე", _ აღნიშნულია დადგენილებაში.

აქვეა მითითებული, რომ თუ საქართველოს პარკებში, ბაღებსა და სკვერებში უკანონოდ აშენდა ან შენდება მათთვის შეუფერებელი ფუნქციის მქონე ნაგებობები, მკაცრად დაისვას იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც გასცეს ბაღ-პარკების ტერიტორიებზე ფართობების გამოყოფის ნებართვა მშენებლობებისა და სხვა მიზნით.

როგორც "გურია ნიუსთან" საუბარში "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტმა ქეთი თოიძემ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს #687 ბრძანებულებით, განისაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისთვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხა, რომელშიც გარკვევით არის მითითებული, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები განუსხვისებელ ქონებას განეკუთვნება.

მისივე თქმით, "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ კანონის" შესაბამისად, ძირითადი ქონების გასხვისება, შესაძლებელია, თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს ჴ საკრებულოს თანხმობით, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამ ქონებამ დაკარგა თავისი ფუნქციური დანიშნულება.




 ახალი ამბები
  • გახარია:ევროკავშირის და ნატოს წევრობა ერთადერთი გარანტიაა ქვეყნის უსაფრთხოებისთვისსაქართველოს პრემიერ -მინისტრი გიორგი გახარია, დავოსში, ეკონომიკის ფორუმის ფარგლებში  გამართულ თემატურ დისკუსიაზე - New Ambitions for Europe, სიტყვით  გამოვიდა. გახარიამ ოკუპაციაზე, საქართველოს მიღწევებსა და რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირისა და ნატოს წევრობა ქვეყნის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა.  „რამდენიმე ასპექტს მინდა გავუსვა ხაზი: უპირველეს ყოვლისა, აქ ვიმყოფები, როგორც იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერია და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება შემდგარი ფაქტია. ეს არჩევანი ჩვენმა მოქალაქეებმა გააკეთეს. ბოლოდროინდელი სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ბოლო 5 წლის განმავლობაში რეალური და ძალიან ხელშესახები შედეგები გაგვაჩნია: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან და უვიზო მიმოსვლა. თუმცა, გამოწვევებიც გვაქვს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში. უპირველეს ყოვლისა, როდესაც საუბარია ეკონომიკაზე და როდესაც ვფიქრობთ ამ მიღწევების ყველა მოქალაქემდე დაყვანაზე, რათა ქვეყნის რიგითმა მოქალაქეებმა რეალური სარგებელი მიიღონ, დაკავშირებადობის ნაწილში რეალურ პრობლემას ვაწყდებით. ეს არის ჩვენი პირველი რიგის პრიორიტეტი. საქართველოს კარიბჭედ მივიჩნევთ ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის. როდესაც საუბარი გვაქვს ეკონომიკურ პოლიტიკაზე, დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა ტვირთბრუნვისთვის პლატფორმად მოვიაზრებთ საქართველოს. სრულად ვაცნობიერებთ და გვესმის, რომ საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას გულისხმობს. როდესაც საუბარია უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა, პრობლემებს ვხედავთ შავ ზღვაში. შავი ზღვა უპირველესი პრიორიტეტია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვისაც. ეს ჩვენთვის ახალი განზომილებაა. ჩვენ საქართველოს როლს დასავლეთის პარტნიორად ვხედავთ. ამ შემთხვევაში, როდესაც საუბარია ევროპასა და საქართველოს შორის სამომავლო ურთიერთობებზე, რა თქმა უნდა გვესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლის თამაში შეგვიძლია უსაფრთხოების ნაწილში. როდესაც უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, თანამშრომლობას ვგულისხმობთ შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში. ყირიმის ამბების შემდეგ გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხი. მეორეს მხრივ, როდესაც საუბარი გვაქვს ეკონომიკაზე, მეტი თანამშრომლობა გვჭირდება ევროკავშირთან და ამისთვის მეტი აქცენტი უნდა გავაკეთოთ დაკავშირებადობაზე. როდესაც ქვეყანაში ძლიერი საკანონმდებლო ჩარჩო არსებობს, მაგ. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, მაგრამ სახმელეთო საზღვარი არ გვაქვს ევროკავშირთან, ეს რეალურ პრობლემებს ქმნის და ეს ის გამოწვევაა, რომელიც უნდა გადაიჭრას. ეს არის ჩვენი მიზანი მომდევნო წლების განმავლობაში და მას შავ ზღვაზე დაკავშირებადობის გაზრდის საშუალებით მოვახერხებთ. სრულად ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ რეალური პოლიტიკური საკითხების განხილვის ისეთი საშუალება არ გვაქვს, რაც ორგანიზაციის წევრობა ან ურთიერთობის გაღრმავებაა, მაგრამ ჩვენის მხრივ მზად ვართ ჩვენი საშინაო დავალება შევასრულოთ. მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის შანსი რომ ევროკავშირს დაუახლოვდეს. ჩვენთვის ევროკავშირში და ნატო-ში წევრობა ერთადერთი გარანტიაა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ასე ვხედავთ საქართველოში ევროპასთან თანამშრომლობის პერსპექტივას. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო ყოველთვის იყოს განხილვის თემა როდესაც თქვენ - ჩვენი მეგობრები - ევროპის მომავალზე ისაუბრებთ. გამოწვევებით სავსე რეგიონში ვართ და როდესაც ამ სამეზობლოს შეხედავთ რუკაზე, თავადაც დარწმუნდებით ამაში. აქტუალურია ოკუპაციის საკითხი. ყველას კარგად გახსოვთ, რომ ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ მხოლოდ მშვიდობიანი გზით კონფლიქტის გადაჭრაზე იკისრა ვალდებულება. ეს პირობა მივეცით ჩვენს მეგობრებს. როდესაც საუბარი გვაქვს არსებულ სიტუაციაში მოქმედებაზე, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ჩვენს მეგობრებთან - შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან - ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ გადავრჩეთ ამ გამოწვევებით სავსე რეგიონში - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის ფორუმის ფარგლებში  გამართულ  დისკუსიაში მონაწილეობა ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტებთან და ბიზნესლიდერებთან, მათ შორის “ვოლვო ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად მიიღო.   ... ...
  • კობახიძე:კონგრესმენების წერილი უხეშ ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავსამერიკელი კონგრესმენების წერილს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალიტებთან განაცხადა, წერილი უხეშ ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს, მათ შორის, 20 ივნისის ღამეს ძალის გამოყენებისა და ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ ნაწილში. ირაკლი კობახიძის ამბობს, რომ  მმართველ პარტიას აუცილებლად მოახდენს რეგირებას წერილში არსებულ ფაქტობრივ უზუსტობებთან დაკავშირებით, მათ შორის, უშუალო კომუნიკაციის ფორმით. კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ განცხადებებს ერთიდაიგივე დეპუტატები ... ...
  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორი აირჩიაიუსტიციის უმაღლეს საბჭომ დამოუკიდებელ ინსპექტორად ზურაბ აზნაურაშვილი აირჩია. მან საბჭოს 9 წევრის მხარდაჭერა მოიპოვა. ცნობისთვის, ზურაბ აზნაურაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატიც იყო. დამოუკიდებელი ინსპექტორის ვაკანსიაზე სულ 42 კანდიდატი დარეგისტრირდა, თუმცა, საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება მხოლოდ 20-მა კანდიდატმა შესძლო. დღევანდელ გასაუბრებაზე კი  9 ... ...
  • რა გახდა ზუგდიდში ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზილაბორატორიულად დადასტურდა, რომ ზუგდიდში 22 წლის ახალგაზრდა გრიპის B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძეს თქმით, ინფორმაცია, რომ თითქოს ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა, არ შეესაბამება სიმართლეს. „რა თქმა უნდა, სამწუხარო ინფორმაციაა ახალგაზრდა ქალბატონის გარდაცვალება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივუსამძიმრო მის ოჯახს. ის ინფორმაცია, რაც გავრცელდა, რომ თითქოს ახალგაზრდა კორონავირუსით გარდაიცვალა არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს უკვე ლაბორატორიულად არის დადგენილი. აღებული იყო ნიმუში და სწორედ 2 საათის წინ დასრულდა კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში, სამწუხაროდ აღნიშნული გარდაცვალების შემთხვევა დაკავშირებულია გრიპთან. ლაბორატორიულად გრიპის B ტიპი დადგინდა. ეს ამ სეზონზე გრიპის გამო, ლაბორატორიულად დადგენილი გარდაცვალების მე-3 შემთხვევაა. თქვენი საშუალებით მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ არ აყვნენ დეზინფორმაციას, ამ შემთხვევაში არავითარ კორონავირუსთან საქმე არ გვქონია“, - განაცხადა ამირან ... ...
  • თურქი მინისტრი: რატომ არ ვიწვევთ საქართველოს ნატოში"ნატო-ს ჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა"_აღანიშნული განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა და აღნიშნა, რომ დასავლეთს რუსეთის პროვოცირება არ სურს, რის გამოც, საქართველოს ნატოში შესვლაზე შეთანხმებულები არ არიან.  „არ მესმის რატომ არ მოვიწვიეთ საქართველო ან რატომ არ გავააქტიურეთ საქართველოს წევრობის გეგმა.  გვაკრიტიკებენ, რომ რუსეთთან შედარებით უკეთესი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ჩვენი დასავლელი მეგობრები არ არიან შეთანხმებულნი, რომ მოიწვიონ საქართველო, რადგან მათ არ სურთ რუსეთის პროვოცირება. ჩვენ გვჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა. ჩვენ გვჭირდება გაფართოება და საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი“,_  განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ შეიცვლება მსოფლიოს მოსახლეობა

მსოფლიოს მოსახლეობა უკანასკნელი 200 წლის...

რომელი ფერი დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

სამი საუკეთესო დედამთილი

მშვილდოსანი - როგორც წესი ვერასოდეს...

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...