"დანაშაული მიმიძღვის ბანკის წინაშე და მზად ვარ ამისთვის პასუხი ვაგო"

მთავარი თემა

"დანაშაული მიმიძღვის ბანკის წინაშე და მზად ვარ ამისთვის პასუხი ვაგო"

2012 დეკ 27 19:18:46

"ჩემი დაკითხვის საკითხი ეხება კომპანია "ლოგოს" და ამხანაგობა "თეთრი სახლის" თემას,რომელიც კავშირშია ბანკ „ქართუს“თან. ვაპირებ აქტიურად ვითანამშრომლო გამოძიებასთან ყველა დეტალზე, რაც უკავშირდება ბოლო წლების ურთიერთობას ბანკ "ქართუ"-სთან  ამ კომპანიებთან მიმართებაში, რომლებსაც ბევრი "სასიქადულო პარტნიორი ჰყავდა", თუმცა ლეგალურად და ფაქტობრივად დღეს ეს თემა ჩემთან ასოცირდება.

ნებისმიერი შედეგის დადგომის მიუხედავად, როგორც არ უნდა დამთავრდეს გამოძიება, მე მივიღე გადაწყვეტილება,რომ აქტიურ ბიზნესს თავს ვანებებ და ამის სამ ძირითად მიზეზს მოგახსენებთ:

1) მიუხედავად იმისა,რომ სხვადასხვა მედიის საშუალებით,ლამის ერთადერთი ბიზნესმენი ვიყავი ბოლო 1 წლის მანძილზე, რომელიც ღიად თანამშრომლობდა მედიასთან, მათ შორის საგამოძიებო გადაცემებთან, ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას როგორც ამ კონკრეტულ პრობლემაზე, ასევე ბანკი „ქართუ“–ს თემაზე. მუდმივ კავშირზე ვიყავი ბანკის ახალ მენეჯმენტთან და არასდროს გავურბოდი (პირადად ვაქტიურობდი) მათთან ღია ურთიერთობას და კომუნიკაციას, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში.მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, ჩემთან ასოცირებული კომპანიების შემთხვევა, თვისებრივად განსხვავდება იმ კლასიკური სქემისგან, რაც განხორციელდა ბანკთან მიმართებაში, მე მაინც გარკვეული დანაშაული მიმიძღვის ბანკის წინაშე და მზად ვარ ამისთვის პასუხი ვაგო კანონის მთელი სიმკაცრით. ვსარგებლობ შემთხვევით, და ბოდიშს მოვუხდი ბანკი „ქართუ“–ს ყოფილ და ამჟამინდელ დამფუძნებლებს, ასევე დირექტორატს, ნებსით თუ უნებლიეთ შექმნილი პრობლემების გამო.

2) მეორე მიზეზი, რის გამოც ბიზნესიდან მივდივარ, გახლავთ ჩემთვის სრულიად გაუგებარი პიარი და განცხადებები, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა რამდენიმე კვირის წინ, სადაც მხილებული ვიყავი, როგორც მონაწილე დანაშაულებრივი სქემისა და შემდგომ, ამის ტირაჟირება გაგრძელდა ბანკის მესვეურების მიერ. ბოლო აკორდი გახლდათ ინფორმაცია, რომ მე სხვა რამდენიმე კომპანიასთან ერთად, ბანკთან შევთანხმდი პრობლემის მოგვარებაზე. მე არ გახლდით საქართველოში ოჯახური პირობების გამო რამდენიმე ხანი. ვადასტურებ, რომ პირველად ვარ დღეს გამოძახებული საგამოძიებო სამსახურში და არც რაიმე შეთანხმებას ბანკ „ქართუსთან“ ადგილი არ ჰქონია. ვაპირებ აქტიურად ვითანამშრომლო გამოძიებასთან, და მგონია, რომ მხოლოდ ამის შემდგომ, რაც სასამართლო და სხვა წინარე საგამოძიებო პროცედურები იქნება გავლილი, იქნებოდა შესაძლებელი ჩემი დამნაშავედ ან სულაც კაციჭამიად შერაცხვა. მიმვმართავ შსს–ს და ბანკ „ქართუ“–ს, რომ უახლოეს დღეებში გამოასწორონ გამოძიების დასრულებამდე ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებული შეცდომა ჩემი დანაშაულებრივი სქემაში მონაწილეობის გამოცხადების შესახებ, რითაც უხეშად დაირღვა როგორც უდანაშაულობის პრეზუმცია, მოხდა ბიზნესმენის შერჩევითი პრინციპით და გაუგებარი იარლიყების მიკერებით დასახელება. ასევე, წარმოუდგენლად მიმაჩნია, შსს–ს ამ შინაარსის განხადების შემდეგ, სრულიად შელახული საქმიანი რეპუტაციით, გავაგრძელო ბიზნესის კეთება.

3) და ბოლოს – ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ აპოგეას მიაღწია კონფორმიზმა ბიზნესის მხრიდან. დეტალიზებას არ შევუდგები, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სრულიად სხვადასხვა კალიბრის ბიზნესმენები ვართ, მე ვირჩევ რომ არ მქონდეს საზოგადოებაში სოციალური სტატუსი ბიზნესმენისა. ეს ჩემი პირადი არჩევანია. ვიდრე ბიზნესი არა ღირსების, არამედ დაცინვის ან კონფორმიზმის ალიტერაციაა."




 ახალი ამბები
  • საირმის საკარანტინო ზონა მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში, საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად,  სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში  არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ. ... ...
  • რომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას კარანტინის დროსრომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ ისაუბრა. „აუცილებლად იმუშავებენ სააფთიაქო ქსელები და სურსათის მაღაზიები. რა თქმა უნდა სრული ხელმისაწვდომობა ექნება ჩვენს მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებაზე. იმუშავებენ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები, ტელევიზიები, ბენზინგასამართი სადგურები ასევე საფოსტო მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი. ყველა ის მუნიციპალური სერვისი, როგორიც არის წყალი, დენი, გაზი. იმუშავებს სურსათის მომარაგების მთელი ჯაჭვი, რომელიც საჭიროა მაგალითად პურის საცხობები და თონეები“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. მინისტრის თქმით მზა კვების ობიექტები დისტანციური მიწოდების რეჟიმით იმუშავებენ, ასევე ფუნქციონირებას გააგრძელებენ მიტანის სერვისებიც. „ყველაფერი ის, რაც გარდაუვალი და აუცილებელია ჩვენი ფუნქციონირებისთვის, მასთან დაკავშირებული საქმიანობა, როგორიც არის თუნდაც სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა, რომელიც არის საჭირო სასურსათო მაღაზიების უზრუნველყოფისთვის, ესეც ბუნებრივია იმუშავებს. გარდა ამისა, როდესაც უკვე ვსაუბრობთ ეკონომიკის სხვა მიმართულებებზე, სადაც შესაძლოა კითხვის ნიშნები არსებობდეს, ეს თუ ის საწარმო რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ამ შემთხვევაში ასევე ჩვენ, მაგალითისთვის თუნდაც ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც უფრო მკაცრი საკარანტინო პირობები იქნა შემოღებული, იქაც კი სოფლის მეურნეობის და ეკონიმიკის სამინისტროს მიერ იყო განსაზღვრული ის ობიექტები, მაგალითად კონცერნი „მარნეული“ რომელიც საკონსერვო პროდუქციას აწარმოებს დ აგრძელებს მუშაობას“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. ... ...
  • ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამომხმარებლო პროდუქტების შესაძენად ადგილობრივ ბიუჯეტიდან 50 000 ლარამდე დაიხარჯება. ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტებს სახლში ... ...
  • დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდებაქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება. საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის „მეტროპოლიტენით“ გადაადგილება იკრძალება. აკრძალვა, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის, ასევე, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე იმოქმედებს. „აღნიშნულ პერიოდში, დედაქალაქის მასშტაბით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული - ავტომანქანაში, მძღოლის ჩათვლით, უნდა მოთავსდეს მხოლოდ სამი ადამიანი. მათგან ორი ადამიანი, უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, გარკვეული დისტანციის დაცვით. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ტაქსის მძღოლებს, რომ მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“,_ ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ... ...
  • რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები წესდება ქვეყანაშისაქართველოში ხვალიდან საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდატის საათი ამოქმედდება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. რას ითვალისწინებს აღნიშნული მდგომარეობა ქვეყანაში, რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულ პროფესორს, კონსტიტუციონალისტ კოტე ჩოკორაიას ესაუბრა. „პრემიერ-მინისტრის განცხადებას ვუსმინე, რაც გულისხმობს პირველ რიგში შეზღუდვებს გადაადგილებასთან დაკავშირებით, ანუ მნიშვნელოვანი შეზღუდვებია. იკრძალება ყველა ტიპის სატრანსპორტო გადაადგილება ქალაქებს შორის, გარდა ავტომობილისა, მათ შორის თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა. გადაადგილება მხოლოდ ავტომობილით არის შესაძლებელი და იქაც თავისი წესებია. 3 ადამიანზე მეტი არ შეიძლება, რომ იყოს ავტომობილში. მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რაც აქამდე არ იყო 3-ზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვაა და ასევე მნიშვნელოვანი შეზღუდვა ეხება  70 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებს, რომელთაც პრინციპში ეკრძალებათ გამოსვლა და მეოთხე, ესაა ე.წ. კომენდატის საათი. ეს არის უბრალოდ გადაადგილების შეზღუდვა, საკარანტინო შეზღუდვის კომპონენტი, როდესაც ადამიანებს ეკრძალებათ საღამოს 9-დან დილის 6-ამდე გამოსვლა. იმისთვის, რომ უფრო მარტივი აღსაქმელი ყოფილიყო ამიტომ თქვეს ე.წ. კომენდატის საათი. კომენდატის საათი ცოტა სხვა რაღაცებს მოიცავს თავის თავში, თუმცა, შინაარსით ამას ჰგავს. ე.წ. კომენდატის საათი, ნიშნავს იმასაც, რომ ადამიანებმა მგზავრობა ისე უნდა დაგეგმონ, რომ გადაადგილება არ გახორციელდეს 9 საათის მერე“,_ გვითხრა ჩოკორაიამ. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის კიდევ უფრო მკაცრი სახით ამოქმედება კორონავირუსთან ბრძოლას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...