ერთლარიანი საავადმყოფოები და 8 ლარიანი ექიმები _ ჯანდაცვის "რეფორმა" ქართულად

მთავარი თემა

ერთლარიანი საავადმყოფოები და 8 ლარიანი ექიმები _ ჯანდაცვის "რეფორმა" ქართულად

8 იან. 2013, 15:41:47

ასეთი "მაღალანაზღურებადი" შედეგით დასრულდა კომპანია "ალდაგის" "რეფორმა", რომელიც ფიქსირებული ანაზღაურებიდან გამომუშავებაზე გადასვლას ითვალისწინებდა მიზნად. დიალოგი ექიმებთან არ შედგა, უფრო სწორად, შედგა ამ ფორმით: "ვისაც არ მოგწონთ, შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ!"

ასეთია დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდნენ თავიანთ პაციენტებს და იმ საქმეს, რომელიც კომპანია "ალდაგისთვის" მხოლოდ ბიზენესია, საიდანაც მოგება უნდა მიიღონ.

ექიმები ამბობენ, რომ გამომუშავებაზე გადასვლა იყო აბსოლუტურად მიზანმიმართული პოლიტიკა მათ წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავდა მედპერსონალის შემცირებას. "გურია ნიუსთან" საუბრისას, ისინი აღნიშნავენ, რომ პაციენტების გადინება ხელოვნურად ხდებოდა, რის მთავარი მიზეზიც ის გახლდათ, რომ "ალდაგს" და მის შვილობილ კომპანიას, სამედიცინო ცნტრში ელემენტარული ჰიგიენური პირობებიც კი არ ჰქონდათ მოწესრიგებული, აღარ არის საუბარი თანამედროვე ტექნიკურ აღჭურვილობაზე.

"არის ანტისანიტარია, სივიწროვე, სამშობიარო ბლოკის გვერდით კარდიოლოგიური პალატებია, 10-საწოლიან მელოგინეთა და ორსულთა განყოფილებას (ამას ზედ ემატება მედპერსონალიც) ერთი საერთო სველი წერტილი აქვს, ონკანიც აქვეა განთავსებული და ჭურჭელიც აქ ირეცხება. ბავშვთა განყოფილებას კი ონკანი საერთოდ არ გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფრის შესახებ პირველი დღიდანვე იცოდა "ალდაგის" წარმომადგენელმა, "ჩემი ოჯახის კლინიკის" საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორმა გიგა ნემსაძემ, მდგომარეობა უცვლელი რჩება," _ ამ სახის საჩივარი შევიდა მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის სახელზე 2012 წლის 2 ნოემბერს, რომელსაც ხელს 140 მედპერსონალი აწერდა.

გარდა ამისა, მედპერსონალს, რომელიც წინაასახლწლოდ, სახლში 8 და 10 ლარიანი ანაზღაურებით გაუშვეს, დღემდე არ აქვს პასუხი კითხვაზე, _ რა პრინციპით დაიანგარიშეს მათთვის გაცემული ხელფასები.

მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ნუნუ ბერიძე, "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მიიღო წერილობითი პასუხი გამომუშავებული თანხის დეტალური აღწერილობის შესახებ.

მენეჯერმა, რომელსაც საკითხთან დაკავშირებით მიმართა და განუმარტა, რომ წერილობითი პასუხი სასამართლოში წარსადგენად ჭირდებოდა, ასეთი პასუხი გასცა: _ სასამართლოს თუ დაჭირდება, თვითონ გამოითხოვს ამის შესახებ ინფორმაციასო.

სასამართლომდე საქმე ჯერ არ მისულა, მაგრამ ექიმების საჩივრის მოკვლევა უკვე დაიწყო პროკურატურამ. ქობულეთის პროკურატურაში უკვე იყვნენ დაკითხვაზე "ქობულეთის სამედიცინო ცენტრის" მენეჯერი ნიკოლოზ ჭეჟია და ამავე ცენტრის იურისტი ლაშა რომანაძე. გარდა მენეჯერისა და იურისტისა, პროკურატურაში ის გათავისუფლებული მედპერსონალიც დაიბარეს, რომლებსაც სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელობამ რეზერვისტობა და კვირაში ერთხელ სიარული შესთავაზა და ისიც იმ პირობით, თუკი ექიმები თანახმა იქნებოდნენ მათთვის პროცენტი გაეყოთ.

ამ პირობის შედეგად, კიდევ უფრო "სოლიდურ" ანაზღაურებასთან გვაქვს საქმე: მარტივი არითმეტიკული ლოგიკის თანახმად, თუ 50 ლარად "შეფასებული ექიმი" დათანხმდება, რომ 30% ექთანს გაუყოს, მივიღებთ 15 ლარიან ექთანს და 35 ლარიან ექიმს, რასაც ზედ დაემატება გასაიდუმლოებული შრომითი ხელშეკრულებები, რომელსაც ექიმები უკვე მეორე თვეა, უშედეგოდ ითხოვენ...

საიდუმლო კონტრაქტი და უპასუხოდ დატოვებული 100 ექიმი...

2012 წლის 22 ნოემბერს, შპს "უნიმედი აჭარის ქობულეთის სამედიცინო ცენტრის" 100-მდე თანამშრომელმა განცხადებით მიმართა ამავე ცენტრის მენეჯერს ნიკოლოზ ჭეჟიას. მედპერსონალის მოთხოვნა აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო, ისინი საკუთარ შრომით ხელშეკრულებებ ითხოვდნენ:

"გთხოვთ, წერილობით მოგვაწოდოთ პასუხი მედპერსონალის შრომით ხელშეკრულებას რომელი თარიღიდან გაუვიდა ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვაწოდოთ ახალი შრომითი ხელშეკრულება" _ ნათქვამია განცხადებაში, რომელზეც პასუხი "ალდაგი ბისიაის" და მის შვილობილ კომპანიას დღემდე არ აქვს. შესაბამისად, ექიმებმა არც ის იციან, რა წერია იმ ხელშეკრულებაში, რომლის თანახმადაც მათი ანაზღაურება 8, 10 და 14 ლარს შეადგენს...

ლევან ვარშალომიძის ბრძანება _ საავადმყოფოები 1 ლარად!

ქობულეთის სამედიცინო ცენტრი, ზღვის პირას, პრესტიჟულ ადგილას მდებარეობს და საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეც არის განთავსებული.

2011 წლის 11 ნოემბრით დათარიღებულ N199 ბრძანებაში, რომელსაც ხელს აჭარის მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე აწერს, ვკითხულობთ:

"შპს უნიმედი აჭარას" პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ნარჩენ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად 1 (ერთ) ლარად საკუთრებაში გადაეცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, თანახმად 1 დანართისა.”

ბრძანებით განსაზღვრულია საპრივატიზაციო პირობებიც, რომელიც გულისხმობს ქობულეთის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო სერვისების უწყვეტობის შენარჩუნებას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვით და შესაბამისი საკადრო რესურსებით.

ამავე ბრძანების თანახმად, "შპს უნიმედი აჭარას” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის N218 დადგენილების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის (თუ რომელიმე სადაზღვევო ორგანიზაცია რაიმე მი-ზეზის გამო ვერ ასრულებს დადგენილ წესებს ან ვალდებულებებს დაზღვეულების მიმართ და არსებობს ამის შესახებ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება, მაშინ დაზღვეულები გადანაწილდებიან იმავე პროპორციით, რა პროპორციითაც არიანგადანაწილებული დანარჩენი დაზღვეულები სხვა კომპანიებს შორის.) შესრულებამდე, იჯარის ფორმით,სიმბოლურ ფასად 1 ლარად (ერთ) ლარად, სარგებლობაში გადაეცა ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში არსებული სამედიცინო დაწესებულებების უძრავი ქონება.

მთელი ეს ერთლარიანი მემკვიდრეობა, ნახევარ წელიწადში "ალდაგი ბისიაის" და მის შვილობილს გადაეცა, რადგან 2012 წლის მაისში, შპს "უნიმედი აჭარა ქობულეთის სამედიცინო ცენტრში" შევიდა "ალდაგი ბისიაი" და სამედიცინო ცენტრმა ფუნქციონირება მისი მმართველობის ქვეშ დაიწყო.

წინასაარჩევნოდ გაიაფებული და არჩევნების შემდეგ გაძვირებული მომსახურება

ქობულეთის სამედიცინო ცენტრის ექიმების პროტესტი რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა, რომელსაც “გურია ნიუსი” სისტემატურად აშუქებდა. მედპერსონალი კომპანიის მხრიდან ფარული საბოტაჟის მცდელობაზე საუბრობს და რეაგირებას ჯანდაცვის მინისტრისა და მთავარი პროკურორისგან ითხოვს.

"წინასაარჩევნო პერიოდში "ალდაგი ბისიაიმ" გადაწყვიტა შეემცირებინა ტარიფები და სექტემბრის თვეში კონსულტაცია გახდა 10 ლარი, ამჟამად კი ეს მომსახურება 25 ლარს შეადგენს, 400-ლარიანი მშობიარობა გახდა 600 ლარი; 290-ლარიანი რეანიმაცია _ 450 ლარი. ერთი ღამის საფასური სამკურნალოდ შემოსული პაციენტებისთვის, თანაც ყოველგვარი პირობების გარეშე, 100-ლარი ღირს. კლინიკაში არსებულმა ფასების შეცვლამ მოსახლეობაში გამოიწვია უკმაყოფილება და მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. გარდა ამისა, გაზრდილი ფასების გამო, პაციენტების მხრიდან არაერთხელ ჰქონია ადგილი ექიმების სიტყვიერ შეურაცხყოფას.

სიტუაციის შესასწავლად, ჩამოსული იყო ვინმე ვანო ბოკერია, რომელიც წარსდგა, როგორც "ალდაგი ბისიაის" წარმომადგენელი, მან კლინიკის დათვალიერების შემდეგ გამოხატა აღშფოთება არსებული პირობების გამო და განგვიცხადა, რომ ექიმებს ანაზღაურება ექნებათ გამომუშავების შესაბამისად. აღნიშნულ განცხადებას ექიმებში მოჰყვა აღშფოთება, რადგან საკურორტო სეზონის შემდე, ბუნებრივია, პაციენტთა ნაკლები რაოდენობა ფიქსირდებოდა, რასაც ემატებოდა ისიც, რომ შეუსაბამო პირობების გამო, პაციენტებს აღნიშნულ დაწესებულებაში მკურნალობა არ უნდოდათ. ამ ყველაფერს ზედ ერთვოდა არჩევნების შემდეგ გაორმაგებული ფასები,” _ ნათქვამია მთავარი პროკურორის და ჯანდაცვის მინისტრის სახელზე დაწერილ საჩივარში, რომელსაც ხელს 140 მედპერსონალი აწერს.

დასჯილი ექიმები და შეცდომაში შეყვანილი ჯანდაცვის მინისტრი

პროტესტის პასუხად, კლინიკის ხელმძღვანელობამ ზომები მიიღო და ექიმებს, რომელთაც საკუთარ შრომით ხელშეკრულებებსაც კი არ აცნობენ, ტესტირება დაუნიშნა. დაგეგმილი ტესტირების შესახებ ერთი დღით ადრე აცნობეს.

"ქობულეთის სამედიცინო ცენტრის" თანამშრომლებს - ექიმებს და ექთნებს, 11 დეკემბერს, ღამით შეატყობინეს, რომ მეორე დილით, 15 კითხვიანი ტესტი 45 წუთში უნდა დაეწერათ, მანამდე კი გასაუბრების გავლა მოუწევდათ.

ექიმების თქმით, "ქობულეთის სამედიცინო ცენტრის" მენეჯერმა ნიკა ჭეჟიამ 10 დეკემბერს, ერთ-ერთ კონფერენციაზე, სხვათაშორის აღნიშნა, რომ დაწესებულების თანამშრომლებს ზოგად უნარებში ტესტირება ჩაუტარდებოდათ.

_ ამის შემდეგ გაჟღერდა, რომ საავადმყოფოს თანამშრომლები აქციის გამართვას აპირებდნენ. სამშაბათს, 11 დეკემბერს, საღამოს, თბილისიდან "ალდაგი ბისიაის" მთავარი მენეჯერი ნინო ვახანია ჩამოვიდა, რის შემდეგაც ნიკა ჭეჟიამ განყოფილებების გამგეები დაიბარა და უთხრა, ყველა ექიმს და ექთანს ტესტირებაზე გამოიყვანთ. არ გამოვლენ და ვერც ერთი მათგანი ახალ საავადმყოფოში ვერ გადავაო... ნიკა ჭეჟიამ აღნიშნა, ეს საკითხი რეანიმატოლოგებსა და ვიწრო სპეციალისტებზე არ ვრცელდებაო, რადგან ცოტანი არიან. ტესტირება ეხება პირველად ჯანდაცვას, ქირურგიას, თერაპიას და გინეკოლოგიას - სამეანო სამშობიარო სახლს. შეხვედრა ღამით, თერთმეტის ნახევარზე დამთავრდა და ამის შემდეგ დაიწყეს თანამშრომლებთან გადარეკვები, რომ მეორე დილით გასაუბრება უნდა გაევლოთ და ტესტი დაეწერათ. თანამშრომლების ნაწილი ტესტირებაზე გავიდა. ძალიან ბევრი დააშინეს, თუ არ გამოხვალთ, ხელფასს არ გამოგიწერთო და ა.შ. პირადად მე, ტესტირებაზე გასვლას არ ვაპირებ. „ალდაგს“ უნდობლობას ვუცხადებ... ტესტირებაზე შეიძლება 100 ქულა მოვაგროვო, მაგრამ აქ არსებული უსამართლობიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ვერ ჩააბარეო მითხრან... ბატონ სერგეენკოს გამყრელიძის სახით ძალიან ცუდი მრჩეველი ჰყავს. ამირან გამყრელიძის შვილი ნიკა გამყრელიძე და სიძე კოკაია, ორთავე "ალდაგი ბისიაის" ლიდერები და ლობისტები არიან ...“ - ამბობს "ქობულეთის სამედიცინო ცენტრის" მეან -გინეკოლოგი ქეთევან ნოღაიდელი.

ქობულეთის "სამედიცინო ცენტრის" სამეანო განყოფილების გამგე გუჯა ჩანტლაძე ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ ექიმებს ტესტირების შესახებ წინა დღეს გააგებინეს.

_ 11 დეკემბერს, საღამოს, თბილისიდან ჩამოსული იყო ქალბატონი ნინო ვახანია... ამავე დღეს, დილის საათებში ითქვა, რომ ტესტირება უნდა ჩატარებულიყო. საღამოს კი ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდა. ამ დროს სამსახურში მხოლოდ განყოფილებების უფროსები ვიყავით. ექიმებს ტესტირების შესახებ ჩვენ პირადად გავაგებინეთ... უკვე 2 დღეა, ექიმები დადიან და ტესტირებას აბარებენ. სამეანო განყოფილებიდან ტესტირებაზე ჯერ არავინ გასულა. ნაწილი ფიქრობს, რომ დაწეროს ტესტი, ნაწილი უარს ამბობს, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან _ განაცხადა ჩანტლაძემ ჩვენთან საუბრისას.

ვწუხვარ, რომ ამაზე ხაზის გასმა მიწევს, მაგრამ მცდარი ინფორმაცია გაქვთ, მე შემიძლია დაზუსტებული ინფორმაცია მოგაწოდოთ. მათ გამოუცხადეს, რომ ტესტირება ჩაუტარდებოდათ, რომლის მიზანიც თანამშრომლების საკონკურსო შერჩევა იქნებოდა. მაგრამ არა მეორე დღეს. ტესტირების ნიმუში გამოგზავნილია ჩვენთანაც, რომ ყველაფერს გავეცნოთ. მეორე დღეს დანიშნული ნამდვილად არ ყოფილა... ეს არის იმიტომ, რომ ტესტებს გაეცნონ... არანაირი ფორსმაჟორი იქ არ ყოფილა, _ ასეთი პასუხი გაგვცა ჯანდაცვის მინისტრმა ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე, რომელიც ერთ ღამეში დაგეგმილ ტესტირებას ეხებოდა. როგორც მოგვიანებით გახდა ჩვენთვის ცნობილი, ინფორმაცია მინისტრისთვის თავად “ალდაგი ბისიაის” წარმომადგენლებს მიუწოდებიათ... თუმცა, ჩვენს მიერ მოპოვებული ფაქტები და კომენტარები აშკარად მოწმობს იმას, რომ ვიღაცა შეგნებულად ცდილობს მინისტრის შეცდომაში შეყვანას.

არშემდგარი ფარული გარიგება _ ყოფილი მენეჯერის კომენტარი ექსკლუზიურად "გურია ნიუსისთვის"

როგორც "გურია ნიუსს" საავადმყოფოს ყოფილმა მენეჯერმა სამედიცინო დარგში ზაალ მიქელაძემ (მან პროტესტის ნიშნად დატოვა კლინიკა) უთხრა, ბოლო დაანგარიშებით, რომელიც ბუღალტერთან ერთად აწარმოვა, "ქობულეთის სამედიცინო ცენტრის" მოგება, ყველანაირი ხარჯის და დაზღვევის გამოკლებით, 400 000-იდან 450 000 ლარამდე შეადგენდა. ამას თან ემატებოდა ერთლარიანი იჯარა ანუ საავადმყოფოს შენობა მუქთად. შესაბამისად, სამედიცინო ცენტრს არ ჰქონდა საქმე ისე ცუდად, რომ თანამშრომლების შემცირება დაეწყო და ელემენტარული სამუშაო პირობები ვერ შეექმნა მედპერსონალისთვის.

ზაალ მიქელაძე, "გურია ნიუსთან” დეტალურად საუბრობს იმ სქემაზე, რომელიც მას ჩვენი ოჯახის კლინიკის ხელმძღვანლობამ თბილისში შეხვედრისას შესთავაზა და რის გამოც მან პროტესტის ნიშნად დატოვა სამედიცინო ცენტრი.

"ჩემი ოჯახის კლინიკის"ხელმძღვანელობის მოთხოვნა იყო: 1) 39 თანამშრომელის გათავისუფლება 2) სახელფასო განაკვეთის შეცვლა,თითქოს გამომუშავებით,რეალურად სადაც მაღალია დატვირთვა, ისინი დატოვეს ფიქსირებულ ანაზღაურებაზე (რეანიმაცია). გამომუშავება შეეხო მხოლოდ გადახდისუნარიან პაციენტებს და არა დაზღვეულებს,მაშინ როცა რაიონში არის 32000 დაზღვეული მოქალაქე (სახელმწიფო პრემია 416000 ლარი), აქედან ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ მომსახურებაზე (ყველა ექიმ-სპეციალისტის ხელფასი,ექოსკოპიური,რენდგენოლოგიური კვლევა) გამოიყო 2900ლარი ანუ მთელი ბონუსის მხოლოდ 1%-იც კი არა…”

ყველაზე საინტერესო დეტალი კი, რაზეც ყოფილი მენეჯერი საუბრობს, დაზღვეული ბავშვების ხარჯზე "მიღებული ხეირი" გახლავთ:

"მე, როგორც პედიატრს, უარი მითხრეს დაზღვეული ბავშვების მიღებაზე იმ მოტივით, რომ როგორც მოთხოვნად სპეციალისტს, დაზღვეულიც გამეშვა სალაროში "ქვითრისთვის" (მიღება არჩევნების შემდეგ გახადეს 25 ლარი). ესეც ხელფასზე დანამატი "შენც იხეირებ და ჩვენცო". თუნდაც ეს სამი პუნქტი,რომელსაც ვერ მოეძებნებოდა ლოგიკური ახსნა (თუმცა, არც არავის უცდია განმარტებები, ეს იყო იმპერატიური ტონი), საკმარისი იყო ე.წ. თანამშრომლობაზე უარის სათქმელად. ძალიან მიჭირს აქტიურ მოღვაწეობას მიჩვეული ასეთ ყოფაში რომ აღმოვჩნდი, მაგრამ მჯერა, რომ სიმართლისათვის ბრძოლას მოყვება ოცნებების ასრულება” _ აცხადებს ზაალ მიქელაძე "გურია ნიუსთან”

დავით სერგეენკო: "მე ვიქნები ექიმების ადვოკატი და შუამავალი...”

მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მცდელობისა, კონკრეტულ კითხვებზე პასუხები ვერც "ალდაგი ბისიაისგან” მივიღეთ და ვერც "ჩვენი ოჯახის კლინიკისგან." ერთი პრესსამსახური მეორესთან გვამისამართებდა, მეორე კი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. ჩვენს მიერ გაკეთებული განაცხადიც თითქმის ყველა სტატიის შემდგომ, რომ მზად ვიყავით გამოგვექვეყნებინა კომპანიის პოზიცია მათი სურვილის შემთხვევაში, უპასუხოდ რჩება დღემდე.

კომენტარის გაკეთება ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს ვთხოვეთ, რომელმაც საკმაოდ სრული პასუხი გაგვცა იმ სამომავლო გეგმებზე, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებში ფინანსური და შრომითი ურთიერთობების მოგვარებას ითვალისწინებს”

"გამიჭირდება დაგისახელოთ საქართველოში სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც ამ მიმართულებით არ აქვს პრობლემა. საქართველოს მასშტაბით ალბათ ერთი ხელი მეყოფა და მარტივია ჩამოგითვალოთ ისეთი სამედიცინო დაწესებულებები, სადაც ფინანსური და შრომითი ურთიერთობები მოგვარებულია. ეს არის რეალობა, რაც ჩვენ გვაქვს. ალბათ თქვენთვის საინტერესო იქნება კითხვა, - რას ვაკეთებთ, რას ვაკეთებდით და რა გვაქვს დაგეგმილი იმისთვის, რომ საკითხი მოგვარდეს.

აქ არის ბევრი პრობლემა, რომელიც შეგვიძლია სამ ჯგუფად გავყოთ. ერთი არის ინფრასტრუქტურული პრობლემა. უამრავი სამედიცინო დაწესებულების კოლექტივს, მათ შორის ქობულეთის საავადმყოფოსაც აქვს ასეთი შეხედულება და პოზიცია, რომ მათთვის მიუღებელია მენეჯმენტის ის გუნდი, რომელიც ახლა ახორციელებს მართვას. მათი მოთხოვნაა და არა მარტო ამ ადამიანების, არამედ ძალიან ბევრი დაწესებულების, რომ საავადმყოფოები სახელმწიფო მართვაში დაბრუნდეს. ეს ერთი ნაწილი. ამ მიმართულებით. უკლებლივ ყველა კონტრაქტის შესწავლა მიმდინარეობს. სტატუსის განსაზღვრა, მარტო ჯანდაცვის რესურსით არ ხდება. დღეს, ამ სამედიცინო დაწესებულებების დიდი ნაწილისთვის საკონტრაქტო ინფრასტრუქტურული კუთვნილებითი სტატუსი საკმაოდ ბუნდოვანია.

მეორე, რაც შეეხება სახელფასო ანაზღაურების რაოდენობას, უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც მთავრობის ინიციატივით შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც შრომით ურთიერთობებს და სოციალურ დიალოგს განსაზღვრავს. ამ პერიოდში, კომისია უმეტესად დაკავებული იყო სამრეწველო ობიექტებში გაფიცული პერსონალის პრობლემების მოგვარებით, თუმცა კომისიის ფუნქციებში შედის ასეთი საკითხის რეგულირება და ვალდებული ვარ, ხაზი გავუსვა ამას. ერთი შეხედვით, შეიძლება ეს სამთავრობო კომისია ინერციული სტრუქტურა ჩანდეს, მაგრამ იგი ძალიან სწრაფი, მოქნილი სტრუქტურაა და ძალიან სწრაფი რეაგირება შეუძლია გააკეთოს.

ჩემს კოლეგებს ვთხოვდი, რომ ეს ინსტრუმენტი გამოვიყენოთ. მე ვიქნები მათი ადვოკატი, შუამავალი და ამ თემის აქტიური მართვა უწყებათაშორისი კომისიის ფორმატით დავიწყოთ. სხვა მხრივ, ჯერჯერობით, სანამ შრომით კოდექსში ცვლილებები არ შევა, ჩვენ კანონიერი ბერკეტი არ გაგვაჩნია მივუთითოთ დამქირავებელს, რომ 80 ლარი კი არ გადაუხადო, გადაუხადე მინიმუმ რაღას X თანხა. ამაზე მიდის მუშაობა, ეს მალე იქნება, მაგრამ ახლა ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტი შრომითი ურთიერთობების და დიალოგის ეს კომისიაა. დამერწმუნეთ, რომ ეფექტური და ქმედითი ინსტრუმენტია.

ამ საკითხის კურატორად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, დავით ლომიძე დაინიშნა. 24 საათიან რეჟიმში მიდის ინტენსიური მუშაობა კანონის ფარგლებში. არ მინდა ვიხმარო სიტყვა ვაიძულოთ, მაგრამ უნდა შევასრულებინოთ თავისი ვალდებულებები. არ ვიცი, რამდენად სრულად შევძელი გამეცა პასუხი თქვენს კითხვაზე, მაგრამ ძირითადი მიმართულებები ასეთია,” _ განაცხადა დავით სერგეენკომ.

პ.ს. 1 იანვარს, დაგეგმილი იყო, რომ ქობულეთის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები იმ ახალ კლინიკაში გადასულიყვნენ, რომელიც ქობულეთშივე, სადგურის ტერიტორიაზე შენდება. გარდა იმისა, რომ აღნიშნული ტერიტორია ეკოლოგიურად არ არის უსაფრთხო და ამის შესახებ არაერთგზის იქნა გაცხადებული კომპეტენტური პირების მხრიდან, აღმოჩნდა, რომ არც შენობა ყოფილა უსაფრთხო. როგორც "გურია ნიუსს" ქობულეთიდან აცნობეს, დღეს, ახალი შენობის მესამე სართულის ჭერი ჩამოინგრა...




 ახალი ამბები
  • სახელმწიფო ინსპექტორმა ბავშვის ინტერესების დამრღვევი ადვოკატი სამართალდამრღვევად ცნო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არასრუწლოვანის და მისი ოჯახის შესახებ პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამავრცელებელი ადვოკატი ლ. კ. სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით - 500 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, 2020 წლის 26 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა: „პროფილის“ ეთერით ნაჩვენები იქნა კვიპროსის რესპუბლიკიდან ჩეხეთის მოქალაქე არასრულწლოვანის საქართველოში გადადაგილების ისტორია, რაც ინიცირებული იქნა არასრულწლოვანი დედის მონაწილეობით და საზოგადოებას მიეწოდა არაერთი მცდარი ფაქტი ბავშვის ე.წ. „გატაცებისა“ და „უცნობი“ ადგილსამყოფელის თაობაზე. გადაცემის სოციალურ ქსელში განთავსების შემდგომ არასრულწლოვანის დედამ და მისმა წარმომადგენელმა - ადვოკატმა არაერთი შეტყობინება გამოაქვეყნეს გვერდზე, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებდნენ „დაკარგული“ არასრულწლოვანის „მოძებნას“ და ამ პროცესში აქტიურ დახმარებაზე. როგორც არასრულწლოვანის დედამ, ასევე მისმა წარმომადგენელმა - ადვოკატმა გადაცემის გვერდზე გამოაქვეყნეს ა. არასრულწლოვანის ფოტო-მასალა, ბ. მამის ფოტო-მასალა დედასთან - ბავშვის ბებიასთან ერთად, გ. მამის შესახებ გამოაქვეყნეს მცდარი განცხადებები, რომ ის არის ძებნილი პირი, დამნაშავე, ყოფილი მეუღლე და სხვა. გამოქვეყნებული ფოტოები გააზიარეს Facebook-ის მომხმარებლებმა, რომლებიც ერთმანეთს მოუწოდებდნენ, რომ ბავშვის, მამის და ბებიის თავშეყრის ადგილებში შემჩნევის შემთხვევაში, მიღებულყო გადამჭრელი ზომები. ორგანიზაცია ცალსახად განმარტავს, რომ არასრუწლოვანი დედის წარმომადგენელმა - ადვოკატმა, მხარის მოთხოვნის მიუხედავად, პირადი Facebook-ის გვერდიდან არ წაშალა 2020 წლის 11 მარტს გამოქვეყნებული არასრულწლოვანის ფოტო-მასალა, ხოლო 2020 წლის 22 მარტს გამოაქვეყნა დედა-შვილის ფოტო და გაავრცელა შემდეგი სახის ინფორმაცია, რომ მამამ დედას შვილი „წაართვა“ და „დამნაშავე“ საქართველოს „აფარებს“ თავს. ასევე, ადვოკატმა 2020 წლის 26 მარტს, გადაცემის ეთერში გასვლის შემდგომ, ასევე პირადი Facebook-ის გვერდზე, გადაცემის გაზიარებასთან ერთად, გამოაქვეყნა შემდეგი სახის ინფირმაცია, რომ „ბავშვი გადამალა მამამ“. მსგავსი შინაარსის შეტყობინებები, აგრეთვე მრავლადაა გადაცემა: „პროფილის“ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, რომლის მტკიცებულებებიც წარედგინა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს. ორგანიზაციის სამართლებრივი დასაბუთებით, ადგილი ჰქონდა თანხმობის გარეშე, განსაკუთრებული პერსონალური მონაცემის დამუშავებას, გავრცელებას, რომელიც წარმოდგენილია არასრულწლოვანის, თავისი მამისა და ოჯახის კიდევ ერთი წევრის - არასრულწლოვანის ბებიის ფოტო-მასალის გავრცელებასთან. ამასთან, ადგილი ჰქონდა დასახელებულ პირთა მიმართ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებას - არასრულწლოვანის გატაცებაზე, მამის სისხლის სამართლის დამნაშავედ მიჩნევისა და მასზე ძებნის მიმდინარეობის თაობაზე, რაც აშკარად ლახავს მხარის პირად არაქონებრივ ინტერესებს, ლახავს მამის ღირსებას და არ ემსახურებოდა არასრულწლოვანის კანონიერ ინტერესებს, რომლის მიმართაც არსებობს მომეტებული საჯარო ინტერესი. ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანის დედის მიზანმიმართულ ქმედებათა ჯაჭვს, რომელსაც მხარდაჭერას უცხადებდა მისი წარმომადგენელი ადვოკატი, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს არასრულწლოვანის, მისი მამისა და ბებიის ფოტომასალის გავრცელებას სოციალური მედიის - Facebook-ის მეშვეობით. სამწუხაროდ, ადვოკატი არღვევდა სასამართლოს მითითებას და დახურული სხდომის მიუხედავად, სადაც საქმეთა მასალებით არ დასტურდება მამის ძებნის, არასრულწლოვანის დაკარგვის ან ადგილსამყოფელის მიუგნებლობის ფაქტი, ამავე საშუალებებით ავრცელებდა საწინააღმდეგო მოსაზრებებს. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის 2020 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით აღნიშნულია, რომ 2020 წლის 21 აპრილის წერილით, ადვოკატს ეთხოვა მომჩივანი მხარის განცხადებაში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით ინფორმაციის წარმოდგენა არაუგვიანეს 28 აპრილისა. შემდგომში, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, ადვოკატს გაუხნგრძლივდა მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენის ვადები და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატისთვის დოკუმენტიის წარდგენა დაევალა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდგომ. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ადვოკატმა საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან (2020 წლის 23 მაისიდან) გონივრული ვადის გასვლის მიუხედავად, სამსახურისთვის მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარუდგენია. 2020 წლის 4 და 18 ივნისს, ადვოკატს წარმოსადგენილი ინფორმაციის შესახებ ხელმეორედ ეთხოვა. ასევე, ეთხოვა დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის მიზეზების განმარტება. სამსახურმა დაადგინდა, რომ ადვოკატს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოთხოვნის წერილები. 2020 წლის 30 ივნისს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზნით, ადვოკატი დაბარებულ იქნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. ამავე წერილით მას კიდევ ერთხელ ეთხოვა შეხვედრაზე შესაბამისი ინფორმაციის (მათ შორის დადგენილ ვადაში ინფორმაციის წარმოუდგენლობის თაობაზე განმარტების) წარმოდგენა. 2020 წლის 2 ივლისს, ადვოკატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის შესახებ ინფორმაცია მიუწოდებია. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გადაწყვეტილების მიხედვით, ადვოკატი გამიზნულად თავს არიდებდა მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენას, რამაც გააჭიანურა განცხადების განხილვის პროცესი და აღნიშნულის შედეგად, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა, მოცემულ დრომდე, ვერ შეძლო შეესწავლა მონაცემთა სუბიექტების მონაცემების დამუშავების კანონიერება. ადვოკატი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და მას შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. „ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა, „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში, მსჯელობს ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის, არასრულწლოვანის კვიპროსის რესპუბლიკაში შესაძლო დაბრუნების ან საქართველოში საცხოვრებლად დატოვების საქმეზე. დასახელებულ საქმეზე სამართალდამრღვევი ადვოკატი სწორედ დედის - ოლივია ანტონის ინტერესებს წარმოადგენს, რომელმაც, ამავე პალატამ, 2020 წლის 5 ივნისს, ბავშვის საქართველოდან გადაადგილება (გაყვანა) აუკრძალა. 2020 წლის 30 მარტს, ადვოკატის მიერ პროფესიული მოვალეობების შესრულების პროცესში სავარაუდო დარღვევების შესახებ, წერილობით ეცნობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს. ასოციაციის თავმჯდომარის 2020 წლის 29 აპრილის წერილით, განმცხადებელს ეცნობა, რომ „დასაფასებელია ის სულისკვეთება, რასაც ადვოკატის პროფესიის იმიჯსა და რეპუტაციაზე ზრუნვა ჰქვია“. ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ სურვილი გამოთქვა ასოციაციის მოდავე წევრებვს შორის მომრიგებლად (მედოატორად) გამოსულიყო, თუმცა განმცხადებელმა დამატებითი წერილით ასოციაციას აცნობა, რომ საკითხი შეეხებოდა არა კოლეგებს შორის დავას, არამედ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის ქმედებებს და განმცხადებელი ვალდებული იყო პროფესიული მოვალეობების განხორციელების პროცესში დარღვევებზე, ოფიციალურად ეცნობებია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის.  ... ...
  • #გადაარჩინეხადა - ხადის ხეობის დასაცავად პეტიცია შეიქმნახადის ხეობის გადასარჩენად საერთაშორისო პეტიცია შეიქმნა. პეტიცია “გადავარჩინოთ უნიკალური ხადის ხეობა” საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო ბანკებს მოუწოდებს, რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთი ხადის ხეობის გავლით არ აშენდეს. “უნიკალური ისტორიულ-კულტურული ღირებულებისა და ტურისტული პოტენციალის მქონე ხადის ხეობას საფრთხე ემუქრება”, - ნათქვამია პეტიციაში, რომლის ინიციატორებიც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები, ბიომრავალფეროვნების ექსპერტები და გარემოს დამცველები არიან. საქართველოს მთავრობასთან ერთად,  პეტიციის ადრესატები არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და აზიის განვითრების ბანკი - ის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის პროექტს აფინანსებენ. პეტიციის ხელმომწერები ითხოვენ: დაუყოვნებლივ შეჩერდეს ქვეშეთი-კობის გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები; საზოგადოების ფართო ჩართულობით შემუშავდეს ჩრდილოეთ-სამხრეთი დერეფნის მონაკვეთის ალტერნატივა; პროექტის შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ჩატარდეს აუცილებელი წინასწარი კვლევები; ხადის ხეობა დაცულ ლანდშაფტად გამოცხადდეს, რათა დაცული იყოს ხადის ბუნებრივ-კულტურული გარემო და ხელი შეეწყოს მდგრადი ეკოტურიზმის განვითარებას.  “ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ყველანაირ ოფიციალურ მეთოდს მივმართეთ იმისათვის, რომ ხადის ხეობა გადაგვერჩინა, მაგრამ იმის ნაცვლად რომ მთავრობას ჩვენთვის და სპეციალისტებისთვის მოესმინა, მშენებლობა დაიწყო. ვფიქრობთ, ეს არ  არის მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ბრძოლა. ხადის ხეობა თუ დავკარგეთ, მას მთელი საქართველო დაკარგავს. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ხადის ისტორიული კულტურული მემკვიდრეობისა და მდიდარი ბიომრავალფეროვნების დასაცავად ყველა გავერთიანდებით”,_ ამბობს ხადის მკვიდრი გიგა ჩოხელი. ხელოვნებათმცოდნე მანანა სურამელაშვილი: „ხადის ხეობის მცირე ტერიტორიაზე თავმოყრილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გასაოცარი სიმრავლე, ტიპოლოგიური მრავალფეროვნება და ფართო ქრონოლოგიური დიაპაზონი ცხადად ადასტურებს მის  უნიკალურობას, რომლის ახსნა ჯეროვან მეცნიერულ შესწავლას საჭიროებს. აქ შემორჩენილ ზოგიერთ ნიმუშს ანალოგი არა აქვს. მათ შორის IX-X სს-ების  ეროვნული მნიშვნელობის სამი ძეგლია. ამას ემატება ხეობის განსაცვიფრებელი ბუნებრივი ლანდშაფტი, მასში ჩაწერილი ტრადიციული სტრუქტურის მქონე  ულამაზესი სოფლებით და მაცხოვრებლებით, რომელთა ხსოვნაში აღბეჭდილი ცოდნა არამატერიალური მემკვიდრეობის ასევე შეუსწავლელი ნაწილია. ეს მთლიანობა დიდი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შემცველ კულტურულ ფენომენს შეადგენს, რომლის მნიშვნელობა სცდება ლოკალურ ფარგლებს. ამის საფუძველზე,  დაუშვებლად მიგვაჩნია, მაგისტრალის ხადის ხეობაზე გატარება, რისთვისაც  უნდა მოხდეს  სხვა, ალტერნატიული მონაკვეთის შერჩევა”. პეტიციის სრული ტექსტის გაცნობა და ხელმოწერა შეგიძლიათ აქ. ... ...
  • შვიდი დაშავებული, მათ შორის ორი არასრულწლოვანი - ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში შვიდი ადამიანი დაშავდა ცოტა ხნის წინ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. "ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას დახვდა 7 დაშავებული, მათ შორის ორი ბავშვია. საჭირო გახდა დამატებითი ჯგუფების გამოძახება. ერთ-ერთ დაშავებულ ქალს აღენიშნებოდა მრავლობითი ტრავმები და იყო შედარებით მძიმე. ყველა მათგანს ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება და გადაყავნილი არიან ფოთის ჰოსპიტალში", _ განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის ხელმძღვანელმა, კესო გელენიძემ. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით ... ...
  • „მხარდაჭერას გამოვხატავთ“ _ „პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში ბრიფინგი გამართეს„ჩვენ არ გვინდა საკითხის პოლიტიზირება და არც ის გვსურს, ვინმემ ასე გაიგოს.   ვხედავთ, რომ საზოგადოება, ჟურნალისტები, ყველა გამოხატავს მხარდაჭერას სასიქადულო სპორტსმენისადმი   და ვერ ვიქნები გულგრილი ამ ფაქტის მიმართ“, _ განაცხადა ბრიფინგის დაწყებამდე  „პატრიოტთა  ალიანსის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ოზურგეთის  საკრებულოს  დეპუტატმა, შოთა გოგიბერიძემ. _ ჩვენ დღევანდელ   ბრიფინგზე   მხარდაჭერას  ვუცხადებთ  ჩვენს  სასიქადულო მამულიშვილს,  ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობში, იური ლომაძეს, რომელიც ახლა საგამოძიებო საქმის ფარგლებში  დაკავებულია, მეგობრებთან  ერთად. თანადგომას ვუცხადებთ  მის ოჯახს,  გურიის მოჭიდავეთა მთელ  თემს. როგორც ინფორმაციაა   გავრცელებული და ვიცით, საქმე  ეხება ოჯახურ კონფლიქტს, როცა ბავშვთან წაიყვანეს მამა  თავისი სურვილით.  ძალადობა  არ ყოფილა.   გარდა ამისა, ისინი არ  იმალებიან.  თავად  მივიდნენ პოლიციაში.  ამიტომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არ არის საჭირო.  გვინდა, მოვუწოდოთ  ჩვენს მართლმსაჯულებას, სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ზედმეტად მკაცრი ნუ იქნებიან.   გაათავისუფლონ ისინი.  აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალოს სახელოვან სპორტსმენს  და  მიეცეს  სპორტული ცხოვრების  გაგრძელების  საშუალება.   ასეთი მიდგომა სტრესულ მდგომარეობაში აყენებს მათ და მოვუწოდებთ  სამართალდამცავებს, გაითვალისწინონ ჩვენი თხოვნა, _ თქვა შოთა გოგიბერიძემ. ბრიფინგის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთელმა წევრებმა კვლავ ისაუბრეს იური ლომაძის, როგორც ძალზე პერსპექტიული, წესიერი,  შრომისმოყვარე ახალგაზრდის  შესახებ, რომელიც არ უნდა დაიჩაგროს, მისი უფლებები  არ უნდა ... ...
  • ნიკო ნიკოლაძის დაარსებულ ისტორიულ სასწავლო დაწესებულებას რეაბილიტაცია უტარდებასამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის დაარსებული ისტორიული სასწავლო დაწესებულება  სრულ რეაბილიტაციას გაივლის. სარეაბილიტაციო სამუშაოები შემოდგომაზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ, ჯიხაიშში  დასავლეთ საქართველოში ყველაზე მასშტაბური აგრარული პროფილის კოლეჯი ამოქმედდება. მოეწყობა თანამედროვე სასწავლო ბაზები, დაინერგება საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნება სოფლის მეურნეობის დარგში ახალი ცოდნის გავრცელების მექანიზმები. დიდ ჯიხაიშში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი დიდი ქართველი მოაზროვნის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო  ნიკოლაძის თაოსნობით, 1925 წელს დაარსდა. არსებობის 95  წლის მანძილზე სასწავლებელმა სახელოვანი და  ნაყოფიერი გზა განვლო, თუმცა 1990-იან წლებში ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ვითარებამ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რღვევამ ისტორიულ სასწავლებელსაც მძიმე დაღი დაასვა. დაწესებულება 2016 წლიდან  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის დაქვემდებარებაშია. სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მომზადდა დიდი ჯიხაიშის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა, რომელიც პირველ ეტაპზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სასწავლო კორპუსის სრულ რეაბილიტაციას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...