თავმჯდომარის ჩიჩილაკი

მთავარი თემა

თავმჯდომარის ჩიჩილაკი

2013 იან 8 17:19:22
ავთანდილ ბერიძემ ბრიფინგამდე ჟურნალისტებს რჩევა მოგვცა: "ბრიფინგზე უნდა გითხრათ ჩემი სათქმელი. ამისთვის ორი საათი ვემზადებოდი. მე ვლაპარაკობ აქ და მერე არ მითხრათ ცალკე ჩაგწერთო. აქვე მკითხეთ, რაც გაინტერესებთ და ორჯერ ნუ მალაპარაკებთ", _ გვირჩია ავთანილ ბერიძემ.

ბრიფინგი შობა-ახალი წლის მილოცვით დაიწყო: "შეგახსენებთ, რომ 1 იანვრის დადგომისთანავე გავრცელდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის საახალწლო მიმართვა. ასევე 7 იანვარს უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები ესწრებოდნენ საშობაო ღვთისმსახურებას", _ გვითხრა ბერიძემ.

"ასევე გუშინ რესტორან "მაილოში" გაიმართა შეხვედრა, სადაც მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები. იყვნენ ბავშვები, თოვლის ბაბუა და გართობა. ცნობისთვის (ამ დროს ჩემკენ მოიხედა, ოდნავ გადმოიწია და ხაზგასმით თქვა. ავტ.) ბიუჯეტის ხარჯი არ ყოფილა. ჩვენ ასეთ საკითხებზე ფულს არ ვხარჯავთ".

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრიფინგი რამდენიმე წუთი გაგრძელდა. თავმჯდომარეს ეტყობოდა, რომ დღესასწაულების მიუხედავად, არ დაუსვენია. საახალწლო თუ საშობაო განწყობისთვის, ტრიბუნაზე, მიკროფონების გვერდით, ჩიჩილაკი იდგა. მცირე ზომის ჩიჩილაკს სუროს 3 გამხმარი ფოთოლი ამშვენებდა. დღესასწაულების მიხედვით ატრიბუტიკით ბრიფინგების "გაფორმება" პიარის სამსახურის აშკარად "კარგ" მუშაობაზე მიუთითებს. საინტერესოა, მაგალითად, მუსულმანურ დღესასწაულ ყურბან ბაირამზე რა დეკორაცია იქნება ტრიბუნაზე _ ყურბნის ხორცი ჯამით თუ ჰალვა? ან ებრაული პასექის დღესასწაულზე "მაცას" მოაწყობენ ირგვლივ? თუმცა, ალბათ ისიც გასათვალისწინებელია, რომ უმაღლესი საბჭო აკურთხეს და აქ მხოლოდ ქვეყნის დომინანტ რელიგიას აღიარებენ.

ბრიფინგის მეორე ნაწილში თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"აჭარის უმაღლესი საბჭოდან თანამშრომელთა მასობრივი განთავისუფლება არ მომხდარა არასოდეს. როგორც მე ვიცი, ნინო გრძელიძემ, უბრალოდ, მოიტყუა. მე ამას ტყუილს დავარქმევ. ქართული სიტყვაა _ როცა ადამიანი არ ამბობს სიმართლეს, ამას ჰქვია ტყუილი. მთლიანობაში, თუ არ მეშლება, დაახლოებით 40 თანამშრომლამდეა გათავისუფლებული. ნაწილი მათგანი წავიდა იმის გამო, რომ ხელშეკრულების ვადა გაუვიდათ; რამდენიმე ადამიანმა დაწერა განცხადება და საკუთარი სურვილით წავიდა. ჩვენი ინიციატივით ეგრეთ წოდებულ, ხაზს გავუსვამ, ეგრეთ წოდებულ "გაგდებას" ადგილი არ ჰქონია," _ ამბობს ავთანდილ ბერიძე.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ გაუგრძელდა იმ თანამშრომელებს ხელშეკრულება, რომელთაც 1 იანვარს ამოეწურათ ამ ხელშეკრულების ვადა, ავთანდილ ბერიძე პასუხობს: "რატომ უნდა გაგრძელებოდა? მან უნდა მომმართოს და მთხოვოს (მე ახლა ბრჭყალებში ვსვამ ჩემს თავს, _განმარტა ბერიძემ). შესაბამისად, ვინც უნდა დაწეროს ბრძანება, იმას უნდა მიწეროს და უნდა მივიდეს და უთხრას, მე, იცით, ხელშეკრულების ვადა მითავდება და ხომ არ გექნებათ სურვილი კიდევ გამიგრძლოთ ხელშეკრულება? ასეთ კითხვაზე აპარატის უფროსმა შეიძლება უპასუხოს ან _ კი, ან _ არა. თუ მჭირდება _ ავიყვან, თუ არ მჭირდება - არ ავიყვან. მაგრამ ასეთი მოთხოვნა იმ თანამშრომლებისგან, გთხოვთ, მე გამიგრძელოთ ხელშეკრულების ვადაო, არ ყოფილა," _ ამბობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი პრემიების საკითხსაც შეეხო. "გურია ნიუსის" ჟურნალისტის კითხვაზე ავთანდილ ბერიძემ შემდეგი პასუხი გასცა.

"გურია ნიუსი": _ ნინო გრძელიძემ განაცხადა, რომ ახალი მოწვევის უმაღლესმა საბჭომ ნოემბერში პრემიები გასცა მხოლოდ ახლად მიღებულ თანამშრომლებზე. თუ იყო ასეთი ფაქტი და გაიცა თუ არა მხოლოდ ახალ მიღებულ თანამშრომლებზე პრემია?

_ არა. მხოლოდ ახლად მიღებულ თანამშრომლებზე პრემია არ გაცემულა, _ გვპასუხობს ავთანდილ ბერიძე.

_ ბატონმა ალეკო ჩიტიშვილმა განაცხადა, რომ გაიცა პრემია.

_ შეეკითხეთ ბატონ ალეკო ჩიტიშვილს. მე გეუბნებით _ მხოლოდ ახლად მიღებულ თანამშრომლებზე პრემია არ გაცემულა.

_ ეს ორაზროვანი პასუხია. სიტყვა "მხოლოდ" რას ნიშნავს? _ საუბარში ერთვება აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი.

_ თქვენ არა, მე ტატოს ვპასუხობ. შემეკითხა მხოლოდ ამ თანამშრომლებზე გაიცა პრემიაო? მე ვპასუხობ, რომ _ არა.

_ ბატონმა ალეკომ თქვა, რომ ძველ თანამშრომლებს მიღებული ჰქონდათ პრემია კვარტალურად 200%-ის ოდენობით და რომ არ მომხდარიყო გადამეტება, ამიტომ არ გაიცა, _ ვაგრძელებ კითხვას და ვცდილობ მივიღო კონკრეტული პასუხი.

_ კანონი ხომ არ დაგვირღვევია? _ ღიმილით მპასუხობს თავმჯდომარე.

_ ანუ ასე იყო? - ვცდილობ დავაზუსტო.

_ ამის შესახებ ხომ გესაუბრეთ წინა ბრიფინგებზე? იყო ეს შეკითხვა, გიპასუხეთ და დეტალურად აგიხსენით ჟურნალისტებს პრემიების გაცემის წესის შესახებ. მაშინ გითხარით, რომ კანონში წერია ასე, სამწუხაროდ, რომ ხელფასი შედგება თანამდებობრივ სარგოსა და პრემიისგან. ამ პრემიას ჩვენ ნუ განვხილავთ, როგორც ჯილდოს. წესით ასეც უნდა იყოს, მაგრამ კანონში ასე ჩამიწერა სააკაშვილმა თავის დროზე. ორი დღის მიღებულ ადამიანმა ორი დღის ნამუშევრის შესაბამისი პრემია მიიღო. ვინც ერთი თვე იმუშავა, ერთი თვის ნამუშევრის შესაბამისი პრემია აიღო. ვინც მიიღო პრემია ოქტომბერში ორი თვისა, მას ნოემბერში, რა თქმა უნდა, პრემია აღარ უწევდა და არ მიუღია, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს მისცეს პრემია წინასწარ, _ ამბობს ავთანდილ ბერიძე.

ავთანდილ ბერიძემ უმაღლესი საბჭოს თანამშრომლის ნინო გრძელიძის ბრიფინგზე გაჟღერებულ ფაქტზე ვკითხეთ _ ნინო გრძელიძემ განაცხადა, რომ საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილებაში სამუშაოდ თავისი კლასელი ვახტანგ თავბერიძე მიიღო.

"მე ბათუმის მე-2 საშუალო სკოლა დავამთავრე 1971 წელს. შესაბამისად, ჩემი კლასელი ჩემი ტოლაა. ანუ ის არის 58 წლის. როდესაც ასე ამბობს თანამშრომელი (იგულისხმება ნინო გრძელიძე) მეორე თანამშრომელზე, რომ ის მხოლოდ ჩემი კლასელია და მეტი არაფერი, 58 წლის მამაკაცზე როცა ამას იტყვის, მე ამას უბრალოდ ვუპასუხებ, რომ ტყუილია. იმ ადამიანს 30-წლიანი ჟურნალისტური გამოცდილება აქვს. ის ადამიანი გაზეთ "აჭარის" დირექტორი იყო წლების განმავლობაში. არაპროფესიონალი და ისტორიის არმქონე ადამიანი აქ, აჭარის უმაღლეს საბჭოში ვერ იმუშავებს. იმ ნიშნით, რომ ვიღაცა ვიღაცის კლასელია ან ბიძაშვილია აქ, უმაღლეს საბჭოში ვერავინ დასაქმდება, _ ამბობს ავთანდილ ბერიძე, _ ისიც ითქვა, რომ მარინა კუპრეიშვილი არის ჩემი მეგობარი. დიახ, მარინა კუპრეიშვილი არის ჩემი მეგობარი. თქვენი მეგობარი არ არის? ვინც ეს თქვა, მისი მეგობარი არ არის? მარინა კუპრეიშვილი, ხომ ყველას მეგობარია? მე მარინა გავიცანი 1989 წელს. 91-ში როდესაც იგი ომში მიდიოდა, მე გავაცილე. და იქ მიდიოდა არა საომრად, არამედ თქვენსავით მიკროფონი ეკავა ხელში და არის ომის ვეტერანი. მე პატივს ვცემ ამ ადამიანებს, ვისაც ბეჭებზე დაათოვა შრომაში. ნებისმიერი, ვინც აქ მოვა, იქნება კვალიფიციური, სპეციალისტი, უმწიკვლო, პატიოსანი. თუ ასეთი ადამიანი შეგვეშალა, მითხარით პირდაპირ, მომახალეთ პირში".

ბრიფინგი ამით დასრულდა, თუმცა, ჟურნალისტებმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრიფინგამდელი რჩევა არ გაითვალისწინეს და ავთანდილ ბერიძეს ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემა ბრიფინგის შემდეგაც ინდივიდუალურად მოუხდა.




 ახალი ამბები
  • ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავესთავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავეს.  დაკავებულს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.  პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა კოტე კემულარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოქრუაშვილის დაცვის წევრს ეს იარაღი არასდროს უტარებია.  „ეს დაჭერები, ეს პოლიტიკური რეპრესიები, აი, ეს ძველი ნაცადი მეთოდები, რომლებსაც ახლა კარნახობენ მას მოსკოვიდან, არ გიშველით. ვერ გარეცხავს იმ სისხლს, იმ თქვენს უკვე დალაქავებულ ისტორიას, თუ დროზე არ გაუშვებთ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ანტისაოკუპაციო მიტინგებში მონაწილეობდნენ, კობა კოშაძეს, რომელიც აბსოლუტურად უდანაშაულოა, ეს დააჩქარებს თქვენს პოლიტიკურ დასასრულს და თქვენც სამართლებრივად აგებთ ყველა ამ მოქმედებაზე ძალიან მკაცრად პასუხს საქართველოს მოსახლეობის წინაშე“, - განაცხადა კოტე ... ...
  • მერიაში რეორგანიზაციის საკითხი, ოზურგეთის საკრებულოს ბიურომ განსახილველად კვლავ გადადოდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის, ეროდი გორდელაძის წინადადებით, გახანგრძლივებულიყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის და მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის საკითხი, კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს. _ კომისიაზე კიდევ განვიხილოთ ეს საკითხი და შემდეგ პროექტი სამართლებრივი დასკვნისთვის გადავუგზავნოთ მთავრობის სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტს,  _ თქვა გორდელაძემ. თუ რატომ გზავნიან ექსპერტიზის დეპარტამენტში პროექტს, ამაზე კომისიის წევრმა დეპუტატებმა ლავრენტი ბიგვავამ, ლევან მგელაძემ, შოთა გოგიბერიძემ და  და სხვებმა იმსჯელეს. _სინამდვილეში არ  უნდა გაიგზავნოს, რადგან არსებული კანონმდებლობით , მერიას არავის თანხმობა არ სჭირდება სამსახურების რეორგანიზაციისთვის და დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მერიას პირველ რიგში უნდა წარმოედგინა თავის დებულებაში ცვლილების შეტანის პროექტი და შემდეგ უნდა ჩაეტარებინა რეორგანიზაცია, _ თქვეს მათ. _ესარ არის ის საკითხი, რომელზეც არ გვემსჯელოს. სამჯერ გვქონდა მიწერილი, წარმოედგინათ  მე-40 მუხლში ცვლილების შესახებ, - თქვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ. როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, მერიის დებულებაში, მე-40 მუხლში წერია, რომ მერია საკრებულოსთან ერთად ატარებს რეორგანიზაციას. ეს მისივე  ინიციატივით იყო შესული. როცა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომ მერს თავად აქვს ექსკლუზიური უფლება, აწარმოოს  რეორგანიზაცია, საკრებულოსგან სამგზის მიმართვის მიუხედავად, შეესწორებინამე-40 მუხლი, მერმა ეს არ გააკეთა. საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ  სიტყვა ითხოვა და  ისაუბრა კარიერებთან დაკავშირებით, სადაც დიდია მოსახლეობის  ვნებათაღელვა. _ მთელი კვირაა, დავა და ჩხუბია. თუ რაღაცნაირად არ ჩავერთეთ ამ პროცესში, შესაძლოა სისხლი დაიღვაროს. იმ კარიერების წარმომადგენლები ჩვენ გვადანაშაულებენ, ძალიან ბევრი ლაფსუსია კანონმდებლობაში, _ თქვა მან. დეპუტატმა გოჩა კილაძემ განაცხადა, რომ ლიცენზიები სწორად არის გაცემული, მოპოვება ხდება კანონდარღვევით. _ პირველი, ვინც ხმა ამოიღო ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე  ჩვენი საკრებულო იყო. ჩემი აზრი ასეთია, მერიამ აუცილებლად უნდა მიმართოს სასამართლოს,  კონკრეტულ პირზე. კანონმდებლობა კარგად არის გაწერილი,  აღსრულება არის ნული. მერიამ მიმართოს სასამართლოს ლიცენზიანტის მიერ დარღვევების თაობაზე, მინიმუმ, ჯარიმა კი არა, დაიჭირონ იქნებ, ვინმე. მე კი არ მინდა ეს, მაგრამ არ მგონია ,სასამართლოს გარეშე ეს მოგვარდეს, _ თქვა დეპუტატმა ლავრენტი ... ...
  • "იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია" _ ივანიშვილი"იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია - ეს განცხადება, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ქართული ოცნების" ლიდერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ და თუ საქართველოს ხელისუფლება რუსოფობიის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, ავიამიმოსვლის აკრძალვა გადაიხედება. ივანიშვილის თქმით, საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მაგრამ "ჩვენ ჩვენები უნდა გავასამართლოთ." "იმის მსურველი, რომ რუსული ბაზარი დაიკეტოს არის ქვეყნის მტერი, საერთოდ ვაჭრობა უნდა შეწყდეს ესეც არის მტრები. რაც შეეხება ეკონომიკას, პოლიტიკურადაც ის, რომ რუსი ტურისტი ჩამოდის იმ ძირითად პრობლემას, რასაც ჰქვია ოკუპაცია, რაშიც ლომის წვლილი "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, მათ მოახერხეს, ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს, დღესაც ასე უნდათ - ტურისტი კი არ უნდათ შემოვიდეს, უნდათ ჯარისკაცი  შემოვიდეს რუსეთის. რომ არა მათი დაუდევრობა, ღალატი, რუსის ჯარი ვერ შემოვიდოდა 2008 წელს. ის არ იფიქროთ, რომ მე ვამართლებ რუსული ჯარის შემოსვლას საქართველოში, ამას არანაირი გამართლება არ აქვს, ჩვენ ყველანი "ქართული ოცნებიდან" ვიყენებთ ტერმინს, რომ 20% ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ, ჩვენები უნდა გავასამართლოთ, როცა გულზე აწერიათ "არა ოკუპაციას" პასუხი უნდა მოსთხოვონ „ნაციონალურ მოძრაობას." ის, რომ ტურისტი შემოდის რუსი, "იმენნა" რუსი საქართველოში, ის რომ ვაჭრობა გვქონდეს ეს არის მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ პოლიტიკოსების დაშვებული შეცდომა აღვადგინოთ, სახალხო დიპლომატია, რასაც ტურიზმი აკეთებს, ვაჭრობა - ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ნორმალური ურთიერთობა აღვადგინოთ,"-აცხადებს ბიძინა ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართებაშინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიგინგი დაინიშნა. ბრიფინგი 14:00 საათზე გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია რა თემაზე იქნება საუბარი ბრიფინგი. თუმცა სავარაუდოდ განცხადება 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი კობახიძე გუნდს გადაეფარა ირაკლი კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა აჟიტირება ამ სიტუაციის. შეცდომა იყო ის, როდესაც ჩაჯდა სპიკერის სავარძელში, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა, მაგრამ ეს არ იყო კობახიძის შეცდომა. მოხერხდა და მოხდა ეს დარღვევა, ამას მოჰყვა ობიექტური აღშფოთება საზოგადოების. კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი, ასეთია გახარიაც. კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, გახარია თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს. გახარიას გადადგომა დღეს სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უდნა დახვდეთ იქ, მოძალადეები უნდა შევიდეს პარლამენტში. ის, რომ ლეგიტიმური იყო პოლიციის ქმედება, მთელმა მსოფლიომ აღიარა. რატომ უნდა გადაგდეს გახარია, „ნაცებს“ უნდათ მარტო, რადგან ძალის გარეშე ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მაგრამ გარწმუნებთ, ვერც ძალით ვერ მოვლენ“, – განაცხადა ბიძინა ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...