ოზურგეთის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორს პროკურატურაში უჩივიან

მთავარი თემა

ოზურგეთის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორს პროკურატურაში უჩივიან

18 იან. 2013, 18:46:47

გთავაზობთ წერილობით განცხადებას, რომელსაც მაკა ჭყონია "გურია ნიუსის" რედაქციას უგზავნის:

"გასულ კვირას გაზეთ "გურია ნიუსის" ვებგვერდზე განთავსებულ სტატიაში, სათაურით "საქორწინო ბეჭედი დავაგირავე, ბავშვებისთვის ტკბილეულობა რომ მეყიდა", ყოველგვარი ეტიკეტის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ, რასაც რესპოდენტი ლადო გიორგაძე, ჩემი მისამართით საუბრობს,  არის სრული ტყუილი და მოგონილი, შეურაცმყოფელი ვერსიები, რაც მინიმუმ შეურაცხყოფა და მაქსიმუმ ცილისწამებაა.

პასუხისმგებლობას  შემცირებული თანამშრომლების  შესახებ არ გავურბივარ, თუმცა, მინდა განვმარტო, რომ რომ ხელშეკრულება შეუჩერდა 2011-2012 წლებში იმ ადამიანებს, რომლებიც საბავშვო ბაღებში კონტიგენტის ზრდასთან დაკავშირებით იქნენ აყვანილი გარკვეული ვადით და თითოეული მათგანი ხელშეკრულების გაფორმების დღიდან ინფორმირებული იყო ხელშეკრულების პირობებსა და ვადასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების შეჩერება დროებით აყვანილ დამხმარე თანამშრომლებზე, გამოიწვია ბიუჯეტში შესულმა ცვლილებებმა. 2013 წლის ბიუჯეტით გათვანისწინებულია საბავშვო ბაღებში ინვენტარის განახლება და ახალი სათამაშოების შეძენა.

მინდა ვთქვა, რომ თითოეული მათგანის ხელშეკრულების შეწყვეტა, ჩემთვის მტკივნეული თემაა, რადგან კარგად მესმის და ვაცნობიერებ მათ მდგომარეობას, ხელფასი, რომელსაც ისინი საბავშვო ბაღში გამოიმუშავებდნენ, იყო მათი შემოსავლის წყარო, მაგრამ ასევე არსებობს კანონიერი ვალდებულებები, რომელიც სამწუხაროდ, მორალურ მხარეს ზიანს აყენებს.

არ შემიძლია არ აღვნიშნო პრესის დამოკიდებულება ზოგადად მოვლენებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ მედიაში ინტერვიუების დაუბალანსებელი სტილი დაინერგა, რომლის წაკითხვის  შემთვხვევაში დამნაშავე და ტირანი აუცილებლად გამოდის ის, ვინც ესა თუ ის რესპოდენტი ისე გაანაწყენა, რომ სამართლის პოვნას ტელევიზიასა და პრესაში, იმ იმედით ეძებს, რომ დამნაშავე დირექტორს განაჩენს ხალხი გამოუტანს.

ახლა კი ციტირების სახით მოვიყვან ბატონ ლადოს ცილისმწამებლურ ბრალდებებს, რომელსაც ის ჩემი მისამართით ავრცელებს:

ამონარიდი "გურია ნიუსის" ვებგვერდზე გავრცელებული ინტერვიუდან:

_ თქვენი აზრით, რა იყო სამსახურიდან დათხოვის მიზეზი?

_ მიზეზი პოლიტიკური შეხედულებები იყო. არ გავითვალისწინე მათი მოთხოვნები, რასაც მავალებდნენ.

_ რას გავალებდნენ?

პირადობის მოწმობისა და ხელმოწერების შეგროვებას, აქტიურობას შეხვედრების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად აქციებზე. რა ვქნა, ვერ გამოვხატე, ვერ გავაკეთე, ვერ გავიზიარე, ვერ შევასრულე მათი მოთხოვნები და ახლა დავისაჯეთ ამის გამო? ახლა კი ყველაზე საშინელი და ფაქტი, რომელმაც სამი მცირეწლოვანის მამა შოკში ჩამაგდო, ისაა, რომ ჩემი მეუღლე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

_ თქვენი მეუღლის გათავისუფლების მიზეზი რა იყო?

_ სამი მცირეწლოვანი შვილის დედა, ქალბატონმა მაკა ჭყონიამ, ე.წ. ბაღების გაერთიანების დირექტორმა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ყველაზე აქტიური მხარდამჭერი და მათი დავალებების უბადლო შემსრულებელია, ცინიკური და ამაზრზენი პასუხით გამოისტუმრა, _ ხელშეკრულებას აღარ ვაგრძელებო. რატომო რომ ჰკითხა, ეს "ნაციონალებს" და ახალ გამგებელს, შარაშენიძეს ჰკითხეო.

მაკა ჭყონია: პოლიტიკური შეხედულება?!  საჯაროდ ვაცხადებ, რასაც ბატონი ლადო ჟურნალისტთან საუბრისას აცხადებს არის სრული ტყუილი. ჩემსა და მის მეუღლეს შორის არ შემდგარა არანაირი სახის საუბარი (არც სატელეფონო, არც პირადი), სადაც მე შემეძლებოდა ცინიკურად და ამაზრზენად მეპასუხა მისთვის. ართუ თეა ხომერიკისთვის, არამედ არცერთი ჩემი თანამშრომლისთვის არ მომითხოვია პირადობის მოწმობები და არცერთი განთავისუფლებული ადამიანისთვის არ გამიცია ზემოთხსენებული პასუხი, "ეს "ნაციონალებს" და ახალ გამგებელს, შარაშენიძეს ჰკითხეო." _ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ, ეს არის ლადო გიორგაძის მიერ მოგონილი ტყუილი.

არ მინდა დავწვრილმანდე, თუმცა არ შემიძლია არ შევეხო სტატიაში ნახსენებ, ჩემს პოეტურობას, რომელიც ასევე გიორგაძის მიერ მოგონილი ტყუილია! პირადად მე, ლექსი არასოდეს არავისთვის მიმიძღვნია.

(სტილი დაცულია)

"გურია ნიუსი" ლადო გიორგაძეს დაუკავშირდა.

_მე ყველა კითხვას გავცემ პასუხს ფაქტებით და დასაბუთებულად. ახლა ვიმყოფები თბილისში და  ვაპირებ ადამიანის უფლებათ დაცვის ორგანიზაციას მივმართო, მივმართავ სახალხო დამცველს, ასევე ბავშვთა დაცვის ორგანიზაციას, იმიტომ, რომ ქალბატონი მაკა ჭყონიას მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლის ფაქტებს ბავშვებზე, როგორ შეიძლება მსგავსი ასაკის ბავშვები, პრეზიდენტის თითქმის ყველა ჩამოსვლაზე, საათობით ჭყლეტაში მოაყოლო? ან ღამის 11 საათზე რესტორანში რა უნდოდა ბავშვებს რამაზ ნიკოლაიშვილის საპატივცემულოდ? ქალბატონმა მაკამ ბაღის ბავშვები გამოიყენა პოლიტიკური სიტუაციისთვის, რომლის ფაქტებიც მაქვს და რაც მთავარია, უპირველესად პროკურატურას მივმართავ, სადაც შემაქვს განცხადება. აუცილებლად შეისწავლონ და გამოიკვლიონ სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის ფინანსური დოკუმენტაცია. ჩაატარონ ფინანსური აუდიტი.  ჩემს მიერ გაკეთებულ განცხადებაში თითოეული სიტყვა არის სიმართლე. ქალაბატონმა მაკა ჭყონიამ ყველა „ნაც.მოძრაობის“ აქტივისტი დატოვა სამსახურში და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სამსახურიდან გამოუშვა. ამ ქალბატონმა გამგებელს გადააბრალა თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ  ქალბატონმა მაკა ჭყონიამ ლექსი მიუძღვნა რამაზ ნიკოლაიშვილს. ღონისძიებაზე დაგეგმილი იყო მისი გამოსვლა, მაგრამ როცა დაინახეს ჟურნალისტები, ეს ლექსი რეპერტუარიდან ამოიღეს, მე ამის დამადასტურებელი ფაქტიც მაქვს, ხელნაწერიც, რომელსაც აუცილებლად გადმოგცემთ.

მივმართავ პროკურატურას, რათა  შეისწავლოს სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელის  ქალბატონ მაკა ჭყონიას საქმიანობა, _ აცხადება ლადო გიორგაძე "გურია ნიუსთან".




 ახალი ამბები
  • საზარელი ავარია ანაკლია-განმუხურის გზაზე - არიან გარდაცვლილებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ანაკლია-განმუხურის გზაზე. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავიდა და ხეს შეასკდა. როგორც „გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა თვითმიხლველმა განუცხადა,  გარდაცვლილია სამი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასრაფო დახმარების ბრიგადები. "გურია ნიუსი" დეტალების გარკვევას ამ წუთებში, შსს-ში ... ...
  • ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ ბაჩალიაშვილის ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებას"„ნაციონალური მოძრაობა", მისი სატელიტი პარტიები და პარტიული ტელევიზიები უმძიმეს „მორალურ" ქმედებებს სჩადიან   და საზოგადოების თვალში ცდილობენ, რომ საზოგადოებას რაიმე შინაარსობრივ დღის წესრიგზე კი არ ესაუბრონ არამედ,  ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებაზე  ესაუბრონ",_ამის შესახებ განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა. ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მათი ქცევა ახალი არ არის. "ეს ჩვენთვის არახალია. ეს არის დღის წესრიგი, რაც ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ გაკოტრებულ ჯგუფებს არაფერი აქვთ საზოგადოებასთან სალაპარაკო. ისინი იყენებენ   ოჯახის ტრაგედიებს, ახდენენ მანიპულაციას, ახდენენ ფაქტების დამახინჯებას და ამით, „ნაციონალური მოძრაობა" და მათი სატელიტები ცდილობენ საკუთარი პარტიული ტელევიზიებით საზოგადოების თვალში კითხვის ნიშნები დასვან გამოძიებასთან მიმართებაში", - განაცხადა  ... ...
  • ვოლსკი: ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ჯერჯერობით ვერ მივედავებით„არც ერთი თემა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ არის, არ არის მხოლოდ ოჯახის და ჭირისუფლის ინტერესში, რომ პასუხი გაეცეს. საზოგადოებას აინტერესებს ამ კითხვებზე პასუხი. გამოძიებას ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით  ვერ მივედავებით იმიტომ, რომ  კონკრეტული განცხადებები არ გაუკეთებია და რაიმე შედეგებზე ჯერჯერობით არ გავსულვართ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ,  გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, კითხვები ბევრია და ამ კითხვებზე პასუხს კომპეტენტური გამოძიება გასცემს. „დანარჩენი,  ყველა პოლიტიკური ინსინუაცია, რასაკვირველია, გამოძიებასაც უშლის ხელს და იმ მიმართულებას ემსახურება, რასაც ჰქვია დესტრუქცია, სტრესული ატმოსფეროს შექმნა და როგორმე დესტაბილიზაციის მიღწევა წინასაარჩევნო პერიოდში ჰქვია", – განაცხადა გიორგი ... ...
  • გლდანის საპატიმროში სამლოცველო მოეწყო (R)N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სამლოცველო მოეწყო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა გიორგის სახელობის იქნება. სამლოცველო მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა დაწესებულების მოძღვართან და სასულიერო პირებთან ერთად აკურთხა.  საზეიმო წირვა-ლოცვას დაწესებულების თანამშრომლები და მსჯავრდებულები დაესწრნენ. ღონისძიების დასასრულს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სამლოცველოს საჩუქრად საეკლესიო ნივთები და ლიტერატურა გადაეცა. ამ დრომდე N8 პენიტენციურ დაწესებულების ტერიტორიაზე სამლოცველო სივრცე არ არსებობდა. ფართი დაწესებულების დირექტორისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით მოიძებნა და მასში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის, ასევე თანამშრომლებისათვის, სამლოცველო ... ...
  • ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი და ექიმი დააკავესთბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ზაფხულში მოქალაქე ნ.ც.-მ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, კლინიკა - შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ს მიმართა, სადაც მას კონსულტაცია ექიმმა ვ.ყ.-მ გაუწია. პაციენტი- ნ.ც. და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს და მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. თუმცა, აღნიშნული ოპერაცია , შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ში 2018 წლის 18 სექტემბერს ექიმმა ვ.ყ.-მ თავად გაუკეთა პაციენტს, ისე რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით ,,ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, ასევე მან ოპერაციაზე დაიხმარა მ.ხ. რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ოპერაციის შემდეგ ნ.ც.-ს ტკივილები განუახლდა, რის გამოც პაციენტმა აღნიშნულ საავადმყოფოს ისევ მიმართა. ვ.ყ-მ დაიყოლია პაციენტი და მისი ოჯახის წევრები განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და რომ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები თავად ჩაატარებდნენ. ნ.ც.-ს განმეორებითი ოპერაცია 2018 წლის 10 დეკემბერს გაუკეთდა და ისევე როგორც პირველი ოპერაცია იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ვ.ყ.-მ და მ.ხ-მ ჩაატარეს. ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პაციენტისთვის ჩატარებული ორივე ოპერაციის დროს კლინიკას გ.ლ. ხელმძღვანელობდა, რომელმაც ჯეროვნად არ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა. ნ.ც.-ს მიმართ დაგეგმილ ოპერაციას, მის მიმდინარეობას, ექიმების შესაბამისი ლიცენზიის არსებობის კონტროლის საკითხს, ასევე პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მოეკიდა დაუდევრად. ვ.ყ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 246-ე მუხლის I ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გ.ლ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეეხება მ.ხ.-ს, იმის გათვალისწინებით, რომ მას საქართველოს ტერიტორია დატოვა და უარს აცხადებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის I ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს“,_ აცხადებენ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...