პრესკონფერენცია თავის მართლების რეჟიმში

მთავარი თემა

პრესკონფერენცია თავის მართლების რეჟიმში

21 იან. 2013, 19:56:43
მას შემდეგ, რაც მამათელი ზაზა ურუშაძე ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატის თემურ ჩხაიძის სასურველ კანდიდატად დასახელდა გამგებლის თანამდებობაზე, ლანჩხუთელებისთვის კარგად ცნობილი ექიმი ამირან ქანთარია მას საქვეყნოდ დაუპირისპირდა. ექიმი გაპოლიტიკოსებულ ბიზნესმენს ქურდულ გარჩევებსა და სხვა არაკანონიერ ქმედებებში ადანაშაულებს.

ურთიერთბრალდებების კასკადი არ წყდება, პირიქით, უფრო და უფრო მწვავდება. ადგილობრივ მედიაში თითქმის ერთი თვეა საინფორმაციო ომია გაჩაღებული, რომელსაც ბოლო აღარ უჩანს.

"გურია ნიუსში" გამოქვეყნებული მასალის პასუხად, რომელშიც ზაზა ურუშაძის პოზიცია იყო გაჟღერებული, ამირან ქანთარიამ წერილი შემოგვთავაზა, რომელიც უკვე გავაცანით მკითხველს.

ეტყობა, ამ თემაზე მომავალი გამგებელი ძალზე მწვავედ რეაგირებს. მის მიერ დღეს ჩატარებული პრესკონფერენცია, სწორედ მასსა და ქანთარიას შორის არსებულ დაპირისპირებას ეძღვნებოდა. ზაზა ურუშაძე მონდომებით ცდილობს დაიცვას თავი და ექიმის ბრალდებებს კონტრბრალდებებით პასუხობს.

წინა კვირაში გამართულ შეხვედრაზე კოალიცია "ქართული ოცნების" შტაბ-ბინაში ურუშაძემ იქეთ დაადანაშაულა გარდაცვლილი შოთა ქანთარია დიდი რაოდენობით ფულის მითვისებაში. ამაზე გარდაცვლილის ძმას მხოლოდ ერთი პასუხი აქვს: "ეს არის უნამუსობა, რომელიც ძველი საქმეების გადასაფარად ჭირდება ურუშაძეს".

პრესკონფრენციაზე ლანჩხუთში გამომავალი ყველა გაზეთის ჟურნალისტები მიიწვიეს. თავად ურუშაძის გარდა, პრესკონფერენციას უძღვებოდა "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ვახტანგ ზენაიშვილი. მის გარდა დარბაზში არ იმყოფებოდა კოალიციის არც ერთი წევრი. პარტია "თავისუფალ დემოკრატებს" წინა შაბათს დახურული შეხვედრა ჰქონდა გამგებლობის კანდიდატთან, რომელზეც, ეტყობა, თანამშრომლობის სურვილამდე მივიდნენ. ზაზა ურუშაძემ არც ის უარყო, რომ ზენაიშვილი გამგებლის მოადგილედ მოიაზრება და რომ ეს მისი ინიციატივაა.

ზაზა ურუშაძე ამირან ქანთარიას ბრალდებებს კვლავ კატეგორიულად უარყოფს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ იძულებული გახდა სასამართლოში შეეტანა სარჩელი და ქანთარიასთვის ცილისწამებისთვის ეჩივლა. მომავალ გამგებელს, რა თქმა უნდა, დიდი სურვილი აქვს, მისი პიროვნების მიმართ გაჩენილი ეჭვები და ბრალდებები გააბათილოს.

ლანჩხუთში ხმები მის ნასამართლეობაზეც დადის, თუმცა, ამ ინფორმაციის მოპოვება სამართალდამცავ სტრუქტურებში ვერ მოვახერხეთ. ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ამ თემას და ყველა მოპოვებულ ინფორმაციას მკითხველისთვის საჯაროს გავხდით.

ზაზა ურუშაძემ, პოლიტიკაში მოსვლამდე, სხვადასხვა სფერო მოსინჯა სამოღვაწეოდ. ამირან ქანთარიას მტკიცებით, "შევარდნაძის მმართველობის დროს იგი უშიშროების სამინისტროს თანამშრომელი იყო და სწორედ ურუშაძის საშუალებით მოხდა მისი ძმის გატაცება და შსს-ში მიყვანა". ურუშაძე არ აღიარებს ამ ფაქტს და ამტკიცებს, რომ მუშაობდა არა უშიშროებაში, არამედ შპს-ში, რომელიც უშიშროების სამინისტროს ბაზაზე არსებობდა. ეს შპს გამოსცემდა გაზეთს "სრულიად არასაიდუმლოდ", ხოლო ურუშაძე რედაქტორის მოადგილე იყო. ქართული ჟურნალისტიკის წინაშე დამსახურებისთვის იგი შევარდნაძეს ღირსების ორდენითაც კი დაუჯილდოებია. მომავალმა გამგებელმა გაზეთის ის ნომერიც დაიმოწმა, რომელშიც ამ დაჯილდოების შესახებ ეწერა.

ჟურნალისტიკის შემდეგ ზაზა ურუშაძე ბიზნესში გადავიდა და როგორც თავად აღნიშნა, ქართულ-უკრაინული კომპანიაც დააარსა ძმასთან ერთად. ეს კომპანია დსთ-ს ქვეყნებში ხორცპროდუქტების შეტანითაა დღემდე დაკავებული. სწორედ ამ ბიზნესურთიერთობების იმედად რჩება იგი, იმ შემთხვევაში, თუ ლანჩხუთის საკრებულო მის გამგებლობას დათანხმდება.

"გურია ნიუსის" შეკითხვაზე, რატომ ამჯობინა აწყობილი ბიზნესიდან პოლიტიკაში მოსვლა, ურუშაძე სტანდარტულ პასუხს იძლევა: იგი ქართველია, ძალიან უყვარს საკუთარი ქვეყანა და მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს მის განვითარებაში.

ყველაფერი კი საბოლოოდ ერთ პრობლემას უკავშირდება: ადგილობრივი პოლიტიკური ძალები, ისინი, ვინც თავიდანვე იყვნენ ჩართული "ნაციონალურ" რეჟიმთან ბრძოლაში, ვინც დაგვიანებით შეუერთდა ამ პროცესს და ისინიც, რომელთაც თითიც არ გაუნძრევიათ ხელისუფლების შესაცვლელად, გავლენის მოსაპოვებლად იბრძვიან. ამ ბრძოლაში გასამარჯვებლად კი, როგორც ჩანს, ყველა მეთოდი ამართლებს.

ზაზა ურუშაძემ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დავით წულაძის კანდიდატურას დაუჭერს მხარს, რადგან ეს საკითხი მთავარ საბჭოში უკვე გადაწყვეტილია. საკრებულოს თავმჯდომარეობის კიდევ ერთი მსურველის მაკა კვირკველიას შესახებ ურუშაძემ ასეთი განმარტება გააკეთა: "მაკა გამოცდილი პოლიტიკოსია, მებრძოლი გოგოა, მაგრამ მისი კანდიდატურა ამ თანამდებობაზე არ განიხილება".

ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის კი კარგადაა ცნობილი კვირკველიას და წულაძეს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ. ამბობენ იმასაც, რომ მაკა კვირკველიას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობას სთავაზობენ. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, რომ პოლიტიკური ამბიციებით ცნობილი, საკრებულოს ახალგაზრდა წევრი ქალბატონი ამ წინადადებას დათანხმდეს.




 ახალი ამბები
  • ნასაკირალის საჯაროს სკოლის ყოფილმა დირექტორმა სასამართლო პროცესი მოიგო4 წლის და  რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დასრულდა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის, სპარტაკ გოგიტიძის სასამართლო პროცესი. სპარტაკ გოგიტიძის ადვოკატის, ემზარ ურუშაძის თქმით, ქუთაისის სააპელიცაო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და ის აღდგენილია სკოლის დირექტორად.  „თითქმის ხუთი წელი გავიდა, რაც უსამართლოდ იქნა განთავისუფლებული სპარტაკ გოგიტიძე სკოლიდან და ახლა დადგა დრო, რომ ის დაუბრუნდეს დირექტორად სკოლას. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ეს ხუთი წელი იყო ძალიან რთული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ბევრს ქონდა კითხვის ნიშნები მის გათავისუფლებაზე. რაც მთავარია, სპარტაკის ამბავი უკვე დასრულებულია და ახლა ველოდებით სრულად მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, -  გვითხრა ემზარ ურუშაძემ. განათლების  სამინისტრო  სპარტაკ გოგიტიძეს საბუთების გაყალბებას ედავებოდა და აქედან გამომდინარე, ის თანამდებობიდან განათლების და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი გოგიტიძის გათავისუფლებას წინ უძღოდა შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება. ემზარ ურუშაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ამ დასკვნაში არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც სპარტაკ გოგიტიძეს არ ეხება. სპარტაკ გოგიტიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ბრძოლას სამართლიანობისთვის ყოველთვის აქვს აზრი. “ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან არაფერი უკანონო და უსამართლო არ გამიკეთებია. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მედგა გვერდში და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - გვითხრა სპარტაკ გოგიტიძემ. “გურია ნიუსი“ განათლების სამინისტროს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ. ამავე თემაზე: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს ოზურგეთის სასამართლოში სკოლის ყოფილი დირექტორის პროცესი იწყება ... ...
  • კუს ტბის საბაგირომ მუშაობა განაახლა- რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმაკუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა. პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი. შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ ... ...
  • ძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველისგან გადაარჩინაძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველის თავდასხმისგან გადაარჩინა. შემთხვევა თბილისში, ტაბახმელაში გუშინ მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, ვახტანგ ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა: “დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე. წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის ,,რაღაცას" ეს ,,რაღაცა" კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში. მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს“,_ წერს ... ...
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...