დავით ნარმანია: "ჩვენი ხელისუფლება უარს ამბობს ფუფუნების საგნების მშენებლობაზე!"

მთავარი თემა

დავით ნარმანია: "ჩვენი ხელისუფლება უარს ამბობს ფუფუნების საგნების მშენებლობაზე!"

25 იან. 2013, 19:42:40
ასეთია ის მთავარი მესიჯები, რომელიც მინისტრ დავით ნარმანიასთან ინტერვიუს დროს გამოიკვეთა.

დავით ნარმანია: უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სამინისტროს მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის გამჭვირვალობა, ამიტომ ჩვენ, მედიისთვის კარი ფართოდ გავაღეთ, ასევე ყოველი კვირის ხუთშაბათი დავნიშნეთ მოქალაქეთა მიღების დღედ ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, რათა სამინისტრომ იმუშავოს გამჭვირვალობის პრინციპით და საზოგადოების საჭიროებებს უპასუხოს. ვერავინ დაასახელებს ჩვენი მმართველობის პერიოდში ერთ შემთხვევას მაინც, როდესაც უარი ვუთხარით ან კომენტარზე, ან სიუჟეტზე, ან მასალის მიწოდებაზე.

_  ბატონო დავით, თქვენ საკმაოდ ჩაკეტილი სამინისტრო ჩაიბარეთ, ჩაკეტილი როგორც მედიისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის. ყველაზე  თვალშისაცემი პრობლემა, რაც აქ მოსულს დაგხვდათ, რა იყო?

_  პრობლემა ბევრი იყო და სწორედ მათი გათვალისწინებით დავგეგმეთ პრიორიტეტები.  ერთ-ერთი, ეფექტიანობაა, რაც გულისხმობს  რაც შეიძლება ოპტიმალური დანახარჯებით უკეთესი შედეგის მიღება. თანხა, რომელიც სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზეა გათვლილი, უნდა იყოს მომჭირნედ დახარჯული, რადგან საჯარო ფინანსების შემადგენელი ნაწილია, მით უმეტეს, ამ ფულის ორი მესამედი უცხოური კრედიტებიდან მოდის და  ქვეყანას ნამდვილად არ აქვს ფუფუნება, რომ ეს თანხა არაეფექტურად ხარჯოს. ამიტომ, ჩვენი ხელისუფლება უარს ამბობს ფუფუნების საგნების მშენებლობაზე, ვიდრე ადამიანების ყოფითი პრობლემები არ იქნება მოგვარებული.

აქედან გამომდინარე, ხარჯთაღრიცხვები,  სატენდერო დოკუმენტაციები, ასევე სატენდერო პირობები  აუდიტის სამსახურის მიერ ძალიან დეტალურად იქნება შესწავლილი, რათა არ მივიღოთ გაბერილი ხარჯი. იქნება უფრო მეტად დეტალური, ისე როგორც 2013 წლის გეგმებში გვიწერია.

_ მესამე პრინციპი, რომელიც თქვენი პრიორიტეტების ნუსხაში მოხვდა და მკაცრად აპირებთ გაკონტროლებას, ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. მძიმე მემკვიდრეობა დაგხვდათ ამ მხრივ?

_ დიახ, სიჩქარეში ძალიან ბევრი პროექტის ხარისხი, მაგალითად კახეთის რეაბილიტაციის,   მნიშვნელოვნადაა გაუარესებული. ჩვენ შევეცდებით, კი არ ვიჩქაროთ პროექტების განხორციელება, არამედ გონივრული ვადები რაც არის, იმის მიხედვით ვიმოქმედოთ და პერიოდულად გადავამოწმოთ რამდენად ხარისხიანად ხორციელდება ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ის ხარვეზები, რაც ამ თვალსაზრისით იყო, მაქსიმალურად უნდა გამოვასწოროთ.

_ ხარვეზებზე ჩამოვარდა საუბარი და როგორც ჩანს, იმ 10 პროექტში, რომელიც თქვენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაგზავნეთ, სერიოზული დარღვევები იყო. რა პროექტებზეა საუბარი და რა სახის დარღვევებზე?

_ მას შემდეგ, რაც ჩვენ სამინისტროში მოვედით და აუდიტის სამსახური გავაძლიერეთ, დავიწყეთ  მიმდინარე პროეტების შესწავლა და გადამოწმება, რის შედეგადაც აღმოჩნდა დარღვევები ცალკეული მიმართულებით. ნაწილი, ქვემდებარედ ფინანსთა სამინისტროს გადაეგზავნა, ნაწილი _  მთავარ პროკურატურას. უკვე 10-ზე მეტი ასეთი საქმე გვაქვს გადაგზავნილი საგამოძიებო ორგანოებში, იმიტომ რომ შემდგომი მოკვლევა ჩვენს კომპეტენციას სცდება. პრობლემები არსებობს როგორც ხარისხთან, ასევე ვადების დაცვასთან დაკავშირებით, არის ცალკეული კომპანიების მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებები. ზოგიერთ კომპანიას საჩივარიც აქვს შემოტანილი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ცალკეულ პროექტებს ძალდატანებით ასრულებინებდნენ. ამიტომ, ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო  ხელთ არსებული ყველა მასალა შეგვეკრიბა და გადაგვეგზავნა საგამოძიებო ორგანოებისთვის. გარდა ხარისხისა, ფინანსური ხასიათის დარღვევებიც იყო, როცა სატენდერო დოკუმენტაციაში საბაზრო ფასებთან შედარებით გაცილებით ძვირი იყო ცალკეული სამშენებლო მასალები, მაგალითად გარეგანათების მოწყობილობის, არმატურის ფასები, რაც რა თქმა უნდა, კითხვებს აჩენს.

_ თქვენს მიერ საგამოძიებო ორგანოებისთვის გადაცემულ  საქმეებში, შედის თუ არა ის პროექტები, რომლებიც გურიაში ხორციელდებოდა? ჩვენ თვითმხილველები ვართ იმის, რა ელვისებური სისწრაფით მიმდინარეობდა წინასარჩევნო პერიოდში გურიაში მშენებლობები, რასაც ორმაგი დატვირთვა ჰქონდა: ერთი, ოპოზიციურად განწყობილი გურულების გულის მოგება და მეორე ის, რომ თქვენი წინამორბედი, რამაზ ნიკოლაიშვილი სწორედ გურიაში, ოზურგეთის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს.

_ მე რამდენადაც მახსოვს, კონკრეტული პროექტი გურიაზე არ იყო, მაგრამ გურიასაც ეხება იმ კომპანიების მიერ  შესრულებული სამუშაოები, რომელთა საქმიანობა გადაგზავნილია პროკურატურაში.

შემიძლია დავასახელო ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური კომპანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით, ეს გახლავთ "ნიუ ენერჯი."   ჩვენ 800-მდე გვერდი კონკრეტული დოკუმენტაცია გადავაგზავნეთ ამ კომპანიასა და მის პროექტებზე ფინანსთა სამინისტროში. თუ გამოვლინდება მსგავსი ხარვეზები ან ვინმე დაინტერესებული პირის საჩივარი შემოვა ჩვენთან, ვალდებული ვართ, განვახორციელოთ შესაბამისი რეაგირება.

_ დოკუმენტაციას ხელს აწერს კონკრეტული ხელმძღვანელი პირი და შესაბამისად, პასუხისმგებლობაც მას ეკისრება. შეისწავლეთ თუ არა რამაზ ნიკოლაიშვილის მიერ გამოცემული ბრძანებები და რა ხდებოდა იმ პერიოდში ინფრასტრუქტურის სამინისტროში?

_ მინდა გითხრათ, რომ ზღვა მასალაა, პირველი რასაც გადავხედეთ, ეს არის დანიშვნებთან დაკავშირებული ბრძანებები, რაც გარკვეული თვალსაზრისით, წინააღმდეგობაში მოდიოდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობასთან. აუდიტის სამსახური 2013 წლის განმავლობაში, სხვადასხვა სამსახურს შეამოწმებს და რა თქმა უნდა, ინფორმაციებს წინა პერიოდზეც მოიძიებს. რეაგირებას მოვახდენთ შემოსული საჩივრებს მიხედვითაც, მაგრამ რაც შეეხება კომპლექსური ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობის შესწავლას, ეს სახელმწიფო აუდიტის უფლებამოსილებაა...

_ რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას, ყურადღება გაამახვილეთ სოფლის  მხარდამჭერი პროგრამის პროექტებზე, აპირებთ თუ არა შეისწავლოთ რა ბედი ეწია იმ თანხებს, რომელიც წინა წლებში იყო გამოყოფილი ამ პროგრამის ფარგლებში? "გურია ნიუსის" ჟურნალისტებს უამრავი მასალა და სიუჟეტი აქვთ მომზადებული გურიის კონკრეტული სოფლების მაგალითზე და საკმაოდ სერიოზულ დარღვევებია. ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობამ, მაგალითად, პრიორიტეტად სარიტუალო დარბაზის მოწყობა დაასახელა, მაგრამ ჯერაც ელოდებიან...

_ სოფლის დახმარების პროგრამა გარდამავალ პერიოდში, 2013 წელს რჩება და ბიუჯეტით 50 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მერე, თვითმმართველობის რეფორმაა დაგეგმილი და ეს პროგრამაც გადაიხედება. მაგრამ, ჩვენ ამ პროცესს მაქსიმალურად მივადევნებთ ყურადღებას, რადგან ვალდებულები ვართ, ამ პროცესის კოორდინაცია გავწიოთ. შევამოწმებთ რამდენად სწორად ჩატარდება სოფლებში კრებები, რამდენად სწორად შეირჩევა პრიორიტეტები და გვინდა მივაღწიოთ იმას, რომ ის რაც არ არის საერთო საჯარო სერვისი, ასეთი რამ არ დაფინანსდეს. ამიტომ, შესაძლებელია, ჩვენ გავაკეთოთ ჩამონათვალი მინიმალურად აუცილებელი სფეროებისა, რომელიც უნდა დაფინანსდეს ამ პროგრამის ფარგლებში. ჩვენ ამ წესზე ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, ახლა ვმუშაობთ აქტიურად, ისევე როგორც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის გადანაწილების წესზე.  ძალიან ბევრ ხარვეზს ვიცნობთ ამ პროექტებთან დაკავშირებით.

_ _რადგან ფონდებზე ჩამოვარდა საუბარი,  ვისარგებლებ შემთხვევით და გკითხავთ, არსებობს თუ არა რეალურად  გურიის განვითარებისა და აღორძინების ფონდი? ამ ფონდის პრეზენტაცია ჯერ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოახდინა და შემდეგ თქვენი წინამორბედი და ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, რამაზ ნიკოლაიშვილი, მუდმივად ახსენებდა გურულებს, რომ ამ ფონდის შექმნა მათზე ზრუნვის კიდევ ერთი გამოხატულება იყო... ჩვენ ამ დრომდე ვერ მოვიძიეთ ოფიციალური ინფორმაცია ასეთი ფონდის შესახებ.

_ არც გურიის და არც სხვა მხარეებთან მიმართებაში განვითარების ფონდები არ არის შექმნილი და არც ჩვენთან დევს რაიმე ინფორმაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. არის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, საქართველოს მთავრობის ფონდის სახით. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებიდან ხდება მუნიციპალიტეტისთვის თანხის გამოყოფა იმის განსახორცილებლად, რისთვისაც მათ საკუთარი თანხები არ ჰყოფნით. სხვა ფონდის შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს.

_ რა ძირითადი ხაზის გატარებს აპირებთ თვითმმართველობის რეფორმის თვალსაზრისთ და რა პრიორიტეტები გაქვთ გაწერილი?

_  პირველ რიგში, ჩვენ გავამზადეთ რეფორმის ძირითადი მიმართულება, ანუ სტრატეგიული დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც უნდა ვიმუშავოთ.  ჩვენთვის უმთავრესია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა უფრო ახლოს და მჭიდროდ იყოს ხალხთან, მეორე - ადგილობრივ თვითმმართველობას მკაფიოდ განსაზღვრული უფლებამოსილებები და მათ შესასრულებლად საჭირო ფინანსები ჰქონდეს.




 ახალი ამბები
  • ფოთში ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა- სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობსსუიციდის ფაქტი ფითში - გვიან ღამით, ცოტნე დადიანის ხიდიდან ახალგაზრდა გოგო მდინარეში  გადახტა.  სამძებრო  ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები. დამატებით დეტალებს "გურია ნიუსი"შსს-ში ... ...
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...