ივანიშვილის რეზიდენციასთან აბაშელების აქცია გრძელდება

მთავარი თემა

ივანიშვილის რეზიდენციასთან აბაშელების აქცია გრძელდება

2013 იან 31 20:09:51

მათი მოთხოვნა უცვლელია _ გადადგეს "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოსთვის" პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გიორგი გვილავა და დაინიშნოს დავით კინწურაშვილი. აქციის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ, თორნიკე ქარცივაძემ შიმშილობა დაიწყო.

თორნიკე ქარცივაძე: "დღეს მე დავიწყე შიმშილობა, თუ საჭირო გახდა, სხვა ახალგაზრდებიც შემომიერთდებიან. ჩვენს თავზე გადაიარა შეტევების ქარიშხალმა, ყველა ჩვენ გვდევნიდა, "ოცნების" მაისურიან ახალგაზრდებს ქვებს გვესროდნენ და ახლა თუ სხვა ადამიანები "ოცნების" წევრები უფრო ყოფილან, მაშინ ჩვენ ვინ ვართ? სად იყვნენ მაშინ, როცა ზუგდიდში მე პირადად ავიტანე "ქართული ოცნების" დროშა და უკან დაბრუნებული კინაღამ ციხეში აღმოვჩნდი? უკვე მეორე დღეა, აქ ვართ და ჯერ არავინ გამოგვხმაურებია. მე დავიწყე შიმშილობა და არ შევწყვეტ მანამ, სანამ არ მომეცემა საშუალება პირადად დაველაპარაკო ბიძინა ივანიშვილს".

ფიქრია ტყებუჩავა: "ჩვენ აქ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც სულით და ენთუზიაზმით ვიბრძოლეთ "ქართული ოცნების" გამარჯვებისთვის. სად იყო მაშინ გვილავა, როცა ეს ადამიანები ტერორში იყვნენ და სასწორზე დადეს ყველაფერი? წინასაარჩევნოდ საერთოდ არ ჰქონია შეხება გვილავას "ოცნების" შტაბთან. ჩვენ ვითხ-ოვთ, დატოვოს პარტიის თავმჯდომარეობა თვითმარქვია გვილავამ, რომელმაც თვითონ დაინიშნა თავი ამ პოსტზე, გვერდით დაიყენა ის ადამიანები, რომლებიც არასდროს გვინახავს "ოცნების" მაჟორიტარის შეხვედრებზე. არ დავიშლებით მანამ, სანამ ჩვე¬ნი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ვითხ¬ოვთ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას".

ზურაბ ნინუა: "ჩვენი არჩევანი შევაჩერეთ დავით კინწურაშვილზე და მოვითხოვთ მის დანიშვნას პარტიის თავმჯდომარედ. თუ არ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა, მაშინ იძულებული ვიქნებით, ჩავაბაროთ პირადობის მოწმობები, უარი ვთქვათ საქართველოს მოქალაქეობაზე და წავიდეთ ქვეყნიდან".

"გურია ნიუსი" გიორგი გვილავას დაუკავშირდა.

_ აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თვითმარქვია ხართ და თვითონ დაინიშნეთ საკუთარი თავი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. იმასაც ამბობენ, რომ კრება ჩაიშალა და არალეგიტიმურად გამოცხადდა.

_ მე პარტიის მთავარი საბჭოს გადაწყვეტილებით მომენიჭა უფლებამოსილება საინიციატივო ჯგუფთან ერთად მომემზადებინა რაიონული ორგანიზაციის სადამფუძნებლო კონფერენცია. შესაბამისად, კონფერენცია მომზადდა და ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ პარტიის წევრები _ 92 მოწვეული დელეგატიდან გამოცხადდა 86 დელეგატი. კონფერენცია გახსნა საინიციატივო ჯგუფის წევრმა კონსტანტინე ხარძიანმა, რომელმაც კენჭის ყრაზე დააყენა კონფერენციის თავმჯდომარის არჩევის საკითხი. კონფერენციის თავმჯდომარედ აირჩიეს კუკური ლასარეიშვილი, რომელმაც თავის მხრივ წარადგინა სამანდატო კომისიის შემადგენლობა, სამდივნოს შემადგენლობა, რასაც ცალ-ცალკე ეყარა კენჭი, შემდეგ დღის წესრიგი დაამტკიცეს, მერე სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ გააცნო დელეგატებს ინფორმაცია დამსწრეების შესახებ, შემდეგ საინიციატივო ჯგუფის წევრმა გელა ხოშტარიამ დაასახელა პარტიის თავმჯდომარის კანდიდატურა, რასაც კენჭი ეყარა და არჩეული იქნა თავმჯდომარე ერთხმად. თავმჯდომარემ კონფერენციას გააცნო ბიუროს შემადგენლობა, რომელიც ერთხმად იქნა არჩეული. ერთხმად აირჩა ის დელეგატებიც, რომლებიც დაესწრებიან პარტიის ყრილობას თბილისში. სხდომის შემდგე თავმჯდომარემ დამსწრეებს გააცნო სამოქმედო გეგმის მონახაზი და გააკეთა მიმოხილვა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, რის შემდეგაც კონფერენცია დახურულად გამოცხადდა. ასე რომ, კრებას ლეგიტიმაციაც აქვს და კანონიერებაც დაცული იყო.

_ პრემიერის რეზიდენციასთან მყოფი ხალხი ამბობს, რომ საერთოდ არ გქონიათ შეხება "ქართულ ოცნებასთან" ოცნებასთან და არც აბაშაში ყოფილხართ წინასაარჩევნო პერიოდში.

_ წინა ინტერვიუში უკვე გითხარით, რომ ვიყავი ლაგოდეხში და არ მგონია, ტერიტორიას ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მთავარია მე "ოცნების" მხარდამჭერი და მებრძოლი ვიყავი. გადახედონ წინა ინტერვიუს და ნახავენ. აქციის მონაწილეებს ყველას ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცი, როცა ჩვენი შეხვედრა შედგა. დამიბარეს, მივედი და ძალიან კეთილ განწყობითაც დავშორდი კოალიციის ყველა კოორდინატორს. ნინუაც იყო იქ და ფიქრიაც. ნინუა ადრევე წავიდა, ალბათ, კოორდინატორების კეთილგანწყობა არ მოეწონა. ფიქრიამ წარმატებები მისურვა და აღმითქვა დახმარება. რა მოხდა მას შემდეგ, არ ვიცი, მაგრამ ინფორმაცია მაქვს, რომ ეს ჯგუფი იმართება რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობისგან. მე მათ ვუთხარი, რომ ოფისი გაიხსნება და ვინც გაიზიარებს პარტიის პოლიტიკურ კურსს, მსჯელობის შემდეგ გაწევრიანდება პარტიაში, ასე რომ, ყველა კითხვაზე მაქვს გაცემული პასუხი. პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებ მათთან. ჩაიხედოს ყველამ თავის სინდისში და იქ დაინახავენ თუ რას და რისთვის ემსახურებიან. მე ლაგოდეხში "ოცნების" საქმეს ვაკეთებდი. პარტიის წევრებს რაც შეეხება, ყველა "ოცნების" აქტიური მხარდამჭერია.

_ აქციაზე ერთმა ახალგაზრდამ შიმშილობა დაიწყო. ბევრ მათგანს მოქალაქეობის დატოვება განუზრახავს.

_ ყველას პატივს ვცემ. ამ რეჟიმს პირველივე დღეებიდან ვებრძვი _ 7 ნოემბერი, აპრილი, მაისი და ბოლოს _ არჩევნები. ახლა რაც შეეხება იმ ხალხს, ახლა რომ უნდათ მოქალაქეობის დატოვება _ რატომ არ გაუჩნდათ ამის სურვილი, როცა ამ წლების მანძილზე ეს რეჟიმი აუბედურებდა ხალხს, ან მაშინ, გამგებლის დანიშვნას რომ აპროტესტებდნენ? შონიას რაც შეეხება, შტაბში ნაცებთან ეგ იყო იურისტად და მაგათ უფლებებს იცავდა 200 ლარად, როგორც თვითონ აღნიშნავს თავის ინტერვიუში. მაგათი ქმედება თვითონ მეტყველებს, თუ ვინ რა საქმეს ემსახურება. გიორგი გვილავას თავმჯდომარეობის გამო ქვეყანას იმიტომ ტოვებენ, რომ სწორედ ნაცების ნარჩენებს ამ რაიონში ეშინიათ პატიოსანი და შეუბღალავი რეპუტაციის მქონე ადამიანების. ინგა ჩაგანავას რაც შეეხება, ხელფასიან სამსახურს მთხოვდა. მე ავუხსენი, რომ პარტია არაა ის ადგილი, სადაც ხელფასის გამო მიდიან ადამიანები და განაწყენდა. მე ყველას პატივს ვცემ, მაგრამ პირველ რიგში ჩემს ქვეყანას.

ივანიშვილის რეზიდენციასთან კი აქცია გრძელდება და ამ ღამესაც იქ გაატარებენ აქციის მონაწილეები.




 ახალი ამბები
  • ტრაგედია ქვიშხეთთან _ დაღუპულია მამა და სამი ბავშვიწუხელ საშინელი ავარია მოხდა ქვიშხეთთან.  მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც დედ-მამა სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა, მდინარეში გადავარდა. მამა ბაქარ ბანძელაძე შვილებთან ერთად ადგილზე დაიღუპა _ ბაქარი წყლიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს, ვერც ბავშვების, ორი ბიჭუნას და ერთი გოგონას გადარჩენა მოხერხდა. დედა, მარიანა ქორიძე უმძიმეს მდგომარეობაში ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოჯახი ბაკურიანიდან ბრუნდებოდა, სადაც პატარა გოგონას დაბადების დღე ... ...
  • რუსთავი-თბილისის გზაზე ავარიას 6 თვის ბავშვი ემსხვერპლარუსთავი-თბილისის გზაზე ერთმანეთს "ტოიოტასა" და "კიას" მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 თვის ბავშვი დაიღუპა. როგორც „ინფო რუსთავი“ იუწყება, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად სწორედ "ტოიოტას" მარკის ავტომობილში იმყოფებოდა. დაშავებული ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ნიუ-ჰოსპიტალსში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ... ...
  • მეკვერნიე „ჩაქირა“: უნიკალური ჯიშის ძაღლი გურიაში, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთ კაცს ჰყავსმეკვერნიე ჯიშის ძაღლი „ჩაქირა“ ძველად  გურიაში საკმაოდ გავრცელებული ყოფილა და მას კვერნაზე სანადიროდ იყენებდნენ. შემდეგ კი გადაშენებულა და ახლა მხოლოდ მაკვანეთელ ილია თოიძეს ჰყავს. _ის თავს ევლება მეკვერნიე „ჩაქირას“, საოცარ ამბებს გიამბობთ, უვლის, ცდილობს გამრავლდეს და ყველას ჰყავდეს.  ეს ძაღლი  საუცხოო მონადირეა. გადაშენების პირას მყოფი, _ გვატყობინებს სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი, ირმა გორდელაძე. „გურია ნიუსი“ მალე  ილია თოიძესთან საინტერსო ინტერვიუს ... ...
  • საიდან მოდის და რას უკავშირდება ნოტების სახელები7 მუსიკალური ნოტი დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ ჰქვიათ ამ ნოტებს ასეთი სახელები და რას ნიშნავს თითოეული მათგანი. ნოტების სახელწოდების წარმოშობა დაკავშირებულია ნაწარმოებთან “Uტ ქუეანტ ლახის”, რომელიც კათოლიკური ჰიმნია და იოანე ნათლისმცემელს ეძღვნება. დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი იოანე ნათლისმცემლისადმი მიძღვნილი ჰიმნის ლათინური ლოცვის პირველი მარცვლებია, თუმცა თავდაპირველად იყო ასე – უტ-რე-მი-ფა-სოლ-ლა-ჰექსაქორდი. სი მოგვიანებით გაჩნდა. უტ კი დო-თი მოგვიანებით მუსიკისმცოდნე დონმა შეცვალა თავისი გვარის პირველი მარცვლით. შვიდივე მუსიკალურ ნოტს თავისი სახელწოდება აქვს: დო – DOMINUS – ღმერთი,  რე – RERUM – მატერია, მი – MIRACULUM – სასწაული,   ფა – FAMILIAS PLANETARIUM – პლანეტების ოჯახი, ანუ მზის სისტემა,    სოლ – SOLIS – მზე,  ლა – LACTEA VIA – ირმის ნახტომი,  სი – SIDERAE – ზეცა.  წყარო : ... ...
  • $7 000 000 - აშშ, საქართველოში ახალ საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებსაშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ვაშინგტონში მორიგი შეხვედრა გაიმართა. კულტურული გაცვლებისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრების მოადგილეები წარდგნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე განათლების, კულტურისა და სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ იმსჯელეს. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსბულ ვითარებას. ირინე აბულაძის თქმით, ქართულმა მხარემ, ამერიკელ პარტნიორებს სრული ინფორმაცია მიაწოდა გამოწვევების შესახებ, რაც ოკუპირებულ რეგიონებში, განათლების უფლების მხრივ დგას. მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებს განათლების ხელმისაწვდომობის კონტექსტში. „ამერიკა რჩება საქართველოსთვის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად, როგორც ქვეყნის სუვერენობის, ასევე განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით.“_ განაცხადა აბულაძემ. აბულაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, გაცვლითი პროგრამების წამოწყების იდეას. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკული მხარე, საქართველოში, $7 000 000 აშშ დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს. „USAID” – ის დაფინანსებული პროექტი, ქართული საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა გადამზადებას ითვალისწინებს. ამასთან, ამერიკული მხარის ინიციატივით, საქართველოში, „Fulbright“-ის პროგრამის გაფართოვება იგეგმება. „ფულბრაითის“ პროგრამის ფარგლებში, წელს უკვე 11 ქართველი სტუდენტი მიიღებს ამერიკაში განათლებას. 2020 წლის გაზაფხულიდან კი, როცა შეთანხმებას მოეწერება ხელი, საქართველოს, ამერიკიდან „ფულბრაითის“ 10-მდე სტიპენდიანტი ეწვევა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენას ასწავლიან. წყარო : ამერიკის ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...