დავით კინწურაშვილი: "აბაშელებს სულში ჩააფურთხეს!"

მთავარი თემა

დავით კინწურაშვილი: "აბაშელებს სულში ჩააფურთხეს!"

2013 თებ 2 12:55:35
აქციის მონაწილეთა მოთხოვნა იყო "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აბაშის პარტიის თავმჯდომარის, გიორგი გვილავას გადაყენება და თავმჯდომარის პოსტზე დავით კინწურაშვილის დანიშვნა.

"გურია ნიუსი" დაუკავშირდა დავით კინწურაშვილს და მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა.

დავით კინწურაშვილი: – აბაშაში პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც დადგა საკითხი გამგებლის არჩევასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეძლო და გაიყვანა მისი რჩეული გოჩა ჭანტურია, მას შემდეგ დაიწყო შიმშილობა ნაცმოძრაობის მიერ უსამართლოდ, არაკანონიერად დანიშნული გამგებლის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით . ამ ადამიანებმა ყველა შესაძლებლობა გამოიყენეს იმისთვის, რომ აბაშას ჰყოლოდა " ქართული ოცნების" მხარდაჭერილი გამგებელი, იბრძოლეს სამართლიანობისთვის, მაგრამ ამაოდ! არავინ მხარი არ დაუჭირა და არც კი დაინტერესებულან აქციის მონაწილეების ბედით. ამ დროს დამიკავშირდნენ აბაშიდან და მთხოვეს, როგორც აბაშელს, დავხმარებოდი თბილისის ცენტრალურ ოფისთან კომუნიკაციის დამყარებაში. ისინი ბევრჯერ შეეცადნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შეხვედროდნენ, რამდენიმეჯერ ჩამოვიდნენ თბილისში, მაგრამ უშედეგოდ _ მათ არავინ ხვდებოდა! მე პირადად შევხვდი გივი ჭიჭინაძეს და მოვახსენე აბაშაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ბატონმა გივიმ მომისმინა, გულთან ახლოს მიიტანა ეს პრობლემა, მაგრამ ვერაფერს დამპირდა, რომ რაიმე ზომებს მიიღებდნენ მათი უფლებების დასაცავად, მომცა საკონტაქტო ნომერი, რომ განვითარებულ მოვლენებზე მქონოდა მასთან კავშირი. სამწუხაროდ მერე ვეღარ შევძელი დაკავშირება, მაგრამ ვახერხებდი ინფორმაციის გადაცემას, თუ რა ხდებოდა რაიონში. ეს ადამიანები ყოველდღე ატარებდნენ საპროტესტო აქციას და ითხოვდნენ "ქართული ოცნების" გამარჯვებას, აპროტესტებდნენ გამგებლის არჩევას და ითხოვდნენ საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას, თავგანწირვით იბრძოდნენ "ქართული ოცნების" გამარჯვებისთვის არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც, სამარცხვინო ფაქტია, რომ ამ ადამიანებს უწოდეს ჩანერგილები, ამ ადამიანებს უწოდეს ნაციონალური მოძრაობის აგენტები და გაასწორეს მიწასთან, სულში ჩააფურთხა საგანელიძემ აბაშელებს!

მე ყველაფერს ვხედავდი, მეცოდებოდა ეს ალალ-მართალი და დაჩაგრული ადამიანები და ვიდექი მათ გვერდით, რათა ეპოვათ სიმართლე იმავე პარტიაში, რომელი პარტიის გამარჯვებისთვის იბრძოლეს.

– როდის გადაწყვიტეთ პარტიის თავმჯდომარეობა?

– ვინ გითხრათ, რომ გადავწყვიტე? ეს საიდან მოიტანეთ? ყველა ადამიანს აქვს უფლება, რომ ნებისმიერი მისი რჩეული დაასახელოს. მე მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებმაც გამომიცხადეს ნდობა და მოითხოვეს ჩემი კანდიდატურის დაყენება, თუმცა, აქვე აღვნიშნავ _ მათ ჩემთან არ შეუთანხმებიათ, რომ მიმეღო ეს გადაწყვეტილება, მათ დააფიქსირეს თავიანთი რჩეული.

– თქვენ ამბობთ , არ იცოდით რომ გასახელებდნენ თავმჯდომარის პოსტზე?

– არა, არ ვიცოდი. მეც მოგვიანებით გავიგე, მაგრამ ხალხის ნდობა ჩემთვის ყველაფერზე მაღლა დგას. ამ ეტაპზე მე აღმოვჩნდი მათი რჩეული, არც გამკვირვებია, რადგან ეს აბაშელებისგან პირველი შემთხვევა არაა, რომ მოითხოვეს დათო კინწურაშვილი. ყოველი არჩევნების პერიოდში, რამდენიმე წელია, ედუარდ შევარდნაძისა და ჯუმბერ პატიაშვილის დროიდან, მიხმობს ჩემი რაიონის მოსახლეობა და ითხოვს ჩემს კანდიდატურას. ამისი ფაქტები არსებობს და გადამოწმებაც შეიძლება, მაგრამ მე რაიონში ჩასვლას და იქ ცხოვრების გაგრძელებას არ ვაპირებ.

– მაგრამ აბაშის მოსახლეობის ერთი ნაწილი უკვე ღიად საუბრობს, რომ გადაწყვიტეთ მშობლიურ რაიონში დაბრუნება. თქვენ ხართ ქველმოქმედთა სახლის "მომავლის გზის" პრეზიდენტი, გაქვთ საყვარელი საქმე. პარტიის თავმჯდომარე რაიონში უნდა იყოს, დატოვებთ თბილისს, საქმიანობას და აბაშაში გადახვალთ?

– მე ვარ თბილისში და საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია. ვემსახურები ჩემ ქვეყანას პირნათლად და კეთილსინდისიერად, ვეხმარები ხალხს და ვეწევი კეთილს საქმეს. 18 წლის ასაკიდან ჩემი საქმიანობა მიძღვნილი მაქვს ქველმოქმედებისთვის. ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ მე დღეს გაცილებით მეტ ოჯახს, გაცილებით მეტ ადამიანებს და ბავშვებს ვეხმარები, ვიდრე აქამდე. მაქვს ბედნიერება მისი დახმარებით კიდევ უფრო მეტი სიკეთე ვთესო. კიდევ ერთხელ ვუხდი იმ ადამიანებს ნდობისთვის მადლობას, მაგრამ ვიმეორებ, რაიონში ჩასვლას და იქ ცხოვრების გაგრძელებას არ ვაპირებ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ჩემს რაიონს გასაჭირში მივატოვებ. თუ ხელისუფლება საჭიროდ ჩათვლის, რომ ჩავიდე და დავეხმარო სახელმწიფოს, მზად ვარ ამისთვის და რასაც ჰქვია აბაშის მხარდაჭერა, მათი დახმარება და ქველმოქმედების გაწევა, ამას ისედაც ვახერხებ და ვერავინ მეტყვის, რატომ ეხმარები შენს რაიონსო.

– აბაშაში გარკვეული წრეები ამბობენ, რომ თქვენ აგულიანებთ და აფინანსებთ ამ ხალხს.

– სირცხვილი მათ, ვინც ამას ამბობს. დათო კინწურაშვილი არის და იქნება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ერთგული. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ქვეყანას ჰყავს უწმინდესი და უნატერასი ილია მეორე, მეორე ადამიანი კი ბატონი ბიძინა ივანიშვილი.

რით უნდა შევაგულიანო, უღალატეთ ბიძინას,-მეთქი? მე გული მწყდება, უსამართლობას რომ ვხედავ და ვიზიარებ მათ გულისტკივილს. რატომ უნდა ვაფინანსებდე ამ ადამიანებს, რის მისაღწევად უნდა ვაფინანსებდე, სირცხვილი არაა ეს ყველაფერი?

– დღეს ყველამ მოვისმინეთ საგანელიძის განცხადება აქციის მონაწილეების შესახებ.

– მე გული მტკივა და ვარ აფორიაქებული იმის შემდეგ, დღეს რაც მოვისმინე ტელეეკრანებიდან. საგანელიძემ პასუხი უნდა აგოს თავის სიტყვებზე. მან სულში ჩააფურთხა აბაშელებს და იკადრა ისიც, რომ პრემიერმინისტრი, რომელმაც გადაარჩინა საქართველო და იხსნა ურჩხულისგან , შეცდომაში შეიყვანა და ის ადამიანები შერაცხა აგენტებად, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენეს. მე პირადად ვიყავი აბაშაში, "ქართული ოცნების" შტაბში, როცა ყველა ვიბრძოდით სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ამ ახალგაზრდებს ვიცნობ და ვხედავდი ჩემი თვალით როგორ გააფთრებით და შემართებით იბრძოდნენ და ერთგულად ედგნენ ბატონ ბიძინას მხარში გამარჯვებისთვის. როგორ შეიძლებოდა თორნიკე ქარცივაძე მოეხსენებინა დავით საგანელიძეს ნაციონალების აგენტად და ჩანერგილად?! მთელი აბაშა იტყვის ამ ახალგაზრდაზე, როგორ ერთგულად ედგა "ქართულ ოცნებას", მან თავი გაწირა და რამდენიმეჯერ სიცოცხლე საფრთხეშიც კი ჩაიგდო არჩევნებამდე. ამ ადამიანს მადლობა უნდა მოუხადოს "ოცნებამ" იმ ბრძოლისა და ერთგულებისთვის, რაც მან გააკეთა და მასთან ერთად სხვებსაც. ამის ნაცვლად ადამიანს სულში ჩააფურთხა საგანელიძემ. მან მოახერხა ის, რომ "ქართული ოცნება" აბაშაში ორად გაყო – ძველ და ახალ აქტივისტებად და ერთმანეთს დაუპირისპირა. აბაშაში საგანელიძემ სრული დესტაბილიზაცია გამოაცხადა, რაზედაც მან რაიონის წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს.

არ შეიძლებოდა ამ ხალხისთვის ნორმალური პასუხი გაეცათ? ისინი კვირაში 2-3-ჯერ ჩამოდიოდნენ თბილისში და ცდილობდნენ შეხვედროდნენ კომპეტენტურ პირებს, მაგრამ მათ არავინ უსმენდა. სწორედ ამიტომ მივიდნენ ისინი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში. იმიტომ, რომ ხალხს სჯერა და ენდობა ბატონ ბიძინას. უნდოდათ თავიანთი გასაჭირის შესახებ ეთქვათ, თუ რა ხდება აბაშაში.

– როგორც საგანელიძემ თქვა, აქციაზე იყო ნაციონალების ყოფილი იურისტი, "თავისუფალი დემოკრატების" და "ლეიბორისტების" წარმომადგენლები და აღნიშნა, რომ მათ არ აქვთ სხვა პარტიის საქმეებში ჩარევის უფლება. მისი თქმით, სწორედ ეს აფიქრებინებს საზოგადოებას, რომ ეს აქციები ვიღაცის ხელითაა მართული.

– ვიტყვი თამამად _ საგანელიძეს უთქვამს, რომ ამ ხალხს ნაციონალური მოძრაობა აფინანსებსო. საცოდავ ადამიანებს კაპიკი არ ჰქონდათ. მე დამიკავშირდა ერთ-ერთი აქტივისტი და სიგარეტის ფული მთხოვა. დღესაც აბაშაში დასაბრუნებელი ფული არ ჰქონდათ. დამირეკეს და მთხოვეს, რომ მესესხებინა. მივეცი, რომ წასულიყვნენ. ესე იგი, მეც ნაციონალი ვარ? სასაცილოდ არ მყოფნის. ან რომელი ნაციონალი თორნიკე ქარცივაძე და სხვებია? მე ყველას გვარები არ ვიცი, მაგრამ ვინც ვიცი, ეს ის ადამიანებია, რომლებიც გულით და სულით დღემდე დგანან, "ქართული ოცნების" სადარაჯოზე. პარტიის ახალი წევრები კი არასდროს მინახავს ჩემი იქ ყოფნის პერიოდში მათ გვერდით.

– საგანელიძემ "თავისუფალი დემოკრატების" აბაშის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ვაჟა ლიპარტიას მოხსნის საკითხიც დააყენა. რეზიდენციასთან ყოფნამ საკმაოდ გაურთულა საქმე "დემოკრატებს".

– რაც შეეხება ვაჟა ლიპარტიას, მე როგორც ვიცი, აბაშაში "ჩახუტებულები" არიან ალასანიას პარტია და ძველი "ქართული ოცნება". მათ რაიონში, მგონი, გასაყოფი არაფერი აქვთ, რადგან სამართლიანობისთვის ერთად იბრძოდნენ. სწორედ ვაჟა ლიპარტიაა, რომელმაც აბაშაში პირველად სიტყვა "ქართული ოცნება" ახსენა და მაისური ჩაიცვა. მან პირველმა დაიწყო დათო რუსიასთან ერთად ხალხის გაწევრიანება და აქტიურობა. მე როგორც ვიცი, ლიპარტია მივიდა ბატონ ბიძინასთან ხელფასების საკითხებზე, რადგან, როგორც მან თქვა, "ქართული ოცნებიდან" ვერ მიღო პასუხი და სხვა გზა არ ჰქონდა, არ გამოეყენებინა ეს შანსი და არ წასულიყო რეზიდენციასთან. მან იფიქრა, რომ ბატონ ბიძინას შეხვდებოდა და აბაშელთათვის ამ მწვავე საკითხზე დაელაპარაკებოდა. მე პირადად ვერ ვხედავ დანაშაულს იმაში, თუ ალასანიას პარტია და "ქართული ოცნება" ერთად ებრძვის ნაციონალების თარეშს აბაშაში.

რაც შეეხება ინგა ჩაგანავას, ამაზე პასუხი მან თვითონ გასცა. როგორც ტელევიზიით მოვისმინე, ის არასოდეს არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილა და ითხოვს, პასუხი აგოს საგანელიძემ მის სიტყვებზე. ეს ადამიანები უფლებააყრილებია, რასაც საშინლად განვიცდი.

რაც შეეხება როლანდ შონიას, მეც გამიგია, რომ მან დაიცვა ნაციონალი მაჟორიტარი და იყო მისი ადვოკატი. მე ვფიქრობ, რომ შონია გასცემს პასუხს ამ ბრალდებას, მაგრამ სად იყო დავით საგანელიძე მაშინ, როცა შონია იყო "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატი ს, რუხაძის გვერდით, იყო საკრებულოში კომისიის წევრი და იცავდა "ქართული ოცნების" ინტერესებს? მაშინ არ იყო შონია ნაციონალი?

აბაშაში ჭანტურიამ თქვა პირდაპირ ეთერში, რომ "ქართული ოცნების" კადრია. ის ადამიანები, რომლებიც "ქართულ ოცნებას" დევნიდნენ და დღესაც დევნიან ნამდვილ "ქართულ ოცნებას", აცხადებენ, რომ ოცნების და ახალი მთავრობის კურსის გამტარებლები არიან. მათზე არაფერს ამბობთ და შონია, რომელიც თავდაუზოგავად იბრძვის "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, ამისთვის წიხლი ეკუთვნის?!.

– რა იქნება ხვალ? ზეგ?

– მე არ ვიცი, რას აპირებენ აბაშელები, ეს მათი გადასაწყვეტია. უბრალოდ, ძალიან ვწუხვარ, საერთოდ რაც ხდება საქართველოს რეგიონებში, ყველგან გაისმის დავით საგანელიძის სახელი. დავიჯერო, ყველა რაიონი ტყუის და ყველგან მართალია საგანელიძე? მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, შეურაცხყოფილი ვარ მისი გამოსვლით და ასე უმოწყალოდ წიხლის კვრის გამო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მართლაც გულით და სულით არიან "ქართული ოცნების" გულშემატკივრები. საგანელიძემ პასუხი უნდა აგოს ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინაშე იმის გამო, რომ შეცდომაში შეიყვანა _ ეს დანაშაულია!




 ახალი ამბები
  • ეს ძალიან მნიშვნელოვანია _ რა უნდა ვიცოდეთ საყოველთაო კარანტინის დროს მოქმედი წესების შესახებმთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სხდომა დღეს გაფართოებულ ფორმატში გაიმართა და მას საბჭოს წევრების გარდა დედაქალაქის მერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. „მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად, ხაზგასმით აღვნიშნავ - ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 08:00 საათიდან დაიწყება. ეს კარანტინი ნიშნავს შემდეგს: · სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე - ქალაქებს შორის. · დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. · ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით. · იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია. · ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე პროტოკოლები, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული. ასევე, რა თქმა უნდა იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება. · აკრძალული იქნება 70 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. · იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები მათ მიმართ ვალდებულება აქვს, რომ დაეხმაროს ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. · ყველაზე მნიშვნელოვანი - საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ, ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი. · პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, პირთა გადაადგილების კონტროლის და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები - ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდსა და ქ. გორში. ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და მასთან ერთად ჩართული იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები. · ძალზედ მნიშვნელოვანი პუნქტი - ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,“- განაცხადა საქართველოს ... ...
  • რა ცვლილება შევიდა სამტრედიის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამაში დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. დეპუტატები პირბადეებითა და ხელთათმანებით იყვნენ, დაცული იყო ასევე ერთმეტრიანი დისტანცია. სამი დეპუტატი კენჭისყრაში ონლაინ ღებულობდა მონაწილეობას. 31 მარტის საკრებულომ მხარი დაუჭირა ააიპებში შიდა მუხლობრივ ცვლილებებსა და სამტრედიის ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტების დამტკიცებას. საკრებულოს დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამაში ცვლილების შეტანა იყო. საკრებულოს გადაწყვეტილებით, მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების თანხა, 250 ლარი, გარდა უპატრონო და იძულებით გადაადგილებული პირებისა, 2020 წლის 31 მარტიდან გადაეცემათ ასევე მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დღეს, თანხმობა მისცა უკურნებელი სენით, მეოთხე და მესამე სტადიის მქონე ონკოლოგიური პაციენტებისთვის ერთჯერადად 150 ლარის ... ...
  • რა განსხვავებაა მოლეკულურ და სწრაფ ტესტებს შორისსაკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განმარტა, რა განსხვავებაა მოლეკულურ და სწრაფ ტესტებს შორის. „არსებობს კლასიკური მოლეკულური ტესტი, ის რასაც ლუგარის ლაბორატორია და ამ ეტაპზე ინფექციური საავადმყოფო, ქუთაისის და ბათუმის ფილიალები აკეთებს. ამ პროცესში ჩაერთო ერთ-ერთი კერძო ლაბორატორია თბილისში. ყველა ესენი სარგებლობენ პი-ჯი-ერ (პოლიმერაზა ჯაჭვური რეაქციის ტესტი) ტესტით. რომელიც არის ოქროს სტანდარტი დიაგნოსტიკაში. ძალიან ბევრი დაავადების და მათ შორის Covid-19-ის დიაგნოსტიკაში. ამ ტესტს სჭირდება რამდენიმე საათი, იმისთავის, რომ პასუხი მივიღოთ. ასევე არსებობს დაჩქარებული პოლიმერაზა ჯაჭვური რეაქციის დაჩქარებული ტესტები. ტესტირება ხდება კარტრიჯული სისტემით და არ სჭირდება მაღალი კლასის სპეციალისეტები. ეს აპარატი საქართველოში არის 50. გარდა ამისა, არსებობს სწრაფი ტესტები, რომლებიც უკვე შემოსულია საქართველოში. ეს იქნება ვალიდაციისთვის, რამდენად იმუშავებს ეს ტესტები. ეს ტესტი კარგია, მაგრამ სჭირდება აპარატი, რომელიც ტესტის შედეგს ხილულს ხდის. ეს არის სწრაფი ტესტი, ოღონდ ცოტა სხვა ტექნოლოგიებით გაკეთებული. ასევე არსებობს სწრაფი, მარტივი ტესტები, რომლებიც სისხლის წვეთით კეთდება. თუმცა არის ტესტები, რომლებიც ვენურ სისხლზე მუშაობს. ეს არის ანტისხეულების, ანუ ორგანიზმის პასუხის აღმომჩენი ტესტები. ასევე არის სწრაფი მარტივი ტესტი ანტიგენის აღმოჩენის, რომელიც მხოლოდ კორეას აქვს. კორეასთან მიდის მუშაობა, რადგან ამ ქვეყანასაც ეს ტესტები შეზღუდული რაოდენობით აქვს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ. იმნაძემ აღნიშნა, რომ  კორონავირუსის დამდგენი ტესტებით მსოფლიო ბაზარი სავსეა,  თუმცა, შერჩევას დიდი სიფრთხილე ... ...
  • ლანჩხუთის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გაცემა დაიწყოლანჩხუთში, სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების მშობლებისთვის პროდუქტების გაცემა დაიწყო და როფორც ცენტრის ხელმძღვანელი ნატა კობალავა ამბობს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მაქსიმალურად გათვალისწინებულია რეკომენდაციები და დაცულია უსაფრთხოების წესები. მისივე ინფორმაციით, თითოეული აღსაზრდელის მშობელი მათსავე ბაღში მიიღებს განკუთვნილ ... ...
  • ლევან რატიანი: ამ ეტაპზე ომში მეტწილად გავიმარჯვეთდღეს ძალიან ბედნიერია მთელი ჩვენი კლინიკა, რადგან ომში მეტწილად გავიმარჯვეთ და პაციენტის, რომელიც კრიტიკული მდგომარეობით იყო შემოსული, მდგომარეობა გაუბჯობესდა და არის კონტაქტური, _ ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლევან რატიანის თქმით, აღნიშნულ პაციენტს აღენიშნებოდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი და ყველა გართულება, რაც ამ დაავადებისა და კორონავირუსისთვის არის დამახასიათებელი. „ამ ეტაპზე უნდა გითხრათ, რომ ომში მეტწილად გავიმარჯვეთ, ვინაიდან პაციენტი გახდა კონტაქტური, ადექვატური და დღის ბოლომდე შეიძლება იგი აპარატიდან მოიხსნას. რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, რომელიც არის კოვიდინფიცირებული, აქვს გულის უკმარისობა და ამავდროულად ასაკი, ამ ქალბატონის შესახებაც მინდა გითხრათ, რომ ჩატარებული კვლევებითა და სუბიექტურ-ობიექტური მონაცემებით, დადებითი დინამიკაა მიღწეული და გამარტივდა სუნთქვის პარამეტრები. კიდევ ერთი გამარჯვებაა ის, რომ ამ ეტაპამდე ქალბატონი ცოცხალია, ვიტალური ფუნქციები უკეთესია, იმედია ასე გაგრძელდება და რამდენიმე დღეში ეს პაციენტიც მოიხსნება აპარატიდან“, - განაცხადა ლევან ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...