არჩილ კბილაშვილი: "გიგი უგულავაზე ეს პირველი და არა ერთადერთი ეპიზოდია"

მთავარი თემა

არჩილ კბილაშვილი: "გიგი უგულავაზე ეს პირველი და არა ერთადერთი ეპიზოდია"

5 თებ. 2013, 09:34:31

_ ბატონო არჩილ. სოციალურ ქსელში გაჩნდა ასეთი ფრაზა _ "გამომძიებლები გამოძახებით." საზოგადოებას აინტერესებს, რატომ აკითხავთ დასაკითხთა სიაში მყოფებს კაბინეტებში, მაგალითად გიგი უგულავას, ახლა იგივეს ითხოვს გიორგი ღვინიაშვილიც, უფრო ადრე დავით საყვარლიძემ და როლანდ ახალაიამ განაცხადეს, აქეთ მობრძანდით პარლამენტში, თუ საქმე გაქვთო...

_  მოდი, დავიწყოთ იქედან, რომ  ასეთი  ერთი  შემთხვევა გვაქვს, ვგულისხმობ გიგი უგულავას. ნებისმიერ გადაწყვეტილებას წინ უსწრებს რაღაც განსჯა. აქ ერთი ასპექტია შესაფასებელი, პროკურატურა და პროკურორი უნდა მოქმედებდეს სახელმწიფოებრივი პოზიციიდან და ამაზე ყველა ვთანხმდებით. რა თქმა უნდა, იგივეს უნდა აკეთებდეს მერიც და პარლამენტის წევრიც. როდესაც გამოძიების მიზნებისთვის პირის გამოძახება ხდება, ეს პირი უნდა გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში, ესეც ფაქტია. ვინც არ ცხადდება, ის  მინიმუმ არ მოქმედებს სახელმწიფო პოზიციიდან, თუ ის სახელმწიფო მოხელეა.

რა თქმა უნდა, შეგვიძლია იმის თქმა, _ არც ჩვენ მოვალთო და დავიწყოთ, ასე ვთქვათ, პინგ-პონგის  თამაში.  მოსახლეობამ კი უნდა უყუროს  ამ კინკლაობას. მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე აღარ არის სახელმწიფოებრივი პოზიცია. ჩვენი მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ გადავაბიჯოთ იმ ვიწრო ჩაკეტილ თავმოყვარეობას, რასაც სხვა თავმოყვარეობად მიიჩნევდა. სახელმწიფოებრივი პოზიცია არის ის, რომ ადამიანებმა  მიიღონ გამოძიების შედეგი ანუ, საქმე  დასრულდეს. ეს იყო მთავარი ჩვენთვის და არა ის, რომ ვიღაცეები გვემხილა არასახელმწიფოებრივ პოზიციაში და აქ გავჩერებულიყავით.

_ თუმცა, საჯარო მოხელის არასახელმწიფოებრივი პოზიცია სამართლებრივ შეფასებას  ექვემდებარება?

­_ დიახ, ექვემდებარება და ამ საკითხის სამართლებრივი შეფასება ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ როგორ დღეს, ისე ხვალ და ზეგ.  ამას გავაკეთებთ, არ არის პრობლემა. უბრალოდ, ახლა, კინკლაობაში არ უნდა დაიკარგოს მთავარი.

_ აპირებთ, რომ ახალაიას, ღვინიაშვილს, საყვარელიძეს და ალბათ კიდევ მიემატებიან სხვებიც, პარლამენტში მიაკითხოთ?

_ ეს  ინდივიდუალური საკითხია. გამოძიების დროს მოწმის ჩვენება არის ერთ-ერთი აგური, რომ რაღაცა ფაქტი დადგინდეს. შესაძლებელია, იმ აგურის გარეშე მაინც დავადგინოთ ფაქტი. თუკი ისეთ გადაუდებელ ან გვერდაუვლელ სიტუაციასთან გვექნება საქმე, მაშინ შეიძლება გადავწყვიტოთ ანალოგიურად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ამაში ღირსების დაკნინებას ვერ ვხედავ. ასე რომ,  მოვაგვარებთ ამ საკითხს სხვა არგამოცხადებულ, ურჩ ლიპარიტ ბაღვაშებთან მიმართებაშიც.

_ უგულავას ამდენწლიანი საქმიანობის შესწავლის შედეგად,  დასაქმების და "ნაცმოძრაობისთვის" გადარიცხული თანხების ეპიზოდი გაქვთ მხოლოდ სადავოდ? ოპოზიციონერობის დროს თქვენი მეგობრები ძალიან ბევრს საუბრობდნენ ქალაქი მერის მიერ უკანონოდ გასხვისებულ მიწებზე, ტენდერებზე, ფონდებზე...

_ და ვინ თქვა რომ ერთადერთია? ეს არის პირველი და პირველი არ ნიშნავს ერთადერთობას. იქნება თუ არა მეორე, ამას დრო გვაჩვენებს. არ იქნება ლამაზი პროკურორის მხრიდან იმის განცხადება, მომავალში ელოდეთ ამას და ამასო. ფაქტია, რომ ეს არის პირველი  საქმე და ძალიან თანაზომიერ დროში გამოტანილი. საფინანსო-ეკონომიკური თემების შესწავლას დრო ჭირდება. მიმდინარეობს სხვა საკითხების შესწავლაც და რაც გამოჩნდება, ვნახავთ ყველაფერს თავის დროში. თუ იქნება გამოჩნდება ეგეც, არსად დაიმალება...




 ახალი ამბები
  • "ლელოს" დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნებალელოს დეპუტატობის კანდიდატი გურიაში გიორგი სიორიძე იქნება. სიორიძე სხვა კანდიდატებთან ერთად პოლიტიკურმა მოძრაობა "ლელომ" ამ წუთებში მცხეთაში წარადგინა. გიორგი სიორიძე – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. კონსტიტუციონალისტი. კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, გერმანიაში ფედერალური მასშტაბით ლიცენზირებული იურისტი. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე. უკანასკნელ წლებში მუშაობდა ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ... ...
  • "15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას" _ მიხეილ ჩხენკელისასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვიზიტისას განაცხადა. „სასწავლო წლის დაწყებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ჩვენ, როგორც განვაცხადეთ, 15 სექტემბერს ვიწყებთ სწავლას. რეკომენდაციები გამოქვეყნდება და ყველას გექნებათ საშუალება დეტალურად იხილოთ. სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული, რადგანაც ჩვენთვის მთავარია ბავშვების ჯანმრთელობა. მინდა გითხრათ, რომ ყოველ ეტაპზე სამედიცინო პროტოკოლი ასახავს ეპიდ-სიტუაციას, რომელიც იმ მომენტისთვის არის აქტუალური. დღევანდელი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი საფრთხე 15 სექტემბერს სწავლის დაწყებას არ ემუქრება. თუმცა, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ის ამბავი, რომ თითოეული მოქალაქის ვალია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენი ყველას სურვილია, რომ ეს ვითარება არ გაუარესდეს და ამისთვის თითოეული მოქალაქის ძალისხმევა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის“, - განაცხადა მიხეილ ... ...
  • IRI: უჭერს თუ არა მოსახლეობა მხარს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების წინ, მოქალაქეთა 54 პროცენტი ინფორმირებულია 8 მარტის შეთანხმებისა და ქვეყნის საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ. მათგან   77 პროცენტი - 41 % „ძლიერ“, ხოლო 36 % „მეტნაკლებად“, მხარს უჭერს განხორციელებულ საარჩევნო რეფორმას.  ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემის მაგიერ პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.  ოპოზიციური პარტიებიდან ერთიანმა მაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, გასულ წელშიც დღის წესრიგში ჩამდგარი საარჩევნო სისტემის გამო მთავრობასთან წარმოებულ მოლაპარაკებებზე მიღებული დაპირებების არ შესრულების მიზეზის გამო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. მიღებული ცვლილების თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული სისტემით იქნება არჩეული. არჩევნებში 40,54 პროცენტზე ნაკლები ხმის მიმღები პარტია მარტო ვერ შესძლებს მთავრობის ფორმირებას. ცვლილება ასევე მოიცავს პარლამენტში პარტიების ადგილების განაწილების და არჩევნების ბარიერთან დაკავშირებულ ... ...
  • IRI: მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდაIRI-ს კვლევის მიხედვით, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან COVID-19-ის წარმატებული მართვისა, საქართველოს მოსახლეობის 82 პროცენტი თვლის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა პანდემიის გავრცელების შემდეგ. 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა მათ ოჯახში „ძალიან“ (22 %) ან „მნიშვნელოვნად“ (43 %) მძიმეა, ხოლო 67 % თვლის, რომ კორონავირუსის შედეგად, კიდევ უფრო გაუარესდა.  შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვალში დაფიქსირდა. ამ დროისთვის, დაინფიცირებულთა სრული რაოდენობა 1278-ს შეადგენს, რომელთაგან  გამოჯანმრთელდა - 1058, ხოლო 17 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი ჯანმომ გლობალურ პანდემიად გამოცხადა და ვირუსთან საბრძოლველად სხვადასხვა შეზღუდვები დაწედა. ამავე თემაზე: IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ... ...
  • IRI-ს კვლევა: კმაყოფილია თუ არა მოსახლეობა მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაშიIRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით მოსახლეობის 79 პროცენტი არის კმაყოფილი, მათ შორის „ძალიან კმაყოფილი“ (41 %) და „მეტნაკლებად“ კმაყოფილი (38 %) მთავრობის მოქმედებით პანდემიასთან ბრძოლაში. "მოსახლეობის 58 პროცენტი, მათ შორის 21 % „ძალიან“, ხოლო 37 პროცენტი „მეტნაკლებად“, კმაყოფილია იმ სოციალური პროგრამებით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის მიერ გამოწვეული პრობლემების შესამსბუქებლად.  მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება(94%) რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (91 %) და პრემიერ-მინისტრის ოფისის (81 %) მუშაობა პანდემიასთან ბრძოლაში იყო ეფექტური",_ ნათქვამია კვლევაში. ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.  შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.  ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...