"ერთი გირაო, ორი გირაო და ბევრი გირაო" _ არჩილ კბილაშვილი გირაოებზე

მთავარი თემა

"ერთი გირაო, ორი გირაო და ბევრი გირაო" _ არჩილ კბილაშვილი გირაოებზე

6 თებ. 2013, 11:57:00

"პირველ რიგში, როგორც პროკურორებს და გამომძიებლებს, ასევე თქვენც მინდა გირჩიოთ, რომ ეჭვებისგან გათავისუფლდეთ.

...მოსამართლეებისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინმეს სახელს და გვარს. ერთი და იგივე გარემოებების საქმეებზე არ უნდა მოხდეს ისე, რომსე, რომ ერთ შემთხვევაში გირაო იყოს გამოყენებული და მეორე შემთხვევაში _ პატიმრობა.

ასეთი რჩევა და პასუხი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან, კოტე კუბლაშვილისგან  "გურია ნიუსმა"  გირაოებთან დაკავშირებით დასმულ შემდეგ  კითხვაზე მიიღო:

_ ბატონო კოტე შერჩევით სამართალზე და გირაოზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრეთ და ჩემი კითხვაც სწორედ მაგას ეხება. წინა ხელისუფლებს დროსაც ძალიან ხშირად ვესწრებოდი სასამართლო პროცესებს, წლების განმავლობაში და ასეთ საქმეებზე კი არა, როგორზეც ახლა საუბრობთ, გაცილებით ნაკლები სიმძიმის დანაშაულზეც კი არ გამოიყენებოდა გირაო. მაგალითად, ძალიან ეჭვი მეპარება, რომ გეგა ქელბაქიანის მსგავს საქმეზე, როდესაც საუბარია ასეული მილიონობით გაფლანგვასა თუ თანხის მითვისებაზე, წინა ხელისუფლების დროს, ვინმე 150 000 იანი გირაოთი გამოეშვათ. ეს რას ნიშნავს, სასამართლო ნამდვილად გაავისუფლდა პროკურატურის ზეწოლისგან თუ რაიმე სხვა ტენდენციასთან გვაქვს საქმე?

სწორედ ამ კითხვის პასუხად მოგვიწოდა კუბლაშვილმა "გავთავისუფლებულიყავით ეჭვიანობისგან"

მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ერთი გირაო, ორი გირაო და ბევრი გირაო, რომლის გამოყენებაც სასამართლომ აქტიურად დაიწყო, განსაკუთრებით წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან მიმართებაში, მას სულაც არ აღიზიანებს.

_ ბატონო არჩილ, რა რეაქცია გაქვთ ამ გახშირებულ  გირაოებთან დაკავშირებით? როცა ფიქრობთ, რომ მტკიცებულებებში ძალიან მყარად ხართ და ამ დროს, ერთი გირაო, ორი გირაო... (გვაწყვეტინებს სიტყვას. ავტ)

_ და ბევრი გირაო... არა, სულაც არ ვღიზიანდები და საერთოდ, მე არაფერზე ვღიზიანდები და არც ჯავრს ვიდებ რამეზე გულში. ვთვლი, რომ ისეთი თანამდებობის მქონე პირი, როგორიც პროკურორია, ბოღმას გულში არ უნდა იდებდეს. ეს, პირველ რიგში, მისთვისაა ცუდი. მთავარი პროკურორისთვის რომ ცუდია, ეს არ არის დიდი უბედურება, ამით შენს თავს ავნებ, მაგრამ ქვეყანას ჯავრიანი, ბოღმიანი და ბოროტი პროკურორი არ უნდა ჰყავდეს. კარგით, ამას თავი დავანებოთ...

ყველაფერს აქვს თავისი ანალიზი და ლოგიკა. თავისთავად, ჩვენ მოვდივართ ძალიან ცუდი ინერციით წარსულიდან, როდესაც  ყველა ბრალდებაზე ყველას იჭერდნენ. ეს იყო ძალიან ცუდი და შეჩვეულია საზოგადოება ამას. ახლაც ელის, რომ ასე უნდა გაგრძელდეს. არადა, ეს ცუდია და არ უნდა გარძელდეს. კაცმა რომ თქვას, ნორმალური არის მართლაც გირაო და არა საპატიმრო ღონისძიება. ამას, სხვა განყენებულ სიტუაციაში, სადაც საქმეებს ნორმალურად განიხილავ და მოხსნი იმ პერიპეტიებს, რაც ჩვენს ქვეყანაში იყო, ალტერნატივა არ აქვს. კანონი ამბობს, რომ უდანაშაულოა, თუ უდანაშაულოა, რატომ იჭერ? ამიტომ, ცივილიზებურმა კაცობრიობამ შეიმუშავა ასეთი მეთოდი და გამოიყენა გირაო.

_ ალბათ ცივილიზებურ და დამოუკიდებელ სასამართლოზე საუბრობთ თქვენ. ჩვენთან სხვაგვარად დგას საქმე, მაგალითად ვანო მერაბიშვილის ბიძას 25 000 ლარიანი გირაოთი უშვებენ და იგივე მოსამართლე, უფრო ნაკლები სიმძიმის დანაშაულზე 71 ქალს ციხეში სვამს...

_ კი ბატონო,  გადავხედოთ ახლა მეორე მხარეს. ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს, ის უნდა სარგებლობდეს ნდობის მაღალი ხარისხით,  მისი ხელიდან გამოსული ეს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა იყოს. მაგრამ,ეს ხალხი არ იყო კაცო გუშინ, ქათმის ქურდს რომ ციხეში უშვებდა და კიდევ ათასი ასეთი მაგალითი გეცოდინებათ. როცა ასეთი რამეები ხდება, ეს ნდობის ხარისხსს გიქვეითებს და სწორედ ამაშია პრობლემა. აი, ეს პრობლემა გვაქვს ჩვენ დღეს და ამიტომ ისმის შემდეგ პრეტენზიები.

_ არა მგონია, საქართველოში ვინმეს უკვირდეს ეს უნდობლობა...

_ რატომ არ არის ნდობა? იმიტომ, რომ გუშინ, ეს სასამართლო კორპუსი  ემსახურებოდა აღმასრულებელ ხელისუფლებას და მის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდა. დღესაც ემსახურება იმავე აღმასრულებელ ხელისუფლებას, ინდობს მას და არ იმეტებს ციხისათვის. თუ ეს ასეა, თუ სასამართლო შემწყნარებელია იმ ხელისუფლებისა, რომელსაც ის ემორჩილებოდა, მაშინ ეს უკვე პოლიტიკურ დატვირთვას იძენს. ყოფილი ხელისუფლება ამ დროს აცხადებს, რომ ყველაფერი ცუდად ხდება, ყველაფერი უნდა შეიცვალოსო. უკვე შეიკრა ის ჯაჭვი, სადაც სასამართლოს  ადგილი აღმოჩნდა პოლიტიკურ რგოლში. ამიტომაც არის გამოხატული მათ მიმართ პრეტენზიები. აი, ეს უნდა შეიცვალოს. თუმცა, ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ წინ გველის სასამართლოები. შეიძლება ის ადამიანები, რომლებიც ზედაპირულად უყურებენ ამ მოვლენებს, ფიქრობენ რომ, ყველას უშვებენ, ყველა გარეთ არის. მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ  სულ მალე, არსებითი განხილვები დაიწყება და გვექნება შესაძლებლობა, ყველაფერი  ღიად დავინახოთ. ის სასჯელი იქნება გამოყენებული, ვინც რას იმსახურებს.




 ახალი ამბები
  • თბილისში, ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდათბილისში, ცოფის ვირუსის ახალი შემთხვევა ტიბაანის გასასვლელის N20-ში დაფიქსირდა.  ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „მოქალაქის მომართვის საფუძველზე, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომლის ბუნებრივი ლეტალობის დაფიქსირების შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მასალის კვლევის შედეგად, ცხოველში ცოფის ვირუსი დადასტურდა. ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივად განახორციელებენ“,_ ნათქვამია განცხადებაში. მიმდინარე წელს, დედაქალაქში ცოფის ვირუსის ხუთი შემთხვევა ... ...
  • „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეწვია (R)რეგიონული ტურნეს ფარგლებში, „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ეწვია. სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მხარისა ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდულ საკითხებში ჩართულ თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მიერ ერთობლივად განხორციელებული და გეგმიური აქტივობები განიხილეს. მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება გულისხმობს, 64 მუნიციპალიტეტში, წელს კი საპილოტედ შერჩეულ 11 მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდობის საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებით, ახალგზრდული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შექმნას, ასევე, ადგილზე შესაბამისი ადამიანური რესურსის მომზადებას, რომელსაც სააგენტო 4 ეტაპად გეგმავს. მათ საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში, სტრასბურგის ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში 5 დღიან ტრენინგზე მიღებული გამოცდილებაც დაეხმარებათ, სადაც ისინი მიმდინარე წლის მარტის თვეში სააგენტოს წარდგენით იმყოფებოდნენ. ახალგაზრდობის სააგენტომ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ახლახანს დაასრულა ახალგაზრდების საჭიროებების რაოდენობრივი კვლევა, რომლის ფოკუსს წარმოადგენს ახალგაზრდების პრობლემები, გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლებლობები. ... ...
  • „იური ლომაძე მოძალადე არ არის“გასულ კვირა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხუთმა მამაკაცმა ქალაქ ბათუმიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში გაიტაცა 35 წლის მამაკაცი. ამ საქმეზე უკვე სასამართლომ ხუთივე მათგანს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულს შორის არის ოზურგეთელი იური ლომაძე, რომელიც წარმატებული მოჭიდავეა. „გურია ნიუსი“ იური ლომაძის მწვრთნელს, ბექა როყვას დაუკავშირდა საქმის დეტალებზე. „იური ლომაძე მოძალადე არ არის. მას კარგად ვიცნობ და  შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ის არის შრომისმოყვარე და წარმატებული ახალგაზრდა. რაც შეეხება იური ლომაძის საქმეს, ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, რადგან დარწმუნებული ვარ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მე პირადად დარწმუნებული ვარ იურის უდანაშაულობაში“,- აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ბექა ... ...
  • ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოვლინდაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 63 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 609 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 199 ფაქტი, აჭარაში - 151, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 138, ქვემო ქართლში - 131, შიდა ქართლში - 112, სამცხე-ჯავახეთში - 111, მცხეთა-მთიანეთში - 39, გურიაში - 25, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 11 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ამავე, 6-თვიან პერიოდში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, უკანონო ტყითსარგებლობის 6 ფაქტი გამოავლინეს. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2 700 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 149 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 57 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია ... ...
  • " მიჩნდება ძალიან საფუძვლიანი ეჭვი“ - რას წერს ლომაძის საქმეზე ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილისპორტული ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი სპორტსმენი იური ლომაძის საქმეზე სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. “იური ლომაძის საქმის გარშემო რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოვისმინე: 1. ის, რომ მომჩივანი ცემეს და აწამეს ამისი მტკიცებულება მხოლოდ მომჩივანის ჩვენებაა. 2. საქმეში არ მსმენია ექსპერტიზის თაობაზე, რომელიც მომჩივანს ჩაუტარდა და ფიზიკური ძალადობისა და წამების კვალი დადასტურდა. 3. მომჩივანი რეალურად არცერთ სამედიცინო დაწესებულებაში არ ყოფილა მოთავსებული მკურნალობის მიზნით. 4. მომჩივანი 32 წლის მამაკაცი ორჯერ არის ნასამართლევი თაღლითობისთვის და ახლაც პრობაციონერია. 5. გამოძიება ეყრდნობა მხოლოდ მის ჩვენებას და საქმეში სხვა მტკიცებულება არ დევს. 6. მიუხედავად იმისა, რომ ბრალი გატაცებაზეა, გავიგეთ, რომ თავისი ნებით ჩაუჯდა მანქანაში. 7. ე.წ გატაცებული პირი ტაქსით ბრუნდება სახლში, ასე აბრუნებენ და არავითარი რამდენიმე დღე დაბმული არაად ყოფილა. 8. იური ლომაძე დანარჩენ ოთხ პირთან ერთად თავად მიდის საგამოძიებო ორგანოში და ის არ იმალება. ახლა მე მიჩნდება ძალიან საფუძვლიანი ეჭვი და ლოგიკური კითხვა, ორჯერ თაღლითობაში მსჯავრდებული და ამჟამად პრობაციონერი პირი უჩივის სპორტსმენს, რომლისგანაც ფულის გამოძალვის იმედი აქვს სარჩელის გამოტანის სანაცვლოდ? პირი, რომელიც გარდა იმისა, რომ სასამართლოს ორი განჩინებით თაღლითობაში იყო მსჯავრდებული და ამასთან მოძალადე, რომელიც ფიზიკურად ძალადობდა ქალზე, არის მომჩივანი და მხოლოდ სიტყვაა ამ ბიჭის წინააღმდეგ? კარგი ადვოკატი ამ საქმეს მოიგებს. პ.ს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ინტუიცია მკარნახობს ამ გამომძიებელ-მოსამართლისა და მომჩივანის რაღაც კონტაქტებს და მოვიძიებდი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...