ნოდარ ხადურის სახელზე გაგზავნილი უპასუხო წერილები და მეწარმეების საგანგებო განცხადება

მთავარი თემა

ნოდარ ხადურის სახელზე გაგზავნილი უპასუხო წერილები და მეწარმეების საგანგებო განცხადება

18 თებ. 2013, 14:32:11

მეწარმეები დახმარებას მედიისგან ელიან და აცხადებენ, რომ ამ დრომდე, ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის სახელზე გაგზავნილი ორ წერილზე პასუხი დღემდე არ მიუღიათ.

როგორც კომპანია "პეპსის"  გენერალური დირექტორი, ლევან კასრაძე აცხადებს, ისინი დღეს საგანგებო რეჟიმში იმისათვის შეიკრიბნენ, რომ მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, გაეზიარებინათ არგუმენტი ხელისუფლებისთვის და აეხსნათ, რომ აღნიშნული რეგულაცია ცალსახად უარყოფით შედეგებს მოუტანს მათ დარგს და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკას, დღემდე რეაგირების გარეშე არიან: "ჩვენი ორი ოფიციალური წერილი, რომელიც ფინანასთა მინისტრის სახელზე გავაგზავნეთ გასული წლის დეკემბერში და ამ წლის თებერვლის დასაწყისში, უპასუხოდაა დატოვებული. ამიტომაც, ახლა გვსურს, თქვენ, მედიის წარმომადგენლებს და თქვენი დახმარებით საზოგადოებასაც გავაცნოთ ჩვენი არგუმენტები" _ განაცხადა კასრაძემ.

რაც შეეხება არგუმენტებს, როგორც მეწარმეები ამბობენ,   საკმარისზე მეტი აქვთ:

ლევან ბაღდავაძე: (კომპანია "ბორჯომის" გენერალური დირექტორის მოადგილე) "2012 წლის 24 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №129 ბრძანების საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს ცვლილებას "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებაში, განისაზღვრა არააქციზური საქონლის მარკირების სავალდებულო წესი. თავად  ეს ცვლილება კი ეფუძნება საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ნუსხა და მარკირების პირობები. აღნიშნული ბრძანების თანახმად, მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება არაალკოჰოლური სასმელები (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლები). სავალდებულო მარკირება ხორციელდება ბოთლის, ქილის ან კასრის გვერდზე, თავსახურზე ან ტარის ძირზე. ამასთან, შერჩეული პირის მიერ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება განისაზღვრება: ა) არაალკოჰოლური სასმელისთვის (გარდა მინერალური და მტკნარი წყლისა) – 1000 ცალ ერთეულზე – 5,5 ევროს ეკვივალენტი ლარებში და ბ) მინერალური და მტკნარი წყლისათვის – 1000 ცალ ერთეულზე – 4,63 ევროს ეკვივალენტი ლარებში.

ელექტრონულ მარკირებას, საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს შვეიცარული კომპანია SICPA, რომელსაც მოქმედი რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში, არაალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი გადაუხდის მომსახურების საფასურს. თან, რაც ყველაზე დისკრიმინაციული, SICPA-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში კი მარკირების სისტემის ამოქმედება მხოლოდ 8 მსხვილ კომპანიას ეხება."

"სნოს" დირექტორი,  დავით  გიგაია ელექტრონული მარკირების უარყოფითი ეფექტებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ელექტრონული მარკირების სისტემის შემოღებას ცალსახად უარყოფითი ეკონომიკური და ფისკალური ეფექტი ექნება. ეს ყველა შემთვევაში იმოქმედებს პროდუქციის თვიღირებულებასა და შესაბამისად ფასზე.

"ჩვენი პროდუქცია უბრალოდ გაძვირდება, როგორც ადგილობრივი მომხმარებლისთვის, ასევე გაძვირდება მისი საექსპორტო ფასიც. მსგავსი ტიპის პროდუქციისთვის კი ფასების თუნდაც უმნიშვნელო ზრდა, მაშინვე იწვევს რეალიზაციის შემცირებას. ეს ექსპორტის მაჩვენებლის შემცირებასაც გამოიწვევს და საბოლო ჯამში გამოვა ისე, რომ კომპანიებს ნაკლები შემოსავალი გვექნება და ბიუჯეტშიც ნაკლებს შევიტანთ გადასახადების სახით. ანუ, ბიუჯეტს ფული მოაკლდება და თანხები წავა მხოლოდ შვეიცარიულ ფირმაში, რომელიც ამ ყველაფერს მოემსახურება. სახელმწიფოსთვის ეს კანონი როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში არ უნდა იყოს მომგებიანი." _ განაცხადა დავით გიგაიამ

კომპანია "კოკა-კოლას" აღმასრულებელი მენეჯერი,  ვახტანგ ლაღიძე აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების ერთ-ერთი არგუმენტი მარკირების შემოღების დროს ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლას  უკავშირდებოდა, თუმცა, აქ ორი მომენტია აღსანიშნავი:

"პირველი ის, რომ გამყალბებლები მწარმოებლების, ფალსიფიცირებული წყლის, მინერალური ან გამაგრილებელი სასმელის ჩამოსხმისას მწარმოებლის ტარას იყენებენ თავსახურს იყენებენ. შესაბამისად ეს პროდუქცია უკვე მარკირებულია და ფალსიფიკატორის გამოვლენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია ამ სისტემის დახმარებით. მეორე საკითხია თავად ფალსიფიკაციის მასშტაბები ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი პოზიცია ასეთია და მგონია, რომ ჩვენი სფეროს წარმომადგენელი სხვა კომპანიებიც იგივეს დაადასტურებენ. რომ ფალსიფიკაციის მაჩვენებელი არ არის საგანგაშო და მაგალითად, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ჩვენ არ დაგვიფიქსირებია მეტ-ნაკლებად მასშტაბური შემთხვევა უალკოჰოლო სასმელის გაყალბებისა, რომელიც რაიმე სერიოზულ ზიანს მოგვაყენებდა ჩვენ და სხვა მწარმოებლებს." _ განაცხადა ვახტანგ ლაღიძემ

"ნაბეღლავის" დირექტორის, ავთანდილ  სვიმონიშვილის განცხადებით, ზოგადად აღრიცხვიანობა და მკაცრი ფინანსური კონტროლი, საგადასახადო ადმინისტრირებისთვის მნიშვნელოვანია და ამაზე არავინ კამათობს.

"რა თქმა უნდა, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ზუსტი მონაცემები და ყველაფერი ბოლომდე უნდა იყოს აღრიცხული. თუმცა, აქ მეთოდებზეა საუბარი. ჩვენ არ უნდა ვიხდიდეთ დამატებით იმაში თანხას, რომ სახელმწიფომ გაგვაკონტროლოს. თან არ უნდა ვუხდიდეთ იძულებითი წესით უცხოურ კომპანიას. აღრიცხვის წარმოება სახელმწიფოს პრობლემაა და მისი საქმე და არა ჩვენი, უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლების. თან აქ საკმაოდ სოლიდურ თანხებზეა საუბარი, რომელიც ჩვენ უნდა გადავიხადოთ, იმისათვის, რომ სახელმწიფომ გვაკონტროლოს. ამასთან, აღრიცხვის წარმოების უამრავი სხვა, გაცილებით უფრო მარტივი და იაფი საშუალება არსებობს,რომლის გამოყენებაც თავისუფლად შეიძლება დღეს საქართველოში და ჩვენ და დარწმუნებული ვარ სხვა მწარმოებლებიც, მზად არიან მხარი დაუჭირონ სახელმწიფოს სხვა სახის სისტემის დანერგვაში. ამასთან, აღრიცხვიანობის მოწესრიგების, მიზნით უკვე დაინერგა ელექტრონული ზედნადების და ა/ფ პროგრამა, რომელიც, წესით, უზრუნველყოფს სახელმწიფოს მხრიდან სრულფასოვან კონტროლს." _ აცხადებს ავთანდილ სვიმონიშვილი.

ექსპერტების აზრით, მარკირების საკითხი შემოღებულ იქნა საკონსტიტუციო გარანტიის დარღვევით, ვინაიდან 2013 წლის ოქტომბრისთვის საქართველოში უნდა არსებობდეს მხოლოდ 5 სახის გადასახადი. ხოლო ახალი, მე-6 ტიპის გადასახადი - "არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება", შემოღებული საგადასახადო კოდექსის "აქციზი"-ს კარით, სინამდვილეში წარმოადგენს ახალ გადასახადს. თუ აქციზური საქონლის მწარმოებლებისთვის ეს წინგადადგმული ნაბიჯია და ამცირებს მათ დანახარჯებს, უალკოჰოლო სასმელების წარმოების დროს, ეს დამატებითი გადასახადია, რადგან მარკირების საფასურზე გაწეული წლიური ხარჯი იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე მეწარმეების მიერ გადახდილი ზოგიერთი გადასახადის ჯამი.

რაც შეეხება მსოფლიო პრაქტიკას, უალკოჰოლო სასმელებზე ელექტრონული მარკირება არც წამყვან განვითარებულ, არც განვითარებად ქვეყნებში არ ხდება. არსებობს ცალკეული შემთხვევები და სულ რამდენიმე ქვეყანა აფრიკასა და ლათინურ ამერიკის ქვეყნებში, სადაც მსგავსი სისტემა ფუნქციონირებს. მაროკოს შემხთხვევაში, მაგალითად, ყველა ტიპის უალკოჰოლო სასმელს მაროკოს მეფე აწარმოებს და ელექტრონული მარკირების საშუალებით, უხეშად რომ ვთქვათ, თავის ჩამოსხმულ პროდუქციას ითვლის. სხვა ქვეყნებში, სხვა მეთოდებით ხდება აღრიცხვისა და კონტროლის წარმოება სახელმწიფოს მხრიდან, რაც არ არის  ამ ზომის ხარჯებთან დაკავშირებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ელექტრონული მარკირების ჩვენნაირი სისტემის შემოღება ალბანეთში დაბლოკა პრეზიდენტმა ვეტოს უფლების გამოყენები და იგივე ავსტრალიაში პარლამენტმა არ დაუჭირა მის შემოღებას მხარი.

მეწარმეების განცხადებით, ბოლოს, როდესაც ფინანსთა მინისტრმა  ამ რეგულაციის გადავადებაზე გააკეთა განცხადება 24 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე, აღნიშნა, რომ მწარმოებლებსაც ჩართავდა მისი დახვეწის პროცესში.

"ჩვენ კვლავ გამოვთქვამთ მზადყოფნას, შევხვდეთ სამინისტროს წარმომადგენლებს, პირადად მინისტრს და დაწვრილებით გავაცნოთ ჩვენი პოზიცია და არგუმენტები. იმედს ვიტოვებთ, რომ მოლაპარაკებების გზით მივაღწევთ შეთანხმებას, რომელიც როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ჩვენთვის და ჩვენი თანამშრომლებისთვის იქნება მისაღები." _ აცხადებენ მეწარმეები და პასუხს ფინანსთა მინისტრისგან კვლავ ელიან.




 ახალი ამბები
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში- გაფრთხილება ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. 9 აგვისტომდე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 4 - 6 აგვისტოს +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო 7 - 8 აგვისტოს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 – 6 აგვისტოს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 7 – 8 აგვისტოს +32, +34 გრადუსამდე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...