როგორ იქცა "ნაცმოძრაობის" ფავორიტი ჩინოვნიკი ახალაიას წინააღმდეგ ბრალდების მოწმედ

მთავარი თემა

როგორ იქცა "ნაცმოძრაობის" ფავორიტი ჩინოვნიკი ახალაიას წინააღმდეგ ბრალდების მოწმედ

2013 თებ 21 19:39:33

ბაჩო ახალაიას ადვოკატი, გიორგი ონიანი "გურია ნიუსთან" აცხადებს, რომ არსოშვილი, როგორც ბრალდების მოწმე, საქმეში სენაკის ეპიზოდში ფიგურირებს, როდესაც ის ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსი იყო.

"ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ფავორიტი ჩინოვნიკი ზურაბ არსოშვილი,  სხვადასხვა დროს იყო პარლამენტის წევრი, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსი, ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი, შიდა ქართლის გუბერნატორი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე და ბოლოს "თელასის"  კომერციული დირექტორი.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ბრალდების ამჟამინდელი მოწმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა ყოფილიყო აღძრული "თელასის" ასეულობით თანამშრომლის მიერ  საჯაროდ მიცემული ჩვენებების გამო, რაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ პროკურატურა არსოშვილის "თელასში" მოღვაწეობის პერიოდით დაინტერესებულიყო.

წინასაარჩევნო პერიოდში გათავისუფლებული 120-მდე პროფესიონალი თანამშრომელი, მუქარის ქვეშ დაწერილი უთარიღო განცხადებები, ყოველდღიურად გათავისუფლების მოლოდინში მყოფი, პოლიციურ რეჟიმში მომუშავე კოლექტივი და ჩაბნელების საფრთხის წინაშე მდგარი დედაქალაქი... _ ასეთი იყო არსოშვილის ოთხთვიანი "მოღვაწეობის" შედეგი "თელასში".

„მე აქ საბალამუტოდ არ მოვსულვარ და არც თქვენი ზედმეტი ბალამუტის მოსმენა მინდა,“ _ ასე დაიწყო თავისი პირველი თათბირი „თელასის“ თანამშრომლებთან ახლადდანიშნულმა კომერციულმა დირექტორმა, ზურაბ არსოშვილმა და მეორე დღიდანვე შეუდგა „საქმეს ბალამუტის ნაცვლად“...

თელასისყოფილი თანამშრომლები "გურია ნიუსთან" საუბარში ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ყვებოდნენ, რომ გათავისუფლებული პროფესიონალების ნაცვლად, ინიშნებოდნენ პოლიციის თანამშრომლები, ზურაბ არსოშვილის ახლობლები და მეგობრები.

არსოშვილი "თელასში" სასწრაფო წესით მას შემდეგ გაამწესეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიის ყიდვას ბიძინა ივანიშვილი აპირებდა.

როგორც "თელასის" თანამშრომლები ამბობენ, "ნაცმოძრაობის" აქტივისტის, ზურაბ არსოშვილის კომერციულ დირექტორად დანიშვნის მთავარი მიზანი "თელასში" შემოსული თანხების არჩევნებისკენ მობილიზაცია და მმართველი პარტიის ბიუჯეტის შევსება იყო. საჭიროების შემთხვევაში, თუკი პარტიას დაჭირდებოდა, მისი მხრიდან არც რაიმე საბოტაჟს გამორიცხავდნენ.

არსოშვილის "მარჯვენა ხელი" და დამხმარე ძალა "თელასში" ავთანდილ მეტივიშვილი იყო. კომპანიის მმართველი, აშოტ მანუკიანი, რომელიც თანამშრომლებს შეჰპირდა, რომ არავითარი პრობლემები არ შეექმნებოდა და მშვიდად იმუშავებდნენ, ამ პროცესებში არ ერეოდა.

ნინო ტივაძე, რომელიც "თელასში" 15 წელი მუშაობდა და კრიზისული მართვის მენეჯერის ფუნქცია ჰქონდა, კომპანიიდან ისე გაუშვეს, რომ მიზეზიც არ უთქვამთ. როგორც ყველას, მასაც განცხადების დაწერა თარიღის დასმის გარეშე მოსთხოვეს:

_ თავიდან, დამიბარეს და მითხრეს, ძალიან წარჩინებული თანამშრომელი ხარ, გენდობით, იმედია ამ ნდობას დააფასებო და გლდანის რაიონიდან გადამიყვანეს სამგორის რაიონში. ხელფასი ისე დამაკლეს, საქმის კურსში არც კი ჩავუყენებივარ არავის. 20 დღის თავზე, ტელეფონზე მირეკავს ავთო მეტივიშვილი და მეუბნება, _ ნინიკო, ნინიკო, დაწერე განცხადება, ისე რომ თარიღი არ დაუსვა, უბრალოდ დაწერე განცხადება და დასაქმებაზე მერე ვიფიქროთო. სიმართლე გითხრათ, შოკში ჩავვარდი. როცა მიზეზი ვიკითხე, _ ამ პოზიციაზე ახლა სხვა ხედვები გვაქვსო. განცხადება დავწერე, მაგრამ არა უთარიღო, როგორც ისინი მთხოვდნენ, არამედ თარიღდასმული და ისე წამოვედი. განცხადება, რა თქმა უნდა, დააკმაყოფილეს.

ამის შემდეგ, დაიბარეს ჩემი და, რომელიც ასევე "თელასში" მუშაობს მენეჯერად და უთხრეს, _ ნინო მეოცნებე არის და თუ არ გინდა პრობლემები შეგექმნას, უთხარი გაჩუმდესო. მაშინ გაირკვა, რომ ჩემი გათავისუფლების მიზეზი ჩემი მეუღლის "ქართულ ოცნებაში" საქმიანობა იყო. _ აცხადებს "გურია ნიუსთან" საუბარში ნინო ტივაძე.

"თქვენ ქურდები ხართ, მაიმუნები ხართ, იპარავთ, აშენდით, შეიძლება ახლა ვერ დაგიმტკიცოთ, მაგრამ ვიცით ყველაფერი და მალე დაგიმტკიცებთ," _ ასე დაიწყო ზურაბ არსოშვილმა თავისი შეხვედრა ოქროს უბნის აბონენტთა მომსახურების ცენტრში. მაგიდაზე ფეხებშემოწყობილ და აგდებული ტონით მოლაპარაკე კომერციულ დირექტორს, ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან გაგნიძემ ციფრებთან დაკავშირებით ვერაფერი გააგებინა:

_ ზურაბ არსოშვილი თავის მოადგილესთან, ავთანდილ მეტივიშვილთან ერთად შემოვიდა, მოგვესალმა, შემდეგ მაგიდაზე ფეხები შემოაწყო და ციფრების ამბავი იკითხა. რაც ავუხსენი, ვერაფერი გაიგო და მითხრა, _ ზღაპრებს ნუ მიყვებითო და დაიწყო საუბარი პოლიტიკურ სიტუაციაზე.

თავიდანვე ყველამ იცოდა, რომ "თელასში" შემოსული ყველა თანხა და რესურსი არჩევნებისკენ იქნებოდა მობილიზებული.

არსოშვილმა იმ დღესვე მომთხოვა უთარიღო განცხადება დამეწერა _ შენ ახლა პატარა ბიჭი არ ხარ, საბჭოთა კავშირის დროსაც გექნება ნამუშევარი და უნდა იცოდე, ერთი ჯგუფი რომ მოდის, წინა ჯგუფი მიდისო.

როცა მიზეზი ვიკითხე, რატომ უნდა დამეწერა განცხადება, რა დავაშავე, ასეთი პასუხი გამცა: _ არ დაწერ განცხადებას და შეიძლება რაღაც შეგემთხვეს, ან უჯრაში იპოვო რამე, ხომ იცი, გამკეთებელი ვარო.

საღამოს დავწერე განცხადება, თარიღის გარეშე და იმავე დღეს მივიტანე სამდივნოში. ერთ კვირაში დამირეკეს და მითხრეს, თქვენი განცხადება დაკმაყოფილებულიაო..."_ აცხადებდა "გურია ნიუსთან" ოქროს უბნის აბონენტთა მომსახურების ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ლევან გაგნიძე.

გაგნიძის თქმით, მის ადგილზე, ისევე როგორც სხვაგან, პოლიციის თანამშრომელი დაინიშნა. პროფესიონალების ნაცვლად დანიშნული პოლიციელები კი "თელასში", გარკვეული პერიოდის განმავლობაში, პოლიციის მანქანებით და შეიარაღებულები დადიოდნენ.

ზურაბ არსოშვილის "თელასში" მისვლის შემდეგ, ყველანაირი შესყიდვები შეჩერდა, რაც ტექნიკური თვალსაზრისით, კომპანიას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებდა,

დაწყებულია თუ არა ძიება ზემოთ ჩამოთვლილ კონკრეტულ ფაქტებზე, ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია.

ბაჩო ახალაიას ადვოკატი, გიორგი ონიანი "გურია ნიუსთან" აცხადებს, რომ არსოშვილზე, სავარაუდოდ, სწორედ "თელასის" ფაქტზეა სისხლის სამართლის საქმე აღძრული, რასაც მასზე ზეწოლის ბერკეტად იყენებენ.

მთავარ პროკურატურასთან დაკავშირება და ამ თემაზე კომენტარის მოპოვება, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, დღეს ვერ მოვახერხეთ.




 ახალი ამბები
  • "ეს არის ფარსი, ივანიშვილის თამაში" _ ლევან გოგიჩაიშვილირაც, დღეს პარლამენტში ხდება საარჩევნო სისტემასთან დაკაშირებით არის ფარსი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის თამაში განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა. მისი თქმით თუ ქართულ ოცნებას საკმარისი ხმები არ აქვს ცვლილებისთვის, მაშინ ზონდერმოსამართლეების დამტკიცება როგორ უნდა მოახერხონ ,,ამბობენ ხმები არ გვყოფნისო, მაშინ როგორ აპირებენ ჩინჩალაძეების, მურუსიძეების და სხვა ზონდერ მოსამართლეების დამტკიცებას, თუ მხოლოდ 75 ხმა აქვთ. ეს არის ფარსი, ივანიშვილის თამაში. რომელზეც პასუხს მიიღებენ" - განაცხადა ... ...
  • "კანონპროექტის რისკის ქვეშ დაყენება არ იქნებოდა სწორი" _ ირაკლი კობახიძედღეს დავინახეთ რისკი და გადადების მიზეზი ეს იყო. რისკის ქვეშ დაყენება არ იქნებოდა სწორი'- განაცხადა ირაკლი კობახიძემ პლენარული სდომის დასრულების შემდეგ, სადაც დეპუტატებს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კენჭი უნდა ეყარათ. მისი თქმით, კოლეგებს შეხვდებიან და შეეცდებიან, დაარწმუნონ გადაწყვეტილების სისწორეში. „დღეს დავინახეთ რისკი და გადადების მიზეზი ეს იყო. რისკის ქვეშ დაყენება არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ გვექნება შეკრების საშუალება და იმედია, რომ მეტი დრო გვექნება განხილვისთვის. დღეს 10 საათზე შევიკრიბეთ და 11-მდე უნდა დაგვესრულებინა გასაგები მიზეზის გამო. იმედი გვაქვს, რომ დღეს საღამოს ან ხვალ დილით უფრო ადრე შევიკრიბეთ და უფრო მეტი დრო გვექნება იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები ამ გადაწყვეტილების სისწორეში. ხვალ შევიკრიბებით დილიდან და შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, მიიღება ის გადაწყვეტილება. დღეს, პრაქტიკულად, განხილვაში რასაც ჰქვია, ვერც შევედით. გვქონდა სულ ერთი საათი დრო," - აცხადებს ირაკლი ... ...
  • "არ უნდა დავუშვათ კანონპროექტის ჩავარდნა" _ მამუკა მდინარაძეფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველანაირი რისკი, რომელიც არსებობს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის, აუცილებელია მოიხსნას. მისი განცხადებით, სწორედ რისკების მოხსნას ემსახურება ხვალინდელი უმრავლესობის შეხვედრა. "როგორც კი რისკი გაჩნდა, რომ შეიძლება კანონპროექტი ჩავარდეს, ასეთი რისკი არ უნდა დავუშვათ. ხვალისთვის ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად, რომ ეს რისკიც კი მოიხსნას. ჩვენ კიდევ ერთხელ შევეცდებით, რომ ყველა დეპუტატს, რომელსაც ჰქონდა აზრი, რომ ეს კანონპროექტი არის დამღუპველი ქვეყნისთვის და მაინც და მაინც ნაციონალურ მოძრაობაზე მორგებული, დავარწმუნოთ, ეს ასე არ არის. აქამდე დეპუტატების ამ რაოდენობას არ გამოუცხადებია ასე პრეტენზია ღიად და საჯაროდ. რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე დეპუტატი, რომელსაც სულ ველაპარაკებოდით და ეს დუღილი რომ იყო, თქვენც იცით. დღეს ეს უფრო ხელისგულზე გამოჩნდა.- განაცხადა მდინარაძემ. მისივე თქმით, არავინ მიდის არც, პარტიის და არც, გუნდის წინააღმდეგ. „გუშინდელი პროვოკაციული გამოსვლების ფონზე, დეპუტატების მეტმა რაოდენობამ ეს რაოდენობა გაზარდა. არ უნდა გავაღიზიანოთ ისინი დამატებით. არც პარტიის, არც გუნდის, არც პარტიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ არავინ მიდის. სწორედ ამიტომ ითხოვდნენ ისინი გადადებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი თავად უნდა დარწმუნდნენ, რომ პროპორციული სისტემა არის უალტერნატივო," - განაცხადა მამუკა ... ...
  • საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდოსაარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო, _ აღნიშნული განცხადება პარლამენტის თქვმჯდომარემ უმრავლესობის და ოპოზიციის ლიდერებთან კონსულტაციის შემდეგ გააკეთა. პლენარული სხდომა ხვალ 12 საათზე ... ...
  • მზე ასე დედამიწაზე, მხოლოდ ადამიანებთან ზეიმობს! _ ფოტორეპორტაჟიწელს ნოემბრის მზეს სწორედ ისეთი მაგიური გამონათება აქვს და სწორედ ის მნათობია, როგორიც ქართულ ხალხურ მითოსშია წარმოდგენილი, სადაც მას დედის ფუნქცია აკისრია! მხოლოდ ქართულია: „მზე დაწვა და მთვარე შობა!“, მხოლოდ ქართულია: „შენს მზეს ვფიცავ!“... 12 ნოემბერს, ოზურგეთის კულტურის და დასვენების პარკში, შემოდგომის ყველა კუნჭულში ჩასავარდნად გამოგორებულ მნათობთან ერთად , მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ კალანდაძე, პედაგოგი ეკა დარჩია, მეოთხეკლასელები და მათი მშობლები გახდნენ, ამ დღის ამმეტყველებლები!  დიახ, მზე ასე მხოლოდ დედამიწაზე, ადამიანებთან ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?