მურმან დუმბაძე: "თუ ხელშეკრულებაში გაჩნდება სიტყვა "მეჩეთი", ამ მთავრობაში აღარ ვიქნები!"

მთავარი თემა

მურმან დუმბაძე: "თუ ხელშეკრულებაში გაჩნდება სიტყვა "მეჩეთი", ამ მთავრობაში აღარ ვიქნები!"

2013 მარ 7 10:30:10

"მეჩეთთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო შეთანხმებას მივაღწიეთ ბატონ ერდოღანთან, როდესაც ჩვენ ერთი - ერთზე ვსაუბრობდით. ეს კითხვა საკმაოდ მწვავედ დაისვა. მივაღწიეთ შეთანხმებას. ის, რომ იმ ადგილზე და აზიზიეს სახელობის მეჩეთი არ უნდა აშენდეს, შევთანხმდით.

ბათუმსა და აჭარაში ჩვენი ქართველი მუსულმანი მოსახლეობა ძალიან ბევრია, ასევე, ბევრია მუსულმანი ინვესტორი თუ ტურისტი. იქ არ არის საკმარისი სალოცავი. თქვენ თუ გინახავთ ბათუმში ეზოში გამოდიან, ვერ თავსდებიან და ხშირად ქუჩაში უწევთ ლოცვა. საქართველოში და თვითონ აჭარაში 200-ზე მეტი მეჩეთია და არ არის პრობლემა მეჩეთის აშენების. უახლოეს დღეებში ადგილს მოვძებნით და აშენდება მეჩეთი. ამას არ სჭირდება არანაირი პოლიტიკური დატვირთვა," _ ეს განმარტება შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.

2008 წელს, როდესაც საქართველოს მთავრობამ მეჩეთის მშენებლობაზე საუბარი დაიწყო, საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან, ამას მძაფრი რეაქცია მოჰყვა. საპატრიარქომ პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძეს წერილი გაუგზავნა, რადგან თვლიდა, რომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობა რელიგიურ დაპირისპირებას გამოიწვევს; სახელმწიფოს თურქეთის მხარესთან რელიგიურ კონტექსტში არ უნდა ეწარმოებინა მოლაპარაკება და მოლაპარაკებაში საპატრიარქოს ჩართვას ითხოვდა.

მოჰყვა თუ არა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის თანხმობას ახალი მეჩეთის მშენებლობაზე საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან რეაქცია, ამასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი "გურია ნიუსთან" იხსენებს, რომ "საპატრიარქოს მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა, ჯერ კიდევ 2005 წელს დაწყებულა მოლაპარაკებები თურქეთთან ტაო-კლარჯეთის აღდგენასა და საქართველოში მუსლიმური ძეგლების აღდგენასთან დაკავშირებით, რომელიც 2005 წელს კულუარულად ჩავშალეთო. მაშინ რა იყო ამ მოლაპარაკებების საგანი, ჩემთვის უცნობია. თუმცა, როგორც ირკვევა, 2007-2008 წლებში მოლაპარაკებები განახლდა. საუბარი იყო თურქეთის ტერიტორიაზე ოთხი ისტორიული ქართული ძეგლის და საქართველოს ტერიტორიაზე ოთხი მუსლიმური ძეგლის აღდგენაზე.

2008 წელს, საპატრიარქომ წერილი გაუგზავნა იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრს ლადო გურგენიძეს, რომელშიც აცხადებდა, რომ საქართველოში ისედაც ბევრი მუსლიმური მეჩეთია (თუ არ ვცდები, ნათქვამია, რომ 250-მდე) და ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობა რელიგიურ დაპირისპირებას გამოიწვევს. ამიტომ, სახელმწიფომ თავი უნდა აარიდოს ასეთი ნაბიჯის გადადგმას და ამ კონტექსტში არ უნდა წარმართოს მოლაპარაკება თურქეთის მხარესთან. ასევე, მოითხოვდა მოლაპარაკებებში საპატრიარქოს ჩაბმას. მინდა აღვნიშნო, როგორც საპატრიარქოს წერილიდან ირკვევა, აზიზიეს მეჩეთზე კი არ იყო პრობლემა, პრობლემა იყო ზოგადად მეჩეთის მშენებლობა."

2010-2011 წლებში მოლაპარაკებები განახლდა. 2012 წლის დასაწყისში, როგორც კულტურის მინისტრი, ნიკა რურუა აცხადებდა, მიღწეული იყო შეთანხმება არა 4 ძეგლის სანაცვლოდ 4 მეჩეთის მშენებლობაზე, არამედ 2 ძეგლის სანაცვლოდ, საქართველოს ტერიტორიაზე აზიზიეს მეჩეთის აღდგენაზე და რაბათში ახმედის მეჩეთის აღდგენაზე. თუმცა, როგორც პრეზიდენტი აცხადებს, მაშინაც მოლაპარაკება ამ კონტექსტში იყო დაწყებული. მოლაპარაკება ეხებოდა მეჩეთების აღდგენას არა რელიგიური დატვირთვით, არამედ, როგორც კულტურული ძეგლები.

ბექა მინდიაშვილის განმარტებით, "არ იქნებოდა სწორი ერთი სახელმწიფო მეორე სეკულარულ სახელმწიფოს ელაპარაკოს რელიგიური ნაგებობების აღდგენასთან დაკავშირებით რელიგიური დატვირთვით. ვინაიდან, კონსტიტუციით ყველა რელიგიურ გაერთიანებას და ნებისმიერი მრწამსის მოქალაქეებს უფლება აქვთ, თუ ამის შესაძლებლობა გააჩნიათ, ააშენონ სალოცავი. ეს არ უნდა იყო მოლაპარაკების თემა. ეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. სწორედ აქ წამოვიდა ახალი პროტესტის ტალღა, როგორც საპატრიარქოს მხრიდან, ასევე ამ პროტესტში ჩაებნენ იმჟამინდელი ოპოზიციის პოლიტიკური ლიდერები. განსაკუთრებით აქტიური იყო მურმან დუმბაძე. სავარაუდოდ, "რესპუბლიკური პარტიიდან" მისი გარიცხვის ერთ-ერთი მიზეზი მეჩეთთან დაკავშირებული აქტიურობა იყო, რომელიც შეფასდა, როგორც ქსენოფობიური. "25-ე არხის" ერთ-ერთ გადაცემაში მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ ზოგადად მეჩეთის მშენებლობა არის თურქეთის რელიგიური გეოგრაფიის გაფართოება. შეიძლება ითქვას, ამ პრობლემას ის რელიგიურ ნიადაგს უფენდა. ასევე აცხადებდა, რომ არ შეიძლება მეჩეთის მშენებლობით თურქეთს მიეცეს შესაძლებლობა, რელიგიური ექსპანსია განახორციელოს საქართველოში. ვინაიდან ეს არის მისთვის პოლიტიკური გავლენის იარაღიო... ამ სიტყვებს იყენებდა დუმბაძე და იყენებდა ოპოზიციაც."

ბექა მინდიაშვილი "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ საპატრიარქოსთვის მიუღებელი იყო ამ მოლაპარაკების შედეგი:

"რადგან საპატრიარქო არ იყო ჩართული მოლაპარაკებებში, საკითხს სვამდა შემდეგნაირად: მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო არა ოშკისა და იშხანის აღდგენასთან დაკავშირებით, არამედ უნდა გამართულიყო ლაზეთის ტერიტორიაზე მდებარე არდაშენის საეპისკოპოსოს აღდგენასთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საპატრიარქოს იურისდიქციის გავრცელების მოთხოვნა. ასევე საუბარი იყო არდაშენის ერთ-ერთი ეკლესიის აღდგენაზე. ის საკმაოდ მცირე ბაზილიკური ტაძარია, თუმცა დღეს ამ ეკლესიის ქართული წარმომავლობა დაუდგენელია, არ ვიცით არის თუ არა ქართული ძეგლი.

ვფიქრობ, ორ სახელმწიფოს შორის საუბარი, გახსნილიყო თუ არა საქართველოს საეპისკოპოსო, არასახელმწიფოებრივი მიდგომა იქნებოდა.

საპატრიარქოს თურქეთის ტერიტორიაზე შეუძლია აწარმოოს საქმიანობა, თუ ის დარეგისტრირდება რელიგიურ გაერთიანებად. თუ არ ვცდები, 2011 წელს, ამის თაობაზე მიმართა კიდეც თურქეთის ხელისუფლებას, თუმცა, პასუხი ჩემთვის უცნობია. ასევე, საპატრიარქო აცხადებდა, რომ ამ ტაძრების აღდგენის ბედი იუნესკო-მ უნდა გადაწყვიტოს და არა თურქულ-ქართულმა მოლაპარაკებებმა. საპატრიარქო ამბობდა, რომ თურქულ მხარეს თავისთავად უნდა ჰქონდეს ვალდებულება, აღადგინოს ოშკი და იშხანი. ეს იყო ამ ყველაფრის ისტორიული ჩარჩო."

ბექა მინდიაშვილის აზრით, მისასალმებელია თურქული მხარის მხრიდან ოშკის აღდგენა, მაგრამ კარგი იქნება, თუ აღდგენით სამუშაოებში ქართველი არქიტექტორები და რესტავრატორები ჩაებმებიან:

"პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თურქეთში მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოში აშენდება მეჩეთი, რომელიც იქნება რელიგიური შინაარსის და მას ქართველები, ანუ ქართული მხარე ააშენებს. თავისთავად ეს მისასალმებელია. თურქეთის მხარემ, დამოუკიდებლად დაიწყო ოშკის, როგორც ისტორიული ძეგლის აღდგენა. რა თქმა უნდა, ეს კარგია, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, აღდგენით სამუშაოებში ჩაბმულიყვნენ ქართველი არქიტექტორები და ქართველი აღმდგენი რესტავრატორები. როგორც ვიცი, ამაზეც იყო მოლაპარაკება, თუმცა არ ვიცი რა შედეგით დასრულდა. ეს საკითხის ერთი მხარეა. ამ საკითხის მეორე მხარე წმინდა რელიგიურია, რომელიც, ამ შემთხვევაში, თურქეთს ნაკლებად ეხება. ეს არის საქართველოს მუსლიმი მოქალაქეების პრობლემა."

რატომ დადგა საქართველოში მეჩეთის აშენების საკითხი, ამაზე მინდიაშვილი აცხადებს, რომ "რეალურად, ბათუმში არის ერთი მოქმედი მეჩეთი, რომელშიც პარასკევ დღეს საჯარო ლოცვა იმართება და მუსლიმ მრევლს ვერ იტევს. წლების განმავლობაში აჭარაში მცხოვრები მუსლიმი მრევლი მოითხოვს მეჩეთის აშენებას ბათუმში. რა თქმა უნდა ეს თურქეთის საქმე არ არის, ეხება საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს სახელმწიფომ უნდა მისცეს ამის უფლება".

მოხსნის თუ არა ბათუმში მეჩეთის მშენებლობა, ორ სახელმწიფოს შორის დღის წესრიგიდან აზიზიეს მეჩეთის აღდგენის საკითხს, "გურია ნიუსთან" მინდიაშვილმა განმარტა: "თუ სახელმწიფო დართავს მეჩეთის მშენებლობის ნებას, მისასალმებელია. თუმცა, ეს არ ხსნის პრობლემას, აღდგენილ იქნას თუ არა აზიზიეს მეჩეთი, როგორც კულტურული ძეგლი. ვფიქრობ, ამის საწინააღმდეგოც არაფერია, ვინაიდან ეს კარგი შესაძლებლობაა თურქეთთან მჭიდრო კულტურული და პოლიტიკურ ურთიერთობების დასამყარებლად.

ჩემი აზრით, აზიზიეს მეჩეთის აღდგენა და თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ძეგლების რესტავრაცია, მათი დაცვა და შენახვა იქნება ორ სახელმწიფოს შორის უაღრესად მეგობრული ურთიერთობების დეკლარირება, მშვიდობის სიმბოლო. მურმან დუმბაძე კი აცხადებდა, რომ "აზიზიეს მეჩეთის აღდგენა იქნება თურქული იმპერიალიზმის სიმბოლო."

ბიძინა ივანიშვილსა და ერდოღანს შორის შემდგარი შეხვედრის შემდეგ, როდესაც ცნობილი გახდა, აჭარაში მეჩეთის მშენებლობის შესახებ, დეპუტატმა მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ იგი მეჩეთის აშენების კი არა, აზიზიეს მეჩეთის აღდგენის წინააღმდეგია: "მურმან დუმბაძე ამბობდა, რომ მისთვის მიუღებელი იყო თურქი საერო ლიდერის, თურქულ-ოსმანური იმპერიის მმართველის აზიზიეს სახელობის მეჩეთის აღდგენა. მაშინ გავრცელდა მოსაზრებები, რომ აზიზიე იყო სისხლისმსმელი, ტირანი და ა.შ. ეს არ შეესაბამება რეალობას. იგი თურქეთის ერთ-ერთი ლიბერალური იმპერატორი იყო. პირადად მე, ამაშიც ვერ ვხედავ პრობლემას. თავის დროზე, როდესაც მურმან დუმბაძე ამას ამბობდა, გამოხატავდა ქსენოფობიურ დამოკიდებულებას არა მარტო თურქეთისადმი, არამედ, ისლამისადმი და მიიჩნევდა, რომ მიუღებელია რელიგიური გეოგრაფიის გაფართოება, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ქართველი მუსლიმები მიიღებენ კიდევ ერთ მეჩეთს. ამიტომ, მისი განცხადება, ამ თვალსაზრისით არასწორი იყო," _ ამბობს მინდიაშვილი.

საპატრიარქოს პოზიცია ბიძინა ივანიშვილის მიერ მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების მიმართ, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ბექა მინდიაშვილი საუბარში აღნიშნავს, მისთვისაც უცნობია საპატრიარქოს პოზიცია: "ეთანხმება თუ არა ამ განცხადებას საპატრიარქო, ჩემთვის ცნობილი არ არის. 2005 წლიდან მოყოლებული, ხუთჯერ განახლდა ამ საკითხზე მოლაპარაკება და საპატრიარქომ ყველა ეტაპზე, ღიად და საჯაროდ ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა. წლების განმავლობაში სწორედ ამიტომ იყო შეჩერებული ეს პროცესი. საპატრიარქო აცხადებს, თითქოს არ იყო ჩართული და იმავდროულად, მისი ნებისმიერი განცხადების შემდეგ ჩერდებოდა მოლაპარაკებები. დიპლომატიურ მოლაპარაკებებში, ცხადია, რელიგიურ ინსტიტუტები ვერ ჩაებმებიან - დიპლომატიური მოლაპარაკებები სახელმწიფომ უნდა აწარმოოს".

"გურია ნიუსი" საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატს მურმან დუმბაძეს დაუკავშირდა, რომელმაც მოითხოვა, მისი კომენტარი "სიტყვა-სიტყვით დაგვეწერა".

_ პერიფრაზს აკეთებს ბექა მინდიაშვილი და როგორც ჩანს, თქვენც კარგად არ ხართ ინფორმირებული, რას ვამბობდი ადრე. თურქეთ-საქართველოს პოლიტიკური შედეგი არ უნდა იყოს მეჩეთის მშენებლობა ბათუმში. გასაგებია ეს წინადადება?!

საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის დადებული ხელშეკრულების შედეგი არ უნდა იყოს მეჩეთი. ამას ვამბობდი ადრე და ამას ვამბობ ახლაც. თუ დღევანდელი საქართველოს მთავრობა თურქეთის მთავრობასთან დადებს ხელშეკრულებას, რომელშიც ჩაწერილი იქნება მეჩეთის მშენებლობა ბათუმში, მე ამ მთავრობას გავემიჯნები. ზუსტად იგივე პოზიციას დავიჭერდი, რა პოზიციაც მეჭირა სანამ არ ვიყავი ხელისუფლებაში.

რატომ აკეთებთ პერიფრაზირებას?!არავითარი ცვლილება ამ საკითხთან დაკავშირებით არ მომხდარა. მეჩეთი შენდებოდა, მეჩეთი შენდება და მეჩეთი აშენდება მომავალშიც. მაგრამ, ამას ააშენებს ქართველი, ქართველი მუსლიმანები საქართველოს სახელმწიფოს ხელშეწყობით, თუ ამის ხელშეწყობა დასჭირდებათ მუსლიმებს. ასე გაუგებარია ამის თქმა?

ძველი ხელისუფლება, სააკაშვილის ხელისუფლება, ნაცვალგების პრინციპით ხელშეკრულებას თურქეთის მთავრობასთან აფორმებდა. იმ შემთხვევაში გადარჩება ოშკი და რესტავრაცია მოხდება მისი, თუ ბათუმში სულთან აბდულ აზიზიეს სახელობის მეჩეთის მშენებლობა დაიწყებოდა. დღევანდელი მთავრობა ასეთ ხელშეკრულებას არ გეგმავს. არავითარი ნაცვალგება თურქეთის ხელისუფლებასთან არ იგეგმება. აქ არის პრინციპული სხვაობა. თუ ბათუმში, ზოგადად საქართველოში მეჩეთი აშენდება, ეს ქართველებმა, ქართველმა მუსლიმებმა უნდა ააშენონ შემოწირულობებით. თუ მათ საქართველოს სახელმწიფოს, ხელისუფლების დახმარება დასჭირდებათ, ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლება მათ ხელს შეუწყობს. რა არის, ასე ძნელია ამის გაგება?! რატომ აკეთებთ ჟურნალისტები, რატომ გიყვართ პერიფრაზირება?! როგორც ჩანს, მინდიაშვილის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მისი აზრები მე არ მომწონს, იმიტომ, რომ იტყუება... ის, რაც თქვენ წამიკითხეთ, არსად დედამიწის ზურგზე მე არ მითქვია...

კონტექსტიდან თუ ამოგლიჯავ ახლა რაც გელაპარაკე, მაშინ გამოვა, რომ მე მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი ვარ. კონტექსტიდან ნუ ამოგლიჯავთ, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შედეგი არ უნდა იყოს მეჩეთი. მეჩეთის აშენება უნდა თურქეთს? მის ტერიტორიაზე ააშენოს! მე ვერ ჩავერევი საქართველოს მხარე. მეჩეთის აშენება უნდა საქართველოს მრევლს, საქართველოს მოქალაქე მუსლიმ მრევლს? - ააშენოს, მაგრამ, თურქეთის სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს. როგორც კი ეს ხელშეკრულებაში გამოჩნდება, როგორც კი პირველი ნიშნები იქნება, ბუნებრივია, მე ხმას ამოვიღებ და იგივე პოზიციას გავაგრძელებ, რა პოზიციაც მეჭირა 1 ოქტომბრამდე. რა არის აქ გაუგებარი. ძნელია ამის გაგება?! არავითარი მეჩეთის დაწყება არ არის დაგეგმილი ბათუმში. მეჩეთის მშენებლობა რას ნიშნავს... უნდა მოიზომოს ადგილი, უნდა გამოიყოს ადგილი, უნდა წარმოადგინონ პროექტი. მშენებლობას, როგორც წესი, პროცედურები სჭირდება. ფუნდამეტი-ბალავარი უნდა ჩაიყაროს და ამას ჰქვია მეჩეთის მშენებლობის დაწყება. არავითარი მეჩეთის მშენებლობა დაგეგმილი არ არის ბათუმში. სად ნახეთ, რომ მეჩეთის მშენებლობაა დაგეგმილი, ან ვინმესთან მოლაპარაკების შედეგად მეჩეთი შენდება?! საქართველოში არის რელიგიისა და რწმენის გარანტირებული თავისუფლება, კონსტიტუციის ამ მუხლს მე ვეთანხმები. ძნელია ამის გაგება?! სად არის აქ ქსენოფობიური განცხადება?!

არასდროს მე ამის საწინააღმდეგო არ მითქვია, არასდროს ვყოფილვარ მეჩეთის წინააღმდეგი. ვერ ამომიღებთ, ეძებეთ "იუთუბზე", გადაატრიალეთ ინტერნეტი - მე განცხადება მეჩეთის წინააღმდეგ არასდროს გამიკეთებია... ვამბობ, რომ მუსლიმი მრევლის პატრონი თურქეთის სახელმწიფო არ უნდა იყოს, ისევე, როგორც მართლმადიდებელი მრევლის პატრონი არ უნდა გახდეს სხვა სახელმწიფო. თუ მართლმადიდებელს უნდა ეკლესია ააშენოს საქართველოში, მას ააშენებს ქართველი ხალხი. თუ მას დასჭირდება საქართველოს ხელისუფლების ჩარევა და მისგან ინიცირება, საქართველოს ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს მათი ხელი რელიგიური აღმსარებლობის აღორძინებაში. არის რამე აქ გაუგებარი?! სად გაიგეთ აქ ქსენოფობია?! მინდიაშვილი არის მატყუარა. ტყუილებს ლაპარაკობს, ტყუილებს! თუ ახლა თქვენ კონტექსტიდან ამოიღებთ ამ ფრაზას, მიიტან კომპიუტერთან, მერე ამ ფრაზას ჩასვამთ, მერე იმ ფრაზას, რა თქმა უნდა, მე ვიქნები გამწარებული ანტიმეჩეთისტი, ანტიმიშისტი, ანტიივანიშვილი-ბიძინაშვილისტი, ანტიმართლმადიდებელისტი და ა.შ... ნებისმიერ დროს შეგიძლია ეს გააკეთო. მერე რა რა დიდი ამბავია კომპიუტერში ამის გაკეთება?

_ ბატონო მურმან, როდესაც თურქეთის პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილი შეხვდა, განაცხადა: "მეჩეთთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო შეთანხმებას მივაღწიეთ ბატონ ერდოღანთან, როდესაც ჩვენ ერთი- ერთზე ვსაუბრობდით. ეს კითხვა საკმაოდ მწვავედ დაისვა. მივაღწიეთ შეთანხმებას, ის რომ იმ ადგილზე აზიზიეს სახელობის მეჩეთი არ უნდა აშენდეს, შევთანხმდით."

_ აქ გავჩერდეთ წერტილით! კარგია ეს თუ ცუდი?! განვიხილოთ. ის, რომ აზიზიეს მეჩეთი ვერ აშენდება თურქეთის სახელზე ე.ი. ამით ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ძველ ხელისუფლებას ჰქონდა განზრახვა თურქეთის ხელისუფლებასთან, რომ იმ ადგილზე აზიზიეს მეჩეთი აშენებულიყო და ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს დღევანდელმა ეფექტურმა პრემიერ-მინისტრმა, მიაღწია იმას, რომ ამაზე უარი ათქმევინა თურქეთის სახელმწიფოს. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი.

_ პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ "ბათუმსა და აჭარაში ჩვენი ქართველი მუსულმანი მოსახლეობა ძალიან ბევრია, ასევე, ბევრია მუსულმანი ინვესტორი თუ ტურისტი. იქ არ არის საკმარისი სალოცავი. თქვენ თუ გინახავთ ბათუმში ეზოში გამოდიან, ვერ თავსდებიან და ხშირად ქუჩაში უწევთ ლოცვა. საქართველოში და თითონ აჭარაში 200-ზე მეტი მეჩეთია და არ არის პრობლემა მეჩეთის აშენების. უახლოეს დღეებში ადგილს მოვძებნით და აშენდება მეჩეთი. ამას არ სჭირდება არანაირი პოლიტიკური დატვირთვა..."

_ აგაშენათ ღმერთმა! ეს თქვა?! მე არ მომისმენია. მაგარი რამე უთქვია. მაგას მე... ბიძინა ივანიშვილმა თქვა დღეს და მაგას ვიძახი 20 წელია! არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ ჭირდება: არის მუსლიმი მრევლი, არის ვიღაც შემოსული, არის ადამიანები, ვისაც ლოცვა უნდათ? დაე, ილოცონ! ამას არ სჭირდება პოლიტიკური ხელშეკრულების გაფორმებაო... ძალიან კარგი! სამი ძახილის ნიშანი დასვით!!! ვეთანხმები, კარგია! ამას ვიძახდი მეც! მივაღწიეთ, რომ ქართულმა სახელმწიფომ ეფექტურად იმუშავა თურქეთის სახელმწიფოსთან, მოელაპარაკა და უთხრა, რომ აღარ გაბედოთ ამაზე ლაპარაკი. ჩვენ თუ გვინდა მეჩეთის აშენება, დაე, თავად ჩვენ ავაშენებთ! რა არის ამაში ცუდი?!

_ მეჩეთი არის მუსლიმების სალოცავი, რომელსაც, ცხადია, უნდა ჰქონდეს რელიგიური დატვირთვა...

_ არა, არა. შეთანხმება რას ნიშნავთ იცით? მე და თქვენ შევთანხმდით მეორედ ამ საკითხზე კრინტი აღარ დაძრათ. ჩვენ თუ გვინდა მუსლიმი მრევლისთვის რამეს აშენება, თავად ჩვენ ავუშენებთო ანუ პოლიტიკურ ხელშეკრულებაში ეს აღარ იარსებებს.

მე, საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური თანამდებობის პირი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მოადგილე, გაძლევთ 100%-იან გარანტიას, გაძლევთ აბსოლუტურ გარანტიას, შავ-თეთრზე ჩაწერეთ - იმ შემთხვევაში, თუ თურქეთსა და საქართველოს მთავრობებს შორის დაიდება ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებაში გაჩნდება სიტყვა "მეჩეთი", ამ მთავრობაში აღარ ვიქნები! მაგრამ, გაძლევთ 1 000 000%-იან გარანტიას, რომ ასეთ ხელშეკრულებას ბუნებაში ვერასდროს ნახავთ, ნაცვლად იმ ხელშეკრულებისა, რომელიც იდებოდა ძველი ხელისუფლების დროს და ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი. საქართველოს პატარა სახელმწიფომ, დიდ მეზობელ თურქეთის სახელმწიფოსთან მიაღწია მოლაპარაკებას და იმ შედეგს, რომ ასეთი ხელშეკრულება საზიანოა როგორც თურქული სახელმწიფოსთვის, ასევე ქართული სახელმწიფოსთვის, წერტილი!

მურმან დუმბაძე შეგვპირდა, რომ არა ტელეფონით, არამედ პირისპირ შეგვხვდება და ვრცელ ინტერვიუს მოგვცემს ამ საკითხზე: "ეს ღრმა საკითხია. იმიტომ, რომ თქვენ ახდენთ პერიფრაზირებას, ამოგლიჯავთ კონტექსტიდან და დაწერთ კიდევ, "გურია ნიუსი", რომელსაც პატივს ვცემ... ჩამობრძანდით ბათუმში ან ქუთაისში და დავნიშნოთ შეხვედრა."




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - არის დაშავებულიზუგდიდის ცენტრში  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად ახალგზარდა ქალი დაშავდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ  ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.   შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • სამტრედიელი გოგონა მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა20 წლის გოგონა თავის დაბადების დღეზე, მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. „ანა ენგიბარიანს საშინელმა ბედისწერამ მოსკოვში საკუთარ დაბადების დღეზე  აჭარულის ცეკვისას მოუსწრო. ამ შემზარავმა და დაუჯერებელმა ფაქტმა შავებით შემოსა გარი ენგიბარიანის ლამაზი სამშვილიანი ოჯახი. წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს სადაც ბავშვობა გაატარა და ახლა მშობლიური სამტრედია ჩაიხუტებს მის ცხედარს..“_ წერს ის. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ახლობლების თქმით, გოგონა სიცოცხლეში არაფერს უჩიოდა. ანა ენგიბარიანი წარმოშობით სამტრედიელია. მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში, დაახლოებით, 15 წლის წინ გადავიდა. ენგიბარიანები მშობლიურ სამტრედიას ხშირად სტუმრობდნენ. გარდაცვლილ   გოგონას საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ. ... ...
  • მოძველებული ინფრასტრუქტურა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები_ რა ხდება “თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“2020 წლის 14 თებერვალს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ მოინახულა. სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ქალთა და კაცთა განყოფილებები, სასადილო სივრცე; შეხვდა და გაესაუბრა სტაციონარში მყოფ პაციენტებს და ცენტრის პერსონალს. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ პრობლემურია დაწესებულების მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ცენტრში არსებული მდგომარეობა არ ქმნის ხელსაყრელ თერაპიულ გარემოს. პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით. არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი კარადები. განყოფილებებში არ დგას სკამები, რბილი ავეჯი. თამბაქოს მოსაწევი ადგილი არ არის იზოლირებული განყოფილების საერთო სივრციდან. შენობაში დგას მძაფრი სპეციფიური სუნი. პაციენტები მოკლებული არიან ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობას. სველ წერტილებში არ მოდის ცხელი წყალი, რის გამოც მათ პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლის გამოყენებით უწევთ. სტაციონარისთვის არსებული დაფინანსება აბრკოლებს პაციენტთა სათანადოდ მოვლის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარისხს. ბენეფიციართა შორის ხშირია კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები. არ ხდება ასეთი შემთხვევების სათანადო მართვა, არ ხორციელდება ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები. დაწესებულებას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის პერსონალი. ამასთან, არც დასაქმებულებს აქვთ სათანადო სამუშაო პირობები. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიმართულებით. დროულად მოხდეს სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, თემზე დაფუძნებული და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობის ... ...
  • „ახალგაზრდობა,რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს“_ სამტრედიის მერი მოსწავლეებს შეხვდა,,მე რომ მუნიციპალიტეტის მერი ვიყო"- ამ ფორმატში დიალოგი შედგა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა პარლამენტის წევრები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან იმ ინიციატივებით შევიდნენ, რომლის განხორციელებაც ახალგაზრდების ინტერესში შედის. მოსწავლეების მიერ შეთავაზებული პროექტები  მოიწონა მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ, განსაკუთრებით აქტუალურად მიიჩნია ქალაქში მომრავლებული მაწანწალა ძაღლების საკითხის მოგვარება და სპორტის სასახლის აშენება. მოსწავლეთა პარლამენტის წევრები ქალაქში დასუფთავების მიზნით ურნების დამატებას ითხოვენ. მათ გაუმართლებლად მიაჩნიათ ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტის არ ქონა. მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წინა წლებში ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული, კონტრაქტორს გაყავდა ძაღლები, აცრიდნენ, ყურზე ბირკას ადებდნენ და უკან აბრუნებდნენ, რასაც  მისახლეობისთვის სასურველი ეფექტი არ მოუტანია. ფოცხვერიას განცხადებით, ძაღლის კბენის ეშინია მოსახლეობას და უკან დაბრუნებული, თუნდაც აცრილი, კბენის საშიშროებისგან ვერ იცავს ქუჩაში მოსიარულეებს ,,ოპოზიცია რომ იყოთ, ვიცით, რა პასუხსაც გაგცემდით, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაწანწალა ძაღლების პრობლემა ,,მოგვარებული" ჰქონდათ, შუაგულ ქუჩაში ხოცავდნენ ძაღლებს. სრულიად სამართლიანია თქვენი მოთხოვნა, თქვენი თვალით დანახული პრობლემები. ვეცდებით,  გავითვალისწინოთ და დროულად მოვაგვაროთ. მოდის ახალგაზრდობა, რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს,“_  განაცხადა ... ...
  • ოზურგეთის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი „ბლექსი არენას“ უსასყიდლოდ გადეცემადღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომაზე განიხილეს საკითხი: „ოზურგეთის მუნციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. საკითხის ირგვლივ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა, პელაგია  კალანდაძემ ისაუბრა და თქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3724 კვ. მ და 502 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადაეცეს უსასყიდლოდ  საკუთრებაში სახელმწიფოს შემდგომში   შპს „ბლექსი არენას ჯორჯიას“-სთვის  გადაცემის მიზნით. საკრებულოს დეპუტატებმა იკითხეს, რა დანიშნულებისთვის სჭირდება,რატომ უნდა გადაეცეს ეს მიწა „ბლექ სი არენას“. პელაგია კალანდაძემ უპასუხა, რომ ეს მიწის ფართი  იქ პარკირებისთვის ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...