აღრიცხვიანობა, თუ როგორ იხარჯება ფეთქებადი მასალა, აღარ არსებობს

მთავარი თემა

აღრიცხვიანობა, თუ როგორ იხარჯება ფეთქებადი მასალა, აღარ არსებობს

2013 მარ 8 11:02:52
რომლებიც დაწვრილებით საუბრობენ, თუ რა ზიანი შეიძლება მიადგეს ამით ქვეყანას. მანამდე, კონტროლს ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია ახორციელებდა, რომელსაც სამი წლის წინ სახელი შეეცვალა, ე. წ. "ოპტიმიზაცია" ჩატარდა და სამ ათეულზე მეტი თანამშრომელი, სხვადასხვა დარგის სპეციალისტი, უმუშევარი დარჩა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც ამჟამად საქართველოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ეწოდება, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის გახორციელება ევალება. დათხოვილი თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ მათი გათავისუფლება მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ რამდენიმე მნიშვნელოვან დასკვნას ხელი არ მოაწერეს (ასახელებენ გაზგაყვანილობის მილებს, მეტროპოლიტენის სარემონტო სამუშაოებს და სხვადასხვა ობიექტებს...) და მათ გათავისუფლებას მაშინდელი ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, რატი ობოლაძეს უკავშირებენ.

"თბილისი ბომბზე ზის!" _ ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში, ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოდან დათხოვნილი სპეციალისტი იმ საშიშროებაზე საუბრობდა, რომელიც თბილისის მოსახლეობას ემუქრება გაზგაყვანილობის, მეტროპოლიტენის, საბაგირო გზების უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამჯერად კი, "გურია ნიუსი" იმით დაინტერესდა, თუ ვინ და როგორ აღრიცხავს, აკონტროლებს ქვეყანაში სამრეწველო მიზნით შემოტანილ ფეთქებად ნივთიერებებს.

ჩვენ საქართველოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ოფიციალური წერილით მივმართეთ, რომლითაც ვითხოვდით, თუ რამდენი აქტ-მიწერილობა იქნა შედგენილი 2010-2012 წლებში ამწე-მექანიზმების, ნავთობის საწარმოების და საშიში ტვირთების გადაზიდვის სამმართველოში.

აღნიშნული უწყების უფროსისგან გიორგი კაკაურიძისგან მივიღეთ პასუხი, რომლითაც ირკვევა, რომ 2010 წლის 8 აპრილის საკანონმდებლო აქტით, ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლზე და ზედამხედველობაზე მიწერილობა აღარ გამოიყენება:

"2010-2012 წლებში მიწერილობის, როგორც სსიპ-საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის სახელით, საშიშ საწარმოო ობიექტებზე შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტის გაცემას ადგენდა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 8 ნოემბრის №243 დადგენილებით დამტკიცებული დებულება "ტექნიკური უსაფრთხოების სფეროში ზედამხედველობის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ," საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული კანონი კი, ძალადაკარგულად გამოცხადდა "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონით 2010 წლის 8 აპრილს. ამ საკანონმდებლო აქტებმა კი უკვე განსხვავებულად დაარეგულირა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების კონტროლსა და ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხები და იგი მიწერილობას არ ითვალისწინებს. ამდენად, 2010 წლიდან მოყოლებული დღეის მდგომარეობით, ზედამხედველობის განხორციელება "მიწერილობა" აღარ გამოიყენება."

ირაკლი რევია, ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ზედამხედველობას თავად ეწეოდა: "სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობაში შედის აღრიცხვა, შესყიდვა, ყიდვა, მიმოქცევა, გახარჯვა. რამდენიმე წელია, ტექნიკური ზედამხედველობის ე. წ. სააგენტომ, ეს სფერო ამოიღო თავისი კომპეტენციიდან და ამაზე კონტროლს არავინ ახორციელებს. ვის შემოაქვს, ვის მოაქვს და რა მოაქვს, ოფიციალურად სახელმწიფოსთვის ცნობილია, მაგრამ, მისი გახარჯვის პროცესი, როგორ და რანაირად იხარჯება ფეთქებადი მასალა, ამის აღრიცხვიანობა აღარ არსებობს. სახელმწიფო არაფერს კითხულობს, აღრიცხვის პროცესი მეწარმეს მიაბარა და უთხრა: თუ ვინმეს მისცემ ფეთქებად მასალას და დაგიჭირე, ხომ კარგი, თუ არა -_ კარგად იყავი!

ფეთქებადი მასალების ბრუნვის სფერო მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციას მიეკუთვნება. სახელმწიფომ კანონმდებლობიდან ამოიღო, საკუთარი კომპეტენციიდან მოხსნა "ფორმა 4", "ფორმა 5" და ეუბნება მეწარმეს, რომ თავად აღრიცხოს. ადრე, ამ ფორმებს სახელმწიფო ლუქავდა, მისი კონტროლის ქვეშ იყო "ფორმა 4," "ფორმა 5". სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექცია თავისი ბეჭდით ამტკიცებდა ზონარგაყრილი-დანომრილ ჟურნალს. ეს ყველაფერი იმისთვის იყო შექმნილი, რომ ფეთქებადი მასალის გაჟონვა არ მომხდარიყო. ამაში ჩართული იყო ყველა ის პირი, ვისაც შეხება ჰქონდა ფეთქებად მასალებთან. სახელმწიფო გაძლევს სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვას, მაგრამ კონტროლის მექანიზმია არ აქვს. ადრე ამას აკონტროლებდა ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია.

ამ სფეროს კარგად ვიცნობ. თუ იძლევი ნებართვას, კეთილი უნდა ინებო და გააკონტროლო კიდეც, არ უნდა მოშალო მაკონტროლებელი სისტემა. უცხოურ კომპანიებს არ აწუხებთ საქართველოს კანონმდებლობა, რადგან ხვდებიან, რომ სახელმწიფო კონტროლი არ არსებობს.

ჩვენს დებულებაში ეწერა, თუ რამე დარღვევაც (ფეთქებადი მასალების გაჟონვა) მოხდებოდა, უნდა მიგვემართა ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციისთვის და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისთვის.

შსს გასცემს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებულ საქმიანობის ნებართვას. "ფორმა 4"-ის სახით ე.წ. დაშვების და საიდუმლო მიმოწერის უფლებას. ესეც კი გაუფასურებულია: ადამიანს დაშვების უფლებას თუ აძლევ, ისიც უნდა იცოდე ვინ არის, რომელი ქვეყნის მოქალაქეა, რა უკეთებია, ნასამართლევია თუ არა, შეურაცხადი ხომ არ არის. ახლა არაფერი კონტროლდება. ყველაფერში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოა დამნაშავე, რადგან მათი კომპეტენცია ძალიან დაბალია, მათ ჩაიდინეს მავნებლობა _ სამსახურის მთავარი ფუნქცია გააუქმეს".

როგორც "გურია ნიუსს" წყარომ უთხრა, საქართველოში 1 ტონა ფეთქებადი მასალა დაახლოებით 2400 აშშ დოლარი ღირს. ამჟამად გამოიყენება თურქეთიდან ჩამოტანილი "პოვერჯილ მაგნიუმის მაგნიუმი 365" ე.წ "დინამიტი", რომლის ერთადერთი მომწოდებელი თურქული კომპანია "ორიკა ნიტროს" წარმომადგენელი შპს "გეო-ნიტროა."

როგორც გავარკვიეთ, საქართველოს მთავრობის მიერ 2006 წლის 16 მაისს მიღებულ №95 დადგენილებაში "სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქცია", რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, დეტალურად არის გაწერილი, ვინ ახორციელებს ფეთქებად მასალაზე კონტროლს და მიღება-გაცემის აღრიცხვას. აღნიშნულ ინსტრუქციაში ფეთქებადი მასალების აღრიცხვის, შენახვისა და არსებობის სისწორის შემოწმებას ეხება მე-16 მუხლი, რომლის პირველ პუნქტში ფეთქებადი მასალების აღრიცხვის, შენახვის და არსებობის სისწორის შემოწმება ტექნიკური ზედამხედველობის წარმომადგენელს ევალება.

2010 წლის 8 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს კანონს ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ, რომელშიც სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობა ნახსენები არ არის. კანონში არ არის გაწერილი, ვინ ახორციელებს ქვეყანაში სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობის კონტროლს. ამის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის მიერ, შემუშავებული იქნა საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესები, თუმცა არც აქ არის დაკონკრეტებული, თუ ვინ ახორციელებს ქვეყანაში სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვის კონტროლს.

მერაბ მეგრელიძე, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს თანამშრომელი: "სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან დაკავშირებულ ნებართვას ჩვენი სააგენტო გასცემს. მეწარმისთვის ნებართვის გაცემა უვადოა. ნებართვის მიღების შემდეგ, უფლება გვაქვს წელიწადში ერთხელ შევამოწმოთ, იცავს თუ არა მეწარმე სანებართვო პირობების შესრულებას და ნორმატიული აქტის მოთხოვნებს.

ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრს, სამრეწველო ფეთქებადი მასალების გამოყენებას ჩვენ ვაკონტროლებთ, მაგრამ იქ ჩართულია კონტრტერორისტული და კონტრდაზვერვის სამსახურებიც. ისინი თავიანთი კუთხით აკონტროლებენ ამ ამბავს. პრეზიდენტის 2010 წლის დადგენილება შეიცვალა და მთავრობის დადგენილებით გაუქმდა მოკვლევის ინსტრუქცია. დანაკლისის და ა.შ. გაუქმების შემდეგ, სააგენტომ დაარეგისტრირა და დღეს არის ძალაში პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ კოდექსი."

კითხვაზე, თუ ვინ აკონტროლებს ქვეყანაში სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობას, შსს კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსმა მამუკა ლომიძემ გვითხრა, რომ ეს საკითხი მის კომპეტენციას სცდება და გვირჩია, ოფიციალურად მიგვემართა შსს პრესსამსახურისთვის.

შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნინო გიორგობიანს წერილობით, იგივე კითხვით მივმართეთ: "თქვენს კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე კონტროლის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის," _ ასეთი იყო სამინისტროს პასუხი.

ამ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი სესიაშვილთან ვცადეთ დაკავშირება, მაგრამ, მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, სესიაშვილმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.




 ახალი ამბები
  • "ბალახს ცეცხლი წაუკიდა, გამოსვლა ვერ მოასწრო და შიგ ჩაიწვა!"_ ტრაგედია კასპშიკასპში, სოფელ დოესში უბედური შემთხვევის შედეგად 70 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსს" მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, ტარიელ ოხანაშვილმა უთხრა, "მამაკაცი ნაკვეთს ასუფთავებდა. ბალახს რომ ცეცხლი წაუკიდა, გამოსვლა ვეღარ მოასწრო და შიგ ჩაიწვა". შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188 მუხლით ... ...
  • კორონავირუსზე ეჭვის გამო ბათუმის მატარებელი თბილისიდან ვერ გადისთბილისი-ბათუმის მატარებელი უკვე ერთი საათია თბილისიდან ვერ გადის. ამის მიზეზი სასწრაფო დახმარების სამსახურში შესული შეტყობინება გახდა. როგორც  საქართველოს რკინიგზაში განგვიცხადეს, თბილისი-ბათუმის მატარებლის მგზავრების ნაწილმა მიიჩნია, რომ ერთ-ერთ მგზავრს, რომელიც მათი აზრით, ჩინეთის მოქალაქეა, სავარაუდოდ გრიპის ნიშნები ჰქონდა რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და მატარებელი დატოვა. ისინი ბაქანზე იცდიან. თუმცა ამ დროისთვის დადასტურებული არ არის არც მგზავრის მოქალაქეობა და არც ის, იმყოფებოდა თუ არა ის ჩინეთში  ბოლო პერიოდში. რკინიგზაში აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადა უკვე ადგილზეა და მგზავრებს შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდება. ჯერჯერობით უცნობია როდის დაიძვრება მატარებელი ბათუმის მიმართულებით. სასწრაფოში გვითხრეს, რომ მგზავრებს სიცხეს უზომავენ და პირველადი დაკვირვებით არაფერი საგანგაშო არ არის. წყარო: ... ...
  • მაია მერკვილაძე: შემომითვალეს, ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები“მოკლედ, ვიცი გაინტერესებდათ, შემომითვალეს, ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები. ნინო ხაჟომია მოდის რედაქტორად.“ - ასეთი სახის განცხადება სოციალურ ქსელში აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის ახალი ამბების რედაქტორმა მაია მერკვილაძემ გაავრცელა. მაია მერკვილაძის ამ განცხადებას უცებ მოჰყვა მისი კოლეგების და ჟურნალისტების კომენტარები. “ ასე და ამგვარად, გრძელდება აჭარის ტელევიზიის გაპარტახება! ბიძინას ბორდი და კოხრეიძე მარტო აღარ არიან გამპარტახებლების რიგებში უკვე, ახალ ხალხს იმატებენ! მაიას საინფორმაციოდან გაყვანა, მისი ამ საქმისგან ჩამოცილება არის დანაშაული. ვისაც მასთან არ უმუშავია, ჩემი სიტვების მნიშვნელობას, ბოლომდე ვერ გაიგებს!“ - წერს სოციალურ ქსელში “მთავარი აჭარაში“ წამყვანი და ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა. “მაია მერკვილაძე ახალი ამბების სამსახურიდან გაჰყავთ. ამ დრომდე ხელშეკრულებას არ აჩვენებენ. დირექტორმა მმართველებს გააცნო ინფორმაცია იმის შესახებ რომ მაიკოს არათუ 20-იანის რედაქტორის, ან უბრალოდ რედაქტორის არამედ საერთოდ სხვა პოზიციის ხელშეკრულებას შესთავაზებენ, გაუგებარი, ბუნდოვანი პერსპექტივით და არარსებული რესურსით. აბა ეხლა დაგვაბრალოს იქნებ უმაღლესმა საბჭომ, ბორდმა, დირექტორიანად კივილი და წივილი.“ - ასე შეაფასა მაია მერკვილაძის განთავისუფლება აჭარის ტელევიზიის ახალი ამბები წამყვანმა და ჟურნალისტმა თეონა ბაკურიძემ. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძე “მთავარ არხთან“ მიცემული ინტერვიუს დროს ამბობს, რომ მაია მერკვილაძისთვის ახალი შემოთავაზება აქვს. “წინასაარჩევნო პერიოდია და ვალდებულება გვაქვს, რომ გაკეთდეს დებატების სახის გადაცემები ანუ თოქ-შოუ. აქედან გამომდინარე ვაძლევ სრულ თავისუფლებას, რომ ეს საარჩევნო პროექტი გააკეთოს მან.“ - თქვა გიორგი კოხრეიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ამ წინადადებას არ დათანხმდა მაია მერკვილაძე მაშინ რა მოხდება - გიორგი კოხრეიძემ უპასუხა: “მაშინ ვშორდებით, რაც მე არ მინდა.“ - აღნიშნა გიორგი კოხრეიძემ. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი მაია მერკვილაძე გიორგი კოხრეიძის შემოთავაზებას არ დათანხმდება. “უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო აჭარის ტელევიზიის დირექტორმა.“ - ამბობს მაია ... ...
  • 24 თებერვალი ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების დღეა2006 წლის 24 თებერვალს ქართველი მუსიკოსი, მწერალი ირაკლი ჩარკვიანი გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში გელა ჩარკვიანი, ირაკლი ჩარკვიანის მამა სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. “ჩაწერა მაქვს „რუსთავი 2“-ზე, დათო გოგიჩაიშვილთან. ნახევარ საათში უნდა გავიდე, – მითხრა ქეთათომ ტელეფონით. – იქნებ მოხ­ვიდეთ და ჩვენთან იყოთ, სანამ დავბრუნდები. ირაკლი ღამე თავს კარგად არ გრძნობდა. ახლა ჩაეძინა, მაგრამ მაინც მეშინია“. პარასკევის დილა იყო. ჩემს მდივანს, შორენა კობერიძეს დავურეკე და ვუთხარი, შემაგვიანდება-მეთქი. თეთრი „ტოიოტა კოროლა“ ეზოში მელოდებოდა. ომარ არუთინოვს ვთხოვე, ირაკლისთან ვერაზე მივეყვანე და გარაჟში ჩემს ზარს დალოდებოდა. ქეთათო რომ გავიდა, სავარძელში ჩავჯექი და კინოსცენარის კითხვას შევუდექი. იმ დღეებში გია ბაზღაძემ შემომთავაზა ქართულად გამეხმოვანებინა ერთი უცხოური საბავშვო კინოს პერსონაჟი. ამ ფილმის ჩვენებას გია თავისთან, რუსთაველის კინოთეატრში აპირებდა და რატომღაც გადაწყვიტა, რომ „კინო­გმირს“ ყველაზე უფრო ჩემი ხმა და ინტონაცია მოუხდებოდა. დავთან­ხმდი, რადგან ამ საქმეში გარკვეული გამოცდილება მქონდა და, რაც მთავარია, წინანდელივით დაკავებული აღარ ვიყავი – სიტყვებს აღარ ვწერდი და არაფრის თარგმნა აღარ მიხდებოდა. ფილმების გახმოვანებასთან კარგი მოგონებები მაკავშირებდა. დიღომში კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ძველებური ყაიდის ვეება მიკროფონებთან არაერთხელ ვმდგარვარ დოდო აბაშიძესთან, თენგიზ არჩვაძესთან, რამაზ ჩხიკვაძესთან და სხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად. რეზო ჩხეიძის „ნერგებში“ ამერიკელი ტურისტების ეპიზოდი თითქმის მთლიანად მე და ილო თუმაჯანოვმა გავახმოვანეთ. მერაბ კოკოჩაშვილის „მწვერვალში“ გია ყანჩელის დაწერილი ინგლისური სიმღერაც კი ვიმღერე. კიდევ იყო ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი“ და „შერეკილები“, რომლის დიალოგები, ელდარ შენგელაიას თხოვნით, ინგლისურად ვთარგმნე და ქართულ ტექსტს დავადე. მაგრამ ბოლო 30 წლის განმავლობაში კინოსთან შეხება აღარ მქონია და ახლა, ამდენი პოლიტიკით დაღლილს, კინოპერსონაჟის აუდიო-თამაში უთუოდ გამახალისებდა. რამდენიმე გვერდი წავიკითხე და ცოტათი მომწყინდა – მხატვრულის კითხვას გადაჩვეული ვიყავი. ფურცლები იატაკზე დავდე. ავდექი და კედელზე დაკიდებული ირაკლის ნახატებისა და ფოტოების თვალიერება დავიწყე. მერე დიდ ოთახში გავედი და მძინარე ირაკლის დავხედე. მშვიდად, მეტრონომის სიზუსტით სუნთქავდა. ერთ ბეჭზე საბანი არ ეხურა და ხელი დავადე. სიცხე არ ჰქონდა. კედლებზე სურათები აქაც იყო და სანამ ყველა, ალბათ ასჯერ ნანახი, ისევ დავათვალიერე, ოთახი არ დავტოვე. კვლავ სავარძელში ჩავეშვი, თუმცა სცენარი იატაკიდან აღარ ავიღე. სახლში წავიკითხავ-მეთქი, ირაკლის პატარაობა გამახსენდა, როგორ ვეთამაშებოდი „შემოქმედებით“ თამაშებს – რითმობანას, პარადოქსობანას, ოქსიმორონობანას და აბსურდობანას. „აბა, გარითმე ხალი!“ უმალ პასუხობდა – „მსხალი“. „აბა, კიდევ?“ „ნალი, თვალი, ალი, ქალი, მთვრალი“. „გეყოფა“. „აბა, მოიგონე პარადოქსი“. „ისეთი მშიერი ვარ, რომ ხინკალსაც კი არ შევჭამ“. „კარგია. ახლა ოქსიმორონი მინდა სიტყვაზე ტკბილი“. დაფიქრდებოდა, „ვიცი! ვიცი! ტკბილი სევდა, ტკბილი ტკივილი“. „აბა, რაიმე აბსურდული ფრაზა მოიგონე, ისეთი როგორც ყვავი ჩხიკვის მამიდა“. „ბიძაშვილის ვირის ზმნიზედა. ხომ მაგარია?“ „კარგია“, – მოვუწონებდი და ის ბედნიერი ხტუნვა-ხტუნვით ეზოში გავარდებოდა, სადაც მისი თანატოლები უფრო ბიჭურ თამაშებს შესთავაზებდნენ. მერე ის საშინელი საღამო გავიხსენე, როცა ირაკლი და გეგა, მაგრად ნაცემები, წყნეთის კინოდან ჩვენს აგარაკზე ამოვიყვანეთ და ისიც, როგორი დაზაფრულები ისხდნენ ირაკლი და კოსტე, როცა გაიგეს, რომ გეგამ თვითმფრინავი გაიტაცა, ისე, რომ მათთვის არაფერი უთქვამს; და სულ ახლახან ქეთათოსთან ერთად რომ გვეწ­ვია და ნანას და მე გამოგვიცხადა, – მალე გოგო გვეყოლება და გადავ­წყვიტეთ რეტრო სახელი დავარქვათ – ნანაო. პატარა ნანამ გვასახელა – თავის წითურ ძაღლთან, კაფკასთან ერთად ის წარმატებით ასრულებდა როლს „მაესტრო TV“-ის მიერ გადაღებულ რეალიტი შოუში, რომელიც ერთი თვის განმავლობაში დეტალურად აშუქებდა ირაკლისა და ქეთათოს ყოველდღიურ ცხოვრებას. ამ დღეს ნანა ბებიასთან, გულიკოსთან იყო, რომელსაც დულიტოს ეძახდა, ისე როგორც მე – დელას. უკანა­ენისმიერებს, ვერც მჟღერსა და ვერც ყრუს, ბავშვი ვერ წარმოთქვამდა. ამით თავის მეორე, თანამოსახელე ბებია ნანას ჰგავდა, რომელიც თურმე ადრეულ ბავშვობაში кукла-ს ნაცვლად тутла-ს ამბობდა. ამგვარ მოგონებებში გავატარე საათ-ნახევარი. მალე ქეთათო უნდა დაბრუნებულიყო. წამოვდექი და კვლავ იმ ოთახში შევედი, სადაც მძინარე ირაკ­ლი მეგულებოდა. იმავე პოზაში იწვა და ოთახიდან გასვლა დავაპირე. კართან ვიდექი. არც გავდიოდი და არც უკან ვიხედებოდი. ძალიან არ მინდოდა დამენახა ის თითქმის შეუმჩნეველი ცვლილება, რომელიც შევამჩნიე და არ შევიმჩნიე, ის ზარდამცემი, უსასრულოდ მცირე სხვა­ობა, ახლად მკვდარს ცოცხლისგან რომ განასხვავებს. რამდენ ხანს შემეძლო მეტყუებინა თავი... მივედი და იმავე ბეჭზე ხელი დავადე. არ სუნთქავდა. მერე მკერდს ჩავუყევი. მხოლოდ გულის სიახლოვეს აღმოვაჩინე პაწაწინა თბილი წერტილი. სასწრაფოს ექიმმა გარდაცვალება დაადასტურა. ქეთათო ჯერ კიდევ სტუდიაში იყო, იქ შევატყობინე და „რუსთავი 2“-მა ირაკლის სიკვდილის ამბავი breaking news-ის სახით გაუშვა ეთერში... ამას მოჰყვა სხვა ტელევიზიების სიუჟეტები, ათას­გვარი ვერსიებით და უწყვეტი ზარების ნაკადი ჩემს მობილურზე. ნანა მიღებული შოკისგან სიცოცხლის ბოლომდე სრულად ვერ გამოვიდა. მის გაუსაძლის ტკივილს ისიც ერთვოდა, რომ სახსრის მოტეხილობისა და ხელოვნურით ჩანაცვლების შემდეგ დამოუკიდებლად სიარული ჯერ არ შეეძლო. სულ ლოგინში იწვა და ტიროდა. ცრემლს მეც ვერ ვიკავებდი, განსაკუთრებით, როცა ვიხსენებდი ირაკლის სასაცილომდე არარეალურ ბიზნეს-პროექტებს, რომელთა განხორციელებით აპირებდა, გამდიდრებას თუ არა, საკუთარი ოჯახის შენახვას მაინც. ამგვარი იდეების გენერირებას მან მას შემდეგ უმატა, რაც გაჩნდა პატარა ნანა, მისი ერთ-ერთი ბოლო, და ბაბუა-ბებიების აზრით საუკეთესო ნაწარმოები. ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს: ერთი – ჩემი და ნანას პირმშო. ის ჩემს მეხსიერებაში მარად ბავშვად დარჩება. სწორედ ამ ბავშვის – ირაკლის სიკვდილი განვიცადე ასე მწარედ 2006 წლის 24 თებერვალს. მეორე – მიამიტი და იმავდროულად უჩვეულო ნიჭით დაჯილდოებული შემოქმედი. ის არ მომკვდარა. „სათქმელი თქვა და უბრალოდ კარი გაიხურა“. სამძიმრის სათქმელად ჩვენს პეკინის 14-ის ბინაში, ნათესავებისა და ნაცნობ-მეგობრების გარდა, საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელები მოვიდნენ. სანდრა სააკაშვილი ყოველდღე ჩვენთან იყო და მწოლიარე ნანას საათობით ეჯდა. როცა სადარბაზოში შევარდნაძის დაცვის თანამშრომელი შევნიშნე, მივხვდი, რომ მალე ექს-პრეზიდენტი გამოჩნდებოდა. შევი გადამეხვია, გასვლისას კვლავ შეხედა ირაკლის და თავი დახარა, როგორც მაშინ, მამაჩემის პანაშვიდზე. ცოტა ხანი გავიდა და ოთახში მიშა სააკაშვილი შემოვიდა. მელაპარაკა. მერე დიდხანს ჩუმად იყო. რაღაცაზე ფიქრობდა. წასვლისას ასე მითხრა – „სამსახურში გამოსვლას ნუ იჩქარებ, მაგრამ როცა გამოხვალ, აუცილებლად მნახე“. მაშინ მე პრეზიდენტის თანაშემწე და პრესსპიკერი ვიყავი. დღის განმავლობაში ვეცნობოდი მსოფლიო მედიაში გამოქვეყნებულ ჩვენთვის საინტერესო მასალას და საღამოობით შეკუმშული სახით მიშას ვაცნობდი. კვირაში რამდენჯერმე ქართველ და თბილისში აკრიდიტებულ უცხოელ ჟურნალისტებს ვხვდებოდი და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ჩვენეულ ხედვას ვუზიარებდი. ტელევიზიებში კვლავინდებურად ხშირად ვჩნდებოდი. სახელმწიფო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი და მოხელეთა შრომის პირობები შეუდარებლად გაუმჯობესებული. მიშა ერთი კვირის თავზე ვნახე. ყოველგვარი შესავლის გარეშე მით­ხრა, რომ წინათაც ფიქრობდა და აზრი არც ახლა შეუცვლია: „საქარ­თველოს ინგლისში შენ უნდა წარმოადგენდე“. ეს სიახლე ნანას ტრაგედიამდე რომ გაეგონა, სახე გაუბრწყინდებოდა და მეგობრებს ტელეფონზე რეკვით აიკლებდა. ახლა კი მხოლოდ თავი დამიქნია და თვალები ცრემლით აევსო. ლონდონში სექტემბერში წავედით. თან შვილიშვილები – ანა და გაგა – წავიყვანეთ. პატარა ნანა ჯერ მართლაც პატარა იყო და ლონდონში ყოფნა არაფერს არგებდა. ჩამოვიდა, როცა სკოლის ასაკს მიაღწია. ლონდონმა თავისი ქნა. დიპლომატიურმა მიღებებმა, მკაცრი დრეს­­კოდის ნორმების აღსრულების აუცილებლობამ, ახლად შეძენილი ნაცნობების მრავალეროვნულმა წრემ ნანა თანდათან თვალში გამოახედა. და როცა, ბუკინგემის სასახლეში დედოფლისათვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის აღსანიშნავად გამართულ vin d’honneur-ზე მან შამპანურით სავსე ჭიქა ასწია, მის უძირო თვალებში პირველად ამ თვეების განმავლობაში მოციმციმე ვარსკვლავები დავინახე“. - წერს გელა ჩარკვიანი სოციალურ ... ...
  • „პირბადეს ვეღარ იშოვი, სადეზინფექციო ხსნარებს ფასი დაადეს“ _რას გვატყობინებენ იტალიიდან_პულიის რეგიონი ბარის პროვინციაში,  რომელიც მილანიდან, კორონავირუსის ეპიცენტრიდან ათასი კილომეტრის დაშორებით იმყოფება, ჯერ არანაირი პრევენციის ზომები არ მიუღიათ.  ჩემი გოგონა სკოლაში დადის, როგორც მშობელს,  მომივიდა შეტყობინება, რომ არ დავტოვო ლოკაციის  ადგილი.  ამ ეტაპზე  სხვა არანარი გაფრთხილება არ შემოსულა.  უნდა გითხრა  ისიც , რომ აფთიაქში   ვერ იშოვი პირბადეს. სადეზინფექციო  ხსნარები, რასაც „ამაზონი“ გვჩუქნიდა, ფასები დაადეს და სამი შეკვრა  90 ევრო ღირს.  ახლა აქ დღის პირველი საათია. ამ წუთებშიც შევედი აფთიაქში და პირბადე უკვე არ არის. მითხრეს, რომ დილით რაც მიიღეს, უკვე გაყიდულია, - გვატყობინებს ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მეგობარი ხათუნა შარაძე.  კორონავირუსი ფაქტიურად  ვრცელდება  იტალიაში და ეს სამწუხარო ამბავია. ხათუნა შარაძემ  ასევე გვითხრა, რომ იტალიაში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე განთავსებულია განცხადება ,  კორონა ვირუსთან დაკავშირებით: „ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში და განსაკუთრებით კი მის 5 რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გაითვალისწინონ  იტალიის მთავრობის მიერ,  ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები, განსაკუთრებული საჭიროების გარდა თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები.“ ... ...

არქივი

ზაფრანი

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...