87 მილიონით შემცირებული დღგ და მუნიციპალიტეტების ფინანსური პრობლემები _ ექსკლუზიური ინტერვიუ პრემიერთან

მთავარი თემა

87 მილიონით შემცირებული დღგ და მუნიციპალიტეტების ფინანსური პრობლემები _ ექსკლუზიური ინტერვიუ პრემიერთან

2019 აპრ 12 12:34:33

მუნიციპალიტეტების დაფინანსების წესი მიმდინარე წლის იანვრიდან შეცვლილია _ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ადგილობრივ თვითმმართველობებს გამოთანაბრებითი ტრანსფერი აღარ ეძლევათ, საშემოსავლო გადასახადი კი სრულად მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში. ამის ნაცვლად თვითმმართველობებს დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) სახით მიღებული შემოსავლების 19 პროცენტი დაუტოვეს. ამ 19 პროცენტიდან დედაქალაქს _ 50.01 პროცენტი ეკუთვნის; 4 თვითმმართველ ქალაქს, ჯამში _ 11.19 პროცენტი, ხოლო დანარჩენ 58 მუნიციპალიტეტს _ 38.8 პროცენტი.

2018 წლის ბოლოს, კანონპროექტის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ეს ცვლილება მუნიციპალიტეტებზე კარგად აისახებოდა და ამ წესით დაფინანსებაც უნდა გაზრდილიყო, თუმცა, პრაქტიკამ სხვა რამ აჩვენა.

მუნიციპალიტეტების დიდი ნაწილი ფინანსური პრობლემის წინაშეა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე სარიშვილის თქმით, რომ არა წინა წლიდან გადმოსული ნაშთი, პრობლემა გარდაუვალი იყო:

_ წინა წლიდან გადმოგვყვა ნაშთი და ის ვაბრუნეთ. ამის დახმარებით დავაღწიეთ თავი პრობლემებს. ახლა ეს ნაშთი ამოგვეწურა და ჯერ არ ვიცით, აპრილში რა იქნება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სარიშვილმა.

დაფინანსების ახალმა წესმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, სადაც ა(ა)იპ-ებში ხელფასების გაცემაც კი გაუჭირდათ.

როგორც გავარკვიეთ, ამის მიზეზი სახელმწიფო ბიუჯეტში დღგ-ს შემცირებაა.

გეგმის თანახმად, წელს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს დღგ-ს 0.74% (6 980 800 ლარი) უნდა ერგოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს _ 1.41 % (13 313 800 ლარი), ხოლო ჩოხატაურს 0.32% _ (3 021 800 ლარი), თუმცა, დღეს არსებული რეალობით, ამ შემოსავლის მიღება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ყოველ შემთხვევაში, პირველი კვარტლის ოფიციალური მონაცემები სასიკეთოს არაფერს ამბობს _ დღგ-ს გადასახადი წინა წელთან შედარებით ძალიან ნაკლებია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძე "გურია ნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ცენტრალური ბიუჯეტი ამ ყველაფერს გაითვალისწინებს.

_ ბატონო მამუკა, მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის დაფინანსების წესი შეიცვალა და დარჩა მხოლოდ დღგ-ს გადასახადი, მუნიციპალიტეტების დიდ ნაწილს გაუჭირდა. ჩვენ შევადარეთ ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები და გაირკვა, რომ წინა წლის 2 თვესთან შედარებით, წელს 87 მილიონი ლარით ნაკლები დღგ-ა შემოსული. ეს, ბუნებრივია, იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკის პრობლემაა და ბიზნესი არ მუშაობს. საინტერესოა, ამ მიმართულებით რას აკეთებთ და როგორ ფიქრობთ მდგომარეობის გამოსწორებას?

_ ჩვენ არჩეული გვაქვს მუნიციპალიტეტების დეცენტრალიზაციის პოლიტიკა _ ფისკალურ დეცენტრალიზაციას ვგულისხმობ. ეს არის რეგიონების მდგრადი განვითარების ერთადერთი სწორი გზა. ამ დეცენტრალიზაციის გზაზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად უნდა გავახორციელოთ ეს რეფორმები.

რაც შეეხება კონსოლიდირებულ ბიუჯეტს, აქ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი _ ჩვენი ბიუჯეტი 2019-2020 წლებში იქნება 26-27 მილიარდი ლარი. მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ ეს არის იმის საკმარისი რესურსი, რომ ჩვენ ყველა პრობლემას გავუმკლავდეთ, მაგრამ ეს რესურსი საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოს ყველა რეგიონში მოვაგვაროთ ძალიან ბევრი პრობლემა.

რა თქმა უნდა, ჩემი სურვილი იქნება, რომ მუნიციპალიტეტებს ჰქონდეთ მეტი თავისუფლება თანხების განკარგვის ნაწილში და მათ ეს აუცილებლად ექნებათ, იმიტომ, რომ ტრანსფერები ხორციელდება. ჩემთვის 2019-2020 წლებში განსაკუთრებული პრიორიტეტები იქნება რეგიონში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების დაძლევა _ როგორიც არის საავტომობილო გზები, გაზიფიკაცია, ის პრობლემები, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვს ადგილი ელექტრომომარაგების ნაწილში და, რა თქმა უნდა, სკოლების, ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია.

_ დღგ-სთან დაკავშირებით კითხვაზე არ გვიპასუხეთ _ გასულ წელთან შედარებით წელს ნაკლებია შემოსული და როგორც გითხარით, ამან იმოქმედა მუნიციპალიტეტებზე. ვგულისხმობთ იმ მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც მცირე ბიუჯეტი აქვთ _ მაგალითად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, სადაც ხელფასების გაცემაც კი გაუჭირდათ. გაქვთ თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია და როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას?

_ ტრანსფერებით მოხდება ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ _ ბიუჯეტის შესრულება მიმდინარეობს ნორმალურ რეჟიმში. სახელმწიფო ბიუჯეტის რესურსი ორი წლის განმავლობაში იქნება 26-27 მილიარდი ლარი და მის შესრულებას არანაირი პრობლემა არ ექნება. რა თქმა უნდა, რომელიღაც გადასახადმა შეიძლება დაიკლოს, რომელიღაც მოიმატებს, მაგრამ, საერთო ჯამში, გვექნება ეს რესურსი. მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც გაუჩნდებათ პრობლემა და დეფიციტი ფულადი სახსრების თვალსაზრისით, დავეხმარებით _ ბუნებრივია, ცენტრალური ბიუჯეტი ამ ყველაფერს გაითვალისწინებს და დააკორექტირებს. ეს ძალიან მარტივია. რაც შეეხება საგადასახადო შემოსავლების მიცემას რეგიონებისთვის, ჩვენ ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ ფისკალური დეცენტრალიზაცია გავაკეთოთ სწრაფად და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ჰქონდეთ მეტი სახსრები განკარგვისთვის, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მთავრობის მეთაურმა.




 ახალი ამბები
  • ერთად დავეხმაროთ ძმებს დედის გადარჩენაში _ მაიასთვის დავამარცხოთ ლეიკემიაქართველი ძმების _ ნიკა და რატი ქართველიშვილების შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის _ ისინი, დედის გადასარჩენად მოქალაქეებს ტაქსის სერვისს სთავაზობენ. მათ დედას, მაიას ლეიკეიმია აქვს და ძმები ასე ცდილობენ მისი მკურნალობის თანხის შეგროვებას. ამჟამად, ძმები ბათუმში არიან და როგორც გვითხრეს, სეზონის დასრულებამდე ზღვისპირა კურორტზე იმუშავებენ. ნიკა ქართველიშვილის თქმით, დედის ოპერაცია, რომლისთვისაც საჭირო თანხა ჯერ არ აქვთ, 5 სექტემბერს არის დაგეგმილი. "გარკვეული თანხა მოგვიგროვდა, თუმცა, ჯერჯერობით, მთლიანი თანხის შეგროვება ვერ მოვახერხეთ. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს თანხა შევაგროვოთ. როგორც იცით, თბილისიდან ადამიანები დასასვენებლად არიან წასულები და მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ, რომ მე აჭარაში წამოვსულიყავი და აქ გამემგრძელებინა ჩვენი საქმიანობა. დედასთან ყოველდღიურად გვაქვს კონტაქტი. ის საბრძოლო განწყობაზეა, შემართებით არის, ჩვენი იმედი აქვს... თავიდან არ ვეუბნებოდით, რომ ასე ვცდილობთ ფულის შეგროვებას, თუმცა შემდეგ სადღაც უნახავს რეპორტაჟი ჩვენს შესახებ და ძალიან მადლიერია ყველა ადამიანის, ისევე, როგორც ჩვენ მადლიერები ვართ, მათი ვინც კი ამ ხნის განმავლობაში გვეხმარება“, _ - განაცხადა ნიკა ქართველიშვილმა. ძმები ქართველიშვილების დახმარების სურვილის შემთხვევაში მათი აბანკო რეკვიზიტებია: თიბისი ბანკი GE28თB7739345064300013 საქ.ბანკი GE95BG0000000161310779 მიმღები: რატი ქართველიშვილი პ/ნ 01019072195.მაგთის და ბილაინის აბონენტებისათვის: ... ...
  • გვაქვს ფული და "რუსთავი 2"-ზე უკეთესი შენობა, აწი ხვეწნას არ ვაპირებ - ნიკა გვარამიარუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის გუნდს მიმართავს. მისი თქმით, მას ჰყავს ინვესტორები და აქვს ფული, ასევე, რუსთავი 2-ზე უკეთესი შენობა. "მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტვს, ინვესტორები - არის, ანუ ფული გვაქვს, შენობა - რ2ზე უკეთესი, ტექნიკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. კრიტიკული და საუკეთესო არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც რ2ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ. აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი - ივანიშვილის ტვა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ. მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთჩვენთან ერთადთავისუფლება ps ბოლო ოთხი სიტყვა მთავარი არხის სლოგანია pps ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა პატასალია - რჩება, ვისაც თავისუფლება - მოდის. as simple as that", _ წერს ... ...
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 14:20 საათზე დაფიქსირდა. პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან იყო. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა ... ...
  • ჟურნალისტების პროტესტი - კურიერი ეთერში არ გადის“რუსთავი 2-ის” ეთერში საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” დღეს ეთერში არ გასულა. ეთერში მხატვრული ფილმები გადის. გავრცელებული ინფორმაციით, 3 საათზე რ2 ის გენერალურ დირექტორს, მაყურებლისთვის უნდა მიემართა, თუმცა, ბოლო მომენტში, პაატა სალიამ გადაწყვეტილება შეცვალა. ახალი ამბები არცვებ გვერდზე ქვეყნდება. ამ ფორმით ჟურნალისტები პაატა სალიას საკადრო წმენდას აპროტესტებენ. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილმა თანამშრომლებმა უარი თქვეს გასულიყვნენ გადაღებაზე. ისინი ასევე აპროტესტებენ საინფორმაციოს ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას და ნინო შუბლაძესთან შეხვედრას არ აპირებენ. "რუსთავის 2"- ს ჟურნალისტები ტოვებენ, გუშინ, 20 აგვისტოს, წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, ტელეკოპანია დატოვეს პატა იაკობაშვილმა, გიგლა თუმანიშვილმა, ეკა გაგუამ და მაია ლომიძემ. ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ  გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე "ინტერესთა კონფლიქტის" მოტივით ... ...
  • 23 და 25 აგვისტოს „Black Sea Arena“ -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება (R) 23  და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა  „აიდა“ და „გალა“-ზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და  „Black Sea Arena“ -ს  ბაქანზე   გაჩერდება.     მატარებელი   შემდეგი განრიგით იმოძრავებს: 23-25/ 08/2019    თბილისი-Black Sea Arena- ბათუმი- Black Sea Arena-  თბილისი   #884/883 გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი გამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი 12:40 17:25 18:23 23:50 0:38 5:15  ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 23 და 25 აგვისტოს მატ№802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 24 და 26 აგვისტოს მატ№811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები   „Black Sea Arena“-ს  ბაქანზეც  ექნებათ.  ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.  “საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ! (R)   ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...