გვანცა ყუფარაძის პასუხი მოსამართლე დალი მეტრეველს

მთავარი თემა

გვანცა ყუფარაძის პასუხი მოსამართლე დალი მეტრეველს

2013 მარ 18 12:38:46

"ქალბატონმა დალი მეტრეველმა "გურია ნიუსთან" გააკეთა კომენტარი ჩემი პიროვნებისა და ჩემს საქმესთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილად მიმაჩნია გავცე მას საჯარო პასუხი პირველად და უკანასკნელად.

თქვენო ღირსებავ, სამარცხვინოა, როდესაც ჩემი ოჯახის მრიდან გახორციელებულ წარმატებულ "პიარზე" "მსჯელობთ", ეს თქვენს პიროვნებას კიდევ უფრო ამდაბლებს. ჩემი მშობლების დამსახურებაა ის, რომ მე დღეს ცოცხალი, საღად მოაზროვნე და ჯანსაღი მენტალობის ადამიანი ვარ. ეს მათი ღვაწლია. მათ შეძლეს ის, რაც ვერ შეძლო ქართულმა სახელმწიფომ. მოგიწოდებთ, თქვენში მიმალული ზნეობის გაღვივებისაკენ, რაც თავს შეგაკავებინებთ, ასეთი უსუსური განაცხადების გაკეთებისაგან. რაც შეეხება თქვენს გააწყვეტილებას და პოზიციას, იცით ქალბატონო დალი, როდესაც სერიულ მკვლელს ეკითხებიან მოღვაწეობის შესახებ ისიც კმაყოფილია საკუთარი ნამოქმედარით, მარტივი არგუმენტით: "მე თუ არა, ამ საქმეს ვინმე, მაინც გააკეთებს (გააკეთებდა)."

შეურაცხყოფად ნუ ჩამითვლით, რადგან ეს ჩემი მიზანი არ არის, მაგრამ ერთადერთ განსხვავებას ვპოულობ ამ ორ პოზიციას შორის: ასეთი ადამიანი არგუმენტირებას მაინც ცდილობს, თქვენ კი ესეც არ შეგიძლიათ და თავს მოსამართლის მანტიას აფარებთ. ერთადერთი საფუძველი, რის გამოც ბედავთ იმის გაცხადებას, რომ დღესაც ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდით, თქვენი იმუნიტეტია, რომელსაც კანონი განიჭებთ, რაც სხვათაშორის არც კი გაკმაყოფილებთ და კიდევ დამატებით გარანტიებს ითხოვთ.

თქვენ ბრძანეთ, რომ თვითეულ გადაწყვეტილებაში დამოუკიდებელი იყავით, მათ შორის მოცემულ საქმეშიც და არ გქონდათ არანაირი საფუძველი სუბიექტურობისა, გამომდინარე ჩემი ასაკისა და სქესიდან. ქალბატონო დალი, თქვენი საფუძველი სწორედ ის გახლდათ, რის გამოც დღესაც არამართლზომიერად მოქმედებთ. თქვენი იდეოლოგიის, რეჟიმის, პიროვნებისათვის მიუღებელი იყო შეცდომის აღიარება, შეურაცხმყოფელიც კი. თქვენთვის წარმოუდგენელი იყო პატარა, 14 წლის გოგონას გამართლება, საგამოძიებო სისტემასა და პროკურატურასთან მიმართებით, თქვენამდე ვერ დადიოდა ის, თუ როგორ შეიძლებოდა ამ პრეცენდენტის დაშვება, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცნობდით სისტემას, თავად დაკითხეთ, თორნიკე ტყემალაძე, გაეცანით ექსპერტის დასკვნებს, მოწმეთა ჩვენებებს. მოსამართლეს სხვაგვარი განსჯა მოეთხოვება, არა ემოციური, ალოგიკურიც

გარკვეულწილად, გამომდინარე მხოლოდ სამართლისა და სამართლიანობის სფეციფიკიდან, მაგრამ საკუთარ თავს კითხეთ, განა თორნიკე ტყემალაძე იმსახურებდა თქვენი კოლეგიალობისა და იდეოლოგიის გამო, ყოფილიყო მთავარი მიზეზი ჩემი დამნაშავედ ცნობისა და მსჯავრდებულად გახდომის და განა მე ვიმსახურებდი 10 წლით თავისუფლების აღკვეთას?

დიახ, მე ხუთი წელი სრულად დავყავი თქვენი განაჩენის საფუძველზე სასჯელაღრულებით დაწესებულებაში, ხოლო უკვე მეორე წელია, პირობითი მსჯავრის დაქვემდებარებაში ვიმყოფები. წლების განმავლობაში მე არ მქონდა შანსი, მაგრამ შევძელი. საქმე გადაგზავნილ იქნა სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოში და მე არ მიკვირს, რომ თქვენთვის არაფერს ნიშნავს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ აპელირებთ საქართველოს ინსტანციის სამივე სასამართლოთი.

ეს არგუმენტად არ გამოგადგებათ, რადგან სწორედ იმიტომ არსებობს რეფორმის აუცილებლობა, რომ თქვენი განაჩენის უცვლელ რეცეფციას ახდენდნენ ზემდგომ ინსტანციებში. ეს ყოველივე არ არის მხოლოდ ჩემს საქმეში დაშვებული შეცდომა, ესეც ფაქტია და მიზეზიც, რის გამოც რეფორმა აუცილებელია, მოგწონთ თუ არა თქვენ ეს.

მე მომეცა ჩემი ქვეყნის რწმენა იმ ადამიანების წყალობით, ვისთვისაც სამართლიანობა გამომდინარეობს სამართლის წყაროდან და არა პირადი მოტივებიდან, ვინც ნამდვილად იქნება ჩემთვის სამაგალითო მომავალი კარიერის მანძილზე.

გულწრფელად გიხდით მადლობას კეთილი სურვილისათვის და მადლობელი ვარ იმ დახმარებისთვის, რომელიც გამიწიეთ. თქვენ ყოველთვის იყავით, ხართ და იქნებით ჩემთვის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს მოსამართლე. ადამიანს, რომელიც საქმეში დაზარალებულად გვევლინებოდა, მაგრამ გარკვეული გარემოების გამო გახდა დამნაშავე და საფუძველი ჩემი "ციხეში ჩასმი",  მიეცით რწმენა იმისა, რომ სიბილწე, დეგრადირებული მენტალობა და უსამართლობა შესაძლოა გახდეს უპირატესი სიმართლესა და სამართლიანობაზე.

სულ, რომ არ დაგეკისროთ არანაირი სახის სანქცია, ვფიქრობ, ეს არის თქვენთვის ყველაზე დიდი განაჩენი, ამას ნათლად შეიგრძნობთ ყოველთვის, როდესაც საკუთარ თავთან მარტო დარჩებით. ბოდიშს გიხდით პირდაპირობისთვის, მაგრამ მე ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ და მე არასდროს შემრცხვება ჩემი ფრაზების და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ არასოდეს წავიკითხო განაჩენი თავჩაღუნულმა. მეც წარმატებას გისურვებთ, მე არ მაქვს სიძულვილის შეგრძნება თქვენს მიმართ."

პატივისცემით: გვანცა ყუფარაძე




 ახალი ამბები
  • კახა კალაძე: ვთხოვ ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის"მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. კალაძის თქმით, ქართული ეკლესია ძნელბედობის ჟამს ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე იდგა. მისივე განცხადებით, ახლა როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა. „ქართული სამოციქულო ეკლესია, ყოველთვის იდგა და დგას ქვეყნის ინტერესების მხარეს. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და მრევლს მოუწოდონ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან. დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა. თუ ჩვენ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ეკლესია ძნელბედობის ჯამს ყოველთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და მე დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება მომავალშიც“, - განაცხადა ... ...
  • საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში მდებარე საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე 34-ვე მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ კი საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სტუმრების საკარანტინო ზონიდან გაცილებას, დღეს DMO Imeret-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა. მათი ტრანსპორტირება საკუთარ სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის ... ...
  • როგორ და სად უნდა გავიკეთოთ პირბადე _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებარა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი და ვინ და სად უნდა ატაროს პირბადე, - ამ კითხვებზე პასუხი თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში გასცა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განმარტა რამდენად არის შესაძლებელი კორონავირუსით დაავადება სურსთთან შეხებისას. „სურსათთან მიმართებაში შესაძლებელია თეორიულად, თუ მომხმარებელი მოვიდა მარკეტში და დააცემინა, დაახველა და ამოაფრქვია ეს შხეფები და ეს შხეფები მოხვდა სურსათზე. შესაძლებელია თეორიულად, მაგრამ ამის ალბათობა დიდი არ არის“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისივე თქმით, კორონავირუსი +56 გრადუსზე 30 წუთს ძლებს, 70 გრადუსზე კი 5 წუთში იღუპება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პირბადეების გამოყენების წესებზეც ისაუბრა. „ცალსახად, ულაპარაკოდ უნდა ეკეთოს ინფიცირებულს, ავადმყოფს. ვინაიდან ის არის წყარო აი ამ ვირუსისა და ის ხველებისა და საუბრისას ამოაფრქვევს ვირუსის ნაწილაკებს და თუ პირბადე უკეთია, ეს პირბადე შეაკავებს ამ ნაწილაკების დიდ უმრავლესობას. მეორე. ასევე ცალსახად უნდა ეკეთოს სამედიცინო პერსონალს, ვინც ამ პაციენტს უვლის. ან ოჯახში პიროვნებას, ვინც ამ პაციენტს უვლის, არის მასთან ახლო კონტაქტში. მას უნდა ეკეთოს აუცილებლად. ექთანს, ექიმს, სანიტარს, მომვლელს. რაც შეეხება მოსახლეობას, ღია ჰაერზე, ქუჩებში არ უნდა ეკეთოთ, არავითარი აზრი არ აქვს. სადაც სოციალური დისტანცირების დაცვა შეიძლება, იქ არ უნდა ეკეთოს“, - ამბობს ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: თბილისში სრული სიჩუმე სუფევს, მეამაყება ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი ქცევასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებას ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისში სიჩუმე სუფევს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს იცავს. „9 წუთია გადავედით ახალ მკაცრ რეჟიმზე. სრული სიჩუმე სუფევს. ეტყობა, თბილისი იცავს რეკომენდაციებს!მეამაყება ეს ჩვენი მოქალაქეობრივი და პასუხისმგებლიანი ქცევა. ასეთი მოწესრიგებული და კანონმორჩილი მიდგომით დავამარცხებთ კორონასაც და მეტსაც“, - წერს ... ...
  • როგორ გამოიყურება ოზურგეთი კომენდანტის საათის შემდეგასე გამოიყურება ქალაქი ოზურგეთი კომენდანტის საათის ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...