სოზარ სუბარი: "ყველანი ციხეში!" _ სააკაშვილის ეს პოლიტიკა დასრულდა"

მთავარი თემა

სოზარ სუბარი: "ყველანი ციხეში!" _ სააკაშვილის ეს პოლიტიკა დასრულდა"

20 მარ. 2013, 13:39:54
იყო თემები, რომლებზეც მინისტრმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა, თუმცა, რიგ შეკითხვებზე კამერის წინ საუბარს რატომღაც მოერიდა.

_ ბატონო სოზარ, საუბარი ცოტა შორიდან დავიწყოთ. კარგად მახსოვს თქვენი, როგორც სახალხო დამცველის 2007 წლის ანგარიში, სადაც ნოემბრის მოვლენებს აღწერდით. თქვენ აღნიშნავდით, რომ აქციის დარბევა ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გადაწყდა, რომ იქ დაიგეგმა ადამიანების ცემა და აღნიშნავდით, რომ თუ კი მოგცემდნენ საშუალებას და დაიწყებოდა გამოძიება, შესაბამის მტკიცებულებებს წარადგენდით. დღეს თქვენ ხართ ხელისუფლებაში და აპირებთ თუ არა წარადგინოთ ის მტკიცებულებები, რომლებზეც იმ დროს საუბრობდით? მით უმეტეს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი 7 ნოემბრის და 26 მაისის მოვლენების გამოძიებას დიდი ხანია ითხოვს...

_ 7 ნოემბერთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და ჩემი მტკიცებულება ამ შემთხვევაში არის ჩემი წყარო. მაშინ საპარლამენტო კომისიის შექმნას ვითხოვდით. ის ადამიანი მივიდოდა და ჩვენებას მისცემდა. ახლა, დიდი ხანია, არ მინახავს, მაგრამ გამოძიება თუ კი საჭიროდ ჩათვლის მის დაკითხვას, დარწმუნებული ვარ, ჩვენებას მისცემს. საკმაოდ დიდი თემაა. მაშინ მერაბიშვილის კაბინეტში ბევრი ჩინოსანი იყო _ ზურაბ ადეიშვილი, დათა ახალაია, რომელიც იმ პერიოდში, სხვათაშორის, არსად არ მუშაობდა.

_ ამჟამინდელ სიტუაციაზე გადავიდეთ _ რა ხდება ციხეებში, სადაც მმართველებად ყოფილი პოლიციის მაღალჩინოსნები გყავთ დანიშნული?

_ ციხეებში, ვთქვათ, ჩივის პატიმარი, რომ ვიღაცა მას აწამებდა ან აწამებს. მეორე პატიმარიც სხვა ადამიანზე ჩივის, რომ აწამებდა და ან აწამებს. მიზეზი ორ სხვადასხვა შემთხვევაში ერთი და იგივე ჩვენებაა. ერთი და იგივე საჩივარი აბსოლუტურად სხვადასხვა შეიძლება იყოს _ ერთ შემთხვევაში მართლა აწამებს, მეორე შემთხვევაში ეს ადამიანი არ აძლევს მას თავისუფალი მოქმედების საშუალებას, არ აძლევს უფლებას, რომ "მაყურებელი" მართავდეს ციხეს, არ აძლევს საშუალებას, აკრძალული ნივთი შეიტანოს. საჩივარი რომელზე უფრო მეტი იქნება, იცით? მეორეზე. პირველზე _ წამებაზე, ჩივის ის, ვისაც აწამებენ. მეორეზე, ვთქვათ, "მაყურებელს" შეუძლია, მთელ ციხეს დააწერინოს საჩივარი, ათას კაცს დააწერინოს, რომ ეს ადამიანი მას აწამებს, რადგან ამით მოაშოროს იქაურობას. როცა ამის ორგანიზებას "მაყურებელი" ახდენს, რამდენიმე ასეული ზარი კეთდება უფლებადამცველებთან, ჟურნალისტებთან და მოდის ზეწოლა სამინისტროზე, აი, ეს მწამებელი გყავთ და გაუშვითო. სინამდვილეში, ეს "მწამებელი" წესრიგს იცავს, რეჟიმს იცავს. იგივე შეიძლება იყოს ექიმზეც, რომ წამლებს არ გვაძლევდა, გვაწამებდა. ერთ შემთხვევაში მართლა ასეა და მეორე შემთხვევაში, პატიმარი ითხოვს, მომეცით ფსიქოტროპული წამალი 20 აბი, 30 აბი. ექიმი არ აძლევს და ის იწყებს ჩივილს, რომ ავადაა, კვდება. როგორ უნდა გაარჩიო? ყველა შემთხვევაზე მოდის ინფორმაცია და იწყება მერე, რომ, აი, მწამებელი გყავთ და რატომ არ ახდენთ რეაგირებას. ამიტომ, როცა ასეთი საჩივრებია, ძალიან ფრთხილად არის საჭირო მოქმედება. უაპელაციოდ არც უარყოფა შეიძლება და არც მიღება.

_ გამოდის, რომ "მაყურებლები" ისევ არიან ციხეებში...

_ ჩემი გამინისტრებიდან სამ დღეში რუსთავის მე-16 დაწესებულებაში დაიწყო არეულობა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ძველი ადმინისტრაციის მიერ დანიშნული "მაყურებლების" ძალაუფლების მოსპობა დავიწყეთ. ამან გამოიწვია სწორედ არეულობა და შედეგი ის იყო, რომ მთელი საქართველო ყვიროდა, ციხეში სპეცრაზმი შერბისო. მაშინდელმა ციხის უფროსმა მკაფიოდ უთხრა "მაყურებლებს", რომ ციხეს მართავდა არა "მაყურებელი", არამედ _ ადმინისტრაცია. 6 მაყურებელი იყო დანიშნული. მაშინ მთელი სამოქალაქო საზოგადოება დადგა, ვითომ, პატიმრების უფლებების დასაცავად. იყო ყვირილი, რომ სპეცრაზმი შეიჭრა და სცემს პატიმრებს, მაშინ, როცა არც ერთი სპეცრაზმელი იქ არ შესულა და ეს ყოველივე გამოიწვია ციხის "მაყურებლების" მიერ ორგანიზებულმა კამპანიამ, რომლებმაც მშვენივრად მოახერხეს მასმედიის მობილიზება. სწორედ ამას ვებრძვით ჩვენ და ამას აღარ დავუშვებთ. იმის თქმა, რომ არასდროს არავინ არ ეცდება, თავყრილობაში ვიღაცა წინ წასული არ იყოს და ვიღაცა _ უკან წაწეული, არ იქნება მართალი. საბავშვო ბაღშიც კი ცდილობს ვიღაცა, ყოჩი იყოს. ამიტომ, ადმინისტრაციამ თავის დროზე უნდა მოახდინოს რეაგირება და აღკვეთოს ნებისმიერი ასეთი უმსგავსობა. მაშინდელი სიტუაცია დასრულდა ციხის უფროსის გადადგომით. ეს სტილი აღარ დავუშვით და მოგვიანებით, როდესაც კიდევ გაჩნდა იგივე დაწესებულებაში მსგავსი ტენდენცია, ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობდა მსგავსი ინიციატივები გამოეჩინა და სხვებთან შედარებით წინ წასულიყო, წავიდა გადაკეტილში.

_ საკადრო პოლიტიკაზე მინდა, გკითხოთ _ ბოლო დღეებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი წერს განცხადებას, მაგრამ სოზარ სუბარი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ ადამიანებს...

_ სასურველი და არასასურველი არ ვიცი, რას ნიშნავს. არასასურველი კადრი საერთოდ რატომ უნდა დაინიშნოს სადმე?!

_ გინდათ, თქვათ, რომ თანამდებობაზე სოზარ სუბარის პირადი სიმპათიით არ ინიშნებიან?

_ პირადი სიმპათიით არა, პროფესიონალიზმით ვარჩევ ადამიანებს.

_ ყველა კადრს თქვენ არჩევთ?

_ 4 500-მდე ადამიანი მუშაობს. შეუძლებელია, ყველა მე შევარჩიო _ ამის რესურსი ერთ ადამიანს არ გააჩნია. მე ვარჩევ მაღალი თანამდებობის პირებს.

_ პრემიების თემას შევეხოთ. გასული წლის ბოლოს, მუშაობის დაწყებიდან, ერთი თვის შემდეგ, საკმაოდ მაღალი პრემიები გამოიწერეთ...

_ ჯერ ერთი, არ იყო ერთი თვის მუშაობაზე. მეორე _ პრემიები დარიგდა სამინისტროში ყველა თანამშრომელზე _ მე-13 ხელფასი წლის ბოლოს. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. თუ შეადარებთ წინა სამინისტროების პრემიებს, იქ ჰქონდათ ყოველთვიური პრემიები. იმასთან შედარებით, ახლანდელი მინისტრები და მათი მოადგილეები მართლაც მიზერულ პრემიებს იღებენ, უმრავლესობა საერთოდ არ იღებს. რამდენიმე მინისტრმა ავიღეთ მე-13 ხელფასი ერთხელ წლის განმავლობაში.

_ წლის განმავლობაში როგორ ბატონო სოზარ _ თქვენ ხომ ახალდანიშნული იყავით?

_ საახალწლო პრემია არის ჩვეულებრივი ამბავი. აქ საუბარი იყო ერთ დამატებით, მე-13 ხელფასზე.

_ ბატონო სოზარ, თქვენი საქმიანობის კონკრეტულ სფეროს დავუბრუნდეთ... ორთაჭალის ციხე, რომელიც ახლახან გაუქმდა, გაკეთდება თუ არა მუზეუმად?

_ ზუსტად არ ვიცი, რა ბედი ეწევა. მე ვთქვი, თუ კი იქნება ამის პოლიტიკური ნება, შეიძლება, ვიფიქროთ ციხის რაღაც ნაწილში მუზეუმის გაკეთებაზე. მე თუ მკითხავთ, მუზეუმი უნდა გაკეთდეს ქუთაისის ციხეში, რადგან ის უძველესი ციხეა. სწორედ იქ იხდიდა სტალინი სასჯელს და იქიდან გაიქცა. რაც შეეხება ორთაჭალის ციხეს, მისი ბედი მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს. შესამოწმებელი შენობაა, სეისმურად რამდენად გამძლეა.

_ ოზურგეთში, სოფელ ლაითურში დაწყებულ ციხის მშენებლობაზე რას გვეტყვით? "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ ამ ციხის პიარს აქტიურად ეწეოდა...

_ ციხეები რომ იყო მათი პიარი, იმიტომაც დაამთავრეს ასე თავისი საქმე. ლაითურის ციხის მშენებლობა გრძელდება. უბრალოდ, ის არ იქნება 4 300 ან 5 500 პატიმარზე გათვლილი. "ყველანი ციხეში!" _ სააკაშვილის ეს პოლიტიკა დასრულდა. სავარაუდოდ, ეს იქნება 1 600-კაციანი მკაცრი რეჟიმის ციხე.

_ რატომ შენდება მკაცრი რეჟიმის ციხე მაინცდამაინც გურიაში?

_ განსაზღვრული იყო ამ ტიპის დაწესებულების მშენებლობა და ჩვენ აღარ გვინდა, რომ ეს იყოს შერეული ტიპის. ზუგდიდში და ბათუმში იქნება პატარა საპყრობილეები, სადაც იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც სასამართლოს ელოდებიან.

_ ციხეების მონიტორინგის ჯგუფში ჟურნალისტები რატომ აღარ არიან?

_ მონიტორინგის ჯგუფის წევრებს აკომპლექტებს სახალხო დამცველი. მან თქვა, რომ ჟურნალისტების მიმართ არაფერი აქვს საწინააღმდეგო. რატომ გგონიათ, რომ არ არიან ჟურნალისტები, არ ვიცი! თუ არც ერთი ჟურნალისტი არ მოხვდება, ეს ნიშნავს, რომ კომისიამ, რომელსაც ქმნის სახალხო დამცველი, ჩათვალა, რომ ის ჟურნალისტები, რომლებმაც შეიტანეს განაცხადი, ვერ აკმაყოფილებდნენ კრიტერიუმებს და საერთაშორისო სტანდარტებს. ისინი ამბობენ, რომ მონიტორინგის ჯგუფის წევრებს შეარჩევენ საერთაშორისო სტანდარტებით. ჩვენ ამაში არ ვმონაწილეობთ, იმიტომ, რომ არ არის სწორი, საკუთარ თავს სამინისტრომ თვითონ გაუწიოს კონტროლი _ ეს უნდა გააკეთოს იმ უწყებამ, რომელსაც ეს უფლება კონსტიტუციით და გაეროს კონვენციით აქვს მინიჭებული. ასეთი კი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ნდობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე თავის უცხოელ კოლეგებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში, გახლავთ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი და პირადად ბატონი უჩა ნანუაშვილი. მართლაც მაღალი დონის უფლებადამცველია.

_ პირადად თქვენი მოსაზრება როგორია _ უნდა იყვნენ თუ არა მონიტორინგის ჯგუფში ჟურნალისტები?

_ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემს მოსაზრებას, როცა ამას მე არ ვწყვეტ.

_ რატომაც არა, გვაინტერესებს.

_ ყავაზე ვისაუბროთ მაგ თემაზე, სადმე სხვაგან.

_ სახალხო დამცველი რომ ყოფილიყავით, შეიყვანდით თუ არა ჟურნალისტებს მონიტორინგის ჯგუფში?

_ როცა სახალხო დამცველი ვიყავი, წლის განმავლობაში მქონდა 2 000 მონიტორინგი და არაფერი არ ეპარებოდა ჩვენს თვალს, არც ერთი დარღვევა.




 ახალი ამბები
  • ზურაბ ნასარაიას ხელმძღვანელობით სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა (R)გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ზურაბ ნასარაიას ხელმძღვანელობით, სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის მთავარ საკითხს 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებიდან წარმოდგენილი საპროექტო განაცხადების განხილვა და შესაბამისი პროექტების შერჩევა წარმოადგენდა. 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაში საქართველოს ოთხი რეგიონი, მათ შორის გურია მონაწილეობს. კონკურსის მთავარ პრიორიტეტს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობა წარმოადგენს. გურიის რეგიონისთვის 701 000 ლარია გამოყოფილი და შეირჩა ორი პროექტი. შეხვედრაზე შერჩეული პროექტები მუნიციპალიტეტების ტურისტული პოტენციალის ზრდასა და ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზეა ორიენტირებული. სხდომას რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ... ...
  • ევროკავშირის მიერ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეფასდა (R)2 ივლისს ევროკავშირ-საქართველოს ადამიანის უფლებათა ყოველწლიური დიალოგის მე-13 რაუნდი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა და 2019 წლის მაისიდან დღემდე საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განვითარებული მოვლენები შეფასდა. ევროკავშირის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მიერ მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აღმოფხვრის მიმართულებით. ევროკავშირი ასევე მიესალმა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემებში მიმდინარე რეფორმებს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ კოვიდ19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებულ წარმატებულ ღონისძიებებს. ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ დიალოგში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ევროკავშირის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის სამმართველოს უფროსი, რიჩარდ თიბელსი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხრიდან დიალოგში მონაწილეობდნენ საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სარაჯიშვილი; საერთაშირისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი თამუნა როსტიაშვილი. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა დიალოგის შემდეგი რაუნდი 2021 წელს თბილისში გაიმართება. ... ...
  • „ასე ცხოვრება შეუძლებელია!“ _ სოფელში წლების წინ წარმოქმნილი და დღემდე მოუგვარებელი პრობლემა„მე გაწუხებთ შეწუხებული მოქალაქე. ნამდვილად მსურს, ზაფხული გავატარო ჩოხატაურის რაიონში, სოფელ შუა ამაღლებაში. იქ გავიზარდე, მაგრამ ძალიან შეწუხებული ვარ. როგორც მაწვდიან ინფორმაციას, არ არის წყალი, დასალევიც კი! რომელ ჰიგიენაზე მელაპარაკება ჩოხატაურის მთავრობა. იქნებ, თქვენ დაინტერესდეთ ამ თემით. მართალია, მე თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ მომავალ კვირას ჩამოვალ გურიაში და  აუცილებლად მივმართავ პრეტენზიით ჩოხატაურის მერიას. არჩევნები მოდის, დაიწყებენ კარდაკარ  სიარულს ხმების კარგად მოსაგროვებლად. იქნებ, თქვენ გამოაფხიზლოთ ჩოხატაურის ეს უმოქმედო და უნიათო მთავრობა! ბავშვები ვერ ჩამოგვიყვანია. ელემენტარულად, რომ დავბანოთ, იმის საშუალებაც არაა სოფელში. დასალევ წყალს, ჯანდაბას, ვიყიდით!“ _ ეს წერილი „გურია ნიუსის“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ქსელის მომხმარებელმა თეა ჩხატარაშვილმა მოგვწერა და გვთხოვა, ადგილზე მივსულიყავით და სოფლის, კონკრეტული უბნის მცხოვრებლებს შევხვედროდით. „გურია ნიუსი“ შუა ამაღლებაში 30 ივნისს იმყოფებოდა. მოსახლეობამ, რომელიც საკმაოდ მრავლად დაგვხვდა შეკრებილი, უწყლობით შექმნილ პრობლემასთან ერთად, იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომელიც, მათი თქმით, წლებია აწუხებთ. ნონა გოგოლაძე: ჩვენი პრობლემა, ძირითადად, უწყლობასთანაა დაკავშირებული. ყველაფრისთვის წყალი სჭირდება ადამიანს. სოფელში ვცხოვრობთ, საქონელი გვყავს, ფრინველები. ჭა კი გვაქვს, მაგრამ შრება ზაფხულში ჭები, ამოდის 100-200 ლიტრი წყალი და 200 ლიტრი ნამდვილად არ არის საკმარისი. შარშან დავწერეთ განცხადება, შევაგროვეთ ხელმოწერები და გავუგზავნეთ ბატონ ირაკლი კუჭავას და პასუხი მოგვივიდა, რომ, როცა მუნიციპალიტეტს ექნება საშუალება, რომ დაგაკმაყოფილოთ წყლით, მაშინ დაგაკმაყოფილებთო და ველოდებით დღემდე“. მამუკა ყაჭეიშვილი: ადრე გვქონდა წყალი, მაგრამ უხარისხო მილებით გაკეთდა და მალევე გაფუჭდა. ქვიშნარაზეა „ბასეინი“. ავდიოდით იქ გავაკეთებდით, ჩამოვიდოდით, ისევ გაფუჭდებოდა და თავიდან იწყებოდა. ბოლოს სულ გაფუჭდა და წლებია, სოფელს წყალი აღარ მიეწოდება. წინა წელს თავადაც ბრძანდებოდა აქ ბატონი ირაკლი. ჭაბურღილს გავაკეთებთო,  _ გვითხრა, მაგრამ რად გვინდა ჭაბურღილი, როცა სოფელში წყლის რესურსი არის, რომლითაც შესაძლებელია, მთელი სოფელი უწყვეტად მომარაგდეს. გვითხრა, სოფლის პროგრამიდან თანხა არაა საკმარისიო და კერძო ინვესტორი კიდევ აქ ვინ შემოვა, რომ ფული ჩადოს, მერე რას ამოიღებს აქედან. ვითხოვთ, თანადაფინანსებით, ჩვენი დახმარებით მაინც მოგვიგვარონ ეს პრობლემა, თორემ ასე ცხოვრება არ შეიძლება! დოდო სიხარულიძე: „ადგილს, სადაც „ბასეინებია“ განთავსებული, ტბორისთავს ეძახიან. იქ არის 5 „ბასეინი“, თითო რამდენიმე ტონიანი. ავზები ჰერმეტულადაა დახურული და დატოტილია, საიდანაც სხვადასხვა მიმართულებით გამოედინება წყალი. სოფელში 300 კომლი ვცხოვრობთ და წყლის რესურსი იმდენია, რომ თითო ოჯახზე ტონა წყალი მაინც მოდის. ეს სოფელს მთლიანად აკმაყოფილებდა, მაგრამ დღეს, სოფლის ცენტრის ქვევით წყალი აღარაა.  სოფლის ხელმძღვანელებმა უნდა დააყენონ საკითხი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან. თუმცა, ჩვენც მივწერეთ შარშან და აქ გვაქვს პასუხიც“. ლალი ელიაშვილი: აქ ვისაც ხედავთ, ყველა „ოცნების“ მხარდამჭერები ვართ, მარტო ჩვენ კი არა, ჩვენი ოჯახებით. არჩევნები მოდის, რამდენ ხმას მიიღებენ ამ უბნიდან, ნახავენ. ჯერ ერთი, რაც გაკეთდა, ყველაფერი უხარისხოდაა გაკეთებული. გზა გააკეთეს ვითომ, ისიც უხარისხოდ, თან _ სანახევროდ. ამის ქვემოთ, საერთოდ არ ვცხოვრობთ თურმე ხალხი, _ გვითხრა ქალბატონმა ლალიმ, რომელსაც ჩატარებული სამუშაოების უხარისხობით შეწუხებული თავისივე მეზობელი, თამილა ჯიბუტი შეეკამათა. _ ზევით რომ ვცხოვრობ, რა არის მერე, როგორაა გაკეთებული?! მოგწონთ თქვენ?! წვიმაში მესტუმრეთ და ნახავთ ჭიშკართან გავლას თუ შეძლებთ. ამას ჯობდა 200 მეტრი გაეკეთებინათ და ხარისხიანად. ნამდვილად უკეთესი იქნებოდა. მე რომ ვუთხარი გამგებელს, თუ მოგეწონა ჩვენთან გაკეთებული გზაო, სახლში მომაკითხეს, რატომ თქვიო. გივი ჩიგოგიძე: “სუფსიდან ამოღებულ ხრეშს გვამადლიან, ერთი-ორი გაწვიმება და წყალს ისევ სუფსაში ჩააქვს, რასაც დაყრიან. ახლა გათხარეს არხები, ჩაყარეს მილები, მაგრამ რა აზრი აქვს _ მილი ზევითაა, არხი _ ქვევით; თან არხი გზის ცალ მხარეს გაჭრეს“. ნანა ჟღენტი: „უხარისხოდ რომაა საქმე გაკეთებული ჩვენი ბრალიცაა _ რომ არ დაადგება სოფლის მაცხოვრებელი იმ ტრაქტორისტს და სატვირთოს მძღოლს თავზე მუშაობის დროს. იმას სულ არ აინტერესებს _ მოვიდა, დაყარა, წავიდა, აიღო ფული _ იმას სხვა არაფერი აინტერესებს, მაგრამ მე  და შენ რომ ვცხოვრობთ აქ და არ მოგვწონს ის, რასაც ყრის, უნდა გამოვიდეთ და ვუთხრათ, ეს ქვა შენი სახლის წინ დაყარე ან ვინც გამოგატანა, იმას დაუყარეო, ან რომ არ გამოვატარებთ მაგ ლოდებით სავსე მანქანას გზაზე, მეორედ ასე არ გააკეთებენ. არჩევნები მოდის და შეიძლება მაგათთვის 10 და 20 ხმა არაფერს ნიშნავს, მაგრამ სოფლიდან 1 კაციც რომ არ გამოცხადდეს, გეძებენ და გირეკავენ, სად ხარ, ამოდიო და მოგაკითხავენ და ისე წაგიყვანენ. მარა აქ პრობლემა რომ გვაქვს, მაშინ არავის ვახსენდებით. გამოდით მამაკაცებმა გარეთ და ნახეთ, აბა, თუ გაგიბედავენ ამ ლოდების სახლის წინ დაყრას“. ირაკლი ვაშაკიძე: „აქ წყალი მოდიოდა ძალიან კარგად. დიდი ხნის წინ, კომუნისტების დროს ჩაყარეს აქ მილები. ანალოგიური მილებით გაკეთდა წყალი ხიდისთავში, რომელსაც დღეს ცვლიან ხიდისთავში. ამდენ ხანს ვარგოდა, ყოველ შემთხვევისთვის, წყალს ატარებდა და სოფელს პრობლემა ამ მხრივ არ შექმნია. ჩვენთან  იმავე ხარისხის მილებზე თქვეს უხარისხოაო. მოვიდა ადგილობრივი ხელისუფლება, სხვაც თუ იყო ჩართული ამ საქმეში ვერ გეტყვით, ცუდია, უნდა ამოვიღოთო და ისე სწრაფად გააკეთეს ეს, ვერ გეტყვით. არც ის ვიცი, სად წაიღეს შემდეგ ეს მილები. მოვიტანთ ახალსო და მართლაც მოიტანეს, მაგრამ ეს არ იყო ახალი _ რომელიღაც სოფლის და მგონი არა ამ რაიონის გამონაცვალი „ტრუბები“. მოიტანეს ფორმალურად, როგორც იყო ჩაალაგეს. ეს „ტრუბები“ ისედაც დამპალი იყო და 2 წელიწადში საერთოდ გაფუჭდა. წყლის წნევას ვერ გაუძლო და დასკდა. მე ხშირად არ ვიყავი სახლში და ჩემზე მეტად ეს ადამიანები იტანჯებოდნენ _ წავიდოდნენ იმ სათავეში, გადაკეტავდნენ, გააკეთებდნენ. მერე კიდევ თავიდან იწყებოდა. თითქმის ყოველდღე ხდებოდა ეს! ის მილები რომ ყოფილიყო, წყალი დღესაც გვექნებოდა. არჩევნების დროს გვაყვედრიდნენ _ „ბასეინი“ გაგიკეთეთო, _ იძახდნენ. იმ „ბასეინით“ ჩვენ არ გვისარგებლია. ის მილები, რომ ყოფილიყო, რომელზეც უკვე მოგახსენეთ, წყლის პრობლემა დღეს არ გვექნებოდა. ეს ამ ხელისუფლებამდე იყო _ ჯართის ჩაბარების აქტიური დრო რომ იყო, მაშინ. ამას ადგილობრივი ხელისუფლება აკეთებდა. დაგიძახებდნენ, მიხვიდოდი, რაღაცას დაგელაპარაკებოდნენ, ვითომ ხალხის მოთხოვნით კეთდებაო, ვიღაცა რაღაცას გამოგიგზავნისო. მთავარი იყო გასულიყო იქიდან. ხალხი სჭირდებოდათ იმისთვის, რომ ვითომ ხალხმაც იცისო და მორჩა _ გამქრალი იყო. ხალხისთვის ბნელა და ბნელოდა, თორემ მაგათთვის სულ ნათელი იყო. წყალი არაა, გზას, თქვენც ხედავთ, როგორი გაკეთებულია. ცოტას დაველოდები, თუ გააკეთებენ, მაგათ ჩხუბს ვერ დავუწყებ _ ვერც ადგილობრივს და ვერც რაიონს. მე გავაკეთებ მერე ჩემი ეზოს გასწვრივ. ვიყიდი ხრეშს, მოვიტან და დავყრი, მაგრამ იცოდნენ, რომ იმათ დიდ მანქანებს იმ გზაზე მერე არ გამოვატარებ. ეს იცოდნენ!“ სოფელს უნდა მიხედოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ. ადამიანებმა, რომლებიც ჩვენ ავირჩიეთ, მოგვხედონ, _ ამბობდნენ შეკრებილი ადამიანები და კიდევ ერთ პრობლემაზე  _ მდინარე სუფსაზე არსებულ კარიერზე საუბრობენ. ირაკლი ვაშაკიძის თქმით,  მათი სოფლის საძოვრების გასწვრივ, მდინარე სუფსის კალაპოტი რამდენიმე ადგილას შეცვლილია. _ სუფსა მისი კალაპოტიდან მოწყვიტეს, ზოგან ასი მეტრზე და უფრო მეტზეც შემოჭრილია ჩვენი ფართობებისკენ. ის მდინარე რომ ადიდდება არც საყანე ფართობები დაგვრჩება და არც საძოვრები. ახალი ტყე მოდის, ვნატრობდით, როდის წამოვაო, ყველაფერს გადალეკავს. ისეც შემცირებულია საძოვრები. იყვნენ ვლადიმერ სიხარულიძე და სხვები მოსული და ვეტყვითო, _ დაგვპირდნენ. ეტყოდნენ, ალბათ, მაგრამ სად ჩანს, სადაა შედეგი, _ ამბობს ირაკლი ვაშაკიძე. ადგილობრივმა ახალგაზრდებმა კიდევ ერთ, მათთვის მნიშვნელოვან პრობლემაზე ისაუბრეს. მათი თქმით, სოფლის მოსაზღვრედ მდებარე ქვის სატეხი საამქროდან მდინარე სუფსა ისე ჭუჭყიანდება, რომ ბანაობა შეუძლებელია. _ ზაფხულია, მდინარეში უნდა იბანაო, მაგრამ ჩვენთვის ესეც არაა. გორას გადასახვევზე რომ „დრაბილკაა“, ისე აჭუჭყიანებს წყალს, რომ მდინარეში შესვლა შეუძლებელია. ჩვენ რომ მანქანით წყალში გავიაროთ, მაშინვე დაგვაჯარიმებენ, წყალი ჭუჭყიანდებაო, ამათგან წყლის დაბინძურება შეიძლება? _ ეს მაინტერესებს. ან თითონ ამ კომპანიამ ის მაინც გაგვიკეთოს, რომ რაღაც მომენტში შეაჩერონ მუშაობა, ან _ დილით, ან _ საღამოთი, რომ ბანაობის შესაძლებლობა გვქონდეს, _ გვითხრა გივი ჩიგოგიძემ. შეკრებილი მოსახლეობა იმ საფრთხეებზე საუბრობს, რასაც, მათივე თქმით, მდინარეზე ინერტული მასალის მოპოვების გამო გაჩენილი ღრმა ორმოები უქმნით. „გარდა ამისა, მდინარეზე, ნაპირთან ახლოსაც და წყალში დამბები გაჩნდა, ქვიშის ამოღების შედეგად. იქ ჩვენი საძოვრებია, საქონელი რომ შიგ ჩავარდეს, რა ვქნათ, ჩვენ ამ საქონლებით ვარსებობთ. ან ზამთარში, თოვლი რომ წაეფარება, შეუმჩნეველი გახდება ეს ადგილი,  ზედ რომ მონადირემ გაიაროს და ჩავარდეს, ვერ ამოვა და ხომ უბედურება დატრიალდება. ან როდის და სად მონახავენ“, _ ამბობენ ისინი. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ „გურია ნიუსთან“ საუბრისას თქვა, ამ კონკრეტულ უბანში ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარდა, მათ შორის, სოფლის პროგრამის ფარგლებში. სოფელ შუა ამაღლებაში არსებული პრობლემების შესახებ უფრო დაწვრილებით სასაუბროდ „გურია ნიუსი“ სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს ჩოხატაურის საკრებულოში ვლადიმერ სიხარულიძეს დაუკავშირდა. სიხარულიძის თქმით, ის კარგად იცნობს სოფლის ამ კონკრეტული უბნის პრობლემებს. მისივე განმარტებითაც, სოფლისთვის ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა. “მთელი სოფლის პროგრამა, რაც იყო, მივმართეთ მაგ კუთხეში. თქვენ შეიძლება არ იცით, მაქ როგორი გზა იყო და რამხელა მონაკვეთი გაკეთდა. მაქ გზის ცალ მხარეს, კლდის კედელი იყო ჩამოშლილი და ის გავაკეთეთ, გასულ წელს გაკეთდა ის საყრდენი კედელი. წელსაც, მთელი სოფლის პროგრამა გაკეთდა და დაპროექტდა ისე, თითონ მაგ ხალხმა მიიღო მონაწილეობა, როგორც უნდოდათ. ვინც აკეთებს, მაგ უბნელია, შემდეგ თუ თითონ ერთმანეთში ვერ მორიგდნენ, ეგ სხვა საკითხია. მთლიანი თანხა რაც იყო წავიდა მაგ უბანში და მოხმარდა გზას. ახლა რაც შეეხება არხებს, იმის მიხედვით გაკეთდა, როგორც არის სტანდარტი. ეგ გაკეთებულია პროექტის მიხედვით. სოფელს აქვს 5 ავზი _ 150, 50, 80, 12 და 27კბ/მ მოცულობის. რაც შეეხება წყალსადენს, 23 კმ. მილი ამორტიზირებული და მთლიანად შესაცვლელი, სათავე ნაგებობები მოსაწყობია, ამიტომ ეს საკითხი დაყენებულია მუნიციპალური განვითარების ფონდში და ამ საკითხზე ჩვენ ვმუშაობთ. ეს პროექტი ჯდება, დაახლოებით, 850 000 ლარი. შესაბამისი მასალები გაგზავნილია სამხარეო ადმინისტრაციაში, ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მგფ-ში. აქ კანონმდებლობის პრობლემებია და სხვა არაფერი, ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხებზე, მაგრამ როდის იქნება, კონკრეტული თარიღის დასახელება არ შემიძლია, რადგან, როგორც გითხარით, მინიმუმ, 850 000 ლარია საჭირო, რომ ტექნიკური წყალი წამოვიდეს, პირველ ეტაპზე საუბარია ტექნიკურ წყალზე. მაგ უბანში, რომელზეც საუბარი გვაქვს, გაკეთდა 2 ხიდი, ასევე რაღაც მონაკვეთზე _ ბეტონის გზა. სოფლის მაგ უბანში ყველაზე მეტი სამუშაოებია ჩატარებული. გზის მოხრეშვა კი მიმდინარეობს, მაგრამ რამდენიც არ უნდა დაყარო, სანამ ბეტონის გზა ბოლომდე არ დაიგება, ეს პრობლემა ვერ მოგვარდება. ამაზეც მიდის მთელი რიგი სამუშაოები, მაგრამ როცა პრობლემებზე საუბრობენ, იმაზე რატომ არაფერი თქვეს, ამდენი რამე რომ გაკეთდა მაგ უბნისთვის“. სიხარულიძის თქმით, უსაფუძვლოა ადგილობრივ მცხოვრებთა საყვედური სხვა კუთხითაც. სოფლის დეპუტატის განმარტებით, კარიერზე დასაქმებული მძიმეწონიანი მანქანები აღნიშნულ გზაზე არ გადაადგილდებიან. „კარიერზე დასაქმებული მანქანები მაგ გზით არ სარგებლობენ. მაქ გახსნილია სახელმწიფო კარიერი. კარიერის მანქანა ერთხელ შევიდა, ისიც იმიტომ რომ საჩუქრად მოგვცეს ქვიშა-ხრეში და თავისივე მანქანებით შეგვიყვანა ყანებში გზა“. მოსახლეობას ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები, მივედით შევახვედრეთ მოსახლეობას. კარიერი მოქცეულია მხოლოდ თავის საზღვრებში. მაგათ სასაყვედურო ხელისუფლების მიმართ, ნამდვილად არ აქვთ. მაქ მართლა ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. წყლის პრობლემა კი მთელ სოფელშია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ არის კანონმდებლობის პრობლემა და აქ ლიცენზირებული კიდევ არავინ მოვა, რომ ნახევარი მილიონი ჩადოს შუა ამაღლების წყალსადენში და მერე ის თანხა ამოიღოს. ვიმეორებ, რომ მაგათ არც სოფლის და არც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისგან ყურადღება არ აკლიათ. მაქსიმუმი კეთდება, რაც შეგვიძლია და პრობლემა 5-იანი ასფალტი რომ დააგო, იტყვიან 7-იანი გვინდოდაო, ბეტონი რომ დააგო 13-იანი _ 5-იანი გვინდოდაო. მე შემიძლია თითონ გაჩვენოთ, რამდენი საქმეა გაკეთებული მაგ უბანში, _ ამბობს ვლადიმერ ... ...
  • "მიზნად ისახავს ქვეყანაში აზრის გამოხატვის კონტროლს"- ორგანიზაციები სუს-ის გამოძიებაზესახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „საბოტაჟის" მუხლით წარმოებულ გამოძიებას, რომელიც  „მთავარი არხის" ეთერში გასულ სიჟეტს ეხება, არასამთავრობო ორგანიზაციები შეგაშფოთებელს უწოდებენ. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი: „ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურესი შეშფოთებით ვეხმიანებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „საბოტაჟის" მუხლით წარმოებულ გამოძიებას.  გამოძიების ფარგლებში „მთავარი არხის" სიუჟეტზე აქცენტირება, შემაშფოთებელია და აჩენს განცდას, რომ ხელისუფლება ერთი მხრივ, მიზნად ისახავს კონკრეტული მედიის დემონიზირებას, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანაში აზრის გამოხატვის კონტროლსა და მასზე გამყინავი ეფექტის მოხდენას ცდილობს. აღნიშული შეიცავს კრიტიკული მედიის დამოუკიდებლობაში აშკარა და უხეში ჩარევის ნიშნებს, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების არსებობას. გავრცელებული ინფორმაციით, სუს-მა „საბოტაჟის" მუხლით გამოძიება 2020 წლის 16 მარტს უწყებაში შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში უსაფრთხოების სამსახური  დაინტერესდა 2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის" გადაცემა „შაბათის მთავარში" გასული სიუჟეტით, რომელიც ეხებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების პირობებში ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილებების შესაძლო ბოროტად გამოყენებას. გამოიკითხა სიუჟეტის ყველა ფიგურანტი და რესპოდენტი, ხოლო 2 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხიდან" რეპორტაჟის დაუმონტაჟებელი ვიდეო მასალის გამოთხოვის თაობაზე უწყების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებაში „მთავარი არხის" ქმედებებში „დეზინფორმაციას" და „საბოტაჟის" შემადგენლობას, დადგენილ ფაქტად უთითებს. გვსურს შევახსენოთ სახელმწიფოს უწყების წარმომადგენლებს, რომ გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს ასევე მიზანს. იგი, ის ფუნდამენტური ფუნქციური ელემენტია, რომელიც საზოგადოების განვითარებას, ხელისუფლების თვითნებობის შეზღუდვას და ადამიანის პიროვნულ განვითარებას განაპირობებს. ამ უფლების სათანადო უზრუნველყოფის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია სხვა უფლებების სრულყოფილი რეალიზაცია. იმის სავალდებულოდ განსაზღვრა, თუ რა შინაარსის აზრის/ინფორმაციის გავრცელება არის დაუშვებელი, გულისხმობს პირთა გონებისათვის „ინფორმაციული ფილტრის" დაყენებას. დემოკრატიული სახელმწიფო უდავოდ გულისხმობს თავისუფალ საზოგადოებას, თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეს, გარემოს, სადაც ყველასთვის უზრუნველყოფილია აზრთა თავისუფალი გაცვლა-გამოცვლა, თავისუფალი პაექრობა. დემოკრატიული და პლურალისტული საზოგადოების ჩამოყალიბება შეუძლებელია პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სარედაქციო პოლიტიკის თავისუფლებისა და სამართლებრივი დაცვის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფის გარეშე. პრესის თავისუფლება მოიცავს არამხოლოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ინფორმაციის გავრცელების უფლებას, არამედ საზოგადოების უფლებას მიიღოს, გაიზიაროს ან უგულებელყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია. საბოტაჟი არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენის საკითხიც აქტუალური ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სახეზეა სახელმწიფოსთვის ან საზოგადოებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე დაწესებულებისთვის  მიყენებული  ხელშესახები ზიანი - მისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა. იმ შემთხვევაშიც კი თუკი ცალსახად დადგინდება, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის" ეთერში გასული სიჟეტი შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტებს, მასზე რეაგირება, არა სისხლისსამართლებრივი რეპრესიული მანქანის, არამედ, მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ამოქმედებაა ან/და კონკრეტული ადრესატის შემთხვევაში უფლების სამოქალაქო წარმოებით სასამართლოს გზით დაცვაა, რაც ჩვენი საზოგადოების მონაპოვარსა და ქვეყანაში სახელმწიფოს ჩარევებისგან თავისუფალი მედიის არსებობის უმნიშვნელოვანეს გარანტიას წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების შინაარსს განსაკუთრებულ პრობლემურობას, საარჩევნო წელი და 2020 წლის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები ანიჭებს, რა დროსაც კრიტიკული მედიის შეუფერხებელ ფუნქციონირებას სასიცოცხლო როლი ენიჭება არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად შეფასებისთვის. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს კრიტიკული მედიის დამოუკიდებლობაში ნებისმიერი სახის ჩარევისგან და უარი თქვას მედიისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი რეპრესიის გამოყენებაზე“,_ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ერთობლივად ავრცელებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და ადამიანის უფლებათა ცენტრი ... ...
  • მოსაცდელი სოფელში, სადაც ტრანსპორტი არ დადის _ „ძროხა მაინც გადეიყუდრებს“„ჩემს სოფელში ყველაზე დიდი სისულელის გაკეთებას აპირებენ. თან მაგრად მეცინება. სოფელში აკეთებენ "მოსაცდელს" (სამგზავრო ტრანსპორტს რომ ელოდები) და შეგახსენებთ რომ ლანჩხუთის ცენტრიდან ჩემი სოფელი არის ერთი კილომეტრის მანძილზე და სოფელში  სამგზავრო ტრანსპორტი არ დადის. ყველა ტაქსით ვსარგებლობთ, რადგან არ ღირს ძვირი და სახლში გაკითხავს. პ.ს უწყლო აუზში ცურვის არ იყოს“, _ წერს სოციალურ ქსელში ლანჩხუთელი ნინა ბარამიძე. როგორც ირკვევა, საუბარია გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ჯუნეწერზე, სადაც, ნინა ბარამიძის ინფორმაციით,  სოფლის პროგრამის ფარგლებში, გადაწყდა მგზავრთა მოსაცდელის გაკეთება.  როგორც ბარამიძე განმარტავს,  იმ თანხით, რომელიც აღნიშნული პროგრამიდან მოსაცდელის გაკეთებას უნდა მოხმარდეს, სოფლისთვის უფრო მნიშვნელოვანი რამის გაკეთებაა შესაძლებელი და ადგილობრივ ხელმძღვანელობას  პროექტში ცვლილების შეტანას სთხოვს. „მხოლოდ სკოლის ავტობუსი დადის, რომელიც სახლში აკითხავს ბავშვებს და ამ შემთხვევაშიც არაა საჭირო მოსაცდელი. თან მოსაცდელი კეთდება ერთი და წარმოიდგინეთ, რომ ააშენონ სოფლის შუაში, იქ როგორ მივიდეს სოფლის თავში ან ბოლოში მცხოვრები ბავშვი. წვიმისას ხომ გაილუმპება. მაგ თანხიდან სოფლისთვის უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეების გაკეთებაც შეიძლებოდა“, _ განმარტავს ბარამიძე.  მისივე ინფორმაციით, კრებას, რომელზეც მოსაცდელის გაკეთება გადაწყდა, დაახლოებით, 20-30 ადამიანი ესწრებოდა და დიდი ალბათობით, სწორედ მათ გამოთქვეს თანხმობა მოსაცდელის გაკეთებაზე. „სოფლის შეკრება მოეწყო, რომელსაც, დაახლოებით, 20-დან 30 კაცამდე ესწრებოდა, იქ თანახმა იყო მგონი ყველა (კიდევ არ მინდა დავკონკრეტდე) და მე რომ შევკრიბე ჭკუა საკითხავი ხალხი, იქედან ყველა წინააღმდეგი იყო. წყალი და გზა არ გვაქვს და სულ არ არის საჭირო ამ ეტაპზე. როცა ყველა სხვა პრობლემა მოგვარდება და არ გვეცოდინება ფული სად წევიღოთ, კი, ბატონო!“ _ ამბობს ბარამიძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მიმართავს, რომ თუკი შესაძლებლობა იქნება, მოსაცდელის ნაცვლად სხვა რამ გაკეთდეს: „მოსაცდელი სხვა რაღაცით ჩავანაცვლოთ, თუნდაც სანიაღვრე არხით“, _ წერს ის.  ჯერჯერობით, უცნობია, რა ბედი ეწევა ჯუნეწერში მოსაცდელის გაკეთების იდეას, თუმცა, ფაქტია, რომ სოციალურ ქსელში გაჟღერებულმა ამ ამბავს არაერთი კომენტარი მოჰყვა: „მაგაზე უარესს რომ არ აკეთებენ, არ გიკვირთ?! თვარა ამას ეიტანს კაცი. ავტობუსი თუ არ იქნება, ვინცხა წვიმაში მაინც გადეიყუდრებს. რო გაწვიმდეს ჯუნეწრელები ჯოკერს გარეთ ხო არ ითამაშებენ.  პაწე პრაქტიკულად მიუდექით მაგ ამბავს და ფუნქცია შეუცვალეთ მოსაცდელს. მშვენიერი საბირჟაო იქნება, შუქსაც თუ შეიყვანენ მთლად უნიკალური. ერთი გადახურული ყველა სოფელს უნდა ქონდეს. წვიმაში ძროხები და ღორები მაინც შეაფარებენ თავს“, _ წერენ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...