დაუბრუნებს თუ არა ვანო მერაბიშვილი ნუგზარ შევარდნაძეს ორ ჰექტარ მიწის ნაკვეთს

მთავარი თემა

დაუბრუნებს თუ არა ვანო მერაბიშვილი ნუგზარ შევარდნაძეს ორ ჰექტარ მიწის ნაკვეთს

2013 მარ 21 00:43:36
თუმცა, ამჟამად ვლინდება ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც აქამდე საიდუმლოდ ინახებოდა.

ეს საქმე ეხება ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ "გურიას" ქონებას, კონკრეტულად კი გრიგოლეთში, შავი ზღვისა და მდინარე სუფსის შესართავთან მდებარე, მწვანეში ჩაფლულ კომპლექსს, რომლის განადგურება და ხელში ჩაგდების სურვილი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ჰქონდათ. მოგვიანებით კი, ანალოგიური სურვილი "ნაცხელისუფლებამაც" გამოავლინა.

სწორედ ამიტომაც ვერ მოხერხდა დღემდე ქართულ ფეხბურთში ბრენდად ქცეული "გურიასთვის" სპონსორის პოვნა _ ზღვისპირა წალკოტზე მუდამ ჩინოვნიკებს ჰქონდათ თათი დადებული, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ დღემდე ძირითად ნაწილს ვერავინ შეეხო.

ჯერ კიდევ 1986 წელს, როცა "გურიამ" სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა, საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭომ კლუბს გრიგოლეთში 6,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გამოუყო. აქედან 5,8 ჰექტარი ძირითადი ფართი და 0,7 ჰექტარი პლაჟის მიმდებარე ტერიტორია. პირველად ეს ქონება შევარდნაძის მაღალჩინოსან პროკურორებს მოუნდათ, 150 ლარ ხელფასზე მყოფი პროკურორი 150 ათასს იხდიდა მილიონებად შეფასებულ ნაკვეთში. მანამდე კი ბაზა აუქციონზე გასატანად "მოამზადეს", კლუბისათვის აკიდებული ვალების მიზეზით. მაშინდელი აქუციონი ჩაიშალა, რადგან ფეხბურთის გულშემატკივრებმა სააღსრულებლო ბიუროს პიკეტირება მოახდინეს. საკითხით პრეზიდენტი შევარდნაძე დაინტერესდა. ამბობენ, რომ იგი საქმის კურსში რკინიგზის მაშინდელმა შეფმა, აკაკი ჩხაიძემ ჩააყენა. შევარდნაძე ჩაერია და ჩხაიძეს საქმის და "გურიას" მიხედვა თხოვა. ამის გამო რკინიგზის მაშინდელი შეფი ძალიან კმაყოფილი დარჩენილა, პრეზიდენტმა დავალება პირადად მომცაო.

მაშინ ჩხაიძემ ერთგვარი ხრიკიც იხმარა _ ბაზის დროებით პარტნიორად რკინიგზის დეპარტამენტი შემოიყვანა. ამით მან შევარდნაძის მმართველობაში კლუბს ბაზა შეუნარჩუნა.

მოგვიანებით, ქონებით დაინტერესებას უკვე სააკაშვილის მაღალჩინოსნები იჩენდნენ. ამ მიზნით, ბაზა ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა, ოღონდ ცალკე სუბიექტად. ეკონომიკის უწყებასვე ეკუთვნოდა თავად კლუბიც, მაგრამ "ვარდების ხელისუფლებამ" წამგებიან-ვალებიან "გურიას" ღირებულ-თვალდადგმული ბაზა საბოლოოდ ჩამოაშორა.

მაშინ ერთდროულად გაჟღერდა ორი გავლენიანი სუბიექტის ინტერესები _ საუბარია "ვარდოსანი საქართველოს" ეკონომიკის მამად წოდებულ კახა ბენდუქიძესა და სოფლის მეურნეობის მინისტრობიდან გურიაში გუბერნატორად ჩამოლაბორანტებულ მიხო სვიმონიშვილზე. დადასტურებული ინფორმაციით, ამ უკანასკნელს გრიგოლეთში სულაც საცხენოსნო სპორტის განვითარება სურდა. ცნობილი ფაქტია, რომ "ნაბეღლავისა" და მარნეულის საკონსერვო ქარხნის მფლობელი სვიმონიშვილი, სიმღერის გარდა, ცხენების მოყვარულია და უნდა ითქვას, სიმღერაც და ჯირითობაც კარგად გამოსდის. თუმცა, ფაქტია, მან ვერ გაბედა მართალია ბალანსზე არა, მაგრამ მაინც "გურიას" საწვრთნელი კომპლექსის შეძენა.

როგორც ადრე იყო ცნობილი და ამის შესახებ ჩვენც ვწერდით, ბაზის სიახლოვეს ჯერ კიდევ მოსკოვში მყოფმა კახა ბენდუქიძემ 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ოჯახის წევრის სახელზე კანონის სრული დაცვით, დაახლოებით 1 მილიონ ლარად შეიძინა. კანონის დაცვით იმიტომ, რომ შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა მიწის ნაკვეთები გრიგოლეთის ზონაში ჰექტარი 912 ლარად "დაითრიეს" ანუ 1 კვმ 9 თეთრად!!! ჩვეულებრივ მოკვდავებზე კი, რომელთაც "პატრონიც" უნდა ჰყოლოდათ, 300 კვმ ფართები 17-ჯერ ძვირად, მაგრამ მაინც "ჩალის ფასად" _ 450 ლარად, ანუ 1 კვმ 1,5 ლარად გაიცა. ბენდუქიძეს კი, იმ დროისთვის საბაზრო ფასი 20 ლარი გადაახდევინეს 1 კვმ-ში. გაგახსენებთ, რომ ეს ის პერიოდია, როცა გურული ჩინოსნები დაბადების დღეებზე საჩუქრად არაგურულ ჩინოსნებს გურიის ზღვისპირეთში 1000-2000 კვმ ნაკვეთებს ისე ჩუქნიდნენ, თითქოს ეს ქონება მათი წინაპრების მემკვიდრეობიდან ჰქონდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ნაკვეთი პატიოსნად იყიდა, მისი კანონიერება მაინც კითხვითი ნიშნის ქვეშაა. როგორც გვითხრეს, შევარდნაძის დროინდელ ხელისუფლებს არ ყოფნიდათ ბენდუქიძეზე მისაყიდი ფართი და 1,1 ჰექტარი "გურიას" ბაზიდან მიამატეს. მაშინ ელექტრონული რეგისტრაცია არ არსებობდა, ამიტომაც ამის გაკეთება იოლიც გამოდგა. მეტიც, ფართები 2-3 ჯერ გაიყიდა და სადავო საკითხები დღემდე არსებობს.

ისევ ბენდუქიძის მიწას დავუბრუნდეთ. სადავო 1,1 ჰექტარი მოკლებულია "გურიის" ბაზას და ამჟამად ბაზა არის 5,4 ჰექტარი. თუმცა არსებობს მინისტრთა საბჭოს დადგენილება და დღევანდელი რეალობა _ ანუ პროკურატურას გარკვევა არ უნდა გაუჭირდეს.

როგორც დასაწყისში ვთქვით, წლების მანძილზე არაერთ მოქალაქეს ჩამოართვეს მიწები და მათ შორის იყვნენ ცნობილი სახეები. ერთ-ერთი მათგანი შევარდნაძის ძმისშვილი, ნუგზარ შევარდნაძე იყო. მან "ვარდების რევოლუციისთანავე" გამოიჩინა "კეთილი ნება" და მთავრობას "აჩუქა" ზღვისპირეთში 5 ჰა მიწის ნაკვეთი. მოგვიანებით კი, სუფსის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ჯუმბერ ბლაგიძემ ხმაური ატეხა _ სახელმწიფოსთვის "ნაჩუქარი" 5 ჰექტრიდან 2,1 ჰა გაასხვისეს, თანაც მთლიანად სიგრძითი პლაჟის მხარეს. ანუ დანარჩენ 2,9 ჰექტარს ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი არ დარჩა და 300-400 მეტრის მინიმუმ შემოვლა სჭირდება ზღვაზე გასასვლელად. მაშინ ბლაგიძე იმ ინფორმაციასაც აჟღერებდა, რომელიც მას ჰქონდა _ სუფსის საკრებულომ ხმა იმიტომ ვერ ამოიღო, რომ მყიდველის უკან შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, კონკრეტულად კი მისი სიძე დგასო. მაშინ ისიც ითქვა, რომ ნაკვეთში ფული გადაიხადეს, თუმცა, ბლაგიძე ხმაურს იმიტომ ტეხდა, რომ სოფლისთვის ზღვაზე ადგილი დარჩენილიყო და პლუს, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ მოკვდავს საკრებულო ნაკვეთის ასე ნარჩევ ნაწილს არ მიჰყიდდა. ფული რომ გადახდილია, იქიდანაც მტკიცდება, რომ მთლიანად 5 ჰექტარი არ წაიღეს. ახლა საინტერესოა, რას იზამს პროკურატურა, რომელსაც, ჩვენი ინფორმაციით, ეს საქმე "მხედველობაში" უკვე აქვს _ მიწას მერაბიშვილს ჩამოართმევს და ნუგზარ შევარდნაძეს დაუბრუნებს, თუ შევარდნაძის ძმისშვილი და უცხოურ პრესაში პირველი მლანძღველი "კოჰაბიტაციას" მოახერხებენ.

ასევე საინტერესოა, რა ბედი ელის გრიგოლეთში ერთ დროს ასევე დიდი ფართის მფლობელ და "ნაციონალებისაგან" "გაკულაკებულ" კორნელი კუკულაძეს, რომელმაც სამართალს "ვარდების ხელისუფლების" ეპოქაში ვერა და ვერ მიაღწია და ახლა არჩილ კბილაშვილის უწყებისთვის ეს საქმე ერთ-ერთი პრიორიტეტული უნდა იქნას ზემოთ ხსენებული 9560 საქმიდან.

მას გრიგოლეთში, კონკრეტულად კი ყვავილნარში, საუკეთესო ადგილზე, 60-მდე კოტეჯი ჰქონდა და დამსვენებლებიც ჰყავდა. "ვარდების რევოლუციიდან" მალე, იქ ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი _ "წითელი ბურთები", რომელსაც მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ირაკლი ოქრუაშვილი, გოკა გაბაშვილი, ლევან ვარშალომიძე და გიგი უგულავაც დაესწრნენ. მაშინ ტერიტორია პრეზიდენტმა თავდაცვის მაშინდელ მინისტრთან ერთად დატოვა _ საჭესთან სწორედ ჯერ კიდევ "ოქრო"-ჩინოსანი იჯდა. მაშინვე გადაწყვეტილა, რომ ეს ადგილი კარგი იქნებოდა "პატრიოტთა ბანაკისთვის".

"მოწმე ვიყავი, მეგონა და ისეთი სიტუაცია წავიდა, უკვე ვატყობ, რომ უნდა დამიჭირონ. ბატონობით მელაპარაკებიან, მაგრამ იგრძნობა ყველაფერი. მითხრეს, რომ თითქოს მე მიწა არ მქონდა გამოყოფილი, ნახაზები არ მქონდა და ასე, თითქოს ერთ ღამეს რომ დაღამდა, ღამით ავაშენე ეს 50 კოტეჯი, თავისი სასადილოთი, მეორე პატარა ბარით და შემოვსულვარ პარტიზანულად. ეს მედებოდა ბრალად," _ ასე იხსენებს დაპატიმრებას კორნელი კუკულაძე.

მას პროკურატურა ბრალად უყენებდა 19 წლის წინ, 1987 წელს განვითარებულ მოვლენებს. კერძოდ: "კორნელი კუკულაძემ უკანონო მოქმედებით მოახერხა ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში, შავი ზღვის სანაპიროზე, ფიჭვნარში, 49 ერთეული კოტეჯის, საპირფარეშოს, სასადილოს შენობის, საწყობისა და საყარაულო ჯიხურის აგება დასასვენებელი კომპლექსისთვის საჭირო მიწის ნაკვეთის თაღლითური გზით დასაუფლებლად." არადა, კუკულაძეები დღემდე ინახავენ ყველა იმ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ 1987 წლიდან ქონებას კანონიერად ფლობდნენ, რომელიც 2001 წელს, მიწის რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფოსგან გამოისყიდეს და საჯარო რეესტრში დაირეგისტრირეს, თუმცა, საოლქო პროკურატურამ ეს არ გაითვალისწინა და კუკულაძისგან კერძო საკუთრების _ ზღვის სანაპიროზე განთავსებული მიწისა და მასზე განთავსებული კოტეჯების სახელმწიფოსთვის ჩუქებას მოითხოვდა. ეს სწორედ ის კოტეჯები იყო, რომელშიც ზაფხულში პატრიოტები ისვენებდნენ.

"მოგახსენებთ, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში საკუთრებაში მქონდა უკანონოდ მისაკუთრებული 6,8 ჰა მიწის ნაკვეთი, რომლიდანაც, ვინაიდან გავაცნობიერე ჩემს მიერ ჩადენილი დანაშაული, 6 ჰა მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 25 კოტეჯით, დავუბრუნე და ვაჩუქე უსასყიდლოდ, როგორც უკანონოდ მისაკუთრებული, სახელმწიფოს, რაზედაც განცხადებით მივმართე ლანჩხუთის პრივატიზების სამმართველოს," _ ეს განცხადება კორნელი კუკულაძემ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის, მიხეილ ჩოგოვაძის სახელზე, დაპატიმრებიდან მესამე დღეს "დაწერა". ქონების ჩუქებისთანავე კუკულაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

ამის შემდეგ, მან დატოვებული მცირე ფართი უკრაინელებს მიჰყიდა, რადგან მიხვდა, რომ "ნაციონალური გაკულაკება" ისევ გაგრძელდებოდა. ქონების გაყიდვის შემდეგ, კუკულაძემ გურიის საგადასახადო სამსახურს მიაკითხა იმის გასარკვევად, ეკუთვნოდა თუ არა რაიმე გადასახადი. უთხრეს, თუ შენ ეს ტერიტორია 2 წელია გაქვს, არაფრის გადახდა არ გეკუთვნისო.

2005 წელს, როცა მოხდა მიწის საბოლოო რეგისტრაცია, ის იყო ფიზიკური პირი. წლების განმავლობაში ეს ობიექტი არ ფუნქციონირებდა. არ უმუშავია კორნელი კუკულაძეს, როგორც ინდმეწარმეს. ამ ტერიტორიაზე იდგა ბუნგალოები. ინდმეწარმის საბუთით ხდებოდა ურთიერთობა საგადასახადოსთან და იყო ნაყინის, ლუდის, გამაგრილებელი სასმელის და ყავის ბიზნესი. შემოვიდა 4 500 ლარი, რომელიც ნაჩვენებია დეკლარაციაში. საგადასახადო სამსახურში მისი ინდმეწარმის დეკლარაციაში იმ მიწის ნაკვეთის გაყიდვაც მოხვდა, რომელიც, როგორც ფიზიკურმა პირმა, ისე გაყიდა. დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, საგადასახადო სამსახურში ინდმეწარმე კუკულაძის შემოწმების ბრძანება გამოიცა. სამ დღეში შემოწმება დასრულდა. საბოლოოდ, კორნელი კუკულაძეს 574 213 ლარის გადახდა დაეკისრა. აქედან 177 425 ლარი საშემოსავლო გადასახადი იყო, ხოლო 264 878 ლარი დამატებითი ღირებულების გადასახადი. ჯარიმამ 133 069 ლარი შეადგინა. არადა, იმ პერიოდში მიწა საქონელი არ იყო და ვერანაირად ვერ დაიბეგრებოდადამატებული ღირებულების გადასახადით. ბიზნესმენი ამბობს, რომ ვერ წარმოიდგენდა, თუ ვერ შეძლებდა იმის დამტკიცებას, რომ უგზოდ დარჩენილ კოტეჯებში დამსვენებელს ვერ მიიღებდა და კომერციულ საქმიანობას ვერ წარმართავდა.

ამის შემდეგ, საგადასახადო უწყების ხელმძღვანელმა ჯარიმის შემცირების მიზნით, ქონების შესყიდვა ურჩია. კუკულაძემ საკუთარ სახელზე გადაიფორმა თბილისში 15 წლის წინ შვილისთვის შეძენილი ბინა, შეიძინა მიწა შეკვეთილში და ფართი ფოთში. მეორე დღესვე საგადასახადომ ყველა ქონება დაუყადაღა. სახელმწიფომ ბოლომდე გაწირა ბიზნესმენი, რომლის ზღვისპირა მიწა არ იმყოფინა "საჩუქებლად" და მამაპაპისეული ქონებაც წაართვა.




 ახალი ამბები
  • გვაქვს ფული და "რუსთავი 2"-ზე უკეთესი შენობა, აწი ხვეწნას არ ვაპირებ - ნიკა გვარამიარუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის გუნდს მიმართავს. მისი თქმით, მას ჰყავს ინვესტორები და აქვს ფული, ასევე, რუსთავი 2-ზე უკეთესი შენობა. "მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტვს, ინვესტორები - არის, ანუ ფული გვაქვს, შენობა - რ2ზე უკეთესი, ტექნიკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. კრიტიკული და საუკეთესო არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც რ2ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ. აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი - ივანიშვილის ტვა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ. მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთჩვენთან ერთადთავისუფლება ps ბოლო ოთხი სიტყვა მთავარი არხის სლოგანია pps ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა პატასალია - რჩება, ვისაც თავისუფლება - მოდის. as simple as that", _ წერს ... ...
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 14:20 საათზე დაფიქსირდა. პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან იყო. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა ... ...
  • ჟურნალისტების პროტესტი - კურიერი ეთერში არ გადის“რუსთავი 2-ის” ეთერში საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” დღეს ეთერში არ გასულა. ეთერში მხატვრული ფილმები გადის. გავრცელებული ინფორმაციით, 3 საათზე რ2 ის გენერალურ დირექტორს, მაყურებლისთვის უნდა მიემართა, თუმცა, ბოლო მომენტში, პაატა სალიამ გადაწყვეტილება შეცვალა. ახალი ამბები არცვებ გვერდზე ქვეყნდება. ამ ფორმით ჟურნალისტები პაატა სალიას საკადრო წმენდას აპროტესტებენ. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილმა თანამშრომლებმა უარი თქვეს გასულიყვნენ გადაღებაზე. ისინი ასევე აპროტესტებენ საინფორმაციოს ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას და ნინო შუბლაძესთან შეხვედრას არ აპირებენ. "რუსთავის 2"- ს ჟურნალისტები ტოვებენ, გუშინ, 20 აგვისტოს, წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, ტელეკოპანია დატოვეს პატა იაკობაშვილმა, გიგლა თუმანიშვილმა, ეკა გაგუამ და მაია ლომიძემ. ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ  გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე "ინტერესთა კონფლიქტის" მოტივით ... ...
  • 23 და 25 აგვისტოს „Black Sea Arena“ -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება (R) 23  და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა  „აიდა“ და „გალა“-ზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და  „Black Sea Arena“ -ს  ბაქანზე   გაჩერდება.     მატარებელი   შემდეგი განრიგით იმოძრავებს: 23-25/ 08/2019    თბილისი-Black Sea Arena- ბათუმი- Black Sea Arena-  თბილისი   #884/883 გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი გამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი 12:40 17:25 18:23 23:50 0:38 5:15  ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 23 და 25 აგვისტოს მატ№802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 24 და 26 აგვისტოს მატ№811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები   „Black Sea Arena“-ს  ბაქანზეც  ექნებათ.  ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.  “საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ! (R)   ... ...
  • სუფთა ჰაერი, ნისლი, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა _Sunset Fest Bakhmaro დასრულდა სუფთა ჰაერი, ნისლი, წიწვოვანი ტყე, კოცონები, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა _ აი, ასე დახვდა Sunset Fest Bakhmaro 2019 სტუმრებს. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე თანამედროვე მუსიკის შემსრულებლები 10 საათზე მეტ ხანს უკრავდნენ და მრეროდნენ. Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua, Kraumur _ ამ შემსრულებლების მოსასმენად ბახმაროში 5000-ზე მეტმა ახალგაზრდამ მოიყარა თავი. ფესტივალი, რომელიც მეორე წელია რაც ტარდება და უკვე მოიპოვა პოპულარობა,  „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში გაიმართა და მისი თანადამფინანსებელი საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო იყო. უკვე მეორე წელია, ფესტივალის გენერალური სპონსორი „წყალი მარგებელია“. სპონსორები და მხარდამჭერები იყვნენ: „ზედაზენი“; “New Road”; „ორბი ჯგუფი“; „ვასაძის პური“; „სანდომი“; „თქვენი მარკეტი“ ასკანგელი“, ‘გზამშენი 18“, „ლიდერფუდი“, „ბითი ჩერითი ჯგუფი“, „ბახმარო ჰოტელი“; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია; „ენერგო პრო ჯორჯია“; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ფესტივალის მედია პარტნიორი და საინფორმაციო მხარდამჭერი გახლდათ „კლიპარტი“. თუმცა, ეს ყველა არ არის _ ამ ფესტივალის წარმატებით ჩატარებაში ბევრმა ადამიანმა პერსონალური წვლილი შეიტანა. განსაკუთრებული დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის „გურია ნიუსი“ მადლობა უხდის პარლამეტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, პარლამენტარ ნინო წილოსანს; პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსს გიორგი ჭოლაძეს; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სრულ შემადგენლობას, საკრებულოს თავმჯდომარეს ზაალ მამალაძეს, საკრებულოს წევრებს: დავით გუდავაძეს, ბექა გამდლიშვილს, აკაკი ყაჭეიშვილს, კლოდი მდინარაძეს, ზვიად მამალაძეს, საკრებულოს აპარატის უფროსს მერაბ ხუნდაძეს; ჩოხატაურის მერს ირაკლი კუჭავას, მერის მოადგილეს თამაზ ჯინჭარაძეს, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელს იამზე ვაჩეიშვილს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს თამარ კეკელიძეს; „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელს მერაბ ჭანუყვაძეს, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას, მის მოადგილეს გიორგი ღურჯუმელიძეს, ა(ა)იპ კურორტ „ბახმაროს“ ხელმძღვანელს დავით საჯაიას, მის მოადგილეს სულხან მინდაძეს; „ენერგო პრო ჯორჯიას“ ჩოხატაურის სერვისცენტრის უფროსს თემურ ჩხიკვაძეს, გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს კახა მურადაშვილს, ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს უფროსს ზურაბ მუჯირიშვილს, მის თანამშრომლებს _ გიორგი ჩხაიძეს და ლევან ვაშალომიძეს, ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს აჩიკო ახალკაცს, პოლიციელებს პოლიციის თითოეულ თანამშრომელს _ ადამიანებს, რომლებიც ფესტივალის დაწყებიდან დასრულებამდე იცავდნენ უსაფრთხოებას და ზრუნავდნენ მოქალაქეებზე; აგრეთვე, მამუკა, ჯინჭარაძეს, ირაკლი სიხარულიძეს, ბესო გიორგაძეს. და რა თქმა უნდა, ჩვენს მოხალისეებს _ ახალგაზრდებს, რომლებიც სამი დღის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ ბახმაროში ამოსულ სტუმრებს მაქსიმალური სიამოვნება მიეღოთ და რომელთა აქ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ნიკა მინდაძეს, ლევან ჯიქიას, ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს: ნიკა კილაძეს და ზაზა სურგულაძეს. გმადლობთ გულშემატკივრობისთვის, დახმარებისთვის, ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...