შინაგან საქმეთა მინისტრს: "ბატონო ირაკლი, ვითარება საგანგაშოა!"

მთავარი თემა

შინაგან საქმეთა მინისტრს: "ბატონო ირაკლი, ვითარება საგანგაშოა!"

2013 მარ 21 00:21:14

ის ჩვენთან ჰყვება იმ ამბებს, რაც არჩევნების შემდგომ, სამართლის ძიებაში გადახდა და "გურია ნიუსს" კიდევ ერთხელ მიმართავს დახმარებისთვის. როგორც თავად აცხადებს, ამ წერილით სურს, ხმა მიაწვდინოს შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. მისი თქმით, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს და ახლა პოლიციაში აღდგენას ითხოვს, თუმცა, თვლის, რომ მისი პერსონა "დაბლოკილია".

თარგამაძე ჯერ კიდევ არჩევნებამდე აცხადებდა, რომ პოლიციის სისტემის რეფორმირება, რომლითაც ასე ამაყობდა პრეზიდენტი სააკაშვილი, მხოლოდ მინის ფასადიანი შენობის აგებით შემოიფარგლა; სინამდვილეში, ამ სისტემაში არანაირი რეფორმა არ მომხდარა _ კვლავაც ძველ მეთოდებს იყენებენ, ოღონდ უფრო სასტიკი ფორმებით, და სამწუხაროდ, ეს პროცესი კვლავ გრძელდება, არჩევნების შემდეგაც:

_ ჰკითხონ გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს, გოჩა ფერსაშვილს, რატომ არ ნიშნავს თენგიზ თარგამაძეს მის ყოფილ თანამდებობაზე. როცა მინისტრის ბრძანებაა, რომ დანიშვნისას არ სჭირდებათ კურსების გავლა, რატომ არ წერს ბრძანებას?" გოჩა ფერსაშვილს ჩემთან საუბარში არ დაუმალავს და მითხრა, დაბლოკილი ხარო. ამოიღონ ეს სატელეფონო საუბრები, თუ ისე არ დაიჯერებენ... ზემოთ გაარკვიეო, _ მითხრა. ვისთან გავარკვიო-მეთქი, სამინისტრო დიდია, მინისტრთან მივიდე,-მეთქი? ადრე მეუბნებოდით, რომ კურსები გაქვთ გასავლელი, ახლა რა მიზეზი გაქვთ, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაა, რომ ძველი კადრები კურსების გარეშე უნდა დაბრუნდნენ და თქვენ ამ ბრძანებას არ ასრულებთ -მეთქი. მე რა ვქნა, წადი და "ზევით" გაარკვიეო. კითხვას ვსვამ: ფერსაშვილი, რამდენად კანონიერად მექცევა, რატომ არ ასრულებს, პირველ რიგში, მინისტრის ბრძანებას, რატომ ეწევა საბოტაჟს? ამისთვის ის უნდა დაისაჯოს. ასევე, მინდა, პასუხი მოთხოვონ კადრების სამსახურის უფროსს, ნათია ქუტიძეს, რომელმაც განმიცხადა, რომ რასაც მიბრძანებს გოჩა ფერსაშვილი, იმას გავაკეთებო.

_ თქვენი აზრით, რა ხდება, რატომ არ გაბრუნებენ პოლიციაში, მითუმეტეს, არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე თქვენი პოზიცია მკაფიოდ გქონდათ დაფიქსირებული?

_ ეს არის საბოტაჟი, ამათ არ "აწყობთ" ჩემნაირი კადრის მუშაობა პოლიციაში. გურიის რეგიონში, თავიდან ბოლომდე, ნაციონალების ბანდაა თავმოყრილი. თუ ტყუილს ვამბობ, გადახედეთ კადრებს. ჯერ სადაური მისი ძმაკაცი ვიყავი ან ნათესავი, რომ ტელეფონში ამას მეუბნება: ისე მოდი და სადაც გინდა, იქ ვილაპარაკოთო. დაბეჯითებით გეტყვით, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის საწინააღმდეგოდ მოქმედებს ფერსაშვილი. გამამწარეს რა, თავიდან ბოლომდე და რისთვის?! 10 თვეა, კანონი და სამართალი ვერ ვიპოვე. ბოლო საფეხურამდე მივედი წვალებით და ტანჯვით, მეტი გამოსავალი არ აქვს ფერსაშვილს და მეუბნება, "დაბლოკილი" ხარო. ახსნას ფერსაშვილმა ეს რას ნიშნავს და პასუხი აგოს თავის სიტყვებზე. დარწმუნებული ვარ, თითონ და ის კონტიგენტი მბლოკავს, რომელიც არჩევნების შემდეგ შეცდომითაა დანიშნული პოლიციაში. ქვეყანაა თვითონ არეული და მესმის, ბატონი ირაკლი დღესდღეობით ყველაფერს ვერ წვდება. მინდა, ამ წერილის შინაარსი მივიდეს მინისტრის ყურამდე და თავად გადაწყვიტოს. ვხედავ, რომ ვითარება საგანგაშოა - ესენი დათმობას არ აპირებენ, ემზადებიან რაღაცისთვის. ახალმა ხელისუფლებამაც თუ ასე გააგრძელა, ასეთი საკადრო პოლიტიკით შორს ვერ წავლენ.

არჩევნების შემდეგ, ორ თვენახევრის განმავლობაში ვიყავი თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაწყებული, გენინსპექციით დამთავრებული, თუმცა, ამას შედეგი არ მოჰყოლია. ერთადერთი, როგორც კი ჩემი განცხადება მივიდა გენინსპექციამდე, მომისმინა ხელმძღვანელმა და გადაწყვეტილებაც ორ დღეში მიიღო. შესაბამისად, გურიის სამხარეო პოლიციაში გამოაგზავნა ჩემზე დადებითი პასუხი, რომ განეხილათ ჩემი საქმე.

_ რას ითხოვდით გენერალურ ინსპექციაში?

_ სამსახურში აღდგენას. უკანონოდ ვარ გათავისუფლებული იმის გამო, რომ ჩემმა შვილმა, იმ პერიოდში, "მაესტროში" დაიწყო მუშაობა და გაწევრიანდა "ქართულ ოცნებაში". მოვუყევი ჩემი ისტორია, თავიდან ბოლომდე, რაც გადამხდა. ის, რომ წინასაარჩევნოდ დაჭერითაც მემუქრებოდნენ, მოკვლითაც, ოჯახის წევრების დაშინებითაც. რომ წამოვედი იქედან, ორ დღეში გურიის სამხარეო პოლიციაში ჩემზე დადებითი პასუხი მოვიდა, რომ მე დამეწყო მუშაობა. ეს იყო დეკემბრის ბოლო რიცხვები, დამიბარეს სამხარეოში, თბილისში ვიყავი და ჩამომიყვანეს. დაწერე განცხადებაო, მაშინ უფროსი იყო ზაზა პეტრიაშვილი. დამაწერინეს განცხადება აღდგენაზე. ველოდები სამსახურს, უკვე ყველა მილოცავს. მეც გავიფიქრე, რომ აღსრულდა სამართალი -თქო, თან ადამიანურად არ მოვითხოვ არანაირ კომპენსაციას. წესით, აღდგენის დროს მეკუთვნოდა ფულადი კომპენსაცია.

რამდენიმე დღის შემდეგ მაგებინებენ, რომ უარყოფითი პასუხი მოვიდა ისევო. ამას მეუბნებიან ღამის საათებში. ამ დროს კი უკვე ვიცოდი, რომ დადებითი პასუხი იყო მოსული, კიდეც დამიბარეს განცხადების დასაწერად და უცებ შეცვალეს ყველაფერი. დავრეკე გენინსპექციაში და გადაირივნენ _ დადებითი პასუხია გამოგზავნილიო. აქაც გავიგე ჩემი წყაროს მეშვეობით, რომ დადებითი პასუხი იყო მოსული, მაგრამ მატყუებდნენ. დავურეკე კადრების უფროსს და მეუბნება, დადებითი პასუხია მოსული, მაგრამ ბრძანებას ხელს არ აწერს არავინო. ასეთი არაფერი გამიგია _ ბრძანება მოვიდეს გენინსპექციიდან და ხელი არ ჰქონდეს ვინმეს მოწერილი!

მინისტრის სახელზე განცხადება შევიტანე, მაგრამ რეაგირება არაა. პირადად მინდოდა ნახვა, ვერ მოვახერხე... ჯერ კიდევ მჯერა, ეს რომ ირაკლი ღარიბაშვილმა იცოდეს, დარწმუნებული ვარ, რეაგირება ნამდვილად ექნება! გვიან გავიგე, რომ ფოთში იყო ჩასული პოლიციის შენობის გახსნაზე, თორემ იქნებ, მაშინ მენახა. მინდა, აუცილებლად გაიგოს ირაკლი ღარიბაშვილმა, რა ხდება გურიის რეგიონში პოლიციაში.

არ მჯერა გოჩა ფერსაშვილის," ნაციონალი" აქტივისტის; საგულისხმოა, ამდენ საკუთარ კადრს თითონ "ნაციონალები" ვერ დანიშნავდნენ, რომ გაემარჯვათ. ჩვენ, ვინც შანტაჟის და მუქარის წნეხის ქვეშ გავატარეთ თითქმის, ერთი წელი, იგნორირებული ვართ საერთოდ.

ვთქვათ, "ნაციონალების" დროს დავაშავე, მაგრამ ახლა რა დავაშავე, არ ვიბრძოლე?! იმ გადაწყვეტილებამდე მივედი, რომ კარავს გავშლი პოლიციის წინ და გამოვაცხადებ შიმშილობას. რა სინდისით მოვიდნენ თანამდებობაზე პოლიციაში, როცა მთელი არჩევნების განმავლობაში ხალხს დასდევდნენ? მაგრამ სინდის-ნამუსი არ გააჩნიათ და მფარველებიც ჰყავთ! _ ამბობს თენგიზ თარგამაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გოჩა ფერსაშვილი "გურია ნიუსთან," ამ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს.

_ ბატონო გოჩა, იცნობთ თუ არა თენგიზ თარგამაძეს?

_ კი.

_ ბატონო გოჩა, ყოფილი პოლიციელი აცხადებს, რომ მის პოლიციაში დაბრუნებას ხელოვნურად უშლით ხელს. მისი თქმით, თქვენ მას განუცხადეთ, რომ მისი პერსონა "დაბლოკილია".

_ სისულელეა... გამორიცხულია. ჯერ ერთი, ეგ ჩემი კომპეტენცია არ არის _ არის სამინისტრო და კადრები, მე რა შუაში ვარ?!

_ ბატონი თენგიზი აცხადებს, რომ გენერალური ინსპექციიდან მოსული დადებითი პასუხი თქვენ დაუმალეთ...

_ გამორიცხულია, გამორიცხულია.

_ ბატონო გოჩა, თქვენ მას არ უთხარით ტელეფონით საუბრისას, რომ "დაბლოკილი" ხარო?

_ გამორიცხულია.

_ ჩვენი რესპონდენტი პირდაპირ გადებთ ხელს, რომ იყავით პოლიტიკურად აქტიური და წინასაარჩევნოდ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერად იბრძოდით.

_ მე ვარ პოლიციელი, ვარ სამხრეების ქვეშ და ვასრულებ ჩემს მოვალეობას. მაქვს ათასი საქმე გასაკეთებელი და ასეთი აბსურდული განცხადებებისთვის ნამდვილად არ მცალია. მე პარტიის საქმიანობაში არ ვერევი და არც არასდროს ვყოფილვარ რომელიმე პარტიის წევრი, _ გვითხრა ფერსაშვილმა.




 ახალი ამბები
  • დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში - ჟურნალისტების ნაწილი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავსაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ. ისინი ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმად მიიჩნევენ და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ. "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლები სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვად მივიჩნევთ. ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმაა. დღეს მრჩეველთა საბჭომ და მაუწყებლის დირექტორმა არხის თანამშრომლების მოთხოვნა, - საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით მისი განხილვა გადადებულიყო, არ გაითვალისწინა. გაუგებარია, რატომ არის პროცესი ფორსირებული, როდესაც დირექტორს ისედაც აქვს გაცხადებული, რომ რეორგანიზაციას გეგმავს. ამასთან, დაწყებულია დისციპლინური დევნა ახალი ამბების სამსახურის უფროსის - შორენა ღლონტის წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო მეტად გვიღრმავებს ეჭვებს, რომ მენეჯმენტისთვის სასურველი ახალი კადრების შემოსაყვანად პოზიციები თავისუფლდება. გვაქვს მოლოდინი, რომ მაია მერკვილაძის შემდეგ, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშორებენ ახალი ამბების ხელმძღვანელს - შორენა ღლონტს. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილი ვითარება საარჩევნო წელს ემსახურება არასასურველი კადრების, განსაკუთრებით კი - კრიტიკული ჟურნალისტების ჩამოშორებას. მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს - ჩაერთონ პროცესში და დაგვეხმარონ მაუწყებლის გადარჩენაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალდებიან არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ დაზიანდება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, რაც კიდევ უფრო დააზარალებს მედიაგარემოს, პლურალიზმსა და დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში. დირექტორის მიერ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები შეეხო სხვა სამსახურებსაც. მაგალითად: საავტორო - შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უფროსის მოადგილეს შემოქმედებითი მიმართულებით - გიორგი მურვანიძეს, ამავე სამსახურის მოადგილეს საორგანიზაციო მიმართულებით - ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. ასევე სხვა მოადგილეების შტატებს, რომლებიც ვაკანტური იყო. მაუწყებელში დღეს განვითარებული მოვლენები ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესებისა, რომელიც დაიწყო 2019 წლის აპრილში ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით, გაგრძელდა მაუწყებლიდან ნათია ზოიძის იძულებით წასვლით და ნათია შავაძესთან შრომითი ხელშეკრულების ამოწურვით."_ ნათქვამია ... ...
  • ჩოხატაურელი ნორჩი მხატვრების წარმატება "ზამთრის ვერნისაჟზე"მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გურიის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების მეცხრე გამოფენა-კონკურსი _ „ზამთრის ვერნისაჟი“ მოეწყო. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ჩოხატაურის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც სხვადასხვა ნომინაციაში, ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს მიერ მიერ დაჯილდოვდნენ სიგელებით, ფულადი ჯილდოთი და ფასიანი საჩუქრებით. ნომინაციაში ,,საუკეთესო ფერწერა'' დაჯილდოვდა პაპუნა ჯინჭარაძე (მე- 5 კლასი), ნომინაციაში ,,საუკეთესო კომპოზიცია'' _ ლუკა ფუტკარაძე (მე-3 კლასი); ნომინაციაში ,,საუკეთესო ნახატი’’ _ ნანა კვინტრაძე (მე-6 კლასი); ნომინაციაში ,,მნახველის სიმპათია’’ _ ანასტასია კობიძე (მე-4 კლასი). ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის ყველა მონაწილე ცენტრის მიერ დაჯილდოვდა სიგელებით გამოფენაზე ... ...
  • ხანძარი ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერშიხანძარი იყო ცოტა ხნის ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსის" ჟურნალისტი იტყობინება, ცეცხლი ეკალ-ბარდებს ეკიდა. ხანძარი ამდროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი სახანძრო მუშაობდა. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი ჰექტარი დაიწვა. ასევე, უცნობია ხანძრის გამომწვევი ... ...
  • „ვითხოვთ სამართალს“ _ აქცია ავტობანის მშენებლობაზე ლანჩხუთში, სუფსის მოსახლეობამ ავტობანთან დაკავშირებით აქცია გამართა. ისინი ამბობენ, რომ თანხა, რომელიც სახელმწიფომ მათ კუთვნილი მიწების დათმობის სანაცვლოდ გადაუხადა მიზერულია და საკითხით დაინტერესებას პრემიერ მინისტრს თხოვენ. სუფსის ადმინისტრაციის მოსახლეობის ნაწილის საპროტესტო მუხტი იმ ფართობების კომპენსირების თანხაზე, სადაც ავტომაგისტრალმა უნდა გაიაროს, არახალია _ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფოს მიერ ერთ კვ/მეტრზე შეთავაზებული ფასი. ისინი ხელისუფლებას მოსახლეობის აბუჩად აგდებაში დებენ ბრალს და გაცილებით მეტი თანხის გადახდას ითხოვენ. საქმე სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იმ ნაკვეთებს ეხება, რომლებიც "ფოთი-გრიგოლეთის" 14-კილომეტრიანი მონაკვეთის საზღვრებში ავტობანის მშენებლობის პროექტში მოხვდა. აქედან, "გრიგოლეთი-ქობულეთის ზოლი 10 კილომეტრია. „ჩვენი კერძო საკუთრება (მიწის ნაკვეთები) მიზერულ ფასებად მუქარითა და იძულებაში ჩაყენებით დაგვათმობინეს. დღემდე ვითხოვთ სამართალს, გენპროკურატურასაც მივმართეთ საქმის ჯეროვანი გამოძიების მოთხოვნით, მაგრამ 11 თვეა იძიებენ და ახლა ირკვევა, რომ საქმე შესასწავლად სუფსის პოლიციისთვის გადმოუგზავნიათ. დიდი ალბათობით თანამდებობის პირებმა მიითვისეს ჩვენი კუთვნილი სოლიდური თანხები და ამიტომაც ეტყობა საქმის ჩაფარცხვის სურვილი აქვთ“-ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ხათუნა გუჯაბიძე. ხათუნა გუჯაბიძის თქმით, ფართობების კომპენსირების თანხის თაობაზე სუფსის მოსახლეობის მხრიდან ინფორმირებულია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. „ჩვენ ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით მივაწოდეთ გია ვოლსკისა და თეა წულუკიანს, დაგვპირდნენ საკითხით დავინტერესდებითო, მაგრამ საქმე ამის იქეთ არ წასულა. წულუკიანი მაშინ  დაგვპირდა, რომ საქმეს გენპროკურატურისგან გამოითხოვდა და პასუხს ადგილობრივი ხელმძღვანელობის მეშვეობით შეგვატყობინებდა, ბევრჯერ მოვიკითხეთ მერიაში მინისტრისგან გამოგზავნილი პასუხი, მაგრამ დღემდე არააფერი ჩანს“-  ამბობს ხათუნა გუჯაბიძე. მიწის იმ მესაკუთრეები,  რომელთა ნაკვეთებიც მოექცა გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის პროექტში, საკუთარ პრეტენზიებს „გურია ნიუსთან“ საუბარში აფიქსირებენ: -"მონაკვეთის საზღვრები იწყება ზღვის სანაპირო ზოლიდან 700 მეტრის დაშორებით. ნაკვეთებს მარჯვენა მხრიდან ესაზღვრება საგზაო-სატრანსპორტო მაგისტრალი, მარცხენა მხრიდან კი _ მდინარე სუფსა. არის ვაკე ადგილი და თავისი მდებარეობის მიხედვით პრესტიჟულია ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობისთვის. მოსახლეობას გვქონდა დიდი მოლოდინი, რომ ამ ნაკვეთებში სახელმწიფო სოლიდურ თანხას გადაგვიხდიდა და ღირსეულად მოგვექცეოდა, მაგრამ მოხდა პირიქით. სუფსის საზღვრებში განლაგებული მიწის ნაკვეთები (ე. წ. "ნაოჩვანი"), რომლებიც წარმოადგენს 32 ოჯახის კერძო საკუთრებას, მდებარეობს პრესტიჟულ ადგილზე, დანიშნულებით _ სასოფლო-სამეურნეო, მოხვდა ავტობანის მშენებლობის პროექტში. ამ შემთხვევაში მიწის მესაკუთრეებთან მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და არც გზის დეპარტამენტის მხრიდან არანაირ შეხვედრას, შემოთავაზებას და კონსულტაციას ადგილი არ ჰქონია. დეპარტამენტის წარმომადგენლები გვაძალებდნენ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას და ჩვენი საკუთრების დათმობას ასეთ მიზერულ ფასად და მოსახლეობაში ავრცელებდნენ ხმებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მესაკუთრეს სახელმწიფო ჩამოართმევდა საკუთრებას _ პროექტის განხორციელების ხელის შეშლასთან დაკავშირებით. ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებამ ისე შეაშინა და პანიკაში ჩააგდო სოფლის მოსახლეობა საკუთრების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, რომ მათმა ერთმა ნაწილმა, რომლებიც ბანკის ვალებში იხრჩობოდნენ, ამ უსამართლო და ძალით თავსმოხვეულ "ხელშეკრულებას" ხელი მოაწერა.  ჩვენ გვქონდა სიტყვიერი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იმ მონაკვეთში, ე.წ. "ლოტში", რომელიც, დაახლოებით, 10-კილომეტრიან ზოლს მოიცავს, ჩვენი ნაკვეთების შემდეგ განლაგებულ ნაკვეთებში (რომელიც შედის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში), მესაკუთრეებს გადაუხადეს გაცილებით სოლიდური თანხები 1კვ. მეტრში. ზოგან 25-60 ლარი ერთ კვ, მეტრში, ზოგან კი 40-დან 120 ლარამდე“, _ ამბობს მიღებული კომპენსაციით უკმაყოფილო მოსახლეობა და ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებას ... ...
  • საზარელი ტრაგედია ვანში - 26 წლის მამაკაცმა სანადირო თოფით თავი მოიკლავანში, სოფელ მუქედეში 26 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა. ავთანდილ გუბერიძის განცხადებით,სუიციდის ფაქტი 16 თებერვალს მოხდა.  ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა. რა გახდა თვითმკვლელობის მიზიზეზი, უცნობია.  შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...