ჯერ კიდევ როდის უნდა დაეშვა პრეზიდენტს დროშები...

მთავარი თემა

ჯერ კიდევ როდის უნდა დაეშვა პრეზიდენტს დროშები...

2013 მარ 24 20:01:10

"მიმაჩნია რომ ყველა უნდა დავუფიქრდეთ და კარგად შევისწავლოთ რა მოხდა. არასოდეს არ ვიყავი კმაყოფილი სოციალურად დაუცველთა პროგრამის მუშაობით, განსაკუთრებით კი აჭარაში, ეს პროგრამა არასრულყოფილი იყო წინა მთავრობის დროსაც და ამ მთავრობის დროსაც იგივე ტენდენცია გაგრძელდა. ვინმეს დადანაშაულება არ იქნება სწორი, ერთადერთი რისკენაც მოვუწოდებ მინისტრებს, ნუ ისხდებით კაბინეტებში, გამოდით, იარეთ ოჯახ-ოჯახ და შეისწავლეთ მათი მდგომარეობა. 21- საუკუნეში არავინ არ უნდა კვდებოდეს შიმშილით საქართველოში, ეს არის დიდი ტრაგედია. გაჭირვება არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მტერი და თუ ერთად დავდგებით ამ მტერს დავამარცხებთ," _ განაცხადა სააკაშვილმა.

"გურია ნიუსში" გამოქვეყნებული წერილების დიდი ნაწილი სწორედ სოციალურად დაუცველების ისტორიებს ეხებოდა. გოგიტა აბაშიძის შემზარავმა ფაქტმა ის უამრავი ისტორია გაგვახსენა, რომლის თვითმხილველებიც თავად ვართ. ეს ადამიანები ბედის ანაბარა იყვნენ მიტოვებულები და მათი პრეზიდენტისადმი მიწერილი წერილებიც უპასუხოდ რჩებოდა...

იმედს ვიტოვებთ, კიდევ ერთხელ მსგავსი ფაქტის მომსწრენი არ გავხდებით და ახალი ხელისუფლება სათანადო რეაგირებას მოახდენს, რათა ამ ადამიანების მდგომარეობა გამოსწორდეს. მანამდე კი თვალი გადავავლოთ ამ ისტორიებს:

ახლა, 73 წლის ალესორიანი ლიანას სახლში ისე წვიმს, როგორც გარეთ. ეს ქალბატონი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბახვში ცხოვრობს და საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წერილით მიმართა, მაგრამ მისგან არც პასუხი მიუღია და არც დახმარება.

წერილი საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონმა ლიანამ 2012 წლის 1 ოქტომბერს მიწერა: „ბოდიში, ჩემო სააკაშვილო, ვცხოვრობ ღია ცის ქვეშ, ჭერი ცელოფანით მაქვს დახურული... ჩემი სახლი, ტელევიზორში მთელმა სამყარომ ნახა, სად არ ვიყავი, მაგრამ უშედეგოდ. მე 73 წლის ვარ და ვზრდი 5 ობოლს, თავად მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ, ასე რომ არავის არ ვჭირდები...

ვისაც ეს წერილი ხელში ჩაუვარდება, შეუძლია გამოაგზავნოს კომისია და დარწმუნდეს, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა".

ალესორიანების ოჯახში, 2012 წელს ტრაგედია დატრიალდა...

სოფელ ბახვში, ყოფილ ჩაის ფაბრიკის ავარიულ ბინებში, სადაც ქალბატონი ლიანა 5 ობოლ შვილიშვილს მარტო ზრდიდა, უბედურ შემთხვევას მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. როგორც ალესორიანის მეზობლები ამბობენ, ბიჭი ბინის მეორე სართულზე ადიოდა და კიბეზე ფეხი დაუცურდა.  ეს იმ დანგრეული სახლის კიბე იყო, რომლის ჭერიც მართლაც ცელოფნის პარკით იყო გადახურული.

გურიიდან პრეზიდენტს ხშირად უგზავნიდნენ და პასუხებსაც დღემდე ელოდებიან.  2012 წელს მიხეილ სააკაშვილის ოზურგეთში სტუმრობის დროს წერილის გადაცემა ვერ მოახერხა დაბა ლაითურში მცხოვრებმა გიორგი კრავეიშვილისა და ფრიალა ხარჩილავას ოჯახმა და თავისი გაჭირვების შესახებ "გურია ნიუსს" განუცხადეს.

ფრიალა ხარჩილავა: _ ჩვენი პრობლემის შესახებ მინდა ვაცნობო მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ვინ მიშვებს? ადგილობრივი პოლიცია არ გვიშვებს, მათ იციან ჩვენი ამბავი – აჩიკომ, პალიკომ... მაგრამ კაციშვილი არ გვაქცევს ყურადღებას. ხუთი წელიწადია განცხადება მაქვს შეტანილი გამგეობაში _ ბინა დანგრეული მაქვს, სახლ-კარი არ მაქვს, დახმარებას არ მაძლევენ. წერილები ჩვენს გამგეობას მივწერე. დახმარება მქონდა, მაგრამ მომიხსნეს. ორი შვილი მყავს, ტრაგედია დატრიალდა და ორივე ძმები ახლა პატიმრები არიან, ძლივს ვირჩენთ თავს, შვილიშვილებს ხომ უნდა პატრონობა? მოვიდნენ და ყველამ ნახოს როგორ ვცხოვრობთ. რა იქნება მოგვაქციონ ყურადღება?

გიორგი კრავეიშვილი: _ 7-8 თვეა ავად ვარ. 100 მეტრი ფეხით გავიარე და ცუდად ვარ. ლაითურში ვცხოვრობთ. ახლა ვეღარ ვმუშაობ. შვილებს ვფიცავ, თუ დასაწოლი იყოს სახლში, ყველგან წვიმს. 1000 ლარი რომ მოეცათ, შიფერით გადავხურავდი სახლს და ფანჯარასაც გავაკეთებდი. სულით და გულით მინდა მუშაობა, მაგრამ სამკურნალო ვარ, 200-300 ლარით მაინც დამეხმარონ. ოჯახში წყალი ვერ შემაქვს. მოვიდეს ტელევიზია და გადაიღონ ჩვენი პრობლემები.

2012 წლის 25 ივნისი, გულნარა სიორიძე

"პრეზიდენტი რომ იყო ჩამოსული და გახსნა იუსტიციის სახლი. არ მიმიშვეს. პრეზიდენტის ნახვა მინდოდა, წერილს გადავცემ, ვეტყვი ჩემს გაჭირვებას, -მეთქი, მაგრამ ჩიტაიშვილმა (საუბარია გურიის გუბერნატორზე. ავტ.) მომატყუა, _ ოღონდ ახლა გაჩერდი და მე დაგეხმარები პირადადო. მერე რომ ვნახე, მითხრა, _ რასაც შენ ითხოვ, იმის საშუალება არ მაქვსო. ასე ამომხდება სადღაც სული ან თავს მოვიკლავ. თუმცა, ერთხელ კი გადამიხადა 2 000 ლარი ჩიტაიშვილმა, ცოდვას ვერ ვიტყვი, ღმერთი არ მაპატიებს", _ ამბობს გულნარა სიორიძე.

2012 წლის 14 ივნისი, გულნაზი სარიშვილი

"შემთხვევით გავიგე დღეს, რომ პრეზიდენტი ურეკში მოდიოდა, ძალიან გამიხარდა. დავწერე უცებ წერილი, გადავცემ, -მეთქი. ამ წერილში ძალიან მცირე ნაწილია ასახული იმ გაჭირვებისა, რაც მე მჭირს, მაგრამ დაცვამ სიახლოვეს არ გამაკარა, _ ვერ მივედი, შვილო, იქამდე, არ შემიშვეს!"

"ბატონო პრეზიდენტო, მოგმართავთ თხოვნით _ ვარ უსახლკარო, ვცხოვრობთ სხვის სახლში, 7 სული, მყავს ინვალიდი შვილიშვილი, ოჯახური მდგომარეობის გამო, იძულებული გავხდი, შვილიშვილი წამეყვანა სენაკის ბავშვთა იზოლატორში, ვარ სოციალურად დაუცველი, არ გაგვაჩნია არანაირი საშუალება. გთხოვთ დაგვეხმაროთ, ვრჩებით ქუჩაში, თვითონ მე ვარ ონკოლოგიურად ავადმყოფი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი გაჭირვება".

2012 წლის 29 ივლისი, ლინა ალეგორიანი

ლინა ალეგორიანი: "ხუთი შვილიშვილი მყავს, ობლები, ჭერი არ მაქვს, რომ ვიცხოვრო. მთავრობამ იცის, ჩვენი სოფლის რწმუნებულმა იცის, რაშია საქმე? სად წავიდე? მე რომ განცხადება დავწერე, 5 წლის წინ, მაშინ ყველა გაჭირვებულზე მოდიოდა დახმარება, სად გააქრეს ჩემი ფული, არავინ იცის. ჩემთვის რომ მოეცათ ის 5 000 ლარი, მაშინ მე დღეს საკუთარი ჭერი მექნებოდა. 9 წელია, ვწერ განცხადებას გამგეობაში და არაფერი არ გამოდის, არავინ ყურადღებას არ მაქცევს, ნერვიულობისგან მაკანკალებს".

"გურია ნიუსის" ვიდეო არქივში ინახება ისეთი მასალებიც, სადაც ასახულია, როგორ ცხოვრობენ ადამიანები თხებთან და ვირთხებთან ერთად, როგორ აწვიმთ თავზე და საწოლს მიჯაჭვული მოხუცები, რომლებსაც წამლის ფულიც არ აქვთ, როგორ ელოდებიან სიკვდილს...

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, ლელა ნაცვალაძე საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს და ამბობს, რომ მის პერიოდში ხალხს ნაკლებად ეხმარებოდნენ:

_ უდავოდ სამწუხარო ფაქტია პატარა გოგიტა აბაშიძის გარდაცვალება, თქვენი გაზეთის საშუალებით სამძიმარი მინდა გამოვუცხადო მათ მშობლებსა და ახლობლებს. რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, მხოლოდ ერთ რამეში ვეთანხმები - მართლია, 21-ე საუკუნეში ადამიანები და მით უმეტეს ბავშვები არ უნდა იხოცებოდნენ შიმშილისაგან, არ მინდა პატარას სიკვდილი პოლიტიკას დავუკავშირო, მაგრამ მინდა სააკაშვილს შევახსენო, რომ ყველა ის სავალალო შედეგი, რაც საქართველოში ხდება ამა-თუ იმ მიმართულებით, მთელი ცხრა წლის განმავლობაში, სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების მიერ შემუშავებული სხვადასხვა არა ეფექტური პროგრამებისა და პროექტების შედეგია. პირველი ოქტომბრის შემდეგ მისგან ხშირად გვესმის სიტყვები, რომ  " არასოდეს  იყო კმაყოფილი სოციალურად დაუცველთა პროგრამით. არ იყო კმაყოფილი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბოლო დროს არსებული მდგომარეობით", მინდა ვკითხო- სად იყო აქამდე ის და მისი ხელისუფლება? სად იყვნენ მაშინ, როცა ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით უნიშნავდნენ სოციალურ დახმარებებს, სად იყვნენ მაშინ, როცა უსახლკარო, ინვალიდშვილებიან ოჯახებს უხსნიდნენ ისედაც მიზერულ შემწეობას, მხოლოდ იმის გამო, რომ ნათესავმა მობილური ტელეფონი აჩუქა?! აღნიშნულ თემებზე არაერთი ბრიფინგი მოვაწყვე, თქვენი გაზეთიც სწავლობდა და აქტიურად აშუქებდა აღნიშნულ ფაქტებს, მაგრამ მათი წარმომადგენლები რაიონებში ზემდგომებისკენ იშვერდნენ ხელს; მაგრამ სააკაშვილსა და მის მესვეურთ არ დავიწყებია ათასობით სოციალურად დაუცველთა ხარჯზე, დაესაქმებინათ წინასაარჩევნოდ მათი მხარდამჭერები ხმათა მოპოვების სანაცვლოდ! _ განაცხადა ჩვენთან საუბრის დროს ლელა ნაცვალაძემ.




 ახალი ამბები
  • არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგი _ დაკავებულია ბავშვების დედაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი გამოავლინეს. გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული ი.უ. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს - 2006 წელს დაბადებულ მ.უ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა. კერძოდ, ი.უ. მათ, ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა. სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე, ფოტო გადაღება და ფარული სატელეფონო მიყურადება, რითაც ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანი შვილების სისტემატური შრომითი ექსპლუატაცია დადასტურდა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს"-წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • ქედაში სამგზავრო ავტობუსი ამოყირავდაავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქედაში 15 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის დროს ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა.აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 დაშავებულს ქედის კლინიკაში ამბოლატორიული დახმარება უტარდება, ხოლო 2 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში დამატებითი კვლევებისთვის გადაჰყავთ. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას ... ...
  • შიდა ქართლში რუსმა ოკუპამტებმა 2 მამაკაცი დააკავესრუსმა ოკუპანტებმა, სავარუდოდ, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროს განაპირას ორი მამაკაცი დააკავეს. როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა 60 წლამდე მამაკაცები საქონელს მწყემსავდნენ. მაუწყებლის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ზურაბ ტუხიაშვილი და რამაზ ზადიშვილი ამჟამად უკვე ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. გატაცების ფაქტს სუსიც ადასტურებს, თუმცა თავად გატაცებულის ოჯახებს მომხდარზე საუბარი კატეგორიულად არ სურთ. უფრო მეტიც - ისინი გატაცების ფაქტს არ ადასტურებენ და "რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფის მიმართ საკმაოდ აგრესიულები იყვნენ. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო ... ...
  • "გამოვექეცი და მაინც დამიჭირა" _ 12 წლის გოგო რამდენჯერმე გააუპატიურეს12 წლის გოგო რამდენჯერმე გააუპატიურეს. გოგონას თქმით, არასრულწლოვანი მამაკაცმა სახლიდან იარაღის მუქარით ჩუმად გაიყვანა. რის შემდეგაც ჯერ საკუთარ სახლში გააუპატიურა, შემდეგ ტყეში წაიყვანა, _ შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა. გოგონა ახლა 16 წლისაა. მიუხედავად იმისა, რომ საქმე აღძრულია, მოძალადე ჯერ დაკავებული არაა. როგორც გოგონას სოფელში ჰყვებიან, მამაკაცს მსგავსი დანაშაულის ჩადენა სხვა ოჯახებშიც უცდია. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია "დეა" ... ...
  • ზურაბ ნასარაია, საერთაშორისო კონფერენციას „შავი ზღვის ქვეყნების სამომავლო პერსპექტივები“ დაესწრო (R)სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში , რომელიც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) და შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის (ICBSS) ორგანიზებით, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ჩატარდა. კონფერენცია ევროკავშირის და ევროკავშირის არაწევრი შავი ზღვის აუზის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის დიალოგის პლატფორმა იყო და შავი ზღვის ქვეყნებს შორის დისკუსიის სტიმულირებას ისახავდა მიზნად. ღონისძიების ფარგლებში თემატურ ჯგუფებს შორის სამუშაო შეხვედრები ჩატარდა. ერთ-ერთი თემა კულტურა და ტურიზმი იყო. სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მიზანს ევროკავშირის პროგრამებში და ფინანსურ ინსტრუმენტებში გასათვალისწინებლად კულტურისა და ტურიზმის სფეროებში კონკრეტული იდეებისა და პროექტების შეთავაზება და იდენტიფიცირება წარმოადგენდა. ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა, რომ მთლიანად შავი ზღვის რეგიონს გააჩნია მდიდარი ისტორიული და არქიტექტურული მემკვიდრეობა და მრავალფეროვანი ბუნებრივი რესურსები, რომელიც მოგზაურებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. გურიის მხარის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, რეგიონის პოტენციალზე ეკოტურიზმის მიმართულებით ისაუბრეს, ასევე, ყურადღება გაამახვილეს გურული ფოლკლორის უნიკალურობასა და თავისებურებაზე და კულტურული ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე. შეხვედრაზე გადაიდგა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები გურიის რეგიონსა და დამსწრე ორგანიზაციებს შორის, განსაკუთრებით ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებით. შეხვედრას ევროკომისიის წარმომადგენლები, საბერძნეთის რამდენიმე უწყების მინისტრი, ელჩები, კვლევითი ინსტიტუტების და სხვადახვა სამთავრო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ... ...

არქივი

ზაფრანი

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

ინტერნეტის უარყოფა ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს

ინტერნეტის ქსელიდან მკვეთრი გამოსვლა იწვევს...

რა გვიშლის ხელს დაძინებაში

არ გძინავთ კარგად და ეს...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?