სად დაიხარჯა 367 259 251 ლარი თბილისის ფონდიდან _ უგულავა დუმილის უფლებას ირჩევს

მთავარი თემა

სად დაიხარჯა 367 259 251 ლარი თბილისის ფონდიდან _ უგულავა დუმილის უფლებას ირჩევს

2013 მარ 24 21:03:15

საიამ, 2013 წლის 21 მარტს, თბილისის მერის სახელზე ღია წერილი გაავრცელა, რასაც მერიის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. საპასუხო წერილის შინაარსი მერიის მიერ არის იმის ახსნა, რომ კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობას ადგილი არ ჰქონია და საიას პრეტენზიები უსაფუძვლოა. წერილის ბოლოს მერია საიას "შეახსენებს", რომ თურმე იურიდიული პირების შესახებ ინფორმაციის მიღება საჯარო რეესტრის ვებ-გვერდიდანაც არის შესაძლებელი.

"საჭიროდ მივიჩნევთ თბილისის მერიას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემა არის ადმინისტრაციული ორგანოს არა უბრალოდ კეთილი ნება, არამედ კანონით დადგენილი უპირობო ვალდებულება. იმედია, ამ მარტივ ჭეშმარიტებას მერია სადავოდ არ ხდის. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სადავოა ის, ასრულებს თუ არა თბილისის მერია ამ ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში არ ვისაუბრებთ წლების განმავლობაში საიას და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი კვლევის, განცხადებისა თუ სარჩელის შესახებ, რაც სიღრმისეულად ასახავდა თუ როგორ "ასრულებდა" თბილისის მერია აღნიშნულ ვალდებულებას. ჩვენ მხოლოდ პუნქტობრივად ვუპასუხებთ მერიის განცხადებას და  ვფიქრობთ, ესეც საკმარისი იქნება იმის წარმოსაჩენად, თუ რა დამოკიდებულება აქვს თბილისის მერიას ერთის მხრივ კანონის, ხოლო მეორეს მხრივ საზოგადოების მოთხოვნებისადმი:

1) თბილისის მერიის საპასუხო წერილის პირველ აბზაცში აღნიშნულია, რომ  მერიამ "სტუდია მონიტორს" ის საჯარო ინფორმაცია მიაწოდა, რომლის გაცემის ვალდებულება მას კანონით ეკისრებოდა.  თუმცა, კარგი იქნებოდა აქვე აღნიშნულიყო, რომ ამ ინფორმაციის მიღება "სტუდია მონიტორისთვის" შესაძლებელი გახდა მხოლოდ საიას საადვოკატო დახმარების შემდეგ, საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით დადგენილი ვადის გასვლიდან 17 თვის დაგვიანებით - ხანგრძლივი სასამართლო დავებისა და გაჭიანურებული სააღსრულებო პროცესის წყალობით.  კანონი ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას აკისრებს დაუყოვნებლივ და არა მხოლოდ სასამართლო დავის შემდეგ.

2) განცხადებაში თბილისის მერიამ ასევე აღნიშნა, რომ დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით, საიას თბილისის განვითარების ფონდისთვის უნდა მიემართა. თუმცა "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" მე-80 მუხლი მერიას პირდაპირ ავალდებულებდა საიას განცხადების შესაბამის ორგანოში გადამისამართბას. აქ უკვე საზოგადოების ყურადღებას მივაქცევთ იმ გარემოებაზე, თუ რა ინფორმაციას ითხოვდა საია და რაზე ამბობს მერია, რომ ასეთი ინფორმაცია არ გააჩნია: ოფიციალური მონაცემებით, თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ფონდების მიერ რეაბილიტაციაზე ბოლო წლების განმავობაში დახარჯულია სულ 367 259 251 ლარი. ეს არის მხოლოდ საბიუჯეტო თანხა და საია ითხოვდა ინფორმაციას, თუ კონკრეტულად რა თანხა დაიხარჯა თითოეულ ობიექტზე, რომელმა კომპანიებმა შეასრულეს სამუშაოები და როგორ მოხდა ამ კომპანიების შერჩევა. ამ მოთხოვნაზე თბილისის მერია მარტივად პასუხობს, რომ მას ასეთი ინფორმაცია არ გააჩნია!.. რბილად რომ ვთქვათ, ცოტა გაუგებარია ადმინისტრაციული ორგანო კერძო სამართლის იურიდიულ პირებს საბიუჯეტო სახსრებიდან ურიცხავდეს ასეულობით მილიონ ლარს და არც კი მოითხოვოს ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რაში დაიხარჯა ეს თანხა.

3) თბილისის მერიის განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ 20 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სრულად ამოიღო ,"თბილისის განვითარების ფონდის" საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია, რომლის "დაბრუნებამდე უფრო კონკრეტული ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია". ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს შემდეგი: 1. საიამ ზემოაღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად მოითხოვა 20 თებერვლამდე და შესაბამისად, ინფორმაციის არგაცემა ვერ გამართლდება საგამოძიებო სამსახურის შემდგომი ქმედებით. 2. მერიამ მოთხოვნილი ინფორმაციის მიღების მიზნით ფონდში გადაგვამისამართა იგივე შინაარსის საიას 11 მარტის განცხადების პასუხადაც და თუ ფიქრობდა, რომ 20 თებერვალს საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებული დოკუმენტაციის "დაბრუნებამდე უფრო კონკრეტული ინფორმაციის გაცემა შეუძლებელი" იყო, მაშინ რა აზრი ჰქონდა ამ გადამისამართებას?!  3. საგამოძიებო სამსახურის მიერ ამ საკითხით დაინტერესება აძლიერებს იმ კითხვებსა და ეჭვებს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ზემოაღნშნული ფონდების გაუმჭვირვალე ქმედებებთან დაკავშირებით დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ და აქვთ. მხოლოდ საიამ ამ საკითხს არაერთი კვლევა მიუძღვნა, სადაც მთავარ პრობლემად სწორედ საბიუჯეტო თანხების გაუმჭვირვალედ ხარჯვა იქნა დასახელებული. ეს კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია.

4) ასევე გაუგებარია, მერიის ქმედება "თბილისის განვითარების ფონდის" მისამართის არასწორად მითითებასთან დაკავშირებით. თუ მერიისთვის ცნობილი იყო მისამართის ცვლილების შესახებ, გაუგებარია რატომ მოგვაწოდა მცდარი ინფორმაცია, ხოლო თუ ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდების მომენტში მერიამ ამის შესახებ არ იცოდა, მაშინ გაუგებარია, საიას რომ შეახსენა, თავად რატომ ვერ გაიხსენა ამ ვებ-გვერდის არსებობა და მისი გამოყენებით რატომ არ გადაამოწმა არასწორად მოწოდებული ინფორმაცია. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ და გავითვალისწინოთ ყველა გონივრული რჩევა თუ შეხსენება, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ეს მითითება უბრალოდ უადგილო იყო. საინტერესოა ისიც, რომ საიას მერიისთვის არ უკითხავს, თუ სად მდებარეობს ფონდი, ეს ინფორმაცია მერიამ თავისი ინიციატივით შეცდომით მოგვაწოდა, მაგრამ ამავდროულად არ მოგვაწოდა ის ინფორმაცია, რაც ვიკითხეთ და რაც საზოგადოებას დიდი ხანია აინტერესებს: კონკრეტულად რა თანხა დაიხარჯა თითოეულ ობიექტზე  და როგორ მოხდა იმ კომპანიების შერჩევა, რომლებმაც  ბიუჯეტიდან  გადარიცხული 367 259 251 ლარი დახარჯეს?




 ახალი ამბები
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...
  • დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა, რომ წელს აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, რადგან საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს. „სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული“, – განაცხადა სალომე ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: საქართველოზე შეყვარებული ვარ„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ევროკავშირის ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა მისი  თქმით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა. „იმედი გვაქვს, რომ გადავშალეთ ახალი გვერდი შემთხვევების კლების კუთხით, თუმცა ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით, რაც ამ კრიზისულ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონიან დახმარების პაკეტს ქმნის. ჩვენ ეს თანხები გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ, ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრეინინგი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო. ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა „რუსთავი 2-ის“- ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...