9 ლარით დაწყებული ბიზნესი _ აჭარელი ქალის წარმატების ფორმულა და რჩევები

მთავარი თემა

9 ლარით დაწყებული ბიზნესი _ აჭარელი ქალის წარმატების ფორმულა და რჩევები

2018 აგვ 6 11:04:14

ჩოხატაურში მას წარდგენა არ სჭირდება _ ყველა კარგად იცნობს.

აქაურებისთვის ის უბრალოდ თინაა _ ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის მფლობელი, რომელიც 35 წელია ადამიანებს დილის 7 საათიდან საღამოს 11 საათამდე ემსახურება.

თუმცა, ძალიან ცოტასთვისაა ცნობილი მისი ისტორია, რომლის ყველა დღე მუხლჩაუხრელი შრომითაა სავსე.

თინა დავითაძე 55 წლისაა. მეშვიდე კლასში იყო, როცა დაინიშნა, მეათეში _ გათხოვდა.

"მაშინ ასეთი წესი იყო ჩვენთან, აჭარაში. ადრე გნიშნავდნენ და გათხოვებდნენ. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ და არ ვნანობ. კარგი ოჯახი შემხვდა, კარგი დედამთილ-მამამთილი, რომლებმაც ბევრი რამ მასწავლეს. მათ ქალიშვილი არ ჰყავდა და საკუთარივით მიმიღეს", _ ამბობს ქალბატონი თინა.

მეუღლესთან ერთად, მაღალმთიანი აჭარიდან, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი ნამონასტრევიდან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმაში 1987 წელს ჩამოსახლდა. გვიყვება, რომ ეს გადაწყვეტილება მეუღლესთან ერთად მიიღო, რადგან იმ პერიოდში ბევრი ოჯახი წამოვიდა აჭარიდან გურიაში.

"გვითხრეს, რომ კარგი იყო აქ და წამოვედით. როდესაც მე და ჩემი მეუღლე გადმოვედით საცხოვრებლად, ძალიან გვიჭირდა _ სახლში იატაკიც არ გვქონდა, მიწაც ცოტა იყო, თუმცა, არ დავნებებულვართ და სულ ვმუშაობდით. მახსოვს, პირველად ჩემი მოყვანილი კარტოფილი გავყიდე და 9 ლარი დამრჩა. ძალიან შევწუხდი, რა უნდა ვქნა 9 ლარით,-მეთქი. პირველი კლიენტიც და მისი სიტყვებიც მახსოვს _ არ იდარდო, შენ ისე კარგად მომემსახურე, ყველაფერი გამოგივაო. ასე, 9 ლარით დავიწყე ბიზნესი.

კარტოფილს პომიდორი მოჰყვა, პომიდორს კიტრი და ნელ-ნელა ავაწყეთ. თავიდან ძალიან მიჭირდა. მე ათი კლასის განათლება მქონდა მიღებული მხოლოდ. მართალია, გურიაში ჩამოსვლამდე ჩემი ძმის კერძო ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი, მაგრამ განათლება მაინც სხვაა. ახლა, არ მიჭირს _ ცხოვრებამ ყველაფერი მასწავლა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ყველას უნდა ჰქონდეს განათლება, რადგან ყველას ერთნაირად არ უმართლებს", _ იხსენებს თინა დავითაძე.

მისივე თქმით, სწავლის გაგრძელებაზე დროზე არ უფიქრია _ მეუღლე სწავლობდა და თავად ბავშვებს უვლიდა. იმ პერიოდში მიაჩნდა, რომ სწავლა არ სჭირდებოდა, თუმცა, წლებმა სხვა რამ მიახვედრა: "მერე მივხვდი, რომ ასე სწორი არ იყო.  განათლებაზე მნიშვნელოვანი არაფერია და ამიტომ, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს შვილიშვილებს კარგი განათლება ჰქონდეთ. მათი მოვალეობა მხოლოდ სწავლაა".

გული წყდება, რომ განათლება არც მის რძალს აქვს მიღებული. ამბობს, რომ ამის სურვილი მას არ გააჩნდა. დედამთილის მონათხრობს რძალიც ადასტურებს, რომელიც საუბარში გვერთვება _ გუგული შავაძის თქმით, სწავლას შვილების მოვლა არჩია. ამბობს იმასაც, რომ ამის გამო პრობლემა არ შექმნია, რადგან მის ოჯახს მისი და მისი შვილების რჩენის საშუალება აქვს. არ უარყოფს, რომ მის გადაწყვეტილებაზე გავლენა გარემოცვამაც იქონია _ მის ირგვლივ მყოფი ქალები ყველანი ასე იქცეოდნენ, აჩენდნენ შვილებს და უვლიდნენ ოჯახებს.

გუგული შავაძე იხსენებს, რომ მის არც ერთ კლასელს სწავლა არ გაუგრძელებელია _ ზოგს საკუთარი სურვილით, ზოგს ეკონომიური პრობლემის გამო.

როგორც თინა დავითაძე ამბობს, სწავლა არც მის ქალიშვილს გაუგრძელებია, რადგან ესეც მისი არჩევანი იყო _  ადრე გათხოვდა, შვილები გააჩინა და დღეს სახლში, შვილებს უვლის.

მისივე თქმით, ქალის ცხოვრება არაა ადვილი.  თავად, დილით, 5 საათზე დგება. როცა მისი რძალია სახლში არაა, საოჯახო საქმეებს აკეთებს და  მაღაზიაში მიდის. გვიან ღამემდე მუშაობს და ძალიან იღლება, თუმცა, რასაც აკეთებს, ძალიან მოსწონს, უყვარს ხალხთან ურთიერთობა და ამის გარეშე ვერც წარმოუდგენია:

"ძალიან ბევრს მუშაობენ აჭარელი ქალები და ყველა ტვირთი მათზე გადადის, რადგან კაცების დიდი ნაწილი თურქეთშია სამუშაოდ წასული. სახლში მარტო დარჩენილებს კი სხვა გზა არ აქვთ და ამიტომ უწევთ ყანაში, ბოსტანში და საქონელში მუშაობა. სამწუხაროდ, ჩემი თაობის ქალებს არც განათლება აქვთ მიღებული, რომ სადმე სამსახური ნახონ. სიმართლე რომ ვთქვათ, არც სამსახურია. ყველაფერს ვერ იტყვი, ვერ მოყვები, მაგრამ, როცა სიღარიბეა, როცა არ იცი, შენს შვილებს რა აჭამო, ყველაფერს აკეთებ _ მიწაზეც იმუშავებ და სხვაგანაც", _ ამბობს ქალბატონი თინა.

ჩვენი რესპონდენტი მეწარმე ქალი მიიჩნევს, რომ მის წარმატებაში დიდი წვლილი ოჯახმა შეიტანა. აღნიშნავს, რომ ის იმ გამონაკლის წარმოადგენს, რომელსაც მიწაზე მუშაობა ცოტა ხანს მოუწია. გვიყვება, რომ მისი  მეუღლე, ნოდარ მარკოიძე მუდამ შრომობს _ ბოსტანი, თხილი, ვენახი, კივის პლანტაციები, ყანა, ფუტკარი მის იმედადაა.

"სანამ ჩემი ბიჭი წამოიზრდებოდა, მანამ ნოდარი  მეხმარებოდა მაღაზიაში. მას ჩამოჰქონდა პროდუქტები. ახლა ამ საქმით რეზოა დაკავებული, ჩემი მეუღლე კი კარმიდამოს უვლის. საკმაოდ დიდი ბაღები გვაქვს. დიდწილად, მაღაზიაში ჩვენს ეზოში მოყვანილ პროდუქტებს ვყიდით. კარტოფილი, პომიდორი, კიტრი, ხილი ტონობით მოგვყავს. გასულ წელს საზამთროს და ნესვის კარგი მოსავალიც გვქონდა. წელს, ამ მხრივ პრობლემებია, რადგან ამინდების და ფაროსანას გამო ბევრი რამ გაგვიფუჭდა".

თინა ბედნიერია, რომ მისმა შრომამ შედეგი გამოიღო და მის შვილიშვილებს უკვე აქვთ საკუთარი კერა:

"ვიცი, მე რომ არ ვიქნები, არაფერი გაუჭირდებათ. კარგი შვილები და შვილიშვილები მყავს _ უფროსი შვილიშვილი სპორტსმენია, ბევრი მედლის მფლობელი. მახარებს მათი ამბავი და მიმაჩნია, რომ მათ წარმატებაში ჩემი წვლილიცაა. სულ ვეუბნები, რომ ბევრი უნდა ისწავლონ იმისთვის, რომ ცხოვრებაში მათი ადგილი დაიმკვიდრონ. ვიცი, ეს ადვილი არაა, მაგრამ არც შეუძლებელია. ამას ვურჩევ ყველას, ვურჩევ ჩემი მაგალითით. სამწუხაროდ, იმის დრო არ მაქვს, ამაზე მეზობლებთან, ჩემი კუთხის შვილებთან ვისაუბრო, რადგან სულ მაღაზიაში ვარ. თუმცა, კლიენტებთან ამის შესახებ ბევრს ვლაპარაკობ", _ ამბობს თინა დავითაძე, რომელსაც არასდროს მოუხსნია თავსაფარი:

"ეს ჩვენი ტრადიციაა, რომელსაც არასდროს დავარღვევ. არავინ მაძალებს, თავად მომწონს. უთავსაფროდ სახლშიც კი არ დავდივარ. მე ჩვენს წესებს და ადათებს დიდი პატივს ვცემ. ასე მასწავლა ბებიამ და მის სიტყვებს არასდროს დავივიწყებ", _ აღნიშნავს ქალბატონი თინა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხმაში, სადაც თინა შავაძე ცხოვრობს, 715 კომლია, აქედან 40 ოჯახი აჭარიდანაა ჩამოსახლებული.

ჩოხატაურის მერის წარმომადგენელი ფარცხმის თემში ზურაბ გურგენიძე ამბობს, რომ აჭარელი ოჯახების ქალბატონების უმრავლესობა მიწაზე მუშაობს და სწავლაზე უარსაც თავად ამბობენ; რამდენჯერმე დასაქმების პროგრამაში ჩართვაზეც უარი თქვეს.

გურგენიძის თქმით, მამაკაცების უმრავლესობა თურქეთში სამუშაოდაა წასული, ამიტომაც ოჯახის მთელი ტვირთი ქალებს აწევთ, რომლებსაც სწავლისთვის არ სცალიათ.  განსხვავებული სიტუაციაა ახალ თაობაში, რადგან სწავლის გაგრძელების სურვილს უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა გამოთქვამს, თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც უმაღლესი განათლების მიღებაზე უარს ამბობენ.

"ბევრ მათგანს ამ თემაზე საუბარი არ სურს. რამდენჯერმე შევთავაზეთ სხვადასხვა სპეციალური პროგრამა, მაგრამ არ დაგვთანხმდნენ", _ აღნიშნავს გურგენიძე.

ამ თემაზე საუბარი არც ჩვენთან ისურვეს სოფელ ფარცხმაში მცხოვრებმა აჭარელმა ქალებმა. პირად საუბრებში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ მათი შვილები განათლებას სურვილის შესაბამისად მიიღებენ.

ჩვენ დავინტერესდით, არსებობს თუ არა იმის სტატისტიკა, რამდენი სტუდენტი ცხოვრობს გურიაში. როგორც აღმოჩნდა, მსგავსი  მონაცემები რესურსცენტრებს არ გააჩნიათ. ასევე, არ არსებობს ინფორმაცია, აჭარელი მოსახლეობის  რამდენი წარმომადგენელი იღებს უმაღლეს განათლებას და როგორია ამ შემთხვევაში გენდერული სტატისტიკა.

ჩოხატაურში 611 აჭარელი კომლი ცხოვრობს.  ჩოხატაურის სკოლების დამამთავრებელი კლასის 185 კლასის მოსწავლიდან 73 გოგოა, რომელთა შორის, 18 აჭარიდანაა.




 ახალი ამბები
  • ლაითურის, ნარუჯას და ანასეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში, ლაითურის, ნარუჯასა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე გამახვილდა. ანასეულის მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად კანალიზაციის რეაბილიტაცია დაასახელა. ასევე, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს მე-5 საჯარო სკოლაც. იქ არსებულ პრობლემას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი პირადად გაეცნო. დაბა ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობამ ძირითად მოთხოვნად დასაქმებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები დააყენა. მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამჟამად, დაბა ლაითურში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაბა ნარუჯაში მიმდინარეობს 7 280 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა. ანასეულში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება - 6 799 998 ლარს შეადგენს. ... ...
  • ბახმაროში საცხოვრებელი სახლები დაიწვაგასულ შაბათს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მახარაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარედ, ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც გვითხრეს, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრეებმა, ცეცხლის დროულად ლოკალიზება შეძლეს. _ ღამის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, შემდეგ გადავიდა მეორე სახლზეც. არავინ დაშავებულა, კარგად იმუშავა სამაშველო სამსახურმა. მათი დამსახურებაა, რომ ხანძარი გვერდით მდგომ სახლებზე არ გავრცელდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ა(ა)იპ "ბახმაროს დირეტქორმა დავით საჯაიამ. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე გამოძიებაა ... ...
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

დაუჯერებლად თავხედი 3 ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ, ოცდამეერთე საუკუნეში ქალის სითამამე...

ასტროლოგია და ასაკობრივი კრიზისი ბავშვებში

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის...

ასტროლოგია ბავშვების სწორად აღზრდის შესახებ

ამბობენ - "მშობლებს არ ირჩევენ"...

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...