"ქართული პარტია" ლანჩხუთში

მთავარი თემა

"ქართული პარტია" ლანჩხუთში

2011 აპრ 5 00:43:42
სუბარმა რაიონული ოფისის პრეზენტაცია მოაწყო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. სანამ პრეზენტაცია დაიწყებოდა, მანამდე ოფისის კურთხევა მოხდა. სასულიერო გიმნაზიის პრორექტორმა მამა მირიანმა შეკრებილებს წარმატება უსურვა და დალოცა: "ჩემთვის პოზიცია და ოპოზიცია ერთია. მთავარია, ჩვენი სამშობლოსათვის საკეთილდღეო საქმე გაკეთდეს. გისურვებთ გამრავლებას და გამარჯვებას. როცა ადამიანი კარგი საქმისთვის იღვწის, მას ღვთის წყალობა აუცილებლად ექნება!".

პრეზენტაცია ნაკლებ პომპეზურად და "ვიწრო წრეში" წარიმართა. სუბარმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და ლანჩხუთელებს ერთად დგომისკენ მოუწოდა:

_ როცა აქ მოვედით, გარეთ მანქანების სიმრავლე იგრძნობოდა. მიხვდით, ალბათ, თუ რომელი უწყებების მანქანებს ვგულისხმობ. ეს მანქანები თან გვახლავს ყველგან, სადაც ჩავდივართ, ზუგდიდში ვერტმფრენებითაც კი დაგვდევენ. ალბათ, საფრთხეს გრძნობენ ჩვენი პარტიიდან. მთავარ საფრთხეს. ეს თავისთავად ძალიან კარგია. დღეს სააკაშვილს, რაც იცავს და რაც აძლიერებს, არის ის შიში, რომელიც ჩვენი მოქალაქეების გულებში არის ჩადებული. მთავარია, საზოგადოებამ დასძლიოს შიში და ეს შიში მაშინვე გაჩნდება ხელისუფლებაში, რადგან იციან, მათი დღეები დათვლილია.

_ როის წავა აი ჩვენი პრეზიდენტი, ნეტაი?! _ ინატრა ერთ-ერთმა დამსწრემ.

_ შეიძლება გაწელონ, გადააგორონ დღეს, ხვალ, მაგრამ ზეგ დამთავრება. ასე მოხდა ეგვიპტეში, ტუნისში, ასე ხდება ლიბიაში, სადაც დათვლილია კადაფის დღეები. ეს მოხდება ძალიან მალე _ განაცხადა სუბარმა.

_ ხშირად გვესმის, მალე იქნება ყველაფერი და ეგებ გაგვაგებინოთ, როდის იქნება ეს მალე? _ ჰკითხეს სუბარს

_ ამას ხშირად გვეკითხებიან _ აპრილში, მაისში თუ სექტემბერში? ეს მოხდება მაშინ, როცა ჩვენ ვიქნებით მზად. მე, როგორც "ქართული პარტიის" თავმჯდომარე, პირდაპირ ვამბობ _ რევოლუციას ვერ მოვახდენ. თუმცა, ჩემს მეგობრებთან ერთად მზად ვარ ვიყო ამ რევოლუციის სათავეში, მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა ამ ხელისუფლების შეცვლაზე და ქვეყნის მომავალზე. ისე კი, რევოლუციას ახდენს არა პარტია ან ადამიანთა ჯგუფი, არამედ _ ხალხი. მგონი, ამისთვის ხალხი უნდა იყოს მზად. რატომ ვლაპარაკობ ახლა ამდენს რევოლუციაზე? ეს ხელისუფლება არასოდეს ჩაატარებს ისეთ არჩევნებს, რომელსაც არჩევნები ჰქვია. თუ ნორმალური არჩევნები ჩატარდა, ხელისუფლება ციხეში წავა, _ თქვა "ქართული პარტიის" თავმჯდომარემ და იქვე ის გვარებიც დაასახელა, რომლებსაც დიდი სიამოვნებით გაუშვებდა "ვირის აბანოში":

_ სააკაშვილი წავა ციხეში, მერაბიშვილი, ვარძელაშვილი, ხაჩიძე, ადეიშვილი, ახალაია წავლენ ციხეში; ვიღაცეები დაკარგავენ მილიარდებს, დაკარგავენ გავლენებს, ამიტომ, ისინი არასდროს არ მოგვცემენ ხელში გასაღებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნები არ ჩატარდება _ თუ ქუჩაში დადგება 100 ათასი, 200 ათასი კაცი, არჩევნებიც იქნება და კაბინეტებიდან სახრეებით ხელისუფლებასაც გამოვყრით.

ქვეყანაში ელიტარული კორუფციაა _ გუშინწინ ხარაგაულში ვიყავი, სადაც ყველა ადგილობრივი ბიზნესი ერთი კაცის _ დავით ბაქრაძის სიმამრის ხელშია. რაც ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს, ყველაფერს ეს კაცი აკეთებს. თუჯის მილებით ხარაგაულში იღებდნენ წყალს, ერთ-ერთი საუკეთესო წყალი იყო საქართველოში. ამოყარეს ეს თუჯის მილები, ჩაყარეს პლასტმასის და აღმოჩნდა, რომ გაფუჭდა, რადგან წნევას ვერ გაუძლო და ხარაგაული დარჩა უწყლოდ იმიტომ, რომ ბაქრაძის სიმამრს ფული გაეკეთებინა, _ თქვა სუბარმა.

_ კაი და მოხდა ხელისუფლების შეცვლა, მერე ქვეყნის აღმშენებლობაზე თუ იფიქრა ვინმემ? _ იკითხეს დარბაზიდან, რაზეც ყოფილმა სახალხო დამცველმა უპასუხა: _ ჩვენ შეგვიძლია ხალხის დასაქმების პრობლემა მოვაგვაროთ. ამისთვის მარტივი გზა არსებობს _ მეწარმეებს მუშაობის საშუალება უნდა მივცეთ, რუსეთის ბაზარზე უნდა შევიდეთ. გარდა ამისა, ფული უნდა გავანაწილოთ ნორმალურად. ერთი მილიარდი, რაც დაჯდა პრეზიდენტის სასახლის მშენებლობა და ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ხალხს რომ რომ მოხმარებოდა, დღეს სხვა რეალობაში ვიქნებოდით. იმ 15 მილიარდი ლარის ნახევარი, რომელიც ჯარის მშენებლობას მოხმარდა, ეკონომიკაში რომ ჩადებულიყო, სხვა მდგომარეობა გვექნებოდა. კონცერტებზე დახარჯული მილიონები ხალხს რომ მოხმარებოდა, კარგი იქნებოდა. მიშას ერთმა კარის მომღერალმა მილიონი მარტო თბილისის ბიუჯეტიდან მიიღო.

სუბარმა ლევან გაჩეჩილაძესა და ბადრი ბიწაძეს შორის მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა: _ ეს უფრო პროვოკაცია და ბინძური სვლა იყო. თქვეს, რომ ვითომ რაღაც ფული აიღო გაჩეჩილაძემ და ხელისუფლებას გაურიგდა. თუ ეს იცოდნენ, რატომ აქამდე არ თქვეს ამის შესახებ? ახლა დაიწყეს ტალახის სროლა. უმჯობესია მიშას წინააღმდეგ გამოვიდეთ, ვიდრე ერთმანეთზე აუგი ვილაპარაკოთ.

ერთობ მოულოდნელი იყო ნინო ბურჯანაძის პარტიის ლანჩხუთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ექს-პოლიცმაისტერ გია გურგენაძის მხარდამჭერებთან ერთად "ქართული პარტიის" ოფისში გამოჩენა, მით უფრო, ბიწაძე-გაჩეჩილაძის ბოლო სკანდალის ფონზე. როგორც გავარკვიეთ, ეს გადაწყვეტილება გურგენაძემ სხვა ადგილობრივ პარტიებთან ერთად წინა დღეს მიიღო. მან სუბარს თხოვა კიდეც _ ძალიან გთხოვთ, ნუ ჩხუბობთ, შეთანხმდით და ერთად გადავაგდოთ ეს ხელისუფლებაო.

ამაზე სუბარმა პასუხი კი გასცა, მაგრამ მედიას თხოვა _ არ გაახმაუროთო (?!):

_ როცა პარტიას ვქმნიდით, სხვებთან ერთად, მოლაპარაკებებს ნინო ბურჯანაძესთან ვმართავდით. ჩვენ რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ _ ან ჩვენთან ყოფილიყო, ანაც შემდეგ ერთ ბლოკში ვყოფილიყავით. მან გვითხრა, რომ მატარებელი დაძრულია და თუ მოასწრებთ შემოხტომას, ხომ კარგი, თუ არადა _ თქვენს თავს დააბრალეთო. მას 25 ნოემბრის დიდი იმედი ჰქონდა და ვინმეს 24-ში რომ ეთქვა, 200 ათასს 1 კაცი დააკლდებოდა, მოღალატედ ჩათვლიდა. ამის მიუხედავად, მე იმ აზრზე ვარ, რომ ერთად უნდა გადავაგდოთ ეს ხელისუფლება. თუ ოპოზიციაში აღმოვჩნდები, შემდგომში ბურჯანაძესთან ბრძოლა უფრო იოლი იქნება, ვიდრე _ სააკაშვილთან.

ჩვენ შეხვედრის დასრულების შემდეგ გია გურგენაძეს ვესაუბრეთ:

_ ბატონო გია, ერთობ მოულოდნელი იყო აქ თქვენი გამოჩენა...

_ შეხვედრაზე იმიტომ მოვედი, რომ მაინტერესებდა, რა ხდებოდა. თუ ბიწაძეს და გაჩეჩილაძეს შორის დაპირისპირება მოხდა, უმჯობესია, მათ გაარკვიონ ეს ურთიერთობა ერთმანეთში. ისინი პოლიტიკოსები არიან და უკეთ მოახერხებენ.

_ შეიძლება თქვენი პარტიის ლიდერი გაგინაწყენდეთ?

_ არ მგონია. მართალია, მე ქალბატონი ნინოს გვერდით ვარ, მაგრამ ასევე "სახალხო კრების" რაიონულ ორგანიზაციის ლიდერი გახლავართ და ის პროცესები, რაც დღეს ოპოზიციაში ხდება, მაინტერესებს. ისე, კარგი იქნება თუ "სახალხო კრების" ირგვლივ შემოვიკრიბებით და ამ ხელისუფლებას დავამთავრებთ.

_ სოზარ სუბარსაც იგივეს ურჩევთ?

_ რატომაც არა?! შემოუერთდეს "სახალხო კრებას".

"ქართული პარტიის" ლანჩხუთის ოფისს ქალაქის ექს-მერი მერაბ ქარჩავა უხელმძღვანელებს. სულ მალე, როგორც სუბარმა თქვა, პარტიის სხვა ლიდერებიც ჩამოვლენ და გრანდიოზულ(!) პრეზენტაციას მოაწყობენ.

საინტერესოა, რატომ არ გახდა ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი ეკა ალექსაია:

_ ეკა, საორგანიზაციო საკითხები თქვენ მოაგვარეთ და ამიტომ მოულოდნელი იყო მერაბ ქარჩავას გამოჩენა.

_ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება.

_ თქვენ რა ფუნქციები გექნებათ?

_ საინიციატივო ჯგუფის წევრი ვარ. ჩემს გარდა, ჯგუფში არიან მერაბ ქარჩავა, გია ქურიძე და ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი ირმა თავაძე.




 ახალი ამბები
  • საფრთხის მიუხედავად, მოქალაქეების ნაწილი აკრძალვებს არ ემორჩილება სოფელ ქვემო ბოლნისში გადაადგილება რამდენიმე საათის წინ სრულად შეჩერდა. ეს ადგილი ქვეყანაში ახლა ყველაზე მკაცრი საკარანტინო ზონაა. მაღალი ეპიდემიოლოგიური საფრთხის გამო, სოფელში შესვლა მხოლოდ ძალოვანი და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ. კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ადგილობრივების და მარნეულში დაინფიცირებული ქალის კონტაქტები დადასტურდა. საყოველთაო კარანტინის ფარგლებში, ქვემო ქართლში, ამ დროისთვის, 16 ბლოკ-პოსტია განთავსებული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება მკაცრი შემოწმების შედეგად ხდება. სპეციალისტები ამოწმებენ ყველა მოქალაქეს, რომლიც მუნიციპალიტეტში შედის. კონტროლი გამკაცრებულია საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდეც, მაშინ, როდესაც ქვეყანაში კომენდანტის საათი იწყება. დადგენილი შეზღუდვების და ვირუსის გავრცელების საფრთხის მიუხედავად, მოქალაქეები რეგულაციებს მაინც არ ემორჩილებიან. საყოველთაო კარანტინის გამოცხადების მიუხედავად, დღეს დილიდან ოზურგეთის ცენტრში ხალხმრავლობა იყო. სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობას ვერ ხედავენ გურიის აგრარულ ბაზარში, ათეულობით ადამიანი დგას ბანკების, სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების წინ. ადგილზე იმყოფებიან მოხალისეთა ჯგუფები, ისინი, ვინც ადამიანებს დისტანციის დაცვას სთხოვენ. თუმცა აცხადებენ, რომ მათი მოწოდება არასაკმარისია და ადგილზე ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მისვლის და კონტროლის ზომების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ. როგორც „რუსთავი 2“-თან საუბრისას, მოხალისე ტიტე ბაქანიძე ამბობს: „გვიჭირს არ გვიჯერებენ. ხშირ შემთხვევაში ცოტა უთანხმოებებიც მოგვდის. ძალიან ძნელია. რატომ არ ვიცი. ვერ გეტყვით.“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ირაკლი სირაძე კი აღნიშნავს, რომ „გავაძლიერეთ მოხალისეთა ჯგუფები ბაზარში. ხშირ შეთხვევაში ამან გაამართლა და გატვირთვა მოხდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში იწვევს ადამიანების უკმაყოფილებას“. საგანგებო რეჟიმის რეგულაციების დარღვევაზე დღეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმაც გააკეთა. გომელაური დღეს ერგნეთში საოკუპაციო ხაზთან და გორის რაიონში იმ დროებით ბლოკ-პოსტებზე იმყოფებოდა, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. ძალოვანი უწყების პირველი პირი აცხადებს, რომ კომენდანტის საათის დარღვევისთვის ქვეყნის მასშტაბით 17 მოქალაქე დაჯარიმდა. მოქალაქეებს რეგულაციების წესის დაცვისკენ მოუწოდებენ აჭარასა და კახეთის რეგიონშიც, სადაც დილიდან ქუჩაში ხალხმრავლობაა, თუმცა ე.წ კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტი ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით არ გამოვლენილა. მუშაობს ცხელი ხაზიც, სადაც ხანდაზმულებს საჭიროების შემთხვევაში საკვებით მუნიციპალიტეტი მოამარაგებს. ორივე რეგიონში მუშაობს დროებითი ბლოკპოსტები, სადაც მოქალაქეებს სპეციალური შემოწმება უტარდებათ. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 აპრილამდე მოქმედებს. სამედიცინო პერსონალთან ერთად, დროებით ბლოკ-პოსტებზე იმყოფებიან ძალოვანი უწყების დანაყოფები და სამხედრო ექიმებიც. წყარო: ... ...
  • „გთხოვთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა"_ ილია მეორესაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლისადმი საგანგებო მიმართვას ავრცელებს: „ნებისმიერი ადამიანი განსაცდელის ჟამს ეძიებს ხსნას და ნუგეშს. დღეს, როცა მსოფლიოში გავრცელებული ახალი ინფექცია საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ბუნებრივია, მრევლი განსაკუთრებულ სასოებას ღმერთზე ამყარებს და მიილტვის ტაძრისკენ. მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, რათა მიიღოს მადლი ღვთისა და სულიერად განმტკიცდეს. სასულიერო პირთათვის ღვთისმსახურების აღსრულება სამღვდელო მოვალეობის განუყოფელი ნაწილია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი ერისთვის. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა მოგმართოთ, ჩვენო სულიერო შვილებო, და გთხოვოთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა: – ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები: – ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცავით დადგენილი დისტანცია; – საღმრთო ლიტურგიის (და სხვა საზოგადო მსახურებათა) შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში – შეზღუდული რაოდენობით მრევლიც; – საერთოდ, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში; – მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე; – სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მიეცემათ დამატებითი რჩევები; – მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს. ყოვლადწმინდა სამება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდათა დასი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს, განსაცდელში მყოფ თითოეულ ადამიანს. ილოცეთ და გაძლიერდით! „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“,- აღნიშნულია პატრიარქის ... ...
  • პირველი ახალშობილი კომენდანტის საათებში შემოქმედელ ოჯახს შეეძინა იოვანე ჩხარტიშვილი პირველი ახალშობილია, რომელიც კომენდანტის საათის პირობებში დაიბადა. 31 მარტს, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით კომენდანტის საათი ახალი ამოქმედებული იყო, პატრულმა ოზურგეთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი RAV4-ის მარკის ავტომობილი გააჩერა. გაირკვა, რომ მძღოლს ზურაბ ჩხარტიშვილს ფეხმძიმე მეუღლე ბათუმის სამედიცინო ცენტრში სამშობიაროდ მიჰყავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა უზრუნველყო, რომ ავტომობილი დაუბრკოლებლად და დროულად მისულიყო სამშობიარომდე. ქალის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო იყო დროის მოგება… ფეხმძიმე ქალბატონმა კლინიკაში მიყვანიდან მალევე იმშობიარა. 31-ში გვიან ღამით კომენდანტის პირველივე საათებში აჭარაში პირველი ბიჭი – იოვანე ჩხარტიშვილი დაიბადა. იოვანეს სახლში, სოფელ შემოქმედში უფროსი და, 2 წლის მარიამი ელოდება. ზურაბ ჩხარტიშვილს სამშობიაროს ეზოში აჭარის საპატრულოს თანამშრომლები გულშემატკივრობდნენ და მამამ პირველი მილოცვებიც მათგან მიიღო. ... ...
  • Euronews-მა გიგი წერეთლის სტატია გამოაქვეყნაEuronews-ი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, გიგი წერეთლის სტატიას აქვეყნებს, რომელიც, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული საერთაშორისო რეაგირების, პოლიტიკურ ინტიტუტების თანამშრომლობის და პარლამენტების აქტიური ფუნქციონირების საკითხებს ეხება. „კორონავირუსით გამოწვეული  კრიზისის დროს, ცხადი გახდა, რომ საზოგადოების მხრიდან თანამშრომლობის დონე   მთავრობებისა და ექსპერტების რეკომენდაციების გასათვალისწინებლად, მჭიდრო კავშირშია  დემოკრატიული ინსტიტუტების ნდობასთან. იმისათვის, რომ ამ ინსტიტუტების მიმართ ნდობა გაძლიერდეს, აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს  სჭირდებათ უპრეცედენტო თანამშრომლობა,    ხშირად, პოლიტიკური განსხვავებების  გვერდზე გადადებით. მიუხედავად იმისა, რომ  მთავრობებს აქვთ წამყვანი როლი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მხრივ  რეაგირებაზე და  უმეტეს შემთხვევაში იმოქმედეს გადამწყვეტად და ეფექტურად,   უნდა არსებობდეს მჭიდრო კოორდინაცია პარლამენტებთან, და ისინიც, შესაბამისად, ფუნქციონალურნი  უნდა იყვნენ ამ კრიზისულ  პერიოდში. პარლამენტები რჩებიან ერთერთ  მთავარ ინსტიტუტად, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში ნორმალიზაციის გარემოს ქმნიან.  ისინი უზრუნველყოფენ ზედამხედველობას , რომ  საგანგებო ღონისძიებები სწორად არის განხორციელებული, რომ მოსახლეობის  ეკონომიკური დახმარებისთვის ფინანსები გაიცემა  საჭიროებისამებრ, რომ თავისუფლების შეზღუდვა პროპორციულია და დროებითი,  რომ დაცული იყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა. ამ სამუშაოს შეჩერება შეუძლებელია."-აცხადებს გიგი წერეთელი. „დღეს, მთავარ რისკებს სამედიცინო პერსონალი იღებს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს მათ დასაცავად, ასევე პოლიცია და სამხედროები, სასურსათო მაღაზიების,მომუშავე საწარმოების, მიწოდების ქსელების თანამშრომლები, ყველა ვინც სასიცოცხლო ფუნქციებს ასრულებს. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და ინსტიტუტს, რომლებიც ერთად მუშაობენ.  ახლა ერთიანობის დროა და არა პოლიტიკური ან ინსტიტუციური დაყოფის. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერები რეგულარულად აწყობენ ონლაინ ფორუმებს, რათა დაეხმარონ კრიზისზე საერთაშორისო რეაგირებას,  სოლიდარობისა და პასუხისმგებლობის გაზიარებას, რომ ექიმები და სამედიცინო აღჭურვილობა განთავსდეს იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ,  რომ მიგრანტებმა და კონფლიქტში ზონებში მყოფმა ადამიანებმა მიიღონ  საჭირო დახმარება. ჩვენ ასევე უნდა ვებრძოლოთ დეზინფორმაციას, ხელი შევუწყოთ საკვებსა და წყლის უსაფრთხოებას და ადამიანის უფლებების დაცვას. რეაგირების ციმისათვის, რომ ეს  პასუხი იყოს ყოვლისმომცველი და ლეგიტიმური, პარლამენტარებმა უნდა ბრძოლის წინა ხაზზე  და შეასრულონ თავიანთი მთავარი ვალდებულება-ემსახურონ ხალხს!" - ნათქვამია ... ...
  • ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 24 საათიან რეჟიმში შეზღუდვების კონტროლს განახორციელებენ. პოლიცია ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ. ადგილობრივ მოსახლეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რეგულარულად, განუმარტავენ საკარანტინო შეზღუდვებს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის, გორის, თელავის და ახალციხის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები უკვე ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...