შავ სიაში შეყვანილ კომპანიას გიგი უგულავა მფარველობს

მთავარი თემა

შავ სიაში შეყვანილ კომპანიას გიგი უგულავა მფარველობს

2013 აპრ 2 17:32:26
და ქალაქის ბიუჯეტიდან ასობით ათას ლარს იღებენ.

გასული წლის აპრილში, "საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო" წერდა თბილისის მერიის მიერ ჩატარებული ტენდერის შესახებ, რომლის მიზანი ბარათაშვილის ქუჩის გამწვანების მომსახურების შესყიდვა იყო. ტენდერში კომპანია "გრინსერვისმა" გაიმარჯვა, რომელმაც ბარათაშვილის ქუჩაზე 120 ძირი კვიპაროსის დარგვის ვალდებულება იკისრა, მერიამ "გრინსერვისს" თითო ნერგში 990 ლარი გადაუხადა. მას შემდეგ, რაც "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კეთილსინდისიერად წარიმართა შესყიდვის პროცესი (კითხვებს ბადებდა, ერთი მხრივ, ნერგებში გადახდილი მაღალი ფასი, მეორე მხრივ კი "გრინსერვისის" მფლობელების კავშირი თბილისის მერიასთან), თბილისის მერიამ ტენდერის შედეგები გააუქმა, "გრინსერვისთან" დადებული ხელშეკრულება გაწყვიტა და საქმე შესასწავლად სამართალდაცავ უწყებებს გადაუგზავნა. მერია ამტკიცებდა, რომ "გრინსერვისი" არაკეთილსინდისიერად მოიქცა და მერიას მიწოდებული პროდუქციის რეალური ღირებულება დაუმალა.

მოგვიანებით, 2012 წლის ივლისში, "გრინსერვისი" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში იქნა შეყვანილი ბათუმის მერიის განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმად კომპანიამ არასრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (აღსანიშნავია, რომ სააგენტოს შავ სიაში "გრინსერვისი" შეყვანილია როგორც "შპს აბელია", რადგანაც კომპანიამ 2012 წლის ივნისში სახელწოდება შეიცვალა და ორი თვის მანძილზე ამ დასახელებით ფუნქციონირებდა, ხოლო 2012 წლის აგვისტოში კვლავ "გრინსერვისი" ეწოდა). "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შავ სიაში შეყვანილ კომპანიას ერთი წლის ვადით ეკრძალება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მონაწილეობა. ამრიგად, "გრინსერვისს" 2013 წლის ივლისამდე არ შეუძლია სახელმწიფო ტენდერებში წინადადებების წარდგენა.

თუმცა, სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მონაწილეობას განაგრძობს კომპანია "გრინსერვისი+".

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, "გრინსერვისი+"-ის დირექტორია ლაშა ფურცხვანიძე (ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი), ხოლო მეწილეები ლაშა ფურცხვანიძე, კობა ხარშილაძე (ძველი თბილისის რაიონის გამგებლის ყოფილი მოადგილე) და ტარიელ კიკნაძე არიან. იმავე რეესტრის მონაცემებით, ლაშა ფურცხვანიძეა კომპანია "გრინსერვისის" დირექტორიც, ხოლო იგივე ფურცხვანიძე და ხარშილაძე "გრინსერვისის" მეწილეებიც არიან. იდენტურია ამ ორი კომპანიის იურიდიული მისამართიც.

მიუხედავად იმისა, რომ სრულიად აშკარაა, რომ "გრინსერვისი+" მეწარმეთა იმავე ჯგუფს წარმოადგენს, რომლებიც "გრინსერვისის" სახელით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავს სიაში არიან შეყვანილი და ამჟამად სახელმწიფო შესყიდვების პროცესში მონაწილეობა ეკრძალებათ, ეს კომპანია ტენდერებში მონაწილეობას აგრძელებს და საკმაოდ დიდი წარმატებითაც. კიდევ უფრო საინტერესოა ის გარემოება, რომ "გრინსერვისი+"-ს ხელშეკრულებებს თბილისი მერია უფორმებს _ სწორედ ის უწყება, რომელმაც სულ რაღაც ერთი წლის წინ მეწარმეთა იგივე ჯგუფი არაკეთილსინდისიერ ქცევაში დაადანაშაულა და სამართალდამცავ ორგანოებს მათი საქმიანობის შესწავლა სთხოვა.

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში "გრინსერვისი+"-მა ხუთი ტენდერი მოიგო, რომელთა ჯამური თანხა ნახევარ მილიონ ლარს აღემატება. ხუთივე შემთხვევაში ტენდერი თბილისის მერიის მიერ იყო გამოცხადებული. ორ შემთხვევაში ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ხოლო სამ შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმება მიმდინარეობს.

ბარათაშვილის ქუჩის გამწვანებისთვის ჩატარებულ ტენდერში "გრინსერვისის" ბრალეულობა ცალკე მოკვლევის საგანია. მართალია თბილისის მერიამ შარშან განაცხადა, რომ საქმის მასალები სამართალდამცავ უწყებებს გადაუგზავნა, მაგრამ ამ გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი არ გამხდარა. ნებისმიერ შემთხვევაში, ლოგიკური იქნებოდა, პირველ რიგში, მერიის იმ წარმომადგენლების მინიმუმ თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა, რომლებმაც ეს ტენდერი დაგეგმეს და ჩაატარეს (რადგანაც საქონლისა და მომსახურების გონივრულ ფასად შესყიდვის უზურნველყოფა სწორედ მათ ევალებათ და არა მიმწოდებელს). კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი მაშინ შეიძლება დადგეს, თუკი გამჟღავნდება უკანონო გარიგება შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის, თუმცა ამ შემთხვევაში თავად მერიის წარმომადგენელთა ბრალეულობა კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა. ბარათაშვილის ქუჩის შემთხვევაში მართლაც იყო ნიშნები იმისა, რომ მერიის თანამშრომლებმა ეს ტენდერი კონკრეტული კომპანიის ინტერესებსა თუ შესაძლებლობებს მოარგეს.

თუმცა, 2012 წლის მაისში თბილისის მერიამ არჩია, რომ პასუხისმგებლობა მთლიანად მიმწოდებელ კომპანიაზე გადაეტანა და ამდენად მერიის არც ერთი თანამდებობის პირის (მუნიციპალური შესყიდვებისა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურების წარმომადგენლების) პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. მერიის ამგვარი პოზიციის გათვალისწინებით, მით უფრო გასაკვირია ის გარემოება, რომ თბილისის მერიამ 2013 წლის დასაწყისში მიზანშეწონილად ჩათვალა მეწარმეთა იმავე ჯგუფთან (არსებითად იმავე "გრინსერვისთან") ხელშეკრულებების გაფორმება ასობით ათასი ლარის ღირებულების მომსახურების შესყიდვაზე.

„თუ საკითხს უფრო ფართო კონტექსტში განვიხილავთ, ცხადია, რომ ეს შემთხვევა სერიოზულ ხარვეზზე მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში შეყვანილი კომპანიების ხელმძღვანელ პირებს ამჟამად თავისუფლად შეუძლიათ მათთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა და შესყიდვების პროცესში მონაწილეობის გაგრძელება სხვა კორპორატიული სახელწოდების გამოყენებით. სისტემის ეს ხარვეზი ფაქტობრივად აზრს უკარგავს შავი სიის მექანიზმის არსებობას," _ აცხადებენ ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოში".




 ახალი ამბები
  • ახალი დეტალები ოზურგეთში მესაქონლეობის ფერმის აშენებასთან დაკავშირებითმესაქონლეობის ფერმის ასაშენებლად რკ „გურული ნობათს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 15 505 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია არა ერთ საინფორმაციო სააგენტოში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვიგებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  რკ “გურული ნობათი” ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ რძესა და ხორცის პროდუქტებს წარმოებას აპირებს. კომპანიაში 70 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპანია წელიწადში სულ მცირე 32 000 კგ. ყველის, 15 000 კგ. საქონლის ხორცის, 275 000 ლ რძის და 20 000 კგ. ღორის ხორცის წარმოებას და ბაზრისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული იქნება. რეალიზება განხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, უცხოეთში. “გურია ნიუსი“ პროექტის დეტალებით დაინტერესდა. კოოპერატივი “გურული ნობათის“ თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ოზურგეთში, ჩოლოქის ტერიტორიაზე (გურია-აჭარის საზღვართან) აუქციონზე გამოტანილი 7 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი იყიდა, მაგრამ მარტო მან არა. “ფული არ მეყო და სხვებმაც იყიდეს. მიწის ნაკვეთზე 2000-სზე მეტი ნერგი მაქვს დარგული, ხეხილის ბაღია. შემდეგ გადავწყვიტე მესაქონლეობის ფერმის გაკეთება. უკვე დაწყებული მაქვს პროექტის განხორციელება და ორ წელიწადში უნდა დავასრულო. მე კი მინდა ექვს თვეში ავაშენო, მაგრამ ასე, არ ხდება. მიწის ნაკვეთის გადმოცემას არ დააყენეს საშველი. მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს შევიტანე საქართველოს მთავრობაში პროექტი. იმის შემდეგ მესამე პრემიერი ჰყავს უკვე საქართველოს და როგორც იქნა მიწის ნაკვეთი გადმოგვცეს. ეს პროექტი “აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მოვიგეთ. 20 დღის წინ პრემიერმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი ბრძანებას, აქედან გამომდინარე დავიწყეთ მუშაობა. მიწის ნაკვეთზე 15 კაცი მუშაობს ახლა,“ _ გვითხრა ზაქარეიშვილმა. ზაზა ზაქარეიშვილის თქმით, გურიაში ბიზნესის დაწყებამდე, ახალციხეში ჰქონდა  ფერმა. “150 სულამდე საქონელი მყავდა. მოხდა ისე, რომ ყველა ჩასვლამდე მცირდებოდა ამ საქონელის რიცხვი, ზოგს რა დაემართა და ზოგი კიდევ მგელმა დაჭამა. ამის შემდეგ გადავწყვიტე ახალი ბიზნესის დაწყება ოზურგეთში,“_თქვა ზაქარეიშვილმა. ... ...
  • ზაზა ურუშაძე “ოსკარის“ მოპოვების შემთხვევაში გურული აქცენტით აპირებდა "გავიმარჯვეს" თქმასცნობილი ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი ერთ-ერთი ფილმი “მანდარინები“ ოსკარზე იყო წარდგენილი 2015 წელს. გთავაზობთ ნაწყვეტს ზაზა ურუშაძის ინტერვიუდან, რომელიც 2015 წელს მისცა “პრაიმტაიმს“ ჟურნალისტი:– გამარჯვების შემთხვევაში გვინდა, რომ ქართულად წარმოთქვათ მადლობის სიტყვა დოლბის თეატრის დარბაზში, სადაც ის არასდროს გაჟღერებულა. ზაზა ურუშაძე:– როგორ არ ვიტყვი, გავიმარჯვო და ქართულადაც წარმოვთქვამ და გურული აქცენტითაც. ჟურნალისტი: – ფილმის სიუჟეტიდან გამომდინარე – ოკუპაციის თემას გააჟღერებთ? ზაზა ურუშაძე: – ლოს-ანჯელესში ბევრი პრესკონფერენცია და სიმპოზიუმი იყო. კინოზე რომ საუბრობ, მისი პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არ შეიძლება, მაგრამ მე მაინც ვერ ვითმენ და ყოველთვის ვამბობ, როგორ წაგვართვეს ტერიტორია. ეს პოლიტიკური განცხადება არაფერს აკეთებს. მთავარი განცხადება კულტურაა, ამ შემთხვევაში კინო ყველაზე კარგად აპოზიცირებს ქვეყანას. როდესაც ასეთი წარმატებაა, ხვდებიან, რომ ცარიელ ადგილას არაფერი ხდება. ჩვენ სერიოზული კინოს ისტორია გვაქვს. რომ არა ის ჩაყრილი საფუძველი, რამაც აქამდე მოგვიყვანა, არც ეს დაუჯერებელი წარმატება იქნებოდა. ინფორმაციისთვის “მანდარინები“ გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში არის გადაღებული. ამ ფაქტით კი ზაზა ურუშაძე ამაყობდა. “მიხარია, რომ გურიაში ვიღებ ფილმს. გურია ძალიან მიყვარს“ - გვითხრა “გურია ნიუსს“ ფილმის გადაღების დროს ზაზა ... ...
  • ილია მეორე: "უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ უცხოეთში წასვლას მამულისა და მიწის მიხედვა სჯობს. პატრიარქმა მღვდლებს სთხოვა, რომ მაგალითი მისცენ მრევლს, საკარმიდამო მიწები დაამუშაონ და ამით ხელი შეუწყონ სოფლის გაძლიერებას.  „დღეს ჩვენთან არიან ჩამოსული სხვადასხვა ეპარქიებიდან სამღვდელოება და ასევე ჩამობრძანებული არიან ხელისუფალნი. მინდა, დავლოცო ეს სამღვდელოება და ეს ხელისუფლება. მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი სამღვდელოება, სოფლის სამღვდელოება იყოს მაგალითი, სოფლის მეურნეობაში. თიბვა იყო, სათიბეები იყო და დღეს როცა უკეთესი პირობები დაგვიდგა, აღარ ითიბება. მინდა, ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, რომ მაგალითი მიეცით სოფლის ხალხს, დაამუშავეთ საკარმიდამო მიწები და ამით უნდა გავაძლიეროთ სოფელი. ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს. დიდება უფალს და მადლობა უფალს ასეთი წყალობისათვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოთ. სამღვდელოებას, გარდა მიწის დამუშავებისა, უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხვარი, ქათმები და სხვა პირუტყვი. ეს დიდად წასწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ჩვენს ქალაქს. იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო ამუშავდება, მთელი საქართველო მიიღებს ამას.  მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს. მთელს საქართველოში გაავრცელეთ ეს სურვილები და გადავარჩინოთ საქართველო,“_ განაცხადა ... ...
  • აფეთქება თბილისში-როგორია დაშავებულების მდგომარეობათბილისში აფეთქების შედეგად 5 ადამიანია დაშავებული. მათ შორის - 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 5 დაშავებულიდან 3  დამწვრობის ცენტრშია, ერთი ალადაშვილის კლინიკაში, არასრულწლოვანი კი ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული. მათ დამწვრობა, ძირითადად, სახისა და ზედა კიდურების არეში აქვთ მიღებული. ამ დროისთვის დაშავებულებიდან 2 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციაში არიან მოთავსებულები. აფეთქება თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ "სენტასთან" საღამოს მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობა. ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული. მეხანძრე-მაშველებმა სადგურის აფეთქებისა და ცეცხლის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე დაუყოვნებლივ აღკვეთეს. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 45-მდე მეხანძრე-მაშველთან ერთად, მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ... ...
  • რა ღონისძიებებია დაგეგმილი საახალწლოდ ჩოხატაურში წინაასაახალწლო სამზადისი  დაიწყო. საახალწლო განათებებს მუნიციპალიტეტის მთავარ ქუჩაზე უკვე ამონტაჟებენ. „გურია ნიუსი“ დაინტერესდა თუ რა თანხა დაიხარჯება წელს ბიუჯეტიდან საახალწლო სამზადისისთვის და რა ღონისძიებები იგეგმება_ ამ საკითხების შესახებ კი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას ვესაუბრეთ. მერის თქმით, საახალწლო სამზადისისთვის 25 000 ლარია გამოყოფილი, რაც სხვადასხვა აქტივობას მოხმარდება. „საახალწლო სამზადისის ბიუჯეტი 25 000 ლარს შეადგენს. ეს თანხა დაიხარჯება  როგორც საახალწლო მორთულობების განახლებაზე, ასევე, სხვადასხვა აქტივობისთვის. წელსაც გვექნება ჩვენს მთავარ მოედანზე კონცერტი, ჩვენი შემოქმედებითი  ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. ახალი წლის შეხვედრა დასრულდება ფეიერვერკით. საახალწლო ღონისძიებები გაგრძელდება შობის სადღესასწაულო დღეებშიც”, _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...

კაკაოს გასაოცარი თვისებები

კაკაო შეიცავს ნივთიერებას, რომელიც კარგია...

პროდუქტები რომლებიც სწრაფად გვაბერებს

მარგარინი – შეიცავს ტრანსცხიმს და...

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს