"ალდაგის" კომპანიის "ტექნიკურ შეცდომას" შეწირული სოციალურად დაუცველები

მთავარი თემა

"ალდაგის" კომპანიის "ტექნიკურ შეცდომას" შეწირული სოციალურად დაუცველები

2 აპრ. 2013, 20:10:18

სწორედ ამის შემდეგ გაიგეს ექიმებმაც, რომ მათ სახელზე დარიცხული თანხა ივლისის თვიდან ნოემბრამდე,  ათჯერ მეტი იყო, ვიდრე  რეალური შემოსავალი.

მარტო ქობულეთში, ამ ფაქტის გამო, სოციალური დახმარება  5 სამედიცინო მუშაკს შეუწყდა, მათ შორის  არიან მედდები: ია ხაბაზი, გული ანანიძე, ფატი კაიკაციშვილი. დაუზუსტებელი ინფორმაციით კიდევ ორი მედდაა ანალოგიურ მდგომარეობაში.

ანანიძე და კაიკაციშვილი ამ ინფორმაციას "გურია ნიუსთან" ადასტურებენ და დახმარებას ითხოვენ.

"მე რომ დახმარებას შემიწყვიტავს ადამიანი, იმას ნამუსი თუ მოეთხოვება საერთოდ? მე ვარ ბინადაკარგული ქალი. 6 სული ვართ სახლში და ავადმყოფი დედა მყავს, ქალი ჯოხით დადის, თუ არ გჯერათ, მოდით და თქვენ თვითონ ნახეთ, რანაირად ვცხოვრობ.  ვისაც უნდა მივიდეს და ნახოს ჩვენი მდგომარეობა", _ აცხადებს "გურია ნიუსთან" ფატი კაიკაციშვილი, რომელსაც 102 ლარის ნაცვლად 400-იდან 1000 ლარამდე ჰქონდა დაფიქსირებული.

"სოციალური დახმარების მისაღებად რომ მივედი, მითხრეს, თქვენ ამოღებული ხართ სიიდან, იმიტომ რომ მაღალი ხელფასები გერიცხებათო. რომ მოვიკითხე და მითხრეს 400-500 ლარი გერიცხებათო, კინაღამ ინფარქტი მივიღე. სინამდვილეში, ხელზე 98 ლარს ვიღებ და მითხარით ერთი რა დავაშავე? ვიღაცამ შეცდომა დაუშვა თუ რა ქნა, მე რატომ უნდა ვიყო ამ დღეში?" _ აცხადებს გული ანანიძე

როგორც "გურია ნიუსს" საავადმყოფოს ყოფილმა მენეჯერმა სამედიცინო დარგში ზაალ მიქელაძემ (მან პროტესტის ნიშნად ჯერ კიდევ ოქტომრის ბოლოს  დატოვა კლინიკა) უთხრა მის სახელზე ივლისის თვიდან ნოემბრამდე დარიცხული თანხა,  ათჯერ მეტი იყო, ვიდრე მისი რეალური შემოსავალი.

"მანამ სანამ ჩვენ "უნიმედი აჭარას" მფლობელობაში ვიყავით და შემოსავლები "ლიბერთი ბანკში" გვერიცხებოდა, ყველაფერი რიგზე იყო. მას შემდეგ, რაც "უნიმედი აჭარა "ალდაგი ბისიაის" შვილობილი კომპანია "ჩემი ოჯახის კლინიკის" მფლობელობაში გადავიდა და შესაბამისად ჩვენი სახელფასო ანგარიშები "საქართველოს ბანკში" გაიხსნა, აღმოჩნდა, რომ ჩემს კუთვნილ ანგარიშზე, თითქმის ათჯერ მეტი თანხა ირიცხებოდა, ვიდრე რეალურად ვიღებდი, მაგალითად: ივლისში, ნაცვლად 1800 ლარისა, დარიცხული მაქვს 11 250 ლარი, აგვისტოში _ 13 131 ლარი, სექტემბერში ­_ 15 017 ლარი, ოქტომბერში კი 16 901 ლარი"._ აცხადებს ზაალ მიქელაძე "გურია ნიუსთან".

რა ბედი ელით დახმარება შეწყვეტილებს, ამის გარკვევა სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსთან ნოე ქინქლაძესთან გადავწყვიტეთ:

"ეს არის პროკურატურის და ფინანსური პოლიციის გამოსაძიებელი საქმე. ჩვენ ნამდვილად შევუწყვიტეთ დახმარება, რადგან მათ ანგარიშზე საკმაოდ დიდი თანხა იყო. ალბათ  დამეთანხმებით, იმ თანხის მიმღები სოციალური დახმარების მიმღები არ უნდა იყოს." _ აცხადებს სააგენტოს უფროსი.

"გურია ნიუსის" კითხვაზე, ქობულეთის გარდა საქართველოს რეგიონში სადმე თუ დაფიქსირდა იდენტური შემთხვევა, ნოე ქინქლაძემ განაცხადა: "ასეთი  30-ზე მეტი  შემთხვევა გვაქვს დაფიქსირებული, სადაც ადამიანები ამბობენ, რომ მათ ანგარიშზე ერიცხებათ ფული, მაგრამ ეს ფული არ აუღიათ და საქმეში გარკვევას გვთხოვენ. ჩვენ ეს მასალები ფინანსურ პოლიციას გადავეცით. "

რაც შეეხება კომპანიის განმარტებას, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ შეცდომას, ამასთან დაკავშირებით ნოე ქინქლაძე აცხადებს:

"სამწუხაროდ, განმარტებას ტექნიკურ შეცდომაზე მე ვერ დავეყრდნობი. იყო თუ არა შეცდომა ამას მოვიკვლევთ. მანამდე, ამ ადამიანებმა უნდა მოგვმართონ განცხადებით, შემდეგ მე საბუთებს გადავცემ შესაბამის ორგანოებს და ისინი მოიკვლევენ ტექნიკური შეცდომა იყო, თუ რაღაც სხვა მიზანი ჰქონდა ამას."

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე "გურია ნიუსთან" აცხადებს, რომ ამ საქმით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს ფინანსური პოლიცია:

"გამორიცხულია ასეთი დონის კომპანია, მსგავსი ტიპის შეცდომებს უშვებდეს. მე ვფიქრობ, ეს არის გამიზნულად გაკეთებული თემა ხარჯების გაზრდის მიზნით, რადგან კომპანია სპეციალურად გავიდეს ზარალზე ან მოგება ნაკლები აჩვენოს. ამიტომ ეს საქმე აუცილებლად უნდა გახდეს ფინანსური პოლიციის შესწავლის საგანი. სოციალური სააგენტოს პოზიცია ლოგიკურია, რადგან მაღალშემოსავლიან ადამიანებს შემწეობა უკვე აღარ ეკუთვნით. ეს ფაქტი არის პირველ რიგში კომპანიის პასუხისმგებლობის საგანი"

28 მარტს "გურია ნიუსის" მიერ გავრცელებულ სტატიაზე "ალდაგის" სკანდალი _ 6 და 35 ლარიანი ექიმებზე ხელფასად გაწერილი ათი ათასები შპს "უნიმედი აჭარა" განმარტებას აკეთებს.

"შპს „უნიმედი აჭარა“ კიდევ ერთხელ ცალსახად უსვამს ხაზს, იმას, რომ  აღნიშნულ პერიოდში, თანამშრომლებზე ხელფასების გაცემა მოხდა სწორად, ხოლო აღნიშნული გაუგებრობა გამოწვეული იყო მხოლოდ სახელფასო განაცემების დეკლარირებისას მომხდარი ტექნიკური ხარვეზით, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს ხელფასის გაცემასთან და უბრალოდ ასახავს განაცემების შესახებ ინფორმაციას." - ნათქვამია მათ მიერ "გურია ნიუსის" სახელზე მოწერილ წერილში.

კომპანიის განცხადებით, აღნიშნული ტექნიკური ხარვეზის მოგვარება დაიწყო 25 მარტს და 28 მარტის მდგომარეობით სრულად არის გასწორებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად.

"იმ ოჯახებს, რომლებსაც აღნიშნული ხარვეზის გამო შეუწყდათ სოციალური შემწეობა და არ ჩაერიცხათ განსაზღვრული თანხა, შპს "უნიმედი აჭარა" აუნაზღაურებს სოციალური დახმარების აღდგენამდე." _ აღნიშნავენ კომპანიაში.

ქალთა კონსულტაციის თერაპევტი _ 8 ლარი; ექოსქოპისიტი -72 ლარი; ქალთა კონსულტაციის გინეკოლოგი _ 35 ლარი; ქალთა კონსულტაციის გამგე - 55 ლარი; გინეკოლოგი -75 ლარი; ბავშვთა პოლიკლინიკის პედიატრები -75  ლარი; იმუნიზაციის ექთანი - 14 ლარი; პოლიკლინიკის ექიმები და თერაპევტები - 80-100 ლარი; ექიმი ტრავმატოლოგი - 50 ლარი, სამეანო განყოფილების მედდები - 10 ლარი, _ ასეთი ხელფასები მიიღეს წინასაახალწლოდ ქობულეთის სამედიცინო ცენტრის ექიმებმა "ალდაგი ბისიაის" შვილობილი კომპანია "ჩემი ოჯახის კლინიკისგან." ამის შესახებ "გურია ნიუსი" ჯერ კიდევ იანვრის თვეში წერდა.





 ახალი ამბები
  • "რატომ გვახრჩობთ, გვითხარით“ - საპროტესტო აქცია ფოთში"რატომ გვახრჩობთ, გვითხარით", _ ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ფოთში საპროტოტესტო აქცია გაიმართა. როგორც ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები აცხდებენ, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება.„აქ ვცხოვრობთ, როგორც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები, ასევე, aდგილობრივები. მოვიწამლეთ, გარეთ ვერ გამოვდივართ. გოგირდს ვჭამთ. ბავშვები ვერ გაგვყავს სასეირნოდ. ხუთ ბავშვს გაუკეთეს ტყვიაზე ანალიზი და ხუთივეს მაღალი მაჩევენებელი აქვს. ფილტვები არ გვივარგა, ბრონქები არ გვივარგა და საშინელ დღეში ვართ. აიკრძალოს ამ ტვირთის შემოტანა. ეს პროდუქცია, რომელიც აქ მუშავდება, ჩვენს ჯანმრთლობას საფრთხეს უქმნის. საშინელი ხმაურია, ვერ ვსუნთქავთ, დაბინძურებულია ჰაერი. გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. მოვითხოვთ ყურადღება მოგვაქციოს მერიამ, ალტერნატიული ფართით დაგვაკმაყოფილონ,“ _ თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნონა შენგელიამ. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიუწოდებენ, პრობლემა დროულად ... ...
  • “საიამ გადასცა სახელმწიფოს გირაოს თანხა, რომელიც გამოყო ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდასთან დაკავშირებით.  “ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდაზე ვიტყვი აქაც ორიოდე სიტყვას. საიამ გადასცა სახელმწიფოს გირაოს თანხა, რომელიც გამოყო ევროპულმა ფონდმა დენოკრატიისთვის (EED). ეს ნაბიჯი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილიზებაში ჩვენი დიდი მხარდამჭერის, ევროკავშირისთვის გვერდში დადგომას. მაშინ, როდესაც ჩვენ შიდა პრობლემებს მეგობარი გვიგვარებს, ჩვენი ვალდებულება იყო, მას გვერდში დავდგომოდით. გვჯერა, რომ ეს ნაბიჯი კრიზისის განმუხტვას ხელს შეუწყობს და სხვა მნიშვნელოვან თემებზე - კოვიდი, სასამართლო და საარჩევნო რეფორმა, ეკონომიკა, შევძლებთ კონცენტრირებას. პ.ს. გირაო ნამდვილად გადავიხადეთ 14:56 საათზე და პროკურატურას ქვითარი გავუგზავნე მეილზე მათივე თხოვნით 17:42 საათზე მეილზე.“ -წერს ფეისბუქზე ნიკა ... ...
  • გიორგი ვაშაძე - გირაო გადახდილია, ველოდებით ნიკა მელიას უმოკლეს ვადაში გათავისუფლებას„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ევროკავშირის მიერ „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე“ ნიკა მელიასთვის გირაოს გადასხდის საკითხს დადებითად აფასებს.  „მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს უპრეცენდენტო ნაბიჯისთვის. გირაო გადახდილია, ველოდებით მელიას უმოკლეს ვადაში გათავისუფლებას. რაც მთავარია, შარლ მიშელის ევროპული თანხმობის დოკუმენტის კიდევ ერთი შედეგი გვაქვს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. იმედი მაქვს, ყველანი დავკონცენტრირდებით ყველა პუნქტის რეალიზებისთვის, - აცხადებს გიორგი ვაშაძე. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 000 ლარი გადახდილია. ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ გამოყო და ხელისუფლებას საია-მ ... ...
  • ვიოლა ფონ კრამონი: „მშვენიერია!_ ყველა პარტნიორმა, დანაპირები შეასრულაევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ ეხმაურება. „მშვენიერია! კარგია იმის ნახვა, რომ ყველა პარტნიორმა, მათ შორის ევროკავშირმა, დანაპირები შეასრულა. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ბატონი მელია ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს. ამ ქმედებამ საპარლამენტო მუშაობაში ჩასართავად ყველას გზა გაუხსნა“, – წერს ... ...
  • "პროკურატურის წინადადება ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ძალაშია"საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ უწყების წინადადება გირაოს გადახდის შემთხვევაში ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ძალაში რჩება. „როგორც კი თანხის გადარიცხვის ოფიციალური დოკუმენტი ან თანხა აისახება ანგარიშზე, პროკურატურის წინადადება ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არის ძალაში“, – განუცხადეს "გურია ნიუსს" ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...