სოციალურად დაუცველის ბოლო იმედი _ დეპუტატის დაპირება და საიდუმლო გრაფა

მთავარი თემა

სოციალურად დაუცველის ბოლო იმედი _ დეპუტატის დაპირება და საიდუმლო გრაფა

2013 აპრ 6 08:03:50
მეუღლეს, 20 წელია, გაშორებულია და ოჯახის რჩენა მარტოს უხდება. სამი შვილის დედაა, უფროსი ცალკე ცხოვრობს, შუათანა, 37 წლის ირაკლი მჟავანაძე შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, უმცროსი ვაჟი იმედა 28 წლისაა, ჰყავს 10 თვის ბავშვი და თვითონ და მისი მეუღლეც უმუშევრები არიან. უკიდურესად უჭირთ, თუმცა, მეოთხე წელია, სოციალური დახმარების დანიშვნას ამაოდ ელიან.

_ მეოთხე კლასში იყო ირაკლი, როცა მოულოდნელად დამბლით მოწყდა და მას შემდეგ გადაადგილება აღარ შეუძლია. ბევრჯერ მყავდა სამკურნალოდ, მაგრამ არაფერი ეშველა. მალე ქმარმაც მიმატოვა და დამრჩა შვილები ჩემს ამარა. უმცროსი ვაჟი, სამუშაო რომც იყოს, ვერსად მიდის, რადგან ძმა ავადმყოფი ჰყავს და მის ერთი სკამიდან მეორეზე გადაყვანას, კაცის ღონე სჭირდება. ასეთ უბედურებაში მყოფს, ოთხი წელია, მაწამებენ და სოციალურ დახმარებას არ მინიშნავენ, რა აზრი აქვს ლაპარაკს? ახლა მაჟორიტარ დეპუტატთან, კვაჭანტირაძესთან ვიყავი და დამპირდა, აუცილებლად დაგეხმარებიო. ამ იმედით ვარ, თორემ საშველი აღარაა და არც არავისი მჯერა, _ გვიამბობს გუგული მჟავანაძე.

ირაკლის 100-ლარიანი პენსია აქვს. ხუთსულიანი ოჯახის შემოსავალი სწორედ ეს ასი ლარია, რომელიც ხშირად მხოლოდ წამალს არ ჰყოფნის:

_ ჩემს ათი თვის შვილს, რასაც ჩვენ ვჭამთ, იმას ვაჭმევთ, ჩვილისთვის აუცილებელი საკვები სად გვაქვს? ამას ხომ ფაფა, რძე და ხილი სჭირდება, მაგრამ ეს ყველაფერი ნაკლებად გაუსინჯავს და უჭამია, რა ვქნათ? _ ამბობს გუგული მჟავანაძის ახალგაზრდა რძალი.

მჟავანაძეების ოჯახი სარგებლობს სამედიცინო პოლისით. ესაა მათი ერთადერთი შეღავათი, სოციალური მომსახურების სააგენტოში მრავალწლიანი სირბილის შემდეგ.

_ ალბათ, დაუჯერებლად მოგეჩვენებათ, მაგრამ ხუთი ოპერაცია მაქვს გაკეთებული და აქედან ორჯერ სიმსივნე ამომკვეთეს. სული კი მიდგას, ესაა. პოლისი მქონდა და ესეც რომ არ ყოფილიყო, ახლა ცოცხალიც არ ვიქნებოდი. 59 წლის ვარ და პენსია ჯერ კიდევ არ მაქვს. ადრე მეორე ჯგუფის ინვალიდის სტატუსი მქონდა, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მომიხსნეს, ასეა საჭიროო. ხუთჯერ რომ ადამიანს ოპერაციას გაუკეთებენ, იმისთვის რაა საჭირო, იმას თუ მეტყვიან? _ გვეკითხება ქალბატონი გუგული.

გასული წლის მაისში მას 58 ათასი ქულა მიანიჭეს და ახლა კიდევ ერთი თვე სჭირდება, რომ ხელახალი განცხადების დაწერის უფლება მისცენ. თუმცა, ძალიან იმედდაკარგულია და ამბობს, ცოცხალი თავით ოზურგეთის სააგენტოში არ მივალო: _ დეპუტატს ველოდები და ის თუ მიშველის. მაგათი იმედი მე არ მაქვს, ერთხელ საბუთები მოვითხოვე, ასეთი ავადმყოფი შვილის პატრონს მომვლელის პენსია მაინც მომეცით, თბილისში უნდა წავიდე,-მეთქიდა იცით, რა მითხრეს? ფეხით წადი, ფეხითო!

მჟავანაძეების საკარმიდამო ნაკვეთი, სულ 1500 კვ. მეტრია. რამდენიმე ძირი მანდარინი და სხვადასხვა სახის ხილი აქვთ, რომელსაც მცირე რაოდენობით იწევენ და საჭმელად თუ ჰყოფნით. კმაყოფილი მხოლოდ საბოსტნე ადგილით არიან. თუმცა, მხოლოდ ბოსტანში მოწეულით თავის გატანა, თვიდან თვემდე, სეზონზე თუ შეიძლება.

_ გუშინ ვისესხე 25 ლარი, ნახევარი ტომარა ფქვილი ვიყიდე, ხუთ სულს ხუთ დღეს თუ გვეყოფა. ახლა ვფიქრობ, რა ვქნა ხუთი დღის შემდეგ, როცა ვალი ცალკე უნდა გავისტუმრო, ფქვილი უნდა ვიყიდო და რით, არ ვიცი. ასევე, შუქისა და წყლის გადასახადისთვისაც მომაკითხავენ. ეს სიცოცხლეა? სახლის ფანჯრებზე "კარდონი" მაქვს აკრული, მინის ნაცვლად, მაგრამ ამას ვინ დაეძებს, შიმშილისგან თავის დაღწევაზე მაქვს საქმე, რით ვუშველო ოჯახს? _ გვეუბნება გუგული მჟავანაძე და აღნიშნავს, რომ დეკლარაცია, რომელსაც წლების მანძილზე ავსებდა და ეუბნებოდნენ, მხოლოდ მისგან მიღებული მონაცემების საფუძველზე ენიშნებოდა ან არ ენიშნებოდა დახმარება, თურმე, ოჯახის უფროსის შევსებულ დეკლარაციაში, ასევე სააგენტოს უფლებამოსილი პირის შეფასებაც შედიოდა, რომელსაც დახმარების დანიშვნისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ხალხს კი ეუბნებოდნენ, შენ რაც დაწერე და ხელი რაზეც მოაწერე, იმის მიხედვით დაგენიშნა დახმარებაო. ეს ამბავი ახლახან გახდა ცნობილი, რისთვისაც ყველა გაჭირვებული გაბრაზებული და გაღიზიანებულია, მათ შორის, გუგული მჟავანაძეც.

აღნიშნულის თაობაზე ჩვენ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსს ვასილ ხომერიკს მივმართეთ.

_ ბატონო ვასილ, ჩვენ არაერთი სოციალურად დაუცველი მოგვმართავს უსამართლოდ გაუქმებული დახმარების გამო. ამასთანავე საუბრობენ დეკლარაციაში არსებული ერთი გრაფის გამო _ "სააგენტოს უფლებამოსილი პირის შეფასება", რომელიც, თურმე, ოჯახის უფროსისგან მალულად ივსებოდა. სწორედ ამ პირის შევსებული მონაცემების საფუძველზე ხდებოდა დახმარების დანიშვნა. ხალხს კი პირიქით ეუბნებოდნენ. იცოდით თუ არა, რომ ასე ატყუებდნენ ადამიანებს?

_ თქვენ, ეტყობა, არ ხართ კარგად გარკვეული და კითხვას არ მისვამთ სწორად თუ კონკრეტულად გაინტერესებთ, წერილობით მოგვმართეთ და კონკრეტულ პასუხს გაგცემთ.

_ მე მგონი, კითხვა დავაკონკრეტე _ სოციალურად დაუცველები ამბობენ, რომ თურმე, დახმარება გაჭირვებულებს გვენიშნებოდა სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შევსებული მონაცემების მიხედვით და არა ისე, როგორც წლების მანძილზე გვარწმუნებდნენ, თქვენი შევსებული მონაცემების მიხედვით გიწერთ კომპიუტერი ქულებსო...

_ ვერ ვიგებ(?) რას მეუბნები, ეს პროგრამა იხვეწება ყოველდღე, არის სიახლეები, მოგვმართეთ, კონკრეტულად რა გაინტერესებთ და გაგცემთ პასუხს.

_ რაკი წერილობითი კითხვა გაინტერესებთ, მოგმართავთ და საოჯახო დეკლარაციის ასლსაც გაახლებთ...

იურისტი ია მემანიშვილი: "საოჯახო დეკლარაციის ამ ფურცელს უმალავდნენ იურისტებს, სასამართლოს, თვით სოციალურად დაუცველს. ეს არის, ასე ვთქვათ, უსამართლობის აღმოჩენა. ეს არის დარღვევა კონკრეტულად იმ იმ პიროვნების უფლებებისა, ვისთანაც აღწერა ჩაატარა სააგენტომ. ჩნდება სერიოზული ეჭვი, რომ ახლა სურთ სერიოზული დარღვევების დამალვა, რაც შემდგომი კვლევის საგანი უნდა გახდეს და ამაში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოთ ჟურნალისტებმა. მე პირადად, ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი შემხვდა, რომელიც სააგენტოსგან ითხოვს აღნიშნულ ფურცელს, რომ ნახონ, რა ჩაუწერეს შიგ, თუმცა, დღემდე პასუხი არ აღირსეს. რამდენიმე პირს კი, გამოკითხვაც დაუწყეს, თქვენ ვინ გითხრათ ამ ფურცლის არსებობის შესახებო? ვიმედოვნებ, რაკი ახალი ხელისუფლება მოვიდა, ამის გამოკვლევა მოხდება. მერე კი, თავისთავად, შედარებით მაღალი შემოსავლების მქონენი აღარ მოხვდებიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში და _ პირიქით."




 ახალი ამბები
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...
  • დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა, რომ წელს აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, რადგან საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს. „სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული“, – განაცხადა სალომე ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: საქართველოზე შეყვარებული ვარ„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ევროკავშირის ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა მისი  თქმით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა. „იმედი გვაქვს, რომ გადავშალეთ ახალი გვერდი შემთხვევების კლების კუთხით, თუმცა ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით, რაც ამ კრიზისულ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონიან დახმარების პაკეტს ქმნის. ჩვენ ეს თანხები გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ, ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრეინინგი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო. ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა „რუსთავი 2-ის“- ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...