"ქარიშხალას" ქარიშხალი _ საზღვარგარეთ წასვლის სურვილის გამო გათავისუფლებული იურისტი

მთავარი თემა

"ქარიშხალას" ქარიშხალი _ საზღვარგარეთ წასვლის სურვილის გამო გათავისუფლებული იურისტი

2013 აპრ 8 13:57:03
თუმცა, პირად საუბარში, გათავისუფლების მიზეზად საზღვარგარეთ წასვლის სურვილი დაუსახელა.

ნინო კვაჭანტირაძე ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოში ორი წელია, მუშაობს. მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში გენერალური ინსპექციიდან, რომლებიც მათ მუშაობას ინტენსიურად ამოწმებდნენ, არცერთი შენიშვნა და გაფრთხილება არ აქვს მიღებული.

_ თითქმის, ყოველთვე ვწერდით განცხადებას დანიშვნის შესახებ, რადგან ბრძანებები მხოლოდ ერთი ან ორი თვით იწერებოდა. 31 მარტს გავიდა ბრძანებით გათვალისწინებული ვადა. სხვა თანამშრომლებთან ერთად, მეც დავწერე განცხადება დანიშვნაზე და გაიგზავნა სააგენტოს უფროსთან. უფრო სწორად, ნოზაძემ თავად წაიღო. 2 აპრილს, როცა ჩამოვიდა, დამიბარა კაბინეტში და მითხრა, ხელშეკრულება აღარ გაგიგრძელეთო. მიზეზი რა არის-მეთქი და საზღვარგარეთ რომ აპირებდი წასვლას, ესო. სასაცილო მიზეზია-მეთქი. რა აზრი აქვს ამაზე ლაპარაკს, უკვე გადაწყვეტილიაო, დაზუსტებით მითხრა ნოზაძემ, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას კვაჭანტირაძე.

_ ქალბატონო ნინო, როგორც ვიცით, უფროსთან ურთიერთობა გაცილებით ადრე დაგეძაბათ... მას შემდეგ, რაც თქვენი კუთვნილი პრემია სხვას გამოუწერა...

_ მსგავსი შემთხვევები იყო, თუმცა, მას არ გამოუწერია. უბრალოდ, საქმის კურსში არ ჩააყენა სააგენტო.

_ უფრო კონკრეტულად?

_ ადრე სამმართველოს უფროსები არ წყვეტდნენ პრემიების მიმღებთა სიას. 2 ადამიანის ნაცვლად ვიმუშავე ერთი თვე და პრემია სხვას გამოუწერა. თუმცა, მანამდე იყო ერთი დეტალი. მე და ნოზაძის ძმა, სამმართველოში ერთ დღეს დავინიშნეთ. შემდეგ საყვედური მითხრა იმის გამო, თუ რატომ არ ვუთხარი, რომ მისი ძმის დანიშვნა არ შეიძლებოდა.  მე კიდევ ახალი მისული ვიყავი და ვერ გავბედე, _ იხსენებს კვაჭანტირაძე.

როგორც გათავისუფლებული იურისტი გვიყვება, ამის შემდეგ ნოზაძე მისი პირადი მიმოწერით დაინტერესდა და სკაიპის ჩანაწერები ამოიღო:

_ ეს ჩემი უფლებების პირდაპირი დარღვევა იყო. ჩემი და ჩემი მეგობრის სკაიპის ჩანაწერები ამოიღო. მისი თქმით, ეს მისმა კეთილის მსურველებმა გააკეთეს. იქ სწორედ ის საუბარი იყო, რომ პრემია სხვამ მიიღო, მაშინ როცა 2 ადამიანის ნაცვლად ვიმუშავე თითქმის 1 თვე, _ დასძენს კვაჭანტირაძე.

ნიკოლოზ ნოზაძემ, რომელიც 15 წუთის წინ, ჩვენთან სატელეფონო საუბარში ამბობდა, რომ სოფელ მთისპირში ხანძრის ჩასაქრობად იყო და კომენტარს მოუცლელობის გამო ვერ აკეთებდა, 15 წუთის შემდეგ ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა. თუმცა, მას შემდეგ რაც მას უცხო ნომრით დავუკავშირდით, "ჩვენება" შეცვალა და კომენტარისგან თავი იმ მიზეზით შეიკავა, რომ სტუმრები ჰყავდა:

_ ბატონო ნიკოლოზ, სულ ცოტა ხნის წინ მთისპირში იყავით და ხანძარს აქრობდით... ახლა კაბინეტში სტუმრები გყავთ... თუ ამას ასწრებთ, იქნებ ჩვენც მოგვცეთ კომენტარი ნინო კვაჭანტირაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით...

_ თქვენ არ იცით, რომ მე ქარიშხალას მეძახიან ზედმეტსახელად?! ყველაფერს ვასწრებ. რაც შეეხება კვაჭანტირაძეს, რატომ გაინტერესებთ. თქვენი ახლობელია?

_ არა. მე ჟურნალისტი ვარ და გვაინტერესებს, რამდენად ლოგიკურია სამსახურიდან ადამიანის გათავისუფლება იმის გამო, რომ მას საზღვარგარეთ წასვლის სურვილი გააჩნია... თანაც, როგორც გავიგეთ, თქვენ მისი სკაიპი გაატეხინეთ და პირადი მიმოწერა წაიკითხეთ...

_ მასეთი რამ არ მომხდარა. სკაიპი ტყდება?!

_ თუ მოინდომებთ ყველაფერი ტყდება.

_ არ მცალია, ბოდიში, რა...

_ ძალიან გთხოვთ, რამდენიმე შეკითხვაზე გვიპასუხოთ. ის მაინც გვითხარით, კვაჭანტირაძის კუთვნილი პრემია სხვას რატომ გამოუწერეთ?

_ მე არ გამომიწერია. ცენტრიდან გაანაწილეს ასე.

_ თქვენ ხომ იცოდით, რომ პრემია იმ ადამიანმა მიიღო, რომელსაც სამსახურში არ უვლია და მის ნაცვლად მთელი თვე კვაჭანტირაძე მუშაობდა? რატომ არ ჩააყენეთ ზემდგომი საქმის კურსში?

_ მაგაზე მთელი ამბავი ავტეხე. ჩვენ რატომ არ გვეკითხებით, როცა პრემიებს წერთ-მეთქი. ეს ბევრ თანამშრომელს ეწყინა და სავსებით სამართლიანად.

_ თქვენი ძმა რომ თქვენს დაქვემდებარებულ უწყებაში დანიშნეთ... ამაზე რას გვეტყვით?

_ ის სტაჟიორად იყო და აუცილებლად უნდა დაგვენიშნა(?!). იცით, რა არ მცალია, ბოდიშს გიხდით, სტუმრები მყავს და ვეღარ დაგელაპარაკებით, _ გვითხრა ნოზაძემ და ტელეფონი გაგვეთიშა.

"გურია ნიუსმა" მომხდართან დაკავაშირებით, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ტყისა და ველური ბუნების მართვის დეპარტამენტს დაუკავშირდა. როგორც გვითხრეს, სააგენტო, კომენტარს მოგვიანებით, მას შემდეგ გააკეთებს, რაც საქმის დეტალებში გაერკვევა.




 ახალი ამბები
  • რომელი მოსწავლეები მონაწილეობენ გურიიდან “ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის“ ფინალში საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით და თაოსნობით სკოლის მოსწავლეებისთვის გამართულ კონკურსში “ინფორმატიკის ოლიმპიადა ყველასათვის“ (OLYINFO) ფინალში გურიის სამივე მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლის მოსწავლეები მოხვდნენ. “გურია ნიუსმა“  გაგაცნოთ ინფორმაცია, რომ ლიხაურის საჯარო სკოლიდან ოთხი მოსწავლე გადავიდა ფინალში. ახლა კი გაგაცნობთ ჩოხატაურის და ლანჩხუთის სკოლის მოსწავლეების სია, რომლებიც თბილისში გასამართ ფინალში მიიღებენ მონაწილეობას. თამთა ყაჭეიშვილი, დავით სიხარულიძე, ლაშა-გიორგი სიხარულიძე, იური ყაჭეიშვილი, საბა ჩანტლაძე  არიან  სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეები; ნიკოლოზ ცინცაძე,  ანა კალანდაძე-  სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ  იანეულის   საჯარო    სკოლის მოსწავლეები; ანტონ  სიხარულიძე    სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ  ბუკისციხის  საჯარო სკოლის მოსწავლე. ელენე გვარჯალაძე და მარიამ ცინცაძე არიან მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეები; ლია ბოლქვაძე, ლინდა ჭაღალიძე, ბარბარე მორჩილაძე, ანასტასია გოგელია -სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გია ტრაპაიძის სახელობის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლაში სწავლობენ. ამავე თემაზე: ... ...
  • “მორიგი სუპერამბავი" _ ვინ გახდნენ “გურული დღიურების“ სტიპენდიანტები“მორიგი სუპერამბავი“, - ასე ავრცელებს სოციალურ ქსელში “გურული დღიურების“ დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე ინფორმაციას ახალი სტიპენდიანტების შესახებ". “დღეს გურული დღიურების ფონდის სტიპენდიატი ეს უნიჭიერესი ტყუპი გახდა: დათა და რენე გაბრიჭიძეები. ისინი ყველაზე პატარა, პირველკლასელი წევრები არიან ჩვენი ფონდის კლუბში", _ წერს გიორგი ... ...
  • "ოცნების" მხარდამჭერებმა პარლამენტთან კარავი დადგესთბილისში პარლამენტის შენობის წინ კიდევ ერთი კარავი დაიდგა. ამჯერად კარავი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა მოძრაობამ „შევინარჩუნოთ სიცოცხლე“ დადგა და ასე მოუწოდა ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებების ... ...
  • ლევან დავითაშვილი: „სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას უწოდებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ თანამდებობის პირთა დეკლარაციების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს საკუთარ დეკლარაციაში არასრულად აქვს გასაჯაროებული მისი და ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა. „მინდა აღვნიშნო, რომ დეკლარაციის შევსების შემდგომ, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განხორციელდა ჩემი დეკლარაციის მონიტორინგი. მათ დეტალური კვლევა ჩაატარეს და მივიღე დადასტურებული პასუხი, რომ დეკლარაციის შევსების კუთხით შენიშვნა არ არსებობდა. აბსოლუტურად ცრუა ინფორმაცია, რომ ჩემი დეკლარაცია რამეს მალავს, ან უზუსტობაა. მხოლოდ ჩემი სიტყვები რომ არ იყოს მტკიცებულებად, გთხოვთ, თავად მიმართოთ საჯარო სამსახურის ბიუროს ობიექტური პასუხის მისაღებად“, _  ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად ... ...
  • “მაი ერთსქესიანთა ქორწინების აქციაა?!“ - რა შეუთვალა გურულმა მამაკაცმა სახალხო დამცველსდღეს ოზურგეთში სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ასევე დღეს დასრულდა 16-დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, წლევანდელი კამპანიის დევიზი იყო “არა სექსუალურ შევიწროებას“. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გურიაში თამარ ოგანოვამ კამპანიის ფარგლებში არაერთი მოქალაქის კითხვას გასცა პასუხი და ასევე დაარიგა სხვადასხვა საკითხებზე მომზადებული ბუკლეტები. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მოქალაქე კამპანიის არსს ვერ მიხვდა და გაღიზიანებულმა დატოვა შეხვედრის აქცია. “მაი ერთსქესიანთა ქორწინების აქციაა? თქვენი უფროსია (საუბარია სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე) მაგათი დამცველი. მაგას გადაეცით ხალხის უფლებები დაიცვას,“_ თქვა ... ...

არქივი

ზაფრანი

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...

იცით თუ არა, რომ...

ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს...

რა გავლენას ახდენს მოწევა ტვინზე

მოწევა არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ...

რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე

ვაშლი დაბერებას აფერხებს; ვაშლი უჯრედისით...

შეიძლება თუ არა სველი თმით დაძინება

სახლში სამსახურიდან დაქანცული ბრუნდებით, აბაზანას...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს