ნებაყოფლობითი ჩუქება თუ სახელმწიფო "რეკეტი"?

მთავარი თემა

ნებაყოფლობითი ჩუქება თუ სახელმწიფო "რეკეტი"?

22 აპრ. 2013, 12:11:35

როგორც აღმოჩნდა, 2004 - 2005 წლებში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების ღირებულებამ 4 449 292 ლარი და 218 500 აშშ დოლარი შეადგინა, 2006 წელს ნაჩუქარი ქონების ღირებულებამ ჯამში 9 990 898 ლარი, 5 616 800 აშშ დოლარი და 10 100 ევრო შეადგინა, 2007 წელს კი ნაჩუქარი ქონების ღირებულებამ 123 396 887 ლარსა და 167 780 აშშ დოლარს გადააჭარბა. სახელმწიფოს ამ პერიოდში ჩუქნიდნენ როგორც მოძრავ ასევე უძრავ ქონებასა და სამეწარმეო წილებს. 2004 - 2007 წლებში სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი ქონების საერთო ღირებულებამ შეადგინა 137 837 077 ლარი, 6 003 080 აშშ დოლარი და 10 100 ევრო.

ინფორმაციის დამუშავების პროცესში რამდენიმე საეჭვო შემთხვევაც გამოვლინდა. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოსთვის ძვირადღირებული ქონების ჩუქების ან სიმბოლურ თანხად 1 ლარად მიყიდვის "სურვილი" სახელმწიფო კომპანიებს, მუნიციპალიტეტებს თვითმმართველ ქალაქების გარდა, მრავალ კერძო კომპანიას და ფიზიკურ პირსაც უჩნდებოდა.

2004 - 2005 წლები

ამ პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ფიზიკურმა პირმა კურორტ საირმეში 220 000 ლარად შეფასებული 3 694 კვ.მ. ფართი უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.  სხვა ფიზიკურმა პირმა კი გარდაბანში 1.5 ჰა მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულებაც იმ დროისთვის 140 000 ლარს შეადგენდა, უსასყიდლოდ სახელმწიფოს სახელზე აღრიცხა. შპს კორპორაცია "ივერია პლიუსმა" 2 000 000 ლარის ღირებულების თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე 8 496 კვ.მ.  არასაცხოვრებელი ფართი შესწირა სახელმწიფოს. შპს "სნაიპერმა" 182 500 აშშ დოლარის ღირებულების 500 ცალი პისტოლეტი „იერიხო” აჩუქა სახელმწიფოს. შპს „ოლიმპმა” სახელმწიფოს 217 000 ლარად შეფასებული 8 მიწის ნაკვეთი, მათზე მდგარი შენობა-ნაგებობებით უსასყიდლოდ გადასცა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები და მათზე აღმართული შენობა ნაგებობების მისამართად დოკუმენტებში მითითებულია დ. აღმაშენებლის გამზ. #73 (ვარდების ბაღის ტერიტორია).

დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა, როდესაც ცალკეული ფიზიკური თუ იურიდიული  პირები სხვა და სხვა სახის ავტომანქანებს უსასყიდლოდ გადასცემდნენ სახელმწიფოს (მაგ. ერთ ერთმა ფიზიკურმა პირმა სახელმწიფოს 81 000 ლარის ღირებულების BMW მარკის ავტომობილი აჩუქა).

2006 წელი

კომპანია "მათე მოტორსმა" 66 497 ლარის ღირებულების „ტოიტა პრადო” გადასცა სახელმწიფოს. საქველმოქმედო ფონდმა ცისკარი 300 000 ლარზე მეტი ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა, ხოლო შპს „Melvale Corporatin”-მა 216 960 ლარის ღირებულების დამცავი ფარები აჩუქა სახელმწიფოს.  საქართველოს სპორტულმა საზოგადოება მართვემ კი 800 000 აშშ დოლარად შეფასებული ქ. თბილისში ც. დადიანის # 134-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (16 994 კვ.მ) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. ამავე პერიოდში შპს „გოგირდის აბანომ“  650 000 აშშ დოლარად შეფასებული შენობა ნაგებობები გადასცა სახელმწიფოს. 2006 წელს ერთ ერთ ყველზე მაღალი ღირებულების უძრავი ქონება - 1 227 554 ლარად შეფასებული თბილისში დადიანის ქუჩა #28-ში მდებარე შენობა საერთო ფართით 412 კვ.მ და მისი მიწის ნაკვეთი ფართით 566 კვ.მ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ" უსასყიდლოდ გადასაცა სახელმწიფოს.

2006 წელს სახელმწიფოსთვის ნაჩუქარ ქონებაში ფიგურირებს რიყის ტერიტორიაზე უძრავი ქონების ჩუქების ფაქტებიც. ამ ტერიტორიაზე უძრავ ქონებას სახელმწიფოს როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირებიც ჩუქნიდნენ.

შვიდმა ფიზიკურმა პირმა თბილისში რიყის ტერიტორიაზე მდებარე, 2 000 000 აშშ დოლარის ღირებულების ფართი უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. შპს „ნატვრის ხემ” კი ამავე ტერიტორიაზე 650 000 აშშ დოლარად შეფასებული უძრავი ქონება აჩუქა სახელმწიფოს.

2007 წელი

2007 წელს რამდენიმე თვალსჩინო ჩუქება განხორციელდა. შპს „ჯორჯიან ეარვეისმა” 3 182 924 ლარის ღირებულების TOYOTA PRADO, TOYOTA CAMRY და TOYOTA HILUX-ის მარკის ავტომობილები (ჯამში 75 ერთეული) აჩუქა სახელმწიფოს. ამავე წელს კავშირმა თანადგომა XXI საუკუნემ 18 351 165 ლარის სამედიცინო მოწყობილობა უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.

2007 წელს გამოვლინდა ყველაზე მეტი შემთხვევა, როდესაც ფიზიკური პირები უსასყიდლოდ გადასცემდნენ სახელმწიფოს ქალაქის ცენტრში მდებარე უძრავ ქონებას. ჯამში ფიზიკური პირების მიერ სახელმწიფოსთვის გადაცემული უძრავი ქონება რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს .

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აგრძელებს სახელმწიფოსთვის კერძო პირების მიერ ნაჩუქარი ქონების შესწავლას. აქვე ჩვენი ორგანიზაცია მადლობას უხდინს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოთხოვნილი ინფორმაციის სრულყოფილად მოწოდებისთვის.

გამოვლენილი შემთხვევები ბადებს მნიშვნელოვან ეჭვებს, რომ ქონების სახელმწიფოსთვის მასიური გადაცემა ყველა შემთხვევაში არ ატარებდა ნებაყოფლობით ხასიათს და არ ასახავდა ქონების მესაკუთრის ნებას. შესაბამისად ჩვენი ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა დაზარალებულ პირს მიმართოს ჩვენს სამართლებრივი დახმარების ცენტრს და გაიაროს შესაბამისი კონსულტაციები.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" გამოითხოვა ინფორმაცია, რომელიც მოიცავს პერიოდს 2004-2013 წლის მარტამდე. ამ დროისთვის ორგანიზაციის თანამშრომლები ამუშავებენ მიღებული ინფორმაციის მეორე ნაწილს და უახლოეს მომავალში გამოქვეყნებენ შესაბამის შედეგებს.




 ახალი ამბები
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  28-30 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსის ფარგლებში იქნება. 1 ოქტომბერს გაწვიმდება, ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი ... ...
  • პენიტენციური სამსახური: ადვოკატი კობაიძე პოლიტიკური ხასიათის წინასაარჩევნო ინსცენირებებშია ჩართული (R)სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მიმართა საჩივრით, რომლითაც ის ითხოვს ეთიკის კომისიამ შეაფასოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ქმედებებთან დაკავშირებით. კერძოდ, მიმდინარე წლის 25 სექტემბერს რამდენიმე ტელეარხის მიერ გავრცელდა ინფორმაცია ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის საპროტესტო აქციის შესახებ. ადვოკატი მტკიცებით ფორმაში საუბრობდა მსჯავრდებულთა მიმართ გაუპატიურებით დამუქრებაზე N8 დაწესებულების დირექტორის მხრიდან. პენიტენციური სამსახურის მიერ ადვოკატთა ასოციაციისათვის გაგზავნილ საჩივარში აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ცილისწამება, ადვოკატი კობაიძე ორჯერ იქნა მიწვეული ფაქტების ან ინფორმაციის წარსადგენად მის მიერ გაჟღერებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, რაზეც მან უარი განაცხადა. პენიტენციური სამსახური გამოთქვამს მზაობას, ადვოკატთა ასოციაციის დაინტერესების შემთხვევაში, სრულად ითანამშრომლოს მასთან და მიაწოდოს სრულფასოვანი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკური ხასიათის წინასაარჩევნო ინსცენირებებთან, რომელშიც ადვოკატი კობაიძე არის ჩართული. ასევე საჩივარში აღნიშნულია, რომ საეჭვოდ და პრობლემატურად გამოიყურება ამ ქმედებებში ალექსანდრე კობაიძის დიდი მონდომება პენიტენციური დაწესებულების დისკრედიტაციისთვის. ალექსანდრე კობაიძე არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი და აქვს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გაცხადებული გეგმა. როგორც ჩანს, ამ მიზნით ალექსანდრე კობაიძე არ ერიდება არც ტყუილს და არც პატიმრებისა და საპატიმროების თემით არაკეთილსინდისიერ მანიპულირებას. სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიჩნევს, რომ ადვოკატის მოცემული ქმედებები ნამდვილად არ შეუწყობს ხელს საზოგადოებაში ადვოკატის პროფესიის რეპუტაციისა და ადვოკატთა კორპუსის ავტორიტეტის ზრდას. ამიტომაც, თავად ადვოკატთა ასოციაციის ინტერესშია, რომ შეფასდეს და შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს ადვოკატ კობაიძის ზემოთ აღწერილ ქმედებებს. ... ...
  • ირანის მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 2 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული შ.ლ. - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, ხოლო 1984 წელს დაბადებული ვ. შ. ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაულები 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ლ.-მ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს -1987 წელს დაბადებულ ვ.რ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ორი მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამართალდამცველებმა შ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. იგი დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ამავე ინციდენტის დროს, შ.ლ.-ს თანმხლებმა - ვ.შ.-მ ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა ვ.რ.-ს თანმხლებ ირანის მოქალაქეს. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების და ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 126-ე მუხლებით ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთვევხევა მოხდა ფოთში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსისს" ჟურნალისტი იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწწარი ინფორმაციით, დაშავებულებია ოთხი მგზავრი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ... ...
  • “მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი“83 წლის ლამარა წიქარიძე აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზური წიქარაძის დედაა.  “მე ვარ 83 წლის. ვმუშაობ შეძლებისდაგვარად ჩაის პლანტაციებში. ჯანმრთელად ვარ და არანაირ ავადმყოფობას არ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ვიცოცხლო და ვიცხოვრო ჩემი შვილიშვილების ხათრით“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლამარა წიქარაძე. ლამარა წიქარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ის მეუღლესთან სოსო წიქარიძესთან ერთად იმყოფებოდა სოხუმში. ლამარა წიქარაძე: გურიაში ვაპირებდით ჩამოსვლას, რადგან ზურის შვებულება ეწყებოდა. შვებულების ფურცელზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი იმ სამსახურის უფროსს, სადაც ზური მუშაობდა და ამიტომ გაგვიგრძელდა ყოფნა სოხუმში. აფხაზეთის ომში ჩემი შვილი ზური წიქარიძე გმირულად გარდაიცვალა. ის სოხუმში თან სწავლობდა და თან მუშაობდა. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც ომი დაიწყო. ჩემი შვილი შინაგან ჯარში მუშაობდა და ომის დროს ქალაქიდან არ უნდა გასულიყო, მაგრამ... მას სთხოვეს დახმარება და წაიყვანეს სოფელ შრომაში. სოფელზე, სადაც ისინი წავიდნენ, მოხდა თავდასხმა, მოულოდნელი თავდასხმა იყო. მან გადაწყვიტა თავის მეგობართან ერთად ახალგაზრდები (ჯარში 25 ახალგაწვეულის სიცოცხლე იხსნა ზურიმ და მისმა მეგობრებმა) გამოეყვანა სამშვიდობოს. მოახერხეს კიდეც, იბრძოდა მანამ, სანამ ტყვიები, არ დაუმთავრდათ. ამის შემდეგ კი დაიჭერეს რუსმა სამხედროებმა და ცოცხლად დაწვეს. ჩემმა მეუღლემ კი დაიწყო გარდაცვლილი შვილის ძებნა, უიარაღოდ იყო და ისე ეძებდა. მან იპოვა ზურის დამწვარი სხეული და განადგურებულებმა ჩამოვასვენეთ ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში. მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი. ერთ ამბავს კიდევ გავიხსენებ... ბოლოს, ძებნა რომ გაგვიჭირდა ჩემი შვილის, ბატონ ჟიული შარტავასთავან მივედი განცხადებით. მან კი მითხრა, არ მინდა განცხადება, ქალბატონო, თქვენ სახეზეც ვკითხულობ, როგორ იწვით ახლაო. ისე გააკეთა, რომ კიდევ ორი დღე მოგვცა შვილის ძებნის უფლება. არ გვქონდა უკვე ქართველებს ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. ამის შემდეგ სასწაული მოხდა და ვნახეთ ჩემი შვილი. ლამარა წიქარიძე ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ის მშვიდობიანი გზით დაკარგულ ტერიტორიებს არ გადმოგვცემს. “ომით დაკარგულ ტერიტორიას ომით დაბრუნება უნდა, სხვანაირად დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. მე, არ მჯერა რუსეთის კეთილსინდისიერების. აფხაზეთში იბრძოდნენ რუსები და ისინი აპირისპირებდნენ ქართველებს და აფხაზებს. თქვენ გგონიათ აფხაზები იბრძოდნენ თავიანთი ძმების წინააღმდეგ? ჩვენი ტანკები დაჩახჩახებდნენ, დანგრეულები. რუსების ტანკები კი დასრიალებდნენ, ანგრევდნენ შენობებს, გადამცემ ხაზებს, ელექტრო ბოძებს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რადგან ვიდრე ჩემი გარდაცვლილი შვილი არ ვნახე, მანამ არ დამიტოვებია სოხუმი.“ ზურის დაღუპვის შემდეგ, რამდენი თვეში სოფელ ნაგომარში მამამისი, სოსო წიქარიძე გარდაიცვალა. “10 წლის განმავლობაში სახლიდან არ გადავდიოდი. მაგრამ შემდეგ დავარწმუნე თავი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. შვილებს და შვილიშვილებს დახმარება უნდოდათ. ახლა კი მყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. მინდა, რომ ეს თაობა მოესწროს საქართველოს მთლიანობას და მშვიდობიან ქვეყანაში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls