ზაქარია ქუცნაშვილი: "საბჭოთა ანაბრების დაბრუნებაზე პასუხისმგებელი "ნაციონალური მოძრაობა" იყო"

მთავარი თემა

ზაქარია ქუცნაშვილი: "საბჭოთა ანაბრების დაბრუნებაზე პასუხისმგებელი "ნაციონალური მოძრაობა" იყო"

2013 აპრ 23 13:05:10

ფაქტია, რომ ამ ეტაპამდე, რეალურად არაფერი გაკეთებულა და არც იმის გათვლა მომხდარა, რა არის გასაკეთებელი. იმ პერიოდიდან დიდი დრო გავიდა. წინა ხელისუფლებამ ახლოსაც არ გაიკარა ეს საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის და "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი დაპირება სწორედ ის იყო, რომ ამ ვალებს გაისტუმრებდნენ. მაგრამ, არაფერი გაუკეთებიათ. ფაქტია, რომ მათ  ეს არ შეასრულეს.

როგორც ექსპერტები ამბობენ, საბჭოთა ანაბრების საკითხი, სრულყოფილი კომპენსაციით, არცერთ პოსტაბჭოთა ქვეყანაში არ არის გადაწყვეტილი. მაგრამ გარკვეული კომპენსაცია რომ მოხდეს, ამ თვალსაზრისით, ბევრმა პოსტსაბჭოურმა ქვეყანამ შეიძინა გამოცდილება, მათ შორის საქართველოშიც იყო დაგეგმილი ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში გარკვეული კომპენსაციის გაცემა. შეიძლება ეს არ იყო საკმარისი, მაგრამ ამაზე ფიქრობდნენ და დაგეგმილი იყო, რომ დროთა განმავლობაში მომხდარიყო ამ ვალის გასტუმრება. ნაწილობრივ გასტუმრებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, რადგან მთლიანობაში ძალიან რთულია ამის გაკეთება, თუნდაც ახალი მთავრობის პირობებში. თუმცა, ექსპერტები დასძენენ, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა პასუხისმგებლიანი ხელისუფლების საქმეა.

აპირებს თუ არა ახალი მოწვევის პარლამენტი ამ საკითხზე მსჯელობას და რა გეგმები ახალ ხელისუფლებას, "გურია ნიუსმა" ამასთან დაკავშირებით კომენტარი ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ზაქარია ქუცნაშვილს სთხოვა.

ზაქარია ქუცნაშვილი: საბჭოთა ანაბრების თემა საკმაოდ მტკივნეულია და ეხება ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ავბედითი 90-იანი წლებს,  როდესაც ფულის დევალვაციის შედეგად მოხდა უამრავი ქართული ოჯახის საარსებო წყაროს გარეშე დატოვება.

ეს ძალიან აქტუალური თემაა, თუმცა მინდა მოგახსენოთ, რომ  "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნო პროგრამაში არ შეგვიტანია. ჩვენ "ნაციონალურ მოძრაობას" ვთხოვდით, მათ გაეცათ პასუხი, 9 წლიანი მმართველობის განმავლობაში, როდესაც მათ სახელმძღვანელო პრინციპად აიყვანეს ანაბრების დაბრუნება, რატომ არ შეასრულეს ეს დანაპირები, ისევე როგორც სხვა უამრავი?

იმსჯელებს თუ არა ამ საკითხზე ახალი მოწვევის პარლამენტი, ამაზე არ შემიძლია კონკრეტული პასუხის გაცემა, მაგრამ ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში, ამ საკითხის განხილვა არ დადგება დღის წესრიგში.

_ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი "გურია ნიუსთან" აცხადებს, რომ: "ნაციონალური მოძრაობის" მიერ განიავებული ქონებით თავისუფლად შეიძლებოდა მეანაბრეების ნაწილობრივ დაკმაყოფილება..." თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ მაშინ, უამრავი ინსტრუმენტი არსებობდა სახელმწიფოს მიერ აღიარებული საშინაო ვალის გასტუმრების, ეს იყო საპრივატიზაციო ქონება, ფასიანი ქაღალდები, ობლიგაციები, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ახლა, ამ საკითხის განხილვისას, ძალიან მნიშვნელოვანია სისტემური დამოკიდებულება.

ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ვალდებულება ვერ ავიღეთ იმიტომ, რადგან კარგად ვათვითცნობიერებდით, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დროს დაგვხვდებოდა ახალ ქონებაწართმეულთა დიდი მასა.  საბჭოთა ანაბრების თემის წინ წამოწევას მოვერიდეთ, რადგან მიგვაჩნდა, რომ საბჭოთა ანაბრების დაბრუნებაზე პასუხისმგებელი უნდა ყოფილიყო "ნაციონალური მოძრაობა", ჩვენ კი პირველ რიგში იმ ქონების დაბრუნებაზე უნდა აგვეღო პასუხისმგებლობა, რომელიც სააკაშვილის და "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს წაართვეს ხალხს.

პოლიტიკოსი იმიტომ ხარ პოლიტიკოსი, რომ სიტყვის ფასი იცოდე. ამიტომ, მე მირჩევნია მოკრძალებული პოზიცია დავიჭირო, ვიდრე ვინმეს ოქროს კოშკების აგებას დავპირდე.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...
  • რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით 11-დან 6 მარშრუტზე მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა და 1,8 ლარი გახდა. რაც შეეხება დანარჩენ 5 მარშრუტს, ფასი ჯერჯერობით, უცვლელია. ახალი ტარიფის გადახდა მგზავრებს დღეიდან მეტროს სადგურ „დიდუბის“, რკინიგზის სადგურის, მეტროს სადგურ „ვარკეთილისა“ და სპორტის სასახლის მიმართულებით მგზავრობისას უწევთ. მგზავრობის ღირებულება 1.50 ლარი რჩება რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, მოსკოვის გამზირი; რუსთავი, ძველი ბაზარი - თბილისი, ისთ ფოინთი; რუსთავი, შარტავას გამზირი - თბილისი, ლილო; რუსთავი, მეტალურგიული ქარხანა - თბილისი, გლდანი; რუსთავი, მე-19 მიკრო რაიონი - თბილისი, უნივერსიტეტის მაღლივი ... ...
  • პატრიარქი: ადამიანის სულში ცვლილებებია და საჭიროა ყურადღება, რომ მიწიერმა არ გაიტაცოსსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ადამიანმა სრულყოფილებასა და სულიერებაზე იზრუნოს. „ერთ მდგომარეობაში არაფერი ჩერდება, ყველაფერი მოძრაობს, იცვლება. ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენ ვიცვლებით მასთან ერთადო. დღეს, როცა ასეთი ცვლილებებია ადამიანის სულში, ბუნებაში, გონებაში, საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი. ადამიანი ან მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, ან დაბლა ჩადის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ავიდეთ მაღლა და შევხვდეთ უფალს“,  - აღნიშნა პატრიარქმა. 19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება. სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე ... ...
  • ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ის მყიდველი არ გამოჩენილა - სალიაამ ეტაპზე რუსთავი 2-ის მყიდველი არ გამოჩენილა - ამის შესახებ განცხადება, არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ქრონიკასთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, თუ მყიდველი დღესაც არ გამოჩნდა, კონკრეტულ გეგმებს საზოგადოებას დღეს გააცნობს.  "ამ ეტაპზე მყიდველი არ გამოჩენილა. ჩვენი პირობა იყო რომ საჯაროდ გამოჩენილიყო აღნიშნულის თაობაზე. თუ არ გამოჩნდება მსურველი მაშინ გეგმების შესახებ დღესვე გავაცნობთ. საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ასეთი რამ არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რაც კომპანიის ვალების გასტუმრებაში შეუწყობს ხელს",- განაცხადა ... ...
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...