სუფსაში, ტერმინალის შემდეგ, ცემენტის ქარხანა აშენდება

მთავარი თემა

სუფსაში, ტერმინალის შემდეგ, ცემენტის ქარხანა აშენდება

12 აპრ. 2011, 08:11:25

საზეიმო ცერემონიალში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საქართველოში გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი, "ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის" დირექტორთა საბჭოს წევრი, კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი, გურიის გუბერნატორი და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, აქ ცემენტის ქარხანა უნდა აშენდეს, რასაც მოსახლეობა აპროტესტებს. როგორც ისინი ამბობენ, აღნიშნულმა კომპანიამ იქ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი შეისყიდა: _ ჩვენი ეჭვი გამართლდა და ცემენტის საწყობის მაგივრად, აქ ცემენტის ქარხანა კეთდება. მთლად გადათხარეს ყველაფერი, რკინიგზასაც გამოუთხარეს ძირი. თავიდან ამბობდნენ, რკინა-ბეტონის ქარხანა აშენდებაო, ახლა კი ცემენტის ქარხანაო. სუფსის ნავთობტერმინალსაც ასე გვამადლიდნენ, მაგრამ რა ხეირი ვნახეთ სუფსის მცხოვრებლებმა იქედან? ახლა ამ მტვერში ამოგვხდიან სულს. აქ ცხოვრება უკვე შეუძლებელი გახდა.

_ მე აქვე ვცხოვრობ და ჩემთვის არავის უკითხავს არაფერი. როცა მანქანები იცლება, საშინელი მდგომარეობაა, მუშები, რომლებიც ცლიან ვაგონს, როგორც ვიცი, უმძიმეს მდგომარეობაში არიან. 9 ლარად 4 ადამიანს აცლევინებენ მანქანას. ისე აყვავდა მაგათი საქმე, სუფსა რომ აყვავდა! გვახრჩობენ მტვერში, ისედაც მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში ვგმინავთ, რით მოგვისპონ სიცოცხლე, იმას ფიქრობენ, ხალხზე ვინ ფიქრობს?!

გუბერნატორმა თქვა ერთხელ თავის გამოსვლაში, სუფსა-ლანჩხუთის განვითარების პერსპექტივა დიდიაო. სუფსა იძირება, მშივრებიც ვართ, ჩვენი გადაუჭრელი პრობლემა ყანაა, რომელსაც არ გვიღობავენ, გაპარტახებულ საყანე ფართობში შეჰყავთ გზა. რომელ ცემენტის ქარხანაზეა საუბარი? გზა გაგვიფუჭეს და ხრეშიც კი არ დაგვიყარეს. რომ გაწვიმდება, "ბოტები"უნდა გეცვას. ადგილობრივები დასაქმდნენო, რომ ამბობენ, ჩვენი კუთხიდან მხოლოდ ორი ადამიანი დაასაქმეს _ დარაჯი და ელექტრიკოსი.

ხალხი დაშინებულია, ეშინიათ, ერთად რომ დავმდგარიყავით, ამდენს ვერ გაბედავდნენ, _ ამბობენ სუფსაში.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მაჟორიტარი დეპუტატი ნუგზარ ხავთასი "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ მან თავისი უარყოფითი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით საწყის ეტაპზეც დააფიქსირა:

_ მე თავის დროზეც დავაფიქსირე, რომ აქ არ უნდა აშენებულიყო ქარხანა. ახლა გაიხსნა ტერმინალი და ამას მივესალმები. მომავალში რა გეგმებია, არ ვიცი, ცივილიზაციას ვინ შეაჩერებს? თუმცა, მოსახლეობისგან მოშორებით რომ ყოფილიყო, კარგი იქნებოდა. 14 ადგილობრივი ადამიანია დასაქმებული, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ხელფასით უკმაყოფილონი არიან. რა თქმა უნდა, ცემენტსა და მტვერში მომუშავეები, ცუდ დღეში იქნებიან. სარგებელი აქედან ის გვექნება, რომ ადგილობრივებს სამუშაოს მისცემენ და რაღაც ქველმოქმედებას მოვთხოვთ, _ ამბობს მაჟორიტარი.

აგრონომი მარინე სუნგულია "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ "ცემენტის მტვერი კანცეროგენური თვისებების მატარებელია და ორმაგ საშიშროებას წარმოადგენს ისეთი დასახლებებისთვის, სადაც სასოფლო-სამეურნეო კულტურები მოჰყავთ. ეს საშიშროება იქნება არა მხოლოდ სუფსისთვის, არამედ იმ მოსახლეობისთვისაც, რომლებიც აქ მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო კულტურებით ისარგებლებენ. განსაკუთრებით საშიშია ცემენტის ქარხნები, რადგან ქარხნის კვამლი ქარს გაცილებით დიდ ტერიტორიაზე შეუძლია გაავრცელოს."

"ჰაიდელბერგცემენტის" პრესშეფმა ნინო სუბელიანმა ჩვენს მიერ დასმული შეკითხვებიდან მხოლოდ ორ შეკითხვას უპასუხა:

_ რამდენი ადგილობრივი კადრია დასაქმებული ტერმინალზე?

_ 12 ადგილობრივია დასაქმებული.

_ როგორც ამბობენ, ტერმინალის შემდეგ, სუფსაში ცემენტის ქარხანა შენდება. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს?

_ შემდეგი წლისთვის დაგეგმილია ცემენტის ქარხნის (წისქვილის) მშენებლობა.

რაც შეეხება მთავარ შეკითხვას, აქვთ თუ არა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში შესაბამისი სამსახურებიდან, სუბელიანმა იგი უპასუხოდ დატოვა.

არასამთავრობო ორგანიზაციის "მწვანე ალტერნატივა" წარმომადგენლის თქმით, სანამ არ ექნებათ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, კომენტარს ვერ გააკეთებენ.




 ახალი ამბები
  • ცვლილება "აწარმოე საქართველოში"- რის გამო აღარ მოუწევთ ფერმერებს დედაქალაქში ჩასვლა„აწარმოე საქართველო“ ისევე როგორც სოფლის მეურნეობის პროგრამები უახლოეს ერთ თვეში იუსტიციის სამინისტროს არხებით პირდაპირ მივლენ მოსახლეობასთან. ამის შესახებ პრემიერმა განაცხადა. გახარიას განცხადებით, ფერმერებსა და მეწარმეებს"აწარმოე საქართველოს" პროგრამის დეტალებში გარკვევა რაიონულ ცენტრებში შეეძლებათ იუსტიციის სამინიტროს ადგილობრივ სივრცეში და დედაქალაქში ჩასვლა აღარ ... ...
  • მიკროგრანტების და მცირე მეწარმეების დახმარების პროგრამების ბიუჯეტი იზრდებასაქართველოს პრემიერის განცხადებით, ცვლილებები შედის პროექტ „აწარმოე საქართველოში“. „ამ ცვლილებებს აქვს ბევრი სხვადასხვა მიმართულება. მაგრამ მე გამოვყფ ერთს. მიკროგრანტების და მცირე მეწარმეების დახმარების პროგრამები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ძალზე ეფექტურად მუშაობდა, პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 40 მილიონ ლარამდე. გარდა ამისა, მინიმალური საგრანტო თანხა გაიზარდა 20-იდან 30 მილიონ ლარამდე. ეს არის პირდაპირი დახმარება იმ მოქალაქეების, რომლებიც ამ გაურკვევლობის მიუხედავად მზად არიან დაიწყონ ბიზნესი, აიღონ გარკვეული რისკი საკუთარ თავზე და წარმატების შემთხვევაში უკვე დაასაქმონ სხვა ადამიანები“,_ განაცხადა ... ...
  • კორონავირუსი საქართველოში _ StopCov.ge-მ ინფორმაცია განაახლაStopCov.ge-ზე kovid 19-დაკავშირებული ინფორმაცია განახლდა. როგორც მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილ ვებგვერდზეა აღნიშნული, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსი 801 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 644 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2424 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი _ 304. შეგახსენებთ, რომ ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...
  • რით დაუდგება სახელმწიფო გვერდში ბიზნესკომპანიებსსაქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მომავალში ნაბიჯები უნდა იყოს ფრთხილი და გონივრული ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად. გახარიას განცხადებით, კრიზისიდან გამომდინარე ადამიანებს უჭირთ. ეს არის გლობალური კრიზისი და შეუძლებელია ცალკე ერთი სახელმწიფო გაუმკლავდეს ამ გამოწვევას. გახარიამ აღნიშნა, რომ კრიზისთან გასამკლავებლად სახელმწიფო მოკლევადიან და გრძელვადიან გეგმებზე მუშაობს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საკრედიტო- საგარანტიო სქემა შეიცვლება. „სახელმწიფო გვერდში დაუდგება იმ კომპანიებს, რომლებიც ახალ პროექტებს იწყებენ გვერდში დაუდგება საბანკო სესხით, 90 %-ის გარანტიით, ხოლო იმ კომპანიებს რომლებსაც სესხი უკვე აქვთ აღებული მათ სახელმწიფო გვერდში დაუდგება 30%-ის გარანტიით. ეს არის ამ კომპანიების მდგრადობის და ეფექტურობის დატოვების გარანტია“,_ განაცხადა პრემიერმა. ... ...
  • ამირან გამყრელიძე: შემოდგომისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთჩვენ დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან შემოდგომისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთ“, _ ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. გამყრელიძის თქმით, ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან 24 დადებითი შემთხვევაა დადგენილი, დაახლოებით 150-ზე მეტი კონტაქტია გამოკვლეული და კვლევა კიდევ გრძელდება. „მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებში პატარა პიკური ნახტომები იყო - 26, 11, ეს არავითარი პანიკის საფუძველი არ არის, რადგან ეს დაკავშირებული იყო სწორედ იმ ცხელი წერტილების გამოკვლევასთან, როგორიც სოფელი მუშევანია, იქ 19 შემთხვევაა იდენტიფიცირებული. ასევე, უკავშირდება საბურთალოს კლასტერს, მაგრამ, მიუხედავად იმისა, დღეში ოთხი, სამი თუ ათი შემთხვევა იქნება, ჩვენ დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან შემოდგომისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსი 800 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 640 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?