5 მილიონი ლარი ძველი პარლამენტის შენობის რემონტისთვის

მთავარი თემა

5 მილიონი ლარი ძველი პარლამენტის შენობის რემონტისთვის

2013 აპრ 26 17:03:29
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2013 წლის 5 აპრილს საქართველოს პარლამენტმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი პარლამენტის ყოფილი შენობის მოწყობის სამუშაოებზე. 25 აპრილს კი უკვე დაიწყო სატენდერო წინადადებების მიღება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შენობა რემონტდება იქ პარლამენტის განთავსების მიზნით.

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს თბილისში, რუსთაველის გამზირის №8-ში მდებარე პარლამენტის სასახლის „B“ კორპუსში ყოფილ პლენარულ სხდომათა დარბაზსა და მიმდებარე სივრცეში პარლამენტის 150 წევრისთვის პლენარულ სხდომათა დარბაზის, „A“ კორპუსში ყოფილი კინოდარბაზისა და მიმდებარე სივრცეში საკომიტეტო მოსმენათა დარბაზის (120 სამუშაო ადგილით), „ჩ“ კორპუსში ყოფილი საკომიტეტო მოსმენათა დარბაზების (I რესპუბლიკისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზები) (80−80 სამუშაო ადგილით) მოწყობის სამუშაოები (შენობის მოწყობის სამუშაოები, ავეჯი, განათების, საკონფერენციო და კენჭისყრის, გახმოვანებისა და სინქრონული თარგმნის, სტენოგრაფირების, ვიდეოჩაწერის, ვიდეოკონფერენციის, საპროექციო და ვიზუალიზაციის სისტემები). შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 5 მილიონი ლარი.

აღნიშნულ ტენდერთან მიმართებით აღსანიშნავია ერთი გარემოება. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის 481 მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი. ხოლო, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს. შესაბამისად, პარლამენტი ვალდებულია საკუთარი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებები განახორციელოს ქალაქ ქუთაისში.

2012 წლის დეკემბერში პარლამენტის წევრთა მიერ მოხდა საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება, რომელიც ითვალისწინებს კონსტიტუციითან 481 მუხლის ამოღებას, რითიც მოიხსნება პარლამენტის საქმიანობის ქუთაისში განხორციელების ვალდებულება. თუმცა აღნიშნული ცვლილება პარლამენტს ჯერ არ მიუღია და როგორც 20 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, საგაზაფხულო სესიის ბოლომდე არც მოხდება მისი კენჭისყრაზე გატანა. იმის გამო, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისშია, დასაფიქრებელია, რამდენად კანონიერი და მიზანშეწონილია სხვა ქალაქში პარლამენტის შენობის გარემონტებისთვის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა.

ასევე საინტერესოა, როგორ მოხდება გაწეული ხარჯების გამართლება იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტის მიერ აღნიშნული ცვლილებები არ იქნება მიღებული. ცნობისათვის, დაგეგმილია სწორედ პლენარული და საკომიტეტო დარბაზების გარემონტება, რომელთა გამოყენებაც სხვა მიზნით ალბათ ვერც მოხერხდება. საკონსტიტუციო ცვლილების არ მიღება კი საკმაოდ რეალური სცენარია, რადგანაც როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობას არ გააჩნია საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც 21 მარტს გამართულმა სარეიტინგო კენჭისყრამაც დაადასტურა. საკონსტიტუციო ცვლილების დამტკიცებისთვის საჭიროა 100 ხმა, მმართველ გუნდს კი ამ ეტაპზე მხოლოდ 93 ხმა აქვს (აღნიშნულში მოიაზრება ”უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების” ფრაქციაც). 27 აპრილის შუალედურმა არჩევნებმა უმრავლესობას შეიძლება შემატოს დამატებით 3 ხმაც, თუმცა ვერც ამ უკანასკნელით მოახდენს ის საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას. საპარლამენტო ოპოზიციამ კი არაერთხელ დააფიქსირა, რომ ისინი ამ ცვლილებას მხარს არ დაუჭერენ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” თვლის, რომ ერთის მხრივ ქუთაისში პარლამენტის გადატანით და მეორეს მხრივ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების დედაქალაქში არსებობამ, საქართველოს პარლამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში დაინტერესებული ორგანიზაციებისა თუ ჯგუფების ჩართულობას გარკვეულწილად აფერხებს. თუმცა ვფიქრობთ, რომ კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილების შეტანამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარის დანახარჯის გაწევა პარლამენტის თბილისში გადატანასთან დაკავშირებით, ნაადრევი გადაწყვეტილებაა და არ მოდის შესაბამისობაში კანონთან.




 ახალი ამბები
  • "ვამხილოთ გურიის ფეოდალი მაჟორიტარები"-რას გეგმავს "სამოქალაქო მოძრაობა"15 დეკემბერს, "სამოქალაქო მოძრაობა" კამპანიის  "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების" ფარგლებში, გურიის მაჟორიტარებს არჩილ თალაკვაძესა და ნინო წილოსანს ამხელს. ალეკო ელისაშვილი მოსახლეობას დეპუტატების საქმიანობის კორუფციულ სქემებს გააცნობს და პროპორციული სისტემის უპირატესობებზე ისაუბრებს. როგორც „გურია ნიუსს“  „სამოქალაქო მოძრაობის“ პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული კამპანია ჩოხატაურის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიზე 12 საათზე  დაიწყება. კამპანიის ფარგლებში მოძრაობამ რამდენიმე რეგიონი უკვე ... ...
  • „საკვანძო საკითხია ტოლერანტობა და მრავალფეროვნება“: შეხვედრა ანასეულის ხანდაზმულთა სახლშიდღეს, ანასეულის ხანდაზმულთა სახლში, ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივით, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების დღე აღნიშნეს. ახალგაზრდების ინიციატივა იყო, რომ ანასეულის ხანდაზმულთა სახლში აღნიშნულიყო ეს დღე, რადგან  მათივე თქმით,  ეს ერთგვარი სიმბოლური კავშირია, აქ  მცხოვრებ  სხვადასხვა  ეთნოსის წარმომადგენლებს შორის. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ბავშვებმა გადაწყვიტეს, ხანდაზმულებთან ერთად, გადაეღოთ ფილმი, რომელიც პრეზენტაციის დასაწყისში აჩვენეს და  ასევე მოემზადებინათ მათი ქვეყნის და კუთხის ტრადიციული კერძები,  რომ მერე დამსწრე საზოგადეობასთან ერთად დაეგემოვნებინათ. ფილმი უშუალოდ ეხებოდა ხანდაზმულთა ცხოვრების ისტორიებს.  თვითონ ჰყვებოდნენ თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს. _ ეს ფილმი მომზადდა ახალგაზრდების ჩართულობით.  ჩვენი ორგანიზაციისთვის  უმნიშვნელოვანესი  საკვანძო საკითხია  ტოლერანტობა და მრავალფეროვნება. ასევე მნიშვნელოვნია დღევანდელი დღე ახალგაზრდებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის, რადგან გულისხმობს ერთგვარი შინაგანი სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას, რომ ყველა ჩვენგანი ვიყოთ სოციალურად პასუხისმგებლიანები, _თქვეს ინიციატორებმა. მეცნიერი ზაურ გაბრიჩიძე მიესალმა და საკუთარი  თვალსაზრისი მადლიერებით  გამოხატა.  -ძალიან სასიხარულოა, რომ ახალგაზრდები  არიან  ამ დღის ორგანიზატორები.  მადლობა ფილმის შემქმნელებს,  მის  გმირებს, რომლებმაც  საკუთარი ისტორიები გაგვიზიარეს. ცხოვრება ნაფოტოვით გვატარებს წინ და უკან და  ვინ სად აღმოვჩნდებით, არ ვიცით და მხოლოდ უფალმა უწყის.   ამიტომ საზოგადოების და  ერთმანეთის დახმარებით ბედნიერი გავხადოთ მათი ცხოვრება,  ვისაც ყურადღება მეტად სჭირდება.  ქედს ვიხრი ამ საოცრად გულწრფელი ისტორიების წინაშე, რაც ეკრანიდან მოვისმინეთ, _ თქვა თავის გამოსვლაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა  და ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის  უფროსმა, მარინა ჯაფარიძემ. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები,  სოციალური სამსახურის წარმომადგენლები, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ანასეულის უნივერსიტეტის  და ადგილობრივი თვითმმარტველობის ... ...
  • ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას,  თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა ვლადიკავკაზელ ადვოკატთან ერთად. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ... ...
  • პატარა ანიტას მინსკში გადასაყვანად ამზადებენპატარა ანიტასთვის ოპერაციის გაკეთებაზე იტალიამაც უარი თქვა, ბავშვს ბელორუსიაში, კერძოდ კი მინსკში გასამგზავრებლად ამზადებენ. ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში ანიტას ბებია, თამუნა გლურჯიძე ავრცელებს. „ბევრი მწერს, არ მიწყინოთ, ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ, აქ გიპასუხებთ. ბელორუსია თანახმაა ბავშვის მიღებაზე, ამაში ჩვენი ხელისუფლება დაგვეხმარა. იმდენად გვიდგანან გვერდით თქვენთან ერთად, რომ იმედის დაკარგვის უფლებას არ მაძლევენ. ახლა მიმდინარეობს ბავშვის ავსტრიიდან ბელორუსიაში გადაყვანის ტექნიკური საკითხების მოგვარება,“_ წერს ... ...
  • წულუკიანი:"დეპუტატებმა მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი თავისუფლად უყარეს"იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უვადო მოსამართლეებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმაურება. "ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ადრეც გააკეთა განცხადება ამავე თემაზე და მასში ნათქვამი იყო, რომ თავად კანონი, რომელიც იქნა შემოღებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად, იყო წინ გადადგმული ნაბიჯი და რეალურად არ შეიძლება ამას არ დაეთანხმო, მაგრამ გუშინდელი განცხადება მოწმობს იმას, რომ მართალია უკეთესია ვიდრე იყო წარსულში, მაგრამ მისი სრულყოფა ყოველთვის შეიძლება და ამაზე მუშაობა ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ. რაც შეეხება კონკრეტულ გვარებსა და სახელებს, დეპუტატებმა თითოეულ მათგანს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენების გარეშე," - განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...