პასუხი სტრასბურგიდან "იმედის" ჟურნალისტებს _ "თქვენ დაგაგვიანდათ..."

მთავარი თემა

პასუხი სტრასბურგიდან "იმედის" ჟურნალისტებს _ "თქვენ დაგაგვიანდათ..."

27 აპრ. 2013, 12:46:52

თქვენ დაგაგვიანდათ, ვერ ახსენით ორწლიანი უმოქმედობა, იყავით ინდეფერენტულები _ დაახლოებით ასეთია ის მესიჯები, რომლითაც ევროსასამართლომ სარჩელის დაუშვებლად ცნობა ახსნა

მოცემულ საქმეზე მომჩივნები იყვნენ ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი ჟურნალისტები:  გიორგი ახვლედიანი, ირაკლი მოსეშვილი, დიანა ტრაპაიძე, ჯონი კალანდაძე, თეა სიჭინავა, ანა გოჩაშვილი, ნინო საყვარელიძე, გიორგი რუხაძე, ნ. ცხვარაშვილი და თ. მეზურნიშვილი.

2009 წლის დეკემბერში, არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტმა" მოცემული საქმე ევროსასამართლოში წარადგინა. 2009 წლის 22 დეკემბერს ათივე მომჩივანმა საჩივრით მიმართა თბილისის პროკურატურას. 14 დეკემბერს, თბილისის პროკურატურამ აცნობა მომჩივნებს, რომ მათი საჩივარი, მომდევნო ღონისძიებების გასატარებლად, გადაგზავნილ იქნა საქართველოს მთავარი პროკურორის ოფისის საგამოძიებო ნაწილში.

2010 წლის 30 მარტსა და 15 აპრილს მომჩივნებმა საჩივრით მიმართეს ევროპულ სასამართლოს.

ევროსასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მოსარჩელე, რომელიც თავს მთავრობის მიერ განხორციელებული არაკანონიერი ქმედების მსხვერპლად მიიჩნევს, ვალდებულია, კონვენციის 35-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაცვით, გამოავლინოს გულმოდგინება და ინიციატივა და გადადგას გარკვეული ნაბიჯები იმისათვის, რომ არ ჩამორჩეს საქმეზე წარმოებულ გამოძიებას ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში, გონივრულ ვადებში შეიტანოს სარჩელი. სარჩელის შეტანა უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც პირმა იცის ან მისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ საქმეზე არ მიმდინარეობს ეფექტური გამოძიება.

როდესაც ევროსასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანაში გადამწყვეტ როლს თამაშობს დროის ფაქტორი, სწორედ მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მოთხოვნა უფლებამოსილი ორგანოებისა და ევროსასამართლოს წინაშე გონივრულ ვადებში იყო წარდგენილი.

დროის გასვლასთან ერთად, მოწმეებს ავიწყდებათ საქმესთან დაკავშირებული გარემოებები, არსებობს მოწმეების გარდაცვალების ან გაუჩინარების და საქმეზე არსებული მტკიცებულებების განადგურების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, ასეთ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება კარგავს აქტუალურობას და ხდება გამოუსადეგარი და არაეფექტური.

სასამართლოს დასკვნით, მომჩივნებმა საქმეზე გამოძიების ჩატარების მოთხოვნით თბილისის პროკურორს პირველად მხოლოდ 2009 წლის 4 და 22 დეკემბერს მიმართეს. აქედან გამომდინარე, 2 წელზე მეტ ხანს, მომჩივნებს არ გამოუვლენიათ მცირეოდენი ინტერესიც კი საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, თუ მომჩივნები დარწმუნებულები იყვნენ მთავრობის მიერ ეფექტური სისხლისსამართლებრივი გამოძიების ჩატარების შეუძლებლობაში, მათ შეეძლოთ ევროსასამართლოსთვის მიემართათ "იმედის" მიმართ დარბევის განხორციელებიდან ექვსთვიან პერიოდში, არა უგვიანეს 2008 წლის 7 მაისისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  მომჩივნების მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მასალა ნათლად არ ასახავს უმოქმედობის მიზეზებს და იმას, თუ რატომ არ მიმართეს ამდენი ხნის განმავლობაში ხელისუფლებას გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნების ორწლიანი უმოქმედობა და ინდეფერენტულობა საქმის გამოძიების მიმდინარეობის მიმართ,  არ შეესაბამება კონვენციის 35-ე მუხლის პირველ პუნქტს.

აქედან გამომდინარე, ევროსასმართლოს "იმედის"  საქმესთან დაკავშირებული 10 საჩივარი დაგვიანებით წარედგინა და სასამართლომ, კონვენციის 35-ე მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტების საფუძველზე, საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.

არადა, ეს ყველაზე მძიმე საქმე ქართული მედიის ისტორიაში, ასეთ ფაქტებს ინახავს...

2007 წელი... 7 ნოემბერი... შტურმით აღებული "იმედი"

"ოთახი სავსე იყო სპეცრაზმელებით, ყველა მათგანს ნაქსოვი შავი ნიღაბი ეკეთა, შავი ქურთუკი ეცვა და ზოგიერთ მათგანს არ ჰქონდა ავტომატი. იატაკზე დაყრილი ხალხი პანიკაში იყო, სპეცრაზმელები ოთახში დააბოტებდნენ და ტელეფონებს აგროვებდნენ, ცდილობდნენ ჩვენი ხმა თავიანთი ღრიალით დაეფარათ. მაგიდაზე ხელკეტებს ურტყამდნენ და ოთახში შეყრილ გოგონებს "ბადრის მუტ..." გვეძახდნენ. ტელევიზორში, რომელიც "ქრონიკის" ოთახის კუთხეში იდგა, ჯერ კიდევ ჩანდა საინფორმაციო სტუდია, დაბნეული სპეცრაზმელები ღრიალებდნენ: "ესენი ისევ ეთერში არიან, ამათი დედა მოვტ.....

ზედა სართული თითქმის დაცლილი იყო თანამშრომლებისგან. "ნიუს რუმში" იარაღიანმა თავდამსხმელმა შემიყვანა, სადაც სკამებზე ისხდნენ საეთეროდან გამოყრილი ჩემი თანამშრომლები, მათ შორი იყო ჩემი ფეხმძიმე მეგობარი, დიანა ტრაპაიძე, რომელზეც განსაკუთრებით ვნერვიულობდი. მთელ შენობაში საშინელი პანიკა სუფევდა. გოგონები ტიროდნენ. ჩვენს გაჩუმებას ჩვენი თავდამსხმელები "ბადრის მონებოს" ძახილით ცდილობდნენ. საშინელი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა... " _ ეს ახსნა-განმარტება თეა ადეიშვილმა ადვოკატებს შალვა შავგულიძეს და სოსო ბარათაშვილს პროკურატურაში წარსადგენად მისცა.

თეა ადეიშვილთან ერთად, პროკურატურაში წარსადგენად 130 ჟურნალისტის ჩვენება იდო იმ საქმის მასალებში, რომელმაც დღის სინათლე ვერ იხილა.

ამ 130 ჟურნალისტიდან ევროსასამართლოში მხოლოდ 10 ჟურნალისტის საჩივარი შევიდა, ისიც 2010 წელს...

ადვოკატ ლია მუხაშავრიას განცხადებით, სტრასბურგში 10 ჟურნალისტის საჩივარი ცალ-ცალკე, დამოუკიდებელ საქმეებად გაიგზავნა. "იმედის" ყოფილი ჟურნალისტები - გიორგი ახვლედიანი, ჯონი კალანდაძე, ანა გოჩაშვილი, ნინო ცხვარაშვილი, ნინი საყვარელიძე, თეა სიჭინავა, ირაკლი მოსეშვილი, თენგო მეზურნიშვილი, გიორგი რუხაძე და დიანა ტრაპაიძე სტრასბურგში 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანიაში შეჭრისას და მაუწყებლობის გათიშვისას სამართალდამცავთა მიერ მათი უფლებების დარღვევას ასაჩივრებენ.

მომჩივანთა აზრით, სამართალდამცავებმა ტელეკომპანიაში შეჭრით დაარღვიეს მათი გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება, გახდნენ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი, რაც სახელმწიფომ შესაბამისად არ გამოიძია.

სახელმწიფო და ადგილობრივი სასამართლოები "იმედის" ჟურნალისტების დიდ ნაწილს არც შეუწუხებია და არც თავი შეუწუხებიათ იმით, რომ მათი საქმე გამოძიებული ყოფილიყო.

იმედის ჟურნალისტების ერთი ნაწილი საჯარო სამსახურების პრესსამსახურებში დაასაქმეს ხელმძღვანელ თანამდებობებზე. მეორე ნაწილი ნაციონალურ ტელევიზიებში გადავიდა სამუშაოდ ლამის გაათმაგებული ხელფასებით, მესამე ნაწილი კი პარლამენტში გადავიდა, სადაც ახლა საპარლამენტო ოპოზიციას წარმოადგენდნენ. საუბარია ქრისტიან-დემოკრატიულ ფრაქციაზე.

ტელეკომპანია "იმედის" მაშინდელი ადვოკატი შალვა შავგულიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას იხსენებს, რომ საქმე მთლიანად მზად იყო სტრასბურგში გასაგზავნად, მაგრამ ტელევიზიის ხელმძღვანელობამ საჩივარს ხელი არ მოაწერა.

უფრო მეტიც, ისინი ადვოკატებისგან მოითხოვდნენ, თავად მათ ეთქვათ უარი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაზე, რაზედაც ადვოკატებისგან კატეგორიული უარი მიიღეს.

"მე და სოსო ბარათაშვილმა ვეებერთელა საჩივარი დავწერეთ, სადაც ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის გარდა, საუბარი იყო უამრავ სხვა სამართალდარღვევაზეც. მოიცავდა ტელევიზიის მიმართ ადმინისტრაციულ დავებსაც. საჩივარი ჩაბარდა ტელევიზიის ხელმძღვანელობასაც და სამეთვალყურეო საბჭოსაც. მაშინ უკვე ჯოზეფ კეი ხელმძღვანელობდა ტელევიზიას. შემდეგ, როგორც ვიცი, ჟურნალისტების მხრიდან რაღაც ინდივიდუალური საჩივრები გაიგზავნა სტრასბურგში."

ადგილობრივი სამართალწარმოებისთვის მაშინ არავის მიუმართავს. არც ადმინისტრაციული დავები გაუგრძელებია ვინმეს და არც პროკურატურაში გაუგრძელებია ვინმეს ჩივილი იმ მოტივით, რომ საქმე აღძრულიყო.

შალვა შავგულიძე: "ჩვენ მოვამზადეთ ერთიანი სარჩელი "იმედის" სახელით, რომელსაც თან ახლდა ყველა ის 130 ახსნა-განმარტება, რომელიც ჩვენ ჟურნალისტებისგან მივიღეთ, სადაც აღწერდნენ, რა მოხდა იმ დღეს, 2007 წლის 7 ნოემბერს..."

ამ 130 ჟურნალისტს შორის იყო "დროების" ჟურნალისტი, მაია ასათიანი:

"უეცრად გავიგონე ხმაური. პირველ სართულზე ასვლისთანავე დავინახე, რომ შენობის ფოიე შავ სამოსსა და ამავე ფერის ნიღბებში ჩაცმულ და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ ადამიანებს დაეკავებინათ. მივხვდი, რომ ზემოთ პირველ სართულზე ასვლას უკვე აზრი აღარ ჰქონდა. ამიტომ ისევ უკან სასადილოში გამოვიქეცი. ასევე სირბილით ეგრეთწოდებული სპეცრაზმელები მომყვებოდნენ

კიბეებზე ასვლის დროს დავინახეთ, რომ შენობა შავებში ჩაცმულ შეიარაღებულ ნიღბოსნებს დაეკავებინათ. მათ კიბეებზე ჩამოყავდათ, ბადრი პატარკაციშვილის ფონდის ხელმძღვანელი, პაატა ჩახნაშვილი, "იმედის" საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის უფროსი, გიორგი თარგამაძე, გადაცემა "დროების" მთავარი პროდიუსერი, ლევან ვეფხვაძე..."

ლევან ვეფხვაძე: "მესამე სართულის დერეფანში გაისმა შეძახილი "ყველანი ძირს" და გამოვედი დერეფანში. დავინახე სამი ადამიანი შავი სპეცრაზმელის ფორმაში და სახეზე ნიღბით. მათ ეკიდათ ჩემთვის უცნობი ტიპის პატარა ზომის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, პირველი შეძახილი იყო "დროზე იატაკზე დაწექით".

... მე დერეფნის გასწვრივ ვუყურებდი შავფორმიანების სართულზე მოძრაობას. მესამე სართულიდან ჩანს ნიუსის სტუდია და ისინი როგორც ჩანს უყურებდნენ თარგამაძეს. ჩემს გვერდით მდგომმა, ჩემზე დაბალი, თუმცა საკმაოდ ჩასმული აღნაგობის შავნიღბიანმა მომცა შენიშვნა "ნუ იყურები!" როცა ამ ბრძანებას არ დავემორჩილე, ჩემთან მოვიდა უფრო ასაკოვანი, დაახლოებით 45 წლის შავნიღბიანი მამაკაცი, რომელსაც ხელში ეჭირა ელექტროშოკი და მითხრა: "ხომ იცი რა არის საჭირო, რომ პრობლემები არ შეგექმნას? შეტრიალდი და არ მობრუნდე"

ლევან ჯავახიშვილი: "დაახლოებით 15 ადამიანი საეთეროდან პირველ სართულზე ჩამოგვიყვანეს, სადაც უამრავი ადამიანი მიწაზე იყო დაწვენილი ისე, როგორც ეს მხატვრულ ფილმებშია. მათ თავზე ნიღბიანები ედგნენ და იარაღის ლულები ჰქონდათ მიშვერილი. ზოგიერთი სპეცრაზმელი გოგონებს აგინებდნენ თქვე "ბადრის პუტანკებოო". მე ერთ-ერთმა ნიღბიანმა მითხრა: "დაგენძრათ ბადრის ლეკვებოო", თან ავტომატის კონდახი მომიღერა... "

ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთ ჟურნალისტს არ გაუსაჩივრებია საქმე სტრასბურგში.

იმედის მაშინდელი ადვოკატი "გურია ნიუსთან" საუბრისას იხსენებს იმასაც, როგორ თხოვა მას ბადრი პატარკაციშვილმა, გაეკეთებინა ყველაფერი, მიემართა ყველანაირი სამართლებრივი მექანიზმისთვის, რათა ტელეკომპანია "იმედი" გადარჩენილიყო.

პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ შალვა შავგულიძეს უთხრეს, შეეტანა განცხადება ბადრი პატარკაციშვილის სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის მოთხოვნით, რაზედაც ადვოკატმა კატეგორიული უარი განაცხადა.

"რაც შეეხება ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, არც მედიის სათანადო ყურადღების ქვეშ მოექცა და სამწუხაროდ, არც ბადრის მეუღლემ, ქალბატონმა ინამ გამოხატა აქტიური პოზიცია, რომ სისხლის სამართლის საქმე გაგრძელებულიყო და ბოლომდე მისულიყო. ასე რომ მომხდარიყო, მერწმუნეთ უფრო თვალსაჩინო გახდებოდა ვიდეომასალის მონტაჟიც და სხვა სიყალბეებიც, რაც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, უხვად მოიპოვებოდა. საუბარია გაყალბებულ და დაუშვებელ მტკიცებულებებზე, რომელზეც მთელი ბრალდება იყო აგებული. ასეთ შემთხვევაში, შედეგი სულ სხვა იქნებოდა. სამწუხაროდ, ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა ვერ მოხერხდა."

p.s. არადა "იმედის" იმ საქმეზე, რომელმაც დღის შუქი ვერ იხილა, დღეს უკვე შესაძლოა სტარსბურგის სულ სხვაგვარი გადაწყვეტილება ყოფილიყო.




 ახალი ამბები
  • ამირან გამყრელიძე: შემოდგომისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთჩვენ დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან შემოდგომისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთ“, _ ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა. გამყრელიძის თქმით, ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან 24 დადებითი შემთხვევაა დადგენილი, დაახლოებით 150-ზე მეტი კონტაქტია გამოკვლეული და კვლევა კიდევ გრძელდება. „მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებში პატარა პიკური ნახტომები იყო - 26, 11, ეს არავითარი პანიკის საფუძველი არ არის, რადგან ეს დაკავშირებული იყო სწორედ იმ ცხელი წერტილების გამოკვლევასთან, როგორიც სოფელი მუშევანია, იქ 19 შემთხვევაა იდენტიფიცირებული. ასევე, უკავშირდება საბურთალოს კლასტერს, მაგრამ, მიუხედავად იმისა, დღეში ოთხი, სამი თუ ათი შემთხვევა იქნება, ჩვენ დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან შემოდგომისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსი 800 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 640 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი ... ...
  • დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვა იწყებასაკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეიდან იწყება. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერების განცხადებით, ისინი პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ, რადგან 8 მარტს დადებული შეთანხმება, მათი აზრით, ბოლომდე არ შესრულებულა. პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები კი ცვლილებებს მხარს დაუჭერენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ცვლილებების მისაღებად საკმარისი ხმები შეგროვდება. ​ოპოზიციის მხრიდან ამ თემის სასწორზე შეგდება უპასუხისმგებლობაა, - ასე ეხმიანება პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციის გადაწყვეტილებას. საკონსტიტუციო პროექტის განხილვას საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან დაუთმობს ეთერს. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ჩაერთოს განხილვაში საქართველოს პირველი არხისა და საქართველოს ... ...
  • ცნობილია როდის ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდებიცნობილია როდის ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები, _ ინფორმაციას ამის შესახებ https://edu.aris.ge/ ავრცელებს. ამ ეტაპზე ცენტრი გამოცდების ჩასატარებლად აუცილებელ მოწყობილობებს და აქსესუარებს ყიდულობს. უწყება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განუმარტავს, რომ გამოცდების ჩატარება ივლისის პირველ რიცხვებშია დაგეგმილი და საგამოცდო ცენტრები ყველა საჭირო ინვენტარით უნდა იყოს აღჭურვილი. „ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების, საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების დაწყება იგეგმება 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში და საორიენტაციოდ გაგრძელდება ერთი თვე. გამოცდების დაწყებამდე საგამოცდო ცენტრები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საჭირო საქონლითა და მომსახურებით“,- ვკითხულობთ უწყების მიმართვაში. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სადეზინფექციო საშუალებებში 27 500 ლარს გადახდას გეგმავს, სამედიცინო მოწყობილობისთვის კი – 266 250 ლარს. შესყიდვის ჯამური თანხა 1 676 270 ... ...
  • შსს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურებაშინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება 2020 წლის 2 ივნისს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს. „2020 წლის 2 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების მიერ შემოვიდა შეტყობინება, რომ ნაპოვნი იქნა ჩვილი. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით, რაც დედის მიერ მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის ახალშობილის ცხედარი გადასვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ შესაბამისი პირები, რომლებიც, შესაძლოა, ფლობდნენ რაიმე ინფორმაციას შემთხვევის შესახებ. მათ შორის, მოწმის სახით, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მონაწილეობით გამოიკითხა არასრულწლოვანი გოგონა. საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება გრძელდება ყველა შესაბამისი ვერსიის გადამოწმებისა და რელევანტური მტკიცებულებების შეგროვების მიზნით. რაც შეეხება ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არასრულწლოვანი გოგონას დაკავებასთან, ასევე, პოლიციის თანამშრომლის მიერ ახალშობილის ცხედრის გადაგდებასთან დაკავშირებით, არის დეზინფორმაცია. მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესიდან და საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, აღნიშნული თემის გაშუქებისას დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი მოთხოვნები და არ მოახდინონ არასრულწლოვნის უფლებების შელახვის პროვოცირება”,_ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • პოლიციამ ზუგდიდში გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ა.წ. და 1976 წელს დაბადებული რ.პ., გამოძალვის ბრალდებით, სამეგრელოში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეს გარკვეული ოდენობის თანხას სისტემატურად სძალავდნენ. პოლიციამ ავტომანქანიდან, რომლითაც ერთ-ერთი ბრალდებული გადაადგილდებოდა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 3500 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ბრალდებულის სახლიდან სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?