გურიის გუბერნატორი: " საბოტაჟზე საუბარს, უმჯობესია, დრო პრობლემების გადაჭრას დაუთმონ"

მთავარი თემა

გურიის გუბერნატორი: " საბოტაჟზე საუბარს, უმჯობესია, დრო პრობლემების გადაჭრას დაუთმონ"

2013 აპრ 29 14:50:15

მისივე განცხადებით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ანუ ახალი ხელისუფლების მოსვლის დღიდან, პრეზიდენტის რწმუნებულების უმეტესობა, პრაქტიკულად, უარს ამბობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობაზე.

"საბოტაჟის თვალსაჩინო მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთსაქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების რეესტრი". _ განაცხადა მურღულიამ.

მისივე განცხადებით, მარტის თვეში მომხდარ სტიქიაზე არცერთ გუბერნატორს არ დაურეკავს და არცერთი განცხადება არ შემოსულა მათ მიერ სამინისტროში. მანვე თქვა, რომ გუბერნატორების უმეტესობა სამინისტროს ოპოზიციაში უდგას.

გარდა ამისა, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში - 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გუბერნატორებმა საკუთარ რეგიონებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ ათჯერ მიმართეს.

მიუხედავად ამ წერილებისა, გუბერნატორებმა არ იზრუნეს, რომ ეს და სხვა პრობლემები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მეშვეობით მოგვარებულიყო იმ წესის მიხედვით, რომელიც დადგენილ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ.

მიუხედავად იმისა, რომ გუბერნატორებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, ისინი, ასევე, ანგარიშვალდებულნი არიან მთავრობისა და, რაც მთავარია, საკუთარი მოსახლეობის წინაშე. ამიტომაც, მოვუწოდებთ გუბერნატორებს, უარი თქვან ვიწრო პარტიულ ინტერესებზე, გამოვიდნენ სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებიდან და, ცრუ და ცილისმწამებლური ბრალდებების ნაცვლად, აკეთონ საქმე, რომელიც რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას წაადგება". _ განაცხადა შოთა მურღულიამ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით "გურია ნიუსთან" კომენტარს  გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი აკეთებს. აქვე შეგახსენებთ, რომ იმ სამი რეგიონის გუბერნატორს შორის, რომლებმაც სამინისტროს  განცხადებით, პროექტები შეიტანეს, გურიის გუბერნატორიც იყო.

_ ბატონო ვალერი, რას გვტყვით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის შოთა მურღულიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე,  რომ პრეზიდენტის რწმუნებულების უმეტესობა უარს ამბობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობაზე...

_ მე ვფიქრობ რომ  ეს არის პოლიტიკური განცხადება  და მისი მიზანია მოხდეს სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ინსტიტუტის დისკრედიტაცია.  ხოლო სინამდვილეში, თუ საქმის არსი გაინტერესებთ, გეტყვით, რომ მხარისთვის მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითხებზე ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო და არის კომუნიკაცია, როგორც წერილობითი სახით, ასევე სატელეფონო კავშირებით და პირადი შეხვედრებით.

უფრო მეტსაც გეტყვით, ჩვენს მიერ არაერთხელ  იქნა გაგზავნილი  წერილი სამინისტროში, რომელშიც ვატყობინებდით მუნიციპალიტეტების წინაშე არსებულ სხვადასხვა გადაუდებელ პრობლემებზე, რომელიც აუცილებლად საჭიროებდა რეაგირებას. ასევე მთავრობის მიერ დადგენილი წესის მიხედვით გაიგზავნა საპროექტო წინადადება, რომელიც ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მიერ იყო მოწონებული, თუმცა არცერთ ამ წერილზე პასუხი არ მიგვიღია.

_მისივე თქმით, გუბერნატორებს სამინისტროსთვის არც მარტის თვეში საქათველოში მომხდარი სტიქიის დროს მიუმართავთ, მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხალმა 10-ზე მეტი თვითმმართველობა დააზარალა. .. რას გვეტყვით თქვენს მიერ საბოტაჟის მცდელობაზე?

_ მარტის თვეში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ აღნიშნულის შესახებ იმავე დღეს სამხარეო ადმინისტრაციის უფროსის მიერ მოხდა დაკავშირება სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელთან, რომელსაც დეტალურად ეცნობა სამივე მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ, რაც ასევე გადაეცა ელექტრონული სახითაც. მიუხედავად ჩვენი თანამშრომლობის სურვილისა, სტიქიის საკითხებზე ჩამოსულმა სამინისტროს წარმომადგენლებმა  და სხვა ოფიციალურ პირებმა აღნიშნული საკითხების  ჩვენთან განხილვა  არ მოისურვეს.

ხოლო რაც შეეხება საბოტაჟს,  უმჯობესია საბოტაჟზე საუბარსა   და  მტრის ხატის ძიებაზე მეტი დრო  მოსახლეობის  წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრას დაეთმოს", - განაცხადა ჩიტაიშვილმა.




 ახალი ამბები
  • ყიდულობს თუ არა ვანო ჩხარტიშვილი "რუსთავი 2"_ს _ ბიზნესმენის ექსკლუზიური კომენტარიგავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2_ს, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ხალვაშმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, მყიდველი უკვე გამოუჩნდა. როგორც ამბობენ, ტელეკომპანის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებით ყიდულობს. თუმცა, გურია ნიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში ჩხარტიშვილი ამას ურყოფს: _ სისულელეა და ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს, _ გვითხრა ჩხარტიშვილმა და დააკონკრეტა, რომ ტელევიზიის ყიდვას არ ... ...
  • შტორმი ზღვაზე _ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზღვაზე დამსვენებლებს აფრთხილებსშავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ზღვაზე გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე, არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს, მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში. „მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები“, - აცხადებენ ... ...
  • პრემიერმა ბახმაროში წასვლა გააუქმა _ ვინ ჩაანაცვლებს ბახტაძესპრემიერი მამუკა ბახტაძე, დღეს ბახმაროში ტრადიციულ დოღს არ დაესწრება. პრემიერის დაგეგმილი სტუმრობა ბახმაროში გუშინ საღამოს გაუქმდა, რისი მიზეზიც უცნობია. არაოფიციალური ინფორმაციით ბახმაროში პრემიერის ჩასვლის გაუქმება მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც მამუკა ბახტაძე პოსტს ტოვებს და მისი შემცვლელად ბიძინა ივანიშვილი ორ კანდიდატს შს მინისტრს გიორგი გახარიას და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილის კანდიდატურებს განიხილავს. იმ შემთხვევში თუ პრემიერის სავარძელში ვიცე-პრემიერი გახარია გადაინაცვლებს მისი პოსტი, შესაძლოა ალეკო ტაბატაძემ ან ირაკლი ღირბაშვილმა დაიკავოს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დღეს პრემიერი არც ფერიცვალების სადღესასწაულო წირვას არ ესწრება, რომლესაც მისი უწმინდესობა ილია მეორე აღავლენს. წყარო: ... ...
  • გედევან ფოფხაძემ პარტია დატოვა _ დაპირისპირება ბესელიას გუნდშიგავრცელებული ინფორმაციით, გედევან ფოფხაძემ ეკა ბესელიას პარტია “სამართლიანობისთვის” დატოვა. თუმცა, ინფორმაციას თავად ეკა ბესელია ამ ეტაპზე არ ადასტურებს. გუნდში შესაძლო დაპირისპირებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვა კი ბესელიამ უპასუხოდ დატოვა. შეგახსენებთ, რომ პარტია “სამართლიანობისთვის” ყრილობა 20 ივნისს გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ - ეკა ბესელია, გენერალური მდივნად – გედევან ფოფხაძე, ხოლო პოლიტიკურ მდივნად ზვიად კვაჭანტირაძე ... ...
  • ბახმარო თანამედროვე მუსიკალურო ფესტივალის სამზადისში _ ის, რაც არ უნდა გამოტოვოთSunset Fest Bakhmaro 2019-ის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. უკვე მოწყობილია კარვების ქალაქი, მოსასვენებელი კუთხეები, კაფე-ბარები. ამ წუთებში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე საკონცერტო სცენის აწყობა მიმდინარეობს. ბახმაროში, ხვალ, 19 აგვისტოს ბევრი სიურპრიზი და დიდი მხიარულება გელით. ტრადიციული დოღის დასრულების შემდეგ, 17 საათზე, მზის ჩასავალი გორის მიმდებარედ (ასასვლელი ვერტოდრომიდან) თანამედროვე მუსიკის ფესტივალი გელოდებათ არაჩვეულებრივი შემსრულებლებით _ Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua და Kraumur თქვენს შესანიშნავ განწყობაზე დილამდე იზრუნებენ. შეაგროვე მთელი წლის სამყოფი ენერგია და მოგონებები. სუფთა ჰაერი, ნისლი, წიწვოვანი ტყე, კოცონები, ვარსკვლავებიანი ცა, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა, ზაფხულის მზესთან დამშვიდობება _ ეწვიეთ 19 აგვისტოს ბახმაროს! არ გამოტოვოთ დიდი მხიარულება. ფესტივალი „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება და მისი თანადამფინანსებელია საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო. გენერალური სპონსორია „წყალი მარგებელი“. სპონსორები და მხარდამჭერები არიან: „ზედაზენი“; “New Road”; „ორბი ჯგუფი“; „ვასაძის პური“; „სანდომი“; „თქვენი მარკეტი“ ასკანგელი“, ‘გზამშენი 18“, „ლიდერფუდი“, „ბითი ჩერითი ჯგუფი“, „ბახმარო ჰოტელი“; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია; „ენერგო პრო ჯორჯია“; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ფესტივალის მედია პარტნიორი და საინფორმაციო მხარდამჭერია ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...