"საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო" შსს-ს მოუწოდებს

მთავარი თემა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო" შსს-ს მოუწოდებს

1 მაი. 2013, 19:36:36

"მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს მშრომელთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე ორგანიზატორებსა და პოლიციელებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. თვითმხილველებზე დაყრდნობით მედია იტყობინება, რომ აქცია თითქმის დასრულებული იყო, როდესაც პოლიციამ დემონსტრანტები ქუჩის სავალ ნაწილზე გადასვლისათვის დააკავა. დაკავებულებს შორის არიან სტუდენტური ორგანიზაცია "ლაბორატორია 1918-ის" წევრები და ჟურნალ "ლიბერალის" ჟურნალისტიც.

"გამჭვირვალობა – საქართველო" მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეისწავლოს აღნიშნული ინციდენტი, კერძოდ მნიშვნელოვანია დადგინდეს:

1. უქმნიდა თუ არა რეალურ დაბრკოლებას რუსთაველის გამზირზე მოძრავ ავტომანქანებს აქციის მონაწილეთა მსვლელობა,

2. ჰქონდა თუ არა ადგილი ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან,

3. ჰქონდა თუ არა ადგილი მანიფესტაციისთვის ხელის შეშლას საპატრულო პოლიციის მხრიდან უფლებამოსილებათა გადამეტებით,

4. რამდენად ადეკვატური სანქციები იყო გამოყენებული სამართალდამცავი ორგანოების მიერ და შეიძლებოდა თუ არა სხვა უფრო მსუბუქი მეთოდების გამოყენება სიტუაციის დარეგულირების მიზნით.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია დემონსტრანტების მიერ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვა, თუმცა ამავდროულად ვფიქრობთ, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უნდა უზრუნველყონ კანონის მოთხოვნათა დაცვით მოქალაქეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა. საპტრულო პოლიციის თანამშრომლებს უნდა გააჩნდეთ მეტი თმენის ვალდებულება, მათი ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს სიტუაციის ადეკვატური, ემსახურებოდეს ადგილზე მდგომარეობის განმუხტვას და მაქსიმალურად ითვალისწინებდეს ყველა მოქალაქის უფლებების დაცვას. ვფიქრობთ, რომ დღევანდელი აქცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეეძლოთ მიემართათ იმგვარი ქმედებებისთვის, რაც არ გამოიწვევდა ადგილზე სიტუაციის გამწვავებას.




 ახალი ამბები
  • 56 წამი იმის შესახებ, რატომ უნდა შემოხაზოთ 56 - გურიის დეპუტატობის კანდიდატი გიორგი სიორიძე! 56 წამი იმის შესახებ, თუ რატომ უნდა შემოხაზოთ 56 _ “ლელო საქართველოსთვის” გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი სიორიძე. ... ...
  • რას გვპასუხობენ ქობულეთში მომხდარ ძარცვაზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები„გურია ნიუსი“  ქობულეთში მომხდარ „საქართველოს ბანკის“ ინკასატორის ძარცვასთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლელბის  წარმომადგენლებს ესაუბრა. კითხვაზე, თუ იციან მოხდარის  შესახებ და დამატებით რაიმე ახალ დეტალებს ხომ არ ფლობენ, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით მჭედლიშვილმა გვითხრა, რომ ის ერთ-ერთ სოფელში შეხვედრაზე იმყოფებოდა და მომხდარის შესახებ არ იცის: _არ ვიცი ამ ფაქტის შესახებ. გასული ვიყავი ერთ-ერთ სოფელში, საბავშვო ბაღის მშენებლობაა და იქ ვიმყოფებოდი.   ახლა ვბრუნდები უკან, _ გვითხრა მან. _მე ვერაფერს გეტყვით, მიმართეთ შსს-ს პრესსამსახურს, ბოდიშს გიხდით, - გვითხრა ქობულეთის   მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, გივი ... ...
  • შსს ქობულეთში მომხდარ ძარცვაზე "გურია ნიუსთან" კომენტარს აკეთებსქობულეთში მომხდარ ძარცვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის" 178 -ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.  ამის შესახებ „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. შეგახსენებთ, რომ თავდასხმა მოხდა საინკასაციო მანქანაზე. ჩვენს ხელთ არსებული დაუზუსტებელი ინფორმაციით, გატაცებულია 75 ათასი ლარი. ამ წუთებში, ტერიტორიაზე სადაც დაყაჩაღება მოხდა, მობილიზებულია პოლიცია. ქობულეთში საქართველოს ბანკის ინკასატორი დააყაჩაღეს ქობულეთში, საქართველოს ბანკის ძარცვის ახალი დეტალები "მიმართეთ შსს-ს" - რას აცხადებს საქართველოს ბანკი ქობულეთში მომხდარ ... ...
  • "მიმართეთ შსს-ს" - რას აცხადებს საქართველოს ბანკი ქობულეთში მომხდარ ძარცვაზექობულეთში მომხდარ ძარცვასთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ საქართველოს ბანკს დაუკავშირდა. ბანკის განცხადებით, ინკასაციის მანქანა, რომელზეც თავდასხმა მოხდა საქართველოს ბანკის კუთვნილი არ არის. „ეს არ არის საქართველოს ბანკის კუთვნილი ინკასაციის მანქანა. როგორც ჩვენთვის ცნობილია მანქანა ეკუთვნის კომპანია DDG-ს. დამატებითი დეტალებისთვის მიმართეთ შსს-ს“,_ გვითხრეს ბანკში. ქობულეთში საქართველოს ბანკის ინკასატორი დააყაჩაღეს ქობულეთში, საქართველოს ბანკის ძარცვის ახალი დეტალები შსს ქობულეთში მომხდარ ძარცვაზე "გურია ნიუსთან" კომენტარს ... ...
  • ქობულეთში, საქართველოს ბანკის ძარცვის ახალი დეტალები როგორც, ვიუწყებოდით, ქობულეთში, საქართველოს ბანკის ინკასატორი გაძარცვეს. ჩვენს ხელთ არსებული დაუზუსტებელი ინფორმაციით, გატაცებულია 75 ათასი ლარი. ამ წუთებში, ტერიტორიაზე სადაც დაყაჩაღება მოხდა, მობილიზებულია პოლიცია. ჩვენ ინფორმაციის დაზუსტებას ვცდილობთ საქართველოს ბანკთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და ახალ დეტალებს მალე შემოგთავაზებთ. "მიმართეთ შსს-ს" - რას აცხადებს საქართველოს ბანკი ქობულეთში მომხდარ ძარცვაზე ქობულეთში საქართველოს ბანკის ინკასატორი დააყაჩაღეს შსს ქობულეთში მომხდარ ძარცვაზე "გურია ნიუსთან" კომენტარს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...